ქართველთა ლაშქრობა ხალდიაში — თამარ მეფის (1184–1213) მიერ, ბიზანტიის იმპერატორის ალექსი IV ანგელოსის (1203–1204) წინააღმდეგ ორგანიზებული სამხედრო ექსპედიცია, რომელიც 1204 წელს, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, ტრაპიზონის იმპერიის შექმნით დამანუსრულდა.
ალექსი IV ანგელოსი (ბერძ. Αλέξιος Δ' Άγγελος; დ. 1153 — გ. 8 თებერვალი, 1204) — ბიზანტიის იმპერატორი 1203-1204 წლებში. ისააკ II ანგელოსის შვილი.
ბიზანტიის იმპერატორის მანუელ I კომნენოსის (1143–1180) გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე მისი 12 წლის ძე ალექსი II კომნენოსი (1180–1183) ავიდა, ვისი რეგენტიც დედამისი მარია ანტიოქელი გახდა. მარია ანტიოქელი ლათინა მიმართ ზომიერ პოლიტიკას ატარებდა. რადგანაც კანონიერი მემკვიდრე არასრულწლოვანი იყო, ძალაუფლება ხელში გარდაცვლილი იმპერატორის ძმისშვილმა და მარიას საყვარელმა, პროტოსებასტოსმა ალექსი კომნენოსმა ჩაიგდო. ახალმა სტატუს-კვომ და კომნენოსების დინასტიის წევრების ლათინთა მიმართ სიძულვილმა დედაქალაქში არეულობა გამოიწვია, რაც 1182 წელს სახელმწიფო გადატრიალებით დასრულდა. პროტოსებასტოსი ალექსი დააბრმავეს და ტახტზე მანუელ I კომნენოსის ბიძაშვილი და კანონიერი მემკვიდრე, პაფლაგონიის[1] გამგებელი სებასტოკრატორი ანდრონიკე I კომნენოსი (1183–1185) ავიდა. არისტოკრატიის მტერი და პრო-დასავლური პოლიტიკის მოწინააღმდეგე, ისევე როგროც მისი წინამორბედი მანუელ I, დიდ მოლოდინებს უჩენდა მათ, ვისაც პრო-ლათინური რეგენტის დამხობა სურდათ. მაგრამ ანდრონიკეს მმართველობა თანდათანობით ტერორში გადაიზარდა.
ანდრონიკეს ანტი-ლათინურმა პოლიტიკამ დასავლეთსა და ბიზანტიას შორის დაპირისპირება გამოიწვია, ხოლო მისმა ანტი-არისტოკრატიულმა პოლიტიკამ სახელმწიფო სამხედრო კუთხით დაასუსტა, რადგან არისტოკრატია სახელმწიფოს სამხედრო სიძლიერის ფუნდამენტს წარმოადგენდა. ყოველივე ამან საერთო უკმაყოფილება გამოიწვია არამხოლოდ მოწინააღმდეგეთა შორის, არამედ უკმაყოფილება თვით კომნენოსთა დინასტიის წევრებს შორისაც კი შეიმჩნეოდა. 1185 წლის 24 აგვისტოს სიცილიელმა ნორმანებმა წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს თესალონიკა, ნორმანთა არმიის ნაწილი სერესის, ნაწილი კი კონსტანტინოპოლის მიმართულებით დაიძრა. დედაქალაქში საშინელი ატმოსფერო ჩამოწვა. ხელისუფლების მიერ გატარებულმა ზომები და შიში იმისა, რომ ნორმანები დედაქალაქს დაიკავებდნენ, გადაიქცა მთავარ მიზეზად მოსახლეობის გამოსვლის. იმავე წლის სექტემბერში აჯანყება დაიწყო და ბიზანტიის უკანასკნელი კომნენოსი იმპერატორი, ანდრონიკე I სიკვდილს აღშფოთებული კონსტანტინოპოლელი ბრბოს ხელში შეხვდა.
თამარ მეფის ურთიერთობა ბიზანტიის იმპერატორების მიმართ თავიდანვე დაძაბულ ხასიათს ატარებდა; კომნენოსების საგვარეულოსთან მჭიდრო ნათესაური კავშირების მქონეს,[2][3] თამარს არ შეეძლო დავიწყებოდა, ანგელოსების მიერ ტახტიდან ჩამოგდებული და შემდგომ სიკვდილით დასჯილი ანდრონიკე I კომნენოსი და მისი ძე, მანუელ კომნენოსისდაბრმავება, რომელიც მოგვიანებით მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა.[4][5] როგორც ცნობილია, ანდრონიკეს ორი შვილიშვილი, ალექსი და დავით კომნენოსი, მანუელისა და ქართველი დედოფლის, რუსუდანის შვილი,[6][2] საქართველოს ტახტის ინიციატივით კონსტანტინოპოლიდან საქართველოში გაიხიზნენ. ბიზანტიის იმპერიის კანონიერი ტახტის პრეტენდენტები თბილისში, თამარის სასახლის კარზე იზრდებოდნენ.[7][4] საქართველოში მათ მიიღეს ყოველგვარი განათლება; ქართული ტრადიციებით აღზრდილნი, ისინი მალევე დაეუფლნენ ქართულ ენას და ასევე ქართულ პოლიტიკურ იდეალებსაც იზიარებდნენ.
რელიგიურად მოაზროვნე თამარი მფარველობდა არა მხოლოდ საქართველოში მოღვაწე ბერ-მონაზვნებს, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ქართულ სამონასტრო კომპლექსებს. სწორედ ამიტომ 1203 წელს, ბასილი ეზოსმოძღვარის ცნობით. მოიწონეს ოდესმე ჩუეულებისაებრ ქველის-მოქმედებათათვის, ამისთა მონაზონნი შავისა მთისა, ანტიოქიით და კვიპროსა ჭალაკით, აგრეთვე მთაწმიდით და მრავალთა ადგილთათ... მეფე თამარს დიდი პატივით მიუღია ისინი. უკან გაბრუნებულ მონაზვნებს, როდესაც მათ კონსტანტინოპოლს მიაღწიეს, ბიზანტიის იმპერატორისალექსი III ანგელოსის (1195–1203) კაცები დაუხვდნენ და გაძარცვეს. შეიტყო თუ არა მეფე თამარმა ალექსის საქციელის შესახებ, ბიზანტიელი იმპერატორის ანგარებითა და მტაცებლობით განრისხებულმა, იმპერატორის სამაგალითო დასჯა გადაწყვიტა და ფაქტობრივად ომი გამოუცხადა მას.
ლაშქრობისთვის თამარმა შესაბამისი დრო შეარჩია, სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო 1203 წლის 18 ივლისი, როდესაც ჯვაროსნებმის მიერ კონსტანტინოპოლი პირველად დაიპყრეს. ეს იყო პერიოდი, როდესაც ბიზანტიის დედაქალაქმა სერიოზული დარტყმა მიიღო და შესაბამისად თამარს შეეძლო ესარგებლა იმპერიაში წარმოქმნილი პოლიტიკური დესტაბილიზაციით და ასევე მოწინააღმდიგის სამხედრო სისუსტით. ალექსი III ანგელოსი (1195–1203) ტახტიდან ჩამოაგდეს და მისი დაბრმავებული ძმა ისააკ II ანგელოსი (1185–1195; 1202–1204) მეორეჯრ ავიდა ტახტზე. ასეთ ვითარებაში თამარი, ალექსი და დავით კომნენოსებში ხედავდა ინსტრუმენტს საკუთარი გეგმების განხორციელებისთვის. ახალგაზრდა ძმები, 22 წლის ალექსი და 20/21 წლის დავითი, ქართული საგარეო პოლიტიკის შესაბამისად, სათავეში ჩაუდგნენ თამარის მიერ ორგანიზებულ ლაშქრობას.
ტრაპიზონის იმპერიის შექმნა
კომნენოსი ძმების მიერ 1203 წლის აპრილში,[11] ტრაპიზონის უსისხლოდ აღება არ იყო შემთხვევითი მოვლენა და ეს შეიძლება დაუკავშირდეს სპეციფიურ ფაქტორებს. ტრაპიზონის მაშინდელი დუქსი და ეპარქი, ნიკიფორე პალეოლოგოსი კომნენოსებს მალევე დანებდა, რადგან არ ფლობდა შესაბამის სამხედო ძალას მიუხედავად იმისა, რომ ის ხალდიის თემის სამხედრო დანაყოფს აკონტროლებდა. ადგილობრივები, ხედავდნენ რა დასავლეთიდან ლათინთა და სამხრეთიდან თურქთაგან მომავალ საფრთხეს, გვერდში ამოუდგნენ კომნენოს ძმებს, რადგან მიაჩნდათ რომ ისინი ბიზანტიის იმპერიის კანონიერ მემკვიდრეს წარმოადგენდნენ. კომნენოსების დინასტია საყოველთაო პატივისცემითა და აღიარებით სარგებლობდა მთელს ახლო აღმოსავლეთში, რაც საკმარისი იყო ნდობისა და უსაფრთხოების განცდის შექმნისთვის. ასევე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 1204 წლამდე ალექსისა და დავითის პაპა, ანდრონიკე I კომნენოსი, ორი წლით ადრე სანამ ბიზანტიის იმპერატორი გახდებოდა პონტოს რეგიონს განაგებდა. კომნენოსების მიმართ მოსახლეობაში არსებული სიყვარული, წარმატებით გამოიყენეს კომნენოსმა ძმებმა. ალექსი ხალდიის თემში გამაგრდა და მისი რეზიდენცია ტრაპიზონი გახდა,[12] ხოლო დავითი პაფლაგონიაში გადავიდა და რეზიდენციად ჰერაკლეა შეარჩია.[13] კომნენოსების და ტრაპიზონელი მოსახლეობის საერთო ინტერესებმა განაპირობა ახალი მმართველების მიმართ მოსახლეობის ლოიალურობა და მათი მშვიდობიანად დამოჩილების (გარდა ამისოსია).
1206 წლიდან დავითი „ივერთა რაზმით“ ბევრჯერ მონაწილეობდა შეთქმულებებსა და ომებში ნიკეისა და ლათინთა იმპერიის წინააღმდეგ. იმპერიის არსებობის პირველ წლებში საიმპერატორო დომენი სანგარიუსის (დღევანდელი საქარია) რეგიონიდან ნიკომედიამდე (დღევანდელი იზმითი) ვრცელდებოდა. 1205 წელს, ნიკეის იმპერატორის თეოდორე I ლასკარისის (1205–1222) მიერ დავით კომნენოსის (1204–1212) დამარცხების შემდეგ კი საზღვარი ჰერაკლეამდე გადმოიწია. ჰერაკლიასთან მარცხის შემდეგ, დავითის სამფლობელო ლიმიტირებული იქნა სინოპით, თუმცა საზღვრები არც შემდეგ იყო სტაბილური. დავითი იძულებული გახდა პაფლაგონიაში გადასულიყო, სადაც სიკვდილამდე ბერად აღიკვეცა.
ალექსი I-ის (1204–1222) სამფლობელო მოიცავდა ტერიტორიას მდ. ფაზისიდან (რიონი) ქ. თემისკირამდე (დღევანდელი ჩარშამბა), მის სამფლობელოში ასევე შედიოდა ყირიმის ნახევარკუნძულის ზოგიერთი ქალაქებიც და პერატეია (ტრაპიზონის ზღვისგადაღმა ტერიტორია ქერსონესის ირგვლივ). დავითის გარდაცვალების შემდეგ ალექსი პონტოს ერთპიროვნულ მმართველად და ტრაპიზონის იმპერიის დამაარსებლად გადაიქცა. ტრაპიზონის გეოგრაფიული და სტრატეგიული მდებარეობა, მისი ფინანასური მნიშვნელობა და რეგიონში არსებული ძლიერი ბიზანტიური ელემენტი, გადამწყვეტი ფაქტორი გახდა სახელმწიფოს კონსოლიდაციის.
ხალდია (ბერძ. Χαλδία, ხალდია) — აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის (თურქეთი) მთიანეთში მდებარე ისტორიული რეგიონი. ტერმინი დაკავშრებულია ანტიკურ ხანაში არსებულ ხალხთან, რომლებიც ამ რეგიონში სახლობდნენ, მათ ხალდებს (ან ხალიბებს) უწოდებდნენ. 840 წლებში, ხალდია იყო ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი თემი, ცნობილი როგორც ხალდიის თემი (ბერძ. θέμα Χαλδίας). შუა საუკუნეების მიწურულს, ყოფილი თემის ტერიტორიაზე, დასაბამი დაედო ტრაპიზონის იმპერიას.