ტრაპიზონის ალყა — 1282 წლის აპრილში, იმერეთის მეფის, დავით VI ნარინის მეთაურობით, ტრაპიზონის იმპერიის წინააღმდეგ გამართული ექსპედიციის ფარგლებში, ამავე სახელით ცნობილი, ტრაპიზონის დედაქალაქის ალყაში მოქცევის წარუმატებელი მცდელობა.
მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც საქართველოს პოლიტიკური მთლიანობა დაირღვა და სახელმწიფო ორ სამეფოდ გაიყო, ქართული გავლენა ტრაპიზონის სამეფოში კლებას იწყებს და ტრაპიზონის მმართველი წრეების ცალკე ჯგუფებში თავს იჩენს პრო-ბიზანტიური ტენდენციები. ამას შედეგად მოჰყვა ბრძოლა პოლიტიკური ჰეგემონიისათვის ტრაპიზონის სამეფოში ქართულ და ბიზანტიურ პარტიებს შორის, რაც წლები გაგრძელდა. 1281 წელს ტრაპიზონში მოხდა გადატრიალება, ორგანიზებული ქართული პარტიის მიერ. მეფე იოანე II, რომელიც სიძე გახდა ბიზანტიელ პალეოლოგთა სამეფო სახლისა, მეფობიდანა გადააყენეს და დაატყვევეს კიდეც. შემდეგ იგი თუმცა განათავისუფლეს პატიმრობიდან, მაგრამ ტრაპიზონში დარჩენის ნება აღარ მისცეს და გადაყენებული მეფე გაემგზავრა კონსტანტინოპოლში.
1284 წელს, იოანეს ტრაპიზონში არყოფნის პერიოდში, მისმა ნათესავმა, საქართველოს მეფე დავით VI ნარინმა სცადა აღედგინა საქართველოს გავლენა იმპერიაში და ალყა შემოარტყა დედაქალაქს. ალყის წარუმატებლობის შემდეგ ქართველთა არმიამ დაიკავა იმპერიის რამდენიმე პროვინცია, მათ შორის ისტორიული ჭანეთი და იოანეს დას თეოდორას, მანუელ I-ისა და მისი მეორე ცოლის რუსუდის შვილს, დაეხმარა ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში, თუმცა მალევე 1285 წელს იოანე II დაბრუნნდა იმპერიაში და ხელისუფლება დაიბრუნა, ხოლო დედოფალმა თეოდორამ საქართველოს შეაფარა თავი.
იოანე II დიდი კომნენოსი (ბერძ. Ιωάννης Β΄ Μέγας Κομνηνός; დ. 1263, ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია — გ. 16 აგვისტო, 1297) — ტრაპიზონის იმპერიის მეშვიდე იმპერატორი 1266–1280 წწ. კომნენოსების დინასტიის წარმომადგენელი. იმპერატორ მანუელ I-ისა და მისი მესამე ცოლის, ტრაპიზონელი აზნაურის, ირინა სირიკაინას უფროსი შვილი. იმპერატორის ტახტზე ავიდა მას შემდეგ, რაც ტრაპიზონში მოვიდა ცნობა გიორგი I-ის ტყვედ ჩავარდნის შესახებ.
მანუელ I დიდი კომნენოსი (ბერძ. Μανουήλ Α΄ Μέγας Κομνηνός;დ. 1218, ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია – გ. მარტი, 1263, ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია) — ტრაპიზონის იმპერიის მეოთხე იმპერატორი 1238–1263 წწ. კომნენოსების დინასტიის წარმომადგენელი. ალექსი I-ის უმცროსი შვილი.