სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1327 წელი ლომისის ბრძოლა შიდა დაპირისპირება სოფ. მლეთა დუშეთი მცხეთა-მთიანეთი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

490       ბეჭდვა

1327 წელი ლომისის ბრძოლა შიდა დაპირისპირება სოფ. მლეთა დუშეთი მცხეთა-მთიანეთი

1327 წელს ლომისის მთაზე მომხდარა ბრძოლა ცხრარაზმელებისა და “მთიულთა არაგვსათა” შორის. ცხრარაზმელებს მეთაურობდა ერისთავი ვირშელი. ეს ბრძოლა ქსნელთა გამარჯვებით დამთავრებულა. ისტორიას ქსნელთა და არაგველთა მხარდამხარ ბრძოლის უამრავი ამბავი შემორჩა, მაგრამ, მათ შორის ძმათამკვლელი შეტაკებებიც ყოფილა

ლომისა — უძველესი სალოცავი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მლეთის სამხრეთით, 6-7 კილომეტრზემდინარეების ქსნისა და არგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე (ახალგორის მუნიციპალიტეტი). განეკუთვნება IX-X საუკუნეებს.

ვირშელი იყო ცხრაზმისხევის (ქსნის) ერისთავი XIV საუკუნის I ნახევარში, ლარგუელ II-ის ძე, გიორგი V ბრწყინვალის თანამედროვე. ვირშელი მეფესთან ერთად ებრძოდა "ოსთა გორს მყოფთა". გორის აღების შემდეგ უთანხმოება მოხდა ქსნის ხეველებსა და არაგვის მთიულებს შორის. უფლისწულ დავით გიორგის ძის წინააღმდეგობის მიუხედავად შეტაკება მაინც მოხდა. არაგვისხეველები დამარცხდნენ. ვირშელის ერისთავობაში ქვენიფნევს საზრდოობდა 55 სახლი "უძლურთა და დავრდომილთა", "და სამარადისოდ ყოველი პატრონისა ტაბლისაგან მიეცემოდა დღითი დღე". ვირშელს და მის მეუღლე გვანცას ჰყავდათ სამი ვაჟი: ქუენიფნეველი, იოვანე და გიორგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.277

ქსნის ხეობა — მდინარე ქსნის ხეობა. მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარის დასავლეთ ნაწილში. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით შედის ორი მუნიციპალიტეტის ფარგლებში: ზემო მხარე, ქსნის სათავიდან სოფელ ოძისამდე[1], მიეკუთვნება ახალგორის მუნიციპალიტეტს. აღნიშნული ტერიტორია 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[2]. ქვემო ნაწილი კი ქსოვრისიდან ციხისძირამდე მცხეთის მუნიციპალიტეტში.

ქსნის ხეობას ესაზღვრება: აღმოსავლეთით - არაგვის ხეობადასავლეთით ლეხურის ხეობაჩრდილოეთით - ალევის ქედისამხრეთით კი - მდინარე მტკვარი.

მდინარე ქსნის სათავე კავკასიონზეა და შედგება 3 ხეობისაგან: ჭურთისქარჩოხისა და ცხრაძმისხევისაგან. ქარჩოხი და ცხრაზმის ხეობები ერთდებიან ლარგვისის ზემოთ, ლარგვისში კი მათ უერთდებათ ჭურთა. მდინარე ქსანი გაივლის მუხრანის ვაკეს და სოფელ ქსანთან მარცხნიდან უერთდება მტკვარს.

ქსნის ხეობის სიგრძე დაახლოებით 80 კმ-ია.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0