XIII საუკუნის 30-იან წლებში, მონღოლთა ხელშეწყობით, შიდა ქართლში ოსთა თარეში გახშირდა.
„იწყეს ოვსთა ოჴრებად, ჴოცად, და რბევად, და ტყუევნად ქართლისა, და ქალაქი გორი წარტყუენეს და თავისად დაიჭირეს ოვსთა... და დაწვეს გორი სრულიად.“ |
მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მანამდეც იბრძოდნენ ოსთა თარეშის ასალაგმად, მონღოლთა ხელშეწყობისა და განსაკუთრებით კი ქვეყნის შიდა აშლილობის წყალობით, მათი მეკობრული თავდასხმები მაინც გრძელდებოდა. ჟამთააღმწერლის ცნობით, მათი განდევნა მხოლოდ გიორგი მეფემ შეძლო. ქართველებმა სამი წელი მოანდომეს გორის აღებას, რის შემდეგაც ოსებისაგან მთელი შიდა ქართლი გაწმინდეს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, გიორგი ბრწყინვალემ ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმომავალი გზებიც დაიკავა და გაამაგრა და ასე „დაამშვიდა ქართლი ოსთაგან“.
XIII საუკუნეში თათარ-მონღოლთა ბატონობის შედეგად დასუსტებულ საქართველოს კავკასიის მთების გაღმა მობინადრე ოსები შემოესივნვნ და იერიში მიიტანეს ქართლზე. ხელთ იგდეს გორიც. დაარბიეს, გადაწვეს ქალაქი, ხოლო ციხე დაანგრიეს. მონღოლთა დახმარებით ისინი კარგა ხნით დამკვიდრდნენ აქ. ოსთა განდვვნა მოხერხდა მხოლოდ XIV საუკუნის 20-იან წლებში, გიორგი V ბრწყინვალის დროს.
გორის შესახებ შედარებით მეტი ცნობები მოგვეპოვება XIII საუკუნის ბოლოდან, როდესაც, მონღოლებთან ბრძოლით დასუსტებულ საქართველოს კავკასიის გაღმა მცხოვრები ოსებიც გაუთამამდნენ და გორი აიღეს. ქართველებმა არაერთხელ შეუტიეს, მაგრამ მონროლების დახმარებით გამაგრებული ციხის აღება ვერ მოახერხეს. ოსები გორიდან გიორგი ბრწყინვალემ განდევნა სამ წლიანი ალყის შედეგად.
http://novators.ge/dzeglebi.php?id=153