სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1327-35 ხარკის შეწყვეტა მონღოლებთან გიორგი ბრწყინვალე
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

604       ბეჭდვა

1327-35 ხარკის შეწყვეტა მონღოლებთან გიორგი ბრწყინვალე

შექმნილი ვითარებით კარგად ისარგებლა გიორგი V-მ. მან მონღოლებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა და მათი ჯარი ქვეყნიდან განდევნა. ეს ხანგრძლივი პროცესი იყო, რომლის დროსაც გამოიყენებოდა როგორც მშვიდობიანი და დიპლომატიური, ისე ძალისმიერი საშუალებები (ეს პროცესი 1327-1335 წლებში გრძელდებოდა). მართალია, XIV საუკუნის 30-40-იან წლებში მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველოში მათი ბატონობის აღდგენის მიზნით რამდენიმე ლაშქრობა მოაწყვეს, მაგრამ ამას წარმატება არ მოჰყოლია.

1327 წელს აბუსაიდ ყაენმა მოაკვლევინა თავისი მეურვე და საყაენოს ფაქტობრივი გამგებელი ჩობან ნოინი თავისი ორი შვილითა და მომხრეებით. ჭკვიანი და ძლიერი ხელისუფლის დაღუპვამ დააჩქარა ილხანთა სახელმწიფოს კიდევ უფრო დაქვეითება და დაშლა. ახალგაზრდა და სუსტმა პოლიტიკოსმა აბუსაიდმა საყაენოს უკუსვლის შეჩერება ვეღარ შეძლო. 1335 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში სრული ქაოსი დაიწყო და ფაქტობრივად, საილხანო ერთმანეთის მოქიშპე რამდენიმე სახელმწიფოდ დაიშალა.

აბუ საიდ ბაჰადურ-ხანი (სპარს. ابوسعید بهادرخان; დ. 2 ივნისი1305უჯანი — გ. 1 დეკემბერი1335ყარაბახი) — ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მეცხრე ილხანი (1317-1335 წწ.). ოლჯაითუ-ყაენის შვილი და მემკვიდრე. მისი მმართველობის პირველ ათწლეულში (1327 წლამდე) ქვეყანას მართავდა მედროვე ემირი ჩობანი, რომელიც მონღოლური ტომის, სულდუზის წარმომადგენელი იყო.

აბუ საიდ ბაჰადურ-ხანი გაირდაიცვალა 1335 წელს ყარაბახში ოქროს ურდოს მმართველის უზბეკ-ხანის წინააღმდეგ ლაშქრობის დროს. მისი გარდაცვალების შემდეგ ცალკეულ ფეოდალურ დაჯგუფებებს ტახტზე აჰყავდათ მარიონეტი მმართველები ჰულაგუიანების საგვარეულოდან.

ჩობანი (დაახ. 1262 — ნოემბერი,1327) — ჰულაგუიანთა სახელმწიფოს გავლენიანი ემირი და დიდი ხნის განმავლობაში არაოფიციალური მმართველი. ჩობანოიდების დინასტიის დამფუძნებელი.

ჩობანი ქეღათუ ყაენის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. 1295 წელს, ბაიდუ ყაენის მიერ ქეღათუს მკვლელობისა და ილხანატის ხელში ჩაგდების შემდეგ, ჩობანი აქტიურად ეხმარებოდა ყაზან ყაენს მმართველობის მოპოვებაში. სირიაში მამლუქთა წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში, რომელსაც ყუთლუ შაჰი მეთაურობდა, ჩობანს მნიშვნელოვანი სამხედრო მეთაურის პოზიცია ეკავა. ილხანატის ლაშქარმა ამ ბრძოლებში წარმატება ვერ მოიპოვა, 1303 წელს მარჯ ალ-საფარის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ყუთლუ შაჰსა და ჩობანს ყაზანის მრისხანება დაატყდათ თავს, თუმცა მათ არმიაში პოზიციები შეინარჩუნეს.

1304 წელს ყაზან ყაენის გარდაცვალების შემდეგ ჰულაგუიანთა ილხანის ტახტი მისმა ძმამ ოლჯაითუ ყაენმა დაიკავა. ოლჯაითუს კარზე ჩობანი კიდევ უფრო დაწინაურდა და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად იქცა. 1306 წელს ჩობანმა ცოლად ოლჯაითუს ქალიშვილი დულანდი ხათუნი შეირთო. 1307 წელს გილანის სამხედრო კამპანიის დროს, ყუთლუ შაჰის გარდაცვალების შემდეგ, ჩობანმა ულუსის ემირის პოსტი დაიკავა. 1316-1327 წლებში ოლჯაითუ ყაენის გარდაცვალების შემდეგ, აბუ საიდის სრულწლოვანებამდე თავის ვაჟიშვილებთან ერთად მართავდა ილხანატს.

ჰულაგუიანთა სახელმწიფო იგივე ილხანთა საყაენო — ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილის, ჰულაგუს მიერ დაარსებული სახელმწიფო, რომელიც ჩამოყალიბდა მონღოლეთის იმპერიის დაშლის შედეგად და მოიცავდა ირანსა და აზერბაიჯანს, თანამედროვე ავღანეთისა და თურქმენეთის უდიდეს ნაწილს, ამიერკავკასიის უდიდეს ნაწილს, ერაყსა და მცირე აზიის აღმოსავლეთს (მდინარე ყიზილ-ირმაქამდე). ჰულაგიანებთან ვასალურ დამოკიდებულებაში იყვნენ: საქართველოტრაპიზონის იმპერიარუმის სასულთნოკილიკიის სომხეთის სახელმწიფოკვიპროსის სამეფოქართების სახელმწიფო ჰერათში. ქვეყნის დედაქალაქი სხვადასხვა დროს იყო: მარაღათავრიზისოლთანიე და ისევ თავრიზი. ჰულაგუიანები ებრძოდნენ ჩაღათაიდებსოქროს ურდოსა და ეგვიპტის მამლუქთა სასულთნოს. ჰულაგუიანთა სახელმწიფოს პირველ პერიოდში (1256-1295 წწ.) ძლიერი იყო მონღოლ-თურქთა ტრადიციები. ილხანმა ყაზან-ყაენმა (1295-1304 წწ.) მკვეთრად შეცვალა საშინაო პოლიტიკა, დაუახლოვდა ირანულ არისტოკრატიას და სამოქალაქო ბიუროკრატიას. რაშიდ ად-დინის თანადგომითა და ხელშეწყობით მან გაატარა მთელი რიგი რეფორმები, რამაც გამოიწვია დროებითი ეკონომიკური აღმავლობა სახელმწიფოში.

აბუ საიდის (1316-1335 წწ.) სიკვდილის შემდეგ ცალკეულ ფეოდალურ დაჯგუფებებს ტახტზე აჰყავდათ მარიონეტი ილხანები ჰულაგუიანების საგვარეულოდან. XIV საუკუნის 40-იან წლებში ჰულაგუიანების სახელმწიფო რამდენიმე ფეოდალურ სამეფოდ დაიყო (ჯელაირიდთაჩობანიდთამოზაფერიდთა). ჰულაგუიანების სახელმწიფოს დაშლაში დიდი როლი ითამაშა სახალხო აჯანყებებმა (სარბედართაგილანისმაზანდარანის და სხვა).



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0