1407 წელს თურქმანები საქართველოს შემოესივნენ. მათთან ბრძოლაში გმირულად დაეცა გიორგი VII, მეფე, რომელსაც ქედი ვერ მოახრევინა აზიის მბრძანებელმა, თემურ ლენგმა. თემურლენგის შემდეგ საქართველოს სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებს შავბატკნიანი თურქმანთა ურდოები მოადგნენ. 1407 წელს გიორგი VII დანგრეულ და დასუსტებულ ქვეყანაში ახალი მტრის შემოსვლის ასალაგმად სომხეთში დაუხვდა თურქმანებს და მათ წინააღმდეგ გამართულ ნახიდურის ბრძოლაში დაიღუპა. ცნობა გიორგი VII-ის ბრძოლაში დაღუპვის შესახებ ეკუთვნის ვახუშტი ბატონიშვილს. ეს ცნობა დღეს სადავოდაა მიჩნეული და არსებობს მოსაზრება, რომ გიორგი VII გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.[1] დაკრძალეს სვეტიცხოველში.
ნახიდური[2] (ყოფ. არახლო[3][4]) — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ნახიდურის თემის შემადგენლობაში.[1] მდებარეობს მდინარე ქცია-ხრამის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 420 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქ ბოლნისიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელ ნახიდურის მოსახლეობა შეადგენს 3686 ადამიანს.
XVII-XVIII სს. გუმბათიანი „ყვითელი ეკლესია“, IX–X საუკუნეების ეკლესია, ციკლოპური ციხე. ნახიდურის მიდამოებშია აგრეთვე IX–X საუკუნეების ეკლესია.
გიორგი VII ( — გ. 1407, ნახიდური) — საქართველოს მეფე 1393-1407 წლებში, ბაგრატ V-ისა და ელენე კომნენას ძე.
მამამისის სიცოცხლეშივე განაგებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს და წყაროებშიც ამ დროიდან იხსენიება მეფედ. გიორგი VII-ის მეფობის დროს 1394-1403 წლებში თემურლენგი მრავალჯერ შემოესია საქართველოს. თემურლენგის საქართველოში ლაშქრობებისას მისმა ლაშქარმა სასტიკად ააოხრა ჰერეთ-კახეთი, თრიალეთი, ქვემო და შიდა ქართლი, იმერეთი. თემურლენგის მთავარი მიზანი ქვეყნის დაპყრობა და გამაჰმადიანება იყო. მიუხედავად დიდი სისასტიკისა, მან მაინც ვერ შეძლო ქართველი ხალხის წინააღმდეგობის დაძლევა და გიორგი მეფის ხელში ჩაგდება.
გიორგი VII-მ თემურლენგის წინააღმდეგ საბრძოლველად გააერთიანა ამიერკავკასიის ხალხები (ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები და სხვ.), იყენებდა ოქროს ურდოსა და თოხთამიშის დაპირისპირებას თემურლენგთან. 1399 წელს იგი დაუკავშირდა თემურლენგის წინააღმდეგ მებრძოლ აჰმედ ჯალაირს, რ-ის შვილი, თაჰერი, ქართველებმა იხსნეს თემურლენგის მიერ გარშემორტყმული ალინჯის ციხიდან. 1400 წელს გიორგი VII-მ უარით უპასუხა თემურლენგის მოთხოვნას თაჰერის გადაცემის შესახებ. ამას მოჰყვა საქართველოს მორიგი აოხრება. გიორგი VII დას. საქართველოში გადავიდა, ხოლო თაჰერმა ოსმალეთს შეაფარა თავი. თემურლენგსა და გიორგი VII-ს შორის 1400 წელს დროებითი, ე. წ. შამქორის ზავი დაიდო: გიორგი VII-მ მსუბუქი ხარკი იკისრა, მაგრამ პირობა არ შეასრულა. 1401 წელს თემურლენგმა კვლავააოხრა საქართველო. გიორგი VII მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა. თემურლენგთან 1403 წელს დადებული ზავი უფრო მძიმე იყო და ხარკთან ერთად სამხ. სამსახურსაც ითვალისწინებდა. თემურლენგის სიკვდილის შემდეგ გიორგი VII აღმ. საქართველოში გადმოვიდა და ციხესიმაგრეებიდან განდევნა თემურლენგის მიერ ჩაყენებული მეციხოვნეები. გიორგი VII-ის მეთაურობით ქართველებმა დაამარცხეს თემურიანთა ლაშქარი, დაარბიეს ნახჭევანი, განჯა და თავრიზსაც მიაღწიეს. შემდეგ ქართველებმა ნახჭევანი და განჯა დატოვეს. ეს ქალაქები დაიკავა გიორგი VII-ის მოკავშირე შირვანშაჰმა.
ყარა-ყოიუნლუ (თურქ. — შავბატკნიანები, ყარა — შავი და ყოიუნ — ცხვარი, აქედან სპარსულ წყაროებში გვხვდება, როგორც ყარაბაღი; მათ დროშაზე გამოსახული შავი ცხვრის მიხედვით), ოღუზი თურქების (თურქმანების) მომთაბარე ტომების გაერთიანება, რომელსაც მეთაურობდა ბაჰარლუს ტომი. თავდაპირველად სახლობდნენ ვანის ტბის სამხრეთით; ფეოდალური სახელმწიფო აზერბაიჯანსა და დასავლეთ ირანში (1410-1468). ყარა-ყოიუნლუს ტომები ებრძოდნენ თემურლენგსა და მის მოკავშირე აყ-ყოიუნლუს, მხარს უჭერდნენ ჯალაირიდებსა და ოსმანებს თემურლენგის წინააღმდეგ. თემურლენგის სიკვდილის შემდეგ (1405) ყარა-ყოიუნლუს ბელადი ყარა-იუსუფი დაეხმარა ჯალაირიდებს თემურლენგის შვილის მირან-შაჰის დამარცხებაში, ხოლო შემდეგ თვითონ დაამარცხა ჯალაირიდები, დაიკავა აზერბაიჯანი, ირანი, სომხეთი და 1410 დააარსა ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფო, რომლის გამგებელი ყარა-იუსუფი და ისქანდერი (1420-1436) ებრძოდნენ თემურიდებსა და შირვანშაჰებს. 1435 წელს თემურიდების სულთანმა შაჰრუხმა შირვანშაჰთან ერთად გაანადგურა ისქანდერის ლაშქარი. 1436 წელს გამეფებული ჯეჰან-შაჰი იძულებული გახდა ეცნო თემურიდების ვასალობა, ხოლო 1447 წელს, შაჰრუხის სიკვდილის შემდეგ, თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა. 1453 და 1457 წლებს შორის ყარა-ყოიუნლუმ დაიპყრო დასავლეთი ირანი. 1467 წელს ჯეჰან-შაჰის ჯარები გაანადგურა უზუნ-ჰასანმა (განაგებდა 1453-1478 წლებში), ხოლო 1468 წელს ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფოს ტერიტორია აყ-ყოიუნლუს შემადგენლობაში შევიდა.