სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1412-15 წელი მეფე ალექსანდრე I-მა ალაგმა ურჩი მთავრები
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

360       ბეჭდვა

1412-15 წელი მეფე ალექსანდრე I-მა ალაგმა ურჩი მთავრები

ალექსანდრე I ცდილობდა ქართული ეკლესიის გაძლიერებას, აღადგინა შერყეული საეკლესიო მიწათმფლობლობა, განაახლა უცხოეთის ქართული მონასტრები. გამეფების პირველსავე წლებში (1412-1415) ალექსანდრე I-მა ალაგმა ურჩი მთავრები - დადიანი, შარვაშიძე, სამცხის ათაბაგი; ზოგიერთი ერისთავთერისთავი გადააყენა და მათ ადგილებზე ბატონიშვილები - ვახტანგიგიორგი და დიმიტრი დანიშნა. მაგრამ ამან საპირისპირო შედეგი გამოიღო: ბატონიშვილები, რომელთა როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან გაიზარდა, მამის სიცოცხლეშივე მეფეებად იწოდებოდნენ; მათ პოლიტიკას ძირითადად განსაზღვრავდა დიდგვაროვანი ფეოდალების ინტერესები. სახელმწიფო ღონისძიებათა გატარებისას მეფე იძულებული ხდებოდა გაეთვალისწინებინა მათი და სამეფო ოჯახის სხვა წევრთა ნება-სურვილი. სამეფო დოკუმენტები უწინდებურად მხოლოდ მეფის სახელით კი არ გაიცემოდა, არამედ მეფის ოჯახის წევრთა სახელითაც, რაც აშკარად მოწმობდა ცენტრალური ხელისუფლების შესუსტებას. სამეფოში შექმნილი ვითარების გამო ალექსანდრე I ტახტიდან გადადგა და ათანასეს სახელით ბერად აღიკვეცა (1442). ის შეცვალა მისმა უფროსმა ვაჟმა, ვახტანგ IV-მ.

ალექსანდრე I დიდი (დ. დაახლოებით 1390 — გ. 1445) — საქართველოს მეფე 1412-1442კონსტანტინე I-ისა და ნათია ამირეჯიბის ძე. ზრდიდა ბებია რუსა.

მეფობის პირველსავე წლებში იძულებული გახდა მოეგერიებინა თურქმანთა შემოტევები. მხოლოდ 1415 წლიდან დამყარდა საქართველოში მშვიდობიანობა და მეფემ ენერგიულად მოჰკიდა ხელი თემურლენგისა და თურქმანთა შემოსევებით განადგურებული ქვეყნის აღდგენას. რაკი სახელმწიფო ხაზინას საამისო სახსრები არ გააჩნდა, მან 1425 წელს შემოიღო სპეციალური დროებითი საკომლო გადასახადი, რომლის შემოსავლითაც შეაკეთა სვეტიცხოველი, რუისის ტაძარი და მრავალი სხვა ციხე, საყდარი და მონასტერი. 1440 წლის სიგელით გააუქმა გადასახადის სახეობა — „მალი“. ალექსანდრე I ცდილობდა აღედგინა საქართველოს ადრინდელი საზღვრები. 1431 წელს მან დიდი ძალისხმევის შედეგად შემოიერთა ციხე-ქალაქი ლორე და ლორის ველი, რომელიც მანამდე შავბატკნიან თურქმანებს ეპყრათ. დაახლოებით 1434-1435 წლებში ქართველებმა დაიბრუნეს სივნიეთი (ახლანდელი ყარაბაღი და მისი მეზობელი თემები). ამან ქვეყნის შემცირებულ მოსახლეობას 60 ათასზე მეტი კომლი შესძინა. ალექსანდრე მეფე ხელს უწყობდა აგრეთვე სომეხ ლტოლვილთა ჩამოსახლებას საქართველოში.

ვახტანგ IV - ერთიანი საქართველოს მეფე 1442(3)-1446 წლებში. ალექსანდრე I დიდის ძე.

ბერად აღკვეცის შემდეგ, ალექსანდრე I -მა სამეფო ტახტზე დაადგინა უფროსი ვაჟი ვახტანგი. მისი მეფობის დროს ყარა-ყოიუნლუს თურქმანთა სახელმწიფოს მბრძანებელი ჯეჰან-შაჰი 1444 წელს ხელმეორედ შემოესია საქართველოს და ახალციხეს დაესხა თავს. ვახტანგ IV -მ მტერს სასტიკი ბრძოლა გაუმართა. იმ დღეს გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ქართველები მეორე დილითაც აპირებდნენ ბრძოლის გაგრძელებას, მაგრამ ჯეჰან-შაჰმა ღამით ჩუმად დატოვა ბრძოლის ველი.

ვახტანგ IV -ის მეფობა ხანმოკლე აღმოჩნდა. იგი თავის მეუღლესთან, ფანასკერტელის ასულ სითიხათუნთან ერთად დაკრძალულია ბანას საკათედრო ტაძარში.

გიორგი VIII — ქართლის მეფე 1446-1466 წლებში, გიორგი I — კახეთის მეფე 1466-1476 წლებში. ალექსანდრე I დიდის ძე.

მის დროს, ძირითადად, დამთავრდა საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის სამეფო-სამთავროებად დაშლის ხანგრძლივი პროცესი. თავდაპირველად სამეფოს ჩამოსცილდა სამცხე-საათაბაგო. დასავლეთ საქართველოში გამეფების პრეტენზიით გამოვიდა სამოქალაქოს ერისთავი ბაგრატი, რომელმაც გიორგი VIII-ს ომი გამოუცხადა. ჩიხორის ბრძოლაში (1463) გიორგი VIII დამარცხდა. 1465 სამცხის მთავარმა ყვარყვარე II ათაბაგმა გიორგი VIII ტყვედ ჩაიგდო. ამით ისარგებლა ბაგრატმა და 1466 თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ტყვეობიდან განთავისუფლებული გიორგი VIII 1466 იძულებული გახდა კახეთს გასულიყო, რითაც დასაბამი მისცა კახეთის ცალკე სამეფოდ გამოყოფას.

გიორგი VIII პირველი ქართველი მეფეა, რომელმაც თავისი მეფობის დროს ანტიოსმალური კოალიციის მოწყობის მიზნით ევროპაში გააგზავნა ელჩობა 1458-1459. ერთი წლით ადრე რომის პაპმა კალიქსტუს III-მ მიმართა წერილობით მას და მათ, "ვინც აღმოსავლეთში (საქართველოში) რომის წესს მისდევენ", თანხმობა განაცხადა გიორგი VIII-ის თხოვნაზე, დაამტკიცოს პატრიარქად ქართველთა მიერ არჩეული პიროვნება და მოითხოვა, რომ ეს პირი იყოს გამორჩეულად პატიოსანი, განსწავლული და ეწვიოს არჩევის შემდეგ რომს. ამის შემდეგ კი გიორგი VIII-მ და ყვარყვარე II-მ გამოაცხადეს თავი პაპის მორჩილებად, აირჩიეს რა უკვე საქართველოში მყოფი პაპის ელჩი (ნუნციუსი), ფრანცისკანელი ლუდოვიკო ბოლონიელი თავიანთ პატრიარქად და სთხოვეს ამასობაში ახლადარჩეულ პაპს პიუს II-ს ამ არჩევანის დატკიცება. ლუდოვიკო ბოლონიელმა წარუდგინა პაპს მასთან ერთად ჩასული გიორგისა და ყვარყვარეს ქართველი ელჩები, რომელთა პაპს აღუთქვეს ყველა ქართველ მთავართა ერთიანობა:

ვიკიციტატა„...თქვენმა ნუნციომ (ლუდოვიკო ბოლონიელმა) რა უბრძანა, მაშინვე შერიგდნენ და აწ მზად არიან დაუწყონ ომი ოსმალებს, როდესაც კი თქვენ უბრძანებთ. 120.000 მეომარნი მზად არიან ეომონ მუჰამედ იმპერატორს აზიაში ... . აგრეთვე გაუწყებთ, რომ ჩვენთან შეერთებულნი არიან ბენდიან სამეგრელოსა და აფხაზეთის მეფე, ბაგრატ მეფე ივერიელებისა, რომლებსაც აწ უწოდებენ გეორგიანებს და მამია გურიის მთავარი... აწ მხოლოდ ამას გთხოვთ, რომ ლუდოვიკო, რომელმაც აქ მოგვიყვანა, დაადგინოთ პატრიარქად იმათზე, ვინც აღმოსავლეთში რომის წესს მისდევენ და თქვენს საყდართან შეერთებულნი არიან.“

პიუს II არჩევანს უმტკიცებს და ცდილობს ანტიოსმალური კოალიცია ევროპელ მეფეთა ჩართვით განამტკიცოს. თავის მხრივ ლუდოვიკო ბოლონიელი ამაოდ ცდილობდა საქართველოში ანტიოსმალური მიზნით მეფეთა შორის თავისივე მიერ შექმნილი ერთიანობის შენარჩუნებას.

ქართველი ელჩები ეწვივნენ არა მარტო პაპს, არამედ საფრანგეთის მეფეს შარლ VII-ს (1422-1461), შემდეგ მის შვილს ლუი XI-ს (1461-1482), მაგრამ ელჩობას შედეგი არ მოჰყოლია, რადგანაც ევროპის ქვეყნებმა ოსმალეთთან მორიგება არჩიეს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0