სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1434-1435 წელი სივნიეთი (ყარაბაღი) ბრძოლა ალექსანდრე I დიდი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

301       ბეჭდვა

1434-1435 წელი სივნიეთი (ყარაბაღი) ბრძოლა ალექსანდრე I დიდი

დაახლოებით 1434-1435 წლებში ქართველებმა დაიბრუნეს სივნიეთი (ახლანდელი ყარაბაღი და მისი მეზობელი თემები). ამან ქვეყნის შემცირებულ მოსახლეობას 60 ათასზე მეტი კომლი შესძინა. ალექსანდრე მეფე ხელს უწყობდა აგრეთვე სომეხ ლტოლვილთა ჩამოსახლებას საქართველოში.

ალექსანდრე I დიდი (დ. დაახლოებით 1390 — გ. 1445) — საქართველოს მეფე 1412-1442კონსტანტინე I-ისა და ნათია ამირეჯიბის ძე. ზრდიდა ბებია რუსა.

მეფობის პირველსავე წლებში იძულებული გახდა მოეგერიებინა თურქმანთა შემოტევები. მხოლოდ 1415 წლიდან დამყარდა საქართველოში მშვიდობიანობა და მეფემ ენერგიულად მოჰკიდა ხელი თემურლენგისა და თურქმანთა შემოსევებით განადგურებული ქვეყნის აღდგენას. რაკი სახელმწიფო ხაზინას საამისო სახსრები არ გააჩნდა, მან 1425 წელს შემოიღო სპეციალური დროებითი საკომლო გადასახადი, რომლის შემოსავლითაც შეაკეთა სვეტიცხოველი, რუისის ტაძარი და მრავალი სხვა ციხე, საყდარი და მონასტერი. 1440 წლის სიგელით გააუქმა გადასახადის სახეობა — „მალი“. ალექსანდრე I ცდილობდა აღედგინა საქართველოს ადრინდელი საზღვრები. 1431 წელს მან დიდი ძალისხმევის შედეგად შემოიერთა ციხე-ქალაქი ლორე და ლორის ველი, რომელიც მანამდე შავბატკნიან თურქმანებს ეპყრათ. დაახლოებით 1434-1435 წლებში ქართველებმა დაიბრუნეს სივნიეთი (ახლანდელი ყარაბაღი და მისი მეზობელი თემები). ამან ქვეყნის შემცირებულ მოსახლეობას 60 ათასზე მეტი კომლი შესძინა. ალექსანდრე მეფე ხელს უწყობდა აგრეთვე სომეხ ლტოლვილთა ჩამოსახლებას საქართველოში.

ალექსანდრე I ცდილობდა ქართული ეკლესიის გაძლიერებას, აღადგინა შერყეული საეკლესიო მიწათმფლობლობა, განაახლა უცხოეთის ქართული მონასტრები. გამეფების პირველსავე წლებში (1412-1415) ალექსანდრე I-მა ალაგმა ურჩი მთავრები - დადიანი, შარვაშიძე, სამცხის ათაბაგი; ზოგიერთი ერისთავთერისთავი გადააყენა და მათ ადგილებზე ბატონიშვილები - ვახტანგიგიორგი და დიმიტრი დანიშნა. მაგრამ ამან საპირისპირო შედეგი გამოიღო: ბატონიშვილები, რომელთა როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან გაიზარდა, მამის სიცოცხლეშივე მეფეებად იწოდებოდნენ; მათ პოლიტიკას ძირითადად განსაზღვრავდა დიდგვაროვანი ფეოდალების ინტერესები. სახელმწიფო ღონისძიებათა გატარებისას მეფე იძულებული ხდებოდა გაეთვალისწინებინა მათი და სამეფო ოჯახის სხვა წევრთა ნება-სურვილი. სამეფო დოკუმენტები უწინდებურად მხოლოდ მეფის სახელით კი არ გაიცემოდა, არამედ მეფის ოჯახის წევრთა სახელითაც, რაც აშკარად მოწმობდა ცენტრალური ხელისუფლების შესუსტებას. სამეფოში შექმნილი ვითარების გამო ალექსანდრე I ტახტიდან გადადგა და ათანასეს სახელით ბერად აღიკვეცა (1442). ის შეცვალა მისმა უფროსმა ვაჟმა, ვახტანგ IV-მ.

სიუნიქის სამეფო (სომხ. Սյունիքի թագավորություն - სიუნიქი თაგავორუთიუნ), სივნიეთიბახკის (ბალკსის) სამეფოკაპანის სამეფო — ფეოდალური სახელმწიფო სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, X საუკუნის II ნახევრიდან XII საუკუნემდე. მოიცავდა სიუნიქის ოლქს – თანამედროვე სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს. მისი დამაარსებელი იყო სიუნიქის მთავარი სმბატი, რომელიც 970 წელს მეფედ აკურთხეს. სამეფოს მართავდნენ ორბელიანთა დინასტიის წარმომადგენლები. სამეფოს პოლიტიკური ცენტრი იყო ღაფანი, ხოლო რელიგიური – ტათევის მონასტერი. სამეფომ განსაკუთრებულ აყვავებას მიაღწია XI საუკუნის პირველ ნახევარში ვასაკ I-სა და სმბატ II-ის მმართველობისას. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა იყო მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. აქ ითვლებოდა 43 ციხე, 48 მონასტერი და ათასზე მეტი სოფელი. 1170 წელს დაიპყრო სელჩუკთა მმართველმა ელდიგუზმა. მონღოლთა ბატონობის დროს სიუნიქის სამეფომ ნაწილობრივ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0