სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1918-1919  წელი სომხეთ-საქართველოს ომი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

691       ბეჭდვა

1918-1919 წელი სომხეთ-საქართველოს ომი

სომხეთ-საქართველოს ომი - 1918 წლის დეკემბერში მიმდინარეობდა სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის. ორ სახელმწიფოს შორის ომის დაწყების მიზეზი გახდა სომხეთის რესპუბლიკის პრეტენზია ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრებზე, რომლებიც ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდნენ.

პირველი შეტაკებები 1918 წლის 18-27 ოქტომბერს მოხდა, როდესაც სომხურმა ჯარმა იერიში მიიტანა ქობერზე, ქორინჯსა და წათერზე, თუმცა მათი შეტევა იქ მდგომმა მცირერიცხოვანმა ქართულმა ნაწილებმა მოიგერიეს. სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ბორჩალოს მაზრაში 9 დეკემბერს დაიწყო, თუმცა მანამდე, 6 დეკემბერს, მცირერიცხოვანი სომხური ნაწილები თავს დაესხნენ ახალქალაქის მაზრას, მაგრამ იქ მდგარმა მსხვილმა 6150-კაციანმა ქართულმა კონტინგენტმა, გენერალ აბელ მაყაშვილის მეთაურობით, მოწინააღმდეგე დაამარცხა. ახალქალაქის მაზრაში მოწინააღმდეგეს შეტევის მცდელობა ჰქონდა 16 და 20 დეკემბერს, მაგრამ ქართველებმა ორივე მარტივად მოიგერიეს. ძირითადი საბრძოლო მოქმედებები ბორჩალოს მაზრაში 9 დეკემბერს დაიწყო. მოწინააღმდეგემ 9-15 დეკემბერს დაიკავა უზუნლარი, სანაინი, აირუმი და ახტალა. 14 დეკემბერს მოწინააღმდეგემ შეტევა დაიწყო ვორონცოვკა-პრიველნოეს მიმართულებაზე და 15 დეკემბერს დაიკავა ვორონცოვკა. 9-15 დეკემბრის ბრძოლებში ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილში მდგარი მცირერიცხოვანი ქართული შენაერთები დამარცხდნენ.

მაყაშვილი აბელ გაბრიელის ძე (1860-1920) რუსეთის გენერალი ქართლი

18-23 დეკემბერს გაიმართა დიდი ბრძოლები სადახლოსათვის. ამ ბრძოლის მიმდინარეობისას სომხებმა 21 დეკემბერს დაიკავეს შულავერი, შემდეგ სადახლოში მდგარი ქართული მცირერიცხოვანი ძალები ალყაში მოაქციეს, რომელთაც 22 დეკემბერს მოახერხეს ალყიდან გამოსვლა, ხოლო 23 დეკემბერს მოწინააღმდეგემ სადახლო დაიკავა. 18 დეკემბერს საქართველოში გამოცხადდა მობილიზაცია. სადახლოს ბრძოლების პარალელურად, მოწინააღმდეგის ვორონცოვკის მიმართულების დაჯგუფებამ, ვორონცოვკას და პრიველნოეს დაკავების შემდეგ, შეუტია ეკატერინენფელდს (დღევანდელი ბოლნისი). 19 დეკემბერს გაიმართა დიდი ბრძოლა დასახლებისათვის, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. ეკატერინენფელდის ბრძოლაში თავი ისახელა სახალხო გვარდიამ. ამავე მიმართულებაზე 25 ოქტომბერს ქართველებმა დაიკავეს ბოლნის-ხაჩინი, 31 დეკემბერს კი დაღეთ-ხაჩინი.

24 დეკემბერს ბორჩალოს ფრონტზე სომხური არმიის სარდალმა, გენერალმა დრასტამატკანაიანმა (დრომ), ქართულ სარდლობას გადასცა ულტიმატუმი, რომ ქართულ მხარეს დაეცალა ახალქალაქის მაზრა, წინააღმდეგ შემთხვევაში გენერალი დრო მდინარე ხრამის ჩრდილოეთით გააგრძელებდა შეტევას, თუმცა პირიქით მოხდა. შულავერის ფრონტის სარდლად დაინიშნა გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, რომელმაც 3500-კაციანი შენაერთი 25 დეკემბერს შულავერთან შეტევაზე გადაიყვანა. რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ 29 დეკემბერს დილით ქართველებმა შულავერი აიღეს. ქართულმა ჯარმა 31 დეკემბერს აიღო სადახლო. 1919 წლის 1 იანვრის 00:00 საათზე ბრიტანელებისა და ფრანგების შუამდგომლობით ორივე მხარემ ცეცხლი შეწყვიტა.

მაზნიაშვილი გიორგი ივანეს ძე (1870-1937) საქართველოს გენერალი სოფ.სასირეთი კასპი ქართლი


წულუკიძე ვარდენ გრიგოლის ძე (1865-1923) რუსეთის გენერალი სოფ. საწულუკიძეო ხონი იმერეთი


1919 წლის 9-17 იანვარს თბილისში გაიმართა საქართველო-სომხეთ-ინგლისის სამმხრივი პირობები. კონფერენციის მეოთხე სხდომაზე ხელი მოეწერა ომის შეწყვეტის ოფიციალურ სამთავრობო შეთანხმებას და ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილის ნეიტრალურ ზონად გამოცხადების შესახებ შეთანხმებას, ხოლო ახალქალაქის მაზრაზე სომხურმა მხარემ მოხსნა საკუთარი პრეტენზიები.

დიმიტრი სილაქაძე

ჯუღელი ვალერიან (ვალიკო) ანთიმოზის ძე (1887-1924) საქართველოს გენერალი სოფ. შორაპანი ზესტაფონი იმერეთი


კერესელიძე ლეო მათეს ძე (1883-1943) საქართველოს გენერალი სოფ. სადმელი ამბროლაური რაჭა



http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98_1918

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის

სასწავლო უნივერსიტეტი დიასამიძე მალვინა 

სომხეთ-საქართველოს 1918-1919 წლების ომი

ნაშრომი შესრულებულია ისტორიის მაგისტრის

აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

მეცნიერი ხელმძღვანელი:

ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი ოლეგ ჯიბაშვილ


§.3. სომხეთ-საქართველოს ომი − დასაწყისი, მსვლელობა და

შედეგები


საქართველო-სომხეთის უთანხმოების ძირითად საფუძველს ბორჩალოსა და

ახალქალაქის მაზრების კუთვნილების საკითხი წარმოადგენდა. დავამ

ოფიციალურად 1918 წლის მაისში იჩინა თავი, როდესაც ამიერკავკასიის ფედერაცია

დაიშალა და მასში შემავალმა სუბიექტებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

სომხეთის პრეტენზიის მიზეზი სომხეთის ხელისუფლებაში მოსული დაშნაკცუთიუნის

ლიდერების პოლიტიკური შეხედულებები გახდა. ისინი მიჩნევდნენ, რომ სამხრეთ

კავკასიის ყველა რეგიონი, სადაც შესამჩნევი ოდენობით წარმოდგენილი იყო

სომხური მოსახლეობა, მათი სახელმწიფოს შემადგენლობაში უნდა შესულიყო.

როგორც აღვნიშნეთ, პრობლემის გადაჭრა სომხურმა მხარემ იარაღის

საშუალებით გადაწყვიტა. მათ მოულოდნელობის ეფექტისა და სადავო

ტერიტორიებზე ჩასახლებული სომხების მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ.

სომხეთ-საქართველოს შორის წარმოებული ომის საერთო მსვლელობა ოთხ

ეტაპად შეიძლება დავყოთ:

I. საბრძოლო მოქმედება ოქტომბრის თვეში.

II. სომხეთ-საქართველოს დიპლომატიური ომი.

III. საომარი მოქმედებები 6 დეკემბრიდან.

60

IV. შულავერის ოპერაცია და ცეცხლის შეწყვეტა (ჩაჩხიანი, 2008:228).

,,სომხეთის ხელისუფალთა უსაფუძლო ტერიტორიული პრეტენზიები,

საქართველოსთან მიმართებაში უმადურობის დემონსტრირებად უნდა მივიჩნიოთ.

სომხეთის მმართველი წრეების მოქმედებიდან იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ

შეჭირვებაში მყოფი ლტოლვილი სომხებისათვის დახმარების ხელი არ უნდა

გაეწოდა და უკან განედევნა’’ (ვადაჭკორია, 2008:32).

საინტერესო ცნობაა დაცული გიორგი მაზნიაშვილის მოგონებაში, რომელიც 18

ოქტომბრის მოვლენებს შეეხება. ,, უთანხმოება ამ ორ მთავრობას შორის დაიწყო

1918 წლის 18 ოქტომბერს, როდესაც სომხეთის არმიის პირველი და მეოთხე

რეგიონები მოულოდნელად გადმოვიდნენ სახელმწიფოებრივ საზღვარზე სადგურ

კობერსა და იქვე, ახლო მდებარე ხიდის შუა და დაიჭირეს სანაინას მიდამოები.

ბორჩალოს მაზრის გენერალ−გუბერნატორად დაინიშნა გ. წულეკიძე და

დაექვემდებარა იქ დაბანაკებული ჯარის ნაწილები’’ (მაზნიაშვილი, 1927:118).

ამ დროს გერმანიის სარდლობამ, რომელიც ჯერ კიდევ იმყოფებოდა

რეგიონში, სომხებისაგან მოითხოვა კობერის დატოვება, მაგრამ ეს მოთხოვნა არ იქნა

შესრულებული. ვითარება იმითაც მძიმდებოდა, რომ გერმანელებს თითქმის აღარ

ჰყავდათ ხალხი. მსვლელობისას ქართველები და გერმანელები მოითხოვდნენ

თბილისისგან შევსებას. ქართულმა სარდლობამ დახმარების მოწოდების საპასუხოდ

სანაიანის კონფლიქტის ზონაში გაგზავნა 2 ჯავშანმატარებელი და 250 კაციანი რაზმი.

საქართველოს ულტიმატუმზე, დაეტოვებინათ სადემარკაციო ხაზის სამხრეთით

სადგური შაგალი, სომხებმა უარით უპასუხეს (მურღულია, 2018)

ამავე დროს საქართველოს მთავრობამ მიიღო სომხეთის პრემიერ კაჩაზნუნის

მიერ ხელმოწერილი სამთავრობო შიფროგრამმა იმ დროისათვის სომხების მიერ

კონტროლირებად აღსტაფიდან, რომელიც შეიცავდა შემდეგ ტექსტს: ,, მინისტრთა

თავმჯდომარეს ჟორდანიას, ასლი საქართველოში სომხეთის რწმუნებულს

ჯამალიანს. დილიჟანის რაზმის უფროსმა მომახსენა, რომ ქართულმა არმიამ მას

წაუყენა ულტიმატუმი შაგალის სადგურის დატოვების შესახებ. ჩემს მიერ სომხურ

მხარეს მიეცა ბრძანება, რათა არ დასტოვონ სადგური, ხოლო ქართველების მიერ

61

შეტევაზე გადასვლის შემთხვევაში – განახორციელოს თავდაცვითი ბრძოლა.

მრავალტანჯული სომხეთისა და საქართველოსთვის ახალი უბედურებების თავიდან

ასაცილებლად, სიმართლისა და სამართლიანობის სახელით გთხოვთ, თავი შეიკაოთ

აგრესიული ქმედებისაგან და დასტოვოთ ქართული ჯარები არსებულ ხაზზე. ყველა

სასაზღვრო საკითხს გადავჭრით მოლაპარაკებების გზით. შეგახსენებთ, რომ

საქართველო არ აცხადებს პრეტენზიას ლორეზე და მას მხოლოდ დროებითად

იკავებს, რათა არ დაიკაოს ის მესამე ძალამ. ველი თქვენს პასუხს. მინისტრთა

თავმჯდომარე კაჩზნუნი’’. 24 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ბორჩალოში

გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა (ანდერსენი, 2010).

1918 წლის 25 ოქტომბერს ბატონ ჯამალიანის მიერ ჟორდანიასთან გაგზავნილ

წერილში ვკითხულობთ: ,,მოწყალეო ხელმწიფეო, გ. გვარჯალაძემ (საგარეო

საქმეთა მინისტრის მოადგილე) განმიცხადა, რომ მას ხელთა აქვს დოკუმენტები,

სადაც თურქეთის წარმომადგენლები საქართველოში − აბდულ ქერიმ ფაშა

სთავაზობს ქართულ მხარეს თურქთა წასვლის გამო დაიკავოს ლორეს რაიონი და

ასევე სომხურ მხარესაც აქვს ანალოგიური შემოთავაზება თურქეთის

წარმომადგენლისაგან სომხეთში − მამედ ალი ფაშასაგან’’. როგორც ჩანს, თურქეთი

ცდილობდა, მისი წასვლის შემდეგ სომხებსა და ქართველებს შორის მდგომარეობა

დაძაბულიყო, თუნდაც მათ შორის ეს უთანხმოება საომარ მოქმედებაში

გადაზრდილიყო (ჩაჩხიანი, 2008:179).

ამ ფაქტთან დაკავშირებით გაზეთი „საქართველო“ შემდეგს წერდა, რომ

პარლამენტის 26 ოქტომბრის სხდომაზე ნ. რამიშვილმა განაცხადა: ,,ჩვენ გვაქვს

საბუთი, რომ სომხეთის ჯარების მიერ ამ ადგილების დაკავება მოხდა ოსმალეთის

მთავრობასთან შეთანხმებით. ასეთივე შინარსის განცხადება გააკეთა სამხედრო

მინისტრმა გ. გიორგაძემ, რომ საქართველოსთან შეუთანხმებლად და ,,ოსმალებთან

მოლაპარაკებით, ჩვენი ის ხაზი, რომელიც ოსმალეთის ასკერებს ეპყრათ, სომხეთმა

დაიკავეს, ჩვენ საბუთი გვქონდა ომი გამოგვეცხადებინა მაგრამ გვსურდა უთანხმოება

მშვიდობიანი გზით დაგვესრულებია’’ (,,საქართველო’’, 1918, №205:2).

62

სომხებმა დაიკავეს აგრეთვე სოფლები, რომლებიც საქართველოს

იურიდიქციაში იმყოფებოდა და სადაც გერმანელთა რაზმები იყო ჩაყენებული. „ეს

ფაქტი საქართველოს ხელისუფლებას ომის დაწყების საფუძველს აძლევდა“

(ვადაჭკორია, 2008:32).

პროფესორი რიჩარდ ოვანისიანი ვარაუდობს, რომ ოქტომბრის ინციდენტი

იყო მხოლოდ „ქართული ძალების მოსინჯვა“ სომხეთის სამხედროების მიერ იმ

მიზნით, თუ რამდენად სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდებოდა სადაო

ტერიტორიების სომხეთისათვის ძალისმიერი მიერთების შემთხვევაში (მურღულია,

2018).

,,საქართველოს მთავრობა მიზნათ ისახავდა სადავო საკითხების გადაწყვეტას,

ამიტომ სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებს 3 ნოემბერს თბილისში კონფერენციის

მოწვევის წინადადებით მიმართა. ამ კონფერენციაზე ერთ-ერთი საკითხი იქნებოდა:

ყველა სადავო, მათ შორის საზღვრების საკითხის გადაწყვეტა დაინტერესებულ

სახელმწიფოთა შეთანხმების გზით. სომხეთი ამ საკითხის ამოღებას მოითხოვდა,

რადგან ტერიტორიულ საკითხებში მეტი წინააღმდეგობა აზერბაიჯანთან უფრო

ქონდა, ვიდრე საქართველოსთან და ფიქრობდა, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს

ალიანსი არასასურველ მდგომარეობაში ჩააყენებდა. 10 ნოემბერს კონფერენცია არ

ჩატარდა სომხური მხარის გამოუცხადებლობის გამო. (ვაშაყმაძე, 2013:146-147).

,,სომხური ტერიტორიული მისწრაფებები 1918 წლის 13 ნოემბერს გახდა

ნათელი. სომეხთა მიერ სასაზღვრო ზონად მდინარე ხრამი გამოიკვეთა. მეორე

მხრივ, დასავლეთის ზონა - ახალქალაქის მაზრა მთლიანად და ჩრდილოეთით

გორის მაზრის ნაწილი, დამატებით ნინოწმინდისა და წალკის რაიონები, ქარელისა

და ხაშურის ნაწილი’’. 1918 წლის 17 ნოემბერს, როდესაც ბაქოში ბრიტანელთა

საექსპედიციო კონტიგენტი შემოვიდა, მათ შემოჰყვა ლაზარ ბიჩერახოვიც ჩრდილო

კავკასიიდან. ბაქოში ბრიტანული მმართველობა დამყარდა. სომხებს თავი ანტანტის

ქვეყნების პატარა მოკავშირედ მიაჩნდა. სომხეთში ეგონათ, რომ ბრიტანელებს

განსაკუთრებული დამოკიდებულება ექნებოდათ მათთან, ხოლო საქართველოსა და

აზერბაიჯანს უფრო მტრულად მიუდგებოდნენ. ორივე სახელმწიფო პირველ

63

მსოფლიო ომში დამარცხებული იმპერიების მოკავშირეები იყვნენ და მათი

დახმარებით სარგებლობდნენ, საქართველო გერმანიის, ხოლო აზერბაიჯანი

ოსმალეთის. თუმცა ლაზარ ბიჩერახოვმა და მისმა რუსულ-სომხურმა რაზზმა მალე

გამოაჩინა ნამდვილი სახე, ბიჩერახოვის რაზმი განაიარაღეს და დაშალეს (ჩაჩხიანი,

2008:264, 269-271).

სომხები იმ შემთხვევაში მიდიოდნენ დათმობაზე, თუ კი საქართველოს

მთავრობა მხარს დაუჭერდა მათ ტერიტორიულ პრეტენზიებს თურქეთისა და

აზერბაიჯანის მიმართ. საქართველოს არ უნდოდა ურთიერთობის გამწვავება

სამხრეთ კავკასიაში მეზობლებთან, ამიტომ მსგავსი დაპირება არ გასცა (ვაშაყმაძე,

2013:146-147).

კრიტიკული სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ დაიწყო

გარკვეული ზომების გატარებას სამცხე-ჯავახეთის დასაკავებლად. 1918 წლის 5

დეკემბერს ქართული ჯარები ახალქალაქისა და ახალციხის მაზრებში შედიან.

მთავრობის ასეთი ნაბიჯი გადადგმული იქნა ადგილობრივი მოსახლეობის

ინტერესებიდან გამომდინარე, ძალადობის აღსაკვეთად, რომელსაც დარჩენილი

თურქული ქვედანაყოფები ახოციელებდა. სომხები მიზეზს ეძებდნენ დასახული მიზნის

მისაღწევად და ამის მიზეზად სწორედ ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში ქართული

ჯარის შეყვანა ჩათვალეს. ე. გეგეჭკორი 7 დეკემბრის დეპეშაში მიუთითებს

,,საქართველოს მთავრობა ახალქალაქის მაზრას თავის ისტორიულ ტერიტორიად

სთვლის და სომხეთის პროტესტი ამ საკითხზე უადგილოა. დაე ნუ ჩაერევიან ჩვენს

შინაურ საქმეებში’’. 7დეკემბრის დეპეშით, ფაქტობრივად, დასრულდა სომხეთსაქართველოს შორის წარმოებული დიპლომატიური ომი (ვადაჭკორია, 2008:37-38).

რაც შეეხება თურქეთის პოზიციას, იგი ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ

საქართველოსა და სომხეთს შორის მდგომარეობა დაძაბულიყო და მათ შორის

დაწყებული კონფლიქტი საომარ მოქმედებაში გადაზრდილიყო. თურქეთის

სარდლობამ სომხეთის მთავრობას ახალქალაქის დაკავება შესთავაზა. საარქივო

დოკუმენტებით მტკიცდება, რომ სომხებს თურქული მხარე ეხმარებოდა

შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებითაც. მაშინ, როდესაც სომხური მხარე

64

აქტიურად ემზადებოდა საომარი მოქმედებისთვის, დაგეგმილი ჰქონდათ

საზღვრისპირა მოსახლეობის საველე სწავლება და სამხედრო წვრთნები, ქართული

მხარე არ ფლობდა არანაირ ინფორმაციას. ეს, ერთგვარად, ჩვენი მთავრობის

უნიათობაზე მიუთითებს. ამის დასტურად საგარეო საქმეთა მინისტრის, ევგენი

გეგჭკორის სიტყვებიც კმარა. ,,სომხებს თუ ომი გამოუცხადეთ, სამსახურიდან

გადავდგები. ალბათ ყაჩაღები ესხმიან ჩვენს დარაჯებს, თორემ სომხები როგორ

შემოგვკადრებს ჩვენს ჯარებს ამისთანა თავხედობასო’’ – აცხადებდა იგი (ჩაჩხიანი,

2008:186-188).

საინტერესო ცნობაა დაცული გიორგი მაზნიაშვილის მოგონებაში, რომელიც

დეკემბრის მოვლენებს შეეხება: ,,ჩვენი მთავრობის აზრით სომხებთან ურთიერთობის

მოგვარება მშვიდობიანი გზით შეიძლებოდა, ზომების მიუღებლობა კი ძვირად

დაუჯდა, 9 დეკემბერს სოფელ სანაიასთან სომხების ჯარი მოულოდნელად თავს

დაესხა მცირე-რიცხოვან ჩვენს ჯარს. გენერალ წულუკიძის რაზმის სუსტმა ნაწილმა

ვერ გაუძლო სომხების კარგად მომზადებული ჯარების იერიშს და უკან დაიხია’’

(მაზნიაშვილი, 1927:118).

,,9 დეკემბრის უწესრიგობების აღსაკვეთად გენერალ წულუკიძის

გადაწყვეტილებით გამოიყო რაზმი, რაზმი ორ ნაწილად გაიყო, მათ სათავეში

პოლკოვნიკი ჩხეიძე და პოდპოლკოვნიკი რამაზაშვილი ჩაუდგნენ. მათ მიზანს

უზუნლარში ჩაბუდებული დაშნაკური ბანდების ლიკვიდაცია და სოფლის

მოსახლეობი განიარაღება შეადგენდა. თორმეტსაათიანი ბრძოლის შემდეგ

უზუნლარზე კონტროლის აღდგენა ვერ მოხერხდა, ქართველებს ამ ბრძოლაში

მრავალრიცხოვანი სომხური რაზმები დაუპირისპირდნენ, რომლებიც გაძლიერებული

იყვნენ რეგულარული ნაწილებით. ოპერაცია გადაიდო, რაზმს უკან სანაიასკენ დახევა

უბრძანეს’’ (ჩაჩხიანი, 2008:290).

მთავრობის თავჯდომარის ნ. ჯორდანაის სიტყვა სომხების თავდასხმასთან

დაკავშირებით დაიბეჭდა გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკაში’’: ,,ბატონებო, მოხდა

ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, სომხეთის მთავრობა ჩუმად და მალულად ჩვენს

საქართველოს რესპუბლიკას თავს დაესხა. ეხლა ირკვევა აშკარად, რომ მან ან მისმა

65

აგენტებმა ჯერ მოაწყვეს სომხური სოფლების აჯანყება, შემდეგ ეს თითზე დაიხვიეს და

თავისი რეგულარული ჯარები ჩვენს საზღვრებში შემოიყვანეს. მან ლახვარი ჩასცა

როგორც ქართულ, ისე სომხი ხალხის ისტორიულ ტრადიციას’’ (,,საქართველოს

რესპუბლიკა’’, 1918, №119:2).

ამ ფაქტთან დაკავშირებით გაზეთი „სახალხო საქმე“ შემდეგს წერდა: ,,ნდობით

ვეპყრობოდით სომხებს და ისინი იყვნენ მილიციაშიც, სახალხო გვარდიაშიც. ეხლა

აღმოჩნდა, რომ ესენი ჩვენი იარაღით აღჭურვილი საკუთარი თავისთვის ზრუნავდნენ.

ჩვენს ხალხს კარგად ესმის, თუ რა საფრთხე მოელის მოუსვენარ მეზობლებისგან. იგი

აღშფოთებულია მისი ვერაგობითა და მზაკრობით და ხალისით მიდის მის

წინააღმდეგ საბრძოლველად’’ (,,სახალხო საქმე’’, 1918, №413:1).

11 დეკემბერს სომეხთა ძალები უკვე სადგურ ალავერდის მიდამოებში

გამოჩნდნენ, მათ ისარგებლეს ადგილის რთული რელიეფით, განლაგდნენ მთებზე.

განუწყვეტელი იერიში მიჰქონდათ ქართულ პოზიციებზე. 11-12 დეკემბრის

ბრძოლების შემდეგ ქართულმა ნაწილებმა შეძლეს გამაგრებულიყვნენ სადგურ

ალავერდში და დაეკავებინათ გარშემო მდებარე სიმაღლეები. 14 დეკემბრისთვის

ალავერდის მიმართულებით შეტევაზე გადასულ სომხურ ნაწილებს, დაახლოებით

ათმაგი უპირატესობა გააჩნდათ ქართველებთან შედარებით. ისარგებლა რა

შექმნილი ხელსაყრელი მდგომარეობით გენერალმა დრასტამატ კანაიანმა

წერილობით მიმართა ქართულ სარდლობას, დაადანაშაულა ქართველი

სამხედროები სომხური მოსახლეობის ჩაგვარაში და წაუყენა ულტიმატუმი

სასწრაფოდ დაეტოვებინათ „მათი“ ტერიტორიები. 14 დეკემბერს გენერალ-მაიორმა

გიორგი წულუკიძემ, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიიღო

გადაწყვეტილება დაეტოვებინა სადგური ალავერდი და სადახლოს მიმართულებით

დაეხია უკან (https://ka.wikipedia.org/wiki/სომხეთ-საქართველოს_ომი)

სომხეთის დაშნაკურმა მთავრობამ 5-17 დეკემბრის სისხლისმღვრელი

ბრძოლების შემდეგ შეძლეს დაეკავებინათ ბორჩალოს მაზრის ლორეს უბნის

ჩრდილოეთ ნაწილი. ომის საწყის დღეებში მიღწეული წარმატებით ფრთებშესხმულმა

სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ლორეს უბნიდან

66

საბრძოლო მოქმედებები ჩრდილოეთით, ეკატერინენფელდისა და შულავერის

მიმართულებით გადაიტანა. ომის კიდევ ერთი ფრონტი ახალქალაქის მაზრაში

სომხებმა ლორეზე თავდასხმის პარალელურად გახსნეს. 17 დეკემბერს,

საქართველოს ხელისუფლებამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. იმავე დღეს

სომხეთის წინააღმდეგ მებრძოლი ლაშქრის სარდლად დაინიშნა გენერალი გიორგი

მაზნიაშვილი, სამხედრო შტაბის უფროსად კი გენერალი გიორგი კვინიტაძე.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, დეკემბრის მეორე ნახევრიდან საომარი

ვითარება საქართველოს სასარგებლოდ შეიცვალა (მურღულია, 2018).

ეკატერინენფელდის ბრძოლები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფურცელია

1918-1919 წლების სომხეთ-საქართველოს ომის ისტორიიდან. 18 დეკემბერს

ქვედანაყოფები ეკატერინენფელდისკენ დაიძრნენ. ამ ნაწილების სარდლად

დაინიშნა გვარდიის ოფიცერი ვალიკო ჯუღელი, ხოლო ყველა

ახლადფორმირებული ჯარების სარდლად გენერალი ახმეტელაშვილი. ამ

ბრძოლაში გვარდიელთა ურყევმა რწმენამ და თავდადებამ ნაყოფი გამოიღო, დღის

ბოლოსკენ სომხები უკუიქცენ და ბრძოლის ველის დატოვება დაიწყეს. ეს ბრძოლა

ქართული მხარის თავდაცვით ბრძოლას წარმოადგენდა, რომელიც მალე

გადაიზარდა წარმატებულ შეტევით მოქმედებებში. ეს იყო პირველი დიდი გამარჯვება

ბორჩალოს მაზრაში, თუმცა ეს პირველი ეტაპის დასასრული იყო.

მეორე ეტაპს დაღეთ-ხაჩინისა და ბოლნის-ხაჩინის შეტევითი ბრძოლები

წარმოადგენდა. 1918 წლის 25 დეკემბერს ქართულმა შენაერთმა დაღეთ-ხაჩინი

აიღო. ბოლნის-ხაჩინზე შეტევითი ოპერაცია 30 დეკემბერს დაიწყო და ის 31

დეკემბერს აღებულ იქნა (ჩაჩხიანი, 2008:354-368).

18 დეკემბრის ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ სომეხთა სამხედრო

მეთაურობას ტაქტიკის შეცვლა მოუწია. ამჯერად მათ უარი თქვეს სადგურ სადახლოს

პირდაპირი შეტევით აღებაზე, გადაწყვიტეს ესარგებლათ რიცხობრივი

უპირატესობით. 19 დეკემბერს სომხური ნაწილები დაეშვნენ მდ.შულავერის ხეობაში

და წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი

ქალაქი შულავერი. შულავერის ოპერაციასთან დაკავშირებით საინტერესო ცნობაა

67

დაცული გიორგი მაზნიაშვილის მოგონებაში: ,,ქალაქ შულავერს თანდათან

ვავლებდი წრეს, გადავწყვიტე იერიში მიმეტანა 24 დეკემბერს, მაგრამ დამავიწყდა

სახალხო გვარდიის შეთვისებული ჟინიანობა და ავზნეობა. სომხებმა დაიჭირეს

შულავერიდან ჩრდილოეთით მდებარე მაღლობები. 22 დეკემბერს სოფ.

სარაჩლოსთან, რომელიც მდებარეობს შულავერის ჩრდილოეთ მხარეზე, მოვიდა

სახალხო გვარდიის რაზმი გენერალ ჩხეტიანის უფროსობით. ხელჩართული

ბრძოლით მტერი გადარეკეს შულავერისაკენ’’ (მაზნიაშვილი, 1927:125-128).

,,შულავერის მისადგომებზე გენერალური შეტევის დასაწყისად 1918 წლის 25

დეკემბრის 3 საათი გამოცხადდა, პირველად სწორედ შულავერის მისადგომებთან

წარმოებულ ბრძოლებში დასტურდება დოკუმენტურად პირველად ქართული

ავიაციის საბრძოლო გამოყენების ფაქტი. დეკემბრის 26 ჩვენებს მარცხი მოუვიდათ. 27

დეკემბერს გენეწრალ მაზნიაშვილმა გადაწყვიტა პირადად გაძღოლოდა მე-5

პოლკის ქვედანაყოფებს და ასე გაერღვიათ სომხური პოზიციების ფლანგი. მე-5

პოლკს შიშველ ადგილას მოუწია შეტევა და არტილერიის მიზანში სროლას კი ნისლი

უშლიდა ხელს. ამ შეტევა არსებითი შედეგი არ მოიტანა. 1918 წლის 28 დეკემბრის 12

საათზე ქალაქ შურაველის აღების ოპერაცია დაიწყო. შეტევებმა დაანახა

მოწინაღმდეგეს, რომ ვერ შეინარჩუნებდა შულავერის სიმაღლეს და ღამით მათ

დატოვეს გამაგრებული პოზიციები. 1918 წლის 29 დეკემბრის დილისათვის შულავერი

განთავისუფლდა“ – წერს მკვლევარი ა. ჩაჩხიანი (ჩაჩხიანი, 2008: 392-400).

შულავერის აღების შემდეგ დღის წესრიგში დადგა სადახლოს

განთავისუფლების საკითხი. 29-30 დეკემბერს გიორგი წულუკიძის მეთაურობით

მდ.დებედის ორივე სანაპიროს გასწვრივ მოძრავმა ქართულმა დაჯგუფებამ

გაათავისუფლა მიმდებარე ტერიტორია და ბრძოლით დაიკავა სოფელი და სადგური

სადახლო. პარალელურად ქართველმა სამხედროებმა წარმატებული შეტევა

განახორციელეს მდ.შულავერის ხეობის გასწვრივ სამხრეთის მიმართულებით.

ქართულმა ნაწილებმა მიაღწიეს წერაქვს და დაიკავეს სოფელი

(https://ka.wikipedia.org/wiki/სომხეთ-საქართველოს_ომი). 

68

31 დეკემბრისათვის ქართულ არმიას უკვე დაკავებული ჰქონდა სანაინის

მიდამოები. 1919 წლის 1 იანვარს ჩვენს ჯარს იერიში უნდა მიეტანა და სანაინი და

ალავერდი აეღო. ამ დროისთვის სომხეთის შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი

განადგურებული იყო და აშკარა შეიქნა, რომ სომხეთი მარცხდებოდა, მაგრამ ამ

მომენტში გამოჩდნენ და საქმეში ჩაერთვნენ ანტანტას წარმომადგენლები და ორივე

მთავრობას დროებითი ზავის დადება მოსთხოვეს. საზავო პირობებით ქართული

ჯარი უნდა შეჩერებულიყო იქ სადაც 31 დეკემბრის 24 საათზე აღმოჩნდებოდა;

სომხეთის ჯარი ცლიდა ბორჩალოს მაზრას და უბრუნდებოდა თავის საზღვრებს:

შუაში დარჩენილი ტერიტორია ნეიტრალურ ზონად ცხადდებოდა და მას

ინგლისელთა პიკეტები იკავებდა. რაც შეეხება ახალქალაქის მაზრას, იქ ქართული

ადმინისტრაცია რჩებოდა და მას მეთვალყურეობას გაუწევდა ანტანტის

წარმომადგენლობის კომისია (მურღულია, 2018).

გიორგი მაზნიაშვილის მოგონებაში საინტერესო ცნობაა დაცული: ,,31

დეკემრისათვის ჩვენი ჯარები დანიშნულ ადგილებზე იდგნენ. ცენტრმა ხანმოკლე

შეტაკების შემდეგ დაიკავა ლამბალო-სადახლო, გამოჰყო ორი რეგიონი და გაგზავნა

ხოჯორნასთან და იქედან სოგ. ბორდავორზე. მარჯვენა ფრთამ დაიჭირა ოფლეთი,

რომელიც მდებარეობს სანაიას მახლობლად. 1-ლ იანვარს გათენებისას მარჯვენა

ფრთის ნაწილებს უნდა დაეკავებინათ ერთროულად სადგური სანაინი და ალავერდი.

თუმცა 31-ში მიიღო ბრძანება, რომლის ძალითაც 31 დეკემბერს 12 საათზე უნდა

შეეჩერებინა სამხედრო მოქმედებები’’ (მაზნიაშვილი, 1927:131).

ქართულმა სარდლობამ სცადა მაქსიმალურად გამოეყენებინა დარჩენილი

დრო და შეტევითი ბრძოლით რაც შეიძლებოდა წინ წაიწია. თუმცა ეს უკვე ბევრს

არაფერს ნიშნავდა. საბოლოო შედეგები ინგლისელთა გადაწყვეტილებებზე იყო

დამოკიდებული.

31 დეკემბრის 24 საათზე სომხეთ-საქართველოს ომი დასრულდა. 1919 წლის 9

იანვარს თბილისში ბრიტანულ-ქართულ-სომხური მოლაპარიკებები დაიწყო.

კონფერენციამ მუშაობა დაიწყო 10 იანვარს და დამთავრდა 17 იანვარს, როდესაც მის

ბოლო, მეოთხე სხდომაზე ხელმოწერილ იქნა სამთავრობო შეთანხმება ომის

69

შეწყვეტისა და ლორეში ნეიტრალური ზონის შექმნის შესახებ. მიღწეული

შეთანხმებით, ბრიტანელები გარკვეულ დათმობაზე წავიდნენ ახალქალაქთან

მიმართებაში, ახალქალაქის მაზრის მართვის უფლება ქართულ მხარეს დაუტოვეს.

საქართველომ ძირძველ ისტორიულ მიწაზე – ლორე-ბამბაკის სამხრეთ ნაწილზე

სუვერენული უფლება დათმო (ჩაჩხიანი, 2008:441-449). აქ შეიქმნა ე.წ. „ლორეს

ნეიტრალური ზონა“.

1919 წლის იანვარში ლორეს ნეიტრალური ზონა დაიკავეს ბრიტანელმა

სამხედროებმა, რომლის გენერალურ ინსპექტორად კაპიტანი არჩიბალდ შოლტო

ჯორჯ დუგლასი დაინიშნა. ნეიტრალურ ზონას მართავდა კომისარიატი, სადაც

საქართველოსა და სომხეთს თითო-თითო წარმომადგენელი ჰყავდათ, კომისარიატს

მეთვალყურეობას უწევდა მოკავშირეთა სამხედრო მეთაურობა

(https://ka.wikipedia.org/wiki/სომხეთ-საქართველოს_ომი).

ლორეს ნეიტრალური ზონის ბედი მოლაპარაკებებს უნდა გადაეწყვიტა. ეს იყო

აშკარა უსამართლობა ქართველი ერის მიმართ.

სპირიდონ კედიამ საქართველოს პარლამენტის 1919 წლის 4 იანვრის

სხდომაზე განაცხადა, რომ ომში ფაქტობრივად ჩვენმა ჯარმა გაიმარჯვა, მაგრამ

საზავო შეთანხმების პირობებით დამარცხებულნი აღმოვჩნდით. საზავო

ხელშეკრულება გვართმევს სუვერენულ უფლებას ტერიტორიის ერთ ნაწილზე და

ამიტომ იგი მიუღებელია. მთავრობამ ვერ დაიცვა ერის ღირსება, ზავის პირობებს

იძლევა არა გამარჯვებული, არამედ დამარცხებული ჯარის პატრონი სახელმწიფო.

ზავით, ფაქტობრივად, შეიბღალა საქართველოს ინტერესები – მან

კონტროლი დაკარგა თავისი ისტორიული ტერიტორიის ნაწილზე.

გარდა ამისა, ომის შედეგად საქართველომ დიდი მატერიალური ზარალი

განიცადა (მურღულია, 2018).

საქართველოსა და სომხეთის მეორე კონფერენციაზე (1919 წლის 28

თებერვალი – 3 მარტი), საზღვრების საკითხი, კვლავ ღიად დარჩა, იმ იმედით, რომ

მას პარიზის სამშვიდობო კონფერენცია გადაწყვეტდა

(https://presa.ge/?m=military&AID=11193). 

70

საბოლოოდ, ლორე-ბამბაკის ბედი სომხეთ-საქართველოს გასაბჭოების

შემდეგ გადაწყდა.

სომხეთის გასაბჭოების შემდეგ წითელი არმია საქართველოს მოადგა.

რუსულ-სომხურმა თანამშრომლობამ აქაც იჩინა თავი – ლორე-ბამბაკის

ნეიტრალური ზონის სომხური მოსახლეობა საქართველოს დამოუკიდებელი

რესპუბლიკის წინააღმდეგ აჯანყდა, რასაც შემდეგ ცნობილი მოვლენები მოჰყვა.

საქართველოში ბოლშევიკური ხელისუფლება დამყარდა, რომელმაც, მადლიერების

ნიშნად, საქართველოს ისტორიული მიწა – ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილი

სომხეთს მიაკუთვნა.

ამრიგად, საქართველომ დაკარგა თავისი ისტორიული ნაწილი. ქართულ

მიწაზე სომხების მიზანმიმართულმა მასობრივმა ჩასახლებამ მათში გააჩინა ქართული

ტერიტორიის ხელში ჩაგდებისა და მითვისების ამბიცია. რაც გარეშე ძალების

დახმარებით, ეტაპობრივად განახორციელა კიდეც.

მიღებულმა მწარე გაკვეთიმა უნდა დაგვანახოს, სასაზღვრო ზონებში თუ რა

საბედისწერო მნიშვნელობა შეიძლება შეიძინოს დემოგრაფიულმა ფაქტორმა. გარდა

ამისა, ყოველთვის უნდა გაგვახსენოს ჩვენი სამხრეთელი მეზობლის უზომო ამბიციები

და მისწრაფებები. აუცილებელია, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს მომხდარი

ფაქტები და სათანადო ყურადღება მიაქციოს არსებულ მდგომარეობას.

წყარო: https://openscience.ge/bitstream/1/412/1/samagistro%20diasamidze.pdf


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.10.2020
ბოლო რედაქტირება 05.10.2021
სულ რედაქტირებულია 2





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0