სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1855 წელი ენგურის ბრძოლა ენგური ზუგდიდი სამეგრელო
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

482       ბეჭდვა

1855 წელი ენგურის ბრძოლა ენგური ზუგდიდი სამეგრელო

ენგურის ბრძოლა 1855, ბრძოლა რუსეთისა და ოსმალეთის ჯარებს შორის 25 ოქტომბერს, ყირიმის ომის (1853-1856) დროს.

1855 წლის სექტემბერ-ოქტომბერში თურქებმა დიდძალი ჯარი გადმოსვეს ბათუმშიყულევშიტრაპიზონშიაფხაზეთში. ოსმალეთი და მისი ევროპელი მოკავშირეები რუსეთის იმპერიის საქართველოდან განდევნას ვარაუდობდნენ. ამავე დროს, საქართველოში გამარჯვება მდგომარეობას შეუმსუბუქებდა ალყაში მოქცეულ ყარსის თურქეთის გარნიზონს. 1856 წელს ოსმალთა ლაშქარი ომერ-ფაშას სარდლობით აფხაზეთიდან სამეგრელოსკენ დაიძრა. „გურიის რაზმის“ სარდალმა ი. მუხრანბატონმა სცადა გაემაგრებინა გადასასვლელები მდინარე ენგურზე. ყველაზე უკეთ იყო გამაგრებული რუხის გადასასვლელი, რომელიც ზუგდიდის გზას კეტავდა. 1855 წლის ოქტომბერში ომერ-ფაშამ იერიში მიიტანა რუხის გადასასვლელზე, მაგრამ ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. მაშინ მან მოულოდნელად შეუტია ნაკლებად გამაგრებულ სანარმანიოს გადასასვლელს. უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვება ოსმალებს დარჩათ.

ენგურის ბრძოლა, 1855. ილუსტრაცია ლოურენს ოლიფანტის წიგნიდან „თურქული არმიის ამიერკავკასიული კამპანია ომერ ფაშას ხელმძღვანელობით“, ლონდონი 1856. წყარო - ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი


ომარ ფაშა 1806-71

1853 წელს, ყირიმის ომის დროს ებრძოდა რუსეთის იმპერიას ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. 1855 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ოსმალეთის არმია გადასხა აფხაზეთის სამთავროში. თავად 3 ოქტომბერს ჩავიდა სოხუმში. შემდეგ დაიძრა სამეგრელოსკენ. 1855 წლის 25 ოქტომბერს ენგურთან ბრძოლის შემდეგ რუსეთის ჯარმა და სამეგრელოს მილიციამ უკან დაიხია და სამეგრელო დარჩა ომერ-ფაშას ხელში. ის ეკატერინე ჭავჭავაძეს სთავაზობდა მის მხარეს გადასვლას და სამეგრელოს მმართველობას. 1855 წლის 14 ნოემბერს ყარსის დაცემის ამბის გაგებისთანავე ბრძანა ულანდახევა, გზად გადაწვა და ააოხრა სოფლები.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0