სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1625 აღრიანის ბრძოლა სოფ. აღაიანი კასპი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

413       ბეჭდვა

1625 აღრიანის ბრძოლა სოფ. აღაიანი კასპი

აღაიანის ბრძოლა — 1625 წლის ბრძოლა ირანის და კახეთის სამეფოს ლაშქრებს შორის. ადრე გაზაფხულზე შაჰ-აბას I-მა ყარჩიხა-ხანის სარდლობით საქართველოში გამოგზავნა ირანის დიდი ლაშქარი, რომელიც სოფ. აღაიანთან დაბანაკდა. ირანელთა მიზანი იყო კახელების გაწყვეტა და ქართლელების ირანში გადასახლება. ყარჩიხა-ხანმა კახეთის თავად-აზნაურთა რჩეული ლაშქარი თავისთან დაიბარა თითქოსდა შაჰის საჩუქრების გადასაცემად. კახელები "საჩუქრებისათვის" კარვებში შეჰყავდათ და თავებს ჰკვეთდნენ. 400-მდე კაცის მოკვლის შემდეგ ყიზილბაშთა მუხანათობა გამომჟღავნდა. კახელებმა ბრძოლით გაიკაფეს გზა კახეთისაკენ. ქართლ-კახეთი ყიზილბაშთა წინააღმდეგ აჯანყების სამზადისს შეუდგა.

1625 წლის გაზაფხულზეაღაიანის ველზე გიორგი სააკაძის ლაშქარმა  დაამარცხა შაჰ-აბასის  ლაშქრის ერთი ნაწილი.

ყარჩიხა-ხანი (გ. 25 მარტი1625) — შაჰ აბას I-ის ერთ-ერთი გამოჩენილი სარდალი, ერევნელი სომეხი. ბავშვობაში ტყვედ წაიყვანეს, შემდეგ ჩარიცხეს შაჰ აბას I-ის ღულამთა რიგებში, სადაც დაწინაურდა, გახდა თოფანქჩიების სარდალი და თოფხანის ამირა. მიიღო სარდლისა და სპასალარის ხარისხი. იყო ქალაქ მეშჰედის მმართველი. ყარჩიხა-ხანი სარდლობდა ყიზილბაშთა იმ ლაშქარს, რომელსაც დავალებული ჰქონდა ქართლ-კახეთის ამოწყვეტა და აყრა-გადასახლება. 1625 წლის 25 მარტს ყარჩიხა-ხანი შვილთან ერთად მოკლა გიორგი სააკაძემ მარტყოფის ველზე.


აბას Iშაჰ-აბას დიდად წოდებული (დ. 27 იანვარი1571 ― გ. 19 იანვარი1629) — ირანის შაჰი (1587-1629სეფიანთა დინასტიისა, შაჰ-მუჰამად ხუდაბანდას ძე, მხედართმთავარი. მის დროს სეფიანთა ირანი პოლიტიკურად ძალზე გაძლიერდა და თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0