სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
764 წელი ხაზარების ბრძოლა კახეთი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

372       ბეჭდვა

764 წელი ხაზარების ბრძოლა კახეთი

ჯუანშერ II (გ. 787) — ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნის 50–60-იან წლებში. მის დროს საქართველოში და კერძოდ ქართლში არაბები ბატონობდნენ. დახარკულმა მოსახლეობამ არაბებს აჯანყება მოუწყეს. არაბები ქართველი ხალხის წინააღმდეგობას დაუნდობელი სისასტიკით პასუხობდნენ. ჯუანშერი და ფეოდალური ქართლის საზოგადოებრივი ორგანიზმი მტკიცე აღმოჩნდა და განსაცდელს გაუძლო.

ჯუანშერის მმართველობის პერიოდში, 764 წელს ხაზარებმა ამიერკავკასიაში ილაშქრეს. ხაზარეთის ხაკანს ჯუანშერის და, შუშანი მოეწონა და მისი ხელი ითხოვა, თუმცა უარი მიიღო. ხაზართა ლაშქარი, ბლუჩანის სარდლობით, კახეთს შეესია, დაატყვევა ჯუანშერი და შუშანი. ხაზარეთის გზაზე შუშანმა ბეჭდის თვალში დამალული საწამლავით თავი მოიკლა: "ჰქონდა მას ბეჭედი, აღმოუგდო მას თუალი და მოწოა იგი, რამეთუ იყო თუალსა მის ქვეშე წამალი სასიკუდინე და მუნთქუესვე მოკუდა". განრისხებულმა ხაკანმა ბლუჩანი ცხენებს გააგლეჯინა, ჯუანშერი კი სამი წლის შემდეგ გაათავისუფლა ტყვეობისგან.

ხაზარები — თურქულენოვანი ნახევრად მომთაბარე ხალხი თავდაპირველად ცენტრალური აზიიდან, რომლებმაც VII საუკუნეში დამოუკიდებელი სახანო შექმნეს ჩრდილოეთ კავკასიაში. აკონტროლებდნენ აბრეშუმის დიდ გზას რომელიც აკავშირებდა ჩინეთსცენტრალური აზიასა და კიევის რუსეთს[1][2]. სამი საუკუნის მანძილზე (650-965) აკონტროლებდნენ ვოლგისა და დონის სანაპიროებს ყირიმის ნახევარკუნძულზე[3]. ისინი დიდი ხნის მანძლზე მოქცეულნი იყვნენ ბიზანტიის იმპერიასა და ომაიანთა სახალიფოს შორის, მას შემდეგ, რაც დაეხმარნენ ბიზანტიის იმპერიას სასანიანების დამარცხებაში.

ბიზანტიის იმპერიასა და ხაზარებს შორის კავშირი დაახლოებით 900 წელს გაუარესდა, რის შედეგადაც ბიზანტიამ მოუწოდა ალანებს, ხაზარები ყირიმიდან და ჩრდილოეთი კავკასიიდან განედევნათ[4]. ამ ფაქტით ისარგებლა კიევის რუსეთის მმართველმა სვიატოსლავ I-მა, აიღო ხაზარების დედაქალაქი ატილი (965-969) და გაანადგურა ხაზარების სამეფო.

ბლუჩანიხაზართა ხაკანის სპასალარი (VIII ს.) ქართველი მემატიანის ცნობით, დარუბანდიდან შემოჭრილმა ბლუჩანმა საქართველო დალაშქრა, ჯერ კახეთში შევიდა, შეიპყრო ქართლის ერისმთავარი ჯუანშერი და მისი და, სილამაზით განთქმული შუშანი, რომელიც ხაკანს ცოლად უნდოდა; შემდეგ თბილისი აიღო, ქართლი მოაოხრა და დარიალის გზით უკან გაბრუნდა. ხაზარეთის გზაზე შუშანმა თავი მოიწამლა. განრისხებულმა ხაკანმა ბლუჩანი სიკვდილით დასაჯა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0