სამოელ დონაური (გ. 861) — კახეთის მთავარი, ქორეპისკოპოსი (839-861 წწ.), გარდაბნელ დიდებულთა, დონაურთა გვარის დინასტიის პირველი წარმომადგენელი. მის დროს კახეთი კვლავ აგრძელებს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებას, რამაც არაბთა ახალი შემოსევები გამოიწვია.
840–842 წლებში ხალიდ იბნ-იაზიდი ორჯერ შემოესია საქართველოს. არაბთა წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულების კოალიცია, რომელშიც შევიდნენ: კახეთის ქორეპისკოპოსი სამოელი, თბილისის ამირა, გუარამ მამფალი და არმენიის სპარაპეტი სმბატ აშოტის ძე ბაგრატუნი.
პირველად არაბებმა ჰერეთის გავლით შეაღწიეს კახეთში, მაგრამ სასტიკი მარცხი განიცადეს კახეთის ლაშქართან ბრძოლაში, რომელიც სოფ. გავაზთან გაიმართა. შემდეგ ხალიდ იბნ-იაზიდმა ჯავახეთში ილაშქრა, სადაც დაიღუპა კიდეც.
ჰაისამ იბნ ხალიდი — პირველი შირვანშაჰი, შირვანის დამოუკიდებელი მმართველი.
861 წელს, აბასიანთა დინასტიის ხალიფა ალ-მუთავაქილის გარდაცვალების შემდეგ, ჰაისამ I გამოეყო აბასიანთა სახალიფოს, დააარსა მაზიადიდების დინასტია და გახდა დამოუკიდებელი მმართველი[1]. მან შექმნა ძლიერი არმია, რომელიც დაკომპლექტებული იყო 50 000 ქვეითი და 10 000 ცხენოსანი ჯარით. ჰაისამ I-ის გარდაცვალების შემდეგ, მომდევნო შირვანშაჰი მისი შვილი — მუჰამედ I გახდა.