ფადლა I (გ. 893) — კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 881-892 წლებში ეკუთვნოდა არევმანელთა საგვარეულოს[1]. ფიქრობენ, რომ კახეთის მთავრის გრიგოლის შთამომავალი იყო. „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, ფადლა I-ს პოლიტიკური ძალაუფლება ბრძოლით მოუპოვებია. გაუმარჯვებია დონაურებთან დინასტიურ ბრძოლაში. დონაურების მიერ სამთავრო ტახტის დაკარგვას გარდაბნელების განდგომა მოჰყოლია. ფადლა I-ს დაუმორჩილებია გარდაბნელები და თვით გარდაბანიც თავისი სამთავროსთვის შეუერთებია. „მატიანე ქართლისაჲს“ ავტორის დახასიათებით, ფადლა I ყოფილა „კაცი ბრძენი და საქმის მეცნიერი“.
დონაურები — ფეოდალური საგვარეულო კახეთში. IX საუკუნეში ამ გვარიდან ცნობილია კახეთის ორი მთავარი (ქორეპისკოპოსი) - ძმები სამოელი და გაბრიელი. ამავე საგვარეულოს მიეკუთვნებოდა ცნობილი სასულიერო პირი ილარიონ ქართველი