სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
907-914 წლებში საჯმა აბულ კასიმმა დალაშქრა საქართველო
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

421       ბეჭდვა

907-914 წლებში საჯმა აბულ კასიმმა დალაშქრა საქართველო

კვირიკე I (გ. 918) — კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 892-918 წლებში. მისი მმართველობის დროს ადგილი ჰქონდა მთელ რიგ ახალ მოვლენებს. ეს ის დროა, როცა აზერბაიჯანში იქმნება საჯიდების ძლიერი სახელმწიფო. 907-914 წლებში საჯმა აბულ კასიმმა დალაშქრა და ააოხრა საქართველოს მთელი რიგი პროვინციები. კახეთმა შეძლო ამ შემოსევის თავიდან აცილება: არაბთა მიერ უჯარმისა და ბოჭორმის ციხეების დაკავების შემდეგ კვირიკე I-მა აბულ კასიმს მორჩილება აღუთქვა და სამთავრო აოხრებას გადაარჩინა.

იუსუფ იბნ აბუ ლ-საჯი (საქართველოში ცნობილი, როგორც აბუ ლ-კასიმი) (გ. 928) — აზერბაიჯანის ამირა საჯიდების დინასტიიდან. დინასტიის დამაარსებლის აბუ-საჯის ძე. 908-914 წწ. ლაშქრობდა სამხრეთ კავკასიაში. თავდაპირველად თავს დაესხა სომხეთს და მის მეფე სმბატ I-ს, რომელმაც ვერ გაუწია წინააღმდეგობა აბულ კასიმის ლაშქარს თავი ჯერ აფხაზეთის სამეფოს შეაფარა, 914 წელს კი აბულ კასიმმა სიკვდილით დასაჯა ქალაქ დვინში914 წელს აბულ კასიმმა თბილისში ილაშქრა, იქიდან კი კახეთში გაილაშქრა და აიღო უჯარმისა და ბოჭორმის ციხეები. შემდეგ დაუზავდა კახეთის ქორეპისკოპოს კვირიკეს და უჯარმა დაუბრუნა. კახეთიდან აბულ კასიმი ქართლში გადავიდა და მოაოხრა. ქართველებმა თვითონვე „მოარღუივნეს ზღუდენი უფლისციხისანი“, რათა მტერი იქ ვერ გამაგრებულიყო. არაბებმა დაარბიეს სამცხე და ჯავახეთი, მაგრამ კარგად გამაგრებული თმოგვის ციხე ვერ აიღეს. შემდეგ ყველისციხეს შემოარტყეს ალყა. მეციხოვნეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს უკეთ შეიარაღებულ და მრავალრიცხოვან მტერს, მაგრამ დამარცხდნენ.

აბულ კასიმმა შეიპყრო ციხისთავი გობრონი და სიკვდილით დასაჯა. სამხედრო წარმატების მიუხედავად აბულ კასიმმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. ხალხის შეუპოვარმა ბრძოლამ აიძულა საქართველოს გასცლოდა.

გობრონი (გ. 914) — ქართველი აზნაური. სამხრეთ აზერბაიჯანის მმართველის აბულ კასიმის საქართველოში ლაშქრობის დროს ხელმძღვანელობდა ყველისციხის დაცვას. იმჟამად ყველისციხის მეპატრონე იყო გურგენ ერისთავთ-ერისთავი. ციხე კარგად იყო გამაგრებული, მაგრამ მეციხოვნენი შიგ ცოტანი იყვნენ.

ვიკიციტატა„„ბრძოლასა მას ფიცხელსა მჴნე იქმნნეს ციხოანნი იგი და დაჴოცეს მბრძოლთა მათ და დაჰყრიდეს ჴორცთა მათთა, ვითარცა სკორეთა ქუეყანისათა“.“

მებრძოლთა შორის გამოირჩეოდა ნეტარი გობრონი: „ძალი ბრძოლისა მისისაჲ ყოველსა მას სიმრავლესა ზედა საცნაურ იყო“.

ოცდარვა დღე გაგრძელდა ბრძოლა. ხან სარკინოზებს მიჰქონდათ იერიში ციხეზე, ხან მეციხოვნენი გამოუხტებოდნენ მტერს გობრონის მეთაურობით, რისხვას დაატეხდნენ მას თავს და კვლავ ციხეს უბრუნდებოდნენ.

მტრებმა უკანასკნელი იერიში მიიტანეს ყველისციხეზე, აიღეს იგი და შეიპყრეს ცოცხლად დარჩენილი მეციხოვნენი, მათ შორის გობრონიც. ქართველი მეომრის ვაჟკაცობით გაოცებულმა აბულ-კასიმმა ბრძანა „ნეტარისა გობრონისი უმეტეს ყოველთასა კრძალვით პყრობაჲ“.

ადარნასე მეფემ დიდძალი საფასი გადაიხადა და პყრობილთა ნაწილი გამოიხსნა. მათ შორის არ იყო გობრონი, რადგან არაბებმა მის განთავისუფლებაზე უარი განაცხადეს. ქართველმა რაინდმა განჭვრიდა თავისი მომავალი და „განუმზადა თავი თჳსი ქრისტესთჳს სატანჯუელთა“.

სარკინოზებმა დასასჯელად გაიყვანეს გობრონთან ერთად შეპყრობილი ას ოცდაცამეტი მხედარი, „ვითარცა მჴეცნი ბოროტნი განძჳნებულნი შეერინეს აღრეულად და ურთიერთსა უსწრებდეს, რომელნიმე მახჳლითა სცემდეს, რომელნიმე ჰოროლებითა და ისრითა შესჩხუეპდეს და დასჭრიდეს, ჴორცთა მათთა დანებითა განაპებდეს და ღჳძლები იგი მათი, ვითარცა ძაღლთა, პირითა გაეტაცა“.

აბულ-კასიმმა გადაწყვიტა, უძლეველი რაინდი ცთუნებით ეძლია და ნეტარ გობრონს უთხრა: „მეწყალის მე სიკეთე სახელოვან ხარ წინაშე ჩუენსა და აწ ვითარცა შვილსა საყვარელსა გასწავებ შენთა და აღიარე ჭეშმარიტი შჯული ჴელმწიფებისა ჩუენისაჲ“. სამაგიეროდ სარდლობას, სასახლეებს, დარბაზებს და მონებს შეჰპირდა.

წმიდა გობრონმა მშვიდად მიუგო ამირას: „გევედრები, ჴელმწიფეო, ნუ მაიძულებ მე დატევებად ქრისტეანობისა, რომლითა აღმზარდეს მე მშობელთა ჩემთა და აღბეჭდულ ვარ სულითა წმიდითა... ჭეშმარიტად უწყოდე შენ, რამეთუ არცა კეთილთა შენთა აღთქუმითა, არცა ძჳრ-ძჳრთა ბოროტთა შენთა ჩემ ზედა მოწევნითა შემეძლო განყენებად უფლისა ჩემისა იესო ქრისტესა“.

წმიდანის პასუხით განრისხებულმა აბულ-კასიმმა ბრძანა, გარეთ გაეყვანათ გობრონი და ეჩვენებინათ ცალკერძ დახოცილი თანამებრძოლები, ცალკერძ - აღთქმული სიმდიდრენი: „ვინ უწყის, უკუე შიშმან სიკუდილისამან, ანუ შესაძინელმან კეთილისამან მოდრიკოს გული მისი“. უკან მობრუნებულმა გობრონმა ამირას შეკითხვაზე - „რაჲ გამოირჩიე თავისა შენისა?“ - უპასუხა: „მე პირველადვე გითხარ შენ არა მიდრეკად ქრისტეს უფლისა ჩემისაგან“.

ამირამ უარესი განსაცდელი მოუმზადა წმიდანს: „არა იცის მაგან ჭირი სიკუდილისაჲ, წარიყვანეთ ეგე და წარწყმიდენით მაგის წინაშე დარჩომილნი ქრისტეანენი და მცირედ წყალით ეგე და კუალად მოიყვანეთ“.

წმიდანი ცოცხლად გადარჩენილ მოყვასთა შორის დააყენეს და უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. დახოცილთა სისხლი ეპკურებოდა გობრონს, გვამები ფეხებთან უგორდებოდა, მაგრამ საშინელებამ ვერ შეაძრწუნა მისი გული. მაშინ ქედი გადაუდრიკეს წმიდანს, ორგზის სცეს მახვილი და მსუბუქად დაჭრეს. გობრონმა სისხლით ჯვარი გამოისახა შუბლზე და თქვა: „გმადლობ შენ, უფალო იესო ქრისტე, რომელმან ღირს მყავ მე, უღირსი ესე და ცოდვილი და უკანაჲსკნელი ყოველთაჲ, ნაწილსა ამას მკჳდრობისასა და მოწამებისასა“.

სარკინოზებმა კვლავ აბულ-კასიმს მიჰგვარეს წმიდა გობრონი. ამირამ უკანასკნელად სცადა წმიდანის მოდრეკა, მაგრამ სისხლმდინარე მოწამემ მტკიცედ მოუგო: „იქმოდე, რაჲცა გნებავს, მე ქრისტიანე ვარ და არასადა უარ ვყო სახელი მისი“. მოთმინებადაკარგულმა აბულ-კასიმმა ბრძანა, თავი წარეკვეთათ წმიდანისთვის და მოკლულებთან დაეგდოთ.

ამირას ბრძანებით სამი დიდი საფლავი გათხარეს, მოწამეთა გვამები შიგ ჩაყარეს, მიწა მიაყარეს და ქრისტიანებს მათთან მიახლოება აუკრძალეს. საფლავებს ღამღამობით ზეციური ნათელი ადგებოდა.

ქართულმა ეკლესიამ იგი მიქაელის სახელით წმინდანად შერაცხა. გობრონის გმირობა ასახულია ქართულ ჰაგიოგრაფიულ მწერლობაში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0