სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1027-1032წლები განჯის აღება კვირიკე III-ის მიერ
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გვარი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

299       ბეჭდვა

1027-1032წლები განჯის აღება კვირიკე III-ის მიერ

კვირიკე III-ს მმართველობის დროს სამეფომ სახელმწიფოებრივ, ადმინისტრაციულ და სამხედრო ძლიერებას მიაღწია. კვირიკე III-მ გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მიიღო მეფის ტიტული. სამეფო დაყო ადმინისტრაციულ ერთეულებად - 7 საერისთავოდ (რუსთავის, კვეტერის, პანკისის, ხორნაბუჯის, ვეჯინის, მაჭის და შტორის). სამეფოს დედაქალაქი გახდა თელავი. დაახლოებით 1027-1032 წწ. კვირიკე III-ის ინიციატივით მოეწყო კოალიციური ლაშქრობა განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ. მონაწილეობდნენ ქართლის ფეოდალები ლიპარიტ ბაღვაში და ივანე აბაზასძე, თბილისის ამირა ჯაფარი და სომეხთა მეფე დავითი. მდინარე ეკლეცზე საქართველოს ლაშქარმა ფადლონი დაამარცხა. დაახლოებით ამავე წლებში კვირიკე III-მ სძლია ოსთა მეფე ურდურეს, ბრძოლაში ურდურე მოკლეს. 1037 წელს კვირიკე III მონაწილეობდა ლიპარიტ ბაღვაშის მიერ თბილისის ამირის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. თბილისის ხანგრძლივი ალყის დროს კვირიკე III მოუკლავს ოს მონას "სისხლისათვის ოვსთა მეფისა ურდურესი" (ვახუშტი ბატონიშვილი).

ლიპარიტ IV ბაღვაში — კლდეკარის ერისთავი XI საუკუნის 30-60-იან წლებში, ლიპარიტ III-ის ძე. ბაგრატ IV-ის მცირეწლოვანების პერიოდში საქართველოს ფაქტობრივი გამგებელი იყო ქართლის ერისთავი ივანე აბაზასძესთან ერთად.

1028 ლიპარიტ IV-მ დაამარცხა ბიზანტიის კეისრის კონსტანტინეს მიერ საქართველოს ასაოხრებლად გამოგზავნილი ლაშქარი. შემდეგ კი ივანე აბაზასძესთან ერთად მეთაურობდა საქართველოს შეერთებულ ლაშქარს, რომელმაც მდინარე ეკლეცთან სძლია საქართველოს მეფის ყმობისაგან თავდახსნილი განძის ამირა ფადლონის ჯარს. 1032 ლიპარიტ IV-მ დაატყვევა თბილისის ამირა და ერთი ციხე წაართვა, მაგრამ მისი მოწინააღმდეგე დიდაზნაურების რჩევით მეფემ ტყვე გაათავისუფლა, იყმო და ამირადვე დაიტოვა.

1037-1038 ლიპარიტ IV-ის ჩაგონებით ბაგრატ IV-ის ლაშქარი კახთა მეფის ჯართან ერთად თბილისს შემოადგა. 2 წლის ალყის შემდეგ ბაგრატ IV ლიპარიტ IV-ის უკითხავად ამირას დაუზავდა. ამით განაწყენებული ლიპარიტ IV საბოლოოდ გაუორგულდა მეფეს, დაუკავშირდა ბიზანტიას, რომელმაც მალე იგი დამხმარე ლაშქრით, დიდძალი ფულითა და საქართველოს სამეფო ტახტის მაძიებელი დემეტრე გიორგის ძის თანხლებით ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ გამოგზავნა. ლიპარიტ IV-მ ალყა შემოარტყა სამეფო ციხე ატენს, მაგრამ შემდეგ საქმე გართულდა და იგი ბაგრატ IV-ს დაუზავდა. მეფემ ლიპარიტ IV-ს ქართლის ერისთავობა უბოძა, მაგრამ ლიპარიტ IV აგრესიული ბიზანტიის აგენტი იყო და ფარულად თუ აშკარად საქართველოს გაერთიანება-გაძლიერებას ებრძოდა. მან ერთ-ერთი ბრძოლის დროს გამოიხსნა ბაგრატ IV-სთან მძევლად მყოფი თავისი შვილი ივანე, შემდეგ სასირეთის ჭალაში ბრძოლისას მეფე დაამარცხა კიდეც. 1048 ლიპარიტ IV მონაწილეობდა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში ბიზანტიის მხარეზე . თურქებმა სძლიეს ბიზანტიელებს, ლიპარიტ IV კი ტყვედ ჩავარდა. 1051 იგი გაათავისუფლეს ტყვეობიდან და საქართველოში დაბრუნდა. აქ ბიზანტიის მხარდაჭერით კვლავ მომძლავრდა.

1054 ბიზანტიის კეისრის მოთხოვნით ლიპარიტ IV მთელი სამხრეთ საქართველოს მთავარი გახდა. 1058 მეფის ერთგულმა მესხმა აზნაურებმა სულა კალმახის ერისთავის მეთაურობით შეიპყრეს ლიპარიტ IV და მიჰგვარეს მეფეს, რომელმაც ორგული ფეოდალი იძულებით ბერად შეაყენა. ამის შემდეგ ბერი ანტონი (ლიპარიტყოფილი) ბიზანტიაში გადაიხვეწა. მოღვაწეობდა შავ მთაზე, სადაც, სავარაუდოდ, დააარსა წმ. ბარლაამის ქართველთა მონასტერი და იყო მისივე წინამძღვარი 1060–1064 წლებში. მხარს უჭერდა ათონის მთაზე მოღვაწე გიორგი მთაწმინდელს, რის გამოც მისთვის აღაპი დაუწესებიათ. ლიპარიტ IV ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. შემორჩენილია მისი ზოგიერთი თხზულება. „მატიანე ქართლისაჲ-ს“ ცნობით, ლიპარიტ IV გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში, საიდანაც საქართველოში ჩამოუსვენებიათ და კაცხში დაუკრძალავთ.

ივანე აბაზასძე — XI საუკუნის I ნახევარში საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის ერისთავთერისთავი ბაგრატ IV-ის დროს.

ბაგრატის მცირეწლოვნობისას ქართლ-კახეთის სხვა გამგებლებთან ერთად ილაშქრა საქართველოს სამეფოსაგან განდგომილი განძის ამირა ფადლონის დასასჯელად. 1032 აბაზასძემ და ლიპარიტ ბაღვაშმა შეიპყრეს თბილისის ამირა ჯაფარი და ხელთ იგდეს ბირთვისის ციხე. საქართველოს სამეფოს კარზე არსებული უთანხმოების გამო, თბილისის შემოერთება ვერ მოხერხდა. „გიორგი მთაწმინდლის ცხოვრების“ ცნობით, აბაზასძე და მისი ოთხი ძმა იმდენად განდიდდნენ და გაძლიერდნენ, რომ შეთქმულება მოუწყვეს ბაგრატ IV-ს. მეფემ შეთქმულნი შეიპყრო. ქართლის ერისთავობა გადაეცა ლიპარიტ ბაღვაშს.

ფადლონ იბნ მუჰამადიფადლ იბნ მუჰამადი — შედადიანთა სახელმწიფოს მმართველი 985—1031 წლებში. დიდი წვლილი მიუძღვის შედადიანთა საგვარეულოს არანში (ოლქი აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, მდინარეებს მტკვარსა და არაქსს შორის) დამკვიდრების საქმეში. 971 წელს მისი უშუალო მონაწილეობით შედადიანებმა განძა ჩაიგდეს ხელში. ფადლ იბნ მუჰამადის მმართველბის დროს შედადიანთა სახელმწიფო გაფართოვდა და განმტკიცდა. ის ხშირად ებრძოდა მუსლიმ თუ ქრისტიან მეზობელ პოლიტიკურ ერთეულებს. რამდენიმეჯერ ილაშქრა აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. მის დროს ჩაისახა საქართველოსა და შედადიანთა სახელმწიფს შორის მტრული ურთიერთობა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0