სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1032 წელი ლიპარიტ ბაღვაშმა დაატყვევა თბილისის ამირა ჯაფარი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

718       ბეჭდვა

1032 წელი ლიპარიტ ბაღვაშმა დაატყვევა თბილისის ამირა ჯაფარი

1032 წელს კლდეკარისა და ქართლის ერისთავებმა ლიპარიტ ბაღვაშმა და ივანე აბაზას ძემ თბილისის ამირა ჯაფარი ქალაქიდან გამოიტყუეს და შეიპყრეს. როგორც ჩანს, ამირა ვერანაირად ვერ წარმოიდგენდა მოვლენების ამდაგვარ განვითარებას, რადგანაც ქართველ ერისთავებთან შეხვედრაზე ყველანაირი ეჭვის გარეშე გამოვიდა, მითუმეტეს მან და ბაგრატ IV-მ სულ ცოტა ხნის წინ ერთობლივი ძალებით გაილაშქრეს განჯაზე,,მატიანე ქართლისას“ ავტორის თქმით, ჯაფარის ბედი საკმაოდ მძიმედ წარიმართა. მან ტყვეობაში სავარაუდოდ ხუთი წელი გაატარა. რთული სათქმელია, თუ რატომ ვერ მოახერხეს ქართველებმა უპატრონოდ დარჩენილი ქალაქის აღების ორგანიზება. ივანე ჯავახიშვილი მიუთითებდა, რომ ბირთვისის ციხის აღების შემდეგ მეფემ შეიბრალა ამირა და კვლავ დაამტკიცა იგი თბილისის მმართველად, ვ.კოპალიანის მოსაზრებით კი ბაგრატი ლიპარიტისა და ივანეს მოწინააღმდეგე ფეოდალების ზეგავლენის ქვეშ მოექცა, რომელებიც ქალაქის აღებაში ბაღვაშის გაძლიერების საფრთხეს ხედავდნენ, ამიტომავ თბილისის შემოერთებაზე უარი თქვა. ასეა თუ ისე, თბილისის საამირო კვლავ დამოუკიდებელ ერთეულად რჩებოდა, თუმცა ჯაფარის გათავისუფლებიდან უკვე ერთი წლის შემდეგ კვლავ ლიპარიტის თაოსნობით ქართველებმა ისევ სცადეს თბილისის აღება. ისტორიკოსები თვლიან, რომ ლიპარიტმა დაარწმუნა მეფე თბილისის შემოერთების აუცილებლობაში და ხელმეორე გალაშქრებისაკენ მოუწოდა. თბილისში შესულმა ჯარმა გადაკეტა ყველანაირი გზა, რათა ქალაქი გარე სამყაროსაგან მოეწყვიტა. თბილისის გარშემო საალყო რკალი შეიკრა. მოსახლეობა საშინელმა შიმშილმა მოიცვა. თბილელი ბერები ქალაქის მეფისათვის გადაცემას აპირებდნენ, ამირა კი საერთოდ ჩუმად გაქცევაზე ფიქრობდა, თუმცა მოულოდნელად ორწლიანი ალყის შემდეგ ბაგრატმა ჯაფარს ზავი შესთავაზა, ქართულმა ჯარებმა კი თბილისი სასწრაფოდ დატოვეს. ეს საკითხიც ისტორიკოსთა დავის მიზეზად იქცა. ივანე ჯავახიშვილი იბნ-ალ-ასირის შემონახულ ცნობაზე დაფუძვნებით მეფის ამ აჩქარებულ გადაწყვეტილებას სულჩუკთა სომხეთსა და აზერბაიჯანში შესვლას უკავშირებს, მ.ლორთქიფანიძე კი თბილისის შემოერთების მცდელობის წარუმატებელობაში კვლავ ლიპარიტის მოწინააღმდეგე თავადებს ადანაშაულებს, თუმცა არც ის გამორიცხავს მეფეზე სელჩუკთა ლაშქრობების ზემოქმედებას.

ლიპარიტ IV ბაღვაში — კლდეკარის ერისთავი XI საუკუნის 30-60-იან წლებში, ლიპარიტ III-ის ძე. ბაგრატ IV-ის მცირეწლოვანების პერიოდში საქართველოს ფაქტობრივი გამგებელი იყო ქართლის ერისთავი ივანე აბაზასძესთან ერთად.

1028 ლიპარიტ IV-მ დაამარცხა ბიზანტიის კეისრის კონსტანტინეს მიერ საქართველოს ასაოხრებლად გამოგზავნილი ლაშქარი. შემდეგ კი ივანე აბაზასძესთან ერთად მეთაურობდა საქართველოს შეერთებულ ლაშქარს, რომელმაც მდინარე ეკლეცთან სძლია საქართველოს მეფის ყმობისაგან თავდახსნილი განძის ამირა ფადლონის ჯარს. 1032 ლიპარიტ IV-მ დაატყვევა თბილისის ამირა და ერთი ციხე წაართვა, მაგრამ მისი მოწინააღმდეგე დიდაზნაურების რჩევით მეფემ ტყვე გაათავისუფლა, იყმო და ამირადვე დაიტოვა.

1037-1038 ლიპარიტ IV-ის ჩაგონებით ბაგრატ IV-ის ლაშქარი კახთა მეფის ჯართან ერთად თბილისს შემოადგა. 2 წლის ალყის შემდეგ ბაგრატ IV ლიპარიტ IV-ის უკითხავად ამირას დაუზავდა. ამით განაწყენებული ლიპარიტ IV საბოლოოდ გაუორგულდა მეფეს, დაუკავშირდა ბიზანტიას, რომელმაც მალე იგი დამხმარე ლაშქრით, დიდძალი ფულითა და საქართველოს სამეფო ტახტის მაძიებელი დემეტრე გიორგის ძის თანხლებით ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ გამოგზავნა. ლიპარიტ IV-მ ალყა შემოარტყა სამეფო ციხე ატენს, მაგრამ შემდეგ საქმე გართულდა და იგი ბაგრატ IV-ს დაუზავდა. მეფემ ლიპარიტ IV-ს ქართლის ერისთავობა უბოძა, მაგრამ ლიპარიტ IV აგრესიული ბიზანტიის აგენტი იყო და ფარულად თუ აშკარად საქართველოს გაერთიანება-გაძლიერებას ებრძოდა. მან ერთ-ერთი ბრძოლის დროს გამოიხსნა ბაგრატ IV-სთან მძევლად მყოფი თავისი შვილი ივანე, შემდეგ სასირეთის ჭალაში ბრძოლისას მეფე დაამარცხა კიდეც. 1048 ლიპარიტ IV მონაწილეობდა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში ბიზანტიის მხარეზე . თურქებმა სძლიეს ბიზანტიელებს, ლიპარიტ IV კი ტყვედ ჩავარდა. 1051 იგი გაათავისუფლეს ტყვეობიდან და საქართველოში დაბრუნდა. აქ ბიზანტიის მხარდაჭერით კვლავ მომძლავრდა.

1054 ბიზანტიის კეისრის მოთხოვნით ლიპარიტ IV მთელი სამხრეთ საქართველოს მთავარი გახდა. 1058 მეფის ერთგულმა მესხმა აზნაურებმა სულა კალმახის ერისთავის მეთაურობით შეიპყრეს ლიპარიტ IV და მიჰგვარეს მეფეს, რომელმაც ორგული ფეოდალი იძულებით ბერად შეაყენა. ამის შემდეგ ბერი ანტონი (ლიპარიტყოფილი) ბიზანტიაში გადაიხვეწა. მოღვაწეობდა შავ მთაზე, სადაც, სავარაუდოდ, დააარსა წმ. ბარლაამის ქართველთა მონასტერი და იყო მისივე წინამძღვარი 1060–1064 წლებში. მხარს უჭერდა ათონის მთაზე მოღვაწე გიორგი მთაწმინდელს, რის გამოც მისთვის აღაპი დაუწესებიათ. ლიპარიტ IV ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. შემორჩენილია მისი ზოგიერთი თხზულება. „მატიანე ქართლისაჲ-ს“ ცნობით, ლიპარიტ IV გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში, საიდანაც საქართველოში ჩამოუსვენებიათ და კაცხში დაუკრძალავთ.

ივანე აბაზასძე — XI საუკუნის I ნახევარში საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის ერისთავთერისთავი ბაგრატ IV-ის დროს.

ბაგრატის მცირეწლოვნობისას ქართლ-კახეთის სხვა გამგებლებთან ერთად ილაშქრა საქართველოს სამეფოსაგან განდგომილი განძის ამირა ფადლონის დასასჯელად. 1032 აბაზასძემ და ლიპარიტ ბაღვაშმა შეიპყრეს თბილისის ამირა ჯაფარი და ხელთ იგდეს ბირთვისის ციხე. საქართველოს სამეფოს კარზე არსებული უთანხმოების გამო, თბილისის შემოერთება ვერ მოხერხდა. „გიორგი მთაწმინდლის ცხოვრების“ ცნობით, აბაზასძე და მისი ოთხი ძმა იმდენად განდიდდნენ და გაძლიერდნენ, რომ შეთქმულება მოუწყვეს ბაგრატ IV-ს. მეფემ შეთქმულნი შეიპყრო. ქართლის ერისთავობა გადაეცა ლიპარიტ ბაღვაშს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0