სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
 735-737 წლები მურვან ყრუს შემოსევა
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

621       ბეჭდვა

735-737 წლები მურვან ყრუს შემოსევა

მურვან ყრუს შემოსევა საქართველოში 735-737 წლებში, არაბების ლაშქრობა სარდალ მარვან II იბნ მუჰამადის (ქართული წყაროებით მურვან ყრუ) მეთაურობით საქართველოს საბოლოო დამორჩილების მიზნით. ქართველი ხალხის გმირული წინააღმდეგობის გამო არაბების მიერ საქართველოს დაპყრობა-დამორჩილების პროცესი თითქმის მთელი საუკუნე გაგრძელდა. ამ პროცესის დასასრულად და ქართლში არაბთა ბატონობის დამკვიდრების თარიღად მიიჩნევენ მურვან ყრუს შემოსევას.

მურვანს დიდძალი ლაშქარი ჰყავდა. მან მთელი კავკასიის დაპყრობა შეძლო. მურვანმა ჯერ ქართლი ააოხრა, დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ არაბთა ჯარი ანაკოფიის ციხეს მიადგა, სადაც ერისმთავარი არჩილი და მირი იყვნენ გამაგრებულნი. ქართველებს ეხმარებოდა აფხაზეთის ერისთავი ლეონი. არაბებმა ციხე ვერ აიღეს და უკან დაბრუნდნენ. შეშინებული მოსახლეობა კი მთებში გაიხიზნა.

ქართლიდან მურვანი სამცხეში გადავიდა, ოძრხეს დაიბანაკა და შემდეგ ზეკარის გზით დასავლეთ საქართველოში შეიჭრა. არგვეთში მწვავე ბრძოლის შემდეგ მან ტყვედ იგდო არგვეთის მთავრები დავითი და კონსტანტინე, რომლებმაც არ მიიღეს მაჰმადიანობა. ამის გამო მურვანმა ისინი წამებით დახოცა.

შემდეგ მურვანის ლაშქარმა ეგრისის ქალაქები (განსაკუთრებით ციხეგოჯი) და სიმაგრეები დაანგრია, გადალახა „ზღუდე კლისურისა“ (მაშინდელი საზღვარი ბიზანტიის სამფლობელოებსა და საქართველოს შორის), დაიპყრო ცხუმი (ახლანდელი სოხუმი) და მიადგა ანაკოფიას. აქ მას ქართველებმა და აფხაზებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. აფხაზეთის მთავარი ლეონი გამაგრებული იყო სობღის ციხესიმაგრეში (ოსეთში გადასასვლელ გზაზე) და მურვანმა მისი დამორჩილება ვერ შეძლო. ამას დაერთო სტიქიური მოვლენები (წყალდიდობა და სხვა), რომელთაც დიდად დააზარალეს არაბთა ლაშქარი. მტერმა უკან დაიხია.

მურვანის სისასტიკისა და დაუნდობლობის გამო ქართველმა ხალხმა მას „ყრუ“ შეარქვა. მურვანის შემოსევას მძიმე შედეგი მოჰყვა. „იქმნა მას ჟამსა გარყუნილ ქუეყანა ქართლისა, სომხითისა და რანისა და არღარა იპოვებოდა ნაშენები, არცა საჭამადი კაცთა და პირუტყუთა ყოვლადვე“ (ჯუანშერი). ლაშქრობის შემდეგ არაბებმა ქართლში თავისი მოხელე — ამირა დანიშნეს. ამის შემდეგ არაბებს აღარ ჰქონდათ შესაძლებლობა კიდევ მოეწყოთ ლაშქრობები და მთელი ნახევარი საუკუნის მანძილზე კმაყოფილდებოდნენ იმ ხარკით, რომელსაც მათ ქართლის ერისთავი უგზავნიდა.

მე-11 კლასის მოსწავლე სანდრო კვერენჩხილაძე   მარვან II იბნ მუჰამადი

მურვან იბნ მუჰამედ იბნ მურვანი, მურვან ყრუ ან მურვან II (დაიბადა-688 და გარდაიცვალა-750 წლის აგვსიტოში)-ომანიანთა დინასტიის უკანასკნელი ხალიფა, სახალიფოს მართავდა 744-750 წლებში, გარდაცვალებამდე. 734-744 წწ. იყო ომაიანთა ნაცვალი ამიერკავკასიაში. ომაიანთა მმართველი, რომელიც დამასკოდან მართავდა ქვეყანას. სიჯიუტის გამო არაბები მეტსახელად მურვან-ჯორს ეძახდნენ. სისასტიკისთვის ქართველებმა მურვან ყრუ, ხოლო სომხებმა მურვან-ბრმა შეარქვეს.

მურვანი სახალიფოს მმართველი ხდება მისი ბიძაშვილის ტახტიდან ჩამოგდებისა და ქვეყნიდან გაძევების შემდეგ. ხალიფობამდე იგი აზერბაიჯანის მმართველი იყო. ამ პოსტზე მისი მთავარი წარმატება ხაზარებთან ბრძოლაში გამარჯვება იყო, თუმცა გამარჯვება საკმაოდ ძვირი დაჯდა დანაკარგების გამო და მონაპოვრის შენარჩუნება დიდხანს ვერ მოხერხდა. მისი ხალიფად გახდომის პერიოდში იმპერია დაშლის პირას  იყო მისული. ანტი-უმაიადთა კოალიცია ძლიერდებოდა, განსაკუთრებიტ ირანსა და ერაყში. შესაბამისად, მურვანის მთელი ძალისხმევა ომაიანთა დინასტიის შენარჩუნება იყო. თუმცა ამის მოხერხება შეუძლებელი აღმოჩნდა. ადრეული გამარჯვებების მიუხედავად ის საბოლოოდ მტკივნეულ დამარცხებას განიცდის აბუ ალ-აბას ალ-საფაჰთან მდ. ზაბთან ბრძოლაში. მხოლოდ ამ ბრძოლაში ომაიანთა ოჯახის 300-ზე მეტი წევრი მოკლეს. ამის შემდეგ მურვანი გამუდმებით თავშესაფრის ძიებაში იყო. თავის გადასარენად ეგვიპტეს გაემართა, თუმცა ნილოსთან დაიჭირეს და მოკლეს. მისი გარდაცვალების შემდეგ აბასიანებმა ომაიანთა დინასტიაც ერთიანად ამოწყვიტეს. დინასტიიდან მხოლოდ ერთი მემკვიდრე მეფისწული აბდ არ-რაჰმანი გადარჩა, რომელმაც თავი ესპანეთს შეაფარა.

მურვან ყრუს შემოსევა საქართველოში

მურვან ყრუს შემოსევა საქართველოში 735-737 წწ-ში. არაბების ლაშქრობა სარდალ მარვან II იბნ მუჰამადის მეთაურობით საქართველოს საბოლოო დამორჩილების მიზნით. ქართველი ხალხის გმირული წინააღმდეგობის გამო არაბების მიერ საქართველოს დაპყრობა დამორჩილების პროცესი თითქმის მთელი საუკუნე გაგრძელდა. ამ პროცესის დასასრულად და ქართლში არაბთა ბატონობის დამკვიდრების თარიღად მიიჩნევდნენ მურვან ყრუს შემოსევას.

მურვანს დიდძალი ლაშქარი ჰყავდა. მან მთელი კავკასიის დაპყრობა შეძლო. მურვანმა ჯერ ქართლი ააოხრა, დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ არაბთა ჯარი ანაკოფიის ციხეს მიადგა, სადაც ერისმთავარი არჩილი და მირი იყვნენ გამაგრებულნი. ქართველებს ეხმარებოდა აფხაზეთის ერისთავი ლეონი. არაბებმა ციხე ვერ აიღეს და უკან დაბრუნდნენ. მოსახლეობა კი მთებში გაიხიზნა.

ქართლიდან მურვანი სამცხეში გადავიდა, ოძრხე დაიბანაკა და შემდეგ ზეკარის გზით დასავლეთ საქართველოში შეიჭრა. არგვეთში მწვავე ბრძოლის შემდეგ მან ტყვედ იგდო არგვეთის მთავრები დავითი და კონსტანტინე, რომლებმაც არ მიიღეს მაჰმადიანობა. ამის გამო მურვანმა ისინი წამებით დახოცა.

შემდეგ  მურვანის ლაშქარმა ეგრისის ქალაქები (განსაკუტრებით ციხე-გოჯი)  და სიმაგრეები დაანგრია, გადალახა “ზღუდე კლისურისა“ (მაშინდელი საზღვარი ბიზანტიის სამფლობელოებსა და საქართველოს შორის). დაიპყრო ცხუმი (ახლანდელი სოხუმი) და მიადგა ანაკოფიას. აქ მას ქართველებმა და აფხაზებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. აფხაზეთის მთავარი ლეონი გამაგრებული იყო სობღის ციხესიმაგრეში (ოსეთში გადასასვლელ გზაზე) და მურვანმა მისი დამორჩილება ვერ შეძლო. ამას დაერთო სტიქიური მოვლენები ( წყალდიდობა და სხვ.), რომელთაც დიდად დააზარალეს არაბთა ლაშქარი. მტერმა უკან დაიხია.

მურვანის სისასტიკისა და დაუნდობლობის გამო ქართველმა ხალხმა მას „ყრუ“ შეარქვა. მურვანის შემოსევას მძიმე შედეგი მოჰყვა: „იქმნამასჟამსაგარყუნილქუეყანაქართლისა, სომხითისადარანისადაარღარაიპოვებოდანაშენები, არცასაჭამადიკაცთადაპირუტყუთაყოვლადვე“.(ჯუანშერი)  ლაშქრობის შემდეგ არაბებმა ქართლში თავისი მოხელე — ამირა დანიშნეს. ამის შემდეგ არაბებს აღარ ჰქონდათ შესაძლებლობა კიდევ მოეწყოთ ლაშქრობები და მთელი ნახევარი საუკუნის მანძილზე კმაყოფილდებოდნენ იმ ხარკით, რომელსაც მათ ქართლის ერისთავი უგზავნიდა.

ჯუანშერი-საქართველოში მურვან ყრუს         ლაშქრობათა შესახებ…

„… მოიწია ამირა აგარიანი (ესე იგი მაჰმადიანი) ქართლად, რომელსა ერქვა მურვან ყრუ, ძე მომადისა… ამისთვის ეწოდა მეორედ ყრუ, რომელ არა მიითვალვიდა განმზრახვთასა… მოვლოყრუმან ყოველი კავკასია, და დაიპყრო კარი დარეალისა და დარუბანდისა, და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი  ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა…

შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და სიმაგრენი ეგრისის ქვეყნისანი, და  ციხე იგი სამ-ზღუდე, რომელ არს ციხეგოჯი, შემუსრნა, და შევლო ზღუდე  იგი საზღვარ ი კლისურისა.

და ვიტარცა შევლო ყრუმან კლისურსა… შემუსრნა ქალაქი აფშილეთისა ცხუმი და მოადგა ანაკოფისასა… რომელსა შინა იყუნეს მაშინ მეფენი ქართლისანი მირ და არჩილ… ერისთავი ლეონ  შესულ იყო ციხესა სობღისასა, რომელ არს გადასავალსა ოვსეთისასა. და ვერვინ შემძლებელ იყო წყობად ყრუსა, რამეთუ იყვნეს სპანი მისნი უფროს და უმრავლეს ჭალაკთა ეგრისთა.

…განვიდეს სასოებით ღმრთისათა წყობად მათდა და ეწყუნეს, და მოსცა უფალმან ძლევა მცირეთა ერთა ქრისტეანთა.

და აღიყარა (მურვანი)  მუნით (ანაკოფიიდან) და შემოვლო გზა გურიისა და განვლეს სპერისა… ხოლო იქმნა მას ჟამსა განრყუნილ ქუეყანა ქართლისა, სომხეთისა და რანისა და არღარა იპოვებოდა ნასენები, არცა საჭამანდი კაცთა და პირუტყვთა ყოვლადვე“. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0