სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
480-იანი წლები ვახტაბგ გორსალის ბრძოლა სპარსელებისთვის ინდოეთში
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

363       ბეჭდვა

480-იანი წლები ვახტაბგ გორსალის ბრძოლა სპარსელებისთვის ინდოეთში

459 წელს სპარსეთის შაჰი ჰორმიზდ III ჰუნების დახმარებით მოკლა თავისმა ძმამ, პეროზმა. სპარსეთის სამეფოს სასანიდთა დინასტიის მეჩვიდმეტე მეფე პეროზ I (459-484), დაეპატრონა. თავისი გამეფებიდან ცოტა ხნის შემდეგ პეროზმა ომი დაიწყო შუა აზიაში.

პეროზ მეფემ ვახტანგი გაიწვია შუა აზიაში სალაშქროდ. ვახტანგ მეფეს 40 ათასამდე ჯარისკაცი ჰყავდა: ათი ათასი ქართველი, ათი ათასი სომეხი, ოცი ათასი ბიზანტიელი.

მათ პირველად დალაშქრეს ჯორჯანეთი (გურგანი) და იქ სპარსელები დაასახლეს, ხოლო ჯორჯანელები დაბეგრეს. შემდეგ გაილაშქრეს ინდოეთში და გადაიხადეს. პირისპირ ბრძოლაში ვახტანგმა მოკლა თხუთმეტი ბუმბერაზი, „რომელთაც მოეკლათ მრავალნი ბუმბერაზნი სპარსთანი“. ინდოეთში სამი წელი იბრძოდნენ, მაგრამ გამაგრებული ციხე-ქალაქები ვერ აიღეს. მაშინ ხარკი აიღეს ინდოეთის მეფისაგან და სინდეთში გადავიდნენ. ერთ-ერთ ბრძოლაში სინდთა მეფემ გამოიწვია ორთაბრძოლაში ვახტანგი. ვახტანგმა თავის თანმხლებთ მიმართა: ღმერთს ევედრეთ და ზურგი გამიმაგრეთო და საბრძოლველად გავიდა. ორივეს ჰქონდა ლახვარი (შუბი). სინდთა მეფემ შეუტია, მაგრამ ვახტანგი „სიმჴნითა და სიკისკასითა ტანისა მისისათა“ განერიდა და თვითონ აძგერა შუბი მარცხენა ბეჭში. ვერ დაიფარა სინდთა მეფე საჭურველმა და მძიმედ დაიჭრა, და როცა ცხენიდან ჩამოვარდა, ფეხით დაითრია ვახტანგმა და სპარსთა მეფესთან მიიყვანა. სპარსთა ლაშქარმა მაღალი ხმით ქება შეასხა ვახტანგს, ხოლო სპარსთა მეფე და მისი წარჩინებულები დიდი სიხარულით აღივსნენ და დიდი ძღვენიც მიართვეს მას. სპარსთა მეფემ მოიყვანა მკურნალნი და თავზე დაახვია სინდთა მეფეს, ხოლო სინდელებმა მეფის მაგივრად მისი ძე აამაღლეს. მაშინ ვახტანგმა სპარსთა მეფეს ურჩია რომ, სინდთა მეფე გაეთავისუფლებინა, ხარკი აეღო და მძევლები აეყვანა. მასაც მოეწონა ვახტანგის რჩევა. სინდთა მეფე გაუშვა და მისგან ორჯერ მეტი ხარკი აიღო, ვიდრე ინდოელებისგან, მისი ორი შვილი მძევლად აიყვანა, და აღებული ხარკი მთლიანად ვახტანგს მისცა. სინდთა მეფე კი დიდი სიყვარულით დაემოყვრა ვახტანგს, პირველად იმისათვის, რომ როცა მის ხელში ჩავარდა, მან არ მოკლა და ცოცხალი მიიყვანა სპარსთა მეფესთან. შემდგომ კი იმისათვის, რომ მისი რჩევის შედეგად გათავისუფლდა ტყვეობისაგან. ამიტომ უძღვნა მას „ძღუენი მიუწვდომელი დიდძალი“.

პეროზ შაჰმა და ვახტანგ მეფემ დატოვეს სინდეთი იქ შესვლიდან მეოთხე წელს, ისე რომ არ მოუოხრებიათ მისი ქალაქები და მივიდნენ მოსაზღვრე აბაშეთში. აბაშნი ცხოვრობდენ ისეთ ქვეყანაში, რომელიც შემოსაზღვრული იყო წყლითა და ლერწმით, სადაც ვერც ნავი და ვერც ოთხფეხი ვერ გაივლიდა. მაშინ წყალი გადაუკეტეს და ლერწმოვანი გადაუწვეს და ასე დაიპყრეს. სპარსთა მეფემ აბაშნი ორად გაყო, ნახევარი იქვე დატოვა, ხოლო ნახევარი თან წამოიყვანა (ათასი ოჯახი), და სხვადასხვა ადგილებზე ჩაასახლა. ესენი არიან ქურთები. შაჰმა მეფე ვახტანგს შესთავაზა ცოლად შეერთო მისი ნათესავი, მაგრამ მან უარი უთხრა: არა მაქვს უფლება ორი ცოლის ყოლისაო, რადგან ერთი ცოლი უკვე მყავს - კეისრის ასულიო. პეროზს ეწყინა, მაგრამ აღარაფერი თქვა.

პეროზი (სპარს. پیروز یکم - გამარჯვებული; გ. 484) — სასანიდური ირანის მე-18 შაჰინშაჰი 459—484 წლებში, იეზდიგერდ II-ის უფროსი ვაჟი.

მამამისის გარდაცვალების დროს იმყოფებოდა სისტანის პროვინციაში. მისმა უმცროსმა ძმამ, ჰორმიზდ III-მ მიიტაცა ტახტი, რის გამოც პეროზის განცვიფრება გამოიწვია. მან მალევე შემოიკრიბა იმპერიის მოსახლეობის დიდი ნაწილი და ჰუნები. აჯანყების შედეგად ტახტიდან ჩამოაგდო ჰორმიზდ III და სიკვდილით დასაჯა. ძმის დატყვევებაში პეროზს ჰუნები დაეხმარნენ. იმავე ჰუნებთან ომში გაიარა მისმა მთელმა მეფობამ. დაიღუპა მათ წინააღმდეგ ბრძოლაში, 484 წელს.

როგორც აღწერილია ჰაგიორგაფიულ ნაწარმოებში „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“ პეროზ მეფის მეფობის მერვე წელს (467 წ.) ესტუმრა ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი, რომელმაც შემდგომ ატროშანი მიიღო და პეროზის ქალიშვილი შეირთო ცოლად.

მას აქტიურად და შეუპოვრად ებრძოდა ქართლის მეფე — ვახტანგ გორგასალი. 484 წელს აჯანყებული ქართლის ასაოხრებლად გაგზავნილი სპარსული ჯარი სწორედ პეროზის ომში დაღუპვის ამბავმა გააბრუნა ირანში.

მოიხსენიება ბოლნისის სიონის ტაძრის ერთ-ერთ წარწერაში


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0