სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1918-1920 ქართულ ოსური კონფლიქტი სამაჩბლო 1918-1920 ქართულ ოსური კონფლიქტი სამაჩბლო
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

395       ბეჭდვა

1918-1920 ქართულ ოსური კონფლიქტი სამაჩბლო

ქართულ-ოსური კონფლიქტი (1918-1920)

ქართულ-ოსური კონფლიქტი - ბრძოლა მენშევიკების ბატონობის დასამხობად და საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად სამხრეთ ოსეთის ოლქში 1918-1920 წლებში. 1918 წლის დასაწყისისთვის სამხრეთ ოსეთის მშრომელთა რევოლუციური მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ყორნისის ხეობაში მემამულეებმა გლეხებისაგან გადასახადების აკრეფა ძალით დაიწყეს. გლეხებმა ომიდან დემობილიზებულ ჯარისკაცებთან ერთად იარაღით გააგდეს თბილისიდან კოსტა ყაზიშვილის (ყაზიევი) მეთაურობით ჩასული "სახალხოგვარდიელთა" ექსპედიცია. 15 მარტს სოფელ ვანათში მოეწყო ხალხმრავალი მიტინგი, რომელმაც ამიერკავკასიის სეიმს მოსთხოვა მემამულეთა გასახლება გორის მაზრიდან და მათი მიწების გლეხებისთვის გადაცემა. სეიმმა მოთხოვნა არ მიიღო. 18 მარტს აჯანყება დაიწყო. მეორე დღეს ცხინვალიდან გაყარეს მენშევიკური ჯარის ნაწილები, მაგრამ 22 მარტს მთავრობის ჯარებმა ცხინვალის რაიონი დაიბრუნეს. რკპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის მითითებით სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტებმაც გააჩაღეს მუშაობა საყოველთაო აჯანყების მოსაწყობად საქართველოში, რომელიც 1919 წლის 25 ოქტომბრისთვის იყო დანიშნული. რკპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტმა ვერ მოასწრო აჯანყების გადავადების შესახებ რაიონული კომიტეტებისათვის შეტყობინება, ამიტომ 23 ოქტომბერს როქის რაიონში აჯანყებულებმა აჯანყებულებმა საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს და ჯავისაკენ გაემართნენ.აჯანყებულებმა მალევე გაიგეს გადავადების შესახებ და თერგის ოლქში გადავიდნენ. 1920 რკპ (ბ) სამხარეო კომიტეტმა დიდი მუშაობა ჩაატარა საქართველოში საყოველთაო აჯანყების მოსაწყობად. მან, პირველად საქართველოში, 23 მარტს შექმნა სამხრეთ ოსეთის რევკომი ს. გაგლოევის, ა. ჯათიევისა და ვ. სანაკოევის შემადგენლობით. მენშევიკურმა მთავრობამ გაითვალისწინა როქის რაიონის სტრატეგიული მნიშვნელობა და ჯარის ნაწილები გაგზავნა როქის გადასასვლელის ჩასაკეტად. 8 მაისს აჯანყებულებმა როქის რაიონში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს, 6 ივნისს ჩრდილოეთ ოსეთიდან დაბრუნებული სამხრეთ ოსეთის ბრიგადის დახმარებით დაამარცხეს ჯავის ხეობაში მყოფი ჯარის ნაწილები, ხოლო მეორე დღეს ცხინვალი დაიკავეს და საბჭოთა ხელისუფლება იქაც გამოაცხადეს. 1920 წლის ზაფხულში მენშევიკურმა მთავრობამ აჯანყებულთა წინააღმდეგ დიდი სამხედრო შენაერთი გაგზავნა და აჯანყება ჩაახშო.

საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ეთნიკური დაძაბულობა ჯერ კიდევ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1920 წ.წ) პერიოდიდან იღებს სათავეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მენშევიკური მთავრობა ოსებს რუს ბოლშევიკებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რაც ოსური მხრიდან საპასუხო რეაქციებს იწვევდა. 1918–1920 წლებში რამდენიმე ოსური აჯანყება განხორციელდა, რომელთა მთავარ მიზანსაც დამოუკიდებლობის მოპოვება წარმოდგენდა. რეგიონში ძალადობამ იფეთქა, მას შემდეგ რაც საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ აჯანყების ჩახშობა სცადა და ცხინვალში სახალხო გვარდია და რეგულარული არმიის შენაერთები გაგზავნა.

პაატა გიგაური 1976 წელი სამხედრო ისტორიის მკვლევარი (1918-1921 წლები) თბილისი

1918 წლის მარტში საქართველოში უმძიმესი სიტუაცია შეიქმნა, ოსმალეთის ჯარი მოადგა აჭარას, დავკარგეთ შავშეთი და დაიძაბა სიტუაცია მესხეთში, ახალი ჩახშობილია ბოლშევიკების მიერ მოწყობილი აჯანყება ზემო იმერეთში, ჯარი ფორმირების პროცესშია, სახალხო გვარდიის მიერ ნაწილობრივ დაშლილია ქართული კორპუსის გაბოლშევიკებული პოლკები (ქუთაისის I, გორის III და თელავის VIII), ბევრი ჯარისკაცი შეიარაღებული წავიდა სოფლებში და მოსახლეობას ურევს გონებას, დაიწყო შეტაკებები სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ქვემო ქართლში, ბოლშევიკი აფსუები აპირებენ იარაღის ძალით დაიკაონ სოხუმი, საიმპერიო ჟანდარმერიის დაშლის გამო გაიზარდა კრიმინალი (ეროვნული მილიცია ფორმირების პროცესშია), გარდა ამისა, ქვეყანაში მძიმე ეკონომიური კრიზისია, რომელაც თან ერთვის ეპიდემია და დიდძალი სომეხი ლტოლვილის შემოსვლა. გაჩდნენ შიდა დევნილებიც ქართლიდან, სადაც ოსი ბოლშევიკები ხოცავდნენ ყოფილ თავადებს.

ოსებმა გადაწყვიტეს ესარგებლათ შექმნილი სიტუაციით და მოუნდათ "თავისუფალი ოსეთის" დაარსება ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში, მათი მთავარი სამიზნე ცხინვალის ხელში ჩაგდება იყო, სადაც იმ დროს ოსები თითქმის არ ცხოვრობდნენ (4.000 იან დაბაში ქართველები, სომხები და ებრაელები იყო ძირითადი მოსახლეობა), მაგრამ მისი დედაქალაქად გამოცხადება ჰქონდათ განზრახული. ადგილობრივი და რუსი ბოლშევიკებისგან წაქეზებულ-მხარდაჭერილებმა, - რომლებსაც ისედაც უამრავ პრობლემებში ჩაფლული, ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ადგილობრივი მთავრობა ყურადღებას ნაკლებად აქცევდა, - ცხინვალის დაკავება გადაწყვიტეს.

ოსებთან მოსალაპარაკებლად წავიდნენ გორის მაზრის კომისარი გიორგი მაჩაბელი და სანდრო კეცხოველი, ცნობილი რევოლუციონერები და გლეხების უფლებებისთვის ნაბრძოლი, მეფის ციხეებში ნატანჯი ადამიანები. დელეგაციას თან ახლდა სამოქალაქო პირების ჯგუფი, სახალხო გვარდიის ქართლის და გურიის ბატალიონის დაახლ. 200 მებრძოლი, 1 სამთო-ქვემეხით და 3 ტყვიამფრქვევით.

გიორგი მაჩაბელი

სერგო კეცხოველი

ეს სტატია მაშინდელი პრესის ინფორმაციების მიხედვითაა დაწერილი. პირველი ცნობა დელეგაციის შესახებ 22 მარტს დაიბეჭდა გაზეთებში: "ერთობა" და "საქართველო". ჯავშნიანი მატარებლის უფროსი სტეფანოვი 20 მარტს გადმოსცემდა:



რა მოხდა ცხინვალში 18-19 მარტს? აღვადგინოთ ქრონოლოგია:

18 მარტი (კვირა). სეიმის წევრები კირილე ნინიძე და გიორგი გაგლოევი ცხინვალში გამგზავრების წინ 12:00-ზე გორიდან ელაპარაკნენ გ. მაჩაბელს, როლის ცნობით შეიარაღებული ოსები სიმაღლეებზე იდგნენ, მოლაპარაკება კარგად მიმდინარეობდა და სამხედრო ძალით ჩასვლა საჭირო არ იყო და მიტინგისთვის იკრიბებოდა ხალხი. ნინიძე მეორედ შეეკითხვა სამხედრო ძალით დახმარების შესახებ, რაზეც უარი მიიღო. 13:30-ზე მცირე დელეგაცია წავიდა ცხინვალისკენ მიტინგზე დასასწრებად.


დამფ. კრების წევრი კ. ნინიძე (1878-1937 დახვრიტეს)

სოფლებში ტყვიავში და ტირძნიში ისინი გადააწყდნენ ჯარისკაცებს (გორის დაშლილი პოლკის დეზერტირები), რომლებსაც პიკეტები ჰქონდათ მოწყობილი და დაერბიათ ადგილობრივი კომისარიატები. ტირძნისში განლაგებულმა დანაყოფის მეთაურმა 100 ჯარისკაცის გაყოლება შესთავაზა ნინიძეს, რაზეც უარი მიიღეს. კიდევ ორი პიკეტის და ჩხრეკის შემდეგ, უშუალოდ ცხინვალთან ოსების პიკეტმა შეაჩერა დელეგაცია. ოსებმა ჯერ დახვრეტა დაუპირეს, შემდეგ გადაიფიქრეს და ლაპარაკში უთხრეს რომ ცხინვალს მაინც ავიღებთ დღეს, იქ რაღაზე მიდიხართ, მაინც დაიღუპებითო. საკუთარი ბრძოლის მიზანზე განაცხადეს რომ თავადები და გვარდია გაერთიანდნენ და ჩვენი დახოცვა უნდათო. ბოლოს მაინც გაატარეს დელეგაცია ცხინვალისკენ და დემონსტრაციულად გადაჭრეს ტელეგრაფის მავრთული, რა დროსაც შეწყდა კავშირი გორთან.

17:00 -სკენ მიტინგზე შემაჯამებელი სიტყვით გადმოდიოდა მაჩაბელი, რომელმაც წაიკითხა შეთანხმების პუნქტები და სიტყვა თბილისიდან ჩამოსულ ნინიძეს გადასცა. მოულოდნელად სცენაზე აიჭრა რაიონის კომისარი კულუმბეგოვი და დაიყვირა: კმარა ლამაზი სიტყვები და დაპირებები, მთავარი ასრულებააო! ნინიძემ სცადა სიტუაციის განმუხტვა, მაგრამ გორაკებიდან ოსებმა სროლა დაიწყეს და ხალხი დაიფანტა. ცხინვალის დაკავების ოპერაცია დაიწყო. ოსებს მეთაურობდა პროპორშიკი ხარებოვი, ქართლში თავადების ამოხოცვის სულისჩამდგმელი.


გვარდიელებმა სასწრაფოდ დაიკავეს პოზიციები და საპასუხო ცეცხლი გახსნეს. 9 საათზე ოსებმა მიმდებარე ბაღების ღობეებს ცეცხლი წაუკიდეს და დაკვამლიანება სცადეს, მაგრამ ჩამოწოლილი კვამლით ვერ ისარგებლეს და პირიქით, გვარდიას გაუადვილეს სროლა. 12 საათისკენ შტაბში 60 ოსი ტყვე მოიყვანეს, მაგრამ რაზმს ვაზნები ელეოდა და იმედი ჰქონდათ რომ გორიდან დამხმარე ძალა მოუსწრებდათ.

ნინიძემ ტყვეები დაკითხა, გამოირკვა რომ არ იცოდნენ არც მიტინგის და არც მოთხოვნების შესახებ. მათი უმეტესობა ოსი იყომ მაგრამ ქართველებიც ერივნენ. უმეტესობა შორეული სოფლებიდან იყო.

19 მარტი. დანაყოფმა გადაწყვიტა ადგილზე დარჩენილიყო და დახმარებას დალოდებოდა, რადგან მოსახლეობის მოტოვება არ უნდოდათ. საინტერესოა აღინიშნოს რომ რაზმის წევრმა კოტემ (გვარი უცნობია) გადაწყვიტა ფეხით წასულიყო გორში და დახმარება გამოეძახა. ამ დროს მისი მეუღლეც წამოსულიყო გორიდან და რაზმამდე კი მოაღწია, მაგრამ მეუღლე ადგილზე აღარ დახვდა.

დილის 5 საათზე სროლა განახლდა. გვარდიელები მცირე რაზმებით მანევრირებდნენ და ცდილობდნენ ყველა მიმართულების გადაფარვას. აღმოჩნდა რომ ვაზნები სახელმწიფო დაწესებულებებიდან გატანილი იყო. მოწინააღმდეგემ მთელი ძალები მოიკრიფა და ალყიდან ბრძოლით გასვლა შეუძლებელი იყო. მაჩაბელი მაინც მხნედ იყო, ღიმილით ამხნევებდა მებრძოლებს, სჯეროდა რომ დახმარება მოვიდოდა და ერთი პოზიციიდან მეორეზე გადარბოდა. მძიმედ დაიჭრა მარჯვენა ფეხში (წვივთან გამჭოლი ჭრილობა) და გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ოსებმა შეამჩნიეს რომ გვარდიას ვაზნები აღარ ჰქონდა (მკვეთრად იკლო სროლის ინტენსიობამ) და 2 საათზე რამდენიმე ათასი ოსი საერთო შეტევაზე გადმოვიდა. 

14:30-ზე ნინიძემ, გაგლოევმა, ს. კეცხოველმა და ორმა მოქალაქემ დატოვეს რაზმის შტაბი და კერძო სახლში გადავიდნენ. ნინიძე შტაბში დაბრუნდა და გზაში მომაკვდავ ოს ჯარისკაცს წააწყდა, ქუჩაში კი ხელში მძიმედ დაჭრილი გვარდიელი მოდიოდა. ნინიძე სარდაფში დაბრუნდა, მალე ქუჩიდან გამარჯვებულების ყიჟინა შემოესმათ. 15:00-ზე ცხინვალი დაეცა.

მოგვიანებით ოსებმა ცეცხლი გაუხსნეს სახლს სადაც ნინიძე იმალებოდა და მოუწიათ გამოსვლა. ხუთივეს დახვრეტა გადაწყვიტეს, მაგრამ ბრბოს გამოეყო ჯარისკაცი შავლეგ კოჟაევი, რომელიც ადრე ციხეს გადაარჩინა ადვოკატმა ნინიძემ და კოჟაევმა ხუთივე იხსნა სიკვდილისგან. ამასობაში ოსებმა სახლების გადაწვა, ძარცვა-გლეჯვა დაიწყეს, ტყვეებისთვის აღარ ეცალათ და ხუთივე დაიფანტა. კეცხოველი ნინიძეს ჩამოშორდა, სხვა მხარეს წავიდა და დაახლ. 6 საათზე დახვრიტეს სასამართლოს წინ. მისი ბოლო სიტყვები იყო: "თქვენთვის ვიტანჯე და თქვენვე მომკალით, მაგრამ იკმარეთ ჩემი სიკვდილი, სხვებს თავი დაანებეთო". მოხუცი რევოლუციონერის გვამი დაასახიჩრეს და ზედ ეტლით გადადიოდნენ. კოსტა ყაზიევის (ყაზიშვილი) სიკვდილის გარემოება უცნობია, სავარაუდოდ დაიღუპა უშუალოდ შეტაკების დროს.


გამხეცებულმა ბრბომ მაჩაბელს მიაგნო საავადმყოფოში, მწოლიარე გიორგიმ შესძახა: "მკლავთ მაგრამ ჩემი სიკვდილი ძვირად დაგიჯდებათ!", იძრო "მაუზერი" და რამდენიმე ოსი იქვე მოკლა. მაჩაბელი ხიშტებით დაჩეხეს და მუხლები დაუხვრიტეს ...


საბოლოოდ ნინიძესთან მყოფებმა ნაცნობის სახლში შეაფარეს თავი და გადარჩნენ მოკვლას.

პრესაში გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით დაიღუპა 13 პირი, 3 სამოქალაქო და 10 სახალხო გვარდიელი:

გიორგი მაჩაბელი

სანდრო კეცხოველი

კოსტა ყაზიევი

ვანო მალიევი (გორის გვარდია)

ისაკ კობერიძე (გორის გვარდია)

გიორგი თაყნიაშვილი (გორის გვარდია)

ილია ტოლიაშვილი (გორის გვარდია)

ბარნაბა მამალაძე (ს. ხევი. გურიის გვარდია)

სამუელ ბაქანიძე (თბილისის გვარდია) - 23 მარტს თამარაშენთან

არჩილ მარგველაშვილი (თბილისის რკინიგზის დეპოს გვარდია)

ვასილ ქობულაშვილი (თბილისის რკინიგზის დეპოს გვარდია)

ვასილ ხიზანიშვილი (თბილისის რკინიგზის დეპოს გვარდია)

გიორგი ფირანაშვილი (თბილისის რკინიგზის დეპოს გვარდია)

22 მარტი: სახალხო გვარდიის დაჯგუფებამ ვ. ჯუღელის და ა. კონიაშვილის მეთაურობით ერთი დაკვრით აიღო ცხინვალი. ოსები ფაქტიურად უბრძოლველად გაიქცნენ ჯავისკენ.

23 მარტი. გვარდია ჯავის მიმართულებით დაიძრა, თამარაშენთან ჩასაფრებაში მოკლეს 5 და დაჭრეს 3 გვარდიელი.  გაანთავისუფლეს 150 ქართველი ტყვე და მძევალი. 25 მარტს საბრძოლო მოქმედებები მთლიანად შეწყდა.

აღსაღნიშნავია რომ ქ. გორიდან (სადაც ოსების პოლკი იყო დისლოცირებული 300 კაცის ოდენობით) ორი ფურგონი ტყვია-წამალი გაუგზავნეს ცხინვალელ ოსებს. ასევე ცდილობდნენ იარაღის მიწოდებას თბილისიდან, ოსების ეს რაზმი მცხეთასთან განაიარაღა სახალხო გვარდიამ. მთავრობა ამ კონფლიქტს სოციალურ მოვლენად განიხილავდა და არა ეროვნულად - როგორც ოპოზიცია, ამიტომ 1920 წლის ზაფხულამდე (ოსების მესამე აჯანყებამდე) ლმობიერად ექცეოდა ოს ბოლშევიკებს.

წყარო: ეროვნული ბილიოთეკა. გაზეთები: "ერთობა", "საქართველო" და "თეატრი და ცხოვრება".

წყარო სრულად იხილე მეტი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.10.2020
ბოლო რედაქტირება 30.09.2021
სულ რედაქტირებულია 1





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0