სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1725-1728 ოსმალების გააქტიურება შავი ზღვის საზღვრების გაფართოებისათვის
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

311       ბეჭდვა

1725-1728 ოსმალების გააქტიურება შავი ზღვის საზღვრების გაფართოებისათვის

გარდა მძიმე სოციალური ფონისა და მეფე - მთავართა დაპირისპირებისა, ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო დასავლეთ საქართველოს ეკლესია, ეკლესიის დასუსტებაც რა თქმა უნდა ოსმალთა უშუალო ინტერესებში შედიოდა. ამ საკითხზე მოიპოვება ხონელი მთავარეპისკოპოსის ანტონის ცნობები: „თათრის ვალი დაგვედვა ცხრაას და ჩვიდმეტი მარჩილი, მერმე იმ ჩვენმა მოვალე თათარმა დაგვიჭირა, ცუცხვათელმა თათარმა. ვიკარგებოდით და რჯული გვეშლებოდა გაურჯულოებას მამულის გაყიდვა ვარჩიეთ“.  როგორც ჩანს მართლაც სავალალო მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, თუკი ეკლესიის მაღალ იერარქს ოსმალთა ვალი დაედო და გაყიდვის საფრთხე დაემუქრა, რა მდგომარეობაში უნდა ყოფილიყვნენ ჩვეულებვრივი ადამიანები, გლეხები. ოსმალები განსაკუთრებით გააქტიურდნენ 1725 წელს. მათ ფოთში ორთუღიანი ფაშა დასვეს და მას შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროს გამგებლობა ჩააბარეს. ამის შემდეგ, 1728 წელს ზურაბ აბაშიძემ იმის შიშით, რომ ალექსანდრე მეფე შორაპნის ციხეს წაართმევდა, შიგ ოსმალთა მეციხოვნეები ჩააყენა. ასევე შუღლის ნიადაგზე ზურაბ აბაშიძემ დადიანის საწინააღმდეგოდ იმერეთში ისაყ-ფაშა (ახალციხის ფაშა, გამუსლიმანებული ჯაყელი) მოიწვია. მიუხედავად ასეთი აქტიურობისა თითქოს ოსმალების მიზანი იმერეთის დაპყრობა არ იყო. იმერეთის მმართველებსაც არ წარმოედგინათ ოსმალთა მიერ ქვეყნის დაპყრობა საფრთხე, რადგან ოსმალები შავი ზღვის ზოლის დასაპყრობად იბრძოდნენ და მათ გეგმაში იყო მთელი სანაპირო ზოლის დაპყრობა ბათუმიდან აზოვის ზღვამდე. ამ მიზნის განსახორციელებლად, ოსმალებმა დიდი ლაშქრობა წამოიწყეს ფოთის ფაშას მეთაურობით. ამ ლაშქრობაში ფაშას მოთხოვნით ალექსანდრე V-ც მონაწილეობდა,

რათა ოსმალებისათვის ერთგულება ეჩვენებინა. ამ ლაშქრობაში მონაწილეობაზე ოტია დადიანმა უარი განაცხადა, უარის გამო განაწყენებულმა ოსმალებმა გაძარცვეს და გადაწვეს ილორის ეკლესია. ოსმალებს წინააღმდეგობა გაუწია თავადმა შერვაშიძემ, მაგრამ დამარცხდა. დამარცხებული კი

ფაშამ იძულებით გაამაჰმადიანა. სწორედ ამ ლაშქრობისას დარწმუნდა ალექსანდრე, რომ ოსმალთა გამარჯვება იმერთისათვის სიკეთის მომტანი არ იქნებოდა, პირიქით, უფრო გაართულებდა ისედაც რთულ მდგომარეობას. ამიტომ, მეფე ალექსანდრემ თავისი ჯარით მიატოვა ლაშქრობა და იმერეთში დაბრუნდა. ამის შემდეგ აფხაზები ფაშას აუჯანყდნენ და პარტიზანული თავდასხმებით მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს მის ჯარს. თავად ფაშამ კი გაქცევით უშველა თავს. 1728 წელს მთელი ძალაუფლება ალექსანდრე მეფის ხელში იყო. მაგრამ აქაც შინაურმა მტრობამ იჩინა თავი. ოტია დადიანმა განიზრახა მეფის ჩამოგდება ტახტიდან: მეფის ძმას მამუკას ცოლად შერთო თავისი და და მისი გამეფება მოინდომა. დადიანმა ოდიშ-აფხაზეთის ლაშქარი გეგუთს მოიყვანა, რომელსაც ერისთავი და აბაშიძე შეუერთდნენ. მეფე იძულებული გახდა ქუთაისის ციხეში შეკეტილიყო. მოკავშირეებს კი ოსმალეთის შეეშინდათ, ციხის აღება ვერ შეძლეს და ალყა მოშალეს. 

ბაღდათის ციხეში ასი თურქი მეციხოვნე იდგა, რუხის ციხე ხანდახან ეკავათ თურქებს. სოხუმის ციხე 1723 წელს ააშენეს თურქებმა, შიგ სამოცი დიდი თოფი ჩადგეს და ასი მეციხოვნე ჩააყენეს; ფოთის ციხე 1723 წელს აუგიათ თურქებს, 50 დიდი თოფი ჩაუდგამთ და 200 იანიჩარი ჩაუყენებიათ; ქუთაისის ციხეში 500 თურქი მეციხოვნე იდგა; შოროპანში 100 თურქი იდგა; ცუცხვათის ციხეში 100 იანიჩარი. როგორც ვხედავთ ძალიან რთული მდგომარეობა იყო დასავლეთ საქართველოში , ქვეყანა უდიდესი საფრთხის წინაშე იდგა და ალექსანდრე მეფე როგორც უკვე აღვნიშნეთ გამოსავალს თავისი სამეფოს გარეთ ეძებდა.

ალექსანდრე V (დ. დაახლოებით 1703/1704 — გ. მარტი, 1752) — იმერეთის მეფე 1720-1741, 1741–1746, 1749–1752. მის დროს გაძლიერდა ოსმალეთის აგრესია. მეფის ხელისუფლება გამუდმებული შინაფეოდალური ომებით დასუსტებული იყო. 1721-1728 წლებში სამეფოს ფაქტობრივად ოდიშის მთავარი ბეჟან I დადიანი განაგებდა. 1732 წელს ალექსანდრე V-მ ჩიხორის ბრძოლაში დაამარცხა ოტია დადიანი და მეფე-მთავრებს შორის დროებით მშვიდობა დამყარდა.

ალექსანდრე V რუსეთთან დაახლოების მომხრე იყო. მის პირველ ცდას 1720-1730 წლებში ამ მხრივ შედეგი არ მოჰყოლია. მხოლოდ რუსეთ-ოსმალეთის 1735-1739 ომის დროს, რუსების მიერ აზოვის აღების შემდეგ (1736 წლის 16 ივნისი), გაუჩნდათ ალექსანდრე V-სა და მის მომხრეებს დახმარების იმედი. 1738 წელს ალექსანდრე V-მ რუსეთში ელჩად გაგზავნა ქუთათელი მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი. ელჩმა იმპერატორს დასავლეთ საქართველოს რუკა წარუდგინა, ქვეყნის ოსმალებისაგან განთავისუფლების გეგმა გააცნო და მფარველობა სთხოვა. ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა რუსეთ-ოსმალეთის ბელგრადის საზავო ხელშეკრულებამ (1739). სამეფოში კვლავ ატყდა შინაფეოდალური ომი. 1741 წელს ალექსანდრე V-ის მოწინააღმდეგე ფეოდალებმა მისი ძმა გიორგი გაამეფეს. მაგრამ ალექსანდრე V-მ იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. 1743 წელს მან ზავი დადო დადიანთან და სამეფოში მცირე ხნით მშვიდობა დამყარდა. 1746 წელს ალექსანდრე V ტახტიდან გადააყენა მისმა ძმამ - მამუკამ. 1749 წელს ოსმალეთის დახმარებით ალექსანდრე V-მ ისევ დაიბრუნა მეფობა, მაგრამ სამეფოში საერთო არეულობა სუფევდა.

ალექსანდრე V-მ ააგო ჩხარის წმ. გიორგის მონასტერი (1737) და ვარციხის სამეფო სასახლე.

ოტია დადიანი — ოდიშის მთავარი 1728-1758, ბეჟან I დადიანის ძე. 1730 ფაქტობრივად აუჯანყდა ოსმალებს და მონაწილეობა არ მიიღო მათ ლაშქრობაში, რომელიც აფხაზეთსა და აზოვის ციხეს შორის მცხოვრები მთიელი ტომების დამორჩილებას ისახავდა მიზნად. ამის გამო ოსმალებმა ოდიშის სამთავრო დაარბიეს და ილორის წმ. გიორგის ეკლესია დაწვეს. თურქთა ამ ლაშქრობაში იმერეთის მეფე ალექსანდრე V იღებდა მონაწილეობას. შურისსაძიებლად ოტია დადიანი დაუკავშირდა იმერეთის ფეოდალთა ერთ ჯგუფს და მამუკა ბატონიშვილის ტახტზე აყვანას შეეცადა. ჩიხორთან ბრძოლაში 1732 წელს ოტია დადიანი დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. იგი იძულებული გახდა საჭილაო გადაეცა იმერეთის მეფისათვის. ამის შემდეგ ოტია დადიანი ერთხანს განაგრძობდა ალექსანდრე V-ის წინააღმდეგ ბრძოლას. მან იმერეთის ფეოდალებთან ერთად 1740 წელს ააოხრა იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი ციხესიმაგრე ვარციხეში. შემდეგ ოტია დადიანმა მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარა ალექსანდრე V-სა და მის მემკვიდრე სოლომონ I-თან. ამ უკანასკნელს მეორე ცოლად ოტია დადიანმა თავისი ასული მარიამი მიათხოვა. 1757 წელს ოტია დადიანმა სოლომონ I-ს გაუგზავნა მაშველი ლაშქარი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ხრესილის ბრძოლაში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0