სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1732-1749 წლის შიდა და ოსმალეთთან ომები ალექსანდრე V
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

293       ბეჭდვა

1732-1749 წლის შიდა და ოსმალეთთან ომები ალექსანდრე V

ოტია დადიანი მეფეს ოდიშის ლაშქრობაში ოსმალებთან ერთად მონაწილეობას ვერ პატიობდა და კვლავ შეთქმულებას აწყობდა მის წინააღმდეგ. მეორე ჯერზე დადიანმა მიიმხრო: გრიგოლ რაჭის ერისთავი და ზურაბ აბაშიძე. მეფის მხარეს გადგნენ შემდეგი თავადები: მამია გურიელი, ლევან აბაშიძე, დადიანის ძმა კაცია, ბარის ერისთავი გედევანი, მერაბ წულუკიძე და სხვ. დაპირისპირებული მხარეები 1732 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. ოტია დადიანი ტყვედ ჩაიგდეს, ხოლო კაცია დადიანი მოკლეს. ამის შემდეგ ოსმალები გამოვიდნენ ასპარეზზე და მეფეს კატეგორიულად მოსთხოვეს ოტია დადიანის გათავისუფლება, რადგან ოსმალეთს ხელს არ აძლევდა შინაური მტრობის დასრულება და მეფის გაძლიერება. მეფე იძულებული გახდა  ოსმალების სურვილი გაეთვალისწინებინა. ამის გამო მეფე აუჯანყდნენ მისი თავადები: ზურაბ აბაშიძე, გრიგოლ რაჭის ერისთავი და ოტია დადიანი. მეფემ დახმარებისათვის შანშე ქსნის ერისთავს მიმართა, 500 ლეკიც იახლა და ოდიში მოაოხრა. მეფის მოღალატე მთავრები არ შეეგუვნენ ამ დამარცხებას და 1740 წელს მეფეს თავს დაესხნენ ვარციხის სასახლეში. მეფემ და დედოფალმა ძლივს მასწრეს გაქცევა. აჯანყენულებმა სასახლე დაწვეს და ციხე დააქციეს. 1741 წელს იუსუფ-ფაშამ ოსმალთა ჯარი გამოგზავნა ალექსანდრე მეფის წინააღმდეგ. ოსმალთა ჯარს, რა თქმა უნდა, დადიანი, აბაშიძე და ერისთავი შეუერთდნენ. მეფეს სხვა გზა აღარ ჰქონდა, მან უბრძოლველად დათმო ტახტი და ქართლში გადაიხვეწა. თუმცა იმავე წელს იუსუფ-ფაშამ ალექსანდრე V ტახტზე დააბრუნა და დასავლეთ საქართველოს დიდებულებთან შეარიგა, თვითონ უკან გაბრუნდა. შერიგებამ დიდხანს არ გასტანა, მოკლე ხანში დადიანი, აბაშიძე და ერისთავი ისევ განუდგნენ მეფეს. ეს ამბავი მეფემ თავის დედინაცვალს — თამარს დააბრალა და თავი მოჰკვეთა. 1743 წელს მეფის წინააღმდეგ დადიანი და რაჭის ერისთავი კვლავ მცირე გამოსვლას აწყობენ, რომლის დროსაც გეგუთში გამართულ ბრძოლაში იღუპება გრიგოლ რაჭის ერისთავი. 1746 წელს მოკავშირეებმა ერთხელ კიდევ მოახერხეს ალექსანდრეს ტახტიდან გადაყენება. მათ იმერეთის სამეფო ტახტზე აიყვანეს ალექსანდრეს ძმა მამუკა ბატონიშვილი, რომელიც იმერეთს მართავდა 1746-1749 წლებში. 1749 წელს მეფე ალექსანდრემ ახალციხის ფაშა დაეხმარეწბით კვლავ დაიბრუნა სამეფო ტახტი. როგორც აღვნიშნეთ, მეფე ალექსანდრე ოსმალთა მიერ შევიწროების გამო დახმარებას რუსეთის იმპერიისაგან ითხოვდა, ამ პერიოდში ოსმალები დასავლეთ საქართველოში ფლობდნენ რვა დიდ ციხეს: ანაკლიის, ბაღდათის, რუხის, სოხუმის, ფოთის, ქუთაისის, შორაპნისა და ცუცხვათის.

ბაღდათის ციხეში ასი თურქი მეციხოვნე იდგა, რუხის ციხე ხანდახან ეკავათ თურქებს. სოხუმის ციხე 1723 წელს ააშენეს თურქებმა, შიგ სამოცი დიდი თოფი ჩადგეს და ასი მეციხოვნე ჩააყენეს; ფოთის ციხე 1723 წელს აუგიათ თურქებს, 50 დიდი თოფი ჩაუდგამთ და 200 იანიჩარი ჩაუყენებიათ; ქუთაისის ციხეში 500 თურქი მეციხოვნე იდგა; შოროპანში 100 თურქი იდგა; ცუცხვათის ციხეში 100 იანიჩარი. როგორც ვხედავთ ძალიან რთული მდგომარეობა იყო დასავლეთ საქართველოში , ქვეყანა უდიდესი საფრთხის წინაშე იდგა და ალექსანდრე მეფე როგორც უკვე აღვნიშნეთ გამოსავალს თავისი სამეფოს გარეთ ეძებდა. იმდროინდელ პილიტიკურ სიტუაციაზე წარმოდგენას გვიქმნის ალექსანდრე Vის მიერ 1732 წელს რუსეთის იმპერატორისათვის გაგზავნილი წერილი: „ ქრისტიანობა ყოველსა საქართველოსა და მივეცენით... ხარკსა და ზვერსა აგარიანთასა. და ვითარცა სისრა (ისარი) სასტიკი აღტეხილ არს უსჯულოსა ლეკთა მძლავრება. მონასტერნი არიან სადგურ აგარიანთა და ეკლესიანი იქმნენ ქვაბ ავაზაკთა. გვირგვინშემოსილნი, კათალიკოზნი და ეპისკოპოზნი არიან ტყუეობასაშინა...“ აღნიშნულ პრობლემებს დაერთო მეფის პირადი ტრაგედიაც, 1730 წელს გარდაეცვალა მეუღლე მარიამ დადიანი, მეფეს ძალიან განუცდია ეს ფაქტი. ალექსანდრე მეფემ მარიამ დედოფალი მის მიერ აღდგენილ და გამშვენიერებულ გელათის წმინდა ანდრიას სახელობის ეკვდერში დააკრძალვინა. 1732 წელს კი ცოლად ირთავს იმერეთის უძლიერესი თავადის ლევან აბაშიძის ქალიშვილს თამარს, რომლისგანაც 1735 წელს შეეძინა მეფეს ტახტის მომავალი მემკვიდრე სოლომონი. სოლომონი დედმამიშვილებს შორის უფროსი იყო, მის ძმებთან დაკავშირებით წყაროები განსხვავებულ ცნობებს გვაწვდიან და დადასტურებით შეუძლებელია ითქვას, რამდენი შვილი ჰყავდა მეფე ალექსანდრეს, სხვადასხვა წყაროს შეჯერების შედეგად გამოდის რომ ალექსანდრე მეფეს ჰყოლია შვიდი ვაჟი და დაახლოებით ორი ქალიშვილი. თუმცა ისტორიულ წყაროებში მისი შვილებიდან გვხვდება მხოლოდ  ბურჯანაძე შ. ლიხთ–იმერეთის 1737 წლის რუკა როგორც ფეოდალური საქართველოს ისტორიის არჩილი და ბაგრატი. ბაგრატ ბატონიშვილს იხსენიებს ანტონ გიულდენშტედტი, რომელიც 1772 წელს იმყოფებოდა იმერეთში: „ბაგრატი და არჩილი ცხოვრობენ

როგორც იმერელი თავადები თავიანთ მამულებში“. იხსენიება, ასევე იესე, რომელზეც მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იყო იოსებ კათალიკოსი, ხოლო პეტრე მძევლად იმყოფებოდა ახალციხეში. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია ასევე სოლომონის და თამარი: „ზურაბ წერეთლის მეუღლე, სახელოვანის მეფის სოლომონის და იოსებ კათალიკოსის და არჩილ ბატონიშვილის დამა თამარმა“. ხალხური საისტორიო გადმოცემით ალექსანდრე მეფეს შიში ჰქონია, რომ სოლომონს თურქები წამართმევენ და მომიკლავენო, ამიტომ იგი სოფელ მამაწმინდაში აზნაურ მესხთან გაუგზავნია დასამალად.7 მამაწმინდა მთიანი სოფელია და მდინარე რიონის ხეობაშია, ის ნამდვილად გამოდგებოდა მცირეწლოვანი სოლომონის ოსმალთაგან გასარიდებლად. ერთი გადმოცემის მიხედვით კი უფლისწულ სოლომონს ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობაში დაუწყია ფარული ბრძოლა სამშობლოს გამყიდველთა და ოსმალთა წინააღმდეგ. მან ჩამოაყალიბა საიდუმლო საზოგადოება, რომელსაც „წმინდა გიორგის“ რაზმი ეწოდებოდა. რაზმი სოლომონის, მისი ძმა არჩილის და თავიანთი თანატოლებისგან შედგებოდა. სოლომონს გულიდან აუხსნია „ძელი ჭეშმარიტი“ და თითოეულს ერთგულება მასზე შეუფიცავს. დღე არ გავიდოდა ქვეყნის ორგული არ აეწიოკებინოთ, ვინც თათრების მომხრეთ და ერთგულად იყო შენიშნული. რაზმს სოლომონი ხელმძღვანელობდა. თავისი ფრთხილი და წინდახედული მოქმედებით ამ პატარა რაზმმა ისე დააფრთხო თურქები და ისე გაუმთელა გული ქრისტიანობას, სოლომონს ბევრი აღარ დასჭირვებია თათრების მოსაგერიებლად“. 1752 წელს გარდაიცვალა სოლომონის მამა ალექსანდრე მეფე და ტახტზე ავიდა ჯერ კიდევ ყმაწვილი მეფე სოლომონი, რომელსაც უამრავი გამოწვევა ელოდა.

ზოგიერთი საბუთით სოლომონი მეფედ იხსენიება  1752 წლამდე. იგი მეფედ იხსენიება 1750 წელს ხონის წმინდა გიორგის ტაძრის სიგელშიც: „ახლა ღთისა მიერ

რჩევით წარმოჩენილმან ხელმწიფემ მეფეთ-მეფემ სოლომონ და დედოფალთდედოფალმან სარწმუნოებით ნათელფენილმან დადიანის ასულმან მარიამ შეგვიწყნარა და ეს სამთავარეპისკოპოსო ეკლესია და მამული და ნახევარი ბაჟი მიბოძა“. როგორც ვხედავთ ძალიან რთული ვითარება იყო შექმნილი იმერეთის სამეფოში, ოსმალები ყველანაირად ცდილობდნენ ქართველების შევიწროებას, ართმევდნენ მამულებს, მოსახლეობას ტყვედ ყიდდნენ, მეფეს ავიწროებდნენ. გარდა ამისა აღვივებდნენ მტრობას მეფესა და ფეოდალთა შორის და ცდილობდნენ, რომ მეფემთავრებს ერთმანეთი დაესუსტებინათ, რადგან დაუძლურებული ქვეყანა ადვილად ჩაეგდოთ ხელში. სწორედ ასეთი შინაომებისაგან და ოსმალებისგან გაუბედურებული ქვეყანა ჩაიბარა ახალგაზრდა სოლომონმა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0