ნიგოითის ბრძოლა 1854, შუხუთფერდის ბრძოლა — ბრძოლა რუსეთის იმპერიისა და ოსმალეთის იმპერიისს ჯარებს შორის ყირიმის ომის (1853-1856) დროს. ბრძოლა გაიმართა 1854 წლის 20 მაისს, გურიის სოფლების ნიგოითისა და შუხუთის მიდამოებში და რუსეთის იმპერიის ძალების გამარჯვებით დასრულდა.1854 წელს ოსმალებმა ფართო ფრონტით დაიწყეს შეტევა ბათუმიდან, ანაკლიიდან და სოხუმიდან. ოსმალების ბათუმის კორპუსს, რომელსაც სელიმ-ფაშა მეთაურობდა, ოზურგეთ-ქუთაისის გავლით თბილისის მიმართულებით უნდა ემოქმედა. სელიმ-ფაშა 34 ათასი მებრძოლით მდინარე ჩოლოქს, რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების საზღვარს მიადგა. სელიმ-ფაშას რაზმი შედგებოდა მოხალისეთაგან (ბაში-ბუზუკები), რომლებსაც ეთნიკურად ქართველი ჰასან-ბეგ თავდგირიძე მეთაურობდა. რუსეთის იმპერიის მხრიდან ახალციხე-გურიის რაზმის უფროსად დანიშნული იყო გენერალ-ლეიტენანტი ივანე ანდრონიკაშვილი. ნიგოითიდან ქუთაისისაკენ მიმავალ გზას იცავდა პოდპოლკოვნიკი ნიკოლოზ ერისთავი 2 ბატალიონითა და 4 ქვემეხით. ოსმალები შეიარაღებულნი იყვნენ ინგლისური იარაღით, ხოლო რუსების რეგულარული ჯარი და ქართველებით დაკომპლექტებული მილიცია — კაჟიანი თოფებით.1854 წელს ოსმალებმა ფართო ფრონტით დაიწყეს შეტევა ბათუმიდან, ანაკლიიდან და სოხუმიდან. ოსმალების ბათუმის კორპუსს, რომელსაც სელიმ-ფაშა მეთაურობდა, ოზურგეთ-ქუთაისის გავლით თბილისის მიმართულებით უნდა ემოქმედა. სელიმ-ფაშა 34 ათასი მებრძოლით მდინარე ჩოლოქს, რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების საზღვარს მიადგა. სელიმ-ფაშას რაზმი შედგებოდა მოხალისეთაგან (ბაში-ბუზუკები), რომლებსაც ეთნიკურად ქართველი ჰასან-ბეგ თავდგირიძე მეთაურობდა. რუსეთის იმპერიის მხრიდან ახალციხე-გურიის რაზმის უფროსად დანიშნული იყო გენერალ-ლეიტენანტი ივანე ანდრონიკაშვილი. ნიგოითიდან ქუთაისისაკენ მიმავალ გზას იცავდა პოდპოლკოვნიკი ნიკოლოზ ერისთავი 2 ბატალიონითა და 4 ქვემეხით. ოსმალები შეიარაღებულნი იყვნენ ინგლისური იარაღით, ხოლო რუსების რეგულარული ჯარი და ქართველებით დაკომპლექტებული მილიცია — კაჟიანი თოფებით. სელიმ-ფაშას 12-ათასიანმა რაზმმა გადაკვეთა მდინარე ჩოლოქი და 11 აპრილს დაიკავა ოზურგეთი. იმავე წლის მაისში სელიმ-ფაშამ ჰასან ბეგ თავდგირიძეს, რომელიც თავისი ჯარით შეკვეთილში იდგა, დაავალა ბრძოლა ნიგოიეთის ქედზე მდგომი გურიის რაზმის წინააღმდეგ. თავდგირიძე დაიძრა შეკვეთილიდან ნიგოითისკენ. გავლო გურიანთა, ბაილეთი, აკეთი, მამათი და ლანჩხუთი. წინააღმდეგობა არსად შეხვედრა, გურიის ჯარი შეგნებულად იყო უკანდახეული.
ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე (1798-1868) რუსეთის გენერალი სოფ.ქოდალო გურჯაანი კახეთი
თავდგირიძემ შეუტია თავად მაჭუტაძეების სასახლეს ნიგოითში. 27 მაისს ნიკოლოზ ერისთავი მოულოდნელად თავს დაესხა მტერს და ხელჩართული ბრძოლა გაუმართა. ოსმალებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს და უკუიქცნენ. რუსეთის იმპერიის რეგულარულმა ჯარმა და ქართველთა მილიციამ მტერს მძიმე მარცხი მიაყენა. ჰასან-ბეგ თავდგირიძე ბრძოლის ველზე აზნაურმა ერასტი ჭყონიამ მოკლა. ბრძოლაში თავი გამოიჩინეს აზნაურმა გოგია კუპრაძემ, აზნაურმა ერასტი ჭყონიამ და მისმა ძმებმა, ლანჩხუთის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდლებმა სოფრომ ჯაშმა, ნიკოლოზ და გაბრიელ კანდელაკებმა. სელიმ-ფაშამ მოკლულთა და დაჭრილთა სახით 3 ათასი მებრძოლი დაკარგა, ერისთავის რაზმმა — 600.
ნიკოლოზ დიმიტრის ძე ერისთავი პოლკოვნიკი 1823-1856 წწ ქსნის ერისთავი
ნიგოითის ბრძოლამ საშუალება მისცა გენერალ ანდრონიკაშვილს ოზურგეთისკენ დაძრულიყო. სელიმ-ფაშამ ქალაქი მიატოვა და ჩოლოქის მარცხენა მხარეს, გაღმა ქაქუთში დაბანაკდა, რასაც მოჰყვა ჩოლოქის ბრძოლა.
ჭავჭავაძე ნიკოლოზ ზურაბის ძე (1830-97) რუსეთის გენერალი ყვარელი კახეთი
ჰასან-ბეგ თავდგირიძე იყო წარმოსადეგი, მოხდენილი კაცი. მისი მამა იყო მემედი, რომელიც ოსმალეთის მიერ დანიშნული იყო ჩურუქ-სუს კაზის სანჯაყის . მფარველობდა ტყვეებით მოვაჭრეებს. ოსმალეთის ხელისუფლებამ ის გადააყენა და მის ადგილას დანიშნა ჰასან-ბეგი. ჰასან-ბეგმა კარგად იცოდა ქართული და საქართველოს ისტორია. ჰასან-ბგ თავდგირიძის ძმები იყვნენ საულ-ბეგი, ჰუსეინ-ბეგი და ისმალ ბეგი; ბიძები: ასლან და საიდა ბეგები. ოსმალეთის იმპერიის ხელისუფლებამ იმავე მიზეზით გადააყენა ჰასანი, რის გამოც მამაისი ქობულეთის სანჯაყი მის ძმას, სულეიმან ბეგს მისცა. ჰასან-ბეგს ტყვეთა სყიდვის არეალი შეუზღუდა გურიის სამთავროს გაუქმებამ და მისმა შესვლამ რუსეთის იმპერიაში. ამიტომ ის აქტიურად ჩაერთო 1841 წლის გურიის აჯანყებაში საწყის ეტაპზე რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა შემდეგ, ერთ-ერთი ვერსიით, ქრთამის სანაცვლოდ, მიატოვა აჯანყებულები. მონაწილეობდა 1853-1856 წლებში ყირიმის ომში, გურიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში. წარმატების შემთხვევაში მას ფაშის ტიტულის მიღებაზე ექნებოდა პრეტენზია. მოკლეს ომის დროს, 1854 წელს, ნიგოითის ბრძოლაში. მასზე შექმნილია სიმღერა „ხასანბეგურა“.