სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11177

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ტარიელ ხარხელაური დ.1945წ. მწერალი სოფ. სიმონიათხევი თიანეთი
ბმულის კოპირება



გვარი ხარხელაური სია

თიანეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

465       ბეჭდვა

ტარიელ ხარხელაური დ.1945წ. მწერალი სოფ. სიმონიათხევი თიანეთი

ტარიელ ხარხელაური (დ. 11 დეკემბერი1945) — ქართველი პოეტი.


ტარიელ პავლეს ძე ხარხელაური დაიბდა 1945 წლის 11 დეკემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევში, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. იყო მეცხვარე და წერდა ლექსებს სკოლის მოსწავლეობის პერიოდიდან.


პირველად ლექსების გამოქვეყნებაში დაეხმარნენ მეუღლე, მარინა და კომპოზიტორი იაკობ ბობოხიძე, რის შემდეგაც მისი პოეზია საქვეყნოდ გახდა ცნობილი.

1976 წელს, 30 წლის ასაკში ჩააბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მეორე კურსიდან საბუთები გადაიტანა დაუსწრებელი სწავლების განყოფილებაზე და ასე დაამთავრა უნივერისტეტი.

2010 წლის 16 დეკემბერს მოკლეს მისი შვილი, 23 წლის ბექა, რამაც უმძიმესი სულიერი ტრავმა დაამჩნია პოეტს, იგი გეგმავდა შეეწყვიტა ლექსების წერა, მაგრამ ახლობლებმა გადააფიქრებინეს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო პარტიია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ პარტიული სიის მეორე ნომერი.[1]

მისი მეუღლე, მარინა ხარხელაური იყო თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.

ჰყავს ორი ქალიშვილი: გვანცა და სოფო, ასევე - შვილიშვილები.

  • წუთისოფლის სიმფონია (ლექსები), თბ. : შპს „საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა“ : [ნუგზარ ჭიაბერაშვილი], 2012 (შპს „გამომცემლობა გრიფონის“ სტ.)
  • 100 ლექსი, თბ. : ინტელექტი, 2012[2]
  • მინდვრის ფსალმუნები (პოემა, ლექსები, წერილები), თბ. : „ეროვნული მწერლობის“ გამ-ბა და სტ., 2008 — ISBN 978-9941-0-0747-7
  • აქ ბინდისფერი გასრულდა ჭალა (ლექსები), თბ. : „ეროვნული მწერლობის“ გამ-ბა და სტ., 2005 — ISBN 99940-0-590-1
  • იქ, მიღმა… (ლექსები), თბ. : ლომისი, 1998
  • საიდან მოველ, ვინა ვარ (ლექსები), თბ. : მერანი, 1985
  • წყალი საკალმახე (ლექსები), საბჭ. საქართველო, ქუთაისის ფილიალი, 1978



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.01.2021
ბოლო რედაქტირება 22.04.2022
სულ რედაქტირებულია 3





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0