სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11165

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1828წ. 15 ივლისი ფოთის ციხის აღება ფოთი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

ფოთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

368       ბეჭდვა

1828წ. 15 ივლისი ფოთის ციხის აღება ფოთი

საბოლოოდ ფოთი რუსეთის იმპერიამ მიიღო 1828-1829 წლების ომის შედეგად. 1827 წელს ფოთის ფაშა აჰმედმა შეკრა ალიანსი სოფიო გურიელთან, რომელიც რუსეთის იმპერიისგან გურიის სამთავროს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ რუსეთის იმპერიის ჯარებმა 1828 წლის 15 ივლისს აიღეს ფოთი. იმპერატორ ნიკოლოზ I-ის დავალებით გზათა მინისტრმა ფოთში გაგზავნა ინჟინერ-კაპიტანი ჩადაევი. 1829 წლის ადრიანოპოლის ზავით ოფიციალურად დადასტურდა ფოთის გადაცემა ოსმალეთიდან რუსეთისთვის.

ნიკოლოზ I (ნიკოლოზ პავლეს ძე რომანოვი) (რუს.: Николай I Павлович) (დ. 6 ივლისი [ ძვ. სტ. 25 ივნისი ], 1796, გაჩინის სასახლე, სანქტ-პეტერბურგი — გ. 2 მარტი [ ძვ. სტ. 18 თებერვალი ], 1855, სანქტ-პეტერბურგი) — პოლონეთის ბოლო გვირგვინნაკურთხი მეფე 1825-1830 და რუსეთის იმპერატორი 1825-1855 წლებში.

1578 წელს ფოთი ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო და დიდი ციხესიმაგრე ააგო. ოსმალური გარნიზონი 62 წლის განმავლობაში აკონტროლებდა ფოთს. 1640 წელს სამეგრელოს მთავარმა ლევან მეორე დადიანმა იმერეთის სამეფოსა და გურიის სამთავროს ჯარების დახმარებით იერიშით აიღო ფოთი და დაანგრია ოსმალების მიერ აშენებული ციხე-სიმაგრე. 1723 წელს ფოთი ისევ ოსმალეთის იმპერიამ აიღო და მცირე ზომის ახალი სიმაგრე ააშენა, რომელსაც ოთხკუთხედი ფორმა ჰქონდა და ოთხივე კუთხეში კოშკით იყო გამაგრებული. ფოთში დასვეს ფაშა, რომელსაც დაექვემდებარა შავი ზღვის სანაპირო ზოლი. ოსმალეთის იმპერიის ხელში ფოთი ტყვეებით ვაჭრობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად გადაიქცა. XVIII საუკუნეში ფოთის დაუფლება სცადა უკვე რუსეთის იმპერიამ. რუსეთისა და ქართული სამეფო-სამთავროების ერთობლივი ძალისხმევით რუსეთ ოსმალეთის 1768-74 წლების ომის დროს ორჯერ განხორციელდა ფოთის ციხეზე შეტევა 1770 და 1771 წლებში, მაგრამ ორივეჯერ უშედეგოდ.[5] 1770-71 წლების ალყის დროს მოხდა ბრძოლა გენერალ ტოტლებენის კორპუსსა და ოსმალეთის 6000-იან ჯარს შორის, რომელიც ბათუმიდან ფოთის გარნიზონის დასახმარებლად დაიძრა. ბრძოლაში, რომელიც 1771 წლის 3 იანვარს მალთაყვის მიდამოებში გაიმართა, რუსეთის ჯარმა დაამარცხა ოსმალების დამხმარე ჯარი, თუმცა ციხის აღება ვერ შეძლო. ტოტლებენმა ფოთს ალყა 1771 წლის 6 თებერვალს მოხსნა. ტოტლებენის შემდეგ ფოთის აღებას სოლომონ I-ს, ერეკლე II-ის და მამია IV გურიელის დახმარებით ცდილობდა გენერალი სუხოტინი, თუმცა ციხე ვერც მან აიღო და 1771 წლის ოქტომბერში ალყა მოხსნა. 1786 წელს ოსმალეთის იმპერიამ შავიზღვისპირეთში მისი პოზიციების გასამტკიცებლად დამატებითი ზარბაზნებითა და გემებით ფოთისა და ბათუმის ციხეები გაამაგრა

პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი (ციციშვილი, რუს. Павел Дмитриевич Цицианов; დ. 19 სექტემბერი, 1754, მოსკოვი — გ. 8 თებერვალი, 1806, ბაქო) — საქართველოში

ფოთის ციხის დაუფლებას რუსეთის იმპერიის სამხედრო მოხელეები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ. პავლე ციციანოვი მიიჩნევდა, რომ სამეგრელო ფოთის გარეშე არაფერს წარმოადგენდა და მისი აზრით ფოთი უფრო მეტი შენაძენი იქნებოდა ვიდრე სამეგრელო. 1809 წელს რუსეთის იმპერიის ჯარებმა გენერალ დიმიტრი ორბელიანის სარდლობით ფოთის ციხეს ალყა შემოარტყეს. ფოთის გარნიზონის დასახმარებლად დაიძრა ტრაპიზონის სერასკერი შერიფ-ფაშა. ამ დროს რუსეთის ჯარებს ებრძოდა იმერეთის მეფე სოლომონ II. გადამწყვეტი როლი შეასრულა გურიის მთავარმა მამია V გურიელმა, რომელიც ოსმალეთისა და სოლომონის მოკავშირედ მოიაზრებოდა, მაგრამ პოზიცია შეცვალა, ოსმალთა დამხმარე ჯარს გზა გადაუკეტა და თავად აიღო ფოთის ციხე რუსეთის სასარგებლოდ. მიუხედავად სამხედრო წარმატებისა, 1812 წლის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით რუსეთის იმპერიამ ფოთი კვლავ დაუთმო ოსმალეთს.

ნიკოლოზ I-ის განკარგულებით ფოთის ნავსადგურის მოსაწყობად იწყება საპროექტო სამუშაო, რომელიც 1831 წელს დაასრულა გენერალ-მაიორმა მატიემ. 1831 წელს ფოთი აღწერა კარლ ჰაინრიჰ ემილ კოხმა. 1832 წელს ბარონმა როზენმა რედუტ-კალედან ფოთში გადაიტანა სახელმწიფო და საბაჟო დაწესებულებები. 1836 წელს გენერალ ესპესოს ხელმწღვანელობით ფოთში დაიწყო სამუშაოები ქალაქისა და ნავსადგურის მოსაწყობად. ოსმალების მიერ აშენებული ციხე დაშალეს, ნაშალი ძირითადად ნავსადგურის მშენებლობაში გამოიყენეს. ფოთის კოშკი იმ ციხის ნაშთია. 1847 წელს ფოთი იხსენიება როგორც სამეგრელოში მდებარე ციხე-სიმაგრე[8] 1858 წლის 18 ნოემბერს, იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით, დამტკიცებულ იქნა დებულება „სანავსადგურო ქალაქ ფოთის დასახლებისა და მმართველობის შესახებ“. 1859 წელს დაიწყო სამუშაოები ნავსადგურის შიდა აუზის შესაქმნელად. ამ პერიოდში ფოთში იმყოფებოდა ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა, რომელმაც ეს ამბავი ასახა თავის ნაშრომში „კავკასია“.

1858-1872 წლებში ფოთიდან ორპირამდე, კვირაში ორჯერ მოძრაობნენ ორთქლის გემები - „თავადი ბარიატინსკი“, „გოლუმჩიკი“, და სხვა. მათი საშუალებით ვაჭრებს ორპირში ჩაჰქონდათ შალეული, ტილო, მაუდი, შაქარი, მარილი და სხვა, სანაცვლოდ კი ფოთში ჩაჰქონდათ ხე-ტყის მასალა, ნედლი აბრეშუმი, ბამბა, ღვინო. ფოთის მნიშვნელობას ზრდიდა ის, რომ 1828-29 წლებში რუსეთმა ვერ მოახერხა ოსმალეთისთვის ბათუმის წართმევა. ფოთმა ჩაანაცვლა რედუტ-კალე. 1863 წელს დაიწყო ფოთის ნავსადგურის მშენებლობა ნიკოლოზ შავროვის პროექტის მიხედვით. ახლადშექმნილი ნავსადგურის ნავმისადგომები მოუწყობელი იყო ტექნიკური თვალსაზრისით, უმნიშვნელო ქარის შემთხვევაშიც ნავსადგურში მდგარი გემები ღია ზღვაში გადიოდნენ. შვიდი წლის შემდეგ პროექტი არადამაკმაყოფილებლად შეფასდა. ნავსადგურის რეკონსტრუქციის პროექტებიდან შეირჩა პროფესორ ვოზნესენსკის პროექტი. 1865 წლისთვის ფოთის მოსახლეობამ 1000-ს გადააჭარბა. 1867 წლის ზაფხულში დაიწყო რკინიგზის მშენებლობა. 1871 წელს კი გაიხსნა ამიერკავკასიის პირველი სარკინიგზო ხაზი: ფოთი-შორაპანი. 1872 წელს ფოთსა და თბილისს შორის რკინიგზის ხაზის გაყვანამ ფოთის მნიშვნელობა ძალიან გაზარდა. 1872-1885 წლებში ბაქოს ნავთობის ტრანსპორტირება თბილისი-ფოთის რკინიგზით ხდებოდა. ამიერკავკასიისთვის ეს იყო ეპოქალური მოვლენა. გაიზარდა ამიერკავკასიის სამრეწველო და სავაჭრო პოტენციალი. კაპიტალიზმის განვითარებამ ფოთი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს საკვანძო სატრანსპორტო ქალაქად აქცია.

1882 წელს ფოთმა საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო.[9] 1894 წლის 18 სექტემბერს ფოთის ქალაქის თავად აირჩიეს ნიკო ნიკოლაძე. ნიკოლაძე ამ თანამდებობას იკავებდა 1912 წლამდე. ხელმძღვანელობდა ნავსადგურის, ელექტროსადგურის, მუზეუმის, საკათედრო ტაძრის, გიმნაზიებისა და ხიდების მშენებლობას. მისი პროექტით განხორციელდა ფოთის დაგეგმარება. აპირებდა პალიასტომისა და სუფსის დაკავშირებას არხით.[10] 1896 წელს გაიხსნა ბიბლიოთეკა, რაშიც თედორე კიკვაძე იყო ჩართული. 1904 წლის მეორე ნახევარში დამთავრდა საკათედრო ტაძრის მშენებლობა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის არმიის გადამდგარი ოფიცრის ადამ კურკოვსკის ძალისხმევით გაშენებულ იქნა ცენტრალური პარკი. 1905 წლის დასაწყისში დამთავრდა ნავსადგურის რეკონსტრუქცია და ამავე წლის 15 მარტს ოფიციალურად გაიხსნა ნავსადგურის ახალი შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან, რითაც ძირეულად გაუმჯობესდა მისი ექსპლუატაციის პირობები. ფოთის ნავსადგურის მშენებლობაზე საერთო დანახარჯი 1865 წლიდან 1907 წლამდე შეადგენდა 16 000 000 მანეთს. 1908 წელს განხორციელდა ფოთის ელექტროფიკაცია. განათდა ნავსადგური და რკინიგზა. 1911-12 წლებში ფოთში აშენდა 500 ადგილიანი კინოთეატრი. 1912 წლისთვის გაყვანილ იქნა წყალსადენი. 1885-1917 წლებში ფოთში იყო გურია-სამეგრელოს ეპარქიის კათედრა.

საინტერესო სტატია რუს დეზერტირებზე 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.01.2021
ბოლო რედაქტირება 15.07.2022
სულ რედაქტირებულია 1





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0