ვლადიმერ აფციაური (დ. 4 თებერვალი, 1962, მანგლისი — გ. 14 მაისი 2012, თბილისი) — ქართველი მოფარიკავე. სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1988 წ.), მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1982 წ.), მეორე (1988 წ.) და სამგზის მესამე პრიზიორი (1982, 1986, 1990 წწ.), ევროპის თასის მფლობელი გუნდურ ასპარეზობაში (1985 წ.), საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი პირად და გუნდურ პირველობაში (1984 წ.), უნივერსიადის მეორე პრიზიორი (1986 წ.), სსრკ ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში (1984 წ.). ქუვეითის ნაკრების (რაპირა) მთავარი მწვრთნელი (1998–2010 წწ.). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.
ფარიკაობა (რაპირა)
ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი: 1988 (სეული; გუნდური)
მსოფლიოს ჩემპიონი: 1982 (გუნდური)
მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი: 1985 (გუნდური), 1990 (გუნდური)
ევროპის თასის მფლობელი: 1985 (გუნდური)
მსოფლიო უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონი: 1986
საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი: 1984 (პირადი, გუნდური)
სსრკ ჩემპიონი: 1984 (პირადი, გუნდური)
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1984
სპორტის რაინდი - 2016 (გარდაცვალების შემდეგ)
სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 2003
*-1988 წლის სეულის ოლიმპიადის გუნდური პირველობის სტატისტიკა
ვლადიმერ აფციაურის შედეგები
I წრე: სსრკ 9:3 პოლონეთი
ბოგუსლავ ზიჩი - 5:4; მარიან სიპნიევსკი - 2:5; პიოტრ ანჯეი კელპიკოვსკი - 5:3
I წრე: სსრკ 9:1 კანადა
ლუკ როშელო - 5:3; ბენუა გიასონი - 5:1; დანეკ ნოვოსელსკი - 5:3
I წრე: სსრკ 9:0 ჰონგ კონგი
ლი ჩუნ მანი - 5:0; ჩოი კამ შინი - 5:0
1/4-ფინალი: სსრკ 9:5 ჩინეთი
იუნონგ ლი - 5:2; ჟან ჟიჩენგი - 5:2
1/2-ფინალი: სსრკ 8:8 უნგრეთი
შოლტ ერშეკი - 2:5; პალ შეკერეში - 5:0; რობერტ გიტაი - 5:0; იშტვან შელეი - 5:1
ფინალი: სსრკ 9:5 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
მატიას გეი - 5:1; ტორსტენ ვაიდნერი - 5:4; ულრიხ შრეკი - 5:2
*-1998-2010 წლებში იყო ქუვეითის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 5-ჯერ მოიგო არაბეთის ქვეყნების თამაშები
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა გიორგი ფრანგიშვილის წიგნი „ვლადიმერ აფციაური“
მესამე ადგილი()
ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1990, ლიონი, საფრანგეთი
მესამე ადგილი()
ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1985, ბარსელონა, ესპანეთი
პირველი ადგილი()
ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1982, რომი, იტალია
პირველი ადგილი()
ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, სეული, კორეა