სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
რამაზ როსტიაშვილი  1969-07/12/92წ გარდ. ლაბრა აფხაზეთი მხედრიონი, გლდანის საძმო დაბ. თბილისი რამაზ როსტიაშვილი  1969-07/12/92წ გარდ. ლაბრა აფხაზეთი მხედრიონი, გლდანის საძმო დაბ. თბილისი რამაზ როსტიაშვილი  1969-07/12/92წ გარდ. ლაბრა აფხაზეთი მხედრიონი, გლდანის საძმო დაბ. თბილისი

1969-1992 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი როსტიაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

რამაზ როსტიაშვილი 1969-07/12/92წ გარდ. ლაბრა აფხაზეთი მხედრიონი, გლდანის საძმო დაბ. თბილისი

გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე

როსტიაშვილი რამაზი ავთანდილის ძე. დაბადებული 1969 21 მაისს თბილისში.


საქართველოს მოხალისეთა რაზმი “გლდანის საძომოს”

წევრი. უცოლშვილო იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის.

დაიღუპა 1992 7 დეკემბერს ლაბრასთან საბრძოლო ოპერაციის დროს

მოწინააღმდეგის შემოტევის მოგერიებისას. დაკრძალულია მუხათგვერდის

სამოქალაქო სასაფლაოზე. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით

რ. როსტიაშვილი (7.12. ლაბრა)

1992 წლის 2 – 7 დეკემბრის ბრძოლები (ანუა–რქუ, ათარა–აფხაზური, ათარა–სომხური, კოჩარა, ლაბრა, კუტოლი, ცხენისწყალი).

1992 წლის 1 დეკემბერს, ოჩამჩირის რაიონის სოფლების გასანთავისუფლებლად, ფართომაშტაბიანი ოპერაცია დაიგეგმა (ოპერაციას გ. ყარყარაშვილი ხელმძღვანელობდა).


2 დეკემბერს ჩვენმა ძალებმა ანუა–რქუს სტრატეგიული სიმაღლის უდანაკარგოდ აღება შეძლეს. ერთ–ერთი აფსუა მებრძოლი (ვალერი ზანთარია) თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ ქართველები მოულოდნელად დაგვადგნენ თავზე და ამის გამო იძულებულები გავხდით, რომ სიმაღლე დაგვეტოვებინაო. იგივე ავტორი ორ დაღუპულ მებრძოლს ახსენებს, თუმცა რეალურად მათი დანაკარგი გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო, გამომდინარე იქიდან რომ, ბრძოლაში მათი მეთაური – დაურ ზანთარია დაიღუპა.

3 დეკემბერს ჩვენებმა ათარა–აფხაზურისა და ათარა–სომხურის მიმართულებით შეუტიეს. ათარა–აფხაზურის აღება და იქ მყოფი ტყვეების (მშვიდობიანი მაცხოვრებლები) განთავისუფლება რამდენი საათში მოხერხდა, თუმცა დაბინდებამდე ჩვენმა ძალებმა უკან დახევის ბრძანება მიიღეს და სოფელი ისევ აფხაზების ხელში გადავიდა. არადა უმძაფრესი ბრძოლების შედეგად სოფელში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა (ჯემალ ქებურია, ინდერ სუბელიანი, ავთანდილ ლემონჯავა, გენადი თოდუა და თენგიზ ნემსიწვერიძე). ნუგზარ ქებურიას კარგად აქვს აღწერილი აქ განვითარებული მოვლენები (ჭიდილი მხეცებთან). მას გარდაცვლილი მეომრების ფოტოებიც აქვს გამოქვეყნებული (მათ შორის არიან ოდნავ მოგვიანებით, კოდორის ხიდთან დაღუპული მებრძოლებიც). აფხაზური ვერსიის თანახმად კი ქართველებს მხოლოდ „რამდენიმე“ ადგილობრივი აფსუა უწევდა წინაარმდეგობას. უკან დახევის დროს ეს „რამდენიმე“ კაცი, ქართველებს სწრაფად წინსვლის საშვალებას არ აძლევდა და მარტო ერთ სამკილომეტრიან მონაკვეთზე, ათეულობით ქართველი მეომარი „დაუხოცავთ“. სინამდვილეში ათარა – აფხაზურსა და სომხურში აფსუებს საკმაოდ მოზრდილი ძალები ჰყავდათ მობილიზებული (მათ შორის გუმისთის ფრონტიდანაც). ათარა – სომხურთან ზაურ კვაშილავა (2018 წლის 29 ნოემბერს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა) და ზაზა ახალაია დაიღუპნენ (შესაძლოა სხვა მსხვერპლიც ყოფილიყო).

4 დეკემბერს აფხაზი პილოტი ოლეგ ჩანბა, სოხუმში მხედრიონის შტაბის თავზე, 370 კგ–იანი ბომბის ჩამოგდებას უშედეგოდ შეეცადა.

მეორე დღეს „საქმეში“ უკვე რუსული ავიაცია ჩაერთო. ორმა სუ –25მა ჩვენი საჯარისო ნაწილები ჯერ სოხუმში დაბომბა, შემდეგ კი მდინარე კოდორთან. დაბომბვის შედეგად კოდორის ხიდთან სამი ქართველი მებრძოლი – რომინო შონია, ვიტალი იოსავა და ჯამბულ ახობაძე დაიღუპა. რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ქართულ პოზიციებზე, ოჩამჩირის რაიონშიც მიიტანესიერიშები. ერთ–ერთ ეპიზოდში, შეცდომით აფხაზური პოზიციებიც დაბომბეს.

5 დეკემბერს ჩვენი ძალები ისევ გააქტიურდნენ და მათი მორიგი სამიზნე ამჯერად სოფელი კოჩარა გახდა. ასმეთაური პაატა თევზაძე:

ცაგერელმა (ადგილობრივი სოფლიდან) დათო კოპალიანმა პირველმა გაარღვია მოწინააღმდეგის რკალი. დათო მედროშედ, უიარაღოდ მიგვიძღოდა წინ. მან კარგად იცოდა, რომ სიკვდილზე მიდიოდა, მაგრამ თავისი საქციელით ქართველ მებრძოლებს გულს უმაგრებდა. ის სოფელში შესვლისთანავე დაცხრილეს.“ ამ შეტევას მედროშის გარდა , სამი ხაშურელი მებრძოლიც ემსხვერპლა. იერიშის განვითარება ვეღარ მოხერხდა და უკან დავიხიეთ. კოჩარა ისევ აფხაზებს დარჩათ.

იმ დღეს დაიღუპა საჩხერის ბატალიონის მებრძოლი, ხარაგაულელი პაატა თაბაგარიც.

6 დეკემბერს ცხენისწყალს, კოჩარას მეზობელ სოფელს, ჩვენებმა ახალი ძალებით შეუტიეს. თავდაპირველად მოწინააღმდეგის რაოდენობა 50 კაცს არ აღემატებოდა (შარატინი, ჭლოუს შენაერთი და ოთარ ბარგანჯიას ჯგუფი), მაგრამ მალევე მათ გვადას და ჯგერდას ნაწილები შეუერთდნენ და მძაფრი ბრძოლები მეორე დღემდე გაგრძელდა. აფსუებმა თავდაპირველი ძალებიდან შვიდი კაცი დაკარგეს. დაღუპულთა შორის იყო მათი მეთაურიც – მუშნი ხვარცკია. ის აფსუების ერთ–ერთი საუკეთესო საველე მეთაური იყო (ბევრი აფხაზი მას ომის მთავარ გმირად მიიჩნევს.) სხვა დანაკარგები უცნობია. ჩვენი მხრიდან დივიზია „თბილისმა“ ცხრა კაცი დაკარგა (სხვა დანაკარგები???). დაღუპულთა შორის იყო – ვლადიმერ კალატოზიშვილი. მისი ვაჟის მონაგონარი:

მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც ერთი კარიდან მამაჩემი შემოასვენეს საკაცეთი, ხოლო ჭიშკრის მეორე კარიდან დედაჩემი ბრუნდებოდა სამშობიაროდან. იმ დღეს ჩემს უფროს დას – შვილი შეეძინა!

7 დეკემბერს ჩვენი ძალების მიერ ტამიშიდან – კუტოლის და ლაბრას მიმართულებით წამოწყებული ოპერაცია აქტიურ ფაზაში შევიდა. მხედრიონელებმა ლაბრა მთლიანად დაიკავეს, მაგრამ მის შესანარჩუნებლად ძალები აღარ ეყოთ და იძულებულები გახდნენ, რომ უკან დაეხიათ. მტერმა სოფელი კუტოლიც შეინარჩუნა. კუტოლი–ლაბრას მონაკვეთზე ჩვენმა დანაკარგმა ექვსი კაცი შეადგინა (ცხრა კაცმა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა მიიღო).

იმავე დღეებში ჩვენი ავიაცია ქალაქ ტყვარჩელს უტევდა. აფხაზური წყაროების თანახმად, დაბომბვების შედეგად დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მაცხოვრებლებიც იყვნენ. 6 დეკემბერს ტყვარჩელის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა რუსულმა ვერთფრენმა, რომელსაც დაქირავებული მებრძოლები გადაჰყავდა (აფსუები ცხადია, რომ უარყოფენ ამ ინფორმაციას).

ჩვენი ძალები სოხუმის რაიონშიც აქტიურობდნენ. 7 დეკემბერს ზემო ეშერის აფხაზური პოზიციების დაბომბვისას, პირველად იქნა გაოყენებული სისტემა – „ურაგანი“.

P.S. 2 – 7 დეკემბრის ბრძოლებისას, ოჩამჩირის რაიონში 30–ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა (ასევე დავკარგეთ ორი ტანკი და ერთი ბმპ–ე). დანაკარგები გვქონდა სოხუმის რაიონშიც.

წარმატებით დასრულდა ანუა–რქუს სიმაღლის და სამოქალაქო ტყვეების განთავისუფლების ოპერაცია. არაკოორდინირებული ქმედებების გამო, ორი აღებული სოფლის (ლაბრა, ათარა–აფხაზური) დატოვება მოგვიწია. ვერ შევძელით ნოემბრის ბოლოს დაკარგული სოფლების (ქეთევანა – კოჩარა – ცხენისწყალი) დაბრუნებაც. საერთო ჯამში ოპერაცია წარმატებული იყო თუ წარუმატებელი, ეს სამხედრო ექსპერტების დავის საგანია. მთავარი თითოეული დაღუპული სამხედროს ვინაობის დადგენა და მათი ხსოვნისადმი სათანადო პატივის მიგებაა.

სურათზე გამოსახული მებრძოლები, დაღუპულთა მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ (ამ მომენტისთვის ათამდე დაღუპულის ფოტო მომეპოვება). იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს მომავალში, თითოეული დაღუპულის ვინაობის დადგენას შევძლებ.


რ. როსტიაშვილი (7.12. ლაბრა), თ, ნემსიწვერიძე (3.12. ათარა–აფხაზური)


ზ. ახალაია (3.12. ათარა–სომხური), ვ. კალატოზიშვილი (7.12. ცხენისწყალი)

წყარო ლაშა სირანაშვილი

გლდანში მე-6-ე მკრორაიონის მე-6-ე კორპუსთან მდებარეობს წყარო მემორიალი, რომელიც გააკეთა აფხაზეთში გარდაცვლილი მებრძოლის რამაზის მამამ. ავთანდილ როსტიაშვილმა. შვილის სკვდილის შემდეგ გლდანის საძმოს მეთაურს თორკიკე ქურდაძეს მიმართა თხოვნით თვითონაც ჩართულიყო საბრძოლო მოქმედებებში. 

ითანამშრომლა ძმამ თამაზ ქურდაძემ (ფოტოზე მარჯვნივ), შუაში უმცროსი ძმა კახაბერ ქურდაძე, ძმის შვილი კახაბერის მხრიდან, თორნიკე ქურდაძე



 ჰამლეტ აბაიშვილი 1964-05/11/92წწ გარდ. სოფ. მოქვი აფხაზეთი მხედრიონი, გლდანის საძმო დაბ. თბილისი

რამაზ როსტიაშვილი  1969-07/12/92წ გარდ. ლაბრა აფხაზეთი მხედრიონი, გლდანის საძმო დაბ. თბილისი

კახაბერ კინწურაშვილი 1966-09/07/93წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი მხედრიონი, გლდანის საძმო დაბ. თბილისი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.03.2021
ბოლო რედაქტირება 30.12.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0