სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ალექსანდრე ალადაშვილი 1876-1950წწ გარდ. 74 წლის, აკადემიკოსი, მედიცინა. ქართული თერაპიული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სოფ. არბოშიკი, დედოფლისწყარო.

1876-1950 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ალადაშვილი სია

დედოფლისწყარო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

90       ბეჭდვა

ალექსანდრე ალადაშვილი 1876-1950წწ გარდ. 74 წლის, აკადემიკოსი, მედიცინა. ქართული თერაპიული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სოფ. არბოშიკი, დედოფლისწყარო.

ალექსანდრე სტეფანეს ძე ალადაშვილი (დ. 30 ივნისი [ ძვ. სტ. 17 ივნისი] , 1876, სოფ. არბოშიკი, ახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ― გ. 29 ივნისი, 1950, თბილისი) — ქართველი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1911), პროფესორი (1919), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკედემიკოსი (1946), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941). ქართული თერაპიული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.



ბიოგრაფია

1904 წელს დაამთავრა იურიევის (ტარტუ) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1911 ხარკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ბორჯომის მინერალური წყლის ფიზიოლოგიური მოქმედების საკითხისათვის“. 1919 აირჩიეს სიმფეროპოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის გამდეგ, 1919-1921 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ)სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრის გამგედ, 1921-1924 იყო სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, 1921-1950 საფაკულტეტო ტერაპიის კათედრის გამგე (ჯერ თსუ-ში, შემდეგ - სამედიცინო ინსტიტუტში). მრავალი წლის მანძილზე იყო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი და საქართველოს სსრ ჯანდაცვის სმინისტროს სამედიცინო სამჭოს თავმჯდომარე (1937-1950).


ალადაშვილი იყო საქართველოს თერაპევტთა საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე (1940-1950). აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში კურორტოლოგიის, ტუბერკულოზისა და პროფესიული დაავადებათა ინსტიტუტების და სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს დაარსებაში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის II საავადმყოფოს, რომელსაც შემდგომ მისი სახელი მიეკუთვნა. ალადაშვილის მეცნიერული ნაშრომები უმთავრესად ეხება საქართველოს საკურორტო რესურსებისა და ადგილობრივი ნედლეულისაგან დამზადებული პრეპარატების სამკურნალო მიზნით გამოყენების საკითხებს. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.



თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა

ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 85.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 259-260.

ვ. გერსამია. ალექსანდრე სტეფანეს ძე ალადაშვილი, თბილისი, 1955.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.03.2021
ბოლო რედაქტირება 11.03.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 23.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


ალადაშვილი სარდიონ ნიკოლოზის ძე 1875-194?წწ მართლ. მღვდელი დაბ. ზემო ხოდაშენი, ახმეტა

2 0

ამბროსი (ალექსანდრე) გიორგის ძე ალადაშვილი 1873-1955წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ჯუგაანი (სიღნაღი)

2 0

მიტროპოლიტი გიორგი ( დავით ალადაშვილი) 1850-1925წწ იმერეთის მიტროპოლიტი დაბ. სოფ. არბოშიკი დედოფლისწყარო

2 0

ალადაშვილი - გვარის 14 ღვთისმსახური

1 0

ალადაშვილი ილია სტეფანეს ძე, მოღვ. 1892- 1924წ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ.სოფ. მირზაანის წმ. თომა მოციქულის ეკლესია

2 0

მერაბ ალადაშვილი 1977-2022წ გარდ. ბახმუტი უკრაინა დაბ. რუსთავი ცხოვრ. ოდესა

2 0