სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მიტროპოლიტი გიორგი ( დავით ალადაშვილი) 1850-1925წწ იმერეთის მიტროპოლიტი დაბ. სოფ. არბოშიკი დედოფლისწყარო მიტროპოლიტი გიორგი ( დავით ალადაშვილი) 1850-1925წწ იმერეთის მიტროპოლიტი დაბ. სოფ. არბოშიკი დედოფლისწყარო

1850-1925 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი ალადაშვილი სია

დედოფლისწყარო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

458       ბეჭდვა

მიტროპოლიტი გიორგი ( დავით ალადაშვილი) 1850-1925წწ იმერეთის მიტროპოლიტი დაბ. სოფ. არბოშიკი დედოფლისწყარო

მიტროპოლიტი გიორგი ( დავით ალადაშვილი)  დაბადების თარიღი: 8 დეკემბერი, 1850

გარდაცვ. თარიღი: 6 თებერვალი, 1925  (74 წლის ასაკში)

დაკრძალვის ადგილი: სოფელ არბოშიკის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის ეზო


დავით ალადაშვილი დაიბადა 1850 წლის 8 დეკემბერს ქიზიყში, სიღნაღის მაზრის სოფელ არბოშიკში მღვდლის ოჯახში. აღსანიშნავია, რომ დავითის პაპა ადამ ალადაშვილიც მღვდელი ყოფილა. 10 წლის დავითი ნუხის სამოქალაქო სკოლაში მიაბარეს, სადაც მან ერთი წელი ისწავლა.


   1865 დავითი თბილისში გადმოიყვანეს და სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, ხოლო 1869 წლიდან სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, რომელიც 1875 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა.    


   1875 წელს დავითი თბილისის სასულიერო სასწავლებელში უმაღლესი განყოფილების მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად დაინიშნა, 1876 წელს კი მართლწერის გაკვეთილების მასწავლებლად გადაიყვანეს და სასწავლებლის ზედამხედველად გაამწესეს. იგი პარალელურად გეოგრაფიასა და არითმეტიკას ასწავლიდა. 1877 წელს სასწავლებლის ეკონომოსად დაინიშნა და ამავე წლის 1 დეკემბერს დატოვა ზედამხედველის თანამდებობა.


    1879 წელს დავითმა სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა, რომელიც 1883 წელს ღვთისმეტყველების მაგისტრის წოდებით დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა. 1884 წელს იგი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა და სასწავლებლის ზედამხედველობაც ჩააბარეს. მალე სასწავლებლის მმართველ კომიტეტში შეიყვანეს და 1 სექტემბრიდან პირველ და მეორე კლასებში მართლწერის გაკვეთილების მასწავლებლად დაადგინეს.


    1885 წელს დავით ალადაშვილი სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ გადაიყვანეს.


     1886 წლიდან დავით ალადაშვილი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრია და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.


     1898 წელს დავითს "სტატსკი სოვეტნიკის" წოდება მიანიჭეს და დროებით სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1899 წელს, სასწავლებელში თოთხმეტწლიან მოღვაწეობასთან დაკავშირებით, წმინდა ანას III ხარისხის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა და სასწავლებლის ზედამხედველად დაამტკიცეს. 


    1899 წლის 25 სექტემბერს დავით ალადაშვილი ბერად აღიკვეცა და სახელად გიორგი ეწოდა. აი რას წერდა ანტონ ნატროშვილი მისი აღკვეცის გამო: "თავგანწირულებამა და მტკიცე რწმენამ უზენაესის მიმართ იძულებულ ჰყო ბერად აღკვეცილიყო პატივცემული დავით ალადაშვილი. იგი აღიკვეცა 25-ს ამა თვისას თბილისის სასულიერო სემინარიის ეკლესიაში და სახელად ეწოდა გიორგი (მამის სახელია). თუმცა იგი ჯერ 50 წლისაა, მაგრამ ღრმად მოხუცებულს მოგაგონებთ. სჩანს, არა ერთი ვარამი მოხვედრია მის გულს, არა ერთი მედგარი დასტეხია მას თავზედ. მთლად თმა გათეთრებული, დამჯდარის, დალაგებულის ხასიათის პატრონი, გამბედავი და მამაცი, გეგონებათ იგი დიდი ხნის დახელოვნებული მონაზონიაო".


    1899 წლის 26 სექტემბერს ბერი გიორგი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო ამავე წლის 1 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი და მალევე არქიმანდრიტის წოდება მიანიჭეს.


    1900 წელს არქიმანდრიტ გიორგის, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით, თეკლათის დედათა მონასტერში ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის მშენებლობის მეთვალყურეობა დაევალა. 1902 წელს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.


    1902 წელს მამა გიორგი წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ამავე წელს ჯერ სინოდალური კანტორის შენობის სარემონტო კომისიის თავჯდომარედ დაადგინეს, ხოლო შემდეგ ღარიბი სასულიერო პირების ოჯახებზე მზრუნველი კომიტეტის თავჯდომარედ აირჩიეს.


    1902 წლის 27 ივნისს არქიმანდრიტი გიორგი სასულიერო ჟურნალ "მწყემსის" ცენზორად, ხოლო 24 აგვისტოს ქართული "მარხვანის" შემსწორებელი კომისიის ჯგუფში კორექტორად დაადგინეს.


    1903 წელს არქიმანდრიტი გიორგი თბილისის სასულიერო სემინარიის ახალი შენობის აგების სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ აირჩიეს და იმავე წელს საქართველოს საეგზარქოსოს სამხარეო სასწავლებლის კომიტეტის წევრად დაინიშნა. 1904 წლის 15 ოქტომბრიდან არქიმანდრიტი საეკლესიო მუზეუმის თავჯდომარედ განამწესეს.


     1905 წელს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს, ხოლო 1905 წელს წმინდა სინოდმა მღვდელმთავრად გამოარჩია. 1905 წლის 25 სექტემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და გურია-სამეგრელოს ეპარქიის მმართველად განამწესეს.


    1908 წელს ეპისკოპოსი გიორგი იმერეთის კათედრაზე გადაიყვანეს. ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მწერალი ზაქარია ჭიჭინაძე მეუფე გიორგის შესახებ წერდა: "ყოვლადსამღვდელო გიორგის მოქმედება და მართვა-გამგეობა არის მშვიდი და წყნარი, საქმის ახმაურება და აფორიაქება ამას არაფრად მიაჩნია, ამიტომაც ყოველთვის თავის სამწყსოში წყნარად და უჩინრად მოქმედებს და ყველას წინაშეც იმას სცდილობს და ემსახურება, რომ ყოველთვის მშვიდობით და სიყვარულით შესრულდეს ყველაფერი. ყოვლადსამღვდელო გიორგის ცდა ყოველთვის იქითკენ არის მიმართული, რომ იმერეთის სამღვდელოებას ემსახუროს კეთილად და უვნებლად. ფრთხილია ყველაფერში, მაგრამ, ვინაიდგან ჩვენს დროში, დაკარგვა რამის ადვილია და პოვნა კი ერთობ ძნელი. ამის მაგალითები ბევრი გვაქვს ჩვენს ცხოვრებაში, იტყვის ხოლმე ყოვლადსამღვდელო: მთელი საუკუნის განმავლობაში ქართველი ერი სულ დაკარგვის გზაზედ იდგა და შეძენით კი ვერას იძენდა. შეიძლება ზოგიერთებისათვის ყოვლადსამღვდელოს ასეთი სიწყნარე და სიფრთხილე არ არის მოსაწონი, ვინ იცის, ესეც შეიძლება, მაგრამ რა გაეწყობა, ეს გარემოება არ არის დასაწუნი"


    1908 წელს ეპისკოპოსი გიორგი წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1912 წელს, უძველესი ტრადიციის თანახმად, გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და წმინდა ანას I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, ხოლო 1915 წელს წმინდა ვლადიმერის II ხარისხის ორდენი მიიღო. 


    1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტილით) ეპისკოპოსი გიორგი მონაწილეობდა სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარებულ წირვაში, რომლის დროსაც აღდგა ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. საყურადღებოა, რომ ავტოკეფალიის აღდგენის აქტზე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს არქივშია დაცული, პირველი ხელმოწერა სწორედ იმერეთის ეპისკოპოსს ეკუთვნის. საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა ბოლომდე მაინც არ ენდობოდა ეპისკოპოს გიორგის, რადგან ის შედარებით ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა რუსების მიმართ, ამიტომ 1917 წლის 8-17 სექტემბრის საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის პირველ კრებაზე იგი იმერეთის ეპარქიის მმართველობიდან გადააყენეს და დროებით ეპარქიის გარეშე დატოვეს.


    1918-1919 წლებში ეპისკოპოსი წილკნის ეპარქიის მმართველად, ხოლო 1920 წელს ჭყონდიდისა და ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად  გადაიყვანეს და მიტროპოლიტის წოდება მიანიჭეს.


    1921 წლის 20 სექტემბერს, თავისი თხოვნის საფუძველზე, მეუფე გიორგი გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან და პენსიაზე გავიდა. 1922 წელს მიტროპოლიტი ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და იმავე წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის სკუფიაზე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.


    1924 წელს კომუნისტებმა ხირსის მონასტერი დაარბიეს და მხცოვანი მიტროპოლიტი იძულებული გახდა მშობლიურ სოფელ არბოშიკს შეჰკედლებოდა.


     მიტროპოლიტი გიორგი განსაკუთრებული ორგანიზებულობითა და დახვეწილი, მტკიცე მმართველობით გამოირჩიეოდა როგორც საეკლესიო, ისე პოლიტიკურ საკითხებში. მისი თანამედროვენი მას "ბისმარკადაც" მოიხსენიებდნენ.


    მიტროპოლიტი გიორგი გარდაიცვალა 1925 წლის 6 თებერვალს და  8 თებერვალს სოფელ არბოშიკის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების საპატიო წევრი (1920-)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1886-1899)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მუდმივი წევრი (1913-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1915 - წმინდა ვლადიმერის II ხარისხის ორდენი

1912 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი

1908 - წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენი

1905 - წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი

1902 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი

1899 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია

XYIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა : მომზადებულია საქართველოს საპატრიარქოს პრეს–ცენტრში // ლუარსაბ ტოგონიძე, გიორგი მაჩურიშვილი. - თბილისი, "ალილო", 2012


მიტროპოლიტი გიორგი (ალადაშვილი) 1850-1925წწ


მიტროპოლიტი გიორგი, ერისკაცობაში – დავით გიორგის ძე ალადაშვილი, 1850 წლის 8 დეკემბერს 
ქიზიყში, სიღნაღის მაზრის სოფელ არბოშიკში, მღვდელ გიორგისა და ელისაბედ გეგენას ასულ ბოსიტაშვილის ოჯახში დაიბადა. 
აღსანიშნავია, რომ დავითის პაპაც, ადამ ალადაშვილიც, მღვდელი ყოფილა. 
10 წლის გიორგი ერთმა ნათესავმა ქიზიყიდან ნუხაში წაიყვანა და იქაურ სამოქალაქო სკოლაში 
მიაბარა. ნუხაში გიორგი ერთი წელი სწავლობდა. 1865 წელს იგი თბილისში გადმოიყვანეს და სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა. 
1869 წელს კი სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1875 წელს პირველი ხარისხის დიპლომით 
დაასრულა. ამავე წლის I სექტეებერს თბილისის სასულიერო სასწავლებელში უმაღლესი განყოფილების მოსამზადებელი 
კლასების მასწავლებლად დანიშნეს. 
1876 წლის 9 იანვარს მართლწერის გაკვეთილების მასწავლებლად გადაიყვანეს. 
1876 წლის 2 მარტიდან სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველია. 
1877 წლის I სექტემბრიდან გეოგრაფიასა და არითმეტიკას ასწავლის. 
1877 წლის 15 ნოემბერს სასწავლებლის ეკონომოსად დაინიშნა და ამავე წლის 1 დეკემბერს დატოვა ზედამხედველის თანამდებობა.
1879 წელს კიევის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა, რომელიც 1883 წელს ღვთისმეტყველების მაგისტრის წოდებით დაამთავრა.
გვ61

სამშობლოში დაბრუნებული გიორგი 1884 წლის 8 მარტს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში·· ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა. 
22 მარტს სასწავლებლის ზედამხედველობა ჩააბარეს. 11 მაისს სასწავლებლის მმართველ კომიტეტში შეიყვანეს. 
1 სექტემბერს პირველ და მეორე კლასებში მართლწერის გაკვეთილების მასწავლებლად დაადგინეს. 
1835 წლის 5 სექტემბერს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ გადაიყვანეს. 
1898 წლის 22 აპრილს ,, სტატსკი სოვეტნიკის“ წოდება მიანიჭეს. 
1898 წლის 5 ივლისს დროებით სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 
1899 წლის 3 თებერვალს, სასწავლებელში 14-წლიანი მოღვაწეობის გამო, წშინდა ანას III ხარისხის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა. 
1899 წლის 25 ივნისს სასწავლებლის ზედამხედველად ინიშნება. 1899 წლის 25 სექტემბერს ბერად 
აღიკვეცა და სახელად გიორგი ეწოდა. აი, რას წერდა ა. ნატროშვილი მისი აღკვეცის გამო: 
„თავგანწირულებამა და მტკიცე რწმენამ უზენაესის მიმართ იძულებულ ჰყო ბერად აღკვეცილიყო პატივცემული დავით ალადაშვილი. 
იგი აღიკვეცა 25-ს ამა თვისას თბილისის სასულიერო სემინარიის ეკლესიაში და სახელად ეწოდა გიორგი (მამის სახელია). თუმცა იგი ჯერ 50 წლისაა, 
მაგრამ ღრმად მოხუცებულს მოგაგონებთ· სჩანს, არა ერთი ვარამი მოხვედრია მის გულს, არა ერთი მედგარი დასტეხია მას თავზედ. მთლად 
გვ62
თმა გათეთრებული, დამჯდარის, დალაგებულის ხასიათის პატრონი, გამბედავი და მამაცი, გეგონებათ იგი დიდი ხნის დახელოვნებული მონაზონიაო“. 
1899 წლის 26 სექტემბერს ბერი გიორგი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო ამავე წლის 1 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი. 
3 ოქტომბერს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1900 წლის 20 იანვარს, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით,
თეკლათის დედათა მონასტერში ქალთა სამრევლო–საეკლესიო სკოლის მშენებლობის მეთვალყურეობა დაევალა. 
1902 წლის 12-26 მარტის წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველ ხე, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის 
სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 
1902 წლის 6 მაისს წმინღა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ამავე წლის 7 ივნისს ჯერ სინოდალური კანტორის შენობის  სარემონტო კოძისიის თავჯდომარედ დაადგინეს, 
შემდეგ 19 ივნისს, ღარიბი სასულიერო პირების ოჯახებზე მზრუნველი კომიტეტის თავჯდომარედ აირჩიეს.  
27 ივნისს სასულიერო ჟურნალ „მწყემსის“ ცენზორად, ხოლო 24 აგვისტოს ქართული „,მარხვანის” 
შემსწორებელი კომისიის ჯგუფში კორექტორად დანიშნეს. 
1903 წლის 4 მარტს თბილისის სასულიერო  სემინარიის ახალი შენობის აგების სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ აირჩიეს. 
ამავე წლის 8 ნოემბერს საქართველოს საეგზარქოსოს სამხარეო სასწავლებლის კომიტეტის წევრად დაინიშნა.
1904 წლის 15 ოქტომბერს საეკლესიო

გვ63 
მუზეუმის თავჯდომარედ განამწესეს. 1905 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. 29 აგვისტოს კი
წმინდა სინოდმა მღვდელმთავრად გამოარჩია. 1905 წლის 25 სექტევბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს 
ხელი და გურია-სამეგრელოს ეპარქიის მმართველად დაადგინეს. 
1908 წლის 1 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.  
ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მწერალი ზაქარია ჭიჭინაძე მეუფე გიორგის შესახებ წერდა: „ყოვლადსამღვდელო გიორგის მოქმედება და მართვა-გამგეობა 
არის მშვიდი და წყნარი, საქმის ახმაურება და აფორიაქება ამას არაფრად მიაჩნია, ამიტომაც ყოველთვის თავის სამწყსოში წყნარად და უჩინრად 
მოქმედებს და ყველას წინაშეც იმას სცდილობს და ემსახურება, რომ ყოველთვის მშვიდობით და სიყვარულით შესრულდეს 
ყველაფერი. 
ყოვლადსამღვდელო გიორგის ცდა ყოველთვის იქითკენ არის მიმართული, რომ იმერეთის სამღვდელოებას ემსახუროს კეთილად და უვნებლად. 
ფრთხილია ყველაფერში, მაგრამ, ვინაიდან ჩვენს დროში, დაკარგვა რამის ადვილია და პოვნა კი 
ერთობ ძნელი. ამის მაგალითები ბევრი გვაქვს ჩვენს ცხოვრებაში, იტყვის ხოლმე ყოვლადსამღვდელო: მთელი საუკუნის 
განმავლობაში ქართველი ერი სულ დაკარგვის გზაზედ იდგა და შეძენით კი ვერას იძენდა. შეიძლება ზოგიერთებისათვის 
ყოვლადსამღვდელოს ასეთი სიწყნარე და სიფრთხილე არ არის მოსაწონი, ვინ იცის, ესეც შეიძლება, მაგრამ რა გაეწყობა, ეს 
გარემოება არ არის დასაწუნი“. 
1908 წლის 6 მაისს ეპისკოპოსი გიორგი წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 
1912 წლის 11 აპრილს, უძველესი ტრადიციის თანახმად, გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინაშძღვრად 
დაინიშნა. ამავე წლის 6 მაისს წმინდა ანას I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 
1915 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის II ხარისხის ორდენი მიიღო. 1917 წლის 12 მარტს მონაწილეობდა 
გვ64

სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარებულ წირვაში, რომლის დროსაც აღდგა ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი 
ეკლესიის ავტოკეფალია (საყურადღებოა, რომ ავტოკეფალიის აღდგენის აქტს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს არქივშია დაცული, 
ხელს პირველი იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი აწერს). საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა ბოლომდე მაინც არ ენდობოდა ეპისკოპოს გიორგის, რადგან
ის შედარებით ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა რუსების მიმართ, ამიტომ 1917 წლის 8-17 სექტემბრის საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის პირველ კრებაზე იგი გადააყენეს იმერეთის 
ეპარქიის მმართველობიდან და დროებით ეპარქიის გარეშე დატოვეს· 1918 წლის 1 აგვისტოდან 1919 წლის 13 
თებერვლამდე წილკნის ეპარქიის მმართველია· 
1920 წლის ივლისში ჭყონდიდისა და ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს და მიტროპოლიტის წოდება მიანიჭეს. 
1921 წლის 20 სექტემბერს, თავისი თხოვნის საფუძველზე, მეუფე გიორგი 
გათავისუფლეს ეპარქიის მმართველობიდან და პენსიაზე გავიდა. 
1922 წლის 17 ოქტომბერს ეპისკოპოსი გიორგი ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტრის წინამძლვრად 
დაინიშნა. 
1922 წლის 14 ნოემბერს საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის სკუფიაზე ჯვრის ტარების უფლებით დააიჯილდოვა. 
1924 წელს კომუნისტებმა დაარბიეს ხირსის მონასტერი და 
მცხოვანი მიტროპოლიტი იძულებული გახდა. მშობლიურ სოფელ
გვ65
არბოშიკს შეჰკედლებოდა. მიტროპოლიტი გიორგი 1925 წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა. იგი 8 თებერვალს სოფელ არბოშიკის  
წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს. 
ძველ მოღვაწეთა გადმოცემით, მიტროპოლიტი გიორგი განსაკუთრებული ორგანიზებულებითა და დახვეწილი, მტკიცე მმართველობით გამოირჩიეოდა როგორც საეკლესიო, 
ისე პოლიტიკურ საკითხებში, თანამედროვენი მას მოფერებით „ბისმარკადაც“ მოიხსენიებდნენ.

მიტროპოლიტ გიორგის წარმოთქმული სიტყვა ქუთაისის საკათედრო ტაძარში, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე:
„დღეს საქართველოს ძველ დედაქალაქ თბილისში, იქ, სადაც დიდმა თამარმა იგვირგვინა, დიდუბეში, სამშობლო მიწას აბარებენ 
დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ცხედარს. ბედკრულმა ერმა კიდევ დაკარგა ერთი უკეთესი თავისი შვილთაგანი. 
დავით სარაჯიშვილი იყო ღვთისაგან ყოველის მხრივ უხვად დაჯილდოებული, თვისი გარეგნული შეხედულობით. იგი იყო 
მშვენიერი ტიპი ძველ ახოვან ქართველთა. მისი პირისახის გამომეტყველობა, დინჯი, წყნარი და გულახდილი მისი მუსაიფი 
და მსჯელობა, იზიდავდნენ მისკენ მსმენელს და უღვიძებდნენ 
მისდამი თანაგრძნობას და სიყვარულს. ნეტარხსენებული დავ-
გვ66
ითი იყო ადამიანი, რომლის შესახებ ყოველგვარი პარტიული სიმძულვარე და შური მისდამი სიკეთის სურვილად გარდაიქმნებოდნენ ხოლმე. 
არა ერთხელ გამიგონია: „ტყუილად არ მიუცია ღმერთს სარაჯიშვილისათვის სიმდიდრე და ქონება, ალალია მასზე, როგორც დედის ძუძუ.
ღმერთმა კიდევ მისცეს და მიუმატოსო“· ისინიც კი, ვისაც ყოველთვის ენაზე აკერიათ სიტყვა „ბურჟუა“, ერიდებოდნენ ამ სიტყვის ხმარებას, როდესაც 
ეხებოდნენ დავითის საზოგადო მოღვაწეობას. არ გავაგრძელებ ამ მოღვაწეობაზედ ლაპარაკს. ეს მხარე კეთილშობილი ადამიანის მოქმედებისა მშვენივრად არის დახასიათებული და 
კიდევ იქნება ამ დღეებში ჩვენებურ ჟურნალ-გაზეთებში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი მკვლევარი ჩვენი თანამედროვე საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრებისა უფრო მეტს 
საქებურს და სადიდებელ ფაქტებს აღმოაჩენს ამ პატიოსანი მამულიშვილის ცხოვრებაში. აქამდისინაც, ოცდაათი წლის განშავლობაში, ყველა, ვისაც კი ყურთბალიშზე არ ეძინა და ცოტად 
თუ ბევრად ყურს უგდებდა ჩვენი ქვეყნის დასუსტებული მაჯის ცემას, არ შეეძლო არ შეენიშნა, რომ განსვენებული 
დავითი არ სტოვებდა უყურადღებოდ და შემწეობის აღმოუჩენლად არც ერთ საერო დაწესებულებას, არც ერთ საზოგადოებას და არც ერთ კერძო პირს, რომელთაც კი ჰქონდათ თავიანთი მოქმედების 
მიზნად სამშობლოს სიკეთე და მისი შველა პროგრესიულ წინმსვლელობაში. ამნაირ სამშობლოს პროგრესისათვის განსვენებული ბურჯებს ეძებდა საქართველოს წარსულ კულტურულ ცხოვრებაში. 
ამითი უნდა ავხსნათ, რომ იმ დროს, როდესაც ქვეყნის ნაძირალა შვილები ეკლესია-მონასტრებს სძარცვავენ და ზოგიერთნი, ეგრეთ წოდებული უმწვერვალესი შემარცხენენი, ქადაგებენ, რომ ეკლესია-მონასტრები 
უნდა დაინგრეს, როგორც სიბნელის მქადაგებელთა ტაძარნი, ნეტარხსენებული დავითი აძლევდა უხვ შემწეობას მცხეთის 
საკათოლიკისო ტაძრის შეკეთება-განახლებისათვის, ამავე მიზნით შემწეობის ხელს უწვდის მცხეთისავე სამთავროს წმინდა ნი-
გვ67
ნოს დედათა სავანის დიდებულ სობოროს, რომელშიაც განისვენებენ ნეტარნი – მირიან და ნანა, პირველნი საქართველოს 
ქრისტიანი მეფე და დედოფალი. აქვე მოგაგონებთ, ქრისტეს მოყვარენო მსმენელნო, შარშან ნაკურთხს, თბილისში ძველ 
საფუძველზე ახლად აშენებულს ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძარს, რომლის გეგმაც წარმოადგენს საქართველოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების სიამაყეს. 
ამ დიდებულ საქმეშიაც წილი უძევს დავითს. არ შემიძლია ჩამოვთვალო აქ ყველა ის შემწეობა, რომელიც აღმოუჩინა თავის სიცოცხლეში განსვენებულმა თავის სამშობლო ეკლესიას და საეკლესიო განათლებას.. 
ყველა ამ წმინდა საქმეებში, როგორც სხვა კეთილმოქმედებაში, მშრომელი, მისი ძვირფასი მეუღლე, ეკატერინე ივანეს ასული, 
ეს ღვთისაგან ნაკურთხი დედა-ქართველი. მე იგი არა ერთხელ მინახავს ჩემს ბერობაში, „ღვთაებაში“, წმინდა ანტონის მონასტერში, 
ღვთისმშობლის ხატის წინ ხელაპყრობილი მლოცველი. მარიამობის მარხვაში ისევე იმ დიდებულ მონასტერში, იგი 
მუხლომდრეკილი ისმენდა ხოლმე დაუჯდომელს. მონასტრის მცხოვრებნი, ყველასაგან დავიწყებულნი, ბედნიერად გრძნობდნენ თავიანთს თავს, 
როდესაც დაინახავდნენ თავიანთ სავანეში ქალბატონ ეკატერინეს, რომლის ქველმოქმედებას მონასტრისადმი არა ჰქონდა საზღვარი. 
მონასტერს ახსოვდა ქრისტეს მოყვარე ეკატერინეს მშობლები და მისი პაპა ადამ ფორაქიშვილი. ეს ადამი ხომ კარგად ახსოვთ ძველ თბილისის სემინარიელებს,  
როგორც მათი მფარველი და მზრუნველი. თბილისს კარგად ახსოვს თავისი პატიოსანი შეძლებული და ქველმოქმედი ქართველნი მოქალაქენი – ადამ და მისი შვილი 
ივანე ფორაქიშვილები, ღრმად მორწმუნე ქრისტიანები, მეგობარნი ქართველ მღვდელმთავართა და სამშობლოს კეთილ მოღვაწეთა. აი, ამათი 
ღირსეული ასული არის ეკატერინე, ახლად დამქვრივებული მეუღლე დავით სარაჯიშვილისა. რა თქმა უნდა, ასეთი ცოლი 
ჭეშმარიტ ქრისტიანულ მეუღლეობას გაუწევდა დავითს მის ყველა კეთილ მისწრაფებაში. აგრეც იყო. მეუღლენი იყვნენ ერთ სულ და ერთ ხორც. 
გვ68

დავით ზაქარიას ძეს, როგორც ნიჭიერს და გონება განვითარებულ სამშობლოს მხურვალე მოსიყვარულე შვილს, კარგად ჰქონდა გათვალისწინებული მშობელი 
ერის წარსული, აწმყო და მომავალი. წარსულში იგი ხედავდა და აფასებდა, რომ ერთმა მუჭა ხალხმა გაუძლო ათასგვარ ბედის მუხთლობას, 
შეინარჩუნა თავისი ელფერი, სარწმუნოება, ენა და მიწაწყალი მიტომ, რომ ეს ერი, პირველ ყოვლისა, იყო ჯვაროსანი, რომ 
ჯვარი ქრისტესი უღვიძებდა მას გულში სამშობლოსადმი სიყვარულს. აწმყოს დავითი უყურებდა, როგორც გარდამავალს, როგორც 
ისტორიულ ხანას, როდესაც ნათლად უნდა იყვეს გამორკვეული მომავლის იდეალები. ამ იდეალების მისაღწევ საშუალებათ კი იგი სთვლიდა ახალ თაობათა გონებით განვითარებას 
და ხალხის, მასის, მატერიალურად აღორძინებას. ერის მატერიალურად აღორძინების ერთ უკეთეს საშვალებას დავითი ხედავდა აღებ-მიცემობის და მრეწველობის განვითარებაში. 
აი, თავი და თავი მიზეზი იმისი, რომ ევროპულად განათლებული, ჰეიდელბერგის უნივერსიტეტის ქიმიის დოქტორმა დავით სარაჯიშვილმა მრეწველობა-აღებ-მიცემობას ჩასჭიდა თავისი 
კურთხეული მარჯგვენა. რა შედეგი მოჰყვა ამნაირ მოღვაწეობას – ეს ყველა ჩვენგანისათვის დიდი ხანია სანატრელი შეიქმნა. 
დავითს რომ ყოველ წლობით თავისი გონივრული და წინდახედული მოღვაწეობით მოხვეჭილი სიმდიდრიდან ასი და ორასი 
ათასობით კეთილ საქმეებზე არ ეხარჯნა, სხვა მილიონრებივით ოც და ორმოც მილიონის ქონებას დასტოვებდა, მაგრამ მან 
გვ69
უფრო უკეთეს ბანკში დასტოვა თავისი სიმდიდრე. ეს ბანკი არის მისი მშობელი ხალხი, რომელიც მას თავდავიწყებამდე 
უყვარდა. ქონება მის ხელში იყო საშვალება სამშობლოს აღდგენისა და ძველებურად აყვავებისა, მხოლოდ, რა თქმა უნდა, 
ახლად ისტორიულ პირობებში. აი, როგორი ადამიანი, როგორი მოღვაწე დაკარგა სამშობლომ, აი, ვის ცხედარს დასტირის დღეს მთელი საქართველო. 
პირნათლად შეასრულა განსვენებულმა თავისი მოვალეობა ღვთისა და მამულის წინაშე. ჩვენც შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა მიცვალებულისადმი. 
შევევედრნეთ ქრისტესა ღმერთსა, რათა სული ახლად გარდაცვალებულისა მონისა ღვთისა დავითისა დაამკვიდროს, სადაცა საქართველოს აღურაცხელნი წმიდანი და სამშობლოსათვის თავდადებულნი განისვენებენ!“ 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.09.2022
ბოლო რედაქტირება 05.02.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0