სულ ვიზიტორი : 52186515
განთავსებული სტატია : 7926

მთავარი იუბილარი/ ხსენება

საინტერესო ამბები,ომების ისტორიები, ღონისძიებები
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1992-1993 თეთრი არწივის საარტილერიო დივიზიონი წიგნი აფხაზეთი

435       ბეჭდვა

1992-1993 თეთრი არწივის საარტილერიო დივიზიონი წიგნი აფხაზეთი

წიგნი ეძღვნება თეთრი არწივის საარტილერიო დივიზიონის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას

წიგნის პდფ ვერსია http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/325317/5/Tetri_Arwivis_Saartilerio_Divizioni_1992-1993.pdf?fbclid=IwAR0WG7J7JdWkHMLzyJrE0751ornfF6Zuoy6fd1L65NoQayohHWgeLDworKo

„თეთრი არწივის საარტილერიო დივიზიონი“.
დიმიტრი ლაბაძე, ბიძინა ზათიაშვილი, კახა მახარაძე, ალიკ
გრიგორიანი, ბესო ქათამაძე, ელგუჯა კოპალიანი, დავით
ზანგალაძე, გიორგი ლობჟანიძე, დიმიტრი ბუხსიანიძე, რამინ
მელაძე, ზაზა ბენიძე, კახა მაღრაძე, შალვა გურგენიძე, იაგო
მელაშვილი, ზაზა დავლაძე, ზურაბ მახარაძე, ავთანდილ
ხუბულური, კობა ამელიჩკინი, აჩიკო ნავდარაშვილი, ნიკა
ხარაძე, გურამ გუგეშაშვილი, თემურ სირაძე, თამაზი ხუხუნი,
კახა ჟორჟოლაძე, ლაშა ჭეიშვილი, დავით ვაზაგაშვილი, ვეფხვია
მელიშიანი, გერასიმე (კობა) ლომიძე, ზაზა ხვედელიძე, თემურ
მაისურაძე, დარისპან გოლეთიანი, გია ტივიშვილი, გია
ივანაური, ბადრი გუნიავა, ალეკო ტაველიძე, დათო
ჯავახიშვილი, ავთო ნადარეიშვილი, ვასიკო ჯანჯღავა, მერაბ
თიბილოვი, მერაბ დურგლიშვილი, ვახო კურტანიძე, ვასიკო
ბერძენიშვილი, ნიკო მაღრაძე, მალხაზ თაყნიაშვილი.
2019 წელი

მონათხრობი ეფუძნება დივიზიონის ცხოვრებიდან ამოღებულ რეალურ ფაქტებს

წინასიტყვაობა

1992 წლის გვიანი შემოდგომა იდგა, როდესაც ქართველების

მხრიდან მშვიდობის დამყარების სურვილის საპასუხოდ რუსი

სამხედროების, ათასი რჯულის გადამთიელისა და აფხაზების მიერ

გაგრა-ლესელიძეში ქართველების მიმართ ჩადენილი მუხანათური

ღალატითა და სისასტიკით აღშფოთებული, შეურაცხყოფილი,

ათასობით ახალგაზრდა თბილისის ზღვასთან მდებარე „თეთრი

არწივის“ ბაზას მოადგა და მოხალისეებად ომში წასვლას ითხოვდა,

რათა სამშობლოსათვის ბრძოლით, თუნდაც მცირედით, მოეწმინდა

სირცხვილის ლაქა. მოსულთაგან ჩემი განსაკუთრებული ყურადღება

ფიზიკის ინსტიტუტის რამდენიმე ასპირანტმა და ამავე დარგის

სტუდენტმა საარტილერიო საქმის ღრმა ცოდნით მიიპყრეს.

მცირე ხანში თბილისის ზღვაზე კიდევ ერთი, ფასანაურელი,

ლენინგრადის საარტილერიო სასწავლებლის ახლად

კურსდამთავრებული ლეიტენანტი ავთო წიკლაურიც მოვიდა.

ყოველივე ეს საშუალებას მაძლევდა, ბრიგადაში საარტილერიო

დივიზიონი ჩამომეყალიბებინა.

სულ ოცდახუთამდე შეიკრიბა. უმრავლესობა პირმშვენიერი და

მხიარული, კარგად აღზრდილი, კულტურული, განათლებული,

სამხედრო საქმის საუკეთესო მცოდნე და კიდევ სხვა არაერთი

სახელოვნებო უნარით ღვთისგან დაჯილდოებული ახალგაზრდა იყო.

როგორც იტყვიან, მართლაც საუკეთესოები საუკეთესოთა შორის.

მათთან ერთად გატარებული ყოველი დღე პატივი იყო ჩემთვის, მათი

მეთაურისათვის.

სხვადასხვა დროსა და ადგილას, ბრძოლასა და ბრძოლას შორის მათ

მიერ შესრულებული მრავალჟამიერი სამრეკლოს ზარივით სჭექდა

ხოლმე და ჟრუანტელს გვგვრიდა ყველა ჩვენგანს.

1993 წლის 1 ივნისამდე, ავბედით დღემდე, სანამ მათ

კეთილშობილებასა და სიმამაცეზე გავარდნილმა ხმამ გაუმაძღარი

სიკვდილის ყურამდე არ მიაღწია ... სამწუხაროდ, სიკვდილიც არჩევს

თავისთვის საუკეთესოს. იმ დღეს ერთსა და იმავე ბრძოლაში ათი

მათგანი დაიღუპა, კიდევ შვიდი - მათ გამოსაყვანად შესული.


მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო, არტილერისტების სიმღერის

ხმა აღარ მსმენია, სანამ ანსამბლ „შვიდკაცას“ რიგებში ერთ-ერთ

მათგანს, ბიძინა ზათიაშვილს, ზედმეტსახელად ბიძოს, არ შევხვდი და

გადარჩენილებთან რესტორან „ქართულ სახლში“ შეხვედრა არ

გადავწყვიტეთ.

იმ დღეს სუფრასთან კვლავ იმღერეს: ბიძინა ზათიაშვილმა, დიმა

ლაბაძემ, იაგო მელაშვილმა, დიმიტრი ბუხსიანიძემ, კახა მახარაძემ, კახა

მაღრაძემ, გია ლობჟანიძემ, ზაზა ბენიძემ, რამინ მელაძემ, ავთანდილ

ხუბულურმა და კიდევ მრავალჯერ იმღერებენ მტრის ჯინაზე, თუმცა

ღვთისგან მიმადლებულ სხვა უამრავ ნიჭთან ერთად ბიჭებს მწერლური

ნიჭიც თუ აღმოაჩნდებოდათ, მანამდე ვერ წარმოვიდგენდი, სანამ

აფხაზეთის განვლილ ომზე დაღუპული თანამებრძოლების

უკვდავსაყოფად მათ მიერ შესანიშნავად დაწერილ მოგონებებს

ცრემლმორეული არ წავიკითხავდი.

ყოჩაღ, ბიჭებო! ვიცი, რომ თქვენი მონათხრობი ბევრს გაუჩენს

გულში სევდას და თვალზეც მოჰგვრის ცრემლს. თუმცა ესეც საჭიროა,

ქვეყანა უნდა იცნობდეს თავის გმირებს, სამაგიეროდ ამ ნაშრომის

წიგნად გამოცემით ისინი კიდევ მრავალ ასეულ, ათასეულ წელს

მუდმივად იცოცხლებენ და ქართველები მათით იამაყებენ.

ყოჩაღ, ბიჭებო! და მადლობას გიხდით ყველაფრისათვის,

პირველად ამდენი წლის შემდეგ, მადლობა თქვენ, ყველას.

ნახვამდის, ქართულ სუფრაზე სიმღერით შეხვედრამდე თქვენი და

ყველა ჩვენი დაღუპული მეგობრის შესანდობარის შესასმელად.

გიორგი ყარყარაშვილი.

1992 წლის ოქტომბრის თვეში უნივერსიტეტის ქართული

ხალხური სიმღერის გუნდის წევრებმა, რომელთა უმრავლესობა

ფიზიკოსები ვიყავით, თხოვნით მივმართეთ ბატონ გიორგი

ყარყარაშვილს, რომ „თეთრი არწივის“ ბატალიონის შემადგენლობაში გავეწევრიანებინეთ.

ამაზე ბატონმა გიამ, რომელიც ახალი ბრიგადის შექმნის

პროცესში იყო, შემხვედრი წინადადებით მოგვმართა და საარტილერიო დივიზიონის ჩამოყალიბება გვთხოვა, რაზეც დავთანხმდით.

ჩანაფიქრი მართლაც რომ იდეალური იყო. საფუძველი

ეყრებოდა ბრიგადას, რომელშიც გაერთიანებული იქნებოდა

როგორც „თეთრი არწივი“, ასევე სხვა მრავალი საბრძოლო შენაერთი.

ამ ახალ, მძლავრ ძალას დაექვემდებარებოდა სატანკო, საზენიტო ბატალიონები და რა თქმა უნდა, ჩვენი საარტილერიო დივიზიონიც.

ბიჭების ნაწილი საბჭოთა კავშირის სავალდებულო სამხედრო

სამსახურის დროს არტილერიაში იყო ნამსახურები, მაგრამ

იყვნენ ამ საქმეში გამოუცდელნიც, ამიტომ ყველას დაგვჭირდა

ხელახალი გადამზადება. ჩვენმა სპეციალობამ - ფიზიკოსობამ

მოწვეულ ინსტრუქტორებს საქმე გაუადვილათ და ძალზე მოკლე

ვადაში მოვახერხეთ არტილერიის დაუფლება. შევქმენით პატარა,

სულ 25 კაციანი, შენაერთი, რომელსაც ეწოდა „პირველი ბრიგადის ცალკეული საარტილერიო დივიზიონი“. თუმცა არაოფიციალურად ყველა “თეთრი არწივის საარტილერიო დივიზიონს”

გვეძახდა.

თბილისის ზღვა

გადამზადების პერიოდში თეთრი არწივის ბრიგადის

ხელმძღვანელობამ თბილისის ზღვაზე პატარა შენობა (კოტეჯი)

გადმოგვცა - ორი ოთახით და პატარა აივნით. ეტყობოდა, ამ კოტეჯს და მის მიმდებარე ტერიტორიას ძველ დროშიც სამხედრო

დანიშნულება ჰქონდა.

ჩვენი დივიზიონის ახალი სამყოფელი მცირე სარემონტო

სამუშაოებსა და დასუფთავებას მოითხოვდა. უმოკლეს დროში

ჩვენივე ძალებით გავწმინდეთ და შევაკეთეთ შენობა, კედლებზე

ძველი გაზეთები გავაკარით და საკმაოდ სუფთა ოროთახიანი

ბინა გამოგვივიდა. მოვიტანეთ ორსართულიანი რკინის საწოლები, ავაწყვეთ და ვიგრძენით, რომ ძალზე ვიწრო გარემოში

მოგვიწევდა ცხოვრება. თუმცა სხვა რა გზა იყო, კომფორტული

ცხოვრების სადავეებისთვის ნელ-ნელა უნდა შეგვეშვა ხელი, ჩვენ

- 6 -

ხომ ომში მივდიოდით. ისიც ცხადი იყო, რომ ეს სიტუაციაც მალე

სანატრებელი გაგვიხდებოდა.

ახალი ბინა დალოცვას ითხოვდა. შევიძინეთ თევზის

რამდენიმე კონსერვი, მოვხარშეთ კარტოფილი, დავჭერით ხახვი

და, რა თქმა უნდა, პური. დასალოცი სითხე უკვე წინა დღითვე

გვქონდა მომზადებული. ეს იყო ორნახადი სახლის არაყი, პრაქტიკულად სპირტი, რომლის ახლოს სიგარეტის მოწევისაც კი

გვეშინოდა, რადგან დიდი შანსი იყო მისი აფეთქების.

ყოველივე ამან საბჭოთა ჯარში გატარებული დრო მომაგონა.

უცნაური გრძნობა დამეუფლა. საბჭოთა ჯარში კარგი რამის

გახსენება ძნელია, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც ნოსტალგიური

გრძნობა მაინც სასიამოვნო იმპულსს მაძლევდა. ყველა ჯარი ხომ

მაინც რაღაცით ჰგავს ერთმანეთს! ყველა ჯარშია რაღაც

გაჭირვება, რომელიც საძმოსთან ერთად უნდა გადალახო.

მთლად უბრალო საჭმელს ჯარში სულ სხვა გემო აქვს და სულ

უბრალო ყურადღება ერთმანეთის მიმართ ხომ შეუფასებელია?!

ვგრძნობდი, რომ ყველა ეს გრძნობა ხელახლა უნდა განმეცადა იმ

ბიჭებთან ერთად, რომლებიც რამდენიმე წელი ჩემი კურსელები

იყვნენ და საკმაოდ კარგადაც ვიცნობდით ერთმანეთს.

ამ ფიქრებში წასულს შემომძახეს: დაჯე, ბიჭო, თორემ

აორთქლდა არაყიო.

გონს რომ მოვეგე, ბიჭებს „ნარებს“ შორის პატარა ტუმბო

ჩაედგათ, მასზე გაზეთი გადაეფარებინათ და მდიდრული სუფრა

გაეშალათ. სუფრაზე იდო სამი განსხვავებული ზომისა და

ფორმის შუშის ჭიქა, რომლებშიც ჯაჭვმოდებული არაყი

ლივლივებდა. საწოლებზე ჩამომსხდარმა ხალხმა და შუაში

მდგომმა „მაგიდამ“ მატარებლის კუპე გამახსენა, გამეცინა და მეც

შევუერთდი სუფრის წევრებს.რამდენიმე სადღეგრძელო ჩქარი

ტემპით დავლიეთ. უეცრად კარი გაიღო და ნახევრად სამხედრო

ფორმაში გამოწყობილი ბიჭი შემოვიდა. განაცხადა, არტილერისტებს ვეძებ, მათთან გამანაწილესო. ავუხსენით, რომ სწო-

- 7 -

რად იყო მოსული, მაშინვე სუფრაზე მივიწვიეთ, დავლოცეთ

ახალშემოსწრებული და პირდაპირ ქართული ხალხური სიმღერა

შემოვძახეთ, რადგანაც არაყმა გაჭრა და ჩვენ უკვე კარგ ფორმაში

ვიყავით. უეცრად შემოსწრებული სიმღერაში ისე აგვყვა, რომ

გეგონებოდა, დიდი ხნის რეპეტიციები გვქონდა ერთად

გავლილი. სიმღერას რომ მოვრჩით, ჩვენი დივიზიონის ახალი

წევრი იღიმებოდა, ემოციებს ვერ მალავდა და გვითხრა: ბიჭებო,

გზაში სულ იმაზე ვფიქრობდი, რა ხალხში მოვხვდებოდი. ახლა

უკვე ვხვდები, ბედი მქონიაო. დავინტერესდით, თვითონ სად

ისწავლა სიმღერა. აღმოჩნდა, რომ მსახიობი იყო. შემდეგში კი

აღმოვაჩინეთ, რომ მას სიმღერის გარდა კიდევ სხვა მრავალი ნიჭი

ჰქონდა ღვთისგან მომადლებული.

ის ღამე სულ სიმღერებში გავატარეთ.

სიმღერის წყალობით მალევე გავიცანით მთელი ბრიგადის

შემადგენლობა. ყველა მოდიოდა ჩვენს გასაცნობად.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩვენთან „ჩასახუტებლად“ მოვიდა,

სატანკო ბატალიონის წევრი იყო. ჩვენც ახალგაზრდები ვიყავით,

მაგრამ ის ჩვენზე უმცროსი აღმოჩნდა. მიუხედავად პატარა

ასაკისა, უკვე მოესწრო აფხაზეთშიც და სამაჩაბლოშიც ომი.

- 8 -

დათვის პატარა ბელთან ერთად გვეახლა. ბელი ხალხს

შეჩვეული იყო და ყურადღებას არ გვაქცევდა. ლიმონათი

მივაწოდეთ. ბელმა ორივე თათით გამოგვართვა ბოთლი, თავს

ზემოთ ასწია და ძალზე სასაცილოდ დაიწო ტკბილი სითხის

მირთმევა. ეტყობოდა, ამას პირველად არ აკეთებდა, მაგრამ მაინც

საინტერესო სანახავი იყო. რომელიღაც ჩვენთაგანს თავში

ბოროტი აზრი მოუვიდა და ბელს ლიმონათის მაგივრად ლუდი

მიაწოდა. ასწია ბელმა ბოთლი, მოსვა და ... ლუდის გემო არ

ესიამოვნა. როგორ მოახერხა ეს, არ ვიცი, მაგრამ ამ პატარა

ფუმფულა არსებამ ხელის მკვეთრი მოძრაობით ბოთლი

პირდაპირ თავში გაარტყა ბოროტ „ბარმენს“. რა თქმა უნდა, ჩვენ

ბელის მხარეს ვიყავით და სიცილი დავაყარეთ.

ტანკისტები ძალზე კარგი ბიჭები გამოდგნენ. ზოგი მათგანი

ნაღმზე რამდენჯერმე იყო აფეთქებული, რაზეც ერთმანეთთან

ანგარიშიც კი ჰქონდათ გახსნილი. ჩვენი ახალგაცნობილი 3-ჯერ

იყო აფეთქებული, მაგრამ თურმე ვიღაც სჯობნიდა, რომელმაც 4-

ჯერ მოახერხა აფეთქების შემდეგ ცოცხლად გადარჩენა და

მიუხედავად ამისა, კიდევ აპირებდა საბრძოლველად წასვლას.

გულში გამიელვა ნაცნობმა ფრაზამ: „ერთხელ დაჭრეს, მეორედ

დაჭრეს, აღარა კმარა?“

ცოტა ხანში მთელი სატანკო გავიცანით თავისი ერთხელ,

ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ აფეთქებული ხალხით. ძალზე

ტიტულოვან ტანკისტებს, რომლებიც ბევრჯერ იყვნენ

აფეთქებულები, «Кащей Бессмертный»-ს (უკვდავი კაშეი,

ზღაპრის გმირი) ვეძახდით. მაშინ რა ვიცოდი, რომ ჩვენც

ვიგემებდით როგორც ყუმბარმტყორცნით, ასევე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქების სიმწარეს.

- 9 -

დივიზიონის დაარსებიდან მეორე დღეს ორი ბიჭი

გამოგვეცხადა. ქართველებს არ ჰგავდნენ. ორივეს სპორტული

აღნაგობა და სამხედრო მანერები ჰქონდა. ერთ-ერთმა აშკარად

გამოკვეთილი სომხური კილოთი, რუსულად მოგვმართა: «Не подскажете где артиллерия». (ვერ

მეტყვით, სად არის არტილერია?)

დავუდასტურეთ სწორად მოსვლა.

უცნობებმა ზურგჩანთები მოიხსნეს, იქვე კუთხეში მიაწყვეს და

იმავე ბიჭმა მოგვმართა: «Ну тогда

ребята, мы к вам. Меня Рудиком

зовут». (ბიჭებო, ჩვენ თქვენთან ვართ

განაწილებულნი, მე რუდიკა მქვია)

ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს.

რუდიკასთან მყოფი მეორე პიროვნება ხმას არ იღებდა. თურმე ცოტა ენა

ებმებოდა და ეტყობა მოერიდა ჩვენი.

თბილისელი სომხები გამოდგნენ.

ქართულად მშვენივრად საუბრობდნენ, მაგრამ ჩვენთან საუბარს მაინც

რუსულად ამჯობინებდნენ. ორივე

საბჭოთა ჯარის დესანტში იყო

ნამსახურები, ეს ფიზიკურ გარეგნობაზეც ეტყობოდათ. ასეთი ხალხის

შემომატებაზე არც ერთი ქვედანაყოფი არ იტყოდა უარს.

იმავე დღეს ჩვენს დივიზიონს კიდევ ორი წევრი: დათო

(ზაური) ახალშენაშვილი და ერმინე (გია) ჭითანავა შემოემატა.

თბილისის ზღვა გეოგრაფიულად ბრწყინვალე საწვრთნელი

ადგილი აღმოჩნდა. მისი მიმდებარე საკმაოდ დიდი ტერიტორია

საშუალებას გვაძლევდა, ტაქტიკური წვრთნები მაღალ დონეზე

ჩაგვეტარებინა.

საწყისი ცოდნა, თუ როგორ უნდა გამოგვეყენებინა ტოპოგრაფიული რუკა არტილერიაში, თბილისის ზღვაზე მივიღეთ.

გარდა ამისა, იგი შესანიშნავი ადგილი იყო ფიზიკური მომზადებისთვის. მისი მთაგორიანი რელიეფი მაქსიმალურად

მიახლოებული გამოდგა ფრონტის რელიეფთან. დავრბოდით ამ

აღმართ-დაღმართებსა და ზღვის ქვიან სანაპირო ზოლზე.

ჩვენი ახლადშეძენილი სომეხი ძმები მოკრივეებიც აღმოჩნდნენ. შეგვპირდნენ, კრივს გასწავლითო. მაგრამ რუდიკამ

დაიწუწუნა: კრივის ტომარა რომ გვქონდეს, კარგი იქნებოდაო.

ამის გაგონებაზე წავედი ბრიგადის საწყობში. საწყობის

უფროსს უბრალო ტომარა ვთხოვე, თან ავუხსენი, რისთვისაც

მინდოდა. უფროსი დაფიქრდა და მითხრა: მაქვს ერთი ტომარა,

თქვენ ნაღდად გამოგადგებათ, მაგრამ სად მიდევს, უნდა

მოვძებნოო. შევიდა საწყობში და დაიწყო ძებნა. ნეტა არ მეთხოვა!

ამ კაცმა დალაგებული საწყობი სამჯერ გადაატრიალა. ყველა

ყუთი გახსნა. უკვე მერიდებოდა, მაგრამ გვიანი იყო. მთელი

საწყობი არია ჩემი გულისთვის და როგორც იქნა მოძებნა. ტომარა

სულ ახალი გამოდგა, თან სქელი ბრეზენტის ნაჭრისგან იყო

შეკერილი. ზომითაც და ფორმითაც იდეალურად წააგავდა

კრივის ინვენტარს, მაგრამ ეტყობოდა, რომ მაინც სამხედრო

დანიშნულების იყო. დავინტერესდი, თუ რაში გამოიყენებოდა

ასეთი ნივთი. საწყობის უფროსმა მითხრა: წესიერად მეც არ ვიცი,

მაგრამ თუ არ ვცდები, ასეთ ტომარაში ტვირთს ყრიან და მერე

პარაშუტით აგდებენო. ხომ ხვდებით, რა კარგი ხარისხის ტომარა

მაჩუქეს.

- 11 -

დახმარებისთვის საწყობის უფროსს დიდი მადლობა

გადავუხადე და გახარებულმა წამოვიღე საჩუქარი. ნახერხი

ვერსად მოვძებნე, ამიტომ ტომარა ქვიშით გავავსე. იმსიმძიმე

გამოვიდა, რომ ოთხმა კაცმა ძლივს დავკიდეთ ძელზე. ბოლომდე

დამაგრებული არც გვქონდა, რომ რუდიკა გამოჩნდა. გახარებულმა მოირბინა. წელს ზევით გაიძრო სამოსი და ჩვენთვის

კრივის კლასი რომ ეჩვენებინა, მთელი ძალით დაარტყა ქვიშით

სავსე ტომარას შიშველი ხელი. ტომარა არც კი განძრეულა ადგილიდან.

მკაფიოდ დავინახე, რუდიკას სახეზე სიხარული მომენტალურად სიმწრის ნიღაბმა როგორ ჩაანაცვლა. ცოტა ხნით

ჩაიცუცქა. მეორე ხელი ნატკენ მაჯაზე მოიკიდა. მიხვდა, რითაც

იყო ტომარა სავსე. გაბრაზების მაგივრად სიცილი დაიწყო და

გვითხრა: «Ребята, это всё-таки бокс, а не школа Шаолинь».

(ბიჭებო, ბოლოს და ბოლოს ეს კრივია და არა შაოლინის სკოლა).

შეწუხებული მივედი მოკრივესთან, ბოდიში მოვუხადე. თან

დამაინტერესა და ნელა მივარტყი ხელი ტომარას. შეგრძნება

დამრჩა, რომ ქვიშის მაგივრად შიგ ბეტონი იყო ჩაქვავებული.

შეშინებული მივუბრუნდი რუდიკას, შემეშინდა, ხელი ხომ არ

ჰქონდა მოტეხილი.

დამამშვიდა: «Не бойся, было время я и кирпичи ломал этой

рукой». (ნუ გეშინია, იყო დრო ამ ხელით აგურებსაც კი ვამტვრევდიო).

ტრავმა მართლაც არ მიუღია, მაგრამ ამის შემდეგ ჩემს

დადებულ ნივთებს სიფრთხილით ეპყრობოდა.

- 12 -

***************************

ბიჭები გარემონტებული სახლის ერთ-ერთ ოთახში

ვისხედით. ტაქტიკური წვრთნებიდან ახალი მოსულები ვიყავით

და ჩვენი ოთახის ვიწრო გარემოდან გამომდინარე, რუკები

პირდაპირ საწოლებზე გვქონდა გაშლილი. აქვე ქაოსურად იყო

მიმოფანტული ხელსაწყოები, რომლებიც არტილერისტს

გათვლების გასაკეთებლად სჭირდება. კარებში მამაკაცის

სილუეტი გამოჩნდა. ტანთხელი აღნაგობის, ასაკით სადღაც 40

წლის მამაკაცი ორივე იდაყვით კარების ჩარჩოს აქეთ-იქით

მიყრდნობოდა და თან ცინიკურად იღიმოდა. როგორც კი ოთახს

მოავლო თვალი, მაშინვე მიხვდა, სადაც იყო მოსული, მაგრამ

მაინც იკითხა: თქვენ ხართ არტილერისტები? დასტური მივეცით. 

თან ჩვენც დავინტერესდით ახალმოსულის ვინაობით. მივიღეთ

მოკლე პასუხი: ალექსანდრე პაპაშვილი.

ახალმოსული ცინიკურ ღიმილს არ იშორებდა სახიდან,

აშკარად არტილერიაში სხვა ასაკის ხალხს ელოდა, ჩვენ კი 22-23

- 13 -

წლის ბიჭები დავხვდით. ისიც ცალსახად ეტყობოდა, რომ ამ

ღიმილით მას დრო გაჰყავდა, რათა თავისთვის მნიშვნელოვანი

გადაწყვეტილება მიეღო.

დიდი ტელეპატიის ნიჭი არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას,

თუ რაზე ფიქრობდა ალექსანდრე. მას უნდა გადაეწყვიტა,

წავიდოდა თუ არა ის „ბავშვებთან“ ერთად საომრად.

(მკითხველისთვის მინდა დავაკონკრეტო, რომ 22-23 წლის

მეომარი არ შეიძლება ჩაითვალოს პატარა ასაკის მქონედ.

პირიქით მისთვის ეს საკმაოდ კარგი ასაკიცაა, მაგრამ

არტილერიაში, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღს

ფლობს, სასურველია უფრო გამოცდილი და გაწონასწორებული

ხალხი მსახურობდეს. ეს უკანასკნელი თვისებები კი, როგორც

მოგეხსენებათ, მხოლოდ ასაკთან ერთად გამომუშავდება.)

იფიქრა, იფიქრა ალექსანდრემ და დაბეჯითებით განაცხადა:

მეც თქვენთან ერთად ვიბრძოლებ არტილერიაშიო.

 ამ სიტყვებზე კი ყველას ერთმა აზრმა გაგვიელვა თავში: ახლა

ეს ათრიე ომში. (ჩვენთვის ის ხომ „ბებერი“ იყო!)

მაგრამ ამას ხმამაღლა ხომ არ ვიტყოდით. უბრალოდ,

თავაზიანობის გამო დავთანხმდით მის შემომატებას, თორემ

დიდი სიხარული და ემოცია არ გამოგვიხატავს.

ეს იყო ალექსანდრე პაპაშვილი, მეტსახელად პაპიკა,

რომელსაც საბჭოეთის დროს სავალდებულო სამსახური არტილერიაში ჰქონდა მოხდილი. იმ წამში რას ვიფიქრებდი, რომ ეს

კაცი ომში ჩვენი საარტილერიო დივიზიონის მთავარი დამრტყმელი ძალა და ნამდვილი ლიდერი გახდებოდა.

პაპიკამ ბოდიში მოგვიხადა: მაპატიეთ, ხვალ შემოგიერთდებით, დღეს ბავშვთან ერთად ვარ წამოსული, უნდა

გავასეირნოო.

- 14 -

მის გასაცილებლად ყველა გარეთ გავედით. ეზოში

„ჟიგულის“ მარკის წითელი ავტომობილი იყო გაჩერებული,

რომელშიც პატარა ბავშვი წყნარად იჯდა და თავისთვის რაღაცას

თამაშობდა.

პაპიკამ ბავშვს მიმართა: «Хочешь мороженое»?

მანქანიდან მოგვესმა გამაყრუებელი ყვირილი: «Д а а а а ».

ყველას ხმამაღლა გაგვეცინა. აბა რომელი ბავშვი იტყვის

ნაყინზე უარს. ალექსანდრე პაპაშვილს ეროვნებით რუსი მეუღლე

ჰყავდა და ბავშვი ორივე ენას გასაოცრად კარგად ფლობდა.

დრო გადიოდა და ჩვენი საარტილერიო დივიზიონის რიგები

ნელ-ნელა ივსებოდა.

ერთ დღესაც დივიზიონში ჯინსებში გამოწყობილი ბიჭი

მოვიდა, რომელსაც ხელში რაღაც ფურცელი ეჭირა. ბატონი

 გიორგი ყარყარაშვილის წერილი

იყო, რომელშიც გვთხოვდა, რომ ეს

პიროვნება საარტილერიო დივიზიონის უფროსად დაგვენიშნა. ჩვენი

მომავალი უფროსი ავთანდილ

წიკლაური პროფესიით არტილერისტი გამოდგა.

ახალმოსულს განათლება ლენინგრადის (დღევანდელი სანკტპეტერბურგის) უმაღლეს საარტილერიო

სასწავლებელში ჰქონდა მიღებული.

წარმოშობით გუდამაყრის ხეობის

შვილი იყო. ქცევა-მანერაშიც ეტყო-

- 15 -

ბოდა ეს კვალი. ძლიერი მკლავები და ფართო მხრები კი

უტყუარად ადასტურებდნენ ამას. ვიგრძენით, რომ საკმაოდ

სერიოზული სპეცშემადგენლობა გვემატებოდა. რომელი

ჭკუათმყოფელი ეტყოდა ავთო წიკლაურისნაირ პიროვნებას

უარს და სიხარულით მივიღეთ ჩვენს რიგებში

ავთომ ერთი სათხოვარი გაგვიმხილა: თუ წინააღმდეგები არ
იქნებით, ძმაკაცს მოვიყვანო.
ცოტა ხანში ჩვენთვის კარგად ნაცნობი გოჩა წულაია მოგვიყვანა. გოჩა უნივერსიტეტში კიბერნეტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. ფაკულტეტიდან გამომდინარე ფიზიკოსებს და მათემატიკოსებს ბევრი საერთო ნაცნობ-მეგობარი გვყავდა. ასე რომ,
გოჩას, რომელიც უაღრესად მებრძოლი სულით ხასიათდებოდა,
უკვე ვიცნობდით და არ სჭირდებოდა ავთოს რეკომენდაციები.

დრო ბევრი არ გვქონდა, ამიტომ საკმაოდ დაჩქარებული
მეთოდით შევისწავლეთ და გავიღრმავეთ ცოდნა არტილერიის
ურთულეს პროფესიაში. მართალია, ყველა იარაღი პრაქტიკაში
ვერ გამოვცადეთ, მაგრამ თეორიულად თითქმის ყველაფერი
ვიცოდით, როგორ უნდა გვემუშავა ამ თუ იმ დანადგართან.
სტანდარტულ სასროლ პოლიგონზე გასვლის და იქ მძიმე
არტილერიის დანადგარების გამოცდის დრო ნამდვილად არ იყო.
თეთრი არწივის ბრიგადა დღე-დღეზე ელოდა საბრძოლო
მოქმედებებში ჩართვის ბრძანებას, ამიტომ პოლიგონად
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია შევარჩიეთ, სადაც,
უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მხოლოდ მსუბუქი
არტილერიის დანადგარების გამოცდა თუ შეიძლებოდა.
- 16 -
რაც შეეხება მძიმე არტილერიას, მისი გამოცდის ცდუნება
დიდი იყო, მაგრამ მოვერიდეთ ისედაც განერვიულებული,
მშვიდობიანი მოსახლეობის შეწუხებას. წარმოგიდენიათ რა
მოხდებოდა არასაომარი მოქმედებების ზონაში რეაქტიული
არტილერიის დანადგარი რომ დაგვეღრიალებინა, ანდა ქვემეხი
რომ დაგვექუხებინა? ყველამ ერთხმად ჩავთვალეთ, რომ ამის
გაკეთება არ ღირდა.
სწავლების პერიოდში პრობლემების მეტი რა გვქონდა, მაგრამ
ერთი პრობლემა განსაკუთრებით გვაწუხებდა. საქმე ისაა, რომ
ყველა საარტილერიო დანადგარს მოჰყვება მომცრო ზომის წიგნი,
რომელშიც მოცემულია ცხრილები, კონკრეტულ იარაღს რა
ბალისტიკური მონაცემები აქვს, ანუ ნათქვამია, თუ როგორი
კუთხე უნდა დაიჭიროს ლულამ, რომ რელიეფიდან გამომდინარე
საჭირო მანძილზე ვისროლოთ ჭურვი. ანდა ლულის ზევითქვევით მოძრაობა, ან მარცხნივ-მარჯვნივ გაწევა, როგორ
იმოქმედებს მის ტრაექტორიაზე. ასევე მოცემულია ცხრილები:
როგორი ცდომილება შეიძლება მოგვცეს განსხვავებული
ტემპერატურის ჭურვებმა, როგორ მოქმედებს სროლის მანძილზე
შემაღლებული ადგილებიდან სროლა და კიდევ მრავალი სხვა
ინფორმაციის მოძიება შეიძლებოდა ამ სახელმძღვანელოში. მე
მგონი ხვდებით, რომ ამ ცხრილების გარეშე ხელებდაჭრილები
ვიქნებოდით ბრძოლის ველზე.
დრო გადიოდა. საარტილერიო დანადგარები კი გვქონდა, მათ
მოვლა-პატრონობას და გამოყენების წესსაც გულმოდგინედ
ვსწავლობდით, მაგრამ ბალისტიკურ ცხრილებს ვერადა ვერ
ვეღირსეთ. ზოგიერთი კლასის დანადგარს მოაყოლეს ერთი-ორი
სახელმძღვანელო, რომელიც ბრძოლაში ცოტაა, მაგრამ
რეაქტიული არტილერიის დანადგარებისთვის მსგავსი არაფერი
გვქონდა.
საქმე ისაა, რომ საქართველოდან საბჭოთა ჯარების გაყვანისას, სპეციალური მითითებით ამ სახელმძღვანელოების ნაწილი
რუსმა ოფიცრებმა თან გაიყოლეს, ხოლო ნაწილი გაანადგურეს.
- 17 -
რა ღონე არ ვიხმარეთ, ვის არ ვთხოვეთ, მაგრამ შედეგს ვერ
მივაღწიეთ. ერთ-ერთ ჩვენგანს, რომელმაც პირველმა ითავა და
ჩუმად, ერთმანეთისგან საიდუმლოდ, სხვადასხვა ფორმირებაში
მოხალისეებად მიმავალი ბიჭები შეგვკრიბა, გაგვაერთიანა და
თეთრ არწივში მიგვიყვანა, თავში გენიალური აზრი მოუვიდა:
- ბიჭებო! მე ვიცი, სადაც უნდა ვიშოვოთ ეს წიგნები.
- სად? -გაისმა უიმედო შეკითხვა.
- სად და უნივერსიტეტის სამხედრო კათედრას ექნება.
- რამდენიმე კაცს სიცილი წაგვსკდა.
- ერთი მიზეზი დამისახელე, თუ რატომ უნდა ჰქონდეს ეს
წიგნები სამხედრო კათედრას? -კვლავ დამცინავი ტონით
დაისვა კითხვა.
- რატომ და, -დაფიქრდა იდეის ავტორი და მცირე დაყოვნების
შემდეგ გვიპასუხა:
- რატომ და, იმიტომ! აბა სადღაც ხომ უნდა არსებობდეს ერთი
წიგნი მაინც. -გაეცინა მასაც.
როგორც იტყვიან, „ცდა ბედის მონახევრეაო“ და რამდენიმე
კაცი თბილისის ზღვიდან პირდაპირ უნივერსიტეტის სამხედრო
კათედრისკენ დავიძარით.
მართალია, ბრიგადის ხელმძღვანელობის მხრიდან მკაცრი
მოთხოვნა არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი დივიზიონის შიდა
კანონების მიხედვით, რომლის ავტორები ჩვენვე გახლდით,
ყაზარმულ რეჟიმზე ვიმყოფებოდით. თუ რამე განსაკუთრებული
არ იყო, სახლში არავინ მიდიოდა. უსაქმოდ არც ქალაქში
ვმოძრაობდით. მოკლედ მთელ დროს არტილერიას ვუთმობდით.
სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტში, სადაც ჩვენ ვსწავლობდით,
ერთი თვე არ ვიყავით ნამყოფნი.
მოგეხსენებათ, იმდროინდელ სტუდენტებს ავტომობილები
არ გვყავდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ცუდად, ან საერთოდ
არ მუშაობდა და გადაადგილების ერთადერთი საშუალება მეტრო
გახლდათ. მეტროსადგურ რუსთაველიდან სამხედრო კათედრა-
- 18 -
მდე მიმავლი გზა კი სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ და
მეორე კორპუსებთან გადიოდა. მეორე კორპუსში ფიზიკის
ფაკულტეტი იყო განთავსებული.
სასწავლებლის პირველ კორპუსთანვე შეგვაჩერეს ნაცნობებმა.
სტუდენტების რიცხვი ელვისებური სისწრაფით იზრდებოდა.
პირველ კორპუსს კი გავცდით, მაგრამ მეორე კორპუსამდე ვეღარ
მივაღწიეთ, რადგან უეცრად ხალხის ზღვაში აღმოვჩნდით.
ყველა მხრიდან გაისმოდა შეძახილები:
- როგორ ხართ? დანადჩენები სად არიან?
- ყველანი ცოცხლები ხართ?
- კიდევ აპირებთ წასვლას?
გაგვეცინა ამ შეკითხვებზე და მორცხვად ვუხსნიდით, რომ
ჯერ ფრონტზე არ ვიყავით ნამყოფნი.
- აბა რატომ არ ჩანდით? რას აკეთებდით, - კვლავ გაისმოდა
შეკითხვები ყოველი მხრიდან.
- ყაზარმულ რეჟიმზე ვართ და არტილერიას „ვამუღამებთ“, -
ვაგრძელებდით სიცილს.
- რა გინდათ არტილერიაში, პირველებს თქვენ დაგბომბავენ, -
განაგრძნობდნენ ჭკუის დარიგებას.
- ჯერ ერთი, დაბომბვა დასწრებაზეა, მერე მეორე, ფიზიკოსები
აბა სად წავიდეთ? - ვიუკადრისეთ ჩვენდამი ასეთი
დამოკიდებულება.
ამ კითხვა - პასუხში ვიყავით, რომ შევნიშნე, როგორ
მოცურავდნენ სტუდენტების ზღვაში ჩვენი პროფესორ - მასწავლებლები. მოგვიახლოვდნენ, გადაგვეხვივნენ და მათაც ანალოგიური შეკითხვები დაგვისვეს, რაზეც უკვე გაზეპირებული
პასუხები გავეცით.
- 19 -
- ვიცი, ახლა გაგიჭირდებათ, მაგრამ იქნებ
რამდენიმე ბიჭი მაინც
გამომყვეთ. საქმე მაქვს
თქვენთან. - თხოვნით მოგვმართა ბიოფიზიკის კათედრის ხელმძღვანელმა პროფესორმა გია მრევლიშვილმა.
წარმოუდგენლად
ძნელი აღმოჩნდა, მაგრამ ორმა კაცმა მოვახერხეთ გამოძრომა და
ბატონ გიას გავყევით.
შეიძლება ბევრისთვის დაუჯერებელიც იყოს, მაგრამ იმჟამინდელ ფიზიკის ფაკულტეტზე მოღვაწე პროფესორმასწავლებლების ლექციებზე სტუდენტი ისვენებდა. იმდენად
გარკვევით და მარტივად ხსნიდნენ ყველაფერს, რომ ფიზიკა,
მეცნიერების ურთულესი დარგი, თავის იდუმალებას კარგავდა
და არაფრად გვეჩვენებოდა. რაც შეეხება ბატონი გია
მრევლიშვილის ლექციებს, თითოეული ლექცია ხელოვნების
ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს. ლექციებს დისკუსიების სახე
მისცა. ხანდახან, დისკუსიის დროს, ისე გავერთობოდით რაღაც
საკვანძო ნიუანსის კამათში, რომ გვავიწყდებოდა ჩვენს გვერდით
პროფესორის არსებობა. 4 საათიანი ლექცია შეუმჩნევლად
გადიოდა. შესვენების მაუწყებელი ზარი ხომ სულ არ გვესმოდა.
ლექციის შემდეგ ისეთი შეგრძნება გვქონდა სტუდენტებს, რომ
ფიზიკაში არაფერი არსებობდა ამოუხსნელი. იმას კი ვერ
ვამჩვევდით, მსჯელობის დროს, როგორ ფაქიზად და შეუმჩნევლად გვაწვდიდა ბატონი გია მრევლიშვილი სწორი აზროვნების
ვექტორს.
აი ასეთი პედაგოგების მეთვალყურეობის ქვეშ ვიზრდებოდით.
გია მრევლიშვილი
- 20 -
დავუბრუნდეთ უნივერსიტეტს, სადაც ნაცნობების მჭიდრო
რკალს ორმა ჯარისკაცმა თავი დავაღწიეთ და პროფესორს
გავყევით.
ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა. იმავე ტემპით მივყვებოდით ჩვენც.
მალე ბიოფიზიკის კათედრასთან მივედით. ბატონმა გიამ
კაბინეტის კარი გამოაღო და შეგვიპატიჟა. თამამად შევედით.
შემდეგ სეიფი გახსნა. საკმაოდ თვალნათლივ გამოჩნდა ცარიელ
სეიფში ობლად მყოფი თეთრი ფერის კონვერტი. პროფესორის
საკმაოდ ჩქარი და მკვეთრი მოძრაობის შემდეგ ეს თეთრი
კონვერტი ჩემს ჯიბეში აღმოჩნდა.
- ნუ მეტყვით ამაზე უარს, მიდით ეკლესიაში და სანთლები
დაანთეთ, რაც დაგრჩებათ, პატარა სუფრა გაშალეთ და
დაილოცეთ! -ღიმილით მოგვმართა პედაგოგმა.
- როგორ გეკადრებათ, ამას ვერ ვიზამთ, -მყისვე ვიუარეთ ჩვენ.
- ჯერ პატარები ხართ და არ იცით, რომ სანთლის დანთებაზე
უარის თქმა არ შეიძლება? - კვლავ გვიღიმოდა ლექტორი.
- ყველაფერს მე ხომ არ გასწავლით, ცოტა თქვენც დაფიქრდით
ცხოვრებაზე, - ამ სიტყვების შემდეგ ორივეს ხელი გადაგვხვია
და გასასვლელისკენ გაგვიძღვა.
უნივერსიტეტის წინ შეკრებილთა აჟიოტაჟი დამცხრალიყო.
ცოტა ხანში დამშვიდობების უფლებაც მოგვცეს და სამხედრო
კათედრისკენ მიმავალ გზას გავუყევით.
- სად იყავით, ბიჭო, ამდენ ხანს, ხომ ხედავ დახრჩობას ძლივს
გადავურჩით? - მოგვმართეს ჩვენ ორს.
- ფული მოგვცა, სანთლები დაანთეთ და იქეიფეთო! -
ვუპასუხეთ თავაწეულებმა.
- აუ, რა კაცია, ღმერთმა გაუმარჯოს!
- რამდენია?
- არ ვიცით, კონვერტში დევს და მის თვალწინ გახსნა
მოგვერიდა.
- მერე, რაღას უცდი, ახლა ნახე! - აქტიურობდა ერთ-ერთი.
- 21 -
- მოიცა, „ტეხავს“, კუთხეს მაინც მოვეფაროთ და მერე, -
დატუქსეს ყველაზე სულსწრაფი.
მალე ამის საშუალებაც მოგვეცა. ყველა ინტერესით მაკვირდებოდა. გავხსენით კონვერტი და გავშეშდით.
- ეს ხომ ხელფასებია? - ამოიხვნეშა ერთმა.
- ბიჭო, ბიოფიზიკის კათედრის მთელი ფული ჩვენ მოგვცა, -
დანაღვლიანდა მეორეც.
- დავუბრუნოთ! - გაისმა ბრძანება, შემდეგ კი სიჩუმე ჩამოვარდა.
- არ აიღებს. - ჩავილაპარაკე ჩუმად და ვიგრძენი თვალები
როგორ ამომევსო ცრემლით.
- კაცმა გარკვევით გვითხრა, სანთლის ფულზე უარის თქმა არ
შეიძლებაო, აღარ მოკიდებს ამ ფულს ხელს, - დაადასტურა
ჩემთან მყოფმაც.
საკმაოდ ენერგიული და ხალისიანი განწყობა უცნაურმა
გრძნობამ ჩაანაცვლა. გულში ჩხვლეტა ვიგრძენი. ისედაც
უსუსურ ხელფასზე მომუშავე ლექტორების მთელი ფული ჩვენ
შემოგვწირეს.
თავდახრილები გავუყევით გზას. ისე ვიყავით ჩაფიქრებულნი, რომ ვერც კი დავაფიქსირე, როგორ მივუახლოვდით
სამხედრო კათედრას.
კათედრის ხელმძღვანელი ეროვნებით რუსი იყო. უკვე ასაკში
ბრძანდებოდა, მაგრამ როგორც დისციპლინირებულ ოფიცრებს
სჩვევიათ, მუდამ წელში გამართული და მოწესრიგებული
დადიოდა.
მივესალმეთ, შემდეგ კი მოკლედ ავუხსენით, თუ რატომ
შევაწუხეთ.
- კათედრას ეს წიგნები არა აქვს, მაგრამ მე მაქვს ჩემი საკუთარი
და იმას მოგცემთ, - მომგვმართა ცოტა გაკვირვებულმა.
- 22 -
ის ნაღვლიანი სახეები, რომელიც ფულით დასაჩუქრების
შემდეგ მივიღეთ, უეცრად სიხარულმა და ოვაციამ ჩაანაცვლა.
როგორც იქნა რეაქტიული არტილერიის დანადგარის - „გრადის“
ბალისტიკური მონაცემების ცხრილიც ვიშოვეთ.
სამხედრო კათედრის უფროსი ჩინით ვიცე-პოლკოვნიკი
ბრძანდებოდა, იგი კვლავ გაკვირვებით გვიმზერდა და ოთახში
ბოლთას სცემდა.
- ესე იგი თქვენ ამბობთ, რომ მთელი თვე არტილერიაში
ემზადებით და ახლა 25 კაცი საბრძოლველად აპირებთ
წასვლას, რომლებმაც გრადი, ქვემეხი, ნაღმმტყორცნი და
კიდევ სხვა საარტილერიო დანადგარები უნდა ამუშაოთ? -
მოგვმართა წყნარად.
- დიახ, - მივუგეთ ამაყად.
- და მხოლოდ ეს წიგნები გაკლიათ, თორემ ისე ყველაფერი
იცით? -აგრძელებდა წყნარ საუბარს ვიცე-პოლკოვნიკი.
- კი, მასეა. - დავუდასტურეთ ერთხმად.
- თქვენ იცით, საერთოდ რა არის არტილერია? - ბოლო ხმაზე
დაგვიღრიალა ოფიცერმა.
- თქვენ იცით, რამდენი პატარ-პატარა ნიუანსი აქვს ყოველ
იარაღს და მით უმეტეს გრადს, რომელიც არც ერთ
სახელვძღვანელოში არ წერია? -აგრძელებდა ბოლო ხმაზე
ღრიალს.
ახლა ჩვენ ვუცქერდით სამხედრო კათედრის უფროსს
გაკვირვებულნი და ვერ ვხვდებოდით მისი გაცხარების მიზეზს.
შემდეგ ოფიცერი წელში ცოტა მოიკუნტა, ხელები იდაყვებში
მოხარა, ორივე ხელის გული ამოატრიალა და ძველბიჭურად
მოგვმართა:
- А вы знаете что я служил в артиллерии и моя коренная
профессия это Град? (თქვენ იცით, რომ მე არტილერისტი ვარ
და გრადი ჩემი ძირითადი პროფესიაა?!)
- 23 -
ჩვენი დივიზიონის შემქმნელს ნერვებმა უმტყუნა, მანაც იგივე
პოზა მიიღო და ზუსტად იმავე ტონით მიმართა ოფიცერს:
- А вы знаете, что в армии я тоже служил в артиллерии и моя
коренная профессия тоже Град? (და თქვენ იცით, რომ
სავალდებულო სამსახურში მეც არტილერიაში ვმსახურობდი
და „გრადი“, ჩემი ძირითადი პროფესიაცაა? )
იქ მყოფთათვის საოცარი სურათი დაიხატა. ძველი და ახალი
თაობის არტილერიის წარმომადგენლები ერთმანეთს
მამლაყინწებივით წაექოჩრნენ. ამის დანახვაზე ბიჭებმა თავი
ვეღარ შევიკავეთ და სიცილი დავიწყეთ. ჩვენს სიცილზე ორივე
გონს მოეგო, ინსტინქტურად შექმნილი სიტუაცია შეაფასეს და
მათაც სიცილი დაიწყეს.
ოფიცერმა უპირველესად ჩვენ მიერ მოთხოვნილი წიგნები
მოძებნა, შემდეგ სხვა ლიტერატურაც შემოგვთავაზა არტილერიაზე.
მოკლედ, გულნაწყენები არ დაგვტოვა. გახარებულები
დავემშვიდობეთ. კარის გაღებას და გასვლას ვაპირებდით, რომ
ოდნავ გასაგონად, მოგვესმა:
- Орлы. (არწივები) -ალბათ უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა
სამხედრო კათედრის უფროსმა და სიამაყით სავსე მზერით
გაგვაცილა.
თბილისის ზღვის ბაზაზე წიგნებითა და სურსათ-სანოვაგით
ხელდამშვენებულები დავბრუნდით. იქ დამხვდურნი ოვაციებით შეგვხვდნენ:
- ვაა, დღეს რა მაგარი დღე გაგვითენდა.
- ამდენი რამე საიდან? - გაისმოდა, ერთნაირი შეკითხვები.
- სუფრის მსვლელობის დროს გაიგებთ, როცა დავლოცავთ, -
მივუგეთ ჩვენ და ასეთი საქციელით ცოტა დრო მოვიგეთ,
ნაადრევად რომ არ დაგვენაღვლიანებინა დამხვდურნიც.
- 24 -
- წიგნები თაროზე, პურ-მარილი მაგიდაზე. შენ კი მიდი, ბიჭო
მეზობლებს გასძახე, არტილერისტებში ქეიფიაო, - გამოჩნდა
სუფრის გაშლის და გაძღოლის ორგანიზატორიც.
მართლაც რომ არნახული სუფრა გავშალეთ. შემდეგ ეკლესიიდან წამოღებული რამდენიმე კელაპტარიც ავანთეთ.
ჩვენს დივიზიონს რაღაც განსაკუთრებული შუქი მოეფინა.
გზა აფხაზეთისკენ
1992 წლის ნოემბრის ბოლოს დავიძარით ფრონტისკენ. მაშინ
აფხაზეთისკენ ზუგდიდზე გამავალი გზა ექსპრეზიდენტის
მომხრეებს ჰქონდათ გადაკეტილი. ჩვენი იმდროინდელი
მთავრობა ერიდებოდა კონფლიქტის კიდევ ერთი კერის შექმნას
და აფხაზეთში მოძრაობას მხოლოდ ორი, საჰაერო და საზღვაო
გზით ვახერხებდით. ეს ფაქტი, უდავოდ, მოწინააღდეგის
წიქვილზე ასხამდა წყალს, მაგრამ იმდროინდელი მდგომარეობა
ასეთი იყო.
- 25 -
მზადება ღამით დავიწყეთ. თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, ფოთის საზღვაო პორტისკენ გასვლა მხოლოდ დილის 6
საათზე მოვახერხეთ. არტილერიასთან ერთად, დაიძრა სატანკო,
საზენიტო და მოტორიზირებული ტექნიკის ბატალიონებიც.
დაახლოებით შუადღის 3 საათზე უკვე პორტში ვიყავით.
ვიცოდი, რომ ფოთიდან სოხუმამდე ტექნიკა ბარჟით უნდა
გადაგვეტანა, მაგრამ თვითონ ბარჟა რას წარმოადგენდა ან ამდენი
ტექნიკა სად უნდა განთავსებულიყო, ვერ წარმომედგინა.
მივედი და ვნახე, რომ ბარჟა არის წყალში ჩაშვებული უზარმაზარი მეტალის კონსტრუქცია, აქვს რამდენიმე სართული,
შემდეგ ეფარება თავსახური და თავსახურზე კიდევ არის
ტვირთის დადების შესაძლებლობა. ყველაზე უფრო საინტერესო
კი ისაა, რომ ასეთ დატვირთულ ამხელა ბარჟას სრულიად
მომცრო ზომის გემი დაატარებს.
დავტვირთეთ ბრიგადის ტექნიკა ბარჟაზე. აღმოჩნდა, რომ
ჩვენი ტექნიკის გარდა, კიდევ უამრავი ტვირთი და სხვა
შენაერთების ტექნიკა იგზავნებოდა სოხუმში.
ჩვენი ტვირთი: ტანკები, საზენიტო დანადგარები, არტილერია და მოტორიზირებული ტექნიკა ქვედა ორ იარუსზე
დაეტია, ეს იარუსები გადახურეს სპეციალური მეტალის
ფილებით და შემდეგ იარუსებზე კიდევ ბევრი სხვა რამ
განათავსეს. ღამის 1 საათზე პირადი შემადგენლობა ჩავსხედით
პატარა ზომის გემში და დავიძარით სოხუმის მიმართულებით.
ბარჟა
- 26 -
მივდიოდით ძალზე ნელი ტემპით.
ჩვენი საარტილერიო დივიზიონის ერთ-ერთ წევრს, ბესარიონ
კივილაძეს, ავტომატზე კუსტარულად დამაგრებული ჰქონდა
ოპტიკური სამიზნე. ბიჭებს ეს სასაცილოდ არ გვყოფნიდა, მაგრამ
ბესო ირწმუნებოდა, რომ მისი იარაღი თავის სათქმელს
აუცილებლად იტყოდა. ჩვენც ბესო რომ არ გაგვებრაზებინა, ხმას
აღარ ვიღებდით.
ჯერ კიდევ წესიერად გათენებული არ იყო, რომ ბესარიონი
უკვე გემბანზე იდგა და თავის ოპტიკურ სამიზნეში იხედებოდა.
დღის შუქმა იმატა, გამოჩნდა ნაპირიც. უეცრად ბესოს
მოუსვენრობა დაეტყო. ცოტა ხანში ატეხა განგაში: ახალი ათონის
მონასტერს ვუყურებ, სოხუმში კი არა, ახალ ათონში
შევდივართო. ისე აღმოჩნდა, რომ ვინც იმ დროს გემბანზე ვიდექით, აფხაზეთში საერთოდ არ ვიყავით ნამყოფნი და სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ახალ ათონში შევდიოდით თუ
სოხუმში, წარმოდგენაც არ გვქონდა.
მოვიყვანეთ გემის კაპიტანი, რომელსაც, ჩემდა გასაოცრად,
ეძინა!!! ამასობაში ნაპირს ისე მივუახლოვდით, რომ უკვე ოპტიკური სამიზნე აღარ იყო საჭირო,
გარკვევით გამოჩნდა ახალი ათონის
მონასტერი. კაპიტანმა როგორც კი
შეხედა ეკლესიას, გაოგნდა, ჯერ
გაწითლდა, მერე გალურჯდა, დაასხა
ოფლმა. შეგვეშინდა, არაფერი
მოსვლოდა: - ჩვენ ხომ გემის მართვის
არაფერი გაგვეგებოდა. ცოტა ხანში
მოვიდა გონზე და ძალზე ნელა
შეცვალა კურსი.
გემის უფროსის ქცევამ ცოტა
დაგვაეჭვა და მოვითხოვეთ კურსის
მკვეთრი ცვლილება. კაპიტანმა კი
- 27 -
აგვიხსნა: რომ ბარჟა 800-ჯერ მძიმე იყო გემზე და კურსის მკვეთრ
ცვლილებას შეიძლება ჩვენი გემი ჩაეძირა

სავარაუდოდ, ის კაცი
მართალი იყო. მოკლედ, კურსს კი ვიცვლიდით, მაგრამ ნელ-ნელა
მაინც ვუახლოვდებოდით ახალ ათონს. იმ დონეზე
მივუახლოვდით სანაპირო ზოლს, რომ ხალხი ხელს გვიქნევდა
მისალმების ნიშნად.
ასე იყო თუ ისე, ახალ ათონს გვერდი ავუარეთ და ჩავედით
სოხუმში. მეგონა კაპიტანი შეგვეხვეწებოდა, არ გამამხილოთო.
მან კი, ფეხი გადმოდგა თუ არა ხმელეთზე, თვითონვე დაუწყო ამ
ამბის მოყოლა პორტში მყოფ კოლეგებს. დიდი ხანი ვიცინოდით
ყველა და ვიხსენებდით კურიოზულ მომენტებს. ერთი პერიოდი
ვფიქრობდი, ასეთი ადამიანი დახვრეტის ღირსია მეთქი. მაგრამ
როცა ჩვენც ვიწვნიეთ ომის სიმწარე, გადაბმული უძილო ღამეები,
სტრესული მდგომარეობა, გათანგულობა, ასეთი კრიტიკული
აღარ ვიყავი. ღმერთმა იცის, მაშინ რა მდგომარეობაში იყო გემის
კაპიტანი. ბოლოს და ბოლოს ნაპოლეონს ჩაეძინა გადამწყვეტი
ბრძოლის დროს! ერთი კია, როცა ასეთი საპასუხისმგებლო საქმე
კეთდება, კონტროლის მეტი მექანიზმი უნდა არსებობდეს.
მოკლედ, ბესარიონ კივილაძის ოპტიკურმა სამიზნემ და
თვითონ ბესომ, მართლაც რომ თქვეს თავისი სათქმელი.
უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ არა ბესარიონ კივილაძე, რა
რაოდენობის ტექნიკა, სხვადასხვა ტვირთი, ალბათ, საკმაოდ
ძვირად ღირებული ბარჟა, გემი და ბოლოს ჩვენც მოწინააღმდეგეთა ხელში აღმოვჩნდებოდით.
- 28 -
შეიარაღება, შემადგენლობა
1992 წლის ნოემბრის თვის ბოლოს ჩვენი საარტილერიო დივიზიონი უკვე სრულყოფილად ჩაერთო აფხაზეთში მიმდინარე
საომარ მოქმედებებში.
ამ დროისთვის მძიმე არტილერიაში გაგვაჩნდა:
1. Д-44-ის ტიპის ქვემეხები;
2. 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნები;
3. გრადის დანადგარები.

მსუბუქი არტილერიის დანადგარებიდან:
1. 82 მმ- იანი ნაღმმტყორცნები;
2. ავტომატური ყუმბარმტყორცნები, ე.წ „აგეეს“ АГС-ბი

ასევე ტანკსაწინააღმდეგო დანადგარები და მოწყობილობები.
1. ე.წ. „ესპეგე“ „СПГ“
2. ე.წ. „ერპეგე“ „РПГ-7“
3. ე.წ. „ფაგოტი“„ФАГОТ“

სამწუხაროდ, 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნისა და „ფაგოტი“-ს
ნაღმები საერთოდ არ გვიხილავს თვალით. ხოლო „ესპეგე“-ს
(„СПГ“) ქარხნული წუნი აღმოაჩნდა, არადა თავისი პარამეტრებით და დანიშნულებით თითოეული ეს იარაღი შეუცვლელია მთაგორიან რეგიონში.
ამ რაოდენობის იარაღის მართვა, ადმინისტრირება, მოვლაპატრონობა და გამოყენება იოლი საქმე არაა. თითოეული
საბრძოლო ერთეულის გათვლაში ხალხის სრული რაოდენობა
რომ დაგვეყენებინა, რვაჯერ მეტი მებრძოლი გვჭირდებოდა.
ძნელი მისახვედრი არაა, რა პირობებში გვიწევდა ბრძოლა. ძილის
დრო პრინციპში არ გვქონია.
სიამაყით უნდა ვთქვა, რომ არავის და არასოდეს არ დაუწუწუნია. ისიც აღნიშვნის ღირსია, რომ შტაბმაც იცოდა, რა დღეში
ვიყავით და ზოგჯერ დაცვას გვიგზავნიდნენ, ძილის საშუალება
რომ მოგვცემოდა.
არასოდეს დამავიწყდება, ღამით თოვლში და სიცივეში
„თეთრი არწივის“ შტაბის უფროსმა, აწ გარდაცვლილმა გოდერძი
გვრიტიშვილმა მარტომ, ფეხით გამოიარა საკმაოდ დიდი
მანძილი, ამოიარა აღმართები და არტილერისტებს საკუთარი
ზურგით მოგვიტანა ერთი ტომარა პური.
ამ მაგალითით ძნელი მისახვედრი არაა, თუ რა
დამოკიდებულება იყო მებრძოლებსა და მათ უფროსობას შორის.
ისიც ნათელია, თუ როგორ დაძაბულ და დაქანცულ ვითარებაში
ვიმყოფებოდით ყველა: არტილერია, ქვეითი ჯარი, სატანკო და
შტაბიც.
როგორც აღვნიშნე, ფიზიკის
ფაკულტეტის სტუდენტები ამავე
დროს თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ხალხური სიმღერის
გუნდის წევრებიც ვიყავით. გუნდის
ხელმძღვანელი ბატონი გივი ცომაია
ბრძანდებოდა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ბატონი გივი თავისი
ინიციატივით, უხელფასოდ ემსახურებოდა უნივერსიტეტს. მისი
ერთადერთი მიზანი ახალგაზრდებში
ქართული სულის ამაღლება იყო.
ქართული გენის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ დივიზიონში
გაწევრიანებული სხვა მეომრებიც შესანიშნავად მღეროდნენ.
უფრო მეტიც, სხვადასხვა დასაკრავ ინსტრუმენტსაც პროფესიულ
დონეზე ფლობდნენ.
სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ აფხაზეთში, ტყეში,
საომარი მოქმედებების დროს ვიოლინოზე შესრულებულ
კლასიკურ მუსიკას ცოცხლად მოვუსმენდი. ასე რომ, საკმაოდ
მალე სახელი გაგვივარდა როგორც არა მარტო არტილერისტებს,
არამედ როგორც ხელოვან ხალხსაც.
ყველასთვის ცნობილია, რომ სიმღერა ბრძოლის უნარს
ზრდის. წარმოიდგინეთ შეტევის წინ ქვეით ჯართან ერთად
შესრულებული „მრავალჟამიერი“, „ქართველო ხელი ხმალს
იკარ“, ანდა სხვა ქართული ხალხური სიმღერა, რაოდენ დიდ
მოტივაციას მისცემდა ხალხს. წარმოუდგენელი შემართებით
მიდიოდნენ მებრძოლები შეტევაზე.
„თეთრი არწივის საარტილერიო დივიზიონი“ ძალზე
საინტერესო პროფესიის ხალხით იყო დაკომპლექტებული.
დივიზიონის მეთაური ავთანდილ წიკლაური, როგორც
ზევით აღვნიშნე, პროფესიით არტილერისტი იყო და განათლება
- 32 -
ლენინგრადის (დღევანდელი სანკტ-პეტერბურგის) უმაღლეს
საარტილერიო სასწავლებლში ჰქონდა მიღებული.
ფიზიკოსებს შორის სამს: ირაკლი ქიმერიძეს, მამუკა კაჭკაჭიშვილსა და ბესარიონ კივილაძეს დამთავრებული ჰქონდათ
ასპირანტურა და უკვე მეცნიერ მუშაკებად მუშაობდნენ მეცნიერებათა აკადემიის სისტემის კვლევით ინსტიტუტებში.
დანარჩენი ფიზიკოსები მე-5 კურსის სტუდენტები ვიყავით.
გარდა ამისა, ჩვენ რიგებში იბრძოდნენ ლექტორი და მისი
სტუდენტი, რომლებიც ისტორიკოსები იყვნენ.
ორი მებრძოლი თეატრალური ჟანრის წარომადგენელი
ბრძანდებოდა.
ორი მებრძოლი - ყოფილი სსრკ-ს სადესანტო ბატალიონიდან.
ასევე გვყავდა: მათემატიკოსი, გეოფიზიკოსი, ექიმი,
ქიმიკოსი, ეკონომისტი, გეოლოგი - ჭაბურღილების სპეციალისტი, პროფესიით მძღოლები, სამხატვრო აკადემიის
კურსდამთავრებული და კიდევ ახალგაზრდები, რომელთაც
სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდათ.
ჩამოთვლილთაგან, ოთხი ეროვნებით სომეხი იყო, ორი ოსი,
ერთი იეზიდი, დანარჩენები კი ქართველები ვიყავით.
წარმოუდგენლად სასიამოვნო იყო ამ ხალხთან ერთად
გატარებული დრო. ვერც ერთ სატელევიზიო თოქშოუში ვერ
მოიწვევდნენ ასეთ ერუდირებულ და მრავალფეროვან საზოგადოებას. ნებისმიერ საკითხსა და საკამათო თემას ისეთი
კუთხით მიუდგებოდნენ, რომ პროფესიონალ ექსპერტებსაც კი
შეშურდებოდათ მათი ლოგიკური აზროვნება.
არ დაგიმალავთ და ძალზე ბევრს სურდა ჩვენს საარტილერიო
დივიზიონში გაწევრიანება და ამისთვის კარიც ღია გვქონდა,
მაგრამ დივიზიონში არსებობდა შიდა კანონები, რომლებსაც
ყველა უნდა დამორჩილებოდა.
- 33 -
არტილერია მარტო ქვემეხის გასროლა არ არის. ქვემეხის
გასროლა ეს ბოლო ეტაპია. მას წინ უძღვის დიდი და მძიმე
სამუშაოები:
• საარტილერიო ჭურვებით სავსე, საკმაოდ მძიმე და დიდი
ყუთების დისლოკაციის ადგილზე მიტანა.
• ამ ტვირთის გზაში დაცვა. უსაფრთხო ადგილას განთავსება.
• ზოგიერთ საარტილერიო იარაღს ეს არ ეხებოდა, მაგრამ
ქვემეხის და ნაღმტყორცნების ჭურვები მთლიანად საპოხ
მასალაში, ე.წ. „ტაოტში“ იყო ჩაფლული. ერთი ჭურვის
გაწმენდას 2 კაცი სჭირდებოდა. ერთი ატრიალებდა 25
კილოგრამიან ჭურვს, მეორე კი ხის ჯოხით აცლიდა „ტაოტის“
სქელ ფენას. ამის შემდეგ დიზელის საშუალებით
ვრეცხავდით და ვაპრიალებდით თითოეულ ჭურვს.
ეს მანიპულაციები აუცილებელი იყო. წინააღმდეგ
შემთხვევაში, საარტილერიო დანდაგარი პირველივე გასროლაზე
გაიჭედებოდა.ამ საქმეს ყველა ვასრულებდით, მიუხედავად იმისა, თუ ვის
რა თანამდებობა ეკავა დივიზიონში, ან რა კლასის იარაღზე იყო
მიმაგრებული. თუ ახლა წარმოიდგენთ, ყინვასა და თოვლში, ღია
ცის ქვეშ ეს საქმე როგორი შესასრულებელი იყო, მარტივად
მიხვდებით ერთი გასროლის ფასს.
• ჭურვებით სავსე ყუთი უსაფრთხო ადგილას უნდა
მოგვეთავსებინა. ამისთვის სპეციალური სანგრები გვქონდა
გათხრილი.
• ამ სანგრებში წყალი და სინესტე არ უნდა მოხვედრილიყო.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭურვი დაზიანდებოდა და ვერ
გავისროდით.
• დაუშვებელი იყო ჭურვების სხვადასხვა ტემპერატურულ
რეჟიმში ყოფნაც. ამას სროლის სიზუსტეზე საკმაო ზეგავლენა
ჰქონდა. (სხვადასხვა ტემპერატურის ჭურვი განსხვავებულ
დისტანციაზე მიფრინავს), არადა ზოგჯერ თითოეულ მეტრს
ჰქონდა მნიშვნელობა. ყველაფერი ეს მარტივი შესასრულებელი არაა. ასე რომ, სანამ გასროლამდე მივიდოდა საქმე,
ერთი ყუთი მრავალჯერ იცვლიდა თავის ადგილსამყოფელს.
• ყოველი ბრძოლის შემდეგ გასაწმენდი იყო საარტილერიო
დანადგარები. არც ესაა მარტივი საქმე, რადგან ქვემეხის
ლულის გაწმენდას 2 კაცი სჭირდებოდა. ერთი კაცის ძალა და
წონა ამ საქმის შესასრულებლად საკმარისი არაა.
• აღარ ჩამოვთვლი, მძიმე მოტორიზირებული ტექნიკის
მოვლას და მათ მწყობრში ყოფნას რამდენი რამე სჭირდება. ეს
რაღაც დონეზე ყველასთვის ცნობილია.
• ამ ყველაფერს ემატებოდა ის ფაქტი, რომ ქვეითი ჯარისგან
განსხვავებით, ჩვენ მუდამ პოზიციაზე ვიყავით. თუ ქვეითი
ჯარის შენაერთებს შეეძლოთ ერთმანეთის ჩანაცვლება და
ამით მებრძოლებს ასვენებდნენ, ჩვენ ამის საშუალება არ
გვქონდა.
- 35 -
ასე რომ, არტილერიაში გაწევრიანების მსურველები ბევრ
რამეზე უნდა დაფიქრებულიყვნენ.
ყველგან ვიღებდით მონაწილეობას, სადაც ჩვენს ბრიგადას
უწევდა მოქმედება. ბრძოლა გვიწევდა როგორც მძიმე
არტილერიით, ასევე ქვეით ჯართან ერთად გვერდიგვერდ
მსუბუქი საარტილერიო დანადგარებით.
დაინახა რა საარტილერიო დივიზიონის მუშაობა, ქვეითმა
ჯარმაც ირწმუნა არტილერიის ძალა. მით უმეტეს, რომ მათი
პირადი საარტილერიო შენაერთი ვიყავით.
ბრძოლის პირველივე დღეებში გამოიკვეთა ის დიდი
უპირატესობა, რაც ქართულ შენაერთებს გაგვაჩნდა. საქმე ისაა,
რომ თბილისში არსებობდა „თბილისის უმაღლესი
საარტილერიო სასწავლებელი“, ე.წ. „ტაუ“ ( „ТАУ“ Тбилисское
высшее артиллерийское училище ).
როდესაც უჭირდა რომელიმე შენაერთს, მივდიოდით
დასახმარებლად. ამისთვის ამ შენაერთში კორექტირების მცოდნე
ადამიანს ე.წ. „კორექტიროვშიკს“ გავაგზავნიდით, რომელსაც
ჩვენი საარტილერიო დივიზიონის ცეცხლისთვის ხელმძღვანელობა უნდა გაეწია.
უმეტეს შემთხვევაში აღმოჩნდებოდა, რომ ამ ქვეითი ჯარის
შენაერთში „ტაუ“ დამთავრებული სპეციალისტი იმყოფებოდა.
დავრწმუნდებოდით რა სპეციალისტის კვალიფიკაციაში, (ეს
ცეცხლის ერთობლივი კორექტირების დროს დგინდებოდა)
შემდგომში ეს მებრძოლი ჩვენ გარეშე უწევდა ხელმძღვანელობას
საარტილერიო ცეცხლს საკუთარ შენაერთში.
ასეთი მოქმედებით არტილერიის სწრაფმოქმედება და
ეფექტურობა არნახულად გაიზარდა.
- 36 -
ბრძოლა გზის გასახსნელად
როდესაც ჩავედით აფხაზეთში, ოჩამჩირე-სოხუმის
შემაერთებელი გზის მონაკვეთი სეპარატისტების მიერ
კონტროლდებოდა. საჭირო იყო გზის გახსნა და ფრონტის ხაზის
რამდენიმე კილომეტრით გადაწევა. ეს საკმაოდ რთული საქმე
გახლდათ. საქმე ისაა, რომ ტყვარჩელის ფრონტის ხაზის სრული
პერიმეტრი 120 კილომეტრამდე იყო, ხოლო სანაპიროს გასწვრივ
გამავალი მაგისტრალური გზის მომიჯნავე ფრონტის ხაზის
სიგრძე მინიმუმ 40 კილომეტრიან ზოლს წარმოადგენდა. ეს
მიდამოები მჭიდროდ იყო დასახლებული აფხაზი და სომეხი
ეროვნების მოსახლეობით. ბრძოლა გვიწევდა იმ ხალხთან,
რომელმაც ყველა ბილიკი და გასაძრომი ზეპირად იცოდა. საქმეს
ართულებდა რელიეფის მრავალფეროვნებაც.
1992 წლის დეკემბრის თვეში პირველმა ბრიგადამ, რომელიც
ამ დროისთვის საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენდა და
რომელსაც კოორდინირებული, ერთმანეთთან შეთანხმებული
საბრძოლო მოქმედება შეეძლო, განახორციელა რამდენიმე
ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია.
როგორც ზევით მოგახსენეთ, ამ ბრიგადის განკარგულებაში
ჩვენი საარტილერიო დივიზიონიც შედიოდა.
***************************
საბრძოლო მოქმედება გამთენიისას მძიმე ტექნიკისა და
ქვეითი ჯარის შეტევით დაიწყო. არტილერიის ნაწილი, რომელიც
82 მმ-იანი ნაღმმტყორცნებით ვიბრძოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ, ქვეით
ჯართან ერთად მივიწევდით წინ.
სოხუმი-ოჩამჩირის შემაერთებელი გზა, მიმდებარე
ტერიტორიასთან შედარებით შემაღლებული იყო და მტრისთვის
- 37 -
საკმაოდ ხილულ ობიექტს წარმოადგენდა. ზედ გზაზე მოძრაობა
ძალზე საშიში იყო, ამიტომ მეომრები გზის ორივე მხარეს ვიყავით
გადანაწილებულნი. რაც უფრო ღრმად მივიწევდით, მტრის
ცეცხლიც უფრო ძლიერდებოდა. დრომ ისე გაიარა, რომ ვერც კი
გავიგეთ, როგორ მოსაღამოვდა. დღის შუქმა იკლო. თვალნათლივ
გამოჩნდა ნაპერწკლების კვალი, რომელსაც მაგისტრალურ გზაზე
მოხვედრილი ტყვიის წვიმა ტოვებდა.
საღამოს მოსვლას ცივი ნიავიც დაერთო. რუდიკა სხვა
არტილერისტებთან ერთად ნაღმმტყორცნებს ამუშავებდა.
რატომღაც მისი თბილი ქურთუკი გზის აქეთა მხარეს, ჩვენთან
აღმოჩნდა. რადგან თვითონ დაკავებული იყო და მისი გაცდენა არ
შეიძლებოდა, თავის ძველ დესანტ ძმაკაცს, (ვითომ უბრალო
თხოვნა ყოფილიყო), მშვიდად მიმართა: «Бушлат подай
пожалуйста». (გთხოვ ქურთუკი მომაწოდო.)
მშვიდობიან დროს ეს მართლაც რომ უბრალო თხოვნა
იქნებოდა, მაგრამ იმ წამში გზა ასხლეტილი ტყვიებით იყო
განათებული და პრაქტიკულად
შეუსრულებელ დავალებად რჩებოდა. რუდიკას თხოვნა ჩვენც გავიგონეთ და სიცილი აგვიტყდა. იგი
ქურთუკის სანაცვლოდ 100%-იან
სიკვდილს სთავაზობდა თავის
დესანტ მეგობარს.
თხოვნის სულ უყურადღებოდ
დატოვება არ შეიძლებოდა: „ ვ ვ ვააა,
ეს ეს ეს ვ ვ ვ ვინ არის კ კ კ კაცოოო“.
(შეგახსენებთ მეორე დესანტს ენა
ებმოდა) ჩაილაპარაკა თხოვნის ადრესატმა და რაღაც საქმიანობას
შეუდგა. ვიცინოდით და ინტერესით ვაკვირდებოდით
დესანტური წყვილის ქცევას.
- 38 -
რუდიკას ძველმა მეგობარმა თბილი სამოსი ავტომატზე
წამოაგო, რაც შეიძლებოდა მაქსიმალურად აფორთხდა
შემაღლებული სავალი გზის კიდეზე, შემდეგ ავტომატით ისე
ასწია ქურთუკი, რომ სავალ გზას ცოტა მაინც ასცდენოდა და
გასძახა: «Н н наа Рудоджан б б бери ». (მოდი რუდიკ და აიღე).
თუ სიცილით არ გავიგუდებოდით, არ მეგონა.
ქურთუკს სამი ტყვია აწევისთანავე მოხვდა და ტყვიით
გამოგლეჯილი ბამბის ნაჭრები აქეთ-იქეთ მიმოიფანტა. რაღაც
უნდა გვეღონა. ღამის მოსვლასთან ერთად უფრო და უფრო
უჭერდა სიცივის მარწუხები. გზის მეორე მხარეს კი რუდიკა
მოკლესახელოიანი „დესანტსკი ტელნიაშკით“ იყო დარჩენილი.
ერთ-ერთმა ჩვენმა თანამებრძოლმა ქურთუკის ჯიბეებში
ქვები ჩაყარა. მასშივე გაახვია რუდიკას პირადი ნივთები და
როგორც ბადროს და უროს ისვრიან სპორტსმენები, ისეთი
ტრიალით გადააგდო ქურთუკი გზის მეორე მხარეს.
«Спасибо братцы». (მადლობა ძმებო) მოგვესმა გახარებული
რუდიკას ხმა.
დაღამდა. საომარი მოქმედება სხვა ფაზაში შედიოდა...

ჩვენთვის ეს ომის პირველი დღე იყო.
დივიზიონი საბრძოლო ნათლობას იღებდა.
ბრიგადის მეთაურმა გიორგი ყარყარაშვილმა გზის მახლობლად მდებარე ნახევრად დანგრეული შენობა ამოარჩია და
მეომრების ნაწილს გვთხოვა, შიგ გავმაგრებულიყავით. დავალება
ასეთი იყო:
- 39 -
• ამ შენობას უნდა შეესრულებინა დროებითი შტაბის
მოვალეობა.
• ცოცხალი თავით შენობა არ უნდა დაგვეთმო მტრისთვის.
• პაროლის გარეშე არავინ უნდა შეგვეშვა შიგ.
• თვითინიციატივით არ უნდა შევსულიყავით კონტაქტში
მტერთან, რათა სამალავი არ გაგვეთქვა.
სხვადასხვა შენაერთის მეთაურები კი ჩააყენა საქმის კურსში:
ყველამ იცოდეთ, ეს შენობა ჩვენს ხელში იქნება და საჭიროების
შემთხვევაში შეგიძლიათ თავი შეაფაროთო.
გვეგონა, ბატონი გია ჩვენთან, საველე შტაბში დარჩებოდა,
მაგრამ ის ბრძოლაში რიგით ჯარისკაცებთან ერთად წავიდა
შეტევაზე.
შენობა არც თუ ისე პატარა ზომის საწარმოო დანიშნულების
ობიექტს წარმოადგენდა. მისი ფართო მონოლითური კონსტრუქციის კედლები, იმედის მომგვრელად გამოიყურებოდა, მაგრამ ამ
ნაგებობას არც სახურავი და არც ფანჯრები აღარ ჰქონდა, ამიტომ
მოწმენდილ ცაზე მყოფი მთვარე თავისუფლად ანათებდა ყოველ
კუთხე-კუნჭულს. მტერს რომ ვერ დაეფიქსირებინა ჩვენი იქ
ყოფნა, შენობის შიგნით წელში მოხრილნი ვახერხებდით
გადაადგილებას. გავნაწილდით მთელ პერიმეტრზე და გავამაგრეთ საველე შტაბი.
უეცრად ჩვენგან არც თუ ისე მოშორებით გააფთრებული
ბრძოლა ატყდა. მეომართა ერთი ჯგუფი ბრძოლით უკან იხევდა,
ხოლო მეორე ასევე ბრძოლით წინ მიიწევდა. ცოტა ხანში
მოძრაობის ვექტორი შეცვალეს და ახლა ის წავიდა წინ, რომელიც
რამდენიმე წუთის წინ უკან იხევდა. თავი უსუსურად ვიგრძენი.
არ ვიცოდი ვისი მხარე უნდა დამეჭირა და კიდეც რომ მცოდნოდა, გასროლის უფლება არ მქონდა. არადა ძალზე კარგი პოზიცია
გვქონდა ერთ-ერთის დასახმარებლად.
- 40 -
გარკვეული პერიოდის შემდეგ, მებრძოლთა ჯგუფი
მოგვიახლოვდა. წელში მოხრილები რაღაცას გაჭირვებით
მოარბენინებდნენ. გავცვალეთ საიდუმლო სიტყვები და ჩვენები
საველე შტაბში შემოვუშვით. მეომართა მცირერიცხოვანი რაზმი
თვითნაკეთი საკაცეებით შემოვიდა. ერთზე დაჭრილი, ხოლო
მეორეზე გარდაცვლილი ჯარისკაცი ჰყავდათ დასვენებული.
ძალზედ დაღლილები იყვნენ. დაჭრილმაც და დაღლილებმაც
წყალი ერთდროულად მოითხოვეს. ამდენი წყალი მათარებში არ
გვქონდა. შევაგროვე ცარიელი ჭურჭელი და გადავწყვიტე ჭის
მოსაძებნად წასვლა.
გზის გადაღმა რამდენიმე სახლი მოჩანდა. სავარაუდოდ, ერთერთს ჭა ნამდვილად ექნებოდა. ჩემი მოძრაობა რომ არ
დაეფიქსირებინათ, რაც შეიძლებოდა ფრთხილად მოვშორდი
შტაბს. როცა მივუახლოვდი მაგისტრალურ გზას, სირბილს
ვუმატე და მთელი ძალით, სწრაფად გადავკვეთე შემაღლებული
გზის მონაკვეთი. მივრბოდი ჭისკენ. რადგან ასფალტირებული
გზა გადავჭერი, მეგონა სამშვიდობოს ვიყავი გასული. თან
ცარიელ მათარებს მივათრევდი და ვფიქრობდი, როგორ
გავახარებდი დაჭრილ და დაქანცულ ხალხს ჩემი მიტანილი ცივი
წყლით. უეცრად ქშენის ხმა მომესმა, ზურგში ხელის დარტყმა
ვიგრძენი, რომელმაც წინ მიბიძგა, წონასწორობა დავკარგე და მიწაზე დავეცი. ჩემს გვერდზე ჩვენი
დივიზიონელი ზაზა სულაბერიძეც
დაეცა. დავარდნისთანავე სამმა
ტყვიამ პირდაპირ თავზე გადაგვიქროლა.
ვერაფერი გავიგე, საიდან გაჩნდა
ჩემთან ზაზა სულაბერიძე ან საიდან
მიხვდა, რომ ზუსტად იმ წამში
გვესროდნენ. ანდა როგორ დამეწია
ისე, რომ მდევარი ვერ დავაფიქსირე.
გურული კილოთი მომმართა:
- 41 -
- „ძამა, ამფერი სირბილი ომში ვინ გასწავლა? წეიკუნცხე პაწა.“
- გამიხარდა ზაზას დანახვა, მით უმეტეს, რომ ერთი წამის წინ
სიკვდილს გადამარჩინა. დავინტერესდი როგორ მიხვდა, რომ
ზუსტად აქ, ამ ადგილას, მესროდა მტერი. რაზეც მიპასუხა:
- „ჰმ, იმფერი გამორბოდი, აქ დეგეწიე.“
კიდევ გამოვკითხე, ისე ჩუმად როგორ მომიახლოვდა, ვერაფერი რომ ვერ გავიგე.
ღიმილით მიპასუხა:
- „რას გეიგონებდი ძამა, შენი გულის ბრახუნი ე ე ე იქ ისმის,“ -
და ხელი შტაბისკენ გაიშვირა.
დავაკვირდი ჩემს თავს. გული მართლაც გამალებით და
ძლიერად მიცემდა. ცოტაც და, ალბათ, შიგნიდან გამოანგრევდა
მკერდს. ვიგრძენი, სტრესული მდგომერეობის გამო ყურს არ
ვუგდებდი, თორემ, სავარაუდოდ, მთელი დღე ასე მუშაობდა
საცოდავი გული. ზაზას მომღიმარ სახეს შევხედე. ცოტა
დავმშვიდდი.
ზაზა სულაბერიძე გურიიდან, ლანჩხუთის მიმდებარედ
სოფელ ჩიბათიდან, იყო. ფიზიკურად გამხდარ, საკმაოდ მაღალ
და ფართო მხარ-ბეჭის მქონე ვაჟკაცს მკაცრი სახის ნაკვთები და
ნატიფი გრძელი თითები ჰქონდა.
სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, მაგრამ იმდენად უყვარდა
ქართული ხალხური სიმღერა, რომ ბატონმა გივი ცომაიამ,
რომელიც უნივერსიტეტის გუნდის ხელმძღვანელი იყო, იგი ამის
მიუხედავად მიიღო ჩვენს შემადგენლობაში. საკმაოდ ჩუმ,
ხათრიან, თავაზიან და თავმდაბალ ბიჭს ძლიერი პირველი ხმა
აღმოაჩნდა.
გარდა იმისა, რომ ხატავდა და მღეროდა, ზაზა დადიოდა
სხვადასხვა ექსპედიციაში. მთამსვლელობა, პარაპლანი,
დელტაპლანი მის ისედაც მრავალწახნაგოვან ბუნებას კიდევ
უფრო ამოუცნობს ხდიდა. სად ასწრებდა ეს ადამიანი ამდენს,
ჩვენთვის მართლაც რომ გასაკვირი იყო.
- 42 -
ერთხელ, გუნდის რეპეტიციაზე პირდაპირ სამხატვრო
აკადემიიდან მოვიდა. ჩვეულებისამებრ ხელცარიელი მოდიოდა
ხოლმე რეპეტიციაზე, მაგრამ ახლა ეტყობა ვერ მოასწრო სახატავი
ალბომის სახლში დატოვება. ისიც ვიცოდით, რომ აკადემიის
სტუდენტებს ხშირად შიშველი ხალხი პოზირებდა. უცოლო იყო
ზაზა და ხშირად დავცინოდით:
- ქალი რომ გაშიშვლდება და კაცი ხატვას დაუწყებს, წასულია
იმ კაცის საქმეო. - მოკლედ, ერთი სული გვქონდა, სანამ მის
ნამუშევრებს დავათვალიერებდით.
შემოვეხვიეთ ალბომს. ზედიზედ ვფურცლავდით. შეიძლება
ძალზე კარგ ნახატებს ვახტებოდით ამ ჩვენი ჩქარი მოქმედებით,
მაგრამ ყველას ძებნის ობიექტი აშკარად შიშველი ქალი იყო... და
უეცრად სუყველას ერთად ამოგვხდა: „ ფ უ უ უ “.
რამდენიმე ფურცელზე სხვადასხვა ქალის შიშველი ნატურა
იყო დახატული. ყველა ქალბატონი საშუალო ასაკს გადაცილებული იყო და ვერც მაინცდამაინც მიმზიდველი ფიგურით დაიკვეხნიდა.
ზაზამ აგვიხსნა, რომ ქონმოდებული და ნაკეცებიანი კანი,
ჩრდილებში ძნელი გამოსასახია. რომ ეს სპეციალური, რთული
დავალებაა და პროგრამაში განზრახ არის ჩართული, მაგრამ ჩვენ
გაგონებაც არაფრის არ გვსურდა. ამ დროს გუნდის ხელმძღვანელი, ბატონი გივი მოვიდა ჩვენთან და ხმამაღლა მოგვმართა:
- რა გესმით თქვენ ხელოვნების, ანდა ქალის ფიგურისო. -
შემდეგ ზაზას მიუტრიალდა და თხოვნით, ხმადაბლა
მიმართა:
- ზაზა, მომაწოდე ერთი შევხედო შენს სურათებს, ეგ ქალები
ასაკობრივად ჩემი შესაფერისები უფრო იქნებიანო.
ყველას სიცილი აგვივარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზაზა
სულაბერიძეს უნივერსიტეტის
გუნდიდან რამდენიმე წელი
ვიცნობდით, ხშირად ვყოფილვართ
სხვადასხვა ექსკურსიაზე, ექსპედიციაში, ბოლოს და ბოლოს
ქართულ სუფრაზე, ყველასთვის
აღმოჩენა გახდა ის ფაქტი, რომ ზაზა
ავღანეთის ომის მონაწილე იყო. მას
ეს არასოდეს წამოსცდენია. არ
ვიცოდით ის ფაქტიც, რომ საბჭოთა
ხელისუფლებას იგი რამდენიმეჯერ
ჰყავდა დაჯილდოვებული.
ჯილდოებს შორის იყო
მედალი „ЗА ОТВАГУ“, რომელიც 1938 წლიდან გაიცემოდა და
ერთ-ერთ უდიდეს ჯილდოს წარმოადგენდა. ასევე ხელისუფლებისგან ჰქონდა ნაჩუქარი ჟიგულის მარკის ავტომობილი
„ВАЗ-2106“.
მაგრამ ზაზა არ იყო ამპარტავანი და თავის თავზე არასოდეს
სიტყვა არ დასცდენია. ომის დროს ნელ-ნელა გავიგეთ, თუ
ბრძოლის რამხელა გამოცდილება ჰქონდა ზაზას და ამ დროს ჩვენ
ის უბრალო მხატვარი გვეგონა, რომელმაც აგუძერის ბაზაზე
მყოფი საერთო საცხოვრებლები წმინდა გიორგის ხატებით
მოგვიხატა.
სხვათა შორის, ზაზას ჰქონდა უწმინდესის და უნეტარესის,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის
კურთხევა: გადაეხატა და შეეგროვებინა საქართველოს
სხვადასხვა რეგიონში არსებული მონასტრის ხატები.
როცა თბილისის ზღვაზე დივიზიონის ჩონჩხს ვაყალიბებდით, სადაც უმთავრესად სასროლ აპარატებზე ხალხის მიმაგრება
- 44 -
იგულისხმებოდა, ზაზა სულაბერიძემ მორცხვად ავტომატური
ყუმბარმტყორცნი, ე.წ. „АГС“-ი აირჩია. საერთოდ არ უთქვამს,
რომ ავღანეთში ამ ტიპის იარაღის უფროსი იყო.
შემდგომ, ომის პერიოდში, ქვეითი ჯარისკაცების წყალობით
გავიგეთ, თუ რა გიგანტი „ა გე ეს“ „АГС“-ის სპეციალისტი ჰყოლია
დივიზიონს. სამწუხაროდ, პირადად მე, მისი მუშაობა არ მაქვს
ნანახი, მაგრამ დღე არ გავიდოდა, ქვეით ჯარს ახალი ლეგენდა
რომ არ მოეწოდებინა მასზე. მეორე არტილერისტი, რომელზეც
ასევე ბევრი ლეგენდა დადიოდა, იყო ირაკლი ქიმერიძე, მას
მოგვიანებით გაგაცნობთ.
მოკლედ, წყალზე წასულს თავზე თურმე „ბოევიკი“ მადგა, მე
კი მარტო მხატვარი მეგონა ჩვენი ზაზა სულაბერიძე.

გათენდა. ინტენსიურმა ბრძოლებმა იკლო. ჰაერი დენთის
სუნით გაიჟღინთა. ომის კვალი მთელ არემარეს ეტყობოდა.
აფხაზეთის საოცრად ლამაზი ბუნება ნისლად ჩამოწოლილ შავ
კვამლში აღმოჩნდა გახვეული. ჩვენი დისლოკაციის ადგილიდან
შორს, პერიოდულად, კანტი-კუნტად კვლავ ისმოდა
ავტომატური იარაღის გასროლის ხმა. ეს იმის მაუწყებელი იყო,
რომ ფრონტის ხაზი საგრძნობლად გადავწიეთ გზიდან. საველე
- 45 -
შტაბიდან გამოსული მეომრები უკვე უშიშრად, თავისუფლად
ვმოძრაობდით მიმდებარე ტერიტორიაზე.
ჩვენგან 70 მეტრის მოშორებით ტყვია-წამლის ყუთი შევნიშნე,
რომელიც შუა გზაზე იდო. შორიდან გაუხსნელი მომეჩვენა და
შესამოწმებლად გავემართე.
ბრძოლის დროს, როგორც წესი, მეომრები ავტომატის ქამარს
მაჯაზე დავიხვევდით, სირბილის დროს, შემთხვევით, იარაღი
რომ არ გაგვარდნოდა ხელიდან. ახლაც ინსტიქტურად გადავიხვიე ხელზე ქამარი და ყუთისკენ გავემართე. ჩვენს მახლობლად სროლები აღარ იყო, ამიტომ უშიშრად პირდაპირ გზაზე
მივაბიჯებდი.
ყუთამდე სულ რაღაც ორი ნაბიჯი მქონდა დარჩენილი, რომ
უეცრად პირდაპირ თავთან ტყვიამ ჩამიქროლა, მას მეორე, მესამე
გასროლაც დაერთო. ეს ბრმა ტყვია არ იყო, ვიღაც გამიზნულად
მესროდა. ელვისებური სისწრაფით მოვავლე თვალი არემარეს.
მარცხენა მხარე, საიდანაც მესროდნენ, დიდ-პატარა ბორცვებით
იყო სავსე. ამ ბორცვებს არც ტყის საფარი აკლდათ და არც შენობანაგებობის რაოდენობა. დაფიქსირება, თუ საიდან მესროდნენ,
პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ჩემდა საუბედუროდ, აქ
მაგისტრალური გზა ისე იყო დაგებული, რომ ვერაფერს
მოვეფარებოდი. მარჯვენა მხარეს, ტრასის კიდეზე, საკმაოდ
მოზრდილი ქვა შევნიშნე. რაც შემეძლო, ჩქარა მივაშურე საფარს.
ქვას მოფარებული გულაღმა ვიწექი და ვფიქრობდი, საიდან
მესროდა მტერი. ძალზე არახელსაყრელ პოზიციაში აღმოვჩნდი.
ჩემი მოწინააღმდეგე არ ცხრებოდა და გამუდმებით მესროდა.
საფარი დასამალად არასაკმარისი აღმოჩნა. ნასროლი ტყვია
ფეხის ტერფებთან სულ რამდენიმე სანტიმეტრში ეცემოდა. ტანის
უმთავრესი ნაწილი მოზრდილი ქვით იყო დამალული, მაგრამ
ტერფებს აშკარად საფრთხე ემუქრებოდა. მოვხარე ფეხები.
ტერფები კი დავმალე, მაგრამ ახლა მუხლები წამოიწია ზევით და
- 46 -
მათ შეექმნათ საფრთხე. სხვა გზა არ მქონდა, ტანის რომელიმე
ნაწილი უნდა გამეწირა.
უეცრად ყურადღება რაღაც ნივთმა მიიპყრო, რომელიც
გამუდმებით ჩემს თავზე მოძრაობდა. დავაკვირდი. ჩემივე
ავტომატი აღმოჩნდა. გამიკვირდა. ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ
ელვისებური სიჩქარით ვიწერდი პირჯვარს და მაჯაზე
გადახვეული ავტომატიც ანალოგიურ მოძრაობებს აკეთებდა.
შემრცხვა, შემრცხვა ღმერთის, რომელსაც იმ პერიოდში არ
ვაღიარებდი და კომუნისტური იდეოლოგიის ქვეშ ათეისტად
გაზრდილი, ახლა დახმარებას მას ვთხოვდი. არ დავმალავ და
ისიც კი არ ვიცოდი, რომ ჯვრის გამოსახვა შემეძლო. წამიერად
დამავიწყდა, რა მდგომარეობაშიც ვიყავი. სირცხვილისგან ცივმა
ოფლმა დამასხა. ვგრძნობდი, ღმერთი მოწმენდილი ლურჯი
ციდან პიდაპირ მე მიყურებდა. ცაზე ერთი ღრუბელიც არ იყო,
რომ ღმერთს დავმალვოდი.
ღვთის წყალობით იმ სიტუაციიდან უმარტივესად გამოვედი.
გზაზე გამოჩნდა ჩვენი მძიმე ტექნიკა. როცა ტანკი გამისწორდა,
სამალავს თავი დავაღწიე.
- 47 -
ფართომასშტაბიანი შეტევის შემდეგ ფრონტის ხაზმა მკვეთრი
ცვლილება განიცადა. არტილერიას, ამ ახალი ხაზის მაქსიმალური კონტროლი რომ
შეგვძლებოდა, ადგილმდებარეობის შეცვლა დაგვჭირდა.
ახალი ბაზის მოსაძებნად ჯერ
რუკაზე ჩავატარეთ გათვლითი
სამუშაოები. შევარჩიეთ რამდენიმე
მისაღები ვარიანტი. შემდეგ
დაზვერვაზე გაუშვით პატარპატარა ჯგუფები, რათა რეალურად,
ადგილზე შეეფასებინათ სიტუაცია.
ყოველივე ამან საკმაოდ დიდი დრო წაგვართვა. როგორც იქნა,
შევაჩერეთ არჩევანი ერთ პოზიციაზე და შუადღის შემდეგ მისკენ
დავიძარით მთელი შემადგენლობით.
მძიმე არტილერიის გაშლა ძალზე შრომატევადი საქმეა.
მაქსიმალურად ჩქარა ვმუშაობდით, მაგრამ მოგეხსენებათ,
ზამთრის პერიოდში დღე ხანმოკლეა, ამიტომ უცებ შემოგვაღამდა.
დანადგარები კი მოვიყვანეთ საბრძოლო მზადყოფნაში,
მაგრამ პირადი შემადგენლობის საცხოვრებელზე დაფიქრებაც
ვერ მოვასწარით. საცხოვრებელს ვინ ჩივის, პატარა კოცონის
დასანთები ადგილიც არ გვქონდა შენიღბული, რომ ზამთრის
სუსხისგან გაყინული ხალხი გამთბარიყო.
ალბათ, მკითხველს არ სჭირდება იმის ახსნა, თუ რატომ უნდა
დაანთო ცეცხლი საომარი მოქმედებების დროს შენიღბულად.
უფრო მეტიც, სიბნელეში სიგარეტიც მალულად უნდა მოსწიო,
- 48 -
რამეთუ ღამის ხედვის მოწყობილობებში ანთებული სიგარეტი
რამდენიმე ასეულ მეტრშიც კი პროჟექტორივით ანათებს.
სწორედ ამიტომ ეკრძალება გუშაგს სიგარეტის მოწევა,
რადგან ღამის ხედვის მოწყობილობით აღჭურვილი სნაიპერისთვის მისი ლიკვიდაცია არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.
დაბნელდა. მოწმენდილ ცაზე მკაფიოდ აკაშკაშდნენ
ვარსკვლავები. ამოვიდა მთვარეც და საკმოდ კარგადაც გაანათა
არემარე.
- რამხელა მთვარეა და რა მაგრა ანათებს.
- ჰო, მოწმენდილი ცაა და ნათებაც დიდი აქვს.
- კარგი იქნებოდა ცოტათი მაინც რომ ათბობდეს კიდეც, თორემ
გამიჯდა ძვლებში სიცივე, - დაიწუწუნა ერთმა.
- ათბობდეს არა. მომინდომა ამანაც, - დავცინეთ ყველამ.
- დროა, ცეცხლს მივხედოთ, ცხელ ჩაის მაინც დავლევთ! -
გაისმა მოწოდებაც.
კოცონი და მის გარშემო მყოფი ხალხი სრულად რომ
შეგვენიღბა, საკმაოდ დიდი ზომის სანგარის გათხრა იყო საჭირო. 
მოვიტანეთ ბარი, ნიჩაბი, წერაქვი
და შეუდექით საქმეს.
ყველას სციოდა. მებრძოლებმა,
მუშაობაში რომ გამთბარიყვნენ,
შრომის იარაღები კი არ აიღეს,
არამედ დაიტაცეს და გამწარებულნი ეკვეთნენ საქმეს.
ცოტა ხანში სატვირთო ავტომობილის კარი ჭრიალით გაიღო
და მანქანიდან ვალერი ტალანოვი
გადმოვიდა.
ვალერის ჩვენს დივიზიონში
არსებული მოტორიზებული ტექნიკის მოვლა-პატრონობა
ვალერი ტალანოვი
- 49 -
ჰქონდა დავალებული. მის პროფესიონალიზმში მაშინვე
დავრწმუნდით, როდესაც მძიმე ბრონირებულ მანქანას
დაზიანებული მუხლუხო წამებში შემოხსნა, ხარვეზი გამოასწორა
და ისევ უკან მიამაგრა.
ეს ყველაფერი ისე სწრაფად გააკეთა, რომ გზად მიმავალი
კოლონის მოძრაობა პრაქტიკულად არ შეუფერხებია.
ვალერი ტალანოვი ასაკით ჩვენზე უფროსი იყო. მიწის
მთხრელ ხალხს საქმიანად მოგვიახლოვდა და დახმარება
შემოგვთავაზა. ჩვენ, როგორც წესია, უფროს ადამიანს პატივი
ვეცით და ამ მძიმე საქმეზე არ მიუშვით. მეორედ შემოგვთავაზა
დახმარება, მაგრამ ამჯერადაც უარი მიიღო.
ითმინა, ითმინა, ვალერიმ და იუმორით მოგვმართა:
- Ребята имейте совесть, замёрз до костей, дайте и мне согреться.
(ბიჭებო, ნამუსი იქონიეთ, მეც მამუშავეთ, თორემ გავიყინე.)
- აბა, მივუშვათ ღუმელთან ჩვენი მექანიკოსი, თორემ
დაგვრჩება ტექნიკა უპატრონოდ,- გაიხუმრა ერთ-ერთმა და
ვალერის ყველაზე დიდი ზომის წერაქვი მიაწოდა.
- Посторонитесь! (განზე გადექით), - მოგვმართა გათოშილმა და
ყამირ მიწას წერაქვი დაუშინა.

- ჰო, ჰო, რა გაყინული ყოფილა. დახე როგორ ენერგიულად
იქნევს.
- რომ არც იღლება.
- ასეთი ტემპით თუ გააგრძელა მუშაობა, დედამიწას გახვრეტს
და არგენტინაში გავა, - გაისმოდა იუმორის შემცველი
ფრაზებიც.
საერთო ძალისხმევით საქმეს მალე მოვრჩით. ხის ხმელი
ტოტებიც მოვიმარაგეთ, მაგრამ ცეცხლის დასანთებად ასანთი
ვერ მოვძებნეთ.
- მწეველებო! დროზე ასანთი მოძებნეთ სადმე!
- 50 -
- მწეველები რა შუაში ვართ, თქვენც რომ ჩაიდოთ ერთი
კოლოფი ასანთი არაფერი მოგივათ, - დაუბრუნეს ხურდა
მწეველებმა.
- მანქანას ხომ აქვს ელექტრო „ზაჟიგალკა“ (სანთებელა), იმით
დავანთოთ ცეცხლი.
- მხოლოდ ერთ მანქანას აქვს და ის შტაბშია წასული.
ხმაურზე ზაზა სულაბერიძე მოგვიახლოვდა:
- „თუ ასანთი არ გაქვენ, მაი არფერი. მე დავანთებ ცეცხლს“,-
გურული კილოთი მოგვმართა ზაზა.
ზაზა უაღრესად სერიოზული ბიჭი იყო. ამიტომ მისი
სიტყვებიც სერიოზულად აღვიქვით, მაგრამ ვერ გაგვეგო,
ყველაფრის გარეშე როგორ დაანთებდა ცეცხლს.
თეორიულად რამდენიმე ხერხი ვიცი უასანთოდ ცეცხლის
დანთების, მაგრამ ყოველი მათგანისთვის მაინცაა საჭირო რაღაც
ნივთები. ბოლოს და ბოლოს ხის გამომშრალი აბედა სოკო მაინც
უნდა გქონდეს, რომ კვესი გაჰკრა და ნაპერწკალი გააღვივო,
„ტრასირი“ (მანათობელი ტყვია)
- 51 -
მაგრამ ამ სიტუაციაში ზაზა პრაქტიკულად შიშველი ხელებით
აპირებდა ცეცლის დანთებას. ამიტომ ყველა დიდი ინტერესით
დავაკვირდით მის ქცევას.
• ზაზამ მოაძრო ავტომატს მჭიდი და ერთი ცალი „ტრასირი“
(მანათობელი ტყვია) ამოიღო.
• მჭიდის დახმარებითვე საკმაოდ ოსტატურად, შუაზე
გადახსნა ტყვია და ჰილზაში მყოფი თოფის წამალი
ასანთებად გამზადებულ შეშას დააყარა.
• შემდეგ კვლავ შეაერთა ერთმანეთში ეს ორი ნაწილი, ოღონდ
ახლა ტყვია შემოატრიალა და ჰილზაში უკუღმა მხრით,
წვერით ჰილზისკენ ჩასვა.
• ასეთი სახით აწყობილი კონსტრუქცია ჰილზის მხრიდან
დაიჭირა ხელში, ხოლო მეორე მხარეს თავი ქვაზე
ჩამოადებინა და კიდევ ერთი ქვის დახმარებით ძლიერად
ჩაჭეჭყა.
ზაზას შემნილი კონსტრუქცია საახალწლო მაშხალასავით
აენთო. საქმე ისაა, რომ „ტრასირებული“ ტყვიის წვერში
მოთავსებულია სპეციალური ქიმიური ნივთიერება, რომელიც
მანათობელი და ცეცხლის გამჩენი თვისებებით ხასიათდება.
მექანიკური ძალის ზემოქმედების შედეგად ჩაიჭყლიტა და
მაღალ ტემპერატურამდე გათბა ტყვიის ის ნაწილი რომელიც ამ
ქიმიურ ნივთიერებას შეიცავდა. ტემპერატურის მომატებამ კი
გამოიწვია აალება.
• თავიდანვე ყველაფერი ისე იყო გათვლილი და მოწყობილი,
რომ მაშხალიდან გეზმიმართულად მფრქვევი ცეცხლის ენა,
შეშის იმ ნაწილს ეცემოდა, სადაც თოფის წამალი იყო
მოფრქვეული. იფეთქა თოფის წამალმა და ცეცხლიც
მარტივად დაენთო.
- 52 -
- არა, ძმაო, ჩვენნაირი მხატვარი არავის არ ეყოლება, -
დაბეჯითებით წარმოთქვა ერთ-ერთმა მეომარმა და ზაზა
სულაბერიძეს გადაეხვია.
დივიზიონის კოცონის პირველი შუქი და სითბო მოეფინა
არემარეს. ეს კოცონი აღარასოდეს ჩამქრალა და მისი ნაპერწკალი
დღესაც ღვივის ყოველი დივიზიონელის გულში.

გზის გასახსნელად ინტენსიური ბრძოლები რამდენიმე დღე
გაგრძელდა. უეცრად უამრავი პრობლემა დაგვატყდა თავს, ჯერ
ხომ ბრძოლაში გამოუცდელები ვიყავით.
ასე გვეგონა, არტილერია ყველგან უნდა ყოფილიყო, თორემ
ისე ბრძოლას ვერ მოვიგებდით. უბედურება ან და კიდევ
ბედნიერება ის იყო, რომ სხვადასხვა კლასის იარაღი უფრო მეტი
გვქონდა, ვიდრე საარტილერიო დივიზიონის პირადი
შემადგენლობა ვიყავით.
ვინც ქვემეხს ამუშავებდა, ჭურვის მომტანი მაინც თუ ჰყავდა,
თავს ბედნიერად გრძნობდა. თორემ აღარ ვლაპარაკობ, რომ ამ
იარაღს ქვემეხის მეთაურის გარდა კიდევ 5 კაციანი პერსონალი
სჭირდება:
1. მეთაური.
2. მემიზნე - (наводчик) რომელიც ასევე მსროლელიცაა.
3. მესასხლეტე - (открывает и закрывает затвор) ძირითადი
ფუნქციაა ქვემეხის სასხლეტის გაღება-დახურვა
4. გამტენი - (заряжающий)
5. დამყენებელი - (установщик) ბრძანების მიხედვით აყენებს
ჭურვის ამფეთქებელს „მსხვრევადზე“ ან „ფუგასურზე“
- 53 -
6. მეჭურვე - (снарядный) მიაქვს ჭურვები გამტენამდე და
აგროვებს გასროლილ ჭურვებს ყუთებში
7. ჰაუბიცის გათვლას კი კიდევ ერთი კაცი ჰყავს - მემუხტე
(зарядный) - რა მუხტი უნდა ჰქონდეს ჭურვს, იმას აყენებს
მთელი პასუხისმგებლობა ქვემეხის მეთაურზეა, რათა გახურებული ბრძოლის დროს რაიმე შეცდომა, ან ხარვეზი არ გაიპაროს. არტილერისტის შეცდომა ხომ ძალზე ძვირი ჯდება?!
მემიზნე, მე თუ მკითხავთ, ყველაზე საჭირო კაცია ამ საქმეში.
უნდა ჰქონდეს ფაქიზი ხელი, ვინაიდან სასროლ აპარატთან
დაშვებული სულ ოდნავი ცდომილება, ჭურვის რამდენიმე
ასეული მეტრით აცდენას გამოიწვევს. ამიტომ მემიზნემ არტილერიის მუშაობის დროს ხელი რომ არ გაიფუჭოს, ოდნავად
მძიმე ნივთიც კი არ უნდა ასწიოს ხელში, არათუ სასროლ
აპარატთან ჭურვები არბენინოს, რომლებიც ათეულობით
კილოგრამს იწონის.
ყველაზე საცოდავ დღეში მსუბუქი არტილერიის ხალხი იყო.
დანადგარს, რომელიც სამი ნაწილისგან შედგებოდა და ჯამში 60
კილოგრამზე მეტს იწონიდა, ხანდახან ერთი კაცი დაატარებდა,
ხოლო მეორე კი ჭურვებს მიათრევდა. არადა ამ საქმისთვის
მინიმუმ 5-6 კაცი იყო საჭირო. ამ ტვირთს კიდევ დაუმატეთ
პირადი აღჭურვილობა, რომელიც წინა ხაზზე საბრძოლველად
აუცილებელია და მიხვდებით, რა დღეში გვიწევდა მუშაობა.
მსგავს საცოდავ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ სხვა კლასის
მსუბუქი არტილერიის გათვლებიც.
- 54 -

ერთხელ, რეაქტიული არტილერიის დანადგარით „გრადით“
მოგვიწია მუშაობამ. ადგილი, რომელიც უნდა დაგვემუშავებინა,
ყველაზე კარგად სოფელ აძიუბჟას ტერიტორიიდან იბომბებოდა.
ერთი შეხედვით მარტივი დავალება გვქონდა. უნდა გაგვეყვანა
რეაქტიული არტილერიის მანქანა სოფელ აძიუბჟას მიდამოებში.
დაგვებომბა წინდაწინ ცნობილი კვადრატი და დავბრუნებოდით
დისლოკაციის ადგილს.
„გრადი“ საკმაოდ მძლავრი, მანევრირებადი და კომფორტული იარაღია. რაც მთავარია, სროლის არნახული სიჩქარე აქვს.
თუ მიზანი გასწორებულია, რაკეტის გასროლა პირდაპირ მანქანიდან, სპეციალური სამართავი პულტიდან ხდება.
პოზიციაზე ხალხის ნაკლებობას მუდმივად განვიცდიდით.
დავალება საკმაოდ მარტივი იყო, ამიტომ მის შესასრულებლად
მცირე შემადგენლობით წავედით. ჩავედით სოფელ აძიუბჟასთან,
გავიყვანეთ მანქანა სასროლ პოზიციაზე და... უეცრად მიზანი
შეგვიცვალეს. საჩქაროდ დასაბომბი გახდა სხვა კვადრატი,
რომელიც უფრო შორს იმყოფებოდა ჩვენგან.
ყველაფერ სიკეთესთან ერთად, „გრადის“ ტიპის იარაღს აქვს
ერთი დიდი მინუსიც. ქვემეხის და ჰაუბიცისგან განსხვავებით,
მისი ლულის დახრის კუთხის ცვალებადობა შეზღუდულია.
ახლო მანძილზე რომ იმუშაოს გრადმა, საჭიროა ჭურვზე, უფრო
ზუსტად კი ჭურვის ცხვირზე, დაყენდეს მამუხრუჭებელი
რგოლი, რომელიც ცენტრში გახვრეტილ, მეტალის მრგვალ
ფირფიტას წარმოადგენს. შორ მანძილზე სროლისას კი ეს რგოლი
საჭირო არაა.
ამ რგოლის მოხსნა და დაყენება, სპეციალური მოწყობილობით ე.წ. „სიომნიკით“, უკვე მანქანის კასეტაში გატენილ
ჭურვზეცაა შესაძლებელი. მაგარამ ეს მოწყობილობა ჩვენი
„გრადის“ კომპლექტაციაში, მისთვის გამოყოფილ ადგილას ვერ
აღმოვაჩინე.
- 55 -
- სად არის ბიჭო „სიომნიკი“? - მივმართე ეკიპაჟის მეორე წევრს,
რომელიც ჯერ კიდევ მძღოლის სავარძელში იჯდა და ჩქარი
ტემპით ტოპოგრაფიულ რუკებს ახარისხებდა.
- სადაც თავის ადგილია, იქ უნდა იყოს! - მომიგო დაბეჯითებით.
- ვერსად რომ ვერ ვნახე იმიტომ გეკითხები!
- რას ქვია ვერ ნახე? - ჩაილაპარაკა ნაწყენმა, გადმოვიდა
მანქანიდან და რუკები მძღოლის სავარძელზე დააწყო.
ბევრი ეძება, მთელი მანქანა გადაატრიალა, მაგრამ ვერ
მოძებნა.
- ჩვენს პოზიციაზე მივამაგრე რგოლები ჭურვებს და ეტყობა
სიჩქარეში იქ დამჩა. - მწარედ ჩაილაპარაკა თავისთვის.
საჩქაროდ რაღაც უნდა გვეღონა. ალტერნატიული გზა ჭურვების ჩამოღება, მამუხრუჭებელი ფირფიტის მოხსნა და ისევ
სასროლი მოწყობილობის კასეტაში დაბრუნება იყო. 
„გრადის“ ერთი ჭურვი მიახლოებით 70 კილოგრამს იწონის.
მას ის 40 ცალი აქვს. სიგრძეში კი 3 მეტრამდეა. ჯერ ჩამოღება,
ფირფიტის მოხსნა და მერე უკან დაბრუნება ისე უნდა
მომხდარიყო, რომ ჭურვი არც უნდა დაგვვარდნოდა და არც
ჭუჭყი და ტალახი მოსცხებოდა, ვინაიდან უსაფრთხოების
ინსტრუქციებიდან გამომდინარე, ეს კატეგორიულად დაუშვებელია.
(ძირს დავარდნილი ჭურვი, შეიძლება გასროლისთანავე
ადგილზე აფეთქდეს, ანდა მექანიკური ზემოქმედების შედეგად
შეიძლება რაკეტის ფრთები დაზიანდეს და ფრენის ტრაექტორია
შეცვალოს.)
უსაფრთხოების ეს პირობები რომ არ დაგვეცვა, შეიძლება არც
ადგილზე ავფეთქებულიყავით და არც არაფერი მომხდარიყო,
მაგრამ თითოეული ჭურვი გვეცოდებოდა გასაფუჭებლად. ჯერ
ერთი, რომ საქმეს დააკლდებოდა, მერე კიდევ, ძალზედ მაღალია
მათი ღირებულება. ინსტრუქციის მიღების დროს აგვიხსნეს, რომ
ერთის ფასი 5 000 (ხუთი ათასი) დოლარი უჯდებოდა სახელმწიფოს. ამ ფასად კი თბილსში იმ დროს ოროთახიანი ბინის
ყიდვა იყო შესაძლებელი. ასე რომ, მთელი კასეტის ანუ 40
გასროლის შემთხვევაში 200 000 (ორასი ათასი) დოლარი
მიფრინავდა ჰაერში. შეიძლება კი გაგვიბუქეს ეს რიცხვები, ცოტა უფრო ხელმოჭერილად რომ გვესროლა, მაგრამ ომი რომ ფულის
დიდი მახეა, ეს ხომ ყველამ ვიცით!
ყოველ შემთხვევაში, ამ 200 000 (ორასი ათას) დოლარს შეეძლო
200 მეტრი 300 მეტრზე, ანუ 6 ჰექტარი მიწა, წამებში აღეგავა
მიწისაგან პირისა. ასეთ იარაღს თუ კაცი დანიშნულებით
გამოიყენებ, შეიძლება უდიდესი ზიანი მიაყენო მტერს. მე
მადლობელი ვარ იმდროინდელი სარდლობის, რომელმაც ჩვენს
პატარა საარტილერიო დივიზიონს ამხელა ნდობა გამოუცხადა
და ეს იარაღი გვანდო.
მოკლედ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ადგილზე შეგვესრულებინა ყველა სამუშაო. შეგახსენებთ, მარტო ფიზიკური
შრომა არ გველოდა წინ. ახალი დასაბომბი კვადრატი მათემატიკურადაც ახალი გასათვლელი იყო. ეს კი ეკიპაჟის ერთ კაცს
თიშავდა საქმიდან.
წარმოიდგინეთ სიტუაცია. ბრძოლის სურათი უეცრად
შეიცვალა, სარდლობაში წინდაწინ დაგეგმილი კვადრატი
ამოვარდა გეგმიდან და უაღრესად მასიური საარტილერიო
ცეცხლის საჭიროება გაჩნდა სხვა კვადრატში. ეტყობოდა, რომ
ვითარება მართლაც კრიტიკული იყო. მდგომარეობიდან
გამომდინარე, ერთ კაცს მოუხდა ფიზიკური სამუშაოს
შესრულება.
ჩვენ გარშემო მუხლამდე თოვლი და ტალახი იყო. „გრადის“
მანქანიდან არც თუ შორ მანძილზე, სადღაც 20-30 მეტრში,
შევნიშნეთ პატარა ფარდული. იქვე აღმოვაჩინე ციტრუსის
შესაფუთი სქელი ნაჭერიც. დავაფინე იატაკზე ეს ნაჭერი და
სამუშაოს სუფთად შესასრულებლად აქ მომქონდა ჭურვები.
როდესაც „გრადი“ ისვრის, რაკეტები სპეციალური სქემით
მიფრინავენ. ამ მძლავრმა საარტილერიო დანადგარმა კასეტა
თანმიმდევრული გასროლით რომ დაცალოს, გასროლის
შედეგად შექმნილმა ბრუნვის მომენტმა შეიძლება მანქანა
ადგილიდან მოწყვიტოს. ამიტომ კასეტაზე მითითებულია
ნომერი, თუ რიგით რომელი ჭურვის გავარდნის დროა. ეს
ნომრები გარკვეული კანონზომიერებითაა მიმოფანტული
სასროლი მოწყობილობის კასეტაზე.
არტილერიის მუშაობა რომ არ შეგვეფერხებინა, ამ ნომრების
მიხედვით ჩამომქონდა რაკეტები კასეტიდან. თოვლსა და
ტალახში მივარბენინებდი ფარდულში, ვაძრობდი ფირფიტას და
უკან მომქონდა. ნერვებს მიშლიდა ის ფაქტიც, რომ ნომრის
მიხედვით ზოგი ჭურვი კასეტის ზედა ფენებში იმყოფებოდა,
ზოგიც კიდევ-ქვედაში. დაბალ იარუსს უპრობლემოდ
ვწვდებოდი, მაგრამ მაღალ იარუსებთან სამუშაოდ მეტალის
კონსტრუქციის საკმაოდ მძიმე მაგიდა მჭირდებოდა, რომელიც
აგრეთვე ფარდულში აღმოვაჩინე. ფაქიზი მანიპულაციები 3
მეტრიანი და მძიმე 70 კილოგრამიანი რაკეტით ძალზე
უხერხული იყო. მაშინ მე თვითონ ვიყავი 70 კილო. მოკლედ,
ისედაც გაწამებულს, კიდევ ამ მძიმე მაგიდის ხან მიტანა და ხან
გამოტანა მიწევდა.
- 59 -
ფრონტზე აღმოჩენილი ახალი სამიზნე მოძრავი გამოდგა,
კორექტირების ახალ ბრძანებებს, ახალი მათემატიკური
გათვლები სჭირდებოდა. ასე რომ, ეკიპაჟის ერთი წევრი მყარად
მიეჯაჭვა ამ საქმეს.
სროლები რომ დავიწყეთ, უკვე შებინდებული იყო. დღის
შუქი სწრაფი ტემპით კლებულობდა. დაღლილობას თან ისიც
დაემატა, რომ დღის სინათლის კლების გამო, სულ უფრო ძნელი
გასარჩევი იყო კასეტაზე ამოტვიფრული ნომრები. სხვა გზა არ
იყო, მუშაობის ტემპს კიდევ მოვუმატე.
დღესაც არ ვიცი იმ უკაცრიელ ადგილას საიდან გაჩნდა,
მაგრამ ჩვენი ექიმი მოვიდა გრადთან:
- ბიჭებო, ცენტრალური გზიდან დავინახე, რაკეტებს რომ
ისროდით და თქვენკენ გამოვიქეციო.
ექიმი ფიზიკურად მაღალი, სპორტული აგებულობის და
დიდი ძალის პატრონი იყო. დავცინოდით:
- შენ ექიმად რა გინდა, სპორტს უნდა გაჰყოლოდიო.
ეს ამხელა კაცი რომ დავინახე, სიხარულისგან მუხლი
მომეკვეთა. ის საქმე, რომელსაც მარტო ვასრულებდი, ორი
კაცისთვის აღარაფრად მომეჩვენა. მომენტალურად შევასრულეთ
დარჩენილი სამუშაო. ისეთი ტემპი გვეჭირა, რომ კორექტირებაზე
მყოფმა ხალხმა ვერც კი დააფიქსირა აქაური გაჭირვება.
არაქათგამოცლილი მე და ჩვენი ექიმი დასასვენებლად ხეს
მივეყუდეთ. ყველგან ტალახი იყო, კაცი ვერსად ჩამოჯდებოდა.
ერთადერთი სუფთა ადგილი ისევ ფარდული იყო, მაგრამ ისე
ვიყავით დაღლილები, რომ იქამდე მისვლაც კი გვეძნელებოდა.
„გრადმა“ ბოლო რაკეტები გაისროლა და ირგვლივ სიჩუმე
გამეფდა. შემდეგ მძღოლის კარი გაიღო და რეაქტიული
არტილერიის უფროსმა გახარებულმა მოგვმართა.
- ბოლო რაკეტებიც პირდაპირ მიზანს გავარტყით.
- 60 -
დაქანცულებმა პასუხად მხოლოდ გავუღიმეთ.
უეცრად რეაქტიული არტილერიის „მამამ“, რომლის
„ძირითადი პროფესია“ (коренная профессия), როგორც ზევით
აღვნიშნე, გრადი იყო, წარბი შეკრა, რაღაცაზე დაფიქრდა, შემდეგ
მიტრიალდა, მანქანაში აძვრა, მძღოლის სავარძელი ასწია და
მამუხრუჭებელი რგოლის მოსახსნელი მოწყობილობა, ე.წ.
„სიომნიკი“ ამოიღო.
- სულ დამავიწდა, რომ არ დამკარგვოდა, ეს მოწყობილობა
მძღოლის სკამის ქვეშ დავმალე. - ღიმილით თქვა მეთაურმა,
მაგრამ ჩვენს სახეს რომ შეხედა, ღიმილი პირზე შეახმა.
ძმაკაცის ელემენტალური გულმავიწყობის გამოსწორებას
ტიტანური შრომა დასჭირდა. გავმწარდი. გადაღლილობა სულ
დამავიწყდა. არაქათგამოცლილი ხელები კვლავ გამევსო
სისხლით, ხელის მტევნებში ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი.
ჩემმა ორგანიზმმა მეთაურს სასტიკი განაჩენი გამოუტანა:
- ღირსი არაა, ყელში რომ ვწვდე და დავახრჩო? - ისე
გადავულაპარაკე ექიმს, რომ მისკენ არც კი მიმიხედავს.
- რომ მოვკლათ, შენი აზრით, სამოთხეში მოვხვდებით, თუ
ჯოჯოხეთში? - მცირე პაუზის შემდეგ დამიბრუნა კითხვა
ექიმმა.
- ჩვენ არ ვიცი სად მოვხვდებით, მაგრამ ამას რომ ჯოჯოხეთი
არ აცდება ეს ნაღდად ვიცი. - დავარწმუნე ჯანიანი მედიკოსი.
ამ სიტყვებზე სიტუაცია განიმუხტა და სიცილი დავიწყეთ,
მაგრამ ცხოვრებისაგან დაუვიწყარი გაკვეთილი მივიღეთ.
სროლის შემდეგ დავბრუნდით პოზიციებზე. ქვემეხებს რომ
მივუახლოვდით, გასროლილი ჭურვების გორა დაგვხვდა. გული
შემეკუმშა. ყინვაში დასუფთავებული, გარეცხილი და
გაპრიალებილი ჭურვები პრაქტიკულად აღარ გვქონდა. ამ
სიცივესა და თოვლში ქვემეხის ლულებს ოხშივარი ასდიოდა და
ორთქლში იყვნენ გახვეულნი.
- 61 -
იქვე იყო ჩვენი დივიზიონის ორი წევრიც, რომლებიც
„რაციაზე“ ხმამაღლა ესაუბრებოდნენ ვიღაცას. ცოტა ხანში
შემოტრიალდენ და გვითხრეს:
- მორჩა, უკვე სამშვიდობოს გამოვიდნენო.
როგორც გაირკვა, ერთ-ერთი შენაერთი ალყაში იყო
მოქცეული. მათ მისახმარებლად ჩვენმა ბიჭებმა მტრის ფლანგი
არტილერიით გაჭრეს და უვნებლად გამოიყვანეს მებრძოლები.
დამწუხრებული ვუყურებდი გასროლილ ჭურვებს. მიხვდნენ
ქვემეხის გმირები, რაზეც ვდარდობდი და ღიმილით მითხრეს:
- ისე, ერთი მაღარიჩი მათ მაინც ეკუთვნით, დავუძახოთ
„პეხოტას“ და უცებ გაგვაწმენდინებენ ახალ ჭურვებსო.
მერე ერთ-ერთი მათგანი ქვემეხის ლულის ცხვირთან მივიდა
და ამაოდ ეწვალებოდა რაღაცას. დავინტერესდი. მივედი და
ვნახე რას შვრებოდა. გაირკვა, რომ ქვემეხის ლულიდან
ცდილობდა სიგარეტის მოკიდებას. გულიანად გამეცინა. მან კი
ნაწყენმა მითხრა:
- თქვენთან საუბარს შევყევი, თორემ ნაღდად მოვუკიდებდიო.
მაშინ ეს ხუმრობად ჩავთვალე, მაგრამ ერთ-ერთი ბრძოლის
დროს დავაფიქსირე, რომ სიბნელეში ლულა ძლივს შესამჩნევად,
მოწითალოდ მართლაც ანათებდა. უმალ ეს ისტორია გამახსენდა,
მაგრამ ამ ფაქტის სისწორის შესამოწმებლად, სიგარეტის მოწევის
დრო მაშინ ნაღდად არ მქონდა.
გათანგულებს და დაღლილებს როგორც იქნა დაძინების
საშუალება მოგვეცა. მაშინ შევნიშნე, რომ ჩემი ჩექმები თოვლში
სირბილის შემდეგ სულ წყლით იყო სავსე. ასევე იყვნენ დანარჩენი მებრძოლებიც.
გადმოვღვარეთ წყალი. თოვლში გავწმინდეთ ტალახიანი
ჩექმები და გასაშრობად ახალ დანთებულ რკინის ღუმელთან
მოვათავსეთ. მომენტალურად ჩაგვეძინა ყველას. ახალ
- 62 -
დანთებულმა ღუმელმა სიმხურვალეს უმატა. ჩვენ ისეთი
დაღლილები ვიყავით, რომ ვერც გავიგეთ, როგორ დაწვა
გავარვარებულმა ღუმელმა რამდენიმე ჩექმა. პარადოქსია, მაგრამ
იმ ღამეს 200 000 ( ორასი ათასი ) დოლარი ჰაერში გავუშვით და
მეორე დღეს ფეხსაცმლის გარეშე ვიყავით დარჩენილები.

ზოგმა შეიძლება იფიქროს, რა საჭიროა მსუბუქი
არტილერიაო, მაგრამ ეს ასე არაა. ყველა იარაღს თავისი
დანიშნულება აქვს და თუ ზუსტად იქ აღმოჩნდა, სადაც საჭიროა,
შეიძლება ბრძოლაში დიდი გარდატეხა შეიტანოს. ერთი
პერიოდი მეც ასე ვფიქრობდი, როცა ამხელა ქვემეხების და
გრადის გვერდით, მომცრო ზომის 82 მმ-იან ნაღმმტყორცნებს
ვუყურებდი. მაგრამ მალე დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი.

ზემო კინდღის მიდამოებიდან მივიღეთ შეტყობინება, ქვეითი
ჯარი სასწრაფოდ ითხოვდა დახმარებას. „რაციაში“ მიახლოებითი სიტუაცია აგვიხსნეს. გადავწყვიტეთ ქვემეხით და 82 მმიანი ნაღმმტყორცნით წავსულიყავით.
სიტუაცია ასეთი იყო. ჩვენს ქვეით ჯარს ჰქონდა დავალება,
ერთი გორიდან მეორეზე გადასულიყვნენ და ის სიმაღლეც
აეღოთ. მაგრამ მეორე ბორცვის თავზე განლაგებულ 5-6 სახლში
- 63 -
მოწინააღმდეგე იყო გამაგრებული. მიუხედავად მასიური
შეტევებისა, მტერი პოზიციებს არ თმობდა. ამას ემატებოდა ის
ფაქტორიც, რომ ორ სახლში მსხვილ კალიბრიანი ტყვიამფრქვევით იყო აფხაზური მხარე აღჭურვილი. მაშინ მანძილის მზომი
მოწყობილობა ჩვენ არ გვქონდა, ხოლო რუკის მიხედვით რომ
გავთვალეთ, ამ სახლებამდე დაშორება დაახლოებით 1 400 მეტრი
იყო. მხოლოდ ავტომატური იარაღით შეიარაღებულ ჩვენს
ქვეითებს უჭირდათ მსხვილ კალიბრიანი ტყვიამფრქვევებით
შეიარაღებულ აფხაზურ მხარესთან გამკლავება. სიმაღლეზე
გამაგრებული მტერი უპრობლემოდ აკონტროლებდა ტერიტორიის საკმაოდ დიდ ნაწილს. ამ სიტუაციაში ხეობაში ქვევით
ჩასვლა და მერე ზევით ბრძოლით ასვლა საკმაოდ დიდ
დანაკარგს მოუტანდა ჩვენ მხარეს.
სამიზნეები რომ გაგვენადგურებინა, ქვემეხი პირდაპირი
დამიზნების პოზიციაზე უნდა გაგვეყვანა. ადგილი არ მოიძებნა,
სადაც ამის გაკეთების საშუალება მოგვეცემოდა - ციცაბო
ბორცვის ფერდობებზე გაზრდილი საკმაოდ დიდი ხის ტოტების
გამო პირდაპირი ხედვის არეალი შეზღუდული იყო. მიუხედავად
ამისა, მაინც მოვძებნეთ ვითომ შესაფერისი ადგილი. დავაყენეთ
ქვემეხი და ჩვენი დივიზიონის წევრმა ალექსანდრე პაპაშვილმა
გაგვაფრთხილა:
არის საშიშროება, რომ ჩვენივე ჭურვი ხის ტოტებზე ჩვენს წინ
აფეთქდესო.
ეს იმას ნიშნავდა, რომ ყველა უნდა მოვრიდებოდით ამ
ადგილს. დაუმიზნა ალექსანდრემ, მოეფარა იქვე მდგარ ხეს და
გრძელი თოკით, რომელიც წინდაწინ მივამაგრეთ, ქვემეხის
სასხლეტს გამოჰკრა. უეცრად ორი აფექების ხმა ერთდოულად
მოგვესმა. ერთი, რა თქმა უნდა, გასროლის იყო, ხოლო მეორის
კვალს იქვე მდგომი ხის წვეროზე მოდებული კვამლისკენ
მივყავდით.
ალექსანდრეს წინასწარმეტყველება გამართლდა, საკუთარი
ჭურვი ცხვირწინ აგვიფეთქდა. ინერციის წყალობით ნამსხვრევები უმთავრესად წინ გადაიყარა. ჩვენ დამალულები ვიყავით და,
საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მცირე კორექციის შემდეგ
კვლავ მოვახდინეთ განმეორებითი გასროლა, მაგრამ ისიც იგივე
შედეგით დასრულდა.
- 65 -
მოქმედებები შევწყვიტეთ. ვერ გავამართლეთ იმედები,
ამიტომ მორცხვად ვიდექით. ღიმილით მოგვიახლოვდა ერთი
ჯარისკაცი და კახურ კილოზე მოგვმართა:
- ჯო. რას დაათრევთ ამხელა ჯართს. თქვენ რა საქმე არა
გააქვთ?
ხელი ჩავიქნიეთ. თავის მართლებას აზრი არ ჰქონდა.
ამ ყველაფერს ოლიმპიური სიმშვიდით უყურებდა 82 მმ-იანი
ნაღმმტყორცნის მართლაც რომ უბადლო სპეციალისტი ირაკლი
ქიმერიძე.
როგორც მანამდე მოგახსენეთ, ირაკლი პროფესიით ფიზიკოსი იყო. მას ასპირანტურაც დამთავრებული ჰქონდა და უკვე
მეცნიერ-მუშაკად მუშაობდა ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. სამეცნიერო სიმპოზიუმებზე მიწვევები მსოფლიოს სხვადასხვა
კუთხიდან მოსდიოდა, მაგრამ როცა დასჭირდა ქვეყანას, მის
სადარაჯოზე დადგა.
გარდა იმისა, რომ მაღალკვალიფიციური ფიზიკოსი იყო, იგი
უნიკალურად ხატავდა, შესანიშნავად მღეროდა ქართული
ხალხური სიმღერების სამივე ხმას, ჰქონდა აბსოლუტური სმენა,
ვიოლინოზე უკრავდა სხვადასხვა მელოდიას კლასიკური
ჟანრიდან, შეეძლო სიტუაციის და განწყობის შესაბამისი
იმპროვიზაცია შემოეთავაზებინა ამ უნიკალურ საკრავზე.
- 66 -
ყველა ამ მადლთან ერთად, რომლებიც უეჭველია ღმერთმა უბოძა, ის ფიზიკურად არნახული
გარეგნობის იყო
ტანზე კუნთების
აბჯარი ჰქონდა ჩაცმული. ასეთი
აღნაგობა მხოლოდ ფილმებში მაქვს
ნანახი. მისი არისტოკრატული
საუბარი, ხმის ტემბრი, ქცევა,
მანერა, სიმპათიურ გარეგნობასთან
ერთად, უმალ ყურადღების ეპიცენტრში მოაქცევდა ხოლმე. გამოირჩეოდა უდიდესი თავმდაბლობით. ამპარტავნობის ის უდიდესი
სენი, რომელიც კაცთა მოდგმას თან
სდევს, მისგან შორს იყო და რაც
მთავარია, ბუნებრივად იყო იგი
ასეთი.
წონასწორობიდან გამოსული და
განერვიულებული არავის გვყავს ნანახი. მისი შეგინებაც არავის
გვახსოვს. დაღლილ-დაქანცულები ჩვენ დასასვენებელ ადგილს
ვეძებდით, ის კი აიღებდა რვეულს და გამოთვლებს აწარმოებდა.
ტენზორული აღრიცხვის ელემენტებით ჰქონდა მთელი რვეული
გავსებული. ვინც უმაღლეს ფიზიკასთან ახლოსაა, იცის, რას
წარმოადგენს ტენზორი და ვინც ახლოს არაა, შევეცდები
აგიხსნათ. ტენზორი წააგავს იეროგლიფს, რომელსაც აქეთიქედან ინდექსები აქვს მიწერილი. ამ იეროგლიფის და
ინდექსების კომბინაციით ერთმა პატარა ზომის ტენზორმა
შეიძლება მრავალი ფიზიკური მოვლენა აღწეროს. მოკლედ,
მერწმუნეთ, ტენზორი ფიზიკაში გათვლების ურთულესი და
უძლიერესი აპარატია. ირაკლის კი მთელი რვეული ჰქონდა ამ
წვრილად ნაწერი ტენზორებით სავსე.
დღესაც არავინ ვიცით, ვინ, მაგრამ უეჭველია დივიზიონის
ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლის რვეულიდან რამდენიმე ფურცელი
- 67 -
ამოხია. ხომ ხვდებით, ამ ქცევით რამდენი ნაშრომი და კვლევა
განადგურდა. როცა ირაკლიმ აიღო რვეული და ნახა
განადგურებული ნამუშევარი, ცოტა ხმამალა ჩაილაპარაკა:
- ამის დედა ვატირე, ასე არ შეიძლება, ბიჭებოო! - და
შორიახლოს განმარტოვდა.
ჩამოვარდა სამარისებული სიჩუმე. ვერ გავიგეთ, რა მოხდა. ან
რა ნახა ასეთი თავის რვეულში ირაკლიმ, რომ ყველაზე
კრიტიკულ სიტუაციებშიც კი მშვიდად მყოფმა ადამიანმა,
უწყინარ სიტუაციაში ტონს ცოტა აუწია. მისი ლანძღვა ხომ
საერთოდ მეხის გავარდნას ჰგავდა. რიდით ვერავინ ხმას ვერ
ვიღებდით, ვერც ვეკითხებოდით, რა მოხდა. ვინც ამოხია
ფურცლები, ის გაჭირვებული ხომ სულ დადნებოდა, ალბათ,
სირცხვილისგან.
ცოტა ხნის შემდეგ დაგვიბრუნდა ისევ ის ჩვეული ირაკლი.
იპოვა ძალა, თავი დაემშვიდებინა. თვითონვე დაარღვია მუდამ
ხმაურიან არტილერიაში გამეფებული სამარისებული სიჩუმე და
აგვიხსნა, რაშიც იყო საქმე.
ყველამ სასწრაფოდ დავიწყეთ გამოძიება, თუ ვინ გაანადგურა
ირაკლის დიდი ხნის ნაშრომი, რომელიც ისედაც დაღლილს,
წვალებ-წვალებით ჰქონდა შექმნილი. იცოდა რა ჭეშმარიტება,
რომ იმ ფურცლების კვალს ჩვენ ვერ მივაკვლევდით, თვითონ
ირაკლიმ დაგვამშვიდა და გვითხრა:
- თქვენ ნუ დარდობთ, გათვლებში სადღაც ნაღდად შეცდომა
მქონდა დაშვებული, ბოლოში ლოგიკურ პასუხს ვერ ვიღებდი
და კარგი გააკეთა, ვინც მომაშორა ეგ ჭირიო.
ამ სიტუაციაშიც კი პოზიტივი იპოვა ირაკლიმ. ჩემთვის რომ
ასეთი რამე გაეკეთებინათ, ალბათ, მესამე მსოფლიო ომს
გამოვუცხადებდი კაცობრიობას და დივიზიონს ხომ ჩემიანად
ავაფეთქებდი, მაგრამ ირაკლი სულ სხვა იყო.
ცოტა ხანში ეს ამბავი დივიზიონს გასცდა. ელვის სისწრაფით
გაიგო ქვეითმა ჯარმა, რომ არტდივიზიონის 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნის ჯადოქარს, ირაკლი
ქიმერიძეს, გაბრაზება სცოდნია.
დავუბრუნდეთ ზემო კინდღის
პოზიციას, სადაც ჩვენი დივიზიონის ქვემეხის „სახელგანთქმული“
სპეციალისტები შერცხვენილები
ვიდექით ქვეითი ჯარის გარემოცვაში. ჩვენი ღირსება ირაკლის
უნდა აღედგინა.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ბრძოლა ახალი დაწყებული გვქონდა, ირაკლის თავისი 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნით
სახელი შორს ჰქონდა გავარდნილი. მასზე ლეგენდები მოდიოდა
ფრონტის სხვადასხვა ხაზიდან. მე მისი ნამუშევარი ჯერ არ
მქონდა ნანახი და სხვებთან ერთად დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი მის ქცევას.
ჩვეული, აუღელვებელი ტემპით შეუდგა ირაკლი ქიმერიძე
საქმეს. რამდენიმე წამი გაჩერდა და დასაბომბ მიდამოებს გახედა.
გულში გავიფიქრე:
- რაღას ათვალიერებს, ჩვენ რომ ვისროდით, ამის საშუალება
ხომ მაშინაც ჰქონდა-მეთქი.
- 69 -
მაგრამ იმ წამში ვიგრძენი, რომ
ირაკლი გონებრივად განმარტოვდა,
შეერწყა გარემოს. ეტყობოდა, რომ
გასანადგურებელი ობიექტების გარდა, არავინ და აღარაფერი მის გარშემო
აღარ არსებობდა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენი საუბარიც არ ესმოდა.
სავარაუდოდ, გონებაში ნაღმის ტრაექტორიას ხაზავდა და უყურებდა,
როგორ ფეთქდებოდა იქაურობა.
უცნაური გრძნობა დამეუფლა. შინაგანმა ხმამ მითხრა, რომ მოწინააღმდეგე ცოტა ხანში განადგურდებოდა.
მაგრამ ეს გრძნობა მაშინვე გამიქრა,
როგორც კი 1400 მეტრში განლაგებულ დასაბომბ სახლებს
გავხედე. მიზანი ხომ საფარში მყოფი ნაღმმტყორცნის პირობაზე
საკმაოდ შორს იყო. შემოვტრიალდი ისევ ირაკლისკენ. ის უკვე
დანადგარს ასწორებდა.
გავარდა პირველი ნაღმი. ყველას მზერა გავარდნილი ნაღმისა
და დასაბომბი ტერიტორიებისკენ იყო მიმართული. ნაღმი ერთერთი სახლის სახურავს პიდაპირ ცენტრში მოხვდა და შენობა
ნამსხვრევებად აქცია.
გაკვირვებულმა გავხედე ირაკლის, რომლის გეგმაში უკვე
მეორე სახლის განადგურება იყო. კვლავ დამეუფლა უცნაური
გრძნობა, ვიგრძენი, რომ ირაკლის პირველი სახლის აფეთქების
სურათი უკვე რეალურ აფეთქებამდე ჰქონდა ნანახი. ისიც
ვიგრძენი, რომ გონებრივად მან უკვე მეორე სახლიც ააფეთქა,
უბრალოდ, ლოგიკური დასასრულისთვის ნაღმის გასროლა იყო
საჭირო. გასროლამ და შედეგმაც არ დააყოვნა. მეორე სახლიც
უზუსტესი ნასროლით დაშალა. ასე მიჰყვა იქაურობას და ერთი
არ აუცილებია - პირდაპირ ცენტრში ურტყამდა.
- 70 -
რასაც ახლა ვყვები, თეორიულადაც კი შეუძლებელია, თორემ
პრაქტიკული თვალსაზრისით აქ ლაპარაკიც არ ღირს. მაგრამ ჩემ
გარდა, კიდევ ას კაცზე მეტი უყურებდა ამ ყველაფერს. სწორედ
ამიტომ, პირველივე დღიდან გაუვარდა ომში სახელი ირაკლის.
მაშინაც და ახლაც ერთ აზრზე ვარ. არ ვიცი, როგორ, მაგრამ
ირაკლი ჯერ გონებაში დაისახავდა მიზანს, მერე კი მას გარემოება
ამ მიზნამდე მიჰყავდა. მართლაც უნიკალური ფენომენი იყო.
ყველა ერთხმად ვაღიარებდით:
- ირაკლისნაირი აფხაზებსაც რომ ჰყავდეთ, გასაქცევად
გვექნებოდა საქმეო.
სამიზნეების განადგურების შემდეგ ირაკლი ჩვეული სიმშვიდით მიუბრუნდა ქვეით ჯარს და შეეკითხა, კიდევ რომელი
ადგილების დაბომბვა სურდათ. ყველამ მხრები აიჩეჩა:
- ჩვენ მხოლოდ სახლები დავაფიქსირეთო.
მაშინ ირაკლიმ თავისი ინტუიციით კიდევ შეარჩია რამდენიმე
ადგილი და იქაც ჩაყარა ნაღმები. უმთავრესად ეს სახლებს შორის
ადგილი და მათი უკანა მხარე იყო.
ცოტა ხანში ისევ მოგვიახლოვდა ის კახელი, მოჰკიდა 82 მმიან ნაღმმტყორცნს ხელი და ირაკლის კახური კილოთი მიმართა:
- ააა, ძმაო, კაცი. ე რა მაგარი „ტრუბა“ გქონია, ჯო.
ირაკლის გაეცინა.
ახალგაცნობილმა კვლავ მიმართა:
- რამდენი ლიტრა ჩადის ე მაგ „ტრუბაში“, წამო, ახლა შენი
სადღეგძელო უნდა დავლიო.
ისევ გაიღიმა ირაკლიმ და იუმორით მიმართა:
- ეგ შენთვის არის განსხვავებული, თორემ მე ყოველ დღე
მაგითი ვსვამ სასმელს.
შეხედა კახელმა ირაკლის არაჩვეულებრივ ათლეტურ
ფიგურას და თავისთვის ჩაილაპარაკა:
- დალევს ხო იცი.
- 71 -
წასვლა დააპირა, მერე უცებ მიტრიალდა ირაკლისკენ და
ჰკითხა:
- ჯო, შეტევაზე რომ გადავალთ, შენ ხომ ისევ აქ იქნები?
აქ უკვე საერთო სიცილს ვეღარ ვიკავებდით.

იმედია, ამ სიტუაციის შემდეგ დამეთანხმებით, რაოდენ
დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ იარაღს და რაოდენ
დიდ შესაძლებლობებს იძლევა გარემოს მორგებული საბრძოლო
დანადგარი. სულ არ დასჭირდა ირაკლი ქიმერიძეს ქვემეხის
გრუხუნი და ძვირად ღირებული რეაქტიული არტილერიის
ღრიალი, რომლის ადგილსამყოფელის დაფიქსირება ათეული
კილომეტრიდანაც შეიძლება. 82 მმ-იანმა ნაღმმტყორცმა ჩუმად,
წყნარად, პატარა ფარდულს ამოფარებულმა ერთ წუთში
გაანადგურა მოწინააღმდეგე ისე, რომ მტერმა ვერც კი გაიგო,
საიდან ბომბავდნენ. თუმცა მოგვიანებით მოგიყვებით ისტორიას,
რომელშიც ქვემეხი შეუცვლელი აღმოჩნდა.

ერთი ამბის გახსენებაც მსურს.
აფხაზეთში ტყვარჩელის ფრონტი თავისი სპეციფიკური
რელიეფის გამო განსხვავდებოდა გუმისთის ფრონტისგან, სადაც
უმთავრესად სანგრები იყო გათხრილი. ტყვარჩელის მხარეს კი
უმეტესწილად აქცენტი გადატანილი იყო სიმაღლეების აღებაზე.
ამ ფრონტზეც არსებობდა სანგრები, მაგრამ ლოკალურ ხასიათს
ატარებდა. მთელ ორმოცკილომეტრიანი ფრონტის ხაზზე რომ
სანგრები გათხრილიყო, ამდენი ჯარისკაციც კი არ გვყავდა.
- 72 -
სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ აფხაზურ მხარეს
სანგრები და თავდაცვის საშუალებები ჩვენთან შედარებით
უკეთესად ჰქონდათ მოწყობილი. მაქვს ნანახი სანგრები,
რომლებსაც ხის სქელი მორებისგან გაკეთებული სახურავი
ჰქონდა და საკმაოდ კარგად შენიღბულ ობიექტსაც წარმოადგენდა. ასეთი საცავის დანგრევა მხოლოდ პირდაპირი
დარტყმის შედეგად თუ შეიძლებოდა! ხოლო შეუნიღბავი
ობიექტი ყოველთვის ქვიშის ტომრებით იყო გარშემორტყმული.
ტყვარჩელის ფრონტზე მდებარეობდა სოფელი ლაბრა. ეს
სოფელი თავისი განლაგების გამო სტრატეგიულ ობიექტს
წარმოადგენდა, ამიტომ მის მიდამოებში მტრის დიდი ძალები
იყო კონცენტრირებული. ამ სოფელს გარდამავალი დროშასავით
ხან აფხაზები აიღებდნენ და ხან ისევ ჩვენ დავიბრუნებდით.
როგორც წესი, სოფელზე ერთ-ერთი შეტევის დროს ქართულ
შენაერთს საარტილერიო დახმარებას ჩვენი დივიზოინი უწევდა.
ვმუშაობდით მძიმე არტილერიით.
თავისი ბალისტიკური შესაძლებლობებით ქვემეხის
მოქმედების ზონა მთაგორიან რეგიონში შეზღუდულია. ჩვენს
ქვეით ჯარს გზა რომ გახსნოდა, არტილერიით უნდა დაგვემუშავებინა მტრის გამაგრებული ობიექტები. მაგრამ იყო ერთი
- 73 -
შენობა, რომლის აფეთქების საშუალებას ქვემეხის ბალისტიკა არ
იძლეოდა. ჩვენს შეიარაღებაში ჰაუბიცა ან 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი რომ ყოფილიყო, მარტივად მოვაგვარებდით ამ პრობლემას, მაგრამ ჰაუბიცები არ გვქონდა, ხოლო 120 მმ-იანი
ნაღმტყორცნის ნაღმები დეფიციტი იყო. არადა, შენობა მთლიანად გარშემორტყმული იყო ქვიშის ტომრებით, საიდანაც მასიურ
ცეცხლს გვიხსნიდნენ.
გადავწყვიტეთ ჯერ ის ობიექტები გაგვენადგურებინა,
რომელებიც ქვემეხის მოქმედების არეალში იყვნენ და ამ შენობას
მერე მივხედავდით.
ავამუშავეთ მძიმე არტილერია. ერთიმეორის მიყოლებით
ვაფეთქებდით გამაგრებულ ობიექტებს და უეცრად შემოგვესმა
კიდევ ერთი აფეთქების ხმა, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნოდა.
აფეთქდა ის შენობა, რომელიც ჩვენი ქვემეხების ხედვის არეალში
არ იყო.
კიდევ განმეორდა აფეთქება. ახლა უკვე თვალნათლივ
დავინახეთ, საიდან ესროლეს შენობას და როგორ მიმოიფანტა
ქვიშით სავსე ტომრები. ვიღაც აშკარად „ერპეგე“-ს („РПГ“) ტიპის
ყუმბარმტყორცნით ჩვენს საქმეს აკეთებდა. ყველას მზერა იმ
მხარეს გვქონდა მიმართული, საიდანაც ბოლოს გაისროლეს.
ჩვენდა გასაოცრად, თხრილიდან, რომელიც ჩვენგან
მიახლოებით 100 მეტრში იყო, გია ლურსმანაშვილი (ციტრუსა)
წამოდგა.
გია ლურსმანაშვილს ზედმეტსახელად „ციტრუსას“
ვეძახდით. მოგეხსენებათ, ომი იყო და ყოვედღიური კვების
შესაძლებლობა ჩვენ არ გვქონდა. ხანდახან რამდენიმე დღე
გადიოდა ისე, რომ ლუკმაც არ გვქონდა გადაყლაპული. ერთ-ერთ
ასეთ დიეტურ პერიოდში გიორგის დამწიფებული მარდარინით
სავსე ხე დახვდა გზად. ჰო და, ეტყობა მშიერმა დიდი დოზით
მიირთვა ციტრუსის ეს სახეობა. ცოტა ხანში ისე გაყვითლდა, რომ
- 74 -
თვითონ მანდარინიც კი თეთრი მოგეჩვენებოდათ გიორგისთან
შედარებით.
- 75 -
შეშინებულებმა სასწრაფოდ წავიყვანეთ ექიმთან. ექიმისთვის,
ცხადია, ეს უკვე პირველი შემთხვევა არ ყოფილა, რადგან მშიერი
ჯარისკაცები ხშირად მიირთმევდნენ მანდარინს. მან რაღაც
დარიგება მისცა გიორგის, ერთი-ორი ტაბლეტი ჩაუდო ხელში და
მეორე დღეს გიორგი ისევ მოვიდა ფერზე, მაგრამ დარჩა სახელი
„ციტრუსა“.
„ციტრუსა“ ხარაგაულის მთაგორიან რაიონში იყო გაზრდილი. ამ პირობებში გაზრდილი ხალხი ყოველთვის გამოირჩევა
ამტანი ხასიათით, ძლიერი ნებისყოფით, დაუღალავი მუხლით,
მკვირცხლი ქცევა-მანერით და, რაც მთავარია, ამ რეგიონისთვის
დამახასიათებელი სიალალით. ჰქონდა უაღრესად ფაქიზი
იუმორის გრძნობა და იყო ძალზედ კრეატიული, არასტანდარტული. ერთ წამში შეეძლო სიტუაციის განმუხტვა.
ერთხელ ჩვენი ბიჭები ქვეით ჯართან ერთად მოქმედებისას
მტრის საფარს შეეჯახნენ. უეცრად, ჩვენებს სამივე მხრიდან
გაუხსნა მტერმა ცეცხლი. ბიჭებმა მოძებნეს თავშესაფარი, მაგრამ
მაინც მძიმე სიტუაციაში იყვნენ. უმოწყალო ცეცხლის ქვეშ
მყოფნი გამოსავალზე ფიქრობდნენ. წინ წასვლას ვინ ჩიოდა,
უკანაც ვეღარ გამოდიოდნენ. პანიკური სიტუაციის ჩამოყალიბების საშიშროება იყო. ეს კი ბრძოლაში მომენტალურ დაღუპვას
ნიშნავს. ამ სიტუაციაშიც მონახა „ციტრუსამ“ გამოსავალი და
ბიჭებს ღიმილით მიმართა:
- ბიჭებო, ბიჭებო, თუ იცით, კიდევ ვნახავ ხარაგაულს?
მომღიმარე ციტრუსას დანახვაზე, ყველას გაეცინა და
დაწყნარებულ გულზე გადაჭრეს შექმნილი პრობლემა.
ციტრუსაზე გასახსენებელი უამრავია, მაგრამ ერთი აუცილებლად უნდა გავიხსენო.
ერთხელ სოხუმში ჩავედით დივიზიონის ხალხი, სახლში
ახლობლებთან დარეკვა გვსურდა. ამ საქმისთვის ხშირად ვერ
ვიცლიდით, რადგან სულ პოზიციებს ვიყავით მიჯაჭვულნი.
მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ომში წასულ ადამიანზე ყოველ
- 76 -
წამს ნერვიულობდნენ ახლობლები და პერიოდულად მაინც რომ
არ გავსაუბრებოდით, ალბათ, ჭკუიდან შეიშლებოდნენ.
მოკლედ, რაღაც რაოდენობის ხალხმა ამოვყავით თავი
სოხუმის ფოსტაში. გადავეცით იქ მომუშავე გოგონას ტელეფონის
ნომრების სია და დაველოდეთ გამოძახებას. მაშინ არ იყო
პირდაპირი კავშირი, მით უმეტეს, მობილური ტელეფონები.
პატარა შენობაში ისხდა ოცამდე გოგო, ე.წ. „კომუტატორებთან“
და ისინი უკავშირდებოდნენ აბონენტს. დრო გადიოდა, მაგრამ
მიწოდებული ნომრებიდან ვერც ერთთან ვერ დაგვაკავშირეს.
თბილისი, რუსთავი, ქუთაისი - ყველა მიმართულება გათიშული
გამოდგა. წამოსვლას ვაპირებდით, როცა შეგვატყობინეს, რომ
ერთ ნომერთან კავშირი შესაძლებელი გახდა. გაგვიკვირდა, როცა
შევიტყვეთ, რომ ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩხერში ციტრუსას
მიეცა საუბრის საშუალება. ყველას გაგვიხარდა, რომ ერთმა კაცმა
მაინც აიხდინა ოცნება.
ვიფიქრეთ, ციტრუსა ჯერ მშობლებს და მერე ახლობლებს
მოიკითხავდა, მაგრამ სიცილი ვერავინ ვერ შევიკავეთ, როცა მისი
პირველი სიტყვები იყო:
- ცხენი როგორა მყავსო?
დავანგრიეთ ყველამ შენობა ხარხარისგან. მაშინ რა ვიცოდით,
თუ როგორ უყვარდა ადამიანის ამ ოთხფეხა მეგობარს ჩვენი
ციტრუსა.
მოგვიანებით, როცა გიორგი ლურსმანაშვილი (ციტრუსა)
დაიღუპა, ცხენი სახლიდან გაიქცა და მხოლოდ გასვენების დღეს,
საფლავზე ამოვიდა. ციტრუსას ცხენის დანახვაზე ხალხში
ჩოჩქოლი ატყდა. ძალზედ მძიმე სიტუაცია, უაღრესად დამძიმდა.
ისედაც გამაოგნებელმა გლოვის ხმამ ახალი ტალღით იფეთქა
სასაფლაოზე. მამაკაცებსაც კი ცრემლი წასკდათ. თავდახრით,
მაგრამ გეზმიმართულად მომავალ ცხოველს ყველამ გზა
დაუთმო. სუნთქვაშეკრული ვუყურებდი, როგორ მივიდა ცხენი
- 77 -
ციტრუსას სასთუმალთან და მუშტისხელა ცრემლებით დაიწყო
ტირილი. უეცრად გამახსენდა ილია ჭავჭავაძის სიტყვები:
„ვაჟკაცთ ცრემლსა რად უძრახვენ?
რკინაც სტყდება, როს სცემს გრდემლი...
კაცთ და პირუტყვთ გასარჩევად
ღმერთმა შექმნა მარტო ცრემლი!“
ამ ლექსის მიხედვით ცხენს ტირილი არ შეეძლო, მაგრამ
მივხვდი, რომ ეს სიტყვები ციტრუსას ცხენს არ ეხებოდა. რადგან
ტიროდა, ესე იგი, ის ადამიანი იყო, ციტრუსას უახლოესი
ადამიანი. ამას მარტო ციტრუსა გრძნობდა და, ალბათ, სწორედ
ამიტომ, უპირველესად თავისი უახლოესი ადამიანი მოიკითხა
სოხუმიდან გიორგიმ.
დავბრუნდეთ ლაბრაში, სადაც ციტრუსამ ჩვენი ქვემეხებისთვის მიუდგომელი შენობა ნაცარტუტად აქცია. როდის
მოახერხა ამ 100 მეტრის გავლა და იქ საიდან გაჩნდა, ვერავინ
გავიგეთ.
კმაყოფილი სახით თხრილებზე დიდი ნახტომებით გამორბოდა ჩვენკენ. როგორც კი მოგვიახლოვდა, ყველამ ჩხუბი დავუწყეთ:
- რას შვრები, რატომ რისკავ ასე. რაღაც რომ მოგსვლოდა?...
ციტრუსამ კითხვითვე მოგვმართა:
- რა განერვიულებთ, დამინახეთ იქ როგორ მივედი?
ჩვენ გავჩუმდით. მართლაც, როდის მოახერა ამ დისტანციის
გარბენა, რომელიც თხრილებით და ბუჩქებით იყო სავსე, ვერ
გავიგეთ.
მერე თვითონვე გასცა თავის კითხვას პასუხი:
- თქვენ რომ „ბლინდაჟებს“ ბომბავდით, ყველა იქ იყურებოდით. იმ სახლიდანაც, სავარაუდოდ, მაგ ტერიტორიას
შეხედავდნენ აუცილებლად და მეც მაშინ შევიპარეო.
- 78 -
ამის შემდეგ კიდევ ბევჯერ მივიღეთ ცნობა, ციტრუსას
ამგვარი ქმედების შესახებ.

კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო ყურადღება იარაღზე,
რომელიც კონკრეტულ საომარ მომენტში უპირატესობს იძლევა.
ის, რაც ვერ გააკეთა ქვემეხმა, გააკეთა „ერპეგე“(„РПГ“)-ს ტიპის
ყუმბარმტყორცნმა. რომელსაც, მართალია, ზუსტი დამიზნების
ზონა 500-700 მეტრი აქვს და ამ მანძილს მოშორებული ავტომატი
ტყვიამფრქვევის წინააღმდეგ უძლურია, მაგრამ თუ 500 მეტრზე
მიუახლოვდი მტერს, საკმაოდ ძლიერ ობიექტებს გაუნადგურებ
ამ იარაღით. ციტრუსას მიზნისთვის რომ მიეღწია, ასაფეთქებელ
ობიექტთან 100 მეტრით მიახლოება დასჭირდა. ეს საკმაოდ
ძლიერი რისკი იყო მისთვის.
რომ გვქონოდა „ესპეგე“ („СПГ“) ან „ფაგოტი“ („ФАГОТ“-ი),
რომელთაც „ერპეგე“ („РПГ“)-სთან შედარებით გაცილებით დიდი
მოქმედების ზონა და საკმაოდ დიდი დამანგრეველი ძალა აქვს,
ძალზე მარტივად, ყოველგვარი რისკის გარეშე გადავჭრიდით
პრობლემას. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, აღარ მოუწევდა
- 79 -
ციტრუსას 100 მეტრით მიახლოება, შორიდან ავაფეთქებდით
მიზანს.
რატომ გავამახვილე ასე ყურადღება იარაღის კლასზე. საქმე
ისაა, რომ რუსეთის გენშტაბმა, რომელიც გეგმავდა აფხაზეთში
ომს, ვერაფერი მოუხერხა ქართულ ჯარს და რამდენიმე
წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, 1993 წლის 1 ივლისს, დაგეგმა
შეტევა, რომელიც ტამიშის ცნობილი დესანტით დაიწყო. საკმაოდ
დიდი ძალა დაგვჭირდა ამ დესანტის გასანადგურებლად.
ისარგებლა ამით მტერმა და მეორე ფრონტზე, მდინარე გუმისთის
მხარეს, სოფლების: შრომა, კამანი, ოდიშის მიმართულებით
ფრონტის ხაზი გაგვიჭრა. ამ უბნებზე ისედაც ხალხნაკლულ ჩვენს
შენაერთებს „ფაგოტის“ ტიპის იარაღით შეუტიეს.
ის იარაღი, რომელსაც ციტრუსა ხმარობდა, „ერპეგე-7“,
„ფაგოტთან“ შედარებით ბავშვის სათამაშოა. ზოგიერთ „ფაგოტს“
3 (სამი) კილომეტრის მანძილზეც შეუძლია გაანადგუროს მოწინააღმდეგე. ეს არის მართვადი რაკეტა, რომელიც ძირითადად
გამოიყენება მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად და ლამის 100%-იანი ალბათობით აფეთქებს მიზანს.
- 80 -
გასროლის პულტთან უკვე მფრინავი რაკეტა დაკავშირებულია
ძალზე წვრილი მავთულით და მთელი ფრენის მანძილზე ამ
კავშირით იმართება.
1993 წლის 27 ივლისიდან სადამკვირებლო მისიაში
ვმოღვაწეობდი. ფეხით მაქვს შემოვლილი კამანი, შრომა, აპიანდას ტერიტორიები. ეს ის ადგილებია, სადაც მტერი შემოძვრა.
ვერ წარმოიდგენთ, რამდენი „ფაგოტი“ იყო ნასროლი. უდიდეს ტერიტორიაზე გადაფენილი რაკეტის უამრავი მავთული
ობობას ქსელს მოგაგონებდა. სინანულით ვაფიქსირებდი
გასროლის და აფეთქების ადგილებს, რომლებიც ერთმანეთისგან
უმთავრესად 1000 (ათას) მეტრზე მეტი დისტანციით იყვნენ
დაშორებულნი. მავთულის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ,
მტერი უძლიერეს ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს - „ფაგოტს“
თითოეული ჩვენი მეომრის გასანადგურებლად იყენებდა. ასეთი
უთანასწორო ბრძოლის კვალი მე ჯერ არსად მქონდა ნანახი.
აშკარა იყო, რუსები აგონიაში იყვნენ, მათი კიდევ ერთი კრახი,
ალბათ, მსოფლიოში უძლეველი ჯარის სახელს მოგვიტანდა, მათ
ისედაც დავარდნილ იმიჯს კი ნულს გაუტოლებდა. ეს რომ არ
მომხდარიყო, მთელი ფრონტის ხაზს ავიაციისა და მძიმე არტილერიასთან ერთად „ფაგოტი“-ს ტიპის იარაღითაც შემოუტიეს.
სადამკვირებლო მისიას მოგვიანებით განვიხილავთ. ახლა კი
ტყვარჩელის ფრონტს დავუბრუნდეთ, სადაც საარტილერიო
დივიზიონი იბრძვის. 
ბრძოლა ზემო კინდღის მიდამოებში
მიუხედავად იმისა, რომ პირველი დღიდან საკმაოდ მძიმე
სიტუაციებში გვიწევდა ბრძოლა, ჩვენი საარტილერიო დივიზიონი უდანაკარგოდ იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს დროებითი
აღმოჩნდა.
1993 წლის 18 იანვარს ზემო კინდღის მიდამოებში დაიგეგმა
შეტევა. შეტევა მასშტაბური იყო. მონაწილეობას იღებდა ყველა
ქვედანაყოფი: ქვეითი ჯარი, სატანკო ბატალიონი და არტილერიაც. ბრძოლა დილიდან საღამომდე გაგრძელდა. გოჩა
წულაიამ, რომელიც ჩვენს დივიზიონში ავტომატური ყუმბარმტყორცნის, ე.წ. „АГС“-ის, სპეციალისტი იყო, ეფექტურობის
მხრივ ეს ყუმბარმტყორცნი მსუბუქად ბრონირებულ გამწეზე, ე.წ.
„ემ ტე ელ ბე“-ზე დაამაგრა.
ვინც არ იცნობთ ამ ტრანსპორტს, მოგახსენებთ, რომ ეს არის
მსუბუქად ბრონირებული მაღალი გამავლობის გამწე, რომელიც
ქვემეხების გადასატანად გამოიყენება. მისი ჯავშანი ნასროლი
ქვისგან თუ დაგიცავს, თორემ ავტომატის ზოგიერთი ტყვია
თავისუფლად ხვრეტს „ბრონს“. ალბათ, მიხვდებით, რაოდენ
დიდი რისკი იყო ასეთი მანქანით ბრძოლაში ჩართვა.
- 82 -
მაგრამ რისკის მიუხედავად, ამ მანქანის კომბინაცია
„აგეეს“-თან ძალზედ ეფექტური აღმოჩნდა. ძალზე ჩქარი მანევრი,
მაღალი გამავლობა, ავტომატური ყუმბარმტყორცნი და მძღოლის
გარდა, კიდევ 2 კაცი სერიოზულ იარაღად იქცა.
გარდა ამისა, კავშირი გვქონდა ქვეით ჯართან და
დაჭრილებისა და გარდაცვლილების ევაკუაციას მივყავით ხელი,
რომელიც უმოკლეს დროში ხდებოდა. ეს, დამერწმუნეთ,
უბრალო საქმე არაა, როცა მებრძოლმა იცის, რომ საჭიროების
შემთხვევაში მისი ევაკუაცია მომენტალურადაა შესაძლებელი.
თვითონ ჯარისკაცებმა გვითხრეს:
- მფარველ ანგელოზივით გიყურებდითო.
ტანკი ამ საქმისთვის მიზანშეუწონელია, ყოველ დაჭრილზე
მისი ბრძოლიდან გამოყვანა საცოდაობაა.
და საერთოდ, ევაკუაციას ბრძოლაში დიდი ყურადღება უნდა
დაეთმოს, ვინაიდან ერთი კაცის გადასარჩენად შეიძლება
რამდენიმეს მოუწიოს პოზიციის დატოვება. ეს კი ბრძოლის
უნარიანობას აქვეითებს.
- 83 -
„ემ ტე ელ ბე“-ს საჭესთან ჩვენი
დივიზიონელი დათო ახალშენაშვილი იყო, ხოლო მანქანაზე დამონტაჟებულ „აგეეს“-ს იცავდა ორი კაცი,
რომლებიც გოჩა წულაიას მარჯვენა
და მარცხენა მხარეს იყვნენ გადანაწილებულნი.
მეომრების უფრო თავზეხელაღებული ქმედება მე არც მანამდე და
არც შემდეგ არსად მინახავს. ეს იყო
ცოცხალი სამიზნე, რომელიც ძალზე
ჩქარა მანევრირებდა. საკმაოდ შორი
დისტანციიდან გოჩა პირდაპირ
ფანჯრებსა და სანგრებში უყრიდა
ყუმბარებს მტერს.
ძალზე რთულ მომენტებში დათო
ახალშენაშვილიც ჩაერთვებოდა ხოლმე ბრძოლაში. არ ვიცი,
მემანქანე ამას როგორ ახერხებდა, მაგრამ მოძრავ მანქანას წელს
ზევით ჯავშანს ამოცილებული დათო ტყვიით უკაფავდა გზას.
ავტომატური ყუმბარმტყორცნის „აგეეს“-ის მოქმედების ზონა
1700 (ათას შვიდასი) მეტრია. მისი ყუმბარა აფეთქების
ცენტრიდან 7 მეტრის რადიუსში ანადგურებს მხოლოდ ცოცხალ
ძალას, ანუ ჯავშანტექნიკის დაზიანების ან ობიექტების
დანგრევის საშუალება მას არა აქვს.
ამ ყუმბარმტყორცნის მჭიდში, რომელიც ლოკოკინას ბუდეს
წააგავს, 29 ყუმბარა ჩადის. ჩვენს იარაღს კომპლექტში ასეთი 3
ჰქონდა, ანუ ერთ ჯერზე მაქსიმუმ 87 ყუმბარის სროლა
შეგვეძლო. მერე ბაზაზე ვბრუნდებოდით და ვტენიდით მჭიდებს.
ბრძოლის საკმაოდ ცუდ მომენტში გოჩას მჭიდი დაეცალა.
მეორე მჭიდი კი იყო დატენილი, მაგრამ რაღაც გაიჭედა და
ვერაფრით ვერ ჩასვა თავის ადგილას. ჩვეულებისამებრ, როცა
დათო ( ზაური)
ახალშენაშვილი
- 84 -
გოჩა მჭიდს ცვლიდა, მაშინ ჩვენ ვიცავდით ავტომატის
ინტენსიური ცეცხლით, მაგრამ ახლა იარაღის მოსაწესრიგებლად
გოჩას ჩვენი დახმარებაც დასჭირდა.
დაცვის ორივე წევრმა, გულაღმა წამოწოლილებმა, თითოთითო ხელით დავიჭირეთ „აგეესი“,
ხოლო მეორე ხელით ავტომატით
მუშაობა გავაგრძელეთ. ასეთ
მდგომარეობაში ავტომატის ზუსტი
სროლა ძალზე ძნელი იყო.
დათომაც გააჩერა „ემ-ტე-ელ-ბე“,
რათა გოჩას „აგეესი“-ს შეკეთება
გაიოლებოდა, მანაც ამოიღო
ავტომატი და მარტო შეეცადა სამივეს დაცვას.
დათო მანქანის წინა მხრიდან,
სადაც მძღოლის ადგილია, ვერ
უყურებდა, როგორ წამოდგა ჩაის
ბუჩქებიდან შეიარაღებული მამაკაცი, რომელამდეც მანძილი
სულ რაღაც 50 მეტრი თუ იქნებოდა.
მტერმა შეატყო, რომ პრაქტიკულად დაუცველნი ვიყავით და
ისარგებლა მომენტით. ალალად წამოდგა ფეხზე და საგულდაგულოდ ამოგვიღო მიზანში.
უეცრად ჩვენმა მარჯვენა მხარეს მყოფმა მეომარმა, რომელსაც
მეგონა, რომ სიმღერის მეტი ცხოვრებაში არაფერი შეეძლო,
ძალზე უხერხული პოზიციიდან ცალ ხელში ავტომატ
მომარჯვებულმა დაასწრო და ერთი გასროლით გაანადგურა
მოწინააღმდეგე. გაკვირვებულმა შევხედე ჩვენს „სტრელოკს“,
იმან კი ისეთი სახე მიიღო, გეგონებოდა ეს პირველი არ
ყოფილიყო მისთვის.
„ტრაფეინი“ ავტომატის ასაღებად გაიქცა, მაგრამ მტერმა
ისეთი დაუშვა, რომ უკან სპრინტერივით გამოიქცა. უფრო მეტიც,
- 85 -
ისეთი ტემპი ეჭირა, რომ ვერც ერთი სპრინტერი ვერ დაეწეოდა.
ამასობაში გოჩამ მოაწესრიგა თავისი იარაღი და თავგასულ
მოწინააღმდეგეს ადგილი მიუჩინა. მე და დათოც ვეხმარებოდით.
შეგვეშინდა „ტრაფეინის“ მაძიებელი არ მოეკლათ. მანქანაზე
სწრაფად ამოხტა, ისევ მარჯვენა მხარეს დაიკავა დაცვის ადგილი
და ჩაილაპარაკა:
- კინაღამ არ მამკლეს ამ პირუტყვებმა, ამათა?
მემანქანემ გზა განაგრძო. უფრო ღრმად შევიწიეთ მტრის
ბუნაგში. დათო ახალშენაშვილს მითითება არ სჭირდებოდა,
სადაც კი ხალხს შენიშნავდა, იქით მიარღვევდა გზას.
ზოგ სიტუაციაში მკვეთრად გვიწევდა კურსის ცვლილება და
მანქანას გაველურებულ ჩაის ბუჩქებზე უწევდა მოძრაობა.
გამახსენდა ფრაზა: „Ты его не сажал, не пахал. Ты только виноград
кушать любишь.“ ვანადგურებდით მრავალწლოვან მცენარეს,
რომელსაც ჩვენთვის არაფერი დაუშავებია, მაგრამ სხვა
გამოსავალსაც ვერ ვხედავდით.
რატომ, არ ვიცი, მაგრამ თავი მოვიფხანე. უეცრად ძლიერი
დარტყმა ვიგრძენი, რომელიც ჩემმა ხელმა მომაყენა. ჩხუბის
უნახავი არ ვარ, მაგრამ ასეთი ძლიერი დარტყმა, ისიც თავის
არეში, პირველად მივიღე. ვერ გავიგე, ჩემმა ხელმა რატომ
დამარტყა. დავხედე ხელს. მივხვდი, რომ დაჭრილი ვიყავი.
ხუთივე თითის ფალანგი მტკიოდა. სხვა კუთხით რომ
მომხვედროდა, აუცილებლად გახვრეტდა ხელს, მაგრამ ახლა
ხელის მტევნის ფალანგის წყობამ მიხსნა სიკვდილისგან. სისხლი
წვრილი ნაკადით, მაგრამ დიდი წნევით შორს ასხამდა.
არ მინდოდა ბიჭების შეშინება. მითუმეტეს, რომ გრძნობა,
ჩვენ ტყვია არ მოგვეკარებოდა, ძვალ-რბილში გვქონდა
გამჯდარი. გოჩა ჩვეულებისამებრ „აგეეს“-ით მუშაობდა და ახალ
მიზანს ეძებდა. მისი ამ საქმიდან მოშორება არ იქნებოდა კარგი.
- 86 -
გადავწყვიტე დაცვის მეორე წევრი საქმის კურსში ჩამეყენებინა
და მოკლე ფრაზით მივმართე:
- მომხვდა.
მას არც კი მოუხედავს ჩემს მხარეს ისე გამცა პასუხი:
- რომელი პატარძალი შენა ხარ, რომ მოგვხვდაო.
ცოტა ხანში დაფიქრდა ჩემს ნათქვამზე. ეტყობა გაანალიზა,
რაც ვუთხარი და მანქანაზე განგაში გამოცხადდა. ეს იყო ჩვენს
დივიზიონში პირველი შემთხვევა, როცა კაცი დაგვიჭრეს. დათომ
მანქანა პირდაპირ ტყეში შეაგდო. გოჩამ გახსნა მანქანის უკანა
დიდი კარი და სახელდახელოდ შენახული ბინტი და იოდი
ამოიღო. ეკიპაჟის დანარჩენი ორი წევრი თავდაცვისთვის
მოემზადა. ბიჭები შეთანხმებით, კოორდინირებულად
მოძრაობდნენ. ყველაფერი ეს ისე ოპერატიულად გააკეთეს,
გეგონებოდა დიდი ხნის დამუშავებული გეგმის მიხედვით
მოქმედებდნენ.
ჭრილობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და პატარა იყო,
მაგრამ ძლიერი სისხლდენა ახლდა. ეტყობა, სადღაც
სისხლძარღვთა არტერიული ნაწილი იყო დაზიანებული. მთელი
ძალით გადამიჭირა გოჩამ მკლავზე ქამარი. ვიგრძენი, რომ კანი
ცუდად ჩაითრია ქამარმა, მაგრამ გოჩა არ გავაჩერე. სისხლი კვლავ
განაგრძობდა ჩვეული ტემპით დინებას. ისედაც მჭიდროდ
შემოხვეულ ქამარს გოჩა სულ უფრო მეტად უჭერდა, მაგრამ ჩემი
სისხლძარღვები რატომღაც დანებებას არ აპირებდნენ.
მიხვდა, რომ დროს კარგავდა და დამამშვიდა:
- შენ ნუ გეშინია, გზაში გაგიჩერდება, - შემდეგ კი ბინტს
დასწვდა.
რატომღაც ძალზე მშვიდად ვიყავი, არაფრის მეშინოდა. როცა
გავაანალიზე, რომ თავის მოფხანით სიკვდილს გადავურჩი,
შიშის გრძნობა გამიქრა. ვიგრძენი, გვერდით ანგელოზი მედგა და
მფარველობდა.
- 87 -
ძალზე დიდი რაოდენობის ბინტი დაახვია გოჩამ. იდაყვამდე
სულ შებინტული ვიყავი, ხელი ნავის ნიჩაბს დაემსგავსა, მაგრამ
სისხლდენა მაინც არ გაჩერდა. ნახვევი სულ გაწითლდა და
თოვლის თეთრ ფონზე ალისფრად, წარმოუდგენლად ლამაზად
ბრჭყვიალებდა.
წასასვლელად მოვემზადეთ. ისევ მანქანის თავზე აძრომა
გადავწყვიტე, ჩემს ადგილს ვუბრუნდებოდი, მაგრამ ბიჭების
დაჟინებული მოთხოვნით, მანქანაში, დესანტისთვის
განკუთვნილ ადგილას მომათავსეს. მიზეზად სისხლის დიდი
რაოდენობით დაკარგვას იდებდნენ:
- შეიძლება გონი დაკარგო და ზევიდან გადმოგვივარდეო.
გამეცინა, თავს კარგად ვგრძნობდი. მაგრამ დავუჯერე ბიჭებს.
მანქანაში მოვთავსდი. ეს გზები უკვე გატკეპნილი ჰქონდათ და
თვალის დახამხამებაში ბაზაზე მიმიყვანეს. გააღეს კარები და
გადმოვედი. თავბრუ დამეხვა, წავბარბაცდი. ბიჭები მართალს
მეუბნებოდნენ, როცა მანქანაში ჩამსვეს. სისხლი ნამდვილად
დიდი რაოდენობით მქონდა დაკარგული.
ეკიპაჟნაკლულებმა იმ დღეს ბევრი იომეს. ძალზე ბევრი
დაჭრილი და მიცვალებული გამოიყვანეს ბრძოლის ველიდან.

არტილერიას ვამუშავებდით, კავშირზე ერთ-ერთი შენაერთი
გამოვიდა, რომელიც ფრონტის სულ სხვა ხაზზე იყო და
დახმარებას ითხოვდა, ჰყავდა როგორც დაჭრილები, ისე
გარდაცვლილები. საუბრიდან გაირკვა, რომ ბრონირებული
ტრანსპორტი დაჭრილთა ევაკუაციისთვის მათ ახლოს არ
იმყოფებოდა. არადა, იმ სიტუაციაში ყოველი წამი გადამწყვეტი
იყო.
- 88 -
უეცრად წამოდგა ლევან
ავაქოვი, რომელიც ჩვენს დივიზიონში მძღოლის სტატუსით
იმყოფებოდა. ერთი შემოგვძახა:
- თქვენ არტილერიას ნუ
გააჩერებთ, მე ვიცი, ეგ ბატალიონი
რა ადგილას იმყოფება და მივეხმარებიო.
ურალის მარკის სატვირთო
ავტომობილზე ჩამოსწია საქარე
მინა, გადააფინა ტყვიაგაუმტარი
ჟილეტი და წავიდა მისახმარებლად. ეს ყველაფერი ისე ჩქარა
გააკეთა, რომ დაცვისთვის ერთი კაცის გაყოლებაც ვერ
მოვასწარით.
დავუკავშირდით შენაერთს და ვუთხარით, რომ დასახმარებლად ურალი მიდიოდა მათთან. პასუხად მივიღეთ: ურალი აქ ვერ
ამოაღწევს, გზაც კი ინტენსიურ ცეცხლშია გახვეულიო.
ბევრი ვინერვიულეთ, მაგრამ უკვე ვეღარაფერს მოვახერხებდით. საკმაოდ შორს წასული ლევანი დიდი სისწრაფით მიაგელვებდა მრავალტონიან მანქანას.
ცოტა ხანში გვაცნობეს:
- ეს ვინ გყოლიათ არტილერისტებს, ჯერ ხომ ფრინველივით
ამოვარდა ამხელა მანქანით პოზიციაზე, მერე ვიწრო
ორღობეებში უკუსვლით და დიდი სიჩქარით ორ წამში
პირდაპირ დაჭრილებთან მიაყენა მანქანაო.
დავინტერესდით, ლევანი უკან როგორ დაბრუნდა. დაგვამშვიდეს:
- უკვე სამშვიდობოს არის გასულიო.
- 89 -
გზა, რომელიც ლევანმა გაიარა, იოლი არ ყოფილა.
ეს იყო 7 კილომეტრამდე მთა-გორიან ადგილებში გასავლელი
მონაკვეთი, რომელიც აფეთქებული ჭურვების და მუხლუხოიანი
ტრანსპორტის მიერ იყო გადათხრილი. ზოგიერთი ადგილი
ჩახერგილი იყო წაქცეული ხეებით და ელექტროგადამცემი
ხაზებით. ამას ემატებოდა გზაზე აფეთქებული ტექნიკა, თოვლი,
რომელიც იმ წელიწადს განსაკუთრებით დიდი მოვიდა და
ტალახი. გამოუცდელ მძღოლს მშვიდობიან პერიოდშიც კი
გაუჭირდებოდა იქ გასვლა. მაგრამ ლევანი თავისი საქმის
ნამდვილი პროფესიონალი იყო.

18 იანვარს ზემო კინდღში შეტევა წარუმატებელი გამოდგა.
უფრო მეტიც, არტილერია წინა ხაზზე აღმოვჩდით. ბრძოლაში
მონაწილეობის შემდეგ ტყვია-წამალიც მცირე რაოდენობით
გვქონდა დარჩენილი. მძიმე არტილერიას ახლო დისტანციაზე
ეფექტურად ვერ ამუშავებ, მსუბუქი არტილერიის შემადგენლობები კი ფრონტის სხვადასხვა ხაზზე იმყოფებოდნენ.
სარისკო იყო, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღეთ, უკან არ
დაგვეხია, 14 კაციანი შემადგენლობით დავრჩით მოწინავე
პოზიციაზე.
• ამოვატრიალეთ ქუდი და ყველამ შიგ ჩავყარეთ ბრძოლიდან
შემორჩენილი ტყვია-წამალი. განაწილების შემდეგ თითოეულს 12-12 ტყვია შეგვხვდა.
• რადგანაც არ ვიცოდით, შეტევას რომელი მხრიდან
დაიწყებდნენ, ყველანი წრიულ პერიმეტრზე გავიშალეთ.
• ტყვია-წამლის დაზოგვის მიზნით გავინაწილეთ სექტორები,
რათა ბრძოლის დროს ერთ სექტორში ორ კაცს არ ესროლა.
ისედაც დაღლილებს, ყინვასა და თოვლში მთელი ღამე
თვალი არ მოგვიხუჭავს, ღვთის წყალობით ყველაფერმა მშვიდად
ჩაიარა. საბედნიეროდ, მოწინააღმდეგემ არ იცოდა, რომ ტყვიის
- 90 -
გარეშე ვიყავით დარჩენილები, თორემ ამ შანსს ხელიდან არ
გაუშვებდა. ბრძოლის შემდეგ, ალბათ, მათაც დიდი დანაკარგი
ჰქონდათ და ვეღარ გაბედეს ჩვენკენ წამოსვლა.
მეორე დილას ამოვიდა ჩვენი ქვეითი ჯარი. ამოჰყვა საარმიო
კორპუსის ერთ-ერთი გენერალი, რომელიც დღესდღეობით
ცოცხალი აღარაა. გვეხვეოდა და გვილოცავდა გადარჩენას.
ჩვენ გავეხუმრეთ:
- ბატონო გენერალო, გადარჩენას გვილოცავთ თუ იმას, მძიმე
არტილერია რომ არ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს ხელში?
წარბიც არ შეუხრია ისე გვითხრა:
- ბიჭებო, თქვენი ფასი ჯერ ოქრო არ ჩამოსხმულა და რკინაში
როგორ გაგცვლით.
გვეგონა, რომ ყველაფერმა უკვე მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ
1993 წლის 19 იანვარს, საღამოს 8 საათზე, პოზიციის დაცვის
დროს სნაიპერის ტყვიამ გოჩა წულაია მკერდის არეში
სასიკვდილოდ დაჭრა. საველე შტაბის ექიმმა პირველადი
დახმარებაც გაუწია, ბოლო შანსს ჩავეჭიდეთ და გოჩა ჰოსპიტალშიც წავიყვანეთ, მაგრამ ამაოდ.
ერთ-ერთი მებრძოლი, რომელიც ევაკუაციისთვის განკუთვნილ მანქანას დაცვად გაჰყვა, ლევან ავაქოვი იყო. გზაში
ლევანიც დაიღუპა.
ეს იყო პირველი მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა დივიზიონმა
გაიღო. ბიჭები უვნებელნი გადარჩნენ უმძიმეს ბრძოლებში და
დაიღუპნენ ერთი შეხედვით მარტივ სიტუაციაში.
- 91 -
ჭ ი რ ი ს უ ფ ა ლ ი
ისედაც მცირერიცხოვან საარტილერიო დივიზიონს 2 მებრძოლი გამოგვაკლდა...
ოთხი კაცი გამოვყავით ცხედრების გადასასვენებლად. გოჩა
ქუთაისში ვერტმფრენით გადაასვენეს, ხოლო ლევანი თბილისში
თვითმფრინავით ჩამოვასვენეთ.
მგზავრები რომ არ შეგვეწუხებინა, ცხედარი საკაცით თვითმფრინავის უკანა მხარეს გადაკეცილ სავარძლებზე დავასვენეთ.
ნელ-ნელა თვითმფრინავი ხალხით გაივსო. ყველა ჩვენ გვაქცევდა
ყურადღებას. გვისამძიმრებდნენ. უეცრად, საერთოდ უცხო ბიჭმა
პილოტს რაღაც ჩასჩურჩულა და თვითმფრინავიდან გაიქცა. ცოტა
ხანში დაბრუნდა და საკმაოდ დიდი რაოდენობის სასმელი
ამოიტანა.
მიცვალებულს ზეწარი გადავხადეთ, ირგვლივ ჩამოვუსხედით და შესანდობარი დავლიეთ, ლევანს ჩვეულებრივი სუფრის
წევრივით ვესაუბრებოდით. რიგრიგობით მთელი თვითმფრინავი მოვიდა ჩვენთან. ლევანისა და გოჩას შესანდობარს
ამბობდნენ, როგორც შეეძლოთ, გვანუგეშებდნენ.
ფრენისთვის განკუთვნილი დრო შეუმჩნევლად გავიდა.
ცხოვრებაში პირველად თბილისში ჩასვლა არ მინდოდა.
ბრძოლაზე მეტად ლევანის ოჯახის წევრების დანახვის
მეშინოდა. რით უნდა მენუგეშებინა, არ ვიცოდი.
ოჯახმა უკვე იცოდა ლევანის გარდაცვალების ამბავი და
აეროპორტში დაგვხვდნენ. იმ წელს მთელ საქართველოში მკაცრი
ზამთარი იდგა. ცენტრალური გზა კიდევ იწმინდებოდა, მაგრამ
მის გარეთ ყველგან ყინულის დიდი საფარი იდო. ასეთ
პირობებში ტრანსპორტს გადაადგილება ძალზედ უჭირდა.
- 92 -
როდესაც მივუახლოვდით მონტინის აღმართს, სადაც ლევანი
ცხოვრობდა, ჩემი ყურადღება ყინულის დიდმა ნატეხებმა
მიიპყრო, რომლებიც ზომით აისბერგის ნამსხვრევებს ჰგავდა და
გეგმაზომიერად იყვნენ დალაგებულნი გზის კიდესთან.
სასწრაფო რომ პირდაპირ სახლში მისულიყო, უბანმა ათ საათში
1300 მეტრი გზა გაწმინდა. ყინული ლომით და წერაქვით იყო
ნამტვრევი. ყოველივე ამის შემდეგ მოსახლეობა ტროტუარზე
ჯაჭვად გადანაწილდა და აუტანელ ყინვაში დაელოდა
სასწრაფოს მანქანას, რომელიც ლევანის ცხედარს მოასვენებდა.
მიუხედავად გაწმენდილი გზისა, ერთ-ერთ მონაკვეთზე
მანქანას პრობლემა მაინც შეექმნა, გაუჭირდა ასვლა. ჯაჭვში
მყოფი ხალხი ტრანსპორტს გარს მომენტალურად შემოერტყა და
ბიძგით წინ გვისროლა. მაშინვე მივხვდი, რომ უბანს ლევანი
ძალიან, ძალიან უყვარდა და უბანმა ამგვარად სცა პატივი მას.
სასწრაფოს მძღოლი გაოგნებული აკვირდებოდა ყოველივე ამას
და ჩემთან ერთად ჩამოფრენილ დივიზიონელს ჩუმად შეეკითხა:
- ვინ იყო?
- მებრძოლი. - იყო მოკლე და ყოვლისმთქმელი პასუხი.
- აცხონოს. - ჩაილაპარაკა მძღოლმა.
ოჯახში მივედით. დედის კივილმა ცა ორად გაჭრა... ყველა
გრძნობამ ერთბაშად მიმატოვა. ვერც სიცივეს ვეღარ ვგრძნობდი
და აღარც არაფერი მესმოდა. მხოლოდ ვხედავდი ცოდვის ნისლს,
რომელიც ლევანის სახლიდან მთელ უბანს რვაფეხას საცეცებივით მოსდებოდა.
მოვიკრიბე ძალა. მივედი მშობლებთან, მივუსამძიმრე. დედამ
გულში ჩამიკრა, აღარ მიშვებდა, უთქმელად მეფერებოდა და
ქვითინებდა. უეცრად ვიგრძენი, თუ როგორ გავთბი, გალღვა
გაყინული სისხლი, დამიბრუნდა ყველა გრძნობა, თვალზე
ცრემლი მომადგა. გავხედე ლევანის ცხედარს, ლევანი იღიმოდა.
რადგან ტრანსპორტი არ მუშაობდა, იმ ღამეს აღარ გამომიშვეს.
მერიდებოდა, ყველა ჩვენ გვაქცევდა ყურადღებას და ძლიერ
- 93 -
წუხდებოდნენ. მაგრამ დედის თხოვნით იქ დავრჩი. მეზობლად,
ბიძაშვილის სახლში მომასვენეს. ჩემდა გასაოცრად, მკვდარივით
დამეძინა.
დილას ჩემი სამხედრო ფორმა, რომელმაც წინა დღეებში ომის
ქარ-ცეცხლი გამოიარა, გასუფთავებული დამხვდა. ახალივით
ბზინავდა ჩექმებიც. ლევანის ბიძაშვილმა ეს საქმე არავის მიანდო.
ნუკრიმ პირადად მომიწესრიგა ტანსაცმელი.

სარდლობასთნ შეთანხმებით დივიზიონი ერთი კვირით
პოზიციებიდან მოიხსნა.
ლევანისა და გოჩას გასვენება ერთი დღის შუალედით იყო.
ამან დივიზიონის ხალხს საშუალება მოგვცა, ორივე ოჯახის
სამძიმარზე ვყოფილიყავით.
გოჩა წულაია წყალტუბოს მახლობლად, სოფელ გუმბრინში
ცხოვრობდა. სამძიმარზე მიმავალთ გზის მიგნება არ გაგვჭირვებია, ხალხი უკვე ქუთაისშივე გვასწავლიდა, თუ როგორ უნდა
მივსულიყავით.
გოჩას ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ჰქონდა
დამთავრებული და მას ამ ქალაქში საკმაოდ კარგად იცნობდნენ.
მივედით სოფელში. მიუხედავად დიდი ტერიტორიისა,
ავტობუსის გაჩერება გაგვიჭირდა. გოჩას სახლი სამძიმარზე
მისული ხალხის ზღვაში იხრჩობოდა. ჩვენს დანახვაზე ხალხი
გაიწია და გზა დაგვითმეს. გოჩას დედამ სათითაოდ ჩაგვიკრა
გულში ყველა. მერე მოგვიტრიალდა და გვითხრა:
- ნუ გეშინიათ, ბიჭებო, გოჩას მამა და უმცროსი ძმა კიდევ ჰყავს
დარჩენილი და თუ გაგიჭირდათ, ორივე ფრონტის ხაზზე
თქვენთან ერთად დადგება!
- 94 -
კვლავ გამეყინა სისხლი, კვლავ ემოციების ქარიშხალში
მოვყევი.
მუდმივად გულში ვიმეორებდი: „მართალი ყოფილა.“
მართალი ყოფილა, რაც ქართველ დედაზე ლეგენდა
არსებობს. უბრალოდ, მემატიანეთა მონათხრობიდან ადამიანის
უსუსურ გონებას ამის დაჯერება არ ძალუძს.
- უკვდავი ერი ვართ, უკვდავი ერი ვართ,- ვიმეორებდი გულში.
და მივხვდი, რომ გოჩასა და ლევანის წასვლამ დივიზიონის
ძალა გააასმაგა.
გოჩას დაკრძალვისას სამხედრო წესით იარაღი აღვმართეთ,
გასროლას ვაპირებდით.
- არ გაისროლოთ! -მოგვესმა ხმამაღალი შეძახილი.
- მაგ მხარეს მაღალი ძაბვის ხაზია. - კვლავ გაიმეორა იმავე ხმამ,
რომელიც გოჩას მამას ეკუთვნოდა.
მართლაც, ჩვენს თავზე მაღალი ძაბვის ხაზები იყო გაბმული.
მათ ჩამოვარდნას შესაძლებელია მსხვერპლი მოჰყოლოდა. ზღვა
ხალხში თავისი საღი აზროვნებით ისევ ჭირისუფალი გამოირჩეოდა.
სროლის მიმართულება მყისიერად შევცვალეთ.
- 95 -
1993 წლის 21 თებერვალი
გოჩას და ლევანის დაკარგვით მიღებული ჭრილობები
ჯერ მოშუშებული არ გვქონდა,
რომ თავს ახალი უბედურება
დაგვატყდა. ტყვარჩელის ფრონტზე, სოფელ ატარა არმიანსკაიას
მიმდებარედ, ბრძოლისას კიდევ
ერთი ვაჟკაცი, გია ჯოგლიძე
დავკარგეთ.
გიორგი ბოლნისიდან იყო. ამ
რეგიონიდან ჩვენს საარტილერიო დივიზიონში ბევრი ხალხი
იბრძოდა. ბოლნისს საკუთარი
ბატალიონიც ჰყავდა, მაგრამ ეს
ორი შენაერთი ისე მჭიდროდ
ვიყავით ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ბოლნისელთაგან
რომელი მებრძოლი ბოლნისს
ეკუთვნოდა და რომელი დივიზიონს, არავინ ვიცოდით. მათი უმრავლესობა ფრონტზე მსუბუქი
არტილერიის დანადგარით, „აგეესით “, მუშაობდა.
გია ჯოგლიძე 20 წლის აფხაზეთის ომში გახდა. მაგრამ
არაჩვეულებრივი ათლეტური მონაცემების და მისი ასაკისთვის
შეუფერებლად ძალზედ გაწონასწორებული ქმედებებით
უბადლო მებრძოლად ჩამოყალიბდა. ბავშვობიდან სპორტს მიჰყო
ხელი. ნიჭიერ, ტანმაღალ და არაბუნებრივი ძალის მქონე
მოზარდს ჭიდაობის მასწავლებელმა „ახალგაზრდა ვეფხვი“
უწოდა. მისი ფიზიკური მონაცემების წყალობით, ცოტა ხანში, ამ
- 96 -
ისედაც მრისხანე ზედმეტსახელს კიდევ ერთი „კლიჩკა“ ვანდამი
დაემატა.
გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე უმძიმესი კონტუზია
მიიღო. მისგან გამოწვეული სიმპტომები ისეთი ძლიერი გამოდგა,
რომ გია თბილისის ჰოსპიატალში დააწვინეს.
ცოტა მომჯობინებული გიორგი საავადმყოფოდან კვლავ წინა
ხაზზე მიიწევდა.
- ჯერ იქნებ ბოლომდე გამოჯანმრთელებულიყავი, -
ემუდარებოდა დარჩენას დედა.
- ფრონტზე მყოფ ბიჭებსაც ჰყავთ დედები, მათი თხოვნით
ყველა სახლში რომ დაჩეს, ვინღა იომებს? - თავს იმართლებდა
გია.
ახალგაზრდა ვაჟკაცის მშობელი მიხვდა, რომ მისი
აღზრდილი შვილი სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. თავი დახარა და
ტირილი დაიწყო.
ეს მათი ბოლო საუბარი გამოდგა. ერთმანეთს ორი თვის
შემდეგ კვლავ შეხვდნენ. დედა კვლავ ტიროდა, ოღონდ იგი
ამჯერად თავაწეული შეეგება სამშობლოსათვის დაღუპული
რაინდის ცხედარს.
1993 წლის 15 მარტის დესანტი
ეროვნული გვარდიის სარდლის, გიორგი ყარყარაშვილის,
1993 წლის 1 მარტის ბრძანებით ჩვენი დივიზიონი შეუერთდა
სწრაფი რეაგირების კორპუსის (გვარდიის) I საარტილერიო
პოლკს. ამის გამო, 1993 წლის 15 მარტს, საღამოს 7 საათზე, ჩვენი
საარტილერიო დივიზიონი ტყვარჩელის ფრონტიდან მოიხსნა და
გადასაფორმირებლად დროებითი ბაზირება აგუძერაში გააკეთა.
არაფრის მომასწავებელი მშვიდი სიტუაცია იყო. ორი ქვემეხი
ყოველი შემთხვევისთვის სანაპირო ზოლზე განვათავსეთ.
- 97 -
აგუძერა პირველი ბრიგადის ბაზას წარმოადგენდა. ირგვლივ
სულ ჩვენები იმყოფებოდნენ. ამიტომ მხოლოდ ორკაციანი დაცვა
დავნიშნეთ, რადგან მასიური დაცვის აუცილებლობას ვერ
ვხედავდით.
ქვემეხები ტრანსპორტირების დროს დამცავ შალითებში
მჭიდროდ გვქონდა შეფუთული, მაგრამ გზად იმსიმაღლე
ტალახი გამოიარეს, რომ ჭუჭყმა მაინც შეაღწია დანადგარებში.
ორმა ადამიანმა, რომლებიც პირველ ცვლაში ვიყავით,
გადავწყვიტეთ ქვემეხების გასუთავება. ნელა და აუღელვებლად
შევუდექით ამ საქმეს. მთვარის შუქზე რისი მოხსნაც
შესაძლებელი იყო, ყველა დეტალი მოვხსენით, გავწმინდეთ და
დავზეთეთ. ცოტა ხანში გუშაგის ცვლაც მოგვივიდა, მაგრამ
ქვემეხები ჩვენ დავშალეთ, სად რა დეტალი გვქონდა დადებული,
ჩვენ ვიცოდით, ამიტომ ეს საქმე სხვას არ ვანდეთ და
გავაგრძელეთ მუშაობა. მოსული ხალხი უკან აღარ დაბრუნდა,
დარჩა ჩვენს დასახმარებლად. ცოტა ხანში მათი ცვლაც მოვიდა
და ისინიც დარჩნენ ჩვენთან. ასე ნელ-ნელა შევიკრიბეთ
დივიზიონის წევრები ქვემეხებთან.
ღამის 3-4 საათი იქნებოდა, ბრძოლის ხმა შემოგვესმა. სულ
უფრო მატულობდა ჩვენს მხარეს აფეთქებული არტილერიის
ჭურვების გრუხუნი. გამოჩდნენ მტრის მოიერიშე
თვითმფრინავებიც, რომლებიც ასევე ჩვენს ტერიტორიებს
ბომბავდნენ. აშკარად გამოიკვეთა, სერიოზული ბრძოლა იყო
- 98 -
დაწყებული. საჩქაროდ დავიწყეთ ქვემეხების აწყობა, მაგრამ წინ
დიდი საქმე გველოდა. ვნერვიულობდით, გამოძახების შემთხვევაში, სანაპიროზე მყოფი ორი ქვემეხი გამართული არ იყო.
იმ წამში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ თურმე სანაპირო
ზოლზე უფრო საჭიროები ვიქნებოდით. ღამის 5 საათზე
შემოგვესმა ავტომატების ინტენსიური ხმაც, ეს იმის მაუწყებელი
იყო, რომ მტერი შეტევაზე გადმოვიდა.
ამ დროისთვის პირველი ცნობაც მივიღეთ. ჩვენი ვარაუდი
გამართლდა, ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციასთან
გვქონდა საქმე. მდინარე გუმისთის მხარეს, 8 კილომეტრიან
ზოლზე ერთბაშად დაიძრა მოწინააღმდეგე.
ჩვენ რაც შეიძლებოდა, ჩქარი ტემპით მოგვყავდა ქვემეხები
მწყობრში. ღამის წყვდიადში მუშაობა გვიჭირდა, ვინატრეთ შუქი.
და უეცრად მთელი არემარე განათდა. რუსეთის ავიაციამ ცაზე
ჭაღები დაგვიკიდა. საავიაციო ჭაღი, ეს არის ასობით მანათობელი
ბურთულა, რომლებიც ძალზედ ნელა ეშვება მიწაზე და
გამოირჩევა ინტენსიური ნათებით. არ გეგონოთ, რუსებმა ჩვენ
გვცეს პატივი. ეს აფხაზურ მხარეს მომუშავე არტილერიას
გაუნათეს ჩვენი პოზიციები. მაგრამ ამ შუქით ჩვენც
ვისარგებლეთ, ქვემეხები ავაწყვეთ. მხოლოდ ოპტიკური
სამიზნის მიმაგრება და გასწორება იყო საჭირო ორივე იარაღზე,
რომელიც აუცილებლად დღის შუქს მოითხოვდა.
საავიაციო ჭაღი
- 99 -
დილის 6 საათზე ირიჟრაჟა. ზღვა მთლიანდ ნისლში იყო
გახვეული. უეცრად ნისლში გამოჩდა 5 საზღვაო ხომალდი,
რომლებიც აგუძერასა და სოხუმს შორის მდინარე კელასურის
შესართავისკენ მიემართებოდა. ნისლის და სიშორის არ ცოდნის
გამო ხომალდების ზომებს ვერ ვაფიქსირებდით, მაგრამ
სწრაფმავლობის მიხედვით დავადგინეთ, რომ დიდი ზომისანი
არ უნდა ყოფილიყვნენ. ცოტა მოშორებით, ჩვენი ქვემეხების
ხელმარჯვნივ, სანაპირო ზოლზე, იყო შენობა, რომელშიც
დამსვენებლებისთვის განკუთვნილი შეზლონგები და ნავები
ინახებოდა. რამდენიმე წუთში ეს გემები ამ შენობას
ამოეფარებოდნენ და ჩვენთვის მიუწვდომელი გახდებოდნენ.
საჩქაროდ იყო დასადგენი, ვის ეკუთვნოდა ეს ხომალდები.
შტაბთან კავშირი არ გვქონდა. კაცი სირბილითაც რომ გაგვეშვა,
ვერ მოასწრებდა ამბავის მოტანას. მაშინ ჩვენი დივიზიონის
წევრმა ალექსანდრე პაპაშვილმა ( პაპიკამ ) აიღო თავის თავზე
პასუხისმგებლობა, გაგვენადგურებინა ხომალდები ირწმუნებოდა:
- გუშინ ვიყავი სოხუმის პორტში, გავიკითხე და ასეთი ტიპის
ხომალდები, თან 5 ერთეული, ჩვენ არ გვყავსო.
ალექსანდრე პაპაშვილი ასაკით ჩვენზე უფროსი იყო. (მაშინ 36
წლის ადამიანი ძალზე დიდად მეჩვენებოდა), თან ბრწყინვალე
არტილერისტი გახლდათ. მან გვასწავლა ქვემეხების დაშლა,
აწყობა და მოვლა პატრონობა. დრო არ იცდიდა, ვენდეთ პაპიკას.
დავიწყეთ ხომალდების განადგურებაზე ფიქრი.
მოწყობილობა, რომელიც მანძილს ზომავს, მაშინ შეიარაღებაში არ გვქონდა. ხმელეთზე ბრძოლის დროს მანძილს რუკის
ორიენტირებით ვსაზღვრავდით. ზღვაზე კი ორიენტირი არაა.
• ხელს გვიშლიდა ძლიერი ნისლი.
• არ ვიცოდით გემის ზომები.
• როგორმე მაინც უნდა გაგვეგო, თუ რა დაშორება იყო
გემებამდე.
ჩვენს ბედად გემების მარცხნივ ნისლში გამოჩნდა ხმელეთის
ის ადგილი, სადაც სოხუმის შუქურა მდებარეობდა. ეს მანძილი
ჩვენთვის ცნობილი იყო და 11 კილომეტრს შეადგენდა. წამიერად
დავადგინეთ, რომ გემები ჩვენგან, სავარაუდოდ, 6 კილომეტრში
იმყოფებოდნენ და მდინარე კელასურის ბასეინში (აუზში)
შედიოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ვერც ერთ ქვემეხზე ოპტიკური სამიზნის
დაყენება ვერ მოვასწარით. ამიტომ 6 კილომეტრზე
გასროლისთვის ქვემეხის ლულას რა კუთხე უნდა ჰქონოდა,
ძნელი დასადგენი იყო. აქ უკვე ინტუიცია და პრაქტიკაში
მიღებული ცოდნა გამოგვადგა.
წინა ბრძოლებიდან ვიცოდით, თუ მიახლოებით რა კუთხით
იდგა ლულა, როცა ცეცხლი 6 კმ-ზე იხსნებოდა. ორივე იარაღს
თვალის ზომით გავუსწორეთ კუთხე. პირველ გასროლას
ვიცოდით, რომ ვერ გავარტყამდით. ამიტომ მიზანი სასწრაფოდ
- 101 -
რომ გაგვესწორებინა, ერთი ქვემეხის ლულა ცოტა ზევით ავწიეთ
და მეორესი კი, პირიქით - ჩამოვუშვით. ერთდროულად
გავისროლეთ. ორივე ჭურვი გემებს გადასცდა, მაგრამ
მიახლოებითი კუთხე უკვე ცნობილი გახდა, რადგან ქვევით
დაწეულმა ლულამ ხომადების სიახლოვეს ჩააგდო ჭურვი.
დახრის კუთხე კი დავადგინეთ, მაგრამ ოპტიკის არ არსებობა
მიზანში ამოღებას გვიძნელებდა. სიზუსტე რომ გაგვეზარდა,
ქვემეხის უკან, სადღაც 5-6 მეტრში, დავაყენეთ კაცი, რომელიც
გემებს უკეთესად უმიზნებდა ლულის ღერძს.
პირველი გასროლის შემდეგ გემებმა ყურადღება არ
მოგვაქციეს და სვლა ჩვეულებრივ განაგრძეს. შეგვეშინდა,
რამდენიმე წამში შენობას ამოეფარებოდნენ, მაგრამ როცა
ინტენსიური ცეცხლი გავხსენით და მიზანშიც უფრო
მივუახლოვდით, შეშინდნენ. იკადრეს უკან დაბრუნება. მათი
ქცევიდან გამომდინარე ვიგრძენით, რომ ვერ გაიგეს, საიდან
ვესროდით. შეგახსენებთ, ღამეს ჩავედით სანაპირო ზოლზე და
სავარაუდოდ მოწინააღმდეგის არც დაზვერვას და არც
თანამგზავრს ჩვენი არტილერიის შესახებ ინფორმაცია, ალბათ, არ
ჰქონდა. (მაქვს ძალზე ბევრი მიზეზი ვივარაუდო, რომ
თანამგზავრის ინფორმაციას იყენებდა მოწინააღმდეგე მხარე).
მოკლედ, შემოტრიალდნენ ეს გემები და პირდაპირ ჩვენკენ
წამოვიდნენ, ოღონდ თან ზღვის სიღრმეში მიიწევდნენ. ალბათ,
იფიქრეს სოხუმის მხრიდან გვბომბავენო. ჩვენც მეტი რა
გვინდოდა. დროებით შევწყვიტეთ ცეცხლი, ადგილსამყოფელი
რომ არ დაეფიქსირებინათ და ისევ სოხუმისკენ არ ექნათ პირი.
ცოტა ვაცალეთ მოახლოება და დაწყნარებულ გულზე დავუწყეთ
სროლა. მალე ალექსანდრე პაპაშვილმა პირველი გემი
ჩაძირა. ცოტა ხანში მეორე ქვემეხმაც მიაღწია მიზანს და მეორე
გემიც ჩაიძირა.
ჭურვები გვითავდებოდა. შეგახსენებთ, ჩვენც პოზიციაზე
გასასვლელად ვემზადებოდით და ზღვაზე ომი ჩვენც არ გვქონდა
გეგმაში.
- 102 -
როცა სროლა ავტეხეთ, რამდენიმე ქვეითი ჯარისკაცი მოვიდა
ქვემეხებთან და გემების ჩაძირვაში გვგულშემატკივრობდა.
ვთხოვეთ, დაგვხმარებოდნენ ჭურვების მოტანაში. დამერწმუნეთ,
საკმაოდ საინტერესო სანახაობა მიატოვეს და პირველივე
მოთხოვნაზე დავალებული საქმის შესასრულებლად გაიქცნენ.
რომ გენახათ, როგორი სიჩქარით მოარბენინებდნენ 25 კილოგრამიან ჭურვებს, გაგიჟდებოდით. 400 მეტრიან დისტანციას
თვალის დახამხამებაში ფარავდნენ. ვერც ერთი მორბენალი მათ
ვერ გაასწრებდა. და, რაც მთავარია, არც იღლებოდნენ ამდენი
სირბილით. უდიდესი ერთსულოვნება იყო, ყველა დარბოდა.
ყველას გააზრებული ჰქონდა, დესანტის შემოსვლას რა შედეგები
მოჰყვებოდა.
ცოტა ხანში დარჩენილი 3 გემი ისევ ნისლში მიიმალა, მაგრამ
დამალვის წინ ალექსანდრემ, სავარაუდოდ, კიდევ გაჰკრა ერთერთს კბილი. პირდაპირი გარტყმა არ მომხდარა, მაგრამ ძალზე
ახლოს ჩაუგდო, პრაქტიკულად გაარტყა. ალბათ, ნამსხვრევები
მაინც დააზიანებდა ხომალდს.
გული დაგვწყდა, ყველა გემი რომ ვერ ჩავძირეთ. ვერ
ვპატიობდით თავს, ბრძოლას ოპტიკური სამიზნის გარეშე რომ
შევხვდით. მაგრამ ძირითადი მიზანი მიღწეული იყო. დესანტს,
- 103 -
რომელიც კელასურის მიდამოებში შესვლას აპირებდა, გზა
გადავუჭერით.
ძნელია, ისაუბრო, რა რაოდენობის ხალხი და რა შეიარაღებით
შემოდიოდა, მაგრამ უბრალო ავტობუსი, რომელიც 50 კაცს იტევს,
6 კილომეტრიან დისტანციაზე წერტილივით მოჩანს. აქ კი
აშკარად უფრო დიდ ზომებთან გვქონდა საქმე. ასე რომ, 5 გემში
რა რაოდენობის ხალხი იყო და რა რაოდენობა ჩავძირეთ, ალბათ,
უცნობი დარჩება.
შედარებისთვის ვიტყვი, რომ ზუსტად 6 კილომეტრიანი
დაშორებაა თბილისის ზღვასა და ლისის ტბას შორის.
მონუმენტიდან „საქართველოს მატიანე“, რომელიც თბილისის
ზღვის მახლობლად ყაენის მთაზე მდებარეობს და ლისის ტბის
მახლობლად მდებარე 112-ის შენობამდე დაშორება 5800 მეტრია,
ანუ დაახლოებით იგივე დისტანციაა, რომელზეც ჩვენ გემები
ჩავძირეთ. ამ მონუმენტიდან ლისზე მიმავალი გზა კარგად
მოჩანს და მასზე მიმავალ ავტობუსს წერტილის ფორმა აქვს.
ასე რომ, 300 კაცზე ნამდვილად არ მიდის საუბარი. სავარაუდოდ, გაცილებით მეტი ხალხი აპირებდა დესანტის სახით
შემოსვლას. ეს ცნობილმა ტამიშის დესანტმაც დაადასტურა,
რომლის გასანადგურებლად აფხაზეთში დისლოცირებული
თითქმის მთელი ქართული ჯარი დაგვჭირდა.
- 104 -
იმ დღეს დესანტის ამ მიმართულების ჩაშლას დიდი
ამბავი არ მოჰყოლია. თავადაც ვერ გავიაზრეთ, 15-16 მარტს თუ
რა საფრთხე ავიცილეთ თავიდან. დღესდღეობით საბრძოლო
ქრონიკას რომ ვკითხულობ, გაკვრითაც კი არაა ნახსენები ამ
გემების ჩაძირვის ფაქტები, მთელი აქცენტი გუმისთის ხეობისკენ
იყო გადატანილი. იქ საქართველოს შეიარაღებული ძალების
მეორე საარმიო კორპუსის პირველი საარტილერიო პოლკი
მუშაობდა და, მართლაც რომ, მუსრს ავლებდა მტერს. სწორედ ამ
დღემ განაპირობა ის ფაქტი, რომ დამსახურებულად 15 მარტი
ქართული არტილერიის დღედ გამოცხადდა.
მხოლოდ სამ თვე-ნახევრის შემდგომ გაგვიხსენეს, როდესაც
პირველი ივლისის ტამიშის ცნობილი დესანტი შემოვიდა და
უდიდესი პრობლემები შეგვიქმნა. ამ დესანტის განადგურებას
იმხელა ძალა შევალიეთ, რომ მტერმა ისარგებლა და მდინარე
გუმისთის მხარეს, შრომა-კამანის მიმართულებით ფრონტის
ხაზი გაგვიჭრა.
ისიც ძალზე ვიწრო წრეში გაიხსენეს, რადგან, ვიმეორებ,
ბევრმა არც იცის , რომ თეთრი არწივის „პატარა“ საარტილერიო
დივიზიონმა ორი გაუმართავი ქვემეხით გზა გადაუჭრა და
ნაწილობრივ გაანადგურა კელასურში მიმავალი მტრის
სერიოზული დესანტი. არადა, უფრო დიდი ყურადღება რომ
დაეთმოთ ამ ფაქტისთვის, შესაძლოა ტამიშის დესანტი და მისი
მომყოლი შედეგები თავიდან აგვეცილებინა.
ასე იყო თუ ისე, ერთი რამ აშკარად გამოიკვეთა, 15-16 მარტს
მოწინააღმდეგეს ბედი არ სწყალობდა. ძალზე ბევრი რამ შემთხვევით დაემთხვა:
1) შემთხვევით აღმოვჩნდით აგუძერის სანაპირო ზოლზე და
ჩვენი ინიციატივით დავაყენეთ ქვემეხები ზღვაზე ისე, რომ
მტერმა ჩვენი არსებობა არ იცოდა;
- 105 -
2) შემთხვევით გადაიყარა 3-5 წუთით ადრე ნისლი და
ხომალდები დავაფიქსირეთ, თორემ შენობას მოეფარებოდნენ
და შეგვასწრებდნენ კელასურში;
3) შემთხვევით აღმოჩნდა წინა დღით ალექსანდრე პაპაშვილი
სოხუმის პორტის სანაპირო დაცვაში და იცოდა, რომ ასეთი
გემები ჩვენ არ გვყავდა;
4) და ბოლოს, 6 კილომეტრზე სამიზნის გარეშე პირდაპირ
გაარტყა მოძრავ ხომალდს, თან მინიმუმ ორს, მესამე კი
დააზიანო, ეს ნამდვილად ფანტასტიური შედეგია.
ერთი კი მართალია, ბოლომდე არ ჰყავდა განგებას ისინი
განწირული, თორემ ოპტიკური სამიზნით ერთ წამში ჩავძირავდით ყველას. აღსანიშნავია, რომ ნისლიც გვიშლიდა ხელს.
პერიოდულად ნისლში იმალებოდნენ გემები.
მოკლედ, დილის 7 საათისთვის საზღვაო ინციდენტს ბოლო
მოვუღეთ. შემდეგ შტაბს ვთხოვეთ, ნება დაერთოთ გუმისთის
მიმართულებით გვებრძოლა. მაგრამ აბა ამ ამბის შემდეგ ჩვენს
ქვემეხებს ვინ მოხსნიდა სანაპირო ზოლიდან. პირიქით, წამებში
სატელეფონი ხაზი გამოჭიმეს. კარავი დაგვიდგეს და 24 საათიანი
კვება დაგვინიშნეს. ისეთ კომფორტულ სიტუაციაში აღმოვჩდით
ქვემეხის სპეციალისტები, რომ სხვა მებრძოლებს სირცხვილით
თვალს ვერ ვუსწორებდით.
ქვემეხები კი დავტოვეთ სანაპირო ზოლზე, მაგრამ
არტილერიის დანარჩენი ნაწილი და მსუბუქი არტილერია მაინც
დაიძრა გუმისთისკენ. იქაც ურთულეს ბრძოლებში აღმოვჩდით.
მტერი უდიდესი ძალებით გვიტევდა. ჩვენები როდესაც
მივიდნენ, მოწინააღმდეგეს გუმისთის 8 კილომეტრიანი
ფრონტის ხაზი ცენტრში გარღვეული ჰქონდა. რუსეთ-აფხაზური
კოალიცია უმთავრეს დარტყმას სოხუმის რკინიგზის სადგურზე
და სოფელ აჩადარასთან აკეთებდა. გეგმა ბრწყინვალედ ჰქონდათ
დამუშავებული.
- 106 -
ღამის 3 საათზე თვითმფრინავებით ჰაერიდან დაგვბომბეს,
შემდეგ, სავარაუდოდ, 4 საათზე უძლიერესი არტ დამუშავება
დაიწყეს ჩვენი პოზიციების და 5 საათისთვის ელიტარული თუ
არაელიტარული ყველა ძალა ჩართეს შეტევაში. ამას,
სავარაუდოდ, დილის 6 საათზე დაამატებდნენ იმ ძალებს,
რომლებიც სოხუმის მეორე მხრიდან , კელასურიდან, დესანტის
სახით აპირებდნენ შემოსვლას. ჩვენი დამხმარე ძალა გუმისთაზე
ვეღარ მივიდოდა და ურთულეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. მით უმეტეს, რომ მათი ძალები ყველა პარამეტრით
აღემატებოდა ჩვენსას, როგორც რაოდენობრივი, ასევე ტექნიკური
თვალსაზრისით.
მაგრამ რუსეთის გენშტაბმა ვერ გათვალა ის საბრძოლო სული,
რომელიც საქართველოს მეომრებს აღმოაჩნდათ. ფრონტის
ზოგიერთ უბანში ხელჩართული ბრძოლაც კი მიმდინარეობდა,
მაგრამ ჩვენების მხრიდან პოზიცია არავის მიუტოვებია. მხოლოდ
იმ ადგილებში გაარღვია მტერმა ხაზი, სადაც უძლიერესი არტ
დამუშავება განახორციელა. დამერწმუნეთ, არტილერისტი ვარ
და ვიცი. იქ, სადაც არტილერიამ იმუშავა, ეშმაკსაც გაუჭირდება
გადარჩენა და თუ გადარჩა, აუცილებლად კონტუზირებული
იქნება.
მოწინააღმდეგე სოხუმის „ახალ რაიონში“ ზოგიერთ ადგილას
პრაქტიკულად უკვე შემოვიდა. მსუბუქი არტილერიიდან 82-მმიანი ნაღმმტყორცნის ამუშავების დროც არ იყო, პირდაპირ
ავტომატური იარაღით ჩაერთნენ ბიჭები ბრძოლაში. უეცრად
ისეთ ომში აღმოჩნდენ, რომ ავტომატის მჭიდების დატენასაც ვერ
ასწრებდნენ მებრძოლები. მაგრამ დაგვეხმარა იქ მყოფი
მოსახლეობა. ავტოფარეხებს ამოფარებულნი გამალებით
ტენიდნენ ავტომატის დაცლილ მჭიდებს. ამ გააფთრებულ
ბრძოლაში დაგვეღუპა ჩვენი საარტილერიო დივიზიონის წევრი
ედუარდ იკაევი, რომელიც ზუსტად იმ დღეს 19 წლის გახდა.
- 107 -
ფრონტის წინა ხაზს ვერც ჩვენი არტილერია ბომბავდა და
ვერც იმათი, იმიტომ რომ წინა
ხაზზე თითქმის ხელჩართული
ბრძოლა მიმდინარეობდა. რაც
შეეხება უკანა ხაზს, საიდანაც ორივე მხარე დახმარებას ველოდით, აქ
უდავო უპირატესობა ჩვენს მხარეს
იყო. ფრონტის თითქმის მთელ 8
კილომეტრიან ზოლზე უზუსტეს
და უძლიერეს დარტყმებს აყენებდა
მტერს საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე საარმიო
კორპუსის პირველი საარტილერიო
პოლკი. მთელი გუმისთის ხეობა
მოწინააღმდეგის დაჭრილი და
დაღუპული მებრძოლებით აავსეს.
დრო ჩვენს სასარგებლოდ მუშაობდა. მოწინააღმდეგე მხარე
მხოლოდ დანაკარგს განიცდიდა, რადგან ზურგს მოწყვეტილები
იყვნენ. ჩვენი რიგები კი განუწყვეტლივ იზრდებოდა. მივიღეთ
ცნობა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან
მობილიზებული ჩვენი შეიარაღებული ფორმირებები
განუწყვეტელი ნაკადით მოფრინავდნენ ბაბუშარას აეროპორტში.
ეს უკვე მტრის კრახზე მეტყველებდა.
ბრძოლა მაინც გაგრძელდა კიდევ რამდენიმე დღე. 1993 წლის
17 მარტს ჩვენმა დივიზიონმა მიიღო ბრძანება, რომ გუმისთის
ფრონტზე, სოფელ აჩადარას მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვემეხით
გაგვენადგურებინა ობიექტი, რომელშიც მოწინააღმდეგე მხარე
იყო გამაგრებული.
- 108 -
გუმისთის ფრონტზე ჰაუბიცებით მუშაობდა მეორე საარმიო
კორპუსის საარტილერიო პოლკი, იქვე იბრძოდა სატანკო
ბატალიონიც. არ დაგიმალავთ და გაგვიკვირდა ამ ფრონტზე
ჩვენი ქვემეხის აუცილებლობა, რომელიც საკმაოდ დიდი
დაშორებით აგუძერაში იმყოფებოდა.
ბრძანება შევასრულეთ და მითითებულ უბანზე მივედით.
ადგილის შეფასების შემდგომ გაირკვა, რომ გამაგრებული
ობიექტი წარმოადგენდა არც თუ დიდი ზომის შენობას,
სავარაუდოდ, საწარმოო დანიშნულების, რომელიც სქელი
მონოლითური ბეტონის კონსტრუქციისგან შედგებოდა. ასეთ
ნაგებობას მხოლოდ ჯავშნის გამტანი ჭურვით თუ დაანგრევდი,
თორემ სხვაგვარად დროის კარგვა იქნებოდა ყველაფერი. საქმეს
ისიც ართულებდა, რომ ნაგებობა ორივე მხრიდან მიწაში იყო
შეჭრილი. ისიც გაირკვა, რომ სიშორის გამო „ერპეგე“-ს ტიპის
ყუმბარმტყორცნი მიზნამდე ვერ აღწევდა. იქიდან კი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით მუშაობდნენ, რომელიც საკმაო
საფრთხეს უქმნიდა ჩვენს შენაერთებს. რაც შეეხება აქეთა მხარეს,
ისეთი რელიეფი გამოდგა, რომ ტანკმაც ვერაფრით მოძებნა
პირდაპირი დამიზნების პოზიცია.
დავიწყეთ ქვემეხის განთავსებაზე ფიქრი. აღმოჩნდა, რომ
ჩვენამდე უკვე ყველაფერი მოფიქრებული ჰქონდა ქვეით ჯარს და
მისი განთავსების ადგილი თვითონ შემოგვთავაზა.
საერთო გეგმა ასეთი იყო - ქვემეხი ხელით უნდა ჩაგვეგორებინა საკმაოდ ციცაბო და ვიწრო ფერდობზე. ამ ფერდობს
მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევი ვერ აკონტროლებდა. შემდეგ
20-25 მეტრით მარცხნივ უნდა გავწეულიყავით, რომ მოწინააღმდეგის შენობა პირდაპირი ხედვის არეალში მოქცეულიყო.
ქვემეხს ყველა მხრიდან შემოერტყა ხალხი. ყველა აქტიურობდა. ჩვენ ხელის მოსაკიდებელი ადგილიც კი არ დაგვიტოვეს.
საკმაოდ აუღელვებლად ჩავაგორეთ იარაღი ფერდობზე. ცოტა
- 109 -
დავისვენეთ და ალექსანდრე პაპაშვილმა დირექტივა მოგვცა
ყველას:
- როგორც კი ტყვიამფრქვევის მოქმედების ზონაში მოვექცევით, სირბილით დავიწყოთ ქვემეხის გადაადგილებაო.
შემდეგ ჩვენს გასაგონად თქვა:
- ზარბაზნის დაყენების შემდეგ, თქვენც ამათთან ერთად უკან
გაიქეცით, ქვემეხს მარტო მე გავისვრი და თუ რამე მომივა ,
მხოლოდ მაშინ გააგრძელეთ მუშაობა!
პაპიკასთან დავა არ გაგვივიდოდა. ისიც ყველამ ვიცოდით,
რომ კლასით ქვემეხის ყველაზე ძლიერი სპეციალისტი იყო და
მართალს ამბობდა. ჯარისკაცები, რომლებიც გვეხმარებოდნენ,
ფიზიკურად ძლიერი ბიჭები აღმოჩნდნენ. უდიდესი სისწრაფით
მივარბენინებდით ქვემეხს რიყის ქვებით მოფენილ ნიადაგზე. ამ
დროს ზედა მხარეს განლაგებულმა ჩვენმა მეომრებმა შენობას
ცეცხლი გაუხსნეს. გავიტანეთ ქვემეხი პირდაპირი დამიზნების
პოზიციაზე და უკან გამოვიქეცით.
ზარბაზნის დანახვაზე მტრის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი მყისიერად ამუშავდა. ვხედავდი მანათობელ ტყვიებს,
ე.წ. „ტრასირებს“, რომლებიც პაპიკას რამდენიმე სანტიმეტრით
ცდებოდა. ცოტაც და, გაარტყავდნენ. იმასაც გარკვევით
ვაფიქსირებდი, რომ ალექსანდრე საარტილერიო დანადგარს
ელვისებური სისწრაფით უმიზნებდა შენობას, მაგრამ მე ყოველი
წამი საუკუნედ მეჩვენებოდა. როგორც იქნა, გაისმა ქვემეხის
გასროლის ხმა და იმავდროულად მოწინააღმდეგის შენობა შავ,
მუქ კვამლში გაეხვია. კვამლის თავზე მოჩანდა შენობის
ნამსხვრევები, რომლებიც სხვადასხვა მხარეს მიფრინავდა.
მტერი განადგურებული იყო. გახარებულმა ბიჭებმა ქვემეხი
სულ ფრენით ამოგვატანინეს, თან ემოციებს ვერ მალავდნენ.
- 110 -
1993 წლის 19 მარტი, დივიზიონი პოლკს შეუერთდა
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ბრძანება კი იყო, მაგრამ დესანტთან
ბრძოლამ ხელი შეგვიშალა და მხოლოდ 1993 წლის 19 მარტს
მოვახერხეთ ჩვენი საარტილერიო დივიზიონის აფხაზეთში
დისლოცირებული სწრაფი რეაგირების კორპუსის (გვარდიის) I
საარტილერიო პოლკთან შეერთება.
ჩვენთან შედარებით პოლკს გაცილებით მძლავრი იარაღი
ჰქონდა 122 მმ-იანი ჰაუბიცების სახით. ეს ჩვენი ძალების ზრდას
ნიშნავდა. მასთან შეერთებამ უფრო წმინდა არტილერიის სახე
მოგვცა და ძილის დროც გაგვიჩნდა.
გარდა ამისა, აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ პოლკს
მეთაურობდა არტილერიის უაღრესად ძლიერი პროფესიონალი
პოლკოვნიკი თემურ (თამაზ) ლომთათიძე.
19 მარტიდან ჩვენი საარტილერიო დივიზიონი ფაქტობრივად გადავიდა პოლკის დაქვემდებარებაში. არც ფრონტი შეგვიცვლია, არც მოქმედების ზონა და არც პირადი შემადგენლობა.
- 111 -
უბრალოდ, თეთრი არწივის ბრიგადის დაქვემდებარებიდან
გადავედით საარტილერიო პოლკის დაქვემდებარებაში და
აგუძერის ბაზიდან გადავედით ბაბუშარას ბაზაში. სამწუხაროდ,
მსუბუქი არტილერია ქვეით ჯარს გადასცეს. მხოლოდ ერთი
ცალი 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნი დაგვიტოვეს. დღესაც არ ვიცი, ეს
კარგი გადაწყვეტილება იყო თუ ცუდი.
1993 წლის 20 მარტი , გაჩერებული შეტევა
ჩვენი დივიზიონის საარტილერიო პოლკთან შეერთებით
ფრონტის სურათი არ შეცვლილა. გაგახსენებთ, რომ მტერმა 15-16
მარტს კატასტროფული მარცხი განიცადა - აქვთ უდიდესი
დანაკარგი, მათი შემტევი სული აღარ არსებობს და არმია
გუმისთის იქით მხარეს დემორალიზებულია.
ამ დროს ჩვენთან საპირისპირო სურათია. გვაქვს ძალზე მცირე
დანაკარგი, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მობილიზებული ჩვენი შეიარაღებული ფორმირებებით გაივსო მთელი
აფხაზეთი და რაც მთავარია, არის დიდი მოტივაცია.
- 112 -
ამ შანსის ხელიდან გაშვება არ იქნებოდა. 1993 წლის 20
მარტისთვის ტყვარჩელის ფრონტზე დაიგეგმა უდიდესი
მასშტაბის ოპერაცია, რომელსაც ფრონტის ამ რთულ და გაწელილ
მონაკვეთზე სამუდამოდ უნდა მოეხსნა ტყვარჩელის ფრონტის
პრობლემა. ეს აფხაზეთის პრობლემის მოხსნაც იყო, რამეთუ
ტყვარჩელის აღებით გამოთავისუფლდებოდა ჯარის მთავარი
ნაწილიც, რომელიც ამ ფრონტზე იყო დაკავებული. ზურგში
პრობლემა აღარ გვექნებოდა და მთელი ძალით გუმისთას
მივადგებოდით, სადაც მტრის ძალა პრაქტიკულად აღარ
არსებობდა.
შეტევის გეგმა ფართომასშტაბიანი იყო. დაკვირვების
მაქსიმალური ზონა რომ გვქონოდა, დივიზიონის მეთაურმა ავთო
წიკლაურმა და კიდევ ორმა არტილერისტმა დიდი წრე დავარტყით ტყვარჩელის ფრონტს და
მტრის ზურგში აღმოვჩნდით.
რამდენზეც შესაძლებელი იყო,
მანქანამ მიგვიყვანა, მერე ფეხით
გავაგრძელეთ გზა. მთაგორიან
ადგილებში ტყე-ტყე ვიარეთ და
მტრის ზურგში მოვექეცით.
მაღალი ადგილმდებარეობა
ავირჩიეთ. მთელი ფრონტი ხელის
გულზე მოჩანდა.
რადგან არტილერიის ცეცხლისთვის კორექტირება ძალზე
შორი დისტანციიდან უნდა მოგვეხერხებინა, გავიყოლეთ კვანტური
მანძილმზომი „დაკ“-ი „Дальномер
артиллерийский квантовый ДАК.“ ეს მანძილმზომი
საარტილერიო პოლკს აღმოაჩნდა. ყველაფერ სიკეთესთან
ერთად, რაც ამ მოწყობილობას გააჩნია, აქვს უდიდესი ნაკლი. ესაა
მისი მასა, ის 60 კილოგრამს იწონის. იმ დროისთვის არსებობდა
- 113 -
გაცილებით მსუბუქი მანძილმზომი ხელსაწყოები, ლაზერული
ტექნოლოგიით, მაგრამ მაშინ პოლკს მხოლოდ ეს კვანტური
ხელსაწყო ჰქონდა. წარმოიდგინეთ გაუვალ ტყე-ღრეში, ციცაბო
ფერდობებზე, სადაც ბილიკიც კი არაა, ამ 60 კილოგრამიანი
ხელსაწყოს თრევა, როგორი იქნებოდა.
ჩვენდა საუბედუროდ, დაგვემატა ერთი პრობლემაც -
საბჭოთა წარმოების რადიოსადგურ „Р-159“-ის ყველა ელემენტი
გზაშივე დაიცალა.
წამოღების წინ შევამოწმეთ,
ყველა დატენილი იყო, მაგრამ
თურმე ქარხნული დატენვის,
საერთოდ ახალი ელემენტები
მოგვცეს და ამიტომაც მალევე
დაკარგეს მუხტი. ეს ჩვენ არ
ვიცოდით და გამოუვალ
მდგომარეობაში აღმოვჩნდით -
არტილერიის ბაზასთან კავშირი
დავკარგეთ.
შუა გზაში გავჩერდით, 2 კაცი
ფეხით დავბრუნდით უკან.
პირველივე მოსახლესთან მივედით და ჩვენი პრობლემა
ავუხსენით. მასპინძელი ქალბატონი გამოდგა. ბოდიში მოიხადა:
სოფელში მარტო ქალები, ბავშვები და
მოხუცები ვართ, - მაგრამ მიგვასწავლა ადგილი, სადაც დაგვეხმარებოდნენ.
სოფელი სულ სვანებით იყო დასახლებული. ჩვენს დასახმარებლად შუახნის მამაკაცი ყავარჯნებით გამოვიდა, ცალი ფეხი
აკლდა. ეს ფეხი ნაღმზე აფეთქების შედეგად დაეკარგა. მაშინვე,
უსიტყვოდ დაგვთანხმდა დახმარებას.
- 114 -
ერთადერთი ენერგიის წყარო, რომელიც მოვძებნეთ,
„კამაზის“ 24 ვოლტიანი დიდი აკუმლიატორი გამოდგა. სხვა რა
გზა გვქონდა, კვანტურ მანძილმზომთან ერთად ეს ტვირთი
კიდევ დაგვემატა სატარებლად. ახლად გაცნობილ სვან მამაკაცს
შევპირდით, რომ ნივთს უვნებელს დავუბრუნებდით.
გაეცინა და გვითხრა: ხედავთ, რომ თქვენთან ვერ წამოვალ და
თუ ჩემი „აკუმულიატორი“ ტყვარჩელის აღებაში დაგეხმარებათ,
იმ ადგილზევე დატოვეთ და ძეგლს დავუდგამო.
ძალზე ცუდი წასაღები გამოდგა. სულ ბეჭით ვატარეთ.
აკუმულიატორიდან გადმოქცეულმა მჟავამ, ტანსაცმელი და კანი
დაგვიწვა, მაგრამ ამას არ ვჩიოდით. წინ დიდი საქმეები გველოდა.
დანიშნულების ადგილზე მისასვლელად 6 საათი დაგვჭირდა.
გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც დროზე მივედით. მოვაწყვეთ ადგილი,
დავამყარეთ კავშირი. მთის წვერიდან შესანიშავად ვაკვირდებოდით ორივე დაპირისპირებული მხარის პოზიციებს. ჩვენს
კონტროლირებად ტერიტორიაზე ვხედავდით მოზღვავებული
მეომრებისა და ტექნიკის კონცენტრაციას. ყველაფერი კანონზომიერად ვითარდებოდა.
1993 წლის 20 მარტს ტყვარჩელის ფრონტს წერტილი უნდა
დასმოდა. ყველა შეტევის დაწყების მოლოდინში ვიყავით, მაგრამ
იგი რატომღაც გაჭიანურდა და უეცრად 19:40 სთ-ზე ( რვას აკლდა
ოცი წუთი ) მივიღეთ შეტყობინება: „ყველა ბაზაზე დავბრუნებულიყავით.“
ვერ დავიჯერეთ, მაგრამ რამდენჯერმე გაგვიმეორეს: შეტევა
აღარ იქნებაო.
ჩვენს გაბრაზებას საზღვარი არ ჰქონდა. ხან ჩვენ ვამშვიდებდით ავთოს და ხან თვითონ აქეთ გვამშვიდებდა.
- 115 -
- ასეთ ადგილზე ამოვედით. ხელისგულზეა მთელი ფრონტი.
მარტო არტილერიით გავანადგურებთ მტერს,- იძახდა
გაბრაზებული ავთო წიკლაური.
- თან უკვე ჰაუბიცები გვაქვს, თან კვანტური მანძილმზომი,
სულ სანტიმეტრის სიზუსტით შეგვიძლია ყოველ წერტილს
დავარტყათ, - არ ცხრებოდა ჩვენი დივიზიონის მეთაური.
ტყვარჩელის აღების უნიკალური შანსი ხელიდან
გვეცლებოდა. ეგეც არ იყოს, ჩემი თავიც მეცოდებოდა, ეს ამხელა
ტვირთი მრავალი კილომეტრი
გვქონდა ნათრევი გაუვალ
ადგილებში. ახლაღა ვიგრძენი, რომ აკუმულიატორიდან
გადმოსხმულ მჟავას კისრის
მიდამოებში კანი საკმაოდ
სერიოზულად ჰქონდა დამწვარი. კიდევ ცოტა ხანი
გაბრაზებული გავყურებდით
მრავალ ათეულობით კილომეტრზე გადაჭიმულ ფრონტის
ხაზს. ყველამ ხელი ჩავიქნიეთ.
მთის წვერში, ტყეში, ყოფნის აუცილებლობა აღარ იყო.
ბაზაზე დავბრუნდით. გზად ისევ შევუარეთ აკუმულიატორის
პატრონს, მადლობა გადავუხადეთ დახმარებისთვის და
დავუტოვეთ თავისივე მძიმე ტვირთი. იმედგაცრუება მასაც
დაეტყო. სახლში დაგვპატიჟა: ამ ღამეში არსად არ გაგიშვებთო,
მაგრამ ჩვენი უკან დასაბრუნებელი ტრანსპორტი უკვე გზაში იყო
და წუთი წუთზე მოვიდოდა.
იმ მომენტში ვერ გავიგე, რა მოხდა და რატომ ჩაიშალა შეტევა.
ოფიციალური ვერსია დღესაც არ ვიცი, მაგრამ 1993 წლის
ივლისის თვეში, როდესაც სადამკვირებლო მისიაში ვიღებდი
- 116 -
მონაწილეობას, ძალზე საინტერესო საუბარი გამომივიდა რუს
ოფიცერთან.
ამ მისიაში სამი მხარე ვიღებდით მონაწილეობას.
საქართველოს, აფხაზეთის და რუსეთის მხრიდან ვიყავით
შეკრებილნი თითო-თითო კაცი და მისიის დავალებებს
ვასრულებდით. სამი კაცისგან შემდგარ ჯგუფს სოფელ ოდიშში
გამოყოფილი გვქონდა ბინა, რომელიც მისიის პერიოდში ჩვენს
სახლსაც წარმოადგენდა. ოდიში ქართული მხარის მიერ
კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო. სახლის პატრონიც
ქართველი ბრძანდებოდა და ქართული წესის თანახმად გაშლილ
პურ-მარილს სასმელსაც მოაყოლებდა ხოლმე.
ერთ-ერთი პურობის დროს დალევა ცოტა ზედმეტი
მოგვივიდა. აფხაზური მხარის წარმომადგენელმა თავი ცუდად
იგრძნო და დასაძინებლად წავიდა. მე და რუსმა გავაგრძელეთ
სუფრა. ჩემი ოპონენტი, ლეიტენანტის ჩინით, რუსის ჯარის
სადესანტო ქვედანაყოფის მოქმედი ოფიცერი იყო. მისი
ბატალიონი გუდაუთაში იყო დისლოცირებული. სუფრაზე
საუბრის დროს ეჭვი გამიჩნდა, რომ აფხაზური მხარის მიერ
განხორციელებულ, 1993 წლის 15 მარტის წარუმატებელ შეტევაში
ამ ოფიცერის ნაწილიც იღებდა მონაწილეობას.
შევყევით, შემოვყევით, საუბარმაც მოიტანა და ვკითხე:
- რუსი ხარ, რა დაგკარგვია აფხაზეთში, აქ რად იკლავ თავს.
დანამდვილებით ვიცი, რომ 15-16 მარტს უდიდესი
მსხვერპლი გქონდათ, მათ შორის რუსულ მხარესაც. მაშინ
გადაგვირჩით, შეტევა რომ არ განვახორციელეთ და არ
გაგანადგურეთ ყველანი. მეორედ აღარ გაგიმართლებთმეთქი.
ამ სიტყვებზე ეს რუსი სულ გადაირია, წამოხტა ფეხზე,
პირიდან დუჟს ყრიდა, ეტყობოდა ამ ომში მართლა ჰყავდა
დაღუპული ხალხი და ასე მომმართა:
- 117 -
- ჩვენი მეთაურების დედა ვატირე, რომლებმაც 20 მარტს 19:40
წუთზე გაგვაჩერეს, თორემ კრეისერებით ვიყავით მომდგარნი
და პირდაპირ ზღვიდან უნდა აგვეფეთქებინა მთელი
აფხაზეთიო.
მაშინვე გამახსენდა ტყვარჩელის მხარეს დაგეგმილი და
გაჩერებული ჩვენი შეტევა, რომელიც ბედის ირონიით ზუსტად
იმავე დროს გააჩერეს. 20 მარტი, 19:40 წუთი. ვერაფრით ვერ
წარმოვიდგენ, რომ ეს უბრალო დამთხვევაა. არც მთვრალი რუსი
ლეიტენანტის სიტყვებია ქარს გასაყოლებელი. ჩვენ მოვიგერიეთ
აფხაზთა შეტევა, რომელშიც უთუოდ რუსული მხარეც იღებდა
მონაწილეობას. თორემ შავ ზღვაში ბაზირებული რუსეთის
ფლოტის წინააღმდეგ ჩვენ ნამდვილად უძლურნი ვიყავით.
რუსეთი კატა-თაგვობანას გვეთამაშებოდა. აშკარა იყო,
საქართველოს სასარგებლოდ ომის დამთავრება მის გეგმებში არ
შედიოდა. ამ კონფლიქტში უშუალო ჩარევისაგან კი თავს
იკავებდა.
1993 წლის 29 მარტი
გუმისთაზე განხორციელებული უდიდესი შეტევის
მოგერიების შემდეგ ჩვენი საარტილერიო დივიზიონი
საარტილერიო პოლკთან ერთად სოფელ ზემო კინდღის
მიდამოებში განლაგდა. ტყვარჩელის ფრონტზე ეს ერთ-ერთი
რთული უბანი იყო. ამიტომ მეტი სიფრთხილისთვის,
არტილერიას დაცვის მიზნით ჯავშნიანი მანქანა მოგვამაგრეს.
სამხედრო სადაზვერო მანქანა „ბე ერ ემ“-ი დაზვერვითი
დანიშნულების გახლდათ და აღჭურვილი იყო საკმაოდ
სერიოზული აპარატურით. მისი არტილერიის გვერდით ყოფნა,
მართლაც რომ, უნიკალურ შესაძლებლობებს გვაძლევდა,
როგორც თავდაცვითი, ასევე თავდასხმის კუთხით.
- 118 -
მანქანის მეთაური გახლდათ ვასიკო ჩხეიძე.
სულ რამდენიმე დღე იყო გასული, რაც ვასიკო მოამაგრეს
ჩვენს არტილერიას, მაგრამ ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა
საერთო სიყვარულის მოსაპოვებლად. იგი სოხუმის სახელმწიფო
დრამატული თეატრის დასის წევრი ბრძანდებოდა. თეატრში
მომუშავე ადამიანს ეს არ გაუჭირდებოდა, მაგრამ ვასიკოს
განსაკუთრებულად თბილი და გონებამახვილი საუბარი ჰქონდა.
თვითონაც გახარებული იყო ახალი კოლექტივის გაცნობით:
- ბიჭებო, თქვენზე მითხრეს, გაგიხარდება ისეთ ხალხში
გიშვებთო, მაგრამ ასეთი ელიტარული შემადგენლობა თუ
არსებობდა ფრონტზე, არ მეგონაო, - რამდენჯერმე გვითხრა
ვასიკომ.
ჩვენც გვიხაროდა მასთან ურთიერთობა. 1993 წლის 29 მარტს,
დილით, ვასიკო ჩხეიძე საკუთარი საბრძოლო მანქანის, „ბე ერ ემ“-
ის რადიო კავშირით ვიღაცას ესაუბრა. წესიერად ვერ გავიგე,
მაგრამ რაღაც დამატებით აპარატურაზე მიდიოდა საუბარი.
გახარებული ვასიკო სოხუმისკენ წასასვლელად მოემზადა.
შემოგვძახა:
- 119 -
- ორ-სამ საათში ისევ აქ გავჩნდებიო.
მარტო რომ არ ევლო, რამდენიმე კაცი ჩვენი დივიზიონიდან
ვასიკოს გაჰყვა. წასვლიდან 5
წუთში ძლიერი აფეთქების ხმა
გავიგეთ. არც თუ ისე შორს
გამოჩნდა ძალზე მუქი, შავი ფერის
კვამლი, რომელიც გიგანტური
სიჩქარით გორვით მიიკვლევდა
გზას ზეცისკენ.
დავწვდით იარაღს და რამდენიმე ბიჭი მთელი სისწრაფით იმ
მიმართულებით გავიქეცით. ჯერ არ ვიცოდით, რაში იყო საქმე.
დივიზიონში გვყავდა ასაკით ყველაზე უმცროსი მეომარი,
რომელსაც 16 წელი აფხაზეთში შეუსრულდა. ცალფეხმოტეხილი
ჩვენკენ როგორღაც გამორბოდა და შორიდანვე შეგვატყობინა:
ნაღმზე ავფეთქდითო.
ბრონირებული მანქანა ნახევრად გადატრიალებული
დაგვხვდა. კონტუზირებული ხალხი კი აქეთ-იქით იყო
მიმოფანტული. მანქანის გარეთ ყველა ცოცხალი აღმოჩნდა,
მაგრამ მანქანაში მყოფი ხალხის მდგომარეობა კი უცნობი იყო.
მემანქანის ღია ლუქში ვასიკო შევნიშნეთ. საჩქაროდ გავემართეთ
მის გამოსაყვანად, მაგრამ ხელის ენერგიულ მოძრაობასთან
ერთად მოგვმართა:
- მე არაფერი მიჭირს, ბიჭებს, ბიჭებს მიხედეთო.
მაშველად მისულ მეომრების ნაწილს მეორე ლუქის დახმარებით მანქანაში შეეღწია და კონტუზირებული მეომრები გარეთ
გამოჰყავდა.
ცოტა ხანში გაისმა ხმა:- ყველანი ცოცხლები არიან.
შვებით ამოვისუნთქეთ.
- 120 -
- ყველანი ცოცხლები არიან ?- შვებით ამოისუნთქა ვასიკომაც
და ალეწილი სახე დაუწყნარდა.
- შენ რატომ არ გადმოდიხარ ?- ღიმილით მივმართეთ ვასიკოს
და მის მისახმარებლად აუღელვებლად გავემართეთ.
რომელიც რატომღაც უიმედო თვალებით გვიმზერდა.
ორმა ბიჭმა იღლიებში მოვკიდეთ ხელი და ფრთხილად
ამოვწიეთ. უეცრად ყველა ჯარისკაცმა ერთად ღრმად ჩაისუნთა
და სუნთქვა შეკრა. არ მომეწონა. შევხედე ვასიკოს, რომელსაც
ორივე თვალი დახუჭული ჰქონდა, სახის გამომეტყველებით კი
მიხვდებოდით, რომ უხმოდ და უსიტყვოდ უდიდეს ტკივილს
ებრძოდა. ცოტა სხვა კუთხით შევხედე მის სხეულს, რომელიც
ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვქონდა მანქანიდან გადმოტანილი. მეც
შევცბი, ამას არ ველოდი.
ვასიკოს ცალი ფეხი სახსარში, საზარდულთან მთლიანად
ჰქონდა მოწყვეტილი. სხეულის ეს ნაწილი მხოლოდ კანის პატარა
ნაგლეჯს და შარვლის შემოფლეთილ ქსოვილს ეჭირა.
• წამებში ყველა ბიჭი ირგვლივ შემოერტყა დაჭრილის სხეულს,
რათა რაც შეიძლებოდა უმტკივნეულოდ გადმოგვეყვანა
მანქანიდან.
• საჩქაროდ გავშალეთ ურალის მარკის სატვირთო მანქანაზე
რამდენიმე რბილი ლეიბი.
• უშედეგოდ შევეცადეთ სისხლდენის შეჩერებას.
• რაც შეგვეძლო, მაქსიმალურად დავუბრუნეთ მოწყვეტილი
ფეხი ბუნებრივ მდგომარეობას.
• ზეწრით ორივე ფეხი ერთმანეთს მივამაგრეთ, რათა ავად თუ
კარგად ფიქსაცია მომხდარიყო.
• რბილ ლეიბებზე მოვათავსეთ ვასიკო, რომელიც კვლავინდებურად ხმაამოუღებლივ ებრძოდა აუტანელ ტკივილს.
• ოთხი კაცი, გზაში ყურადღების მისაქცევად და მანქანის
დასაცავად ახტა ურალის მაღალ საბარგულზე.
ვასიკომ ძალა მოიკრიბა და ღიმილით მოგვმართა: არ
შეშინდეთ, ყველაფერი კარგად იქნებაო.
- 121 -
გამომშვიდობება ვერ მოვასწარით. იღრიალა მოტორმა და
ურალი ადგილს მოსწყდა. მძღოლი ელვისებური სისწრაფით
მიაგელვებდა ტყის ოღრო-ჩოღრო გზაზე მრავალტონიან
სამხედრო მანქანას. ვასიკოს სამხედრო ჰოსპიტალში უკვე
ელოდებოდნენ.
უხმოდ ვიდექით და შევყურებდით გზას, რომლითაც ვასიკო
წავიდა. მძლავრი მანქანით გამოწვეული ქარიშხალი კვლავ
არხევდა გზის გასწვრივ განლაგებულ ხის ტოტებს.
- ნეტავ გადარჩება? - დავუსვით შეკითხვა ერთმანეთს.
ყველას უიმედო სახე გვქონდა.
დავბრუნდით საარტილერიო დივიზიონის პოზიციაზე. გამოვიძახეთ გამნაღმველები. ჩამოვსხედით. სიგარეტს სიგარეტზე
ვეწეოდით და უიმედო თვალით ვუყურებდით „რაციას“,
საიდანაც ვასიკოს მდგომარეობაზე ინფორმაცია უნდა მიგვეღო.
ბევრი არ გვალოდინეს. დაჭრილმა ჰოსპიტლამდე ვერ
მიაღწია. გზაში სისხლისგან დაიცალა.
გავხედე ტერიტორიას, რომელიც მოწინააღმდეგის ხელში
იყო. შემდეგ გადავავლე თვალი ჩვენს პოზიციებს, სადაც
ქართული შენაერთები კუნძულებად იყვნენ განლაგებულნი.
- 122 -
ხალხის რაოდენობა არ გვყოფნიდა, რომ ერთიანი ფრონტის ხაზი
ჩამოგვეყალიბებინა. ასეულობით მეტრის დაშორებით მყოფ
გამაგრებულ ადგილებს შორის კი მტერი თავისუფლად
დაძვრებოდა. ადგილობრივი მაცხოვრებლებით დაკომპლექტებულმა მოწინააღმდეგემ, ხომ ზეპირად იცოდა ყველა ვიწრო
ბილიკი.
გზაზე, რომლითაც მუდმივად ვსარგებლობდით და დღეში
რამდენჯერმე მძიმე ტექნიკით გვიწევდა გასვლა, აფხაზებმა
ღამით ტანკ საწინაამდეგო ნაღმი ჩაგვიდეს.
დაბრუნდა მანქანა. დაგვიბრუნდნენ დანაღვლიანებული ბიჭებიც. მოიტანეს სასმელი. უსიტყვოდ წამოდგა ყველა ფეხზე.
მოვიგონეთ ვასიკო.
ტყეში ირაკლის ვიოლინოს სევდიანი ხმა გაისმა. ამ
ინსტრუმენტს გრძნობის სიმთან შეხების განსაკუთრებული ნიჭი
აქვს, რეზონანსში მოჰყავს ემოციაც და მასთან ერთად ან უდიდეს
მორევში ჩაიძირები ან ზეცად ამაღლდები.
მუსიკის ფონზე თვალნათლივ გაირბინა ვასიკოსთან
გატარებულმა ყოველმა დღემ, ვიოლინოს ფონზე კვლავ გათენდა
29 მარტი, მშვიდი, უწყინარი დილა, კვლავ დაიქოქა ვასიკოს
მძიმე ბრონირებული მანქანა, უეცრად მუსიკა დამძიმდა,
აუტანელი გახდა, იმდენად აუტანელი, რომ ამის ატანა
რეალურად აღარ შეიძლებოდა და კვლავ აფეთქდა ჯავშანტექნიკა. ვიოლინოს ხმა მთელ ტერიტორიას მოედო, ააშრიალა
ტყის ყოველი ფოთოლი, შეაღწია ყველა ნაპრალსა და ყოველ
კუნჭულში, შემდეგ ემოცია, კვლავ ემოცია, კვლავ ემოცია,
საკრავმა თავის შესაძლებლობების ზღვარს მიაღწია და ...
და ვიოლინომ გრძნობებს უკლო. ნელა, ძალიან ნელა,
მონოტონურად მიილია მისი ხმა. ვგრძნობდით, რომ ვიოლინო
კვლავ უკრავდა, მაგრამ საკრავის მილეული ჰანგები ბუნებასთან
- 123 -
შერწყმულიყო და ჩვენთვის მიუწვდომლად იქცა. ჩვენთვის არა,
სხვისთვის, არამიწიერისთვის, ვისაც ამ ხმის გაგონება შეეძლო,
მისთვის უკრავდა საკრავი.
შემდეგ ყველაფერი გაჩერდა.
ვასიკო დაგვემშვიდობა.
რამდენიმე ეპიზოდი დივიზიონის ცხოვრებიდან
ომს ბრძოლის გარდა, ყოველდღიური ცხოვრებაც თან სდევს.
კვებისა და პირადი ჰიგიენის გარდა, ადამიანური სახეც უნდა
შეინარჩუნოს მებრძოლმა. ამ მხრივ, სახლიდან ტყეში
გადაბარგებულ ხალხს ათასი პრობლემა შეიძლება უცებ
გამოუჩნდეს.
ახალ პოზიციაზე გამაგრება უპირველესად მძიმე არტილერიის გაშლით იწყებოდა. დადგენილი წესის მიხედვით,
გავთხრიდით სანგრებს როგორც ქვემეხებისთვის, ასევე
ჭურვებისა და პირადი შემადგენლობისთვის.
როგორც კი ქვემეხები მიწათხრილში მყარად გამაგრდებოდა,
დავიწყებდით მიბმას ჯერ ადგილმდებარეობაზე, შემდეგ
ერთმანეთზე. მიბმაში იგულისხმება ოპტიკური ხელსაწყოებით
- 124 -
გაზომვითი სამუშაოების ჩატარება, რომლის მეშვეობითაც
ქვემეხებს ერთმანეთთან ვაკავშირებდით. უხეშად რომ ვთქვათ,
საარტილერიო დანადგარებს უნდა ესმოდეს ერთმანეთის და თუ
დასჭირდათ, რამდენიმე კილომეტრშიც კი ერთ წერტილს უნდა
დაარტყან.
შემდეგ რაღაც ლოკალური შტაბივით უნდა შეგვექმნა,
რომელსაც საარტილერიო ცეცხლის მართვის პუნქტის გარდა,
სასაწყობე და სამედიცინო დაწესებულების ვალდებულობაც
უნდა შეეთავსებინა. დავიწყებდით მისთვის მიწის ამოთხრას.
ამოთხრილ მიწას ჭურვებისთვის განკუთვნილ ცარიელ ყუთებში
ვყრიდით. ცოტა ხანში სანგარიც ამოთხრილი იყო და მიწით
სავსე, არც თუ მცირე ზომის ყუთების საკმაო რაოდენობაც
გვიგროვდებოდა. დამატებითი სიმაგრის სახით კედლებად
შემოვუწყობდით ამ ყუთებს სანგარს და სახურავის შემდეგ
ბრწყინვალედ გამაგრებულ ობიექტს ვიღებდით.
პირადი შემადგენლობა რომ გამთბარიყო, კოცონის დანთების
საშუალებაც უნდა გვქონოდა. ამისთვისაც მიწის ამოთხრა
გვჭირდებოდა. ცოტაოდენზე ამოვთხრიდით მიწას, ირგვლივ
ჩავდგამდით ტახტის მსგავს ავეჯს, რომელზეც როგორც
დაჯდომა, ასევე წამოწოლაც შესაძლებელი იყო. ცეცხლის
შესანიღბად თხრილში კიდევ ცოტას ამოვთხრიდით მიწას,
ყველაფერ ამას გადავხურავდით, შევნიღბავდით და ეს ჩვენი
მორიგე ჯგუფის ადგილსამყოფელი ხდებოდა, რომელსაც
არტილერიის 24 საათიანი დარაჯი ევალებოდა.
ხალხის რაოდენობა იცით, რომ ცოტა იყო. შეძლებისგვარად,
მინიმუმ 6 კაცი მუდმივად დაცვაში იყო, 6 აუცილებლად
ფხიზლად იმყოფებოდა, 6-ს თუ ამის შესაძლებლობა ჰქონდა,
ეძინა. რეალურად კი, ამაზე მეტი ხალხი იშვიათად ვიყავით
პოზიციაზე. ამიტომ კოცონის ადგილი პრაქტიკულად ჩვენს
საცხოვრებელსაც წარმოადგენდა. მართალია, დასაწოლი ადგილი
ყველასთვის საკმარისი არ იყო, მაგრამ ბრწყინვალედ მივეჩვიეთ
- 125 -
მჯდომარე პოზაში ძილსაც. ერთმანეთს ჩახუტებულები
სიცივესაც ნაკლებად ვგრძნობდით.
ამ კოცონზე ვამზადებდით საჭმელსაც, ასე რომ, ეს ადგილი
სამზარეულოს ფუნქციასაც ითავსებდა. პირდაპირ კოცონის
თავზე ჩამობმული გვქონდა სქელი მავთული, რომელსაც ქვაბის,
ან ჩაიდნის კოცონზე დასაკიდებლად ვხმარობდით. პერიოდულად ამ მავთულზე დამაგრებული გვქონდა სიგარეტის
კოლოფიც, რათა მუდამ სველი სიგარეტი გაგვეშრო.
ხის ბოძებზე, რომლებსაც სახურავი ეჭირა, მუსიკალური
ინსტრუმენტები იყო ჩამოკიდებული.
თუ ბრძოლა არ იყო, ვიყავით ამ კოცონს გარშემორტყმულები
და ქვეყნის საჭირბოროტო საქმეებს ვარჩევდით. აქვე მივირთმევდით საჭმელს. სტუმარსაც კოცონთან ვეპატიჟებოდით. ხშირ
შემთხვევაში წავუღიღინებდით კიდეც. საზოგადოება ისეთი
გვყავდა, რომ მათი კამათის და მსჯელობის მოსმენას არაფერი
სჯობდა. არც ერთ სატელევიზიო შოუში არ მყავს ასეთი
ერუდირებული, მრავალი განხრის, სხვადასხვა სპეციალობისა და
სხვადასხვა ეროვნების ხალხთა კრებული ნანახი.
- 126 -
არ მახსოვს, ეს კოცონი ჩამქრალიყო. ყველა თავს მოვალედ
თვლიდა, პატარა ფიჩხით მაინც შესწეოდა ამ ღვთიურ საჩუქარს.
ხშირად ჩვენი პატარა კოცონის სადღეგრძელო განსხვავებული
სასმისითაც შეგვისვამს. მისი სითბო და სიყვარული დღესაც
გვათბობს ცოცხლად დარჩენილ ბიჭებს.
ვინც მორიგეობიდან ბრუნდებოდა, ცხელ ჩაისა და ცოტაოდენ
საჭმელს ვახვედრებდით. ეს დაუწერელი კანონი იყო. თუ ვინმე
ჩათვლემდა, რომ არ გაციებულიყო, თბილ რამეს მივაფარებდით.
მოკლედ, რაც შეგვეძლო, ერთმანეთს ვუვლიდით, რადგან
ერთმანეთზე უკეთესი ჩვენ არავინ გვყავდა და ერთმანეთის
კეთილდღეობაც ჩვენს ხელში იყო.
თუ სადმე ახლომახლო ძაღლი იყო, ყველა ჩვენ მოგვეკედლა.
არ დაგიმალავთ და სიკეთეც მოჰქონდათ. სიბნელეში ჩვენზე
ჩქარა აფიქსირებდნენ ოდნავ ხმაურს და ყეფით უმალ იმ მხარეს
გარბოდნენ. გვიკვირდა, როგორ კარგად გრძნობდნენ ძაღლები
ჩვენს პრობლემას. ხალხის გადაადგილებას საკმაოდ შორ
მანძილზე აფიქსირებდნენ. ჩვენი ბიჭებიც ვერ ახერხებდნენ
შეუმჩნევლად მოახლოებას. ასე რომ, უშტატო დაცვაც
გვეხმარებოდა. მართალია, ამ უშტატო თანამშრომელთა ნაწილი
პრობლემებსაც გვიქმნიდა, მაგრამ მაინც განვაგრძობდით
სიმბიოზურ ცხოვრებას.
ეს პრობლემური ნაწილი ლეკვები იყვნენ. რომელთაც
არანაირი ეთიკა და კულტურა არ ჰქონდათ. გარდა იმისა, რომ
გუშაგადაც არ ვარგოდნენ, ხშირ შემთხვევაში ხელსაც
გვიშლიდნენ. ეს პატარა, ხუნხულა არსებები მიმოფანტულნი
იყვნენ მთელ ტერიტორიაზე, ძლივს დაბაჯბაჯებდნენ და სულ
ფეხქვეშ გვედებოდნენ. ეს კიდევ არაფერი, შეციებულები დედის
ნაცვლად ჩვენ გვეხუტებოდნენ და ჩვეთან ერთად ეძინათ. ამას
გარდა, თავზეგასულები საჭმლით სავსე ქვაბთანაც მიიწევდნენ
და ხშირ შემთხვევაში მშივრებს გვტოვებდნენ. ეს რომ არ
მომხდარიყო, ქვაბები ხეზე გვქონდა შემოდგმული, მაგრამ ეს
ქმედება ხშირად გვავიწყდებოდა და პოზიციაზე მყოფ ყველა
- 127 -
ლეკვს, თავი ჩვენს ქვაბში ჰქონდა ჩაყოფილი. ბოლოს ისე
მივეჩვიეთ, რომ ყურადღებას აღარ ვაქცევდით, ჯერ ლეკვები
შეექცეოდნენ ქვაბიდან საჭმელს და მერე ჩვენ.
არ გეგონოთ ჰიგიენაზე ხელი გვქონდა აღებული. უბრალოდ,
ამ ლეკვებს ვერაფერი მოვუხერხეთ, თორემ ყოველ კვირა
დავდიოდით გოგირდის აბანოში, რომელიც პირდაპირ ტყეში
ბუნებრივად იყო მოწყობილი. პირადი ჰიგიენაც უმაღლეს
დონეზე გვქონდა. ქვეითი ჯარისგან განსხვავებით, არტილერიას
რამდენიმე სატვირთო მანქანა გვყავდა და პირადი ნივთების
გადატან-გადმოტანა, ასევე მათი ტრანსპორტირება ჩვენთვის
გაცილებით კომფორტულ გარემოში ხდებოდა. შეიძლება ითქვას,
საგარეო და საშინაო ტანსაცმელიც გვქონდა. მოკლედ, ძალზე
ბევრ მინუსთან ერთად, არტილერიაში სამსახურს
წარმოიდგინეთ, პლიუსებიც ჰქონდა.
მიუხედავად ჩვენი მძიმე საქმისა, მაინც გამოჩნდა ხალხი,
რომელმაც არტილერიაში მოღვაწეობის სურვილი გამოთქვა.
ერთ დღეს ბრიგადის შტაბის სარეკომენდაციო წერილით
მოგვმართა საშუალო ასაკის მამაკაცმა, რომელსაც ჩვენს
დივიზიონში გაწევრიანება სურდა.
მამაკაცი ჩვენთან შედარებით უფროსი იყო, მისი
არისტოკრატიული საუბარი და დახვეწილი ქცევა-მანერა მაშინვე
იპყრობდა ყურადღებას. გაუპარსავ ხალხს მიჩვეულნი ვიყავით,
მაგრამ ახალმოსულს კარგად გაპარსულ სახეზე განგებ ჰქონდა
დატოვებული ულვაში, რომელიც სულ ოდნავ ასაკს და
დარბაისლობას მატებდა.
- 128 -
წავიკითხეთ წერილი, რომელიც თეთრი არწივის ბრიგადის
ხელმძღვანელობაში ჩვენთვის კარგად ნაცნობ პიროვნებას
ეკუთვნოდა. გვთხოვდა:
- ბიჭებო, მიშველეთ რამე. ეს კაცი ისტორიკისი, ლექტორი და
არქეოლოგია. საბრძოლველად მოხალისედ ჩამოვიდა. სხვაგან
გაშვების მეშინია. თქვენზე ელიტარული და ერუდირებული
ხალხი ფრონტზე არ არსებობს. მეცით პატივი და იქნებ თქვენს
რიგებში მიიღოთ.
წერილიც რომ არ ყოფილიყო, ამ კაცს ჩვენს რიგებში
გაწევრიანებაზე უარს როგორ ვეტყოდით. უყოყმანოდ
დავთანხმდით. ცოტა ხანში გაირკვა, რომ ჩვენი ლექტორი
საბჭოეთის ჯარის ოფიცერიც ყოფილა. ეს როგორც კი გავიგეთ,
ზედმეტსახელიც უცებ მოვუძებნეთ ჩვენს ისტორიკოსს და
„გენერალი“ დავარქვით. ახალი სახელი ურიგო არ გახლდათ, ასე
რომ, უცებ შეიმშვენა.
ისტორიკოსთან ერთად შემოვუსხედით კოცონს. შეგახსენებთ
დივიზიონში უკვე გვყავდა ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი,
რომელსაც ეძინა და არტილერიაში ახალი წევრის ყოფნა ჯერ არ
იცოდა.
როცა გაიღვიძა, თვალების ფშვნეტით ადგა, გაიზმორა და
გაშეშდა. შეშინებული და თვალებგაფართოებული კარგა ხანი
უმზერდა იმ ადგილს, სადაც დივიზიონის ახალბედა წევრი
იჯდა. ჩუმად ჩაიბუტბუტა:
- შეუძლებელია. ჰალუცინაციები დამეწყო. ლექტორი
მელანდება.
შემდეგ ნელა დაიძრა, თითქოს ვიღაცას ეპარებოდა, ჩუმად
მიუახლოვდა ლექტორს და შიშნარევად მხარზე ხელი მოჰკიდა.
დაფიქსირება სურდა, ცხადი იყო თუ მოჩვენება.
ლექტორი შემოუტრიალდა.
- 129 -
- ეს, თქვენ ხართ ,პატივცემულო? - კვლავ დაეჭვებით მიმართა
სტუდენტმა.
- შენ, აქაც სისხლი უნდა გამიშრო? - გაეცინა ლექტორს.
- ბიჭებო, ეს ჩემი ლექტორია, - სიხარულით გვაცნობდა ყველას.
- ლექტორი იყო, ახლა ჩვენი გენერალია, - მივუგეთ ჩვენ.
- რაა, გენერალი? არა კიდევ მძინავს, - იღიმებოდა სტუდენტი.

ერთხელ სოხუმში წავედით, საწყობიდან ჭურვები უნდა
აგვეღო. ტვირთი დიდი იყო და რამდენიმე მანქანით დავიძარით.
საკმაო რაოდენობის ბიჭებიც გავიყოლეთ. ჩვენი ლექტორიც თან
გვახლდა. იმ დონეზე მივეჩვიეთ მის ახალ სახელს, რომ ყველგან
„ბატონო გენერალოთი“ მივმართავდით. საწყობში რაღაც
შეფერხება იყო. დრო რომ მოგვეკლა, გადავწყვიტეთ სოხუმის
ჯარისკაცთა სასადილოში შესვლა. წესისამებრ ასაკით უფროს
ადამიანს პატივი ვეცით და გენერალს მივმართეთ:
- ბატონო გენერალო, თქვენ დაბრძანდით და ჩვენ მოვიტანთ
ყველაფერს.
ამის გაგონებაზე სასადილოს მომსახურე პერსონალი უცებ
დატრიალდა. ვერ ვიტყვი, რომ მაგიდას რამე ხარვეზი ჰქონდა,
მაგრამ კიდევ ერთხელ გადაწმინდეს, ახალთახალი თეთრი
გადასაფარებელი გადააფარეს, მაგიდის შუაში ქოთნით ყვავილი
დადგეს და ყველა ჩვენგანისთვის მოწადინებული სუფრაც
თვითონ გაშალეს.
- მიირთვით, ბატონო გენერალო, - მიმართა ერთ-ერთმა
გოგონამ ჩვენს ლექტორს.
- გმადლობთ გეთაყვა, - საკმაოდ არისტოკრატულად მიუგო
ჩვენმა გენერალმა.
- 130 -
ახლა მივხვდით, ესოდენ დიდი ყურადღება რატომ გამოიჩინა
მომსახურე პერსონალმა და ჩვენც შევიფერეთ გენერლის
გვერდით ყოფნა.
- ვინ არის, ვერ ცნობ? - ეკითხებოდა მომსახურე პერსონალი
ერთმანეთს.
- ეტყობა დიდი ვინმეა, შეხე რამდენი დაცვა დაჰყვება. -
უპასუხა მეორემ და ჩვენზე მიუთითა.
დაცვა მართლაც რომ სერიოზული იყო, რადგან ამ ხალხს
ჭურვებით დატვირთულ რამდენიმე მანქანის უსაფრთხოებაზე
უნდა ეზრუნა.

კურიოზები ბრძოლის დროსაც იყო. ერთხელ მსუბუქ
არტილერიას ქვეით ჯართან ერთად 82 მმ-იანი
ნაღმმტყორცნებით უწევდა ბრძოლა. ვისაც ნანახი აქვს, იცის,
როგორ მუშაობს ეს დანადგარი, მაგრამ ვინც არ იცის, გეტყვით,
რომ ნაღმის გასასროლად სადღაც ვერტიკალურად მყოფ მილში
ზევიდან ეშვება ნაღმი. იგი სიმძიმის ძალით მისრიალებს მილში,
რომლის ძირში დამონტაჟებულია ნემსი. ნაღმის და ნემსის
შეჯახება იწვევს საარტილერიო დენთის აფეთქებას და
წარმოქმნილი წნევით გაიტყორცნება ნაღმი.
თუ ნაღმი სინესტეში იყო, შეიძლება ნემსთან შეჯახებამ ვერ
ააფეთქოს საარტილერიო დენთი, ანდა, შესაძლოა მოგვიანებით
აფეთქდეს. კანონით დადგენილი ნორმებით, ამ დროს 3-5 წუთი
უნდა დაელოდო და შემდეგ ამოიღო ეს ნაღმი ნაღმმტყორცნიდან
(ამ პროცედურას „აბორტს“ ეძახიან). 
ეს საკმაოდ საშიში და სარისკო ოპერაციაა.
• ნაღმმტრორცნის მილი უნდა ამოაძრო ფუძეში მყოფი მძიმე
დანადგარიდან;
• მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ასწიო და თუ
შესაძლებლობა გაქვს, ძირი შემოდგა რამე სიმაღლეზე
• შემდეგ რაც შეიძლება ნელა დაახრევინო მილს თავი, რომ
აუფეთქებელი ჭურვი სიმძიმის ძალით ისევ უკან
ჩამოცურდეს;
• ჩამოცურების მომენტში ნაღმი დაბლა რომ არ დავარდეს და
ფეხებში არ აფეთქდეს, მილის ცხვირთან ჩამოცურებულ
ნაღმს ორივე ხელის საჩვენებელი და ცერა თითებით
ელოდებით.
• ყოველივე ამის შემდეგ გადმოღებულ ნაღმს მოშორებით
ვდებთ.
ჩამოთვლილი მოქმედების შესრულების დროს რომ აალდეს
დენთი და ნაღმი გაიტყორცნოს, შეიძლება საკმაოდ ცუდად
- 132 -
დასრულდეს ყველაფერი. ამიტომ ყოველთვის უნდა ფიქრობდე
უცებ აფეთქებაზე და ყოველთვის უნდა გათვალო, როგორი
კუთხით სჯობია ნაღმიანი მილის დაჭერა.
ეს ყველაფერი იდეალურ პირობებს მოითხოვს. ბრძოლაში კი
ყველაფერი სხვაგვარადაა. სად არის იმის დრო, 3-5 წუთი
ელოდო, გავარდება თუ არა ხარვეზიანი ნაღმი. ომში ხომ ყოველ
წამს ოქროს ფასი აქვს. სად არის კიდევ შემაღლებული ადგილის
ძებნის საშუალება, მით უმეტეს, ხანდახან თავის ამოწევის შანსიც
არ გვქონდა.
ბრძოლაში არავინ ელოდებოდა 5 წუთი. 10-15 წამიანი
დაყოვნების შემდგომ ნაღმტყორცნის მილის ბოლოს პირდაპირ
იღლიით დავიჭერდით, ცოტაზე ჩამოვუწევდით ცხვირის მხარეს
და მომენტალურად ვიღებდით უვარგის ნაღმს მილიდან.
ერთ-ერთი ასეთი ოპერაციის დროს ჩვენს დივიზიონელს
პირდაპირ იღლიაში აუფეთქდა საარტილერიო დენთი და
გაისროლა მილში მყოფი ნაღმი. გაგიკვირდებათ, მაგრამ
მხილველების თქმით, არც თუ ურიგოდ გაარტყა მიზანს.
გადარჩა. უდიდესი დარტყმა მიიღო. წარმოგიდგენიათ,
ნაღმმტყორცნი 3 კილოგრამიან ჭურვს 3-4 კილომეტრზე ისვრის
და უკან რა ძალით დაარტყამდა ჩვენს არტილერისტს.
ბედად, ისე მოხდა, რომ მილი მყარად არ ეჭირა იღლიაში და
იოლი დაზიანება მიიღო. ხოლო ქვეითმა ჯარმა დააფიქსირა,
როგორ გაისროლა კაცმა იღლიიდან იარაღი.
მეორე დღეს მთელ ფრონტს მოსდეს: ჩვენი არტილერისტები
ნაღმმტყორცნს პიდაპირ იღლიიდან ისვრიანო.
- 133 -

საარტილეერიო დივიზიონს აღმაშენებლის ბატალიონის
რამდენიმე წევრიც შეუერთდა. ხალხის ნაკლებობას მუდმივად
განვიცდიდით, ამიტომ არ გვითქვამს უარი ამ შემომატებაზე. მით
უმეტეს, რომ ბრძოლაში გამოცდილი ბიჭები იყვნენ. მათაც
მოეწონათ ჩვენთან არსებული სიტუაცია.
ერთ-ერთი მათგანი ბენო
ვაშაკიძე იყო. თბილისის ძველ
უბანში გაზრდილი ბენო
უდიდესი იუმორის მქონე და
კოლორიტული ადამიანი გახლდათ. საკმაოდ მაღალი, თხელი,
სპორტული აღნაგობის, ხშირი
შავი წვერით და მკვეთრად გამოხატული ქართული იერით
ფილმის პერსონაჟს მოგაგონებდათ.
ძალზე იშვიათად, მაგრამ
მაინც გვქონდა გამონაკლისი დღეები, როცა უსაქმოდ ვიყავით. ამ
მომენტს ვინ გაუშვებდა ხელიდან. ყველა თავს იწესრიგებდა.
ტანის დაბანა, წვერის გაპარსვა, ტანსაცმლის გარეცხვა და შემდეგ
... შემდეგ ძილი, რაც ყველაზე მეტად გვენატრებოდა.
შემოგვხედა ბენომ, რომ ძილისთვის ვემზადებით და აშკარად
ჩვენს გასაგონად ჩაილაპარაკა: ეჰ, ამ ცხოვრებას რა ვუთხარი,
თორემ დღევანდელ დღეს კარგ სუფრას გავშლიდიო.
ბენო ახალი გაცნობილი გვყავდა და არ ვიცოდით, რაში იყო
საქმე. ბუნებრივია დავინტერესდით, რა დღე იყო ასეთი.
ნაღვლიანად გვიპასუხა: დაბადების დღე მაქვსო.
შეგვეცოდა. ჩუმად შევაგროვეთ ფული. მაშინ 5 000 (ხუთი
ათასი) კუპონი გვქონდა ხელფასი. ამ ფულით თბილისში 2
- 134 -
კოლოფ სიგარეტსაც კი ვერ იყიდდი. დღესაც არ ვიცი როგორ,
მაგრამ აფხაზეთში კუპონს სასწაულად მაღალი კურსი ჰქონდა.
ასე რომ, ფული გვქონდა ბიჭებს. მოკლედ, შევაგროვეთ თანხა და
სოხუმში მიმავალ მანქანას გავატანეთ.
როცა დაბრუნდა ჩვენი
სოხუმის დელეგაცია, სადღესასწულო საჭმელი, სასმელი
და, რაც მთავარია, ბენოს
საჩუქარი მოიტანა.
საჩუქრად თეთრი ფერის ბოტასები ვუყიდეთ და დიდი
ზარზეიმით გადავეცით. ეს რომ დაინახა, წამიერად შეცბა, მაგრამ
არ შეიმჩნია და მადლობა გადაგვიხადა: მთელი ცხოვრება ამაზე
ვოცნებობდიო.
გავშალეთ ომის პირობაზე არნახული სუფრა, დავლიეთ,
ვიმღერეთ, მოკლედ, დრო ვატარეთ.
მეორე დღეს ბენომ ბიჭებს მოგვმართა:
- აუ, მაგრა მერიდება თქვენი, მაგრამ გუშინ დაბადების დღე არ
მქონდა.
ყველა გავჩუმდით.
ისევ ბენომ დაარღვია სიჩუმე:
- უბრალოდ, დიდი ხანი არ გვიქეიფია და პონტი ავაგდე, თქვენ
კი საჩუქარი მიყიდეთ.
- დღესაც ხომ მიდის ერთ-ერთი მანქანა სოხუმში. ეს ბოტასები
ნახევარ ფასში ჩავაბაროთ და პახმელიაზე გამოგიყვანთ, - ვერ
ისვენებდა დარცხვენილი ბენო.
ყველას სიცილი აგვივარდა. მოგვეწონა კრეატიული იუმორი.
სამწუხაროდ, ბენო ნამდვილ დაბადების დღეს ვეღარ მოესწრო.

- 135 -

 ჩვენს საარტილერიო დივიზიონს დიდ ყურადღებას
უთმობდნენ მეთაურობაშიც. გრძნობდნენ, რომ საკმაოდ
მობილური და ქმედითუნარიანი ჯგუფი ჰყავდათ. ამიტომ ახალ
ტექნიკასაც ხშირად გვიგზავნიდნენ. მძღოლი, რომელიც
ტექნიკას ჩამოიყვანდა, უმთავრესად რჩებოდა საბრძოლველად.
შეგახსენებთ, რომ ყველა მოხალისეები ვიყავით და
ძალდატანებით არავინ არ მსახურობდა. სრული უფლება ჰქონდა
ყოველ წევრს, სახლში წასულიყო, მაგრამ ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი ქვეყნისა და
ერთმანეთის მიმართ განიცდიდა, ამის უფლებას არ გვაძლევდა.
გარდა ამისა, არ შეიძლებოდა იმ ნდობის შებღალვაც,
რომელიც მთავარსარდლობამ და ჯარმა მოგვანიჭა. წარმოგიდგენიათ, ერთ დღეს ყველა სახლში რომ წამოვსულიყავით და
გამოგვეცხადებინა: აღარ გვსურს ომიო.
მეთაურობა უეცრად დაკარგავდა ფრონტზე არტილერიას და
რაც ყველაზე ცუდი იქნებოდა, ქვეითი ჯარი დაკარგავდა იმედსა
და რწმენას.
ასევე ფიქრობდა სხვა შენაერთის ხალხიც. ჩვენც ცუდ დღეში
ჩავცვივდებოდით, სატანკო, საზენიტო ან ქვეით ჯარს რომ
გამოეცხადებინა ბოიკოტი ომის დროს. მეტ-ნაკლებად ერთმანეთს ვავსებდით და ერთმანეთის იმედად ვიყავით.
ერთ-ერთ ასეთ რგოლს ჩვენს საბრძოლო მოქმედებებში
მძღოლები წარმოადგენდნენ. მართალია, მათ ცალკე შენაერთი არ
ჰქონდათ, მაგრამ მიმაგრებულნი იყვნენ ფრონტზე მოღვაწე
რომელიმე ჯგუფს.
შეიძლება ინტენსიურად უშუალო საბრძოლო მოქმედებებში
არ იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მერწმუნეთ, საკმაოდ
სახიფათო გზებზე უწევდათ გადაადგილება.
- 136 -
იმის გამო, რომ ქართულ მხარეს ფრონტზე მებრძოლთა
რაოდენობა არ ჰყოფნიდა, გზები საკმაოდ დაუცველი იყო.
რამდენიმე კილომეტრის გავლა ალალ-ბედზე გიწევდა კაცს.
ჩვენი სამხედრო მანქანის საბარგული და ზედ გადაფარებული,
ე.წ. „ტენტი“, საცერივით იყო დახვრეტილი ტყვიებისგან.
სიმართლე უნდა ითქვას, რომ არც დაჭრილი და არც დაღუპული
ჩვენს დივიზიონს ამის შედეგად არ გვყოლია, მაგრამ საოცრად
ცუდი შეგრძნებაა, როცა ვიღაცის სამიზნეს წარმოადგენ, მით
უმეტეს, თუ ჭურვებით სავსე მანქანაში ზიხარ.
ამიტომ სატვირთო მანქანის პროფესიონალი მძღოლი ყველა
შენაერთისთვის საგანძურს წარმოადგენდა. ფრონტის ხაზზე არ
იყო ია- ვარდით მოფენილი გზები. დღესდღეობითაც ვერ
ვეღირსეთ ნორმალურ გზებს და ხომ წარმოგიდგენიათ ფრონტის
ხაზი, სადაც ყოველ დღე ტანკი დადის, ჭურვი ფეთქდება, სახლი
იწვის, ხე და ელექტროგადაცემის ხაზი იქცევა, რა მდგომარეობაში იქნებოდა გზები. დაამატეთ გეოგრაფიულად საკმაოდ რთული
რელიეფი, ზამთარი, სიცივე, თოვლი, ტალახი, პლუს გზაზე
ჩადებული ნაღმები და მიხვდებით, ასეთ გზებზე მრავალტონიანი მანქანით სიარული რას წარმოადგენს. ჩვენი ბიჭები კი
მაქსიმალური სიჩქარით დაქროდნენ.
ერთ-ერთი ასეთი მძღოლი,
რომელიც ჩვენს დივიზიონში
გაწევრიანდა, გელა შამანაური
იყო.
გელა თბილისში, ზაჰესის
დასახლებაში, ცხოვრობდა. ორი
პატარა ბავშვის მამა გახლდათ. ეს
რომ გავიგეთ, არაფრით არ
ვტოვებდით, სახლში ვაბრუნებდით, მაგრამ გელამ მოკლედ
მოგვიჭრა: მე ერის წინაშე რაღაც
- 137 -
დონეზე უკვე მოვიხადე ვალი - ორი ბავშვი მაინც მყავს, თქვენი
კი გამკვირვებია, უცოლშვილო ხალხი აქ რომ ათენ-აღამებთო.
არ დაგვმორჩილდა: სხვა მიზეზი მითხარით, რატომ არ
მტოვებთ თქვენთანო.
სხვა მიზეზი მართლა არ გაგვაჩნდა. დივიზიონის ბიჭების
ნაწილი ზაჰესიდან იყო და გელას ბრწყინვალედ იცნობდა.
აღიარებდნენ, მაგაზე პატიოსანი და მშრომელი კაცი არ
არსებობსო. გარდა ამისა, გელა თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი იყო. ჩვენ კი ლევან ავაქოვი დაგვეღუპა და ძლიერი
მძღოლი ნამდვილად გვჭირდებოდა.
ყველა ამ სიკეთესთან ერთად იგი არნახულ ფიზიკურ ძალას
ფლობდა. მოგეხსენებათ, არტილერიაში ვიყავით და სულ მძიმე
ყუთებთან გვქონდა საქმე. გამოცდილი ბიჭები იღლებოდნენ და
ახლადმოსულ გელას დაღლაც კი არ ეტყობოდა. ამ ფაქტმა ბევრის
ყურადღება მიიპყრო.
დავინტერესდით:
- გელა, შენ რა, დაღლას ვერ გრძნობ, თუ მართლა არ იღლები ?
გელას გაეცინა და გვითხრა:
- მე, ბიჭებო, პროფესიონალი შტანგისტი ვარ, ტრავმა მივიღე
და ვეღარ გავყევი სპორტის ამ სახეობას - შემდეგ კიდევ
დააყოლა:
- თქვენ კი ნაღდად მაგარი ვარჯიში მოგისწრიათ, არ მეგონა,
თუ ბიჭებს ამდენი მუშაობა შეგეძლოთო.
ერთ-ერთი მუშაობის დროს წამოსცდა: ორი დრაკონის ძალა
მაქვსო. ჩვენც მეტი რა გვინდოდა - „გველეშაპა“ შევარქვით.
- 138 -

მეორე მძღოლი რომელიც
დაგვემატა, იყო ვანო სააკიანი. ამ
ბიჭს რეკომენდაცია ჩვენმა სომეხმა
ძმებმა გაუწიეს. თბილისიდან პირდაპირ ჩვენს საარტილერიო დივიზიონში მოიყვანეს. განსაკუთრებული ადამიანი გამოდგა ვანო. გარდა
იმისა, რომ ჩინებული მძღოლი იყო,
ბრწყინვალედ ერკვეოდა ტექნიკაში.
საველე პირობებში ბოლომდე შეეძლო დაეშალა ნებისმიერი მანქანა და
შემდეგ ისევ აეწყო. ეს არა მარტო
სავალ ნაწილს ეხებოდა, არამედ
მანქანის ძრავსაც.
ცოტა ხანში შორს გაუვარდა სახელი ვანოს. ასეთი სპეციალისტი ფრონტზე არ არსებობდა და უნდა გენახათ, ხალხს
საიდან აღარ მოჰყავდა სამხედრო მანქანები ჩვენს პოზიციაზე.
ვანო საკმაოდ მშვიდი ხასიათის იყო, მაგრამ ხანდახან ჩაილაპარაკებდა:
- მე აქ მანქანების სარემონტოდ მოვედი, თუ საომრადო.
ზოგიერთს კი ძალზე სასაცილოდ მიმართავდა:
- ძმაო, მომიტანე მანქანის ნაწილი და გავაკეთებ, მე აქ „ატეკის“
უფროსი კი არ ვარ, ვერ ხედავ ტყეში ვზივარ.
- ე, ბიჭო, ძმურად, იქნებ მოუხერხო რამე, - არ ეშვებოდა ხალხი.
ჩვენ კი ამაზე სიცილით ვიგუდებოდით.
ვანო სააკიანი ქართულად უაქცენტოდ საუბრობდა. კოცონთან ყოფნისას ერთი-ორჯერ ქართული ლექსი ისე წაიკითხა, რომ
მივხვდით, ვანო უბრალო მძღოლი არ უნდა ყოფილიყო. დავინტერესდით. გამოდგა, რომ ვანოს დედა ქართველი ქალბატონი
- 139 -
ყოფილა და თან სიტყვის მხატვრულად თქმის ოსტატი. მოგვიანებით, როცა ეს ქალბატონი გავიცანით, გავოგნდით ისე ოსტატურად წარმოსთქვამდა ლექსს.
ალბათ, ეს ბუნებრივად უნდა გქონდეს ადამიანს, თორემ არა
მგონია, ამის სწავლა შეიძლებოდეს. ლექსის წარმომთქმელი
ბევრი არტისტი მყავს ნანახი, სიტყვის მხატვრულად თქმის
ოსტატი კი სულ ერთი-ორი ვიცი და ეს მართლაც ხელოვნების
განსაკუთრებული დარგია.
ტრაბახი გამომდის, მაგრამ ხომ ხედავთ, როგორ საზოგადოებასთან ერთად ვიბრძოდით და ვათენ-ვაღამებდით კოცონთან.

მართალია, ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ფიზიკოსთა რიგებშიც
დაგვემატა კაცი. მამუკა კაჭკაჭიშვილი, გარდა იმისა, რომ ფიზიკოსი იყო, მას ასპირანტურის
დამთავრებაც მოესწრო. იგი
ირაკლი ქიმერიძესთან ერთად
კომაროვის ფიზიკა-მათემატიკურ
სკოლაში სწავლობდა, ხოლო ბესო
კივილაძე უნივერსიტეტში გაიცნო.
არტილერიაში ოპტიკური
ხელსაწყოების გამოყენება შევასწავლეთ, თორემ ტოპოგრაფია და
გათვლების მათემატიკური ნაწილი მისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა.
- 140 -
ასეთი ცნობისმოყვარე ადამიანი მე ცხოვრებაში არ მყავს
ნანახი. ყველაფერი აინტერესებდა. ყველაფრის შესწავლა სურდა.
ვინ იყო ამის წინააღმდეგი, მაგრამ ამის გაკეთება ერთდროულად
სურდა.
წარმოგიდგენიათ, ორი დღის წინ გაწმენდილი ქვემეხის
ხელახლა დაშლას, დაზეთვას და აწყობას გვთხოვდა. ხანდახან
ისეთი რამის დაშლას მოითხოვდა, სიცილით ვიგუდებოდით.
ყველგან შეძვრებოდა, ყოველ კუთხეს მოედებოდა და ზედმეტ
სახელსაც ერთ-ორ დღეში გამოჰკრა ხელი. ჩვენს მამუკა კაჭკაჭიშვილს „ხუთკუნჭულა“ შევარქვით.
თავისი უნიკალური თვისებებისა და, უდავოდ, დიდი
ცოდნის წყალობით ხუთკუნჭულამ რამდენიმე დღეში ყველა
იარაღი შეისწავლა თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით. ასე
რომ, უმოკლეს ვადაში სრულყოფილი არტილერისტი გაჩნდა
ჩვენს გვერდით.

როგორც ზემოთ აღვნიშნე,
ჩვენს რიგებში ეროვნებით
იეზიდი დავით ბაზოევიც
ირიცხებოდა. (იეზიდი-ეთნიკური ქურთების მცირერიცხოვანი რელიგიური განშტოება.
ისინი მეტყველებენ ქურთული
ენის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დიალექტზე —
კურმანჯიზე.)
ერთ მშვენიერ დღეს დივიზიონში გამოგვეცხადა, საბუთედათო ბაზოევი
(კურო)
- 141 -
ბი ავთო წიკლაურს გადასცა და განაცხადა: არტილერიაში
გამანაწილესო.
არტილერიაში სულ მძიმე ტვირთებთან გვქონდა საქმე, მისი
წევრებიც მეტ-ნაკლებად შესაბამისი ფიზიკური ძალის მონაცემების ხალხით იყო დაკომპლექტებული. დივიზიონს კი
სჭირდებოდა მებრძოლების დამატება, მაგრამ ახალი მეომარი,
ერთი შეხედვით, ამ სტანდარტებს აშკარად ვერ აკმაყოფილებდა.
ამიტომაც მის დანახვაზე დივიზიონის მეთაურმა, ავთო
წიკლაურმა, თავი დახარა და ირონიულად ჩაიცინა. ცოტა ხნის
შემდეგ ძალა მოიკრიბა, გაიმართა და საკმაოდ ტანდაბალ,
გამხდარ დათო ბაზოევს საქმიანი ტონით მიმართა:
- რატომ არტილერიაში და არა ავიაციაში, იქ უფრო არ სჭირდებათ ხალხი?
- სიმაღლის მეშინია, „ბრატ“,- დაუფიქრებლად და სერიოზულად უპასუხა ახალმოსულმა.
პასუხი იმდენად კრეატიული და სიტუაციის შესაბამისი იყო,
რომ ყველას გაგვეცინა, მაგრამ უეცრად სიცილი შევწყვიტეთ და
დივიზიონის მეთაურს ვაცალეთ საუბარი.
- იცი არტილერისტები რა დღეში ვართ? დღედაღამ ჭურვებით
სავსე ამ დიდ ყუთებს დავათრევთ, გაგიჭირდება ჩვენთან
ყოფნა, იქნებ სხვაგან გეცადა ბრძოლა?! - სცადა ახალი მეომრის მოშორება ავთომ.
- ე ე ე, რას მეუბნები? - იუკადრისა იეზიდმა და ხმაში გაბრაზება დაეტყო.
- ათი ქართველი პიანინოს მეორე სართულზეც ვერ აიტანს.
ორი ქურთი კი „დაჟე“ მეცხრეზეც „ბეზ პრაბლემ“ - არ
ცხრებოდა ტანმორჩილი.
ისედაც სიცილს ვერ ვიკავებდით და ამ სიტყვების შემდეგ
ყველამ ხარხარი დავიწყეთ. გულიანად იცინოდა ავთოც.
- კარგი დარჩი, დარჩი! - შევძახეთ რამდენიმე კაცმა ერთხმად.
- 142 -
დივიზიონში თითქმის ყველა ეროვნების ხალხი გვყავდა.
უმეტესობა თბილისიდან ვიყავით. სრული კოლორიტისთვის
იეზიდი იყო საჭირო და ღმერთმა ისიც გამოგვიგზავნა. სწორედ
ამიტომ, ახალმოსულმა უცებ მონახა თავისი ადგილი ჩვენს
რიგებში. ზედმეტი სახელიც უკვე მზად იყო და დივიზიონელს
„კურო“ დავარქვით.
დღე არ გავიდოდა, კუროს თავისი მოქმედებით რომ არ
გავეხალისებინეთ. ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ ეს ბუნებრივად
გამოსდიოდა. თავისი უშუალო საქციელით ყველასათვის
საყვარელი ადამიანი გახდა. ძალიან მივეჩვიეთ. მის გარეშე
დივიზიონის არსებობა უკვე ვეღარ წარმოგვედგინა. იმდენად
ალალი იყო, რომ სულს ამოიღებდა და მოგცემდა.
როდესაც ახალ მეომარს დავაყენებდით დაცვაში, პირველ
ეტაპზე, უსაფრთხოების მიზნით, მის გვერდით აუცილებლად
გამოცდილი მებრძოლიც რჩებოდა. რამდენიმე მორიგეობის
შემდეგ კი მარტოსაც ვანდობდით ამ საპასუხისმგებლო საქმეს.
ეს მოსამზადებელი ეტაპი კურომაც გაიარა, ამიტომ ერთ
დღესაც მარტო გავუშვით გუშაგად. არ გასულა ნახევარი საათი,
რომ კურომ მიატოვა „პოსტი“ და მორიგე ჯგუფთან დაბრუნდა.
სიბნელის გამო ისედაც გადიდებული თვალები კიდევ უფრო
დიდზე ჰქონდა დაჭყეტილი. შეშინებული იყო, ეტყობოდა, რომ
რაღაცის თქმას ლამობდა, მაგრამ ვერ ბედავდა.
- კურო მოხდა რამე? - ისევ ჩვენ ვსინჯეთ სიტუაციის
განმუხტვა.
- ბაყაყები გაჩუმდნენ... და რატომ? - ამოღერღა დარაჯმა.
- რომელი საათია კურო? - დაუსვა კითხვა ერთ-ერთმა ჩვენგანმა.
- ღამის 2 საათია, - გვიპასუხა გაკვირვებულმა.
- მერე არ იცი, რომ ამ დროს ანტრაქტი აქვთ? - კვლავ შეეკითხა
იგივე ხმა.
- ვა, ანტრაქტი რაა? - დაეჭვდა კურო.
- 143 -
- რა არის და შესვენება, შესვენება.
- რა შესვენება, „მაღადავებთ“? - დამშვიდდა და გაეცინა მასაც.
ამ საუბარში გართულმა დათო ბაზოევმა ვერ დააფიქსირა,
როგორ აისხა იარაღი მორიგე ჯგუფმა და საბრძოლველად
მოემზადა. გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როდესაც ავთო
წიკლაურმა მიმართა:
- წამო, გვაჩვენე შენი ბაყაყები.
დარცხვენილ კუროს თვალები გაუბრწყინდა:
- ვახ, ძმა ხარ ავთოჯან, მეთქი „მაღადავებთ“, არადა გაჩუმდნენ,
„ზნაჩიტ“ ვიღაცაა არა „ბრატ“?- მოკლე და ჩქარი ნაბიჯებით
საქმიანად წინ გაგვიძღვა კურო.
როდესაც სადარაჯოსთან მივედით, იქაურობა კვლავ ბაყაყების ყურისწამღებ ყიყინს ჰქონდა აკლებული.
- კურო, რაოდენობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ მე მგონი
ყველა ბაყაყი ადგილზეა,- ღიმილით შეხედა დივიზიონის
მეთაურმა გუშაგს.
- ვაი, ავთოჯან, ძმა ხარ, ძმა, - იმეორებდა დარცხვენილი კურო,
თან ერთი სული ჰქონდა, მარტო დარჩენილიყო, რომ არ
დაგვეტუქსა.
- შემდეგშიც თუ რამე საეჭვოს შენიშნავ, შეგვატყობინე. ხომ
იცი, რომ რამდენიმე კაცს არასოდეს არ გვძინავს,- დავამშვიდეთ დივიზიონის ახალი წევრი და ამით ვაგრძნობინეთ, რომ
ისევ ტყუილი შეწუხება სჯობდა მტრის შემოპარვას.
საკმაოდ ხალისიანი განწყობით დავბრუნდით უკან. მთელი
ღამე ვიხსენებდით მომხდარს. წვრილად ვაანალიზებდით ყოველ
ნიუანსს და სიცილით ვიგუდებოდით.
არ გეგონოთ, რომ კუროს გამოჩენამ მარტო იუმორი შემოიტანა ჩვენს რიგებში. მას საკმაოდ საპასუხისმგებლო და სერიოზული საქმეც მოვუძებნეთ. საქმე ისაა, რომ ერთი იეზიდი
- 144 -
საარტილერიო პოლკშიც მსახურობდა და თუ საიდუმლო
ინფორმაციის გადაცემა გვსურდა, „რაციაზე“ ამ ხალხს ვალაპარაკებდით ერთმანეში. აფხაზების მხარეს ქურთულად მოსაუბრე
არ ჰყავდა და ჩვენი ბიჭები ეთერში გახსნილი ტექსტით გადიოდნენ.
რამდენჯერმე კორექტირებაზეც წავიყვანეთ. ქურთულ ენაზე
მოსაუბრე წყვილმა საქმეს აქაც ბრწყინვალედ გაართვა თავი. ამ
პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტით გამოიკვეთა ის
უპირატესობა, რომელიც სხვადასხვა ეროვნებით დაკომპლექტებულ შენაერთებს ჰქონდათ.

ყველაზე უფრო საინტერესო ბატონი თემურ (თამაზ)
ლომთათიძის გამოჩენა იყო ჩვენს რიგებში.
- 145 -
ახლადგაცნობილმა პოლკის მეთაურმა თემურ ლომთათიძემ
ბინა პირდაპირ ჩვენს პოზიციაზე დაიდო. უპირველესად, ალბათ,
უკეთ რომ გაგვეცნო ერთმანეთი, თანაც ჩვენთან არსებული
სიტუაციაც მოეწონა. გარდა ამისა, თუ ვინმეს ნახვა სურდა კაცს,
ყველა ჩვენთან იყო.
ხშირი სტუმრიანობა ჰქონდათ სატანკო და საზენიტო
ბატალიონის წევრებს. ქვეითი ჯარი კი, თუ ახლოში
მოხვდებოდა, აუცილებლად შემოგვივლიდა. ასე რომ, შტაბი ამა
თუ იმ პერსონის მოსაძებნად, ხანდახან პირდაპირ ჩვენ გვიკავშირდებოდა.
ბატონი თემური საბჭოთა ჯარშიც საარტილერიო პოლკს
მეთაურობდა და ამ საქმის ყველა წვრილმანი დეტალიც კარგად
იცოდა.
ეს იყო დევკაცი, რომელიც არა მარტო დიდი ფიზიკური
ძალითა და აღნაგობით გამოირჩეოდა, არამედ იყო შეუდრეკელი
- 146 -
და ლომგული. ამ გიგანტური კომპლექტაციის ადამიანს ტყვიის
შიში აბსოლუტურად არ ქონდა.
სულ ამბობდა: მე ტყვია ვერ მომკლავს, ჩემი მოკვლა მარტო
„გრანატამიოტით“ (ყუმბარმტყორცნით) თუ შეიძლებაო.
1993 წლის 28 მარტს სულ 9 დღე იყო გასული, რაც პოლკში
გაწევრიანდა ჩვენი საარტილერიო დივიზიონი. ეტყობა პოლკის
მეთაური დაინტერესდა, რა შესაძლებლობები ჰქონდა ახლად
შემოერთებულ შენაერთს. არაფერი უთქვამს ავთო წიკლაურისთვის, რაღაც საქმე მოიმიზეზა და ორივე ბაბუშარას მთავარ
ბაზაზე წავიდა. უკან დაბრუნებისას თემურმა ავთოს სთხოვა:
- გუშინ ქვეითმა ჯარმა შემომჩივლა, აფხაზები გამუდმებით
გვესვრიან და იქნებ დაგვეხმაროთო.
- მერე დავეხმაროთ, აბა რისთვის ვართ აქ ბატონო თემურ, -
მიუგო ავთომ.
გავიდნენ კორექტირებაზე. ქვეითმა ჯარმა მტრის გამაგრებული ობიექტები აჩვენა.
პოლკის მეთაური ავთოს მოუტრიალდა და მიმართა:
- აბა, გვაჩვენე ქვემეხების ძალა.
ავთო წიკლაური რაციით დაგვიკავშირდა და არტილერიის
ცეცხლი მოითხოვა.
ყველას გაგვიკვირდა, თემური და ავთო უეცრად კორექტირებაზე რომ აღმოჩდნენ. თანაც 122 მმ-იანი ჰაუბიცების მფლობელი
თემურ ლომთათიძე 85 მმ-იანნი ქვემეხების ცეცხლს ითხოვდა.
უდიდესი განსხვავებაა ამ ორ იარაღს შორის. ჰაუბიცა მრავალჯერ აღემატება ქვემეხს ყველა პარამეტრით. დამანგრეველ ძალაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ეს უპირატესობა კიდევ უფრო
შესამჩნევი ხდება მთაგორიანი რელიეფის შემთხვევაში.
- 147 -
წამში ყველაფერს მივხვდით, თემურ ლომთათიძეს ჩვენი
მუშაობა აინტერესებდა. უსწრაფესად მოხდა მათემატიკური
გათვლა და ძირითადი ქვემეხიდან პირველი ჭურვიც გავარდა.
ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ არტილერიაში საკმარისია ერთი
ზუსტი გარტყმა გაუკეთო მოწინააღმდეგეს. ამ საქმეს აკეთებს
წინდაწინ არჩეული ძირითადი ქვემეხი. ამის შემდეგ შეგიძლია
დარჩენილი ქვემეხები ერთ წამში ისე გაასწორო, რომ ყველამ ერთ
წერტილს დაარტყას. ამას მასიური ცეცხლი ეწოდება, მაგრამ ჩვენ
რუსულ სიტყვას ვხმარობდით და „ზალპს“ ვეძახდით.
უმოკლეს დროში ავთომ „ზალპი“ მოითხოვა. მოწინააღმდეგის ობიექტი აფეთქებული ჭურვების ბუღმა დაფარა. აფხაზურმა
მხარემ თეთრი დროშა ასწია.
- შეხე, ავთო, თეთრი დროშით ამოვიდნენ, გვნებდებიან,- თქვა
თემურმა.
- არა, დაჭრილებისა და მიცვალებულების გაყვანა სურთ,-
უპასუხა ავთომ.
- შენ რა იცი?- გაკვირვებით შეხედა თემურ ლომთათიძემ.
- მართალია, ის სხვა ფრონტზე იყო, მაგრამ ორჯერ უკვე ასე
ამოვიდნენ თეთრი დროშებით და მიცვალებულები გაიყვანეს, ეს მესამეც, ალბათ, ასევე იქნება, - აუხსნა ჩვენი დივიზიონის მეთაურმა.
- თქვენ ესენი ტერორში გყოლიათ ჩემო ავთო. მე კი მეგონა,
ქვემეხებს ამ რელიეფში ვერ გამოიყენებდით, - კვლავაც არ მალავდა გაკვირვებას პოლკის მეთაური.

მართლაც, აფხაზურმა მხარემ მიცვალებულები და დაჭრილები ბრძოლის ველს გაარიდა. წავიდნენ და თეთრი დროშა
დამაგრებული დატოვეს. ამ ამბავს სადღაც 30 კაცამდე ქვეითი
ჯარის წარმომადგენელი ესწრებოდა. ერთ-ერთმა დატოვებული თეთრი დროშის გამო გაკვირვება ვერ დამალა და წარმოსთქვა:
- ეს რას ნიშნავს, აღარ უნდა ვეომოთ?
- 148 -
ცოტა ხანში 4 კაცი კიდევ მობრუნდა აფხაზური მხრიდან და
ორი მიცვალებული კიდევ გაიყვანეს. შემდეგ დროშაც გაიყოლეს.
არ მოვიტყუები, არც ერთ ჯარისკაცს აღარ მოუთხოვია
საარტილერიო ცეცხლის განახლება. ყველა სიბრალულის გრძნობამ შეიპყრო. წინ წასვლის ბრძანება არ გვქონდა და მტრის დასამშვიდებლად ესეც საკმარისი იყო.
- ამის გაკეთება კიდევ რამდენ კაცს შეუძლია დივიზიონიდან?-
შეეკითხა პოლკის მეთაური ავთოს.
- თერთმეთ-თორმეტ კაცს, - უპასუხა ავთომ.
- ეგ ხომ ნახევარი დივიზიონია? - გაუკვირდა თემურს.
- კი ეგრეა, თან უნდა ნახო, როგორი სიჩქარით ანგარიშობენ.
ეგენი ხომ ფიზიკოსები არიან, - იცინოდა ავთო.
- შტაბში გათვლები და ცეცხლის მართვა? - ეკითხებოდა
თემური და ეტყობოდა, გულში რაღაც გეგმებს აწყობდა.
- ხომ გითხარი, ბატონო თემურ, ეგენი ფიზიკოსები არიან,
შტაბშიც მაგრები არიან და მის გარეთაც საკმაოდ მოუწიათ
ბრძოლამ. - განაწყენდა ავთო.
- ესე იგი, ჩვენიანად 14 კაცი გამოვა. მთელ ფრონტზე შეგვიძლია ხალხი გავანაწილოთ, - კმაყოფილებას ვერ მალავდა
თემური. გადახვია ავთოს ხელი და მიმართა:
- აგვიღია, ჩემო ავთო, აფხაზეთი და ეგ არის.
ავთოს გაეცინა.
სამწუხაროდ, შემდეეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ ეს
გეგმა შეუსრულებელი დარჩათ.
- 149 -
1993 წლის 1 ივნისი.
დივიზიონის უდიდესი მსხვერპლი
1993 წლის ივნისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დაარსებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით დიდი ღონისძიების ჩატარებას აპირებდა. ხმა მოგვაწვდინეს, რომ თუ შესაძლებლობა იქნებოდა, მომღერლები ჩამოვსულიყავით თბილისში.
იმხანად მთელ ფრონტზე საკმაოდ მშვიდი სიტუაცია იყო. ეს
ხელს გვაძლევდა და ერთობლივი გადაწყვეტილებით არტილერისტების ნაწილი (თსუ-ს მომღერალთა გუნდის წევრები) 25
მაისს სახლში გამოგვიშვეს. ჩვენ თბილისში ვიყავით, ზუსტი
სურათი, როგორ განვითარდა ფრონტის ხაზზე შემდგომი მოვლენები, სამწუხაროდ, არ გვაქვს.
იმ პერიოდში ჩვენს საარტილერიო დივიზიონს ურალის
მარკის ერთ-ერთი სატვირთო მანქანა დაუზიანდა. მოტორმა
ისეთი სახის დაზიანება მიიღო, რომ მისი გარემონტება შეუძლებელი აღმოჩნდა. ახალი ძრავა გახდა საჭირო. სოფელ ზემო
კინდღის ტერიტორიაზე არსებობდა აფეთქებული ურალი,
რომელიც ადრე ქართულ შენაერთს ეკუთვნოდა. ეს მანქანა
ნეიტრალურ პოზიციაზე იყო. ურალი ისე იყო აფეთქებული, რომ,
სავარაუდოდ, მოტორი დაზიანებული არ უნდა ჰქონოდა. ბიჭებმა
გადაწყვიტეს ამ მანქანიდან ძრავის ამოღება და დივიზიონის
კუთვნილ მანქანაში გადმოტანა.
1993 წლის 31 მაისს ჩვენი საარტილერიო დივიზიონის
წევრები გიორგი ლურსმანაშვილი (ციტრუსა) და ბენო ვაშაკიძე
ტექნიკის დასათვალიერებლად ავიდნენ. ვიმეორებ, ტერიტორია
ნეიტრალური იყო და არავის მიერ არ კონტროლდებოდა.
საკმაოდ გაშლილი ტერიტორიის მუდმივი კონტროლი დიდ
- 150 -
ძალებს მოითხოვდა. არც ჩვენ და ეტყობა, არც აფხაზურ მხარეს ეს
რესურსი არ გვქონდა, ამიტომ შედარებით ვიწრო გასასვლელებს
ვაკონტროლებდით.
აფეთქებული ტექნიკა შუაგულ ჩაის პლანტაციებში იყო.
ხანდახან ისეც ავსულვართ ამ ტერიტორიაზე, დივიზიონის
ბიჭებისთვის ჩაი რომ დაგვეკრიფა. ასე რომ, რაღაც განსაკუთრებულს, რომელიც ჯერ არ გაუკეთებიათ, არაფერს აკეთებდნენ
ბიჭები.
ავიდნენ, შეამოწმეს მოტორი, რომელიც საღი აღმოჩნდა და
გადაწყვიტეს, მეორე დღეს მის წასაღებად ამოსვლა.
ძნელია ახლა მსჯელობა, რეალურად რა მოხდა, მაგრამ,
სავარაუდოდ, სადღაც დამალული იყო აფხაზური მხარის
წარმომადგენელი, რომელსაც ესმოდა ეს საუბარი. გაველურებული ჩაის ბუჩქები ამის საშუალებას აძლევდა მტერს. ანდა
შორს იყო ჩასაფრებული და ბიჭების მოქმედებით დაასკვნა
მოწინააღმდეგემ, რომ ინტერესს სატვირთო ავტომობილი
წარმოადგენდა და მის წასაყვანად დაბრუნდებოდნენ ჩვენები.
არსებითი მნიშვნელობა ამას ახლა აღარ აქვს, შედეგი კი ისაა,
რომ მოწინააღმდეგისთვის ცნობილი გახდა ურალის წაყვანის
გეგმა.
1993 წლის 1 ივნისს დივიზიონის ბიჭებმა დილის 11
საათზე გადაწყვიტეს მანქანის გამოყვანა. პირველი ჯგუფი 8
კაციანი შემადგენლობით დაიძრა დასაზვერად. დაზვერვა ამ
სიტუაციაში გადამეტებული გამონათქვამია იმიტომ, რომ 8 კაცი
იმ ტერიტორიის სრულ შემოწმებას ვერაფრით ვერ მოახერებდა.
წარმოიდგინეთ სიგანეში სადღაც 800 მეტრიანი ტერიტორია,
რომელიც გაველურებული ჩაის ბუჩქებით არის დაფარული.
შუაში გადის გზა და ამ გზაზეა აფეთქებული ურალი. ბოლო
ქართული შენაერთიდან კილომეტრზე მეტი მანძილი იყო ამ
მანქანამდე და ამაზე მეტი დაშორება იყო აფხაზური მხარის
- 151 -
გამაგრებულ ობიექტებამდე, ანუ კილომეტრი-ორ კილომეტრზე
ზომის ტერიტორიის ცენტრში მდებარეობდა ეს აფეთქებული
ტექნიკა. ამას დავამატოთ ირგვლივ ტყე და შიგადაშიგ აფეთქებული სახლები. დამერწმუნეთ, ასეთი ტერიტორიის შემოწმება 8
კაცს მშვიდობიან დროსაც კი გაუჭირდებოდა.
ამ უბანზე ფრონტის ბოლო ხაზს მცირერიცხოვანი ქართული
შენართი აკონტროლებდა, რომელიც გორდას და გოჩა ყარყარაშვილის სახელობის სპეც ასეულის ხალხისგან იყო დაკომპლექტებული. ეს შენაერთები ტერიტორიულად ჩვენთან ძალზე
ახლოს იყო და, შეიძლება ითქვას, რომ ერთობლივი ძალებით
ვამაგრებდით პოზიციებს.
შეგახსენებთ, ზემო კინდღის ეს ტერიტორია ფრონტის
ურთულესი უბანი იყო. 1993 წლის 18 იანვარს უდიდესი ძალებით
ვერ შევძელით ამ ტერიტორიის აღება. მით უმეტეს, რომ მაშინ
შეტევაში ქვეითი ჯარის დიდი ნაწილი, სატანკო და არტილერიაც
იყო ჩართული. შეიძლება ითქვას, რომ ზემო კინდღი ქართული
შენაერთებისთვის აქილევსის ქუსლს წარმოადგენდა. ცხადი იყო,
ამ უბანზე მტრის დიდი ძალები იყო კონცენტრირებული.
მოვლენებს დავასწრებ და ვიტყვი, რომ ზუსტად ამ ადგილზე
ზუსტად ერთი თვის შემდეგ, ანუ 1993 წლის 1 ივლისს, ტამიშის
დესანტის დროს, მთლიანად განადგურდა დუშეთის ბატალიონი,
რომელიც ქართულ შენაერთებს შორის ერთ-ერთ უძლიერეს
ფორმირებას წარმოადგენდა. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ამ
ადგილს მტერი უდიდესი ძალებით იცავდა.
დივიზიონს პოლკთან შეერთების შემდეგ მსუბუქი არტილერიის დანადგარები აღარ ჰქონდა და მეომრები მხოლოდ
ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი. როდესაც ჩვენი დივიზიონის ბიჭების პირველმა 8 კაციანმა ჯგუფმა გადაკვეთა
ფრონტის ხაზი, დამატებითი უსაფრთხოებისთვის, ბოლო
წერტილში გამაგრებული ქართული შენაერთის ორი წევრიც
გაჰყვა მათ. რომელთაგან ერთ-ერთი ტყვიამფრქვევით იყო.
- 152 -
ჯამში 10 კაცმა შეძლებისდაგვარად დაათვალიერა
ტერიტორია. ეტყობა, ეს საკმარისად ჩათვალეს. ბიჭები ქვეით
ჯართან ერთად ხშირად იყვნენ ნაბრძოლნი და როგორ უნდა
მოქცეულიყვნენ ამ სიტუაციაში, კარგად იცოდნენ. თავდაცვის
მხრივ 10 კაცი 3-4 ჯგუფად გაიყო და 70 მეტრის სიგრძის
მონაკვეთზე გაიშალა.
ავთო წიკლაური მივიდა ურალთან და რაციით „ემ ტე ელ ბე“-
ს შემოსვლა მოითხოვა, რათა აფეთქებული ურალი ბუქსირით
წაეღოთ. ამ მომენტში ჩვენს ბიჭებს თითქმის ყველა მხრიდან
მასიური ცეცხლი გაუხსნეს.
(ბრძოლის ამ ეპიცენტრში მომხდარი ამბები ერთადერთმა
გადარჩენილმა პიროვნებამ გვიამბო, რომელიც ხელსა და
მუცლის არეში დაჭრილი, სასწაულებრივად გადარჩა.)
სამწუხაროდ, საფარს მხოლოდ ირგვლივ მყოფი გაველურებული ჩაის ბუჩქები წარმოადგენდა, რომლებიც ტყვიისგან
ვერანაირად ვერ დაგიცავდა. მოწინააღმდეგე კი თითქმის
ყოველი მხრიდან ისროდა. ერთადერთი, რაზეც ამოფარება
სიღრმეში შესულ ჯგუფს შეეძლო, აფეთქებული ტექნიკა იყო,
მაგრამ მოწინააღმდეგემ მანქანა „ერ პე გე-7“-ის ყუმბარმტყორცნის წვიმაში გაახვია.
ატყდა უთანასწორო ბრძოლა. ბრძოლის ველზე ჯგუფებად
გაშლილი 10 კაცი უპირისპირდებოდა მტერს, რომელთანაც 18
იანვარს ასეულობით მეომარი ვერაფერს გახდა არტილერიისა და
სატანკო ბატალიონის თანხლებით. სიტუაციას უკიდურესად
ამძიმებდა ის გარემოება, რომ ბიჭები საფარის გარეშე იყვნენ
დარჩენილნი.
არ ვიცი რატომ, ეტყობა მოერიდათ, ან არ ჩათვალეს საჭიროდ,
მაგრამ პოლკის მეთაური თემურ ლომთათიძე ჩვენმა ბიჭებმა
საქმის კურსში არ ჩააყენეს, აფეთქებული ურალის გამოტანას რომ
აპირებდნენ. იმ მომენტში თემური თავის მობილურ ჯგუფთან
ერთად პოლკიდან იყო გასული ჰაუბიცის ჭურვების მოსატანად.
- 153 -

ირაკლი ქიმერიძე რაციით დაუკავშირდა საარტილერიო
პოლკს და ცეცხლით დახმარება სთხოვა.
საარტილერიო პოლკმა მყისიერად გახსნა ცეცხლი, მაგრამ
ჭურვების მცირე რაოდენობა, რომელიც ხელშეუხებელი მარაგის
სახით იყო, მალევე გათავდა და თემური როდის მოიტანდა, არ
იცოდნენ. ჩვენები არტილერიის დახმარების გარეშე დარჩნენ.
პოლკის ბიჭები იხსენებენ:
- ჩვენ არ ვიცოდით, იქ ბიჭები რატომ შევიდნენ, გააფთრებული
ბრძოლის ხმა კი გვესმოდა, მაგრამ ისე მშვიდად გველა-
- 154 -
პარაკებოდა ირაკლი, გვეგონა ჩვენები უტევენ და არტილერია, უბრალოდ, დამატებით ძალად მოითხოვესო.
ამის შემდეგ ირაკლი დაუკავშირდა დივიზიონის „ემ ტე ელ
ბე“-ს და მსუბუქი არტილერიის ერთადერთი შემორჩენილი
დანადგარით - 82 მმ იანი ნაღმმტყორცნით დახმარება მოითხოვა.
დატვირთეს ნაღმტყორცნი „ემ ტე ელ ბე“-ზე, რომელსაც
დამატებით ძალად დივიზიონის დარჩენილი 5 მეომარი და გორდას ერთი წევრი მოჰყავდა.
ადგილზე დისლოცირებული ქართული შენაერთის ნაწილი
უკვე წინ გარბოდა ჩვენი ბიჭების დასახმარებლად.
„ემ ტე ელ ბე“-მ გაასწრო ამ ხალხს. ბრძოლის ეპიცენტრი არც
კი მოჩანდა, რომ უეცრად ჩასაფრებული მოწინააღმდეგის კიდევ
ერთი კერა ამოქმედდა და „ემ ტე ელ ბე“-ს რამდენიმე „ერ პე გე7“-ის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა ესროლა.
ნათელი გახდა, მტერმა ჩვენი ბიჭების ჩანაფიქრი წინა დღით
გაშიფრა და კარგად იყო მომზადებული. მათ კარგად დაგეგმილი
მრავალსაფეხურიანი ჩასაფრება მოგვიწყვეს.
- 155 -
ნასროლი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარებიდან ორმა მიზანს
მიაღწია.
ერთი „ემ ტე ელ ბე“-ზე ზევიდან მსხდომ ხალხს მოხვდა. რის
შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა დივიზიონელი გელა
შამანაური და გორდელი ზაზა კრიჭაშვილი. აფეთქების ტალღამ
საკმაოდ შორს გადააგდო დივიზიონის ერთი წევრი, რომელმაც
უძლიერესი კონტუზია და მრავლობითი ჭრილობა მიიღო.
მეორე ყუმბარა პირდაპირ „ემ ტე
ელ ბე“-ს მოხვდა. რის გამოც მანქანაშივე დაიწვა დივიზიონის კიდევ
ერთი წევრი პაატა არაბული. თიანეთის მახლობლად, სოფელ თრანში
გაზრდილმა უნიკალური სულისა
და შესაძლებლობის მეომარმა, ძმაკაცების გადარჩენას დაუფიქრებლად შესწირა თავი.
უგონოდ კონტუზირებული იყო
16 წლის „ემ ტე ელ ბე“-ს მძღოლიც.
ერთადერთი კაცი ეკიპაჟიდან,
რომელიც რაღაც საოცრებით ბრძოლის უნარს ინარჩუნებდა, იყო მამუკა კაჭკაჭიშვილი
(ხუთკუნჭულა). მამუკა არ გახლდათ ის პიროვნება, რომელიც
ზურგში ტყვიას დასთანხმდებოდა. წამში ამოვიდა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან. შეატყო რა, დასამალი ადგილი არ
ჰქონდა, ერთი დაიღრიალა:
- „ოხ თქვენი . . . “- და ინტენსიური სროლით პირდაპირ
მტრისკენ წავიდა.
საშველად გამოქცეულმა ხალხმა, რომელსაც „ემ ტე ელ ბე“-მ
სულ ოდნავ გაასწრო, გარკვევით დაინახა, როგორ ყვიროდა და
სროლით მირბოდა პირდაპირ მტრისკენ ხუთკუნჭულა, იმასაც
პაატა არაბული
- 156 -
მკვეთრად არჩევდნენ, მკერდიდან ზურგში გამჭოლად გამოსული უამრავი ტყვია შადრევნად როგორ აფრქვევდა სისხლს.
ერთხელ ჩაიმუხლა. ბოლო ძალა მოიკრიბა, კვლავ წამოდგა,
წელში გაიმართა და...
და მამუკა კაჭკაჭიშვილი (ხუთკუნჭულა) ავტომატური
იარაღის ჯერმა შუაზე გაჰკვეთა.
ამაოდ ცდილობდა დამხმარედ მოსული ხალხი რამის გაკეთებას. ვერც ჩაის ბუჩქებამდე და ვერც ახლად აფეთქებულ „ემ ტე ელ
ბე“-მდე მათ ვერ მიაღწიეს.
გაიგეს რა არტილერიის გაჭირვება, ახლომდებარე პოზიციებიდანაც მოცვივდნენ დასახმარებლად ქართველი მეომრები.
გამოჩნდა „ბეემპე“-ს ტიპის ჯავშანტექნიკაც. კვლავ ატყდა
უშეღავათო ბრძოლა, მაგრამ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარების
სეტყვაში ჯავშანტექნიკაც აგვიფეთქეს. მძიმედ დაჭრილი
მემანქანე ძლივს გამოიყვანეს ბრძოლის ველიდან.
ჩასაფრებული მტრის ბოლო ეშელონი დაუძლეველი ბარიერი
გამოდგა. მათთან ბრძოლას დამხმარე ძალის 4 წევრი კიდევ
შეეწირა. მაგრამ მაინც მოახერხა ამ ძალამ „ემ ტე ელ ბე“-მდე
მიღწევა და მის გარშემო დაღუპულები და „ემ ტე ელ ბე“-ს
აფეთქებიდან საოცრებით გადარჩენილი დივიზიონის ერთადერთი დაჭრილი წევრის გამოყვანა. ეს კაცი აფეთქების ტალღამ
საკმაოდ შორს, ჩვენების მხარეს გადმოაგდო.
სამწუხაროდ, აფხაზებმა დაასწრეს ჩვენებს და 16 წლის
კონტუზირებული მძღოლი ტყვედ ჩაიგდეს.
ამის პარალელურად, პირველ ეტაპზე შესული ჯგუფი
ბრძოლას განაგრძნობდა და თან ნელა უკან იხევდა. ჩაის ბუჩქებში
ჯგუფებად გაშლილი, ბოლო ძალებით ცდილობდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ ასეულობით მეტრზე გაშლილი მოწინააღმდეგისთვის. ორ საათზე მეტ ხანს იბრძოდნენ ბიჭები. დღესაც
- 157 -
ვერ ვხვდები, საფარის გარეშე, მხოლოდ ჩაის ბუჩქებში, ამდენი
ხანი როგორ გაძლეს.
ორივე მხრიდან უშეღავათო ბრძოლა მიდიოდა, პირველ
წუთებში ბარძაყის არეში უმძიმესად დაჭრეს რუდიკა. სისხლდენის გაჩერება ვერაფრით ვერ მოხერხდა. გაუვალ ჩაის ბუჩქებში
ხოხვით გამოყავდათ.
რუდიკა ეხვეწებოდა მეომრებს:
- «Зря стараетесь, я всё равно умру. Оставьте здесь, я их отвлеку
и не теряйте драгоценное время.»
(ტყუილად წვალობთ, მაინც დავიღუპები, მე აქ დამტოვეთ,
მტერს გავაჩერებ, თქვენ კი ნუ დაკარგავთ ძვირფას დროს )
მაგრამ მეომრებმა რუდიკა არ მიატოვეს!
ჩაის გაველურებულ ბუჩქებში, ტყვიისა და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარების წვიმაში უწევდათ ბიჭებს ბრძოლით
უკან დახევა. დაჭრილების რაოდენობაც მატულობდა.
დააფიქსირეს „ემ ტე ელ ბე“-ს აფეთქებაც და ჩვენი პოზიციის
მისადგომებთან მტრის ახალი საფარიც, რომელიც არნახული
ცეცხლით ებრძოდა მაშველად წამოსულ ხალხს. ეს იმის
მაუწყებელი იყო, რომ იგივე გზით უკან ვეღარ დაბრუნდებოდნენ. დაჭრილების რაოდენობა და ხარისხი შემოვლითი
გზით გამოსვლის საშუალებას არ იძლეოდა. ბიჭებმა ერთმანეთი
არ მიატოვეს! გადაწყვიტეს, ბრძოლა მიეღოთ და რაც
შეიძლებოდა, ძვირად გაეყიდათ საკუთარი სისხლი.
პლანტაციაში იმ მანძილზე გაიშალნენ, რომ ერთმანეთისთვის
ხმა მიეწვდინათ. სურდათ, კორდინირებულად ებრძოლათ. არც
დაჭრილებს შეუწყვეტიათ ბრძოლა. რუდიკამ იგრძნო, რომ
სისხლისგან იცლებოდა, ცოტა ხანში გონებასაც დაკარგავდა.
აიხსნა საკუთარი ტყვია-წამალი და ბიჭების მხარეს გადააგდო.
- «Ребята патроны возьмите и обо мне не волнуйтесь»-
- 158 -
(ტყვიები აიღეთ და ჩემზე ნუ ინერვიულებთ), - დაემშვიდობა
ძმებს რუდიკა.
- პულიმიოტჩიკი მოგვიკლეს - გაისმა პირველი სიკვდილის
მაუწყებელი ხმაც.
ანალოგიური შინაარსის შეძახილები მტრის ბანაკიდანაც
დაიძრა. მიხვდა მოწინააღმდეგე, რომ მარტივად ვერ აიღებდა
ჩვენებს. გამწარებულებმა ან შეშინებულებმა სრული ძალით
გახსნეს ცეცხლი. სავარაუდოდ, მათაც ვერ გაიგეს სად ან როგორ
იყვნენ ჩვენები მიმოფანტულნი და მთელი პლანტაცია ტყვიაში
გაახვიეს. არანაირი გამიზნული სროლა არ ყოფილა. მტერი
ტყვიით თიბავდა გაველურებულ ბუჩქებს. არც ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარებს აკლებდნენ ბრძოლას.
- მშვიდობით ბიჭებო! – „ვაი დედას“ მაგივრად შესძახა ავთო
წიკლაურმა და დაემშვიდობა თავის ძმებს.
- ბენო, როგორ ხარ? ბენო?-კითხულობდნენ ბიჭები მაგრამ ბენო
ვაშაკიძე ხმას აღარ იღებდა.
სადღაც 2 საათი გრძელდებოდა ეს ბრძოლა. თავი იჩინა
ტყვიის სიმცირემაც, ამიტომ ინტენსიურ ცეცხლს ჩვენები ვეღარ
ხსნიდნენ. დაჭრილი და დახოცილი ხალხის გამო საბრძოლო
მანევრმაც იკლო.
ტყვია სულ გაუთავდათ.
იღუპებოდა არტილერია, რომელსაც ანალოგიური სიტუაციიდან ბევრჯერ უხსნია ქართველი მეომრები, მაგრამ ახლა თავად
ჩავარდა გასაჭირში. მაშველი ძალის იმედიც არსაიდან ჩანდა.
ციტრუსამ სიმღერა დაიწყო. ცოცხლები აჰყვენ.
კიდევ უფრო დიდი სიმძლავრის ცეცხლი გახსნა მოწინააღმდეგემ. ბიჭების სიმღერა ნელ-ნელა გაჩერდა.
მტრის რამდენიმე ჯარისკაცი ფრთხილად შემოვიდა ჩაის
ბუჩქებში. შეშინებულები საკონტროლოდ შორიდან ესროდნენ
- 159 -
ტყვიას ჩვენი დაღუპული მეომრების ცხედრებს. გაველურებულ
პლანტაციაში მიმოფანტული დაჭრილი და დახოცილი მეომრები
საკმაოდ რთული მოსაძებნი იყო. ერთი აფხაზი პირდაპირ
შეეფეთა ზუსტად იმ დივიზიონელს, რომელიც სასწაულებრივად
ცოცხალი გადარჩა. ორივემ ერთდროულად ესროლა ერთმანთს.
ჩვენი ხელში და მუცელში დაიჭრა, აფხაზი კი უეჭველად მოკვდა,
თორემ ეტყოდა თავის ხალხს, ჩვენი არტილერისტის სამალავს.
დღესაც არავინ იცის როგორ, მაგრამ პირველ ეტაპზე შესული
ბიჭებიდან ორი კაცი ირაკლი ქიმერიძე და ალექსანდრე
პაპაშვილი კიდევ ინარჩუნებდნენ ბრძოლის უნარს. ეტყობა, ისიც
კარგად დააფიქსირეს, რომ ბიჭები დაიღუპნენ. ერთადერთი, ვისი
ეჭვიც ჰქონდათ, სწორედ ეს დაჭრილი იყო. ამის უტყუარი
დასტურია ის, რომ მხოლოდ მას მიმართეს სახელით:
- წასვლას ვაპირებთ და თუ ცოცხალი ხარ, ნიშანი მოგვეციო.


ირაკლი და პაპიკა
- 160 -
სამწუხაროდ, რამე რომ ენიშნებინა, მას ამის შანსი არ ჰქონდა,
რადგან ბოლო სამი ტყვია აფხაზს დააცალა და თან ბუჩქებში
ჩამალულ მტერსაც კარგად უყურებდა, რომელსაც, სავარაუდოდ,
ვერ გაეგო, საიდან ან ვინ მოკლა მათი მებრძოლი.
ირაკლი ქიმერიძემ და ალექსანდრე პაპა-შვილმა ბრძოლის ველი
დატოვეს. დღესდღეო-ბით ცნობა არ გვაქვს, იყვნენ თუ არა ისინი
დაჭრილები, მაგრამ შემ-დეგმა მათმა ქმედებამ მტერს თავზარი
დასცა.
არც მტერი და არც ბრძოლის ამ ეპიცენტრში მყოფი ჩვენი
ერთადერთი გადარ-ჩენილი არტილერისტიც არ მოელოდა იმ
ქმედებას, რაც ამ ორმა კაცმა ჩაიდინა.
ირაკლი და ალექსანდრე იმ ადგილებში ნაბრძოლები იყვნენ.
გამოსვლაც კარგად იცოდნენ როგორ შეეძლოთ და ჩასაფრებაც.
ასევე ორივემ იცოდა გზა, რომლითაც მტერი უკან დაბრუნდებოდა. იმის მაგივრად, რომ ცოცხლები გამოსულიყვნენ, ირაკლი
და პაპიკა მტერს პირიქით ჩაუსაფრდნენ.
ამასობაში მოგებულმა მხარემ აკრიფა ჩვენი ბიჭების იარაღი.
რამდენჯერმე ჩაუარეს გვერდი ჩვენს დაჭრილ არტილერისტს,
მაგრამ გაველურებულ ჩაის პლანტაციაში ერთი რიგის გამოტოვებით გაიარეს და ვერ შენიშნეს.
მტერი მოგებული ბრძოლიდან სახლში ნადავლით დაიძრა.
სავარაუდოდ, ნახევარი საათის შემდეგ 700-800 მეტრის
მოშორებით კვლავ განახლდა ბრძოლა. ორმა ავტომატმა მასიური
ცეცხლი გახსნა. ეს იმის მაუწყებელი იყო, რომ ირაკლიმ და
ალექსანდრემ უკვე თავის მოწყობილ მახეში გააბა მოწინააღმდეგე. ბრძოლა სადღაც ნახევარი საათი გაგრძელდა. ნელ-ნელა
მტრის მხარეს იარაღის რაოდენობამ იმატა. შემდეგ ჯერ ერთი
ავტომატი გაჩერდა ჩვენი მხრიდან, მერე - მეორე. მტრის იარაღი
კი კვლავაც ინტენსიურ სროლას განაგრძობდა. ბრძოლის ბოლო
ეტაპზე ორი ხელყუმბარის ხმა მოისმა. ბოლოს მესამეც აფეთქდა.
- 161 -
უტყუარი ინფორმაციით ბიჭებს ზუსტად სამი ხელყუმბარა
ჰქონდათ.
საარტილერიო დივიზიონმა კიდევ ერთხელ აუხსნა მტერს,
თუ ვისთან ჰქონდათ საქმე. ბიჭებმა თავისი სიცოცხლის ფასად
ძმების სისხლი აიღეს.
როდესაც ირაკლიმ და ალექსანდრემ ბრძოლა განაახლა,
მტერმა ჩაის პლანტაციები მიატოვა და იმ უბნისაკენ დაიძრა,
სადაც ბრძოლის ახალმა კერამ იფეთქა. ამან შანსი მისცა ჩაის
პლანტაციაში დარჩენილ ერთადერთ მებრძოლს, ჩვენი პოზიციებისკენ გამოსულიყო. ასე რომ, იმ დარტყმასთან ერთად,
რომელიც ბიჭების ქმედებამ აფხაზებს მიაყენა, ერთ მებრძოლს
კიდევ გადარჩენის შანსი მისცა.
ჩვენი მხრიდან ამ ბრძოლას 17 მეომარი შეეწირა.
საარტილერიო დივიზიონი

1) ავთო წიკლაური.
2) ბენო ვაშაკიძე.
3) რუდიკ ხაჩატრიანი.
4) გიორგი ლურსმანაშვილი (ციტრუსა)
5) ვანო სააკიანი.
6) ირაკლი ქიმერიძე.
7) ალექსანდრე პაპაშვილი (პაპიკა).
8) მამუკა კაჭკაჭიშვილი (ხუთკუნჭულა).
9) პაატა არაბული.
10) გელა შამანაური.(გველეშაპა)

- 162 -
გორდა

11) ზაზა კრიჭაშვილი (სპილო).
12) მამუკა პატარაია.
13) ნიკალაი ობერტინსკი (მიკოლა ხახოლი)
14) გელა ცირეკიძე (მოსე).

გოჩა ყარყარაშვილის სახელობის ცალკეული სადაზვერვო
ასეული

15) ავთო ფინცაკია (სტეკლოვატა)
16) ოლეგ გრიგორიანი (სომეხა)
17) დათო ლომსაძე (კოდალა)

- 163 -
აღნიშვნის ღირსია, რომ გორდას მებრძოლი ნიკალაი
ობერტინსკი (მიკოლა ხახოლი) უკრაინელი გახლდათ. თანამებრძოლებმა შეატყობინეს მის ოჯახს გარდაცვალების ფაქტი და
ცხედარის უკრაინაში გადასვენებაც შესთავაზეს, რაზეც მიკოლას
დედამ უპასუხათ:
- ჩემი შვილი საქართველოსთვის იბრძოდა. დაე სამუდამოდ
ებარებოდეს ქართულ მიწას მისი სხეული. სიამაყით ვამბობ,
რომ მან ეს დაიმსახურა.

აფხაზური მხრიდან დაღუპულთა რაოდენობა უცნობია.
1993 წლის აგვისტოში, სადამკვირებლო მისიის ფარგლებში,
დივიზიონის წევრები შეხვდნენ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებს, რომელთაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ამ
ბრძოლაში.
როცა აფხაზურმა მხარემ გაიგო, რომ დაღუპული ბიჭები ჩვენი
ახლობლები იყვნენ, მეომრების პირადი ნივთები დაგვიბრუნეს
და თან სიამაყით დააყოლეს:
- «Молодцы ваши ребята, до конца воевали и с песней умирали.»
(მაგარი ბიჭები იყვნენ, ბოლომდე იბრძოლეს და სიმღერით
დაიღუპნენ)
ჩვენს შეკითხვაზე, თუ თვითონ რამდენი მეომარი დაეღუპათ,
გვიპასუხეს: - არც ერთიო.
მათ არ იცოდნენ, რომ ბრძოლიდან ცოცხალი ჩვენც გადაგვირჩა და რომ ავად, თუ კარგად ჩვენამდეც საკმაო ინფორმაციამ
მოაღწია და რომ „არცერთი“, ალბათ, საკმაოდ ბევრს ნიშნავდა,
თორემ მინიმუმ ერთი პლანტაციაში გარდაეცვალათ და თუ
ირაკლის და ალექსანდრეს გვამებიდან ვიმსჯელებთ, მათ
საკმაოდ მაგრად გაამწარეს მტერი, აღარ ვლაპარაკობ, რომ ბიჭებმა არტილერიაც ცოტა ხნით აამუშავეს და რამდენიმე საათიანი
- 164 -
ბრძოლის შემდეგ მოწინააღმდეგის ადგილებიდანაც გამოდიოდა
კივილისა და ოხვრის ხმები.
ყოველი შემთხვევისთვის ვაღიარებ, დივიზიონის ბიჭების
პირადი ნივთების დაბრუნება გამიკვირდა. არც საქებარი სიტყვები დაუშურებიათ თურმე ჩვენების მიმართ. ეტყობა, რომელიმე
მათგანს რაღაც კაცობა კიდევ შემორჩა, თორემ ადამიანი იმას არ
იკადრებს, რაც მათ გვამებს აკადრეს.
რაც შეეხება ირაკლის და ალექსანდრეს ქცევას. კი,
ნამდვილად აიღეს ძმების სისხლი და გული მოგვფხანეს, მტერიც
მორალურად გატეხეს, მაგრამ ასეთ ხალხს მომავალში უფრო მეტი
ზიანის მიყენება შეეძლო მოწინააღმდეგისათვის. სამწუხაროდ,
ბიჭებმა ეს საქმე სამომავლოდ არ გადადეს.
ცნობისათვის: იმ დღეს, ირაკლი ქიმერიძის ვიოლინოს ყველა
სიმი თავისით გაწყდა!
- 165 -
ცხედრები
დახოცილი მეომრების ნაწილი პირველსავე დღეს გამოიტანეს
მაშველად მისულმა ბიჭებმა.
მეორე ნაწილის გამოტანის ოპერაცია მეორე დღეს, 1993 წლის
2 ივნისს, დაიწყო. ამ საქმეში ქართულმა მხარემ უკვე ძალზე
დიდი ძალები ჩართო, სატანკო ბრიგადის და არტილერიის
თანხლებით.
ბრძოლის ველზე შესვლა და ცხედრების გამოტანა ტყვიის
გასროლის გარეშე მოხერხდა. ყველა გარდაცვლილი ერთ
ადგილზე იყო თავმოყრილი. ირაკლი და ალექსანდრეც აქ
ამოგვიყვანეს აფხაზებმა, ისინი 700 მეტრის იქით იყვნენ
დახოცილები.
ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა ეძებდა გარდაცვლილებს,
მაგრამ ავთო წიკლაურის, რუდიკ ხაჩატრიანისა და ვანო
სააკიანის გვამი არ ჩანდა. ცოტა ხანში აფხაზური მხარე გამოვიდა
კონტაქტზე და გვითხრა:
- ეგ ბიჭები 16 წლის ბავშვთან ერთად ტყვედ გვყავს აყვანილიო.
ბევრი ამტკიცა ჩვენმა ცოცხლად დარჩენილმა დივიზიონელმა:
- წმინდა წყლის სიცრუეს ამბობენო.
მაგრამ ბოლო ხავსს ჩავეჭიდეთ და დავუჯერეთ აფხაზებს.

ბევრი კითხვა კი დაგვებადა უეცრად:
- 166 -
• რატომ გვცეს აფხაზებმა ამხელა პატივი და მიცვალებულები
ერთ ადილზე დაგვახვედრეს?
• უბრძოლველად რატომ დაგვითმეს მიცვალებულები?
• რატომ არ გამოჩნდა 3 მიცვალებული?
მაშინ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გვიჭირდა, მაგრამ
ტამიშის დესანტის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.
ამაზე კი მოგვიანებით ვისაუბროთ.
საარტილერიო დივიზიონის მეომრებმა, რომლებიც
თბილისში ვიყავით ჩამოსული, ჩვენი ბიჭების დაღუპვის ამბავი
2 ივნისს გავიგეთ. იმ დღესვე ჩავფრინდით აფხაზეთში, მაგრამ
ყველაფერი უკვე უჩვენოდ გაეკეთებინათ. მსხვერპლის დიდი
რაოდენობის გამო ბიჭების ცხედრები ოჩამჩირისა და სოხუმის
მორგებში იყო გადანაწილებული. მიცვალებულების ამოსაცნობად ჩვენ გველოდებოდნენ.
ცხედრების ამოცნობა საკმაოდ გვიჭირდა. მეომრების ნაწილი
ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარებისგან საერთოდ დამწვარი იყო.
მეორე ნაწილი კი მართლაც ტყვიის წვიმაში იყო ნამყოფი.
შეცდომა რომ არ მოგვსვლოდა, ყველა მიცვალებული სოხუმის
მორგში გადავასვენეთ. იქ შევიკრიბეთ სხვადასხვა ფორმირების
წარმომარგენლებიც და ერთად დავიწყეთ მეომრების ამოცნობა.
საქმეს ძალზედ გვირთულებდა 3 გვამის არ არსებობა. შეცდომა რომ არ მოგვსვლოდა, მხოლოდ ყველა მხარის ერთმანეთთან
თანხმობის შემდეგ ვაღიარებდით მიცვალებულის ვინაობას.
დღის ბოლოს მიცვალებულები ცინკის (თუთიის) ჭურჭელში
ჩავასვენეთ. ბოლოჯერ გამოვემშვიდობეთ გმირებს და კუბოს
სახურავი, საკუთარი ხელით, კალით დავლუქეთ.
მინდა სოხუმის პროჟექტურის ექიმს გადავუხადო დიდი
მადლობა იმ ფასდაუდებელი საქმისთვის, რასაც საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების
ცხედრების გაპატიოსნება ჰქვია. აფხაზეთის ომის დროს ხშირად
- 167 -
მომიწია სოხუმის მორგში მოხვედრამ. ყოველთვის ერთი და
იგივე ახალგაზრდა ექიმი ასუფთავებდა და აცმევდა ჩვენს
მეომრებს. შექმნილი სიტუაციის გამო, ალბათ, სახლშიც კი ვერ
მიდიოდა. მორგში ათენ-აღამებდა. სამწუხაროდ ამ ახალგაზრდის არც სახელი და არც გვარი არ ვიცი, მაგრამ ღმერთი არ
დაუკარგავს ასეთ დიდ ამაგს.
1993 წლის 4 ივნისს საგანგებო რეისით მიცვალებულები
თბილისში ჩამოვასვენეთ. ჩამოფრენილ თვითმფრინავს ხალხის
ზღვა შემოერტყა. ნაწილი დაღუპული მეომრების ჭირისუფლები
იყვნენ. მეორე ნაწილს კი ჩვენი ნაცნობი მეომრები წარმოადგენდნენ.
ჯგუფებად გავიყავით და მიცვალებულები სახლებამდე
მივაცილეთ. სამი ღამის უძილო და ემოციისგან საერთოდ
დაცლილი ვიყავი. არაფერი არ მახსოვს. მხოლოდ ბოროტება იყო
გამეფებული ჩემს სხეულში. ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდი ფრონტის ხაზზე და დავადუღებდი იქაურობას.
10 ივნისს საარტილერიო დივიზიონი ფრონტის ხაზს
დაუბრუნდა. ტყვეთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები უკვე
დაწყებული ჰქონდათ, მაგრამ არანაირი წინსვლა არ იყო.
აფხაზებს ფანტაზიის ულევი მარაგი აღმოაჩნდათ, ხან რას
მოითხოვდნენ და ხან რას. ეჭვი შეგვეპარა, რომ მათი მოთხოვნები
უფრო დაზვერვით ხასიათს ატარებდა, ვიდრე საქმიანს.
მოლაპარაკების „კორიდორი“ სოფელ არადუში იყო. თითქმის
ყოველ მეორე დღეს ამ სოფელში გვიწევდა ჩამოსვლა, რომელიც
ჩვენი ბაზიდან დაალოებით 40 კილომეტრით იყო დაშორებული.
ასე რომ, წასვლა და უკან დაბრუნება 80-100 კილომეტრის
დაფარვას ნიშნავდა. მანქანის საწვავზე პრობლემა არავის
შეუქმნია. პირიქით, ყველა გვეხმარებოდა რითაც შეეძლო.
სოფელი არადუ უმთავრესად ლეჩხუმლებით იყო დასახლებული. პირველივე წუთიდან გამაოცა იქაურმა სიტუაციამ.
სოფელი ფრონტის ხაზს წარმოადგენდა, სახლები სულ ტყვიით
- 168 -
იყო დაცხრილული, სარეცხის თოკებზე გასაშრობად გაფენილი
ზეწარის პირებსაც საკმარისზე მეტი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი,
მაგრამ მოსახლეობა დიდ-პატარიანად მყარად იდგა პოზიციებზე.
დავინტერესდი მხოლოდ თავისი ძალით ამაგრებდა პოზიციებს არადუს მოსახლეობა, თუ დამხმარეც არსებობდა, რაზეც
პასუხი მივიღე:
- მხედრიონი გვეხმარებოდა, მაგრამ ცოტა ხნით სახლში
გაუშვეს.
მხედრიონზე ათასნაირი ხმები დადიოდა. დამაინტერესა
ფრონტის ხაზიდან რას იტყოდნენ მათზე, ამიტომ შევეკითხე:
- როგორი ბიჭები არიან?
- აუ, მაგრები. - იყო ყოვლისმთქმელი პასუხი.
- სადაური მხედრიონია? - დავინტერესდი მე.
- ასურეთის. - იყო კვლავ მოკლე პასუხი.
- ხვიჩას, კობას, სოსოს, დათოს, ბესოს, როსტომს, ელგუჯას,
ტარიელს ხომ არ იცნობ? - გადავამოწმე მოსაუბრე, რომელიც
ამ სახელების გაგონებაზე გამოცოცხლდა.
- თქვენ საიდან იცნობთ? - ახლა თვითონ მოგვმართა კითხვით.
- ბავშვობაში მათთან ერთად ვიზრდებოდი. - მივუგე მე.
ამის გაგონებაზე ჩვენი მოსაუბრე წამოხტა და უთქმელად
სადღაც გაიქცა. ვერ გავიგე რას ნიშნავდა ეს საქციელი.
ცოტა ხანში ისევ გამოჩნდა. ჩვენკენ ჩქარი ნაბიჯით მოემართებოდა და თან რაღაც მოჰქონდა. ხის ჩრდილში სუფრა გაშალა,
რომელზეც ერთი ბოთლი არაყი, სამლიტრიანი ქილით მჟავე
კიტრი და თხლად დაჭრილი პურის სამი ნაჭერი იდო.
მიგვიპატიჟა:
- ასურეთელების ახლობლებს უპატივცემლოდ ვერ
გაგვიშვებთო.
- 169 -
მივიწიეთ სუფრისკენ და შევნიშნე, რომ ერთი პურის ნაჭერი
უკვე მოკბეჩილი იყო. გული მომიკვდა. ადამიანს რაც ებადა
სახლში, ყველაფერი გამოგვიტანა. ამაზე დიდი პატივი ჯერ კაცს
არ უცია ჩემთვის.
დავილოცეთ. მოვიგონეთ. გადავეხვიეთ ერთმანეთს...
პური ისევ ხელშეუხებლად დავტოვეთ სუფრაზე.
ბევრი გვატარეს არადუში აფხაზებმა, რაღაც უაზრო და
შეუსრულებელ მოთხოვნებს გვიყენებდნენ. ზოგჯერ, უბრალოდ,
ლაპარაკი არ სურდათ ჩვენთან. აშკარად დრო გაჰყავდათ და
დაგვცინოდნენ.
ქართულ მხარესაც ჰყავდა ტყვედაყვანილი 15 წლის ლენინგრადელი ბავშვი. დივიზიონს გადმოგვცეს, თქვენს ბავშვში გადაუცვალეთ აფხაზებსო, მაგრამ არც ამაზე იყო აფხაზური მხარე
თანახმა.
მოკლედ, გეგონებოდა პრობლემები გვაკლდა, ახლა ეს ტყვე
ბავშვიც გაგვიხდა საპატრონო. მიუხედავად თავისი პატარა
ასაკისა, ბავშვი ბრწყინვალედ ერკვეოდა სამხედრო ტექნიკაში.
გუმისთის მხარის რუკა კი თითქმის ზეპირად იცოდა.
ბავშვი იყო და გვეცოდებოდა. რასაც ჩვენ ვჭამდით, მასაც
იმავეს ვაჭმევდით. ზღვაზეც გაგვყავდა საბანაოდ. ჩვენს რიგებში
გამოიძებნა ერთი-ორი ენთუზიასტი და ფიზიკასაც ასწავლიდა.
ამ საცოდავმა სითბო პირველად იგრძნო ცხოვრებაში. ისე
მიგვეჩვია, რომ აღარც გვშორდებოდა. გვეხვეწებოდა, თქვენთან
დამტოვეთ საომრადო.
ბატონი თემურ ლომთათიძის დახმარებით წითელი ჯვარი
ჩავრთეთ საქმეში და მოვითხოვეთ ბავშვების უპირობო განთავისუფლება. როდესაც ჩვენი ტყვე გადავეცით წითელ ჯვარს,
მოხდა ყველასათვის დაუჯერებელი სცენა, რომელიც ამ ორგანიზაციის ისტორიაში, ალბათ, არც ყოფილა და აღარც განმეორდება.
- 170 -
უკვე გადაცემული ტყვე გამოექცა წითელი ჯვრის წარმომადგენლებს და ჩვენი დივიზიონის ერთ-ერთ წევრს ჩაეხვია,
რომელიც ამავე დროს მისი ფიზიკის მასწავლებელიც იყო.
რამდენადაც მახსოვს, წითელი ჯვრის გადაღებული ვიდეო
კადრებიც არსებობს ამ სცენის, სადაც ტყვე ხმამაღლა გაჰყვირის:
- «Не отпускайте пожалуйста меня, я среди Грузинов хочу жить»
(გთხოვთ, ნუ გამიშვებთ, მე ქართველებთან მსურს ცხოვრება.)
არ ვიცოდით, რა უნდა გვექნა. ვამშვიდებით, ლენინგრადში,
სახლში წაგიყვანენ, მაგრამ ჯიუტად გვეწინააღმდეგებოდა:
- «Домой тоже не хочу. Я с вами хочу» ( არც სახლში მინდა წასვლა. თქვენთან მინდა ყოფნა.) - ტიროდა ჩვენი ტყვე.
შეგვეცოდა. დავამშვიდეთ და შევპირდით, რომ მშვიდობიან
დროს ჩამოსულიყო ჩვენთან.
სიცილით და ტირილით აკვირდებოდა ყველა იქ მყოფი ამ
სცენას.
თვალცრემლიანი ტყვე წითელ ჯვარს ჩაბარდა.
(მოითხოვოს ამ კადრების ამოღება ქართულმა დიპლომატიამ,
ეს ხომ დადგმული სცენა არაა. იმედია, გამოიყენებენ.)
ჩვენი დივიზიონის მცირეწლოვანი ბავშვიც გაათავისუფლეს,
რომელსაც, ჩვენი ტყვესაგან განსხვავებით, არაადამიანურად
ეპყრობოდნენ.
რაც შეეხება დანარჩენი სამი მეომრის ამბავს, 1993 წლის 1
ივლისს გვაცნობეს, რომ ისინი ცოცხლები აღარ იყვნენ.
დაბოღმილები ჩამოვედით ბაზაზე. მწარედ ვიხსენებდით
ჩვენს საქციელს, როცა თეთრი დროშების წყალობით მიცვალებულების აღების ნებას ვაძლევდით აფხაზებს. ჩვენ ვინ გვცა
პატივი? ერთი თვე საცინად აგვიგდეს, არანაირი კაცობა და
- 171 -
ვაჟკაცური საქციელი. ბოღმას ბოღმა ემატებოდა, თვალები
ჩამისისხლიანდა. თუ რამე ადამიანური კიდევ მქონდა, იმ დღეს
ჩამიკლა მტერმა.
მწარედ გავიცინე.
- ამას არ შეგარჩენთ! - ჩავილაპარაკე გულში.
იმ ღამეს ტამიშის ცნობილი დესანტი შემოვიდა და ყველა
კითხვას გაეცა პასუხი, რომელიც აფხაზების ქმედებასთან იყო
დაკავშირებული.
1) ირაკლი და ალექსანდრე 800 მეტრის იქეთ იყვნენ
დახოცილნი, მაგრამ მიცვალებულები ერთ ადგილას
მოაგროვეს, შიგნით რომ არ შევსულიყავით და ნაადრევად არ
გამჟღავნებულიყო ან ჩაშლილიყო მათი დესანტისთვის
მზადება.
2) უბრძოლველად მოგვცეს მიცვალებულები, თავიანთი
ძალებიც რომ დაეზოგათ.
3) სამი მიცვალებული, რომლებიც დანამდვილებით ვიცოდით,
შიგნით არ იყვნენ შესულნი, უბრალოდ, ვერ იპოვა მაშველმა
ხალხმა. შეგახსენებთ, რომ გაველურებულ ჩაის ბუჩქებში
აფხაზებმაც ვერ იპოვეს ჩვენი დაჭრილი მეომარი.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე გვერდზე ჩაუარეს.
ეს სიტუაცია კი თავის სასარგებლოდ გამოიყენა მტერმა.
დახოცილებზე გვითხრეს, ტყვედ არიანო, არტილერისტები
მოგვწყვიტეს საქმეს და 1 თვე არადუში გვარბენინეს. როგორი
მდაბიო სული უნდა გქონდეს ადამიანს, რომ მიცვალებული
ვაჭრობის საგნად აქციო!

- 172 -


- 173
-
1993 წლის 1 ივლისი ტამიშის დესანტი
1993 წლის 15-16 მარტის გამანადგურებელი დარტყმის შემდეგ
აფხაზურმა მხარემ დასახმარებლად კვლავ მოსკოვს მიმართა.
1993 წლის 14 მაისს რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის
შეთანხმება დაიდო. ეს ხელშეკრულება, რამდენადაც მახსოვს, 20
მაისს შევიდა ძალაში.

მაგრამ აფხაზურმა მხარემ ხელშეკრულება ამჯერადაც დაარღვია.
მოქმედება დაიწყო 1993 წლის 1 ივლისის ღამეს, ხოლო 2
ივლისის დილის 5:00 საათზე მტერმა მდინარე ტამიშის ხეობაში
დესანტი გადმოსხა.
1 ივლისის ღამეს 6-7კილომეტრიან ზოლზე ისე, რომ
დესანტის შემოსვლის ადგილი შუაში მოეყოლებინათ, სოფელ
კინდღიდან სოფელ ცაგერამდე, ტყვარჩელის ფრონტიდან მტერმა
პარტიზანების დიდი ნაკადი შემოუშვა. თუ აფხაზურ წყაროს
ვენდობით, პარტიზანთა რაოდენობა 1200 კაცს აღემატებოდა.
შეგახსენებთ, ჩვენი მეომრების სიმცირის გამო ერთიანი ფრონტის
- 174 -
ხაზი არ გვქონდა და მოწინააღმდეგის რაზმები თავისუფლად
დადიოდა ჩვენს პოზიციებს შორის. მით უმეტეს, ეს ადგილები
მათ ზეპირად იცოდნენ.
ასევე სცადეს სოფელ აძიუბჟადან შემოძრომა და კოდორის
ხიდის აფეთქება, მაგრამ ეს რაზმი ჩვენმა ბლოკ პოსტმა, რომელიც
ხიდს იცავდა, ადგილზე გაანადგურა.
ყოველივე ამას კი წინ უძღოდა 1993 წლის 18-28 ივნისის
პროვოკაციული თავდასხმები კოდორის ხეობაზე, სოფელ ლათას
მიდამოებში. ტყვარჩელის ფრონტის პარტიზანები ავიდნენ
კოდორის ხეობაში და მოაწყვეს ტერაქტი, დახოცეს დაუცველი და
მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩვენები იძულებულნი შეიქმნენ, ჯერ
მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოეხდინათ, შემდეგ
რაღაც რაოდენობის ხალხი მოეხსნათ ტყვარჩელის ფრონტიდან
და კოდორში აეყვანათ.
და ეს ყველაერი გაკეთდა იმისთვის, რომ მთელი ძალები
გადმოგვეგდო ტყვარჩელის ფრონტისკენ. ამით ისარგებლა
მტერმა და სოხუმის ფრონტზე შრომა-კამანის მიმართულებით
ფრონტის ხაზი გაგვიჭრა.
დამერწმუნეთ, არ გვაწყენდა, ერთი არტილერია შემთხვევით
რომ აღმოჩენილიყო სანაპირო ზოლზე და როგორც ჩვენ
ჩავძირეთ 15-16 მარტს გემები, ისე ეს დესანტიც გაენადრურებინა.
მეორე კრახს რუსეთის გენერალური შტაბი ვეღარ აიტანდა,
რომელიც უკვე ტერაქტებსაც არ მოერიდა და სოხუმის აღების
გეგმა კოდორის ტერაქტით დაიწყო.
ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ
არადუდან გვიან ღამით დავბრუნდით. ეტყობა, ბატონ თემურს
მოერიდა ჩვენი გაღვიძება და ამ არეულობის დროს თვითონ
წავიდა გასარკვევად, რა ხდებოდა ფრონტზე. გზად მიმავალთ
პარტიზანთა ჯგუფი დახვდა და მანქანა ტანკსაწინააღმდეგო
ყუმბარმტყორცნით გაანადგურა.
- 175
სულ ამბობდა ბატონი თემური: მე ტყვია ვერ მომკლავს, ჩემი
მოკვლა მარტო გრანატამიოტით (ყუმბარმტყორცნით) თუ
შეიძლებაო.
და ეს დევკაცი მართლა ყუმბარმტყორცნით დაიღუპა.
საარტილერიო პოლკი მეთაურის გარეშე აღმოჩნდა. საერთოდ,
მეთაური არ უნდა დადიოდეს ასეთ ოპერაციებზე, მით უმეტეს,
თემური ლომთათიძე
- 176 -
რომ კადრების სიმცირეს პოლკი არ განიცდიდა, მაგრამ როდესაც
ერთ სანგარში გძინავს პირად შემადგენლობასთან ერთად, ერთი
ჯამიდან ჭამ საჭმელს, იქ უკვე ადამიანური გრძნობები უფრო
მაღალ საფეხურზე დგება, ვიდრე უფროსუმცროსობა. ამ
გიგანტური ძალისა და შეუდრეკელი მებრძოლი ხასიათის
ადამიანს თავისი გულჩვილობა სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
შევეცოდეთ, არ შეგვაწუხა დაღლილები. თვითონ წავიდა
დავალებაზე.
ბატონი თემურის დაღუპვის ამბავი ელვის სისწრაფით მოედო
ფრონტს. დივიზიონის ბიჭებსაც მყისიერად გვითხრეს ეს
სამწუხარო ამბავი. წინა ხაზზე გასასვლელად ვემზადებოდით,
რომ ჩვენთვის უცნობი პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი
არტილერიის შტაბში მოვიდნენ. სარდლობამ საჩქაროდ
გამოაგზავნა ბატონი თემურის შემცვლელები. ქართული
ესმოდათ, მაგრამ ჩვენთან საუბარს რუსულად ამჯობინებდნენ.
მარტივი მისახვედრი იყო, რომ საბჭოთა ჯარის ოფიცრები იყნენ.
ვიცე- პოლკოვნიკს კი საერთოდ საბჭოური ფორმა ეცვა, რომელიც
იმჟამად მოქმედი რუსი ოფიცრების ფორმასაც წარმოადგენდა.
ერთი ვუთხარით, რომ პოლკის ცეცხლის მართვა ჩვენც
უპრობლემოდ შეგვეძლო, ამის საკმაო პრაქტიკა და გამოცდილებაც გვქონდა და აქ ყოფნით სხვა საქმე არ გაეფუჭებინათ,
მაგრამ 23-24 წლის ბავშვებს ეს საქმე არ გვანდეს.
ჩვენთან შეუთანხმებლად, თავისთვის გადაწყვიტეს, შტაბში
პოლკოვნიკი დარჩებოდა, ხოლო ცეცხლის კორექტირებაზე ვიცეპოლკოვნიკი წავიდოდა. ეს რომ გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ
თემურის გარდაცვალების გამო გამწარებული ვიყავი, სიცილი
წამსკდა. გაკვირვებულებმა შემომხედეს.
- ბატონო ვიცე-პოლკოვნიკო, თქვენ მაგ ფორმით აპირებთ
ფრონტის წინა ხაზზე გასვლას? - ვაგრძელებდი სიცილს.
- დიახ. - ცოტა გაკვირვებულმა და ნაწყენმა მიპასუხა თავხედ
ახალგაზრდას.
- 177 -
- მაგ სამხედრო ფორმაში მარტო რომ გახვიდეთ, პირველივე
ჯარისკაცს მტერი ეგონებით და მოგკლავენ. ასე რომ,
უჩვენოდ თქვენი გაშვება არ შეიძლება. თან თქვენთვის ეს
ადგილები უცხოა, - მივუგე მე.
ვიცე-პოლკოვნიკი ისეთი სახით მიყურებდა მივხვდი, რომ
ვაწყენინე. სულით მებრძოლი ადამიანისთვის სამხედრო ფორმის
შეურაცხყოფა სიკვდილის ტოლფასია. ბოდიში მოვუხადე და
ავუხსენი რეალობისთვის თვალი გაესწორებინა. ცოტა მოლბა და
ხელი გადამხვია.
შევთახმდით, კორექტირებაზე ვიცე-პოლკოვნიკთან ერთად
დივიზიონის ბიჭებიც წავიდოდით. ამის შემდეგ ახალი პოლკის
მეთაური დავარწმუნეთ, რომ შტაბშიც ჩვენი ხალხი დაეტოვებინა
და თუ არ მოეწონებოდა ჩვენი მუშაობა, მხოლოდ მაშინ აეღოთ
ხელმძღვანელობა თავის თავზე.
გავედით ფრონტის ხაზზე. უმძიმესი სიტუაცია დაგვხვდა.
არავინ გამოჩნდა, ჩვენების განლაგება რომ აეხსნა. ტყვიის წვიმაში
სათითაოდ დავიარეთ ჩვენი შენაერთები და რუკაზე დავიტანე
მათი ადგილსამყოფელი. გაურკვევლობით ერთხელ კინაღამ
მოწინააღმდეგის ბუნაგში ამოვყავით თავი, რომლის ადგილიც
ასევე დავაფიქსირეთ.
არტილერიამ და ქვეითი ჯარის სხვადასხვა ფორმირებებმა
გავცვალეთ რადიო სიხშირეები, როგორც ძირითადი, ასევე
დამატებითი. შემდეგ კორექტირებისთვის ანუარხუს სიმაღლეზე
ავედით, რომელიც საკმაოდ ინტენსიური ცეცხლის ქვეშ ჰქონდა
მოწინააღმდეგეს მოქცეული.
- არტილერია მოვიდა, არტილერია !- ისმოდა მეომრებს შორის
იმედის მომცემი გადაძახილები.
რაც შეიძლებოდა ჩქარა, რამდენადაც ეს შესაძლებლი იყო,
გავერკვიეთ ჩვენების და მოწინააღმდეგის განლაგებაში.
ზოგიერთ ადგილას მათ შორის დაშორება 50-70 მეტრის
- 178 -
ფარგლებში მერყეობდა. არტილერიის ჭურვი კი 200-300 მეტრის
რადიუსში ისვრის ნამსხვრევებს. ჩვენები რომ არ
დაგვეზიანებინა, ზოგიერთ შენაერთს ვუბრძანეთ, სიტუაციის
მიხედვით გარკვეული მეტრით უკან დაეხია და როცა ყველა
ჩვენი მითითებით განლაგდა, არტილერიის ცეცხლი გავხსენით.
ეს ყველაფერი ისე ჩქარა მოხდა, რომ ვერც კი დავაფიქსირე,
პრაქტიკულად, ფრონტის ხაზის ხელმძღვანელობა ჩვენს ხელში
რომ აღმოჩნდა. ჩვენ ვიძლეოდით ბრძანებებს, რომელ შენაერთს
უკან უნდა დაეხია და რომელი წინ უნდა წასულიყო. თეთრი
არწივის დივიზიონს ასეთი დიდი პასუხისმგებლობა პირველად
გვერგო წილად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოქმედების
სისწორეში ეჭვი არ მეპარებოდა, სიმწრით დავაფიქსირე
უაღრესად გამოცდილი თემურ ლომთათიძის არ ყოფნა.
გავხედე ჩვენთან ერთად წამოსულ ვიცე-პოლკოვნიკს.
აშკარად არ ელოდა ჩვენგან ასეთ მუშაობას. ოლიმპიური
სიმშვიდით გაჰყურებდა ფრონტის ხაზს და თუ არ ჩავთვლით
ერთ-ორ მითითებას, რომლებიც უფრო ადმინისტრაციული
ხასიათის იყო, ჩვენს მიმართ პრეტენზია არ ჰქონდა.
აღნიშვნის ღირსია, რომ მტერი ტექნიკური და ტაქტიკური
თვალსაზრისითაც ძალზე ჭკვიანურად იქცეოდა. დღესაც
მიკვირს, როგორ სწრაფად მოასწრეს დამცავი სანგრების მოწყობა,
რომლებიც ხის სქელი მორებით გადაფარეს. ეგრეთ წოდებული,
„ბლინდაჟები“ გააკეთეს. ვერ ვხვდები, ეს მასალა თან ხომ არ
მოიტანეს. ხის წაქცევა რომ დამეფიქსირებინა, ხომ მაშინვე
გათქვამდნენ თავიანთ ადგილსამყოფელს. არადა, რამდენიმეჯერ
დავაფიქსირეთ მშენებლობის მომენტი, რომელიც მყისიერად
დავბომბეთ.
აფხაზები უაღრესად პროფესიონალურად გვერთვებოდნენ
რადიო საუბრისას. რადიოსადგური, ეგრეთ წოდებული „რაცია“
Р-159, არ იძლეოდა იმის საშუალებას, გარკვევით დაგედგინა
მოპასუხე. დღეს მობილურით როდესაც საუბრობ, მარტო
- 179 -
ინტონაციით დაადგენ მოსაუბრეს. ჩვენს სიტუაციაში ასეთი
კომფორტი არ გვქონდა, ამიტომ ძალზედ ხშირად გვიწევდა
დაზუსტება, ვის ვესაუბრებოდით. ზოგჯერ მტერი ჩაერთვებოდა
ჩვენს საუბარში და ისეთ კორექციას იძლეოდა, რომ გასროლის
შემთხვევაში პირდაპირ ჩვენებს მოხვდებოდა ჭურვი. ეს რომ არ
მომხდარიყო, ასეთი ტიპით ვაზუსტებდით ერთმანეთის
ვინაობას:
- რა ჰქვია ჩვენს სათვალეებიან ძმაკაცს? - დამისვამდა კითხვას
საარტილერიო შტაბიდან ჩემი კარგი ნაცნობი.
- ვეტყოდი მის სახელს და მივაყოლებდი ბრძანებას. მარცხნივ
005.
- არის, - მეტყოდა ჩემს ვინაობაში დარწმუნებული მოპასუხე.
ამ ქმედებით რომ ვერ ჩააგდეს არტილერიის მუშაობა, რადიო
ტალღების სიხშირის გათიშვა დაიწყეს. ჩვენც გადავდიოდით
შემდეგზე, მისი დაფიქსირების შემთხვევაში - კიდევ შემდეგზე.
ისეთი ინტენსიური ნადირობა წავიდა ჩვენზე, რომ საკმაოდ მალე
სიხშირეების მთელი სია ამოვწურეთ. ახალ სიხშირეზე
გადასასვლელად 5 ციფრიანი რიცხვი იყო საჭირო. აქაც ნაცნობობა დაგვეხმარა და ამ რიცხვს ახლობლების დაბადების თარიღებით ვაწყობდით.
იმ დონეზე გავამწარეთ, რომ შტაბში მყოფ ჩემს ძმაკაცს ერთერთი გასროლის შემდეგ ხრინწიანი და განწირული ხმით სულ
დედა აგინეს. ეტყობა მოწინააღმდეგეს ძალზედ სერიოზულად
გავკარით კბილი.
- „გეიგონე ბიჭო?“ - იმერული კილოთი დინჯად და სერიოზულად მომმართა შტაბიდან ჩემმა ძმაკაცმა.
- „გევიგონე,“ - მეც დინჯად და თანაგრძნობით ვუპასუხე.
- რას გეტყვი იცი? ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, ბიჭო,
დედის გინება თუ გამიხარდებოდა. ეტყობა მაგრად
გავამწარეთ - და სიცილი აუტყდა.
- 180 -
კორექტირებაზე ორი რადიოგადამცემით ვიყავით წასული.
ერთით ქვეით ჯართან გვეჭირა კავშირი, მეორეთი კი -
არტილერიის შტაბთან. რადიო ხულიგნობას ისეთი ინტენსივობით არა, როგორც არტილერიასთან, მაგრამ ქვეით ჯართანაც
ვამჩნევდით. აქაც იმავე მეთოდებით ვაზუსტებდით მოსაუბრის
ვინაობას. მართალია, აქ შეზღუდულები ვიყავით ნაცნობობის
წრით, მაგრამ გამოსავალს მაინც ვპოულობდით.
ბრძოლის ერთ მომენტში დავაფიქსირე მეომრების საკმაოდ
დიდი ჯგუფის მოძრაობა, რომელიც ჩემთვის ცნობილი
შენაერთისკენ მიიწევდა. უეჭველი მტერი იყო, მაგრამ
შესამოწმებლად მაინც დავუკავშირდი ამ შენაერთს.
- ჩვენები ხომ არ არიან? - დავუსვი შეკითხვა.
- არა, დაბომბე! დაბომბე! - იყო ნაჩქარევი პასუხი.
ამ პასუხმა დამაეჭვა და მოსაუბრის იდენტიფიცირებისთვის
საკონტროლო კითხვა დავუსვი. ეტყობა ძალიან მძიმე
სიტუაციაში იყო ჩემი მოპასუხე და კითხვაზე დაფიქრებული
პასუხის გაცემა არ შეეძლო. მაინც მოძებნა გამოსავალი და
დამიკავშირდა.
- ე ბიჭო, მღერიხართ, მღერიხართ და დროზე
დაბომბე! - იყო პასუხი ავტომატის კაკანთან ერთად.
დრო რომ არ დამეკარგა, მოწინააღმდეგის ადგილსამყოფელი
მანამდე გადავეცი შტაბს გასათვლელად, ვიდრე ამ საუბარს
დავიწყებდი. ისიც ავუხსენი, რომ სიტუაცია კრიტიკული იყო,
ჩვენებს უკან დახევის შანსი არ ჰქონდათ და გათვლა უსწრაფესი
უნდა ყოფილიყო.
ვიდრე ქვეითებს ვესაუბრებოდი, შტაბს გათვლა უკვე
გაკეთებული ჰქონდა და მარტო ბრძანებას ელოდებოდა.
ბრძანებაც გავეცით.
სიტუაციის კონტროლისთვის ბრწყინვალე ადგილი გვქონდა
შერჩეული, ყველაფერს კარგად ვაფიქსირებდით. ძირითადმა
- 181 -
ჰაუბიცამ პირველივე ჭურვი ცენტრში ჩაუგდო მოწინააღმდეგეს.
ეს იმის მაუწყებელი იყო, რომ მასიური ცეცხლის, ეგრეთ
წოდებული, „ზალპის“, გახსნა შეგვეძლო არტილერიას.
ჩემი ბიჭების დახოცვით, გვამების არ გადმოცემით, პოლკის
მეთაურის, თემურის, გარდაცვალებით ისე ვიყავი გამწარებული,
რომ არტილერიისთვის შეუფერებლად დიდი ხანგრძლივობის
„ზალპი“ მოვითხოვე. 122 მმ-იანი ჰაუბიცის 70 ჭურვზე მეტი
დავაყარეთ მტერს თავზე. ასეთი სიმძლავრის დარტყმა არავის არ
გვქონდა ნანახი. საერთოდ დაადუღეს იქაურობა. ქვეითი ჯარი,
რომელიც ანუარხუს გორაზე იმყოფებოდა და ტყვიის ზუზუნში
გაბედულად თავს ვერ სწევდა მაღლა, ფეხზე წამომდგარიყო,
გაოცებულნი შესცქეროდნენ არტილერიის ნამუშევარს.
კმაყოფილებას ვერ ვმალავდი. მაგრამ ესეც მეცოტავებოდა.
მტრის ეპიცენტრში ჭურვებისგან დაგროვილი ბუღის გასვლას
ველოდებოდი, რომ კიდევ დამემატებინა და ყველა ბოლომდე
ამომეჟლიტა.
ერთი წამით დავფიქრდი, რა მიყო ომმა. ადამიანური ჩემში
აღარაფერი იყო დარჩენილი. სიკვდილის მანქანად ვიქეცი.
იმ ქვეითი ჯარის შემადგენლობას დავუკავშირდი, რომელმაც
დაბომბვა მომთხოვა. ზევიდან ვუყურებდი, რომ მათ ჩვენი
არტილერია არ შეეხო, მაგრამ მაინც გადავამოწმე სიტუაცია.
დიდი ხანი არავინ მპასუხობდა. შეშინებულმა სუნთქვა შევკარი.
- ნუთუ ჩვენებსაც გავარტყი? - ვჩურჩულებდი ჩემთვის.
- ან? - და ამის გააზრებაზე სულ გავლურჯდი.
- ან მტერმა მომატყუა და ჩვენები დავბომბე? - ვიცოდი, რომ ეს
ვერსია შეუძლებელი იყო, მაგრამ ფიქრი არ მანებებდა თავს.
როგორც იქნა, დაგვიკავშირდნენ.
- როგორ ხართ? როგორ? - ვკიოდი შეშინებული.
- კარგად ვართ, კარგად, მაგრამ არ უნდა თქვა, რას აპირებდი?
დაგვაყრუე ყველა, - მესმოდა სიცილი.
- 182 -
- თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ შესვლა. კანონით მანდ
ცოცხალი აღარავინ აღარ იქნება,- ვუპასუხე დამშვიდებულმა.
ცოტა ხანში დაგვიკავშირდნენ.
- ეს რა გააკეთეთ, საღი იარაღიც კი არ არის დარჩენილი,
ყველაფერი დაგლეჯილია,- ორაზროვნად მომმართეს
მეომრებმა.
- შემდეგში დავხვეწთ და გამორჩეულად ვესვრით. - მივმართე
იარაღის მაძიებლებს.
დახოცილი ხალხი სლავური წარმოშობის აღმოჩნდა. ეტყობა
დესანტის წარმომადგენლები იყვნენ და არა პარტიზანები.
კორექტირებისთვის ანუარხუს სიმაღლე ბრწყინვალე ადგილს
წარმოადგენდა, მაგრამ ფრონტის სრული სურათისთვის გორის
სხვადასხვა ფერდობზე მოძრაობა მაინც გვიწევდა. ზაფხული იყო
და მოკლესახელოიანი მაისურებით ვიყავით. ჩუმად გადავძვერით ერთ-ერთ ფერდობზე, მაგრამ ეტყობა, მტერმა მაინც დაგვაფიქსირა და ყველა მხრიდან ტყვია დაგვიშინა. დამრეც ფერდობზე ვიყავით, ბალახის მეტი არაფერი იყო გარშემო. ჩემთან ერთად
მყოფმა მეორე დივიზიონელმა პატარა თხრილი შენიშნა, რომელიც სულ ჭინჭრით იყო სავსე. ერთი შემომძახა:
- აქეთ. - და თხრილისკენ გაქანდა.
- მანდ ჭინჭარია. - ისე შევსძახე გეგონება სხვა არჩევანი
გვქონოდა.
- ჭინჭარი დაგცხელა? ( ჭინჭარს ჩივი? ) - შემომძახა სიცილით
და მყვინთავები რომ წყალში თავით ხტებიან, ისე გადახტა
თხრილში.
უმალ მეც ანალოგიური ნახტომით თავზე დავახტი. თხრილი
ძალზედ პატარა აღმოჩნდა. საერთოდ ვერ გვიცავდა ტყვიისგან.
თავები „რაციას“ მოვაფარეთ. გეგონებოდა ტყვიის გაჩერება
შეეძლო ამ პატარა ყუთს, მაგრამ მაინც იმედიანად ვიყავით.
- 183 -
დიდხანს გვესროდნენ, ბედად, ვერ გაგვარტყეს. ერთი წამით
გაჩერდნენ, ეგონათ, დაგვხოცეს. ამ მომენტით ვისარგებლეთ და
ისეთი სიჩქარით გავიქეცით, რომ ას მეტრზე მორბენლებსაც
შეშურდებოდათ. მოგვაწიეს რამდენიმე ტყვია, მაგრამ ვერც ამ
ჯერზე გაგვარტყეს.
სიცილით ვიგუდებოდით. ჭინჭარს აბსოლუტურად არ დაუსუსხავს ან ვერ ვგრძნობდით.
უეცრად ქვეითი ჯარისკაცები მოვიდნენ ჩვენთან და 82 მმიანი ნაღმმტყორცნი მოგვიტანეს. თუ გასროლა იცით, შეგიძლიათ
გამოიყენოთო. ყველას გაგვეცინა. საუკეთესო იარაღი ჰქონდათ
და გამოყენება არ იცოდნენ. ერთ-ერთი ჩვენი დივიზიონელი
მივიდა მათთან. გამოყენებაც ასწავლა და მოვლა -პატრონობაც.
ხომ ამხელა მძიმე არტილერიას ვამუშავებდით, მაგრამ
ნაღმმტყორცნი ბევრ რამეში შეუცვლელია. უზუსტესი და
უსწრაფესი ლოკალური დარტყმების გაკეთება შეუძლია ამ
პატარა და მძლავრ იარაღს. მძიმე არტილერიით მიმოფანტულ
მტერს ამ პატარა იარაღითაც დავერიეთ. თან ქვეით ჯარსაც
შევასწავლეთ მისი გამოყენება.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ბრძოლის ერთ
მომენტში ოჩამჩირის არტილერიაც ჩაერთო. ულამაზეს მარაოებს
სვამდნენ მტრის პოზიციებში. მხოლოდ უმაღლესი კლასის
არტილერისტებს შეუძლიათ ამის გაკეთება. შემდეგ ზიგზაგად
დაბომბავდნენ ფრონტის ხაზს. მოკლედ, აუთოვებდნენ
იქაურობას. ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ კოორდინირებული
ქმედებისთვის ერთმანეთთან კავშირის დამყარება მინდოდა. ჩვენ
კინდღის მხარეს ვაკონტროლებდით და რა სიტუაცია იყო
ცაგერას მხრიდან, არ ვიცოდით. ბევრი ვეცადეთ, ჩვენს შტაბსაც
ვთხოვე დახმარება, მაგრამ მათ ჩვენი დივიზიონი ვერ
დაუკავშირდა. ბრძოლა რამდენიმე დღე შეუწყვეტლად
მიმდინარეობდა. უძილობა და დაღლილობა ყველას დაგვეტყო,
მაგრამ ბრძოლის უნარს ბოლომდე ვინარჩუნებდით.
- 184 -
4 ივლისს, საღამოს 5 სააათზე, მივიღეთ ბრძანება,
კორექტირება სხვა ჯგუფისთვის გადაგვებარებინა და საარტილერიო დივიზიონი ბაზაზე დავბრუნებულიყავით.
არ მოგვეწონა ეს ბრძანება, რადგან ფრონტის მთელ
ტერიტორიაზე რამდენიმე დღე ჩვენ ვამუშავეთ არტილერია.
ძალზე ბევრი წერტილი გვქონდა დამუშავებული და დატანილი
რუკაზე. ამ წერტილების ცოდნას უაღრესად დიდი მნიშვნელობა
აქვს საარტილერიო ცეცხლის ზუსტი და სწრაფი გადატანისთვის
ან იმავე წერტილის დაბომბისთვის. ახალ ჯგუფს ეს საქმე
ხელახლა უნდა გაეკეთებინა. მოვითხოვეთ ადგილზე დარჩენა,
მაგრამ კატეგორიულად გვიხმობდნენ „თეთრი არწივის
დივიზიონს“. დავინტერესდით, რაში იყო საქმე, მაგრამ რაციაში
ამაზე საუბარი არ ისურვეს.
სხვა რა გზა გვქონდა, დაველოდეთ შეცვლას. დაგვიკავშირდნენ, შეცვლა მოვიდა და თქვენ შეგიძლიათ დაბრუნდეთო.
- ჩვენი ნახვა არ სურს შემცვლელს? - დავინტერესდი მე.
- არ არის საჭირო, - მივიღე მოკლე პასუხი.
- ეს რას ნიშნავს, ბატონო ვიცე-პოლკოვნიკო. ნუთუ არაფერი
აინტერესებთ ჩვენგან? - მივმართე ჩვენთან მყოფ
არტილერიის მაღალჩინოსანს.
- წავედით, - უკმაყოფილო სახით მხრები აიწურა ოფიცერმა.
ჩვენს წასაყვანად საკმაოდ
კომფორტული „УАЗ 469“
მარკის ავტომობილი გამოაგზავნეს. ვიცე-პოლკივნიკი
წინა სკამზე განთავსდა, სამი
კაცი უკან, ხოლო კიდევ ერთმა
ჩვენმა დივიზიონელმა ლაშა
კაკულიამ მანქანას უკანა
მხრიდან ბრეზენტის ტენტი
- 185 -
ახსნა და საბარგულში მოკალათდა. მძღოლმა შეხედა მის
საქციელს, მიხვდა, ლაშა რისთვისაც აკეთებდა ამას და მიუგო:
- ნუ გეშინია, მესამე დღე დავდივარ ამ გზაზე და არაფერი
მომხდარა.
-შენ სამი დღე დადიხარ, მე კი 8 თვე
და ჯერ არ მახსოვს, სროლა არ
აეტეხოთ, - გაუღიმა ლაშამ და
ავტომატი ბრძოლისათვის მოამზადა.
არმისული სოფელ აძიუბჟასთან,
სროლა აგვიტეხეს. ტყვიებმა
მძღოლსა და უკანა მხარეს მჯდომ
ხალხს შორის ჩაიფრინა. ლაშამ და
განაპირას მჯდომმა მეომარმა მტერს
ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნეს.
ინსტიქტურად სამ ხმაში დავიწყეთ სიმღერა:
- ჰარალო - პირველი ხმა
- ორუდილო დელა - მეორე ხმა
- აბადელია, ჰოვო დელა - მესამე ხმა
სიმღერით და ავტომატის კაკანით სოფელ აძიუბჟას გავცდით.
მძღოლი მანქანას მაქსიმუმს „ადებინებდა“. არტილერიის ბაზაზე
მივედით. მანქანა გაჩერდა. ვიცე-პოლკოვნიკმა ისე მოგვმართა,
რომ თავი არც კი შემოუტრიალებია:
- Ребята ранения есть? – (ბიჭებო, ჭრილობები ხომ არ გაქვთ?)
- Нет а у вас?- (ჩვენ არა თქვენ?)
- Уф, скажу не поверят, что люди петь начали – (სადაც გინდა
ვთქვა, არ დამიჯერებენ, რომ ხალხმა სიმღერა დაიწყო)
ამოიხვნეშა ჩვენმა ვიცე-პოლკოვნიკმა.
- აუ ძმებო, რა „სასტავია“? - მოგვმართა მანქანის მძღოლმაც.
- თეთრი არწივის საარტილერიო დივიზიონი, - მივუგეთ ჩვენ.
- ხომ არ შეგეშინდა? - ახლა ჩვენ დავუსვით შეკითხვა.
- 186 -
- არა, პირიქით, მაგრა გაასწორა. - იღიმებოდა მძღოლი.
მძღოლთან საუბარიც კი არ გვქონდა დამთავრებული, რომ
კორექტირებიდან დაბრუნებული ოთხივე არტილერისტი
ვიღაცის გრძელი და მძლავრი მკლავების მარწუხებში
აღმოვჩნდით. ყველას ერთად ძლიერად გვიკრავდა გულში.
მართალია, გახარებულმა „თავდამსხმელმა“ ზურგის მხრიდან
შეგვბოჭა და მისი სახე ვერ დავინახეთ, მაგრამ ძნელი
გამოსაცნობი არ იყო, თუ ვის შეეძლო ამის გაკეთება.
ეს იყო ბესო მაისურაძე- მაღალი,
ძლიერი, ბაშვივით ემოციურად
მოსიყვარულე, შრომაში დაუღალავი და ამასთანავე საოცრად
ენამოსწრებული. იგი აფხაზეთში
გავიცანით, მაგრამ ძალზედ მოკლე
ხანში ყველასთვის საყვარელი
ადამიანი გახდა.
- ბესო გაგვიშვი ხელი! თორემ
გავიგუდებით, - მივმართე, მბოჭავის ვინაობაში დარწმუნებულმა.
- დაგვაწყდა ნერვები. ეს რამდენიმე დღე, რაც კორექტირებაზე
იყავით წასულები, საუკუნესავით გაიწელა, - ჩაილუღლუღა
ცრემლნარევი ხმით ბესომ და ხელი გაგვიშვა.
- ხომ არ იცი დივიზიონს რატომ გვიბარებენ? - მივმართეთ
გაკვირვებულებმა.
- ჯერ ჩვენც არ ვიცით, მაგრამ ბევრი ხალხი დადის შტაბში,
ეტყობა რომ რაღაც სერიოზული ხდება და ალბათ მალე
გვეტყვიან. - მოიწადინა სიტუაციის ახსნა ბესომ.
მივედით არტილერიის შტაბში და დავსვით კითხვა, თუ
რატომ შეგვაწყვეტინეს დაწყებული საქმე.
- 187 -
- ტამიშის დესანტმა აფხაზურ მხარეს რეაქტიული
არტილერიის ერთი ერთეული „БМ-21“-გრადი გადასცა.
თქვენი დავალებაა, ააფეთქოთ ეს დანადგარი. ახვალთ თქვენი
2 ქვემეხით აი ამ სიმაღლეზე და იქიდან გაანადგურებთ
გრადს! - მოგვცა დავალება ახალმა პოლკის მეთაურმა და
რუკაზე მოგვინიშნა ადგილი, სადაც ქვემეხები უნდა
აგვეტანა.
ეს ადგილი კიდევ უფრო მაღლა მდებარეობდა, ვიდრე 20
მარტს ავთო წიკლაურთან ერთად მტრის ზურგში ვიყავით
ასულნი კორექტირებისას. ქართულ მხარეს ამ მიმართულებით
სამანქანო გზა გაეჭრა და ბრწყინვალე პლაცდარმი იყო
არტილერიის სამუშაოდ.
- ეგ გასაგებია, ბატონო პოლკოვნიკო, მაგრამ რა აუცილებლობა
იყო კორექტირებიდან ყველა ადამიანის მოხსნა, ერთი კაცის
დატოვება ხომ მაინც შეგვეძლო? ახლა ამდენი ნამუშევარი
დაიკარგა. - წყენით მივმართე პოლკის ახალ მეთაურს.
- ნაბრძანებია მთელი დივიზიონის ასვლა იმ ახალ ობიექტზე,
ასე რომ, შეასრულეთ ბრძანება! - ჩვენდა გასაკვირად,
პოლკოვნიკმა საბჭოური ჯარისთვის დამახასიათებელი
ბრძანება გასცა.
ბრძანება, რომელიც იდეალური არ იყო, მაგრამ რადგან
უფროსი ჩინის მქონე ადამიანმა გასცა, ამიტომ მისი შესწორების
შანსი არავის ჰქონდა. ბიჭები საბჭოეთის ჯარში ნამსახურები
ვიყავით. ამ ბრძანების არსიც გავიგეთ და ინტონაციაც.
მოხალისე ჯარისკაცს უბრძანე, ოღონდ ცოტა თხოვნით.
დედამიწას გადაატრიალებს და მაინც შეასრულებს დავალებულ
თხოვნა-ბრძანებას, მაგრამ ამ ტონით თუ უბრძანებ, შეიძლება
სულ წავიდეს ომიდან.
წამიერად თვალწინ გაირბინა ყველა იმ გაჭირვებამ და
თავგანწირვამ, რომლებიც დივიზიონმა გადაიტანა. არავის
უბრძანებია, ისე ვასრულებდით ყველა დავალებას.
- 188 -
აძიუბჟა, ატარა, კინდღი, კუტოლი, ტამიში, ლაბრა, ცაგერა - ეს
ის სოფლებია, სადაც მრავალი თვე ვიბრძოდით. ფეხით გვქონდა
მთელი პოზიციები დავლილი. დესანტის წყალობით ახლად
აღმოცენებული ფრონტის ხაზი ზუსტად ამ სოფლებს მოიცავდა.
უეცრად გამოჩნდა უფროსობა, რომელსაც არც კი აინტერესებს იმ
ხალხის აზრი, რომელიც ავად თუ კარგად სხვაზე უკეთ იცნობდა
იქაურობას. აშკარად, ეს არ იყო თემურ ლომთათიძე, რომელიც იმ
ადგილებში ნაომარი ხალხის რჩევას დიდ ყურადღებას
უთმობდა.
არაფერი გვითქვამს, არც არაფერი შევიმჩნიეთ. იმდენი
შეგნება კი გვქონდა, რომ მძიმე სიტუაციაში ჩვენს იმედად მყოფი
ხალხი არ გაგვეწბილებინა. გადავხედეთ ერთმანეთს და
დავიწყეთ მზადება ახალი დავალების შესასრულებლად. რადგან
ნაბრძანები იყო მთელი დივიზიონის გასვლა, პოლკის
დისლოკაციის ადგილზე მყოფი ყველა ჩვენი ბიჭი წამოიშალა,
მათ შორის შტაბში მომუშავენიც. ახალმა პოლკის მეთაურმა რომ
შეხედა, რა ხალხი აპირებდა გასვლას, დაეჭვებულმა მოგვმართა:
- ეს ყველა, თეთრი არწივის დივიზიონის ხალხია?
- დიახ, - მშვიდად მივმართეთ და მზადება გავაგრძელეთ.
- ესენი მაინც დამიტოვეთ, - თხოვნით მოგვმართა და შტაბში
მომუშავე ხალხს მოჰკიდა ხელი.
ნათელი გახდა, რომ ორი წუთის წინ გაცემული ბრძანება მას
არ ეკუთვნოდა და ის ტონიც აღარ ისმოდა მის ხმაში.
- იმ ბრძანებას რა ვუყოთ, მთელი დივიზიონი რომ უნდა
გავიდეს ახალ პოზიციაზე? - ჰკითხა ცინიკური ღიმილით
ერთ-ერთმა ჩვენგანმა.
პოლკის მეთაური მხოლოდ იღიმებოდა, მიხვდა, რომ
უნებლიედ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა.
- 189 -
დივიზიონს სპეციალისტები არ გვაკლდა, ამიტომ ვინც
საარტილერიო პოლკის სრულყოფილი მუშაობისთვის იყო
საჭირო, ყველა დავუტოვეთ.

ახალი პოლკის მეთაური არ იყო ცუდი კაცი. შეიძლება ითქვას,
საკმაოდ გამოცდილი სამხედროც კი იყო. შტაბში ჩვენი
დივიზიონის ბიჭების მუშაობა რომ ნახა, სულ გადაირია. არც
მალავდა და პირდაპირ ამბობდა:
- ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე ჩქარა შეიძლებოდა
მათემატიკური გათვლების გაკეთება. ეს მაჩვენებელი
ყველაზე საუკეთესო ნორმატივზეც კი ათჯერ ჩქარია.
ბიჭები მართლაც ელვისებურად ითვლიდნენ. იმ დროს
კომპიუტერები არ გვქონდა, მარგამ ფიზიკოსები ორნიშნა და
სამნიშნა რიცხვებს ერთმანეთზე უპრობლემოდ ამრავლებდნენ
ზეპირად. ამას დავუმატოთ გეომეტრიული და ტრიგონომეტრიული აპარატის სრულყოფილი ცოდნა და უნიკალურ
საარტილერიო შტაბის მუშაკს მივიღებთ.
რამდენიმე ბიჭს პოლკის მეთაური შეჰპირდა კიდეც:
- გმირობაზე წარგადგენო.
- 190 -
და ნამდვილად ღირსნიც იქნებოდნენ, მაგრამ ამისთვის არ
იყვნენ ბიჭები იქ წასულნი.
ერთხელ შტაბში შევედი და ჩემი ძმაკაცი პოლკოვნიკის
მუნდირით დამხვდა. ორივეს სიცილი აგვივარდა.
- გილოცავ. - ვუთხარი ღიმილით.
- შემცივდა და მე რომ საქმეს არ მოვცდენილიყავი, ეს
მომახურა, - მიპასუხა ასევე სიცილით.
- თვითონ სად არის?
- ჩემი ჩასაცმელი მოაქვს.

დავუბრუნდეთ ჩვენს ახალ დავალებას, რომელიც
მოწინააღმდეგის რეაქტიული არტილერიის დანადგარის, «БМ21» გრადის, განადგურებას შეეხება.
სპეციალურად გამზადებული გზით საკმაოდ მარტივად
ავედით დანიშნულ ადგილას. მოწინააღმდეგის ფრონტს
ზურგიდან მივადექით. ახალი დისლოკაციის ადგილიც
უნიკალურად იყო შერჩეული. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე
აწეულნი ტყვარჩელის ფრონტს გადასარევად ვუყურებდით.
ყურადღება მიიპყრო გიგანტური ზომის „ბინოკლმა“
(ჭოგრიტმა), რომელიც უკვე დამონტაჟებული დაგვხვდა. ისეთი
სიმძლავრის გამადიდებელი ეფექტი ჰქონდა, რომ 11
კილომეტრში ადამიანს რა ფერის ქამარი ეკეთა, იმასაც კი
ვაფიქსირებდით. სიტუაცია და ადგილსამყოფელი ძალიან
- 191 -
მოგვეწონა. მოკლედ, უკეთეს გარემოს არტილერისტი ვერ
ინატრებს.
წესისამებრ ქვემეხები სანგრებში ჩავსვით, გავამაგრეთ და
შევნიღბეთ.
«Д-44» ტიპის ქვემეხი 16 კილომეტრამდე ისვრის ჭურვს.
მაგრამ ჩვენ 1000 მეტრით ვიყავით აწეული ზღვის დონიდან და
ეს რამდენიმე კილომეტრს კიდევ გვიმატებდა. ტყვარჩელის
მიდამოებში ვერ მივწვდებოდით მტრის დანადგარს, მაგრამ თუ
მერკულას მიდამოებში მაინც გამოჩნდებოდა, მაშინ სროლის
შანსი გვეძლეოდა და თუ კიდევ უფრო აქეთ მოიწეოდა, მაშინ კი
ცოცხალს ნაღდად არ გავუშვებდით. შეგახსენებთ, ზღვაზე გემები
ოპტიკური სამიზნის გარეშე 6 კილომეტრში ჩავძირეთ და ახლა
გაცილებით მომზადებულ სიტუაციაში ვიყავით. კიდევ სხვა
ბევრი რამის გაკეთებაც შეგვეძლო, მაგრამ კატეგორიული
მოთხოვნა იყო:
- 192 -
- ახალი ადგილი არ უდა დაეფიქსირებინა მტერს. მხოლოდ
გრადის განადგურების შემდეგ გვეძლეოდა იმპროვიზაციის
უფლება.
ქვემეხის ერთი გასროლაც კი გათქვამდა ჩვენს ადგილსამყოფელს. მოკლედ, ვისხედით ჩუმად, ველოდებოდით გრადის
გამოჩენას. პარალელურად ვათვალიერებდით მოწინააღმდეგის
ტერიტორიას და თუ დავაფიქსირებდით, რუკაზე დაგვქონდა
მტრის გამაგრებული ობიექტები.
არ გამოდგა იოლი საქმე. დღედაღამ ჭოგრიტში ყურებამ
თვალი დაგვიღალა. კი ვენაცვლებოდით ერთმანეთს, მაგრამ
მაინც ძნელი იყო.
ობიექტების რიცხვი საკმაოდ გვქონდა დატანილი რუკაზე,
მაგრამ ჩვენმა არტილერიამ ვერ მოიცალა ჩვენთვის. ტამიშის
დესანტთან ბრძოლა კვლავ აქტიურ ფაზაში იყო. ეს გრადიც არა
და არ გამოჩნდა. ვითომ მივიღეთ ცნობა, რომ მერკულასთან
გრადმა იმუშავაო, მაგრამ ბიჭებს თვალი არ მოგვიხუჭავს.
ტყვარჩელი, ოჩამჩირე, გალის ჩათვლით ყველაფერს ვუყურებდით, გრადი და მისი მუშაობა ვერ შევნიშნეთ. ერთადერთი 5-6
ივლისს იყო ნისლიანი დღე, მაგრამ ლაბრამდე 14 კილომეტრში
მხედველობა მაინც გვქონდა, სავარაუდოდ, უნდა შეგვენიშნა
რეაქტიული არტილერიის მუშაობა, თუნდაც ის 20 კილომეტრში
ყოფილიყო.

აფხაზეთში ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყოველი დღე
კურიოზებითა და მოულოდნელობით იყო სავსე, მაგრამ ამ
პოზიციაზე მომხდარი ერთი განსაკუთრებული შემთხვევის
გახსენება აუცილებლად მსურს. როგორც ზემოთ აღვნიშნე,
თეთრი არწივის დივიზიონი დაბანაკებული ვიყავით საკმაოდ
- 193 -
მაღალ გორაზე. ზღვის დონიდან კილომეტრზე უფრო მაღლა
მდებარეობდა ეს ადგილი. შეიძლება ითქვას, რომ მთაში ვიყავით
ასული. ჩვენს სიახლოვეს არც სოფელი და არც ქართული
პოზიცია არ იმყოფებოდა. კვირაში ერთხელ ამოგვქონდა საჭმელი
და ტყეში იმით ვირჩენდით თავს. მოგეხსენებათ, ომში
ყველაფერი გრაფიკის მიხედვით არ მიმდინარეობს, დაძაბულობის გამო ვერ მოვახერხეთ მთავარ ბაზაზე ჯგუფის
გაგზავნა და 3-4-მა დღემ მშივრებს მოგვიწია ყოფნამ. როგორც
იქნა, მოვიცალეთ ჩვენთვის და სურსათზე გაუშვით რამდენიმე
მეომარი.
როგორც აღვნიშნე, პოზიცია უკაცრიელ ადგილას, მთაში, იყო,
ამიტომ სურსათით დატვირთული ხალხი ღამით დაგვიბრუნდა.
მთვარე ჯერ არ გახლდათ ამოსული და ღამის სიბნელეში ბევრი
რამის გარჩევა შეუძლებელი იყო. ერთადერთ სინათლის წყაროს
კოცონი წარმოადგენდა, მაგრამ მტერს ჩვენი ბანაკი რომ არ
დაეფიქსირებინა, ძალზედ პატარა კოცონს მხოლოდ ღამე და
თანაც შენიღბულად ვანთებდით.
გავხსენით სურსათით სავსე ტომრები:
- ე ე ე, ფირმა რაღაცეებია, - აღნიშნა ერთმა დივიზიონელმა.
- რა მოგვიტანეთ? - კითხვით მივმართეთ სურსათზე წასულ
ჯგუფს.
- არ ვიცი, ჩვენც არ გაგვისინჯავს, გვაგვიანდებოდა და
პირდაპირ აქეთ წამოვედით, - გაგვცეს პასუხი.
- ეს რა არის? - იკითხა ლაშა კაკულიამ და პოლიეთილენის
პარკში თერმულად შეფუთული საკმაოდ მოზრდილი საგანი
მბჟუტავი კოცონისკენ წაიღო. უკეთ რომ გაერჩია წარწერები,
კოცონთან დაიხარა და ლათინური ასოებით დაბეჭდილი
სათაური გაჭირვებით ამოიკითხა:
- „ROQUEFORT” რ ო ქ უ ე ფ ო რ ტ.
- აუ „როქფორი“, არ გახსნა, ბიჭო, აყროლებული ყველია ,-
ყვირილით მიმართა ერთ-ერთმა დივიზიონელმა ლაშას.
- ასეთი ყველი რატომ გამოგვიგზავნეს?
- 194 -
- მე და შენ არ მოგვეწონება, ცხვრის დაობებული ყველია,
თორემ საფრანგეთში დელიკატესად ითვლება, -
განაგრძნობდა იგივე დივიზიონელი.
- გავხსნათ საინტერესოა, - თქვა ცნობისმოყვარე დივიზიონელმა და პოლიეთილენის პარკს დანა დაუსვა. ჰაერი
უეცრად დაობებული საჭმლისათვის დამახასიათებელი
სუნით დამძიმდა.
- აუჰ, აუჰ, წაიღე, მოაშორე აქედან! - გაისმა სუნით
შეწუხებული ხალხის ხმა.
- მართლა რა საძაგლობაა, ამას როგორ ჭამს ხალხი? -
ჩაილაპარაკა ჩვენს შორის ყველაზე ცნობისმოყვარემ, ყველი
საერთოდ ახალ პოლიეთილენის პარკში კარგად შეფუთა და
ნარჩენებისთვის განკუთვნილი ორმოსკენ წავიდა.
არ გეგონოთ მოგატყუეთ, ნარჩენების ორმო რომ ვახსენე. საქმე
ისაა, რომ ნარჩენები უნდა გაგვენადგურებინა ან უნდა დაგვეწვა,
წინააღმდეგ შემთხვევაში, გარეული ცხოველი გვეძალებოდა და
სიბნელეში, სადაც ძირითადი აქცენტი ყურთასმენაზეა გადა-
- 195 -
ტანილი, გვიჭირდა გარჩევა ჩვენთან მოახლოებული ხმა მტერს
ეკუთვნოდა, თუ ცხოველს.
- მაგ ყველთან ერთად ერთი ბოთლი სასმელი ჩაედოთ ჯობდა,
თორემ თუ მოვიწამლეთ, ვინ გაისვრის ჩვენს მაგივრად
ზარბაზანს! - თქვა დელიკატესის სუნით შეწუხებულმა
მეომარმა.
- ნუ გეშინია, მაგაზე ჩვენ ვიზრუნეთ, - გაგვახარა საკვების
ორგანიზატორმა და 3 ბოთლი არაყი ამოიღო.
- თუ ძმა ხარ, რა დროს არაყია. შიმშილით ჭიპი მაქვს ხერხემალზე მიკრული. ვისაც დანა გაქვთ, კონსერვი გახსენით.
ვნახოთ, ერთი ისიც გაფუჭებული ხომ არაა? - გაისმა ხმა.
- გაფუჭებული არც ყველია, უბრალოდ ეგეთი „მასტია“ რა. -
კვლავ დაბეჯითებით გვიხსნიდა, ფრანგულ კულინარიაში
ყველაზე მეტად გარკვეული დივიზიონელი.
- ხო, ხო, კაი, კაი მომაწოდე ახლა კონსერვი.
ცოტაოდენი პაუზის შემდეგ, კვლავ დაირღვა სიჩუმე.
- აი, ეს მესმის.
- ჰოოო, მაგარი გემრიელია! - გაისმოდა კონსერვის შიგთავსით
კმაყოფილი მეომრების შეძახილები.
- დაასხი დავილოცოთ! - წამოაყენა იდეა ჩვენს შორის ყველაზე
უფრო გონებაგახნილმა ადამიანმა.
სიბნელეში არაყი საკმაოდ ჩქარა ჩამოვასხით.
- ბიჭებო, მე მაქვს ერთი სადღეგრძელო. საქართელოსა და
საფრანგეთს გაუმარჯოს. მართალია, ყველი არ უვარგათ,
მაგრამ კონსერვები უნიკალური აქვთ! - გამოიჩინა ინიციატივა ერთ-ერთმა.
- გაუმარჯოს! - რადგან არყის დალევა ყველას გვეჩქარებოდა,
მყისიერად დავეთანხმეთ და თითო ჭიქა გადავკარით.
იმ სუფრაზე საფრანგეთის სადღეგრძელო კიდევ რამდენიმეჯერ შეისვა. ზოგი სერიოზული, ზოგიც არასერიოზული
კუთხით, მაგრამ მთავარი ამოცანა ყველამ შეასრულა და 3-4 დღის
უჭმელობა ფრანგული კულინარიით გაქვითა.
- 196 -
სიმღერის ხასიათზე მოვედით. წავუღიღინეთ. სიგარეტი
გავაბოლეთ. ფილოსოფიური აზროვნების ნოტაზეც დავდექით
და დავიწყეთ კიდეც კონკრეტულ თემაზე მსჯელობა, მაგრამ
კოცონთან მჯდომი, საოცრად კარგ ხასიათზე მყოფი, ლაშა
კაკულია უცებ ცუდად გახდა. შურდულივით გაიქცა ახლოს
მყოფი ბუჩქებისკენ და გული აერია.
ყველა საშველად მივცვივდით, ზოგი წყალს
მივარბენინებდით, ზოგს ლაშას შუბლი ეჭირა და ზოგიც კიდევ,
ავადმყოფს მეტი ჰაერი რომ მისვლოდა, მუყაოს ყუთის
ნაგლეჯით ანიავებდა ლაშას ფერწასულ სახეს.
მეტყვით, სიბნელეში ფერწასული სახე როგორ შენიშნეო,
მაგრამ ეტყობა კრიზისულ სიტუაციაში, ადამიანის ორგანიზმს
უამრავი ნიჭის გამომჟღავნების უნარი აქვს. არ ვიცი როგორ,
მაგრამ სიბნელეში შემდგომ განვითარებული მოვლენები
საკმაოდ მკაფიოდ და ხილულად მახსოვს.
- რა მოგივიდა, რა შეჭამე ასეთი? - ვეკითხებოდით აქეთიქედან.
- არაფერია, დაწყნარდით, გაივლის ახლა. - გვამშვიდებდა
ლაშა, მაგრამ, ავადმყოფური სიმპტომები უფრო მატულობდა.
- ნეტა, რამ აწყინა? - ვეკითხებოდით ერთმანეთს და
ინფორმაციის უტყუარ წყაროს მაინც ლაშასგან ველოდით. ის
კი უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა.
- სპირტივით არაყი აქვს ნასვამი და მაინც მოწამლა რაღაცამ.
ბიჭებო, ამას ჩვენ ვერ ვუშველით, წავიყვანოთ ექიმთან! -
დაბეჯითებით თქვა ერთერთმა დივიზიონელმა.
- კი, ასეა. უნდა წავიყვანოთ და თან დროზე, სანამ დაავადება
ნაწლავებში გადასულა, - დავადასტურეთ ყველამ.
- არაფერია, დაწყნარდით, მალე გაივლის, - განაგრძობდა ლაშა.
- მაგას რას უსმენთ, სხვა რამეს ხომ იცით, რომ მაინც არ
გვეტყვის, - ვჯიუტობდით ჩვენც.
- ახლა შემეშვით და ხვალ გეტყვით რაშია საქმე, - წამოსცდა
ავადმყოფს.
- 197 -
ამ სიტყვებმა ყველა დაგვაფიქრა და კატეგორიულად
მოვითხოვეთ ახსნა-განმარტება, რომელზეც კვლავ უარს
ვიღებდით.
- ლაშა თუ რამე იცი თქვი, თორემ ყველამ ერთი და იგივე
საჭმელი ვჭამეთ და თუ გულია ასარევი. ახლავე სჯობია
ვიცოდეთ, - არ მოვეშვით ავადმყოფს.
- ე ,ბიჭო, არაყი კონსერვი და პური გვაქვს ყველას ნაჭამი, ერთმა
კაცმა მაინც დახედეთ კონსერვის ქილას, - დაიკვნესა ლაშამ.
ამ სიტყვების გაგონებაზე ყველა
კონსერვის ქილას ვეცით. უამრავ
წვრილად ნაწერ ლათინურ ასოებს შორის,
რომელთა შინაარსი ლაშას ნაღდად არ
ესმოდა, დაბეჭდილი იყო მომცრო ზომის
ემბლემა. სადაც თეთრ ფონზე გარკვევით
მოჩანდა, კიდევ უფრო მომცრო ზომის
გაპარჭყული ბაყაყი. ყველა მივხვდით
რისი კოსერვები გვქონდა ნაჭამი. თანაც ამ საკვებით რამდენიმე
დღიანი შიმშილი ავინაზღაურეთ.
- ოხ, ფრანგებო, თქვენი ... - გაისმა განწირული ხმა და ბიჭები
სხვადასხვა კუთხისკენ გავიქეცით.
- გითხარით, ხვალ გეტყვით-მეთქი. ახლა როგორ გიშველოთ
ყველას, - წუწუნებდა ფეხზე წამომდგარი ლაშა კაკულია.
- 198 -

გადიოდა დღეები, ვნერვიულობდით. ორივე ფრონტიდან
არასახარბიელო ინფორმაციას ვიღებდით. ჩვენ კი უსაქმურად
ვიყავით. რამდენიმეჯერ მოვითხოვეთ დავალების მიღება, ან
მთის წვერიდან სროლის უფლება, მაგრამ ამაოდ.
ერთ დღეს მთის წვერზე გვეწვია ერთ-ერთი გენერალი და
პირდაპირ იერიშზე გადმოვიდა:
- ასეთ ადგილზე ხართ და არ მუშაობთ.
- გასროლის ნება მხოლოდ გრადზე გვაქვს და რა გავაკეთოთ? -
შევხედეთ გაკვირვებულებმა
- მე გაძლევთ ამის ნებას, - მოგვიგო გაბრაზებულმა.
ვიცოდით, რომ გასროლის აკრძალვა კიდევ უფრო მაღლიდან
იყო, ვიდრე ამ გენერლის უფლება-მოსილება ვრცელდებოდა და
კორექტულად შევეკითხე:
- იქ საქმის კურსში არიან?
ესეც ვთქვი და სულ გადაირია. აქ უკვე ჩვენს ოლიმპიურ
სიმშვიდესაც ბოლო მოეღო და ცოტა არ იყოს, ავყევით ნერვებს.
დიდ ხანს არ გაგრძელებულა. ორივე მხარემ მშვიდად საუბარი
ვამჯობინეთ.
- კარგი, ნუ გაისვრით. კორექტირება მაინც არ იცით, რომ
აქედან უხელმძღვანელოთ არტილერიას? - წყნარად მოგვმართა, მაგრამ ხმაში ფარული გაბრაზება მაინც შეინიშნებოდა.
- როგორ არ ვიცით. - იმავე ტონით ვუპასუხეთ ჩვენც
- ტყვარჩელის ფრონტზე გიმუშავიათ ოდესმე?
ჩვენ მოკლედ მოვუყევით დივიზიონის ისტორია, თუ რომელ
ადგილებში გვქონდა ნამუშევარი და ბოლოს ისიც ვახსენეთ, რომ
ტამიშის დესანტის დაბომბვა პირველ დღეებში ჩვენ ვიტვირთეთ,
მერე კი ვიღაცამ არაპროფესიონალურად ჩაგვანაცვლა.
ამ სიტყვებზე შეცბა, მოლბა და ღიმილით მოგვმართა:
- ა, ეს თქვენ ხართ?
- 199 -
ვერ გავიგეთ ამ სიტყვების აზრი.
(საკმაოდ გვიან გავიგე, რომ ჩვენ თურმე ამ გენერალმა
ჩაგვანაცვლა ტამიშის დესანტის დაბომბვის დროს. აუცილებლად
ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ყველამ აღიარა, გენერალმა უნაკლოდ
ამუშავა არტილერია ტამიშის მიდამოებში.)
ასე რომ, ინსტიქტურად გავეცით პასუხი:
- კი, ჩვენ ვართ.
- მერე, კორექტირებას რატომ არ აკეთებთ?
- არტილერია ან დაკავებულია, ან იგნორირებას უკეთებენ
ჩვენს მოთხოვნებს, - მივუგეთ რეალურად განაწყენებულებმა.
ამ სიტყვაზეც შეცბა. რატომ, დღესაც არ ვიცი. მაგრამ მან რაღაც
აშკარად დაგვიმალა.
1993 წლის 24 ივლისს ბრძანება მივიღეთ პოზიციები
დაგვეტოვებინა. საწყენია, რომ უნიკალური პოზიცია და
შესაძლებლობა აბსოლუტურად ვერ გამოვიყენეთ.
1993 წლის 27 ივლისი.
სადამკვირებლო მისია.
როგორც ვახსენეთ, აფხაზურმა მხარემ დაარღვია 1993 წლის 14
მაისს რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის
შეთანხმება, რომელიც 20 მაისს შევიდა ძალაში.
- 200 -
18 ივნისს კოდორის ხეობის სოფელ ლათას მიდამოებში
ტერაქტით დაიწყო ის დიდი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც
ტამიშის დესანტი და დასავლეთის ფრონტის ხაზის გარღვევა
მოჰყვა.
ივლისის ბოლოს გუმისთის ფრონტის ხაზზე სიტუაცია
უკიდურესად დაიძაბა. სოხუმის მხარეს მოწინააღმდეგის ხელში
ნაწილობრივად აღმოჩნდა სტრატეგიული სიმაღლეები: კამანი,
შრომა, აპიანდას სახით. სოხუმის დაცვა ჩრდილოეთიდან
საკმაოდ გაძნელდა.
მაშინდელმა ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, იმ ვალის
დაბრუნება მოსთხოვა რუსეთს, როდესაც ქართულმა მხარემ 15-
16 მარტის დესანტის განადგურების შემდეგ დაინდო აფხაზები
და შეტევაზე არ გადავიდა.
ყველა ხელშეკრულების დარღვევის მიუხედავად, ქართული
მხარე კიდევ ერთხელ ენდო რუსეთს და 1993 წლის 27 ივლისს
სოჭში აფხაზებმა და ჩვენ რუსეთის შუამავლობით შეთანხმებას
მოვაწერეთ ხელი.
შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთს ტოვებდა ყველა
დაქირავებული მებრძოლი, ჩვენ კი გაგვყავდა შეიარაღებული
ფორმირებების უმეტესობა. ამასთან ერთად, ფრონტის ხაზიდან
უნდა გაგვეყვანა არტილერია და ჯავშანტექნიკა, ხოლო მოწინააღმდეგის ტექნიკაზე კონტროლი კი აფხაზეთში მყოფ რუსულ
ნაწილებს დაევალა.
ყოველივე ამასთან ერთად ორივე დაპირისპირებული მხარე
უნდა დაბრუნებოდა იმ პოზიციებს, რომლებიც 1993 წლის 20
მაისს გვეჭირა. შეგახსენებთ, რომ 14 მაისს დადებული
ხელშეკრულება 20 მაისს შევიდა ძალაში.
ამისთვის ჩამოყალიბდა სადამკვირებლო მისია. ეს მისია
ქართული, რუსული და აფხაზური მხარით იყო დაკომპლექტებული. რა თქმა უნდა, მისიის ხელმძღვანელად რუსული
- 201 -
მხარე გვევლინებოდა. მისიის წევრები გადანაწილებულნი ვიყავით დაპირისპირებულ მხარეთა ბანაკებში და ხელშეკრულების
პირობების შესრულებას ვუზრუნველვყოფდით.
მეც გავწევრიანდი ამ მისიაში.
• ჯერ ერთი, რომ მთხოვეს. არტილერისტი ვიყავი და მისიის
ყველა ქმედება რუკაზე უნდა დამეტანა.
• მერე მეორე, ჩემი ინტერესიც იყო. ზემო კინდღის ბრძოლაში
დაღუპული 3 არტილერისტის ცხედარი ოჯახებისთვის უნდა
დამებრუნებინა. ეს ორგანიზაცია კი ამის გაკეთების
უნიკალურ შანსს მაძლევდა.
ბევრი ვეხვეწე ქართულ მხარეს, ტყვარჩელის ფრონტზე
გავენაწილებინე. თან ვუხსნიდი, რომ იქაურობა ზეპირად
ვიცოდი, მაგრამ ვერაფერს გავხდი და გამანაწილეს სოხუმის
მხარეს, კერძოდ, სოფელ ოდიშში.
სამი კაცისგან შემდგარ ჯგუფს, რომელშიც რუსი, ქართველი
და აფხაზი ვიყავით გაწევრიანებული, სოფელ ოდიშში
გამოყოფილი გვქონდა ბინა. დილას 9:00 საათზე გამოვიდოდით
ამ სახლიდან და მაწანწალა ძაღლებივით დავდიოდით მთელი
დღე ორივე დაპირისპირებული მხარის პოზიციების
შესამოწმებლად. მძიმე ტექნიკა და არტილერია უნდა მოგვეძებნა.
თუ მოვძებნიდით, უნდა აღგვერიცხა. ჩემდა გასაკვირად,
აფხაზური მხარის წარმომადგენელმა ყველა ჯავშანტექნიკა
იცოდა, სად გვეყენა. თვითონ მიგვიძღოდა წინ და უშეცდომოდ
მიადგებოდა ტყეში დაყენებულ ტანკს. რაც მთავარია, 3
ბრონირებული მანქანის აღმოჩენის შემდეგ აღარც მოინდომა
მათი მოძებნა. გავიკითხე ჩვენებში და იმ რეგიონში მხოლოდ 3
ერთეული ჯავშანი გვყავდა.
ამ ფაქტმა მაშინვე დამაფიქრა. აფხაზური პოზიციებიდან ამ
ტანკების დაფიქსირება შეუძლებელი იყო. აფხაზმა კი უკვე
იცოდა მათი ადგილმდებარეობა. მაშინ გამიჩნდა სერიოზული
- 202 -
ეჭვი, რომ მოწინააღმდეგე მხარე თანამგზავრის ინფორმაციას
იყენებდა.
მისიის შესრულების დასაწყისში რუსეთის მხარის
წარმომადგენლად ახალგაზრდა ოფიცერი ჰყავდათ დანიშნული.
ჩინით სადესანტო ბატალიონის ლეიტენანტი იყო. გამოირჩეოდა
უდიდესი აგრესიით ჯერ ქართველების და მერე ჩემ მიმართაც.
ერთი-ორჯერ აფხაზმა გაგვაშველა, თორემ დავარტყამდით
ერთმანეთს. ეს ზუსტად ზემოთ მოხსენებული ის ოფიცერია, 15-
16 მარტის გუმისთის დესანტის განადგურებაზე რომ
შევკამათდით და ვუთხარი:
- შეტევაზე რომ გადმოვსულიყავით, ყველას დაგხოცავდითმეთქი.
რაზეც პასუხი მივიღე:
- „ჩვენი მეთაურების დედა ვატირე, რომელმაც 20 მარტს, 19:40
წუთზე, გაგვაჩერეს, თორემ კრეისერებით ვიყავით
მომდგარნი და პირდაპირ ზღვიდან უნდა აგვეფეთქებინა
მთელი აფხაზეთიო.“
იმასაც შეგახსენებთ, რომ ბედის ირონიით ან შეგნებულად
ჩვენი შეტევაც ზუსტად მაგ დროს შეაჩერეს.
მოკლედ, სამშვიდობო მისის პირობებში გვევალებოდა,
ყოველდღიური ანგარიში წარგვედგინა ჩვენი უფროსებისთვის.
ქართულ მხარეს გადავეცი:
- რუსს თუ არ შეცვლით, კონფლიქტი გარდაუალია და ვაჟაფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ დიდი ხნით ვერ გამაჩერებს.
- ყველგან ეგ სიტუაციაა, რუსეთის მხარე საქმის კურსშია და ამ
ხალხს სასწრაფოდ შეცვლიან,- იყო პასუხი.
თან ორაზროვნად დააყოლეს:
- დესანტები არიან და ხელით არ შეეხოთ!
- მადლობა გაფრთხილებისთვის, ქვას ჩავარტყამ,- მივუგე მე.
- არა, ბიჭო, ეგ არ ქნა, - იყო ნაჩქარევი რჩევა.
- 203 -
ყველას გაგვეცინა.
პირობა მართლაც შეასრულეს და რუსი „დესანტნიკი“
გამოცვალეს.
მის მაგივრად რუსეთის ქვეითი ჯარის მაიორი მოვიდა. ეს იყო
„ბულკივით“ კაცი, რომელსაც არანაირი აგრესია ჩვენ მიმართ არ
გააჩნდა. შეიძლება ითქვას, პირიქით, ქართველების მიმართ
სიმპატიაც კი ჰქონდა.
ჩემთან შედარებით, მისიის ორივე წარმომადგენელი ასაკით
უფროსი იყო. როდესაც პოზიციებს შორის გვიწევდა მოძრაობა,
დიდი შანსი იყო, ნაღმზე დაგვებიჯებინა ფეხი. რუსი მაიორი
თვითონ მიდიოდა წინ და მაფრთხილებდა:
- ჩემს ნაფეხურებს მოჰყევი!
აფხაზი ვაჟკაცობდა და მარტო დადიოდა. რუსი
მომიტრიალდა და ღიმილით მკითხა:
- ჩვენს მეტი აქ არავინაა და თუ იცი, ვის ევაჟკაცება?
ბრმა ტყვია ბევრი დაფრინავდა. ამიტომ რაციაც მე მომანდო:
- მაინც რკინის ყუთია, შეიძლება ტყვიისგან გიხსნასო.
ყოველ შემთხვევაში, ამ რუსს არავინ აძალებდა ამის გაკეთებას
და ასეთი ყურადღება მაინც სასიამოვნო იყო.
დაპირისპირებულ მხარეთა შორის აქეთ-იქეთ სიარული
ბევრი გვიწევდა. შემთხვევით რომ არ დავეხოცეთ, სადამკვირებლო მისიის ლურჯი დროშით დავდიოდით, მაგრამ ამ
დროშის აზრი ბევრს არ ესმოდა და კინაღამ მიგვაცხრილეს.
ამიტომ თვითნაკეთი თეთრი დროშაც დავიჭირეთ ხელში, თორემ
უიარაღო ხალხს სადღაც ნაღდად მოგვკლავდნენ.
დაპირისპირებულ მხარეებს შორის სროლა და ომი რომ არ
განახლებულიყო, აქეთ-იქეთ პოზიციებზე ჩვენვე გადაგვყავდა
მეომრები ერთმანეთის გასაცნობად. ჩემდა გასაკვირად, ერთ-ორ
ადგილას ძალიან მეგობრული სიტუაცია ჩამოყალიბდა. სად
- 204 -
იშოვეს ბურთი, არ ვიცი, მაგრამ დილიდან საღამოს 19:00
საათამდე სულ ფეხბურთს თამაშობდნენ. 19:00 საათზე კი ყველა
უნდა დაბრუნებოდა სანგრებს.
ფეხბურთი ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა. უბრალოდ,
მოწინააღმდეგეებს გავაცანით ერთმანეთი. რამდენიმე საათის
შემდეგ კი სახელდახელოდ შექმნილ სტადიონზე აღმოვჩნდით,
თვითონაც გაგვიკვირდა.
ჯიბეები მოვიჩხრიკე, სიგარეტს ვეძებდი, მაგრამ ვერაფერი
მოვძებნე. თვალი გადავავლე გარშემო მყოფ ხალხს. არც თუ შორს
შუა ხანს გადაცილებული მამაკაცი შევნიშნე, იქნებოდა ასე 55
წლის. ფეხბურთს ინტერესით უყურებდა და თან სიგარეტს
ეწეოდა. უიარაღოდ ბრძანდებოდა. საკმაოდ ზორბა ტანის მქონე
კაცს, საგულდაგულოდ გარეცხილი და გაუთოებული, მაგრამ
ძველი, გადახუნებული, სამხედრო ფორმა ეცვა. ჩინის
მიმანიშნებელი არაფერი ჰქონდა ამ ფორმას, მაგრამ ნებისმიერეი
მიხვდებოდა, რომ ეს კაცი რიგითი მეომარი არ იყო. მელოტი
შუბლის გარშემო განლაგებული ვერცხლისფერი თმები და
კარგად გაპარსული სახე, მის მოწესრიგებულ იერს მეტ
დარბაისლობას ჰმატებდა.
სიგარეტის სათხოვნელად მივაშურე. რადგან უფროსი ასაკის
ბრძანდებოდა ამიტომ დიდი მოწიწებით ქართულად მივმართე:
- უკაცრავად, ერთ ღერ სიგარეტს ხომ ვერ მომცემდით, თორემ
სადაც მივედი ყველგან გამომართვეს და ახლა მე თვითონ
აღმოვჩნდი უსიგარეტოდ, - რაც შემეძლო თავმდაბლად
აუხსენი ჩემგან მისი შეწუხების მიზეზი.
შემომხედა, ფორმიდან დააფიქსირა რომ სადამკვირებლო
მისიის წარმომადგენელი ვიყავი. იმასაც კარგად მიხვდა, რომ
წარმოთქმული სიტყვები „სადაც მივედი“, აფხაზურ და ქართულ
პოზიციებს შორის მოძრაობას ნიშნავდა და ჩემი უსიგარეტოდ
ყოფნა სწორედ ამ ფაქტით იყო გამოწვეული.
- 205 -
შეწუხდა. სამხედრო ფორმაზე არსებულ მრავალ ჯიბეში,
ახლა მან დაუწყო სიგარეტის კოლოფს ძებნა. როგორც იქნა
მოძებნა, კოლოფი გამომიწოდა და დიდი სითბოთი მომმართა:
- აგერ, ჭირიმე.
ერთი ღერი ამოვიღე, სიგარეტს მოვუკიდე, მადლობა
გადავუხადე და თითქმის ბოლომდე სავსე კოლოფი ისევ უკან
გავუწოდე. ჩემს ამ ქმედებას მისი მხრიდან შეშფოთებული
რეაქცია მოჰყვა:
- არა, გენაცვალე, ვატყობ შენ უფრო გჭირდება. თანაც საქმიდან
გამომდინარე ხარჯიც უფრო მეტი გაქვს, ასე რომ, შენ
დაიტოვე. - ჩემ მიმართ კვლავ დიდი ყურადღება გამოიჩინა
უცნობმა ადამიანმა.
კვლავ მადლობა გადავუხადე და კოლოფი ჯიბეში ჩავიდე.
ზეცას გავხედე. ზაფხულის ცხელი მზე ჩასასვლელად ემზადებოდა. ჰორიზონტზე გრძელ ჯაჭვად გაშლილი ღრუბლები
ალისფრად ღვიოდნენ. მათთან ბრძოლაში დაჭრილი მზის
წითელი სხივები კი აფხაზეთის მწვანეში ჩაფლულ ბუნებას
ზღაპრულად ლამაზ ელფერს აძლევდა.
საათს დავხედე, საღამოს 8 საათი ხდებოდა. ამოვიხვნეშე და
სინანულით ისე ჩავილაპარაკე, რომ ეს ნათქვამი ჩემს ახლად
გაცნობილსაც გაეგო:
- ერთი საათი გადააცილეს, დროა ფეხბურთის თამაში
შევაწყვეტინოთ და საკუთარ პოზიციებზე დაბრუნება
მოვთხოვოთ. არადა, ძლივს შერიგებას ვეღირსეთ, ახლა ამათი
გაჩერება საცოდაობის მეტი არაფერია.
ეს სიტყვებიც ვთქვი და ამხელა, ზორბა ტანის მქონე მამაკაცი
მოწყვეტით მუხლებზე დაეცა, მზის სისხლიან, წითელ სხივებს
თვალი გაუსწორა, ღრმად ჩაისუნთქა, პირჯვარი გადაიწერა და
ვედრებით მიმართა მაცხოვარს:
- ღმერთო, გთხოვ შეგვაწყვეტინე ეს ომი და გაუთავებელი
სისხლისღვრა! - ამ სიტყვების შემდეგ თავი დახარა და
- 206 -
შეწყალებისთვის თავისი სახელი და გვარიც დაასახელა,
რომელიც ჩემდა გასაკვირად, აფხაზური გამოდგა.
გავოგნდი. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ქართულად
უაქცენტოდ მოსაუბრე ადამიანი აფხაზი გამოდგებოდა. კვლავ
შევხედე წითლად მოელვარე ზეცას. მის უკიდეგანო სივრცეში
მყოფ ღმერთს ამაოდ დავუწყე თვალით ძებნა, ცაზე მხოლოდ
სისხლისფერი ღრუბლები მოჩანდა. ვიგრძენი, რომ წითელმა
ფერმა უეცრად დამღალა.
- კმარა სისხლი! - ინსტიქტურად, მბრძანებლური კილოთი
წარმოვთქვი მეც.
მუხლებზე დავარდნილმა მამაკაცმა ფეხზე წამოდგომა
დააპირა, შევატყვე დახმარება სჭირდებოდა და ხელი შევაშველე.
წამოდგა, წელში გაიმართა, ცრემლით ამოვსებული თვალებით
შემომხედა და ღიმილით მომართა:
- რატომ მიყურებ ასეთი გაკვირვებული?
- უკაცრავად აფხაზი ბრძანდებით? - დავუსვი შეკითხვა.
- კი. მეც სადამკვირებლო მისიაში ვარ. სოხუმში ვიყავი, ცნობა
რომ მივიღეთ: „აპიანდას მთაზე, ფრონტის ერთერთ უბანზე,
მოწინააღმდეგე მეომრებმა ფეხბურთის თამაში დაიწყესო.“ ამ
ხნის კაცი გახარებული ისე გამოვრბოდი ამის სანახავად, რომ
მანქანა ძლივს დამეწია.
- ყველას გაგვიკვირდა და გაგვიხარდა, - დავუდასტურე მეც.
- ვითომ გვაპატია ღმერთმა ცოდვები და მშვიდობა გვაღირსა? -
კვლავ კითხვით მომმართა ასაკოვანმა მამაკაცმა.
- არ ვიცი! - გულუბრყვილოდ ავიწურე მხრები.
ეტყობა, რაღაცის თქმას კიდევ აპირებდა, მაგრამ ხმაში
ცრემლი შეერია. მომიახლოვდა და მამაშვილურად გულში
ჩამიკრა. არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. ჩემს ცხოვრებაში
მეგობრულად პირველად შემომხვია აფხაზმა ხელი.
მოვლენების ასეთი განვითარებისთვის მზად არ ვიყავი. ასაკს
პატივი ვეცი და მეც შემოვხვიე ხელი.
- 207 -
როგორც იქნა საფინალო სასტვენის მსგავსი ხმაც გაისმა.
შიშველი ფეხით მოთამაშე ფეხბურთელებმა საკუთარ ჩექმებს
დაუწყეს ძებნა. ცოტა ხანში კი მებრძოლები ერთმანეთს მეგობრულად დაშორდნენ.
- დღეს ამათ შორის სროლა არ იქნება!- კმაყოფილებით
ჩავილაპარაკე მე. შემდეგ აფხაზ და რუს კოლეგასთან ერთად
დასასვენებლად წავედი.
ყოველ შემთხვევაში, მინდა აღვნიშნო, რომ ფეხბურთის
ამხანაგური მატჩის ფაქტი მხოლოდ ჩრდილო კავკასიელებსა და
ქართველებს შორის ორ ადგილას დაფიქსირდა.
არ გეგონოთ, ყველგან ერთნაირი სიტუაცია იყო.
რამდენჯერმე მოგვიწია იმ ადგილებში მისვლამ, საიდანაც მტრის
მეომრები შრომა, კამანი, აპიანდას მიმართულებით ამოძვრნენ
ჩვენს სიმაღლეებზე.
ეს იყო მათი მთავარი ბაზა, რომელიც ახლად გაჭრილი გზის
წყალობით მოუახლოვდა სოხუმის ჩრდილოეთ ფრონტს. მე
მომიწია ამ გზებზე სიარული, უდიდესი სამუშაოები ჩაატარეს
აფხაზებმა 15-16 მარტის მარცხის შემდეგ. საკმაოდ დიდი გზა
გაიყვანეს ამ მთიან რეგიონში აღნიშნულ სოფლებთან
მისაახლოებლად.
- 208 -
ბაზებამდე მისასვლელად ის მდელოები უნდა გაგვევლო,
რომელთა გავლითაც ჩვენი ფრონტის ხაზი აიღეს.
ზემოთ ვახსენე, მაგრამ კვლავ
უნდა გავიმეორო. უამრავი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა
ჰქონდათ ნახმარი. ეგრეთ წოდებული «ПТУР» (Противотанковая
управляемая ракета ) ფტური.
შეგახსენებთ, ეს რაკეტა მართვის
პულტთან შეერთებულია ძალზე
მაგარი და ელასტიური მავთულით.
რა მასალისგან არის დამზადებული
არ ვიცი, მაგრამ ეს მავთული
რამდენიმე კილომეტრზე მიჰყვება რაკეტას და არ წყდება.
მდელოები დაფარული იყო გაველურებული ბალახით,
რომლის სიმაღლე ზოგ ადგილებში მეტრს აღემატებოდა და
ასეთი ტერიტორია კი დაქსელილი იყო მრავალ კილომეტრზე
გადაჭიმული მავთულით. ძლივს ვმოძრაობით, გვერდს ვეღარ
ვუვლიდით დიდი რაოდენობის მავთულს და ერთი-ორჯერ
კიდეც გავიხლართეთ.
ხეობიდან ხეობაზე ჰქონდათ ნასროლი უდიდესი
დამანგრეველი ძალის რაკეტები. ყველაფერზე წავიდნენ ჯერ
რუსები და მერე აფხაზები, ეს სტრატეგიული ობიექტები რომ
აეღოთ. ნამდვილად გაუჭირდებოდათ ჩვენს შენაერთებს ასეთი
მასიური თავდასხმის გაჩერება.
როგორც იქნა, მივაღწიეთ ერთ-ერთ პოზიციამდე. არ
გველოდნენ და კინაღამ ცეცხლი გაგვიხსნეს, მაგრამ ჩვენთან
მყოფმა აფხაზმა ატეხა თავის ენაზე ყვირილი და გადავრჩით.
როცა გაირკვა, ვინც ვიყავით შეგვიშვეს ბაზაზე. რუსსა და
აფხაზს, რა თქმა უნდა, არაფერი უთხრეს, ჩემკენ კი პირდაპირ
- 209 -
იერიშით წამოვიდნენ. უიარაღოდ ვიყავი, რაცია გადავაგდე და
„სამშვიდობო“ დროშის ტარი საჩხუბრად მოვამზადე. აფხაზი და
რუსი გადაეღობნენ ჩემკენ მომავალ ბრბოს. აფხაზმა რაღაცის
ყვირილი დაუწყო თავის ენაზე, რუსმა კი გარკვევით უთხრა მათ:
- ამ კაცს რომ რამე მოუვიდეს, ჩემი ხელით დაგხვრეტთ!
მომენტალურად გაჩერდნენ. მე მივუტრიალდი ჩვენი მისიის
აფხაზს და ყველას გასაგონად მივმართე:
- განსხვავებას თუ უყურებ ხალხს შორის. ქართულ პოზიციებზე უმთავრესად სუფრას გვიშლიდნენ და პირადად შენ
პატივს გცემდნენ. ერთ მომენტს ვერ გაიხსენებ, ვინმეს რომ ხმა
აეწიოს შენთვის. ეს რა დახვედრაა?
- მეც მაგას ვუყვიროდი ამ ხალხს, - მომმართა აფხაზმა ისეთი
ხმით, რომელშიც დანაშაულის და პატიების ინტონაცია
ერთად იყო.
ყველა დაწყნარდა. რაღაც დანაშაულის გრძნობა გაუჩნდათ,
ბოდიშის მოხდა დამიწყეს. მოვიდა უფროსობაც და იმათ ცალკე
მთხოვეს პატიება. ერთ-ერთმა ხელკავით გვედით გამიყვანა:
- შენთან საუბარი მსურს,- წყნარად მომმართა და გააგრძელა-
- მე ვარ სომხური ბატალიონი „ბაგრამიანის“ უფროსის
მოადგილე და მინდა გითხრა, რომ სომხებს ნეიტრალური
პოზიციის დაჭერა გვსურდა, მაგრამ პირველად შემოსულმა
ქართულმა ფორმირებებმა ისეთ დღეში ჩაყარეს აფხაზური და
სომხური მოსახლეობა, რომ აფხაზების მხარეს დავდექით
საომრად.
- ყაჩაღს ეროვნება არა აქვს. მათ არც ქართველები დაზოგეს. თუ
გაინტერესებს, ჩემი სამხედრო შენაერთის 10% -ს სომხები
შეადგენენ, რომელთა უმრავლესობა საქართველოსთვის
დაიღუპა და ერის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ.
ყაჩაღებით ნუ ვიმსჯელებთ. იმ დიდი ისტორიით
- 210 -
ვიხელმძღვანელოთ, რომელიც ქართველებისა და სომხების
მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით დაგროვდა, - მივმართე
საკმაოდ მშვიდად.
ამის შემედეგ ჩაი შემოგვთავაზეს და სამშვიდობო მისიით
დავალებულ საქმეს მივხედეთ.
ასეთ აგრესიულ სიტუაციაში სულ სამჯერ აღმოვჩდით.
აღნიშვნის ღირსია, რომ ერთ-ერთ აფხაზურ პოზიციაზე ისე
მიგვიღეს, გეგონებოდა, მათი ასი წლის უნახავი ძმაკაცი ვიყავი.
როცა გაიგეს, რომ აფხაზეთში ნამყოფი არ ვიყავი და მხოლოდ
საომარი მოქმედებების დროს ჩავედი, გადაირივნენ:
- იმიტომ გვაქვს ომი, რომ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ.
რუსულ მხარეს სთხოვდნენ:
- დარჩით დღეს ჩვენთან, ამ კაცს და თქვენ რიწის ტბაზე
აგიყვანთ, ხვალ კი გააგრძელეთ თქვენი სამშვიდობო მისია. -
მაგრამ ეს პროტოკოლში არ იყო და ვერ დავთანხმდით.
აი, მიახლოებით ასეთ პირობებში ვმუშაობდით სამშვიდობო
მისიის დროს.
- 211 -

ჩემი დაღუპული ძმაკაცების ცხედრები მოსვენებას არ
მაძლევდა. როგორღაც ტყვარჩელის ფრონტის ხაზზე უნდა
შევსულიყავი. ჩვენს მისიაში გაწევრიანებულ რუსს ვუთხარი ეს
პრობლემა.
- ჩემი უფლებები იქ არ ვრცელდება, მაგრამ შემიძლია რუსული
მხრიდან მთელი სამშვიდობო მისიის უფროსი ვინც არის, ის
მოვიწვიო და მაგ საქმეზე არაფრით არ გეტყვის უარს,- მომცა
იმედის მომცემი პასუხი.
მართლაც დაუკავშირდა მისიის უფროსს და სთხოვა, როცა
ეცლებოდა, სოფელ ოდიშში ამოსულიყო.
ოჯახში, სადაც ჩვენი ჯგუფი იყო დაბინავებული, მოვლაპატრონობა და სუფრა არ გვაკლდა, მაგრამ მისიის უფროსისთვის
რაღაც პატივი უნდა მეცა, ამიტომ სამ ლიტრიანი ქილით
სპირტივით არაყი მოვიტანე. კარგად ვიცნობდი რუსი ოფიცრების
ბუნებას და არაყი ჩვენი საუბრის აუცილებელ ატრიბუტად
მიმაჩნდა.
დათქმულ დროს სამხედრო სიზუსტით მართლაც ამოვიდა
მისიის უფროსი ჩვენს სოფელში. სიმაღლით ორი მეტრი მაინც
იქნებოდა. საკმაოდ სპორტული აღნაგობაც ჰქონდა. ჩინით
ქვეითი ჯარის პოლკოვნიკი იყო. მოგვესალმა ყველას და ჩვენი
ჯგუფის რუსს მიმართა:
- გუდაუთაში გადასვლა არ მინდა და აქ რომ დავიძინო, იმის
საშუალება თუ არის? - თან გაშლილ სუფრას გადაავლო
თვალი.
ეს სიტუაცია ჩემს წისქვილზე ასხამდა წყალს და მის
დარჩენაზე თანხობა განვაცხადეთ.
- რა საქმე გქონდა? - გადახვია ჩვენი მისიის რუს მაიორს ხელი.
- მე არა, ქართული მხარის წარმომადგენელს აქვს საქმე, -
უპასუხა მაიორმა.
- 212 -
- რა საქმეა? - ახლა მე მომიტრიალდა კითხვით.
- თან სუფრას მივხედოთ და გეტყვი, - მივიწვიე სუფრასთან.
- ღმერთო, ქართველებზე უფრო შეგნებული ხალხი არ
არსებობს, - ჩაილაპარაკა კმაყოფილმა და სუფრისკენ წავიდა.
პიდაპირ საქმეზე არ ჩამომიგდია საუბარი. მინდოდა, ცოტა
ნასვამებს გვესაუბრა. რამდენიმე ჭიქა დავლიეთ. ძლიერი არაყი
იყო. საბჭოეთის ჯარში სავალდებულო სამსახურის დროს
რამდენიმეჯერ მომიწია გაუზავებელი სამედიცინო სპირტით
ქეიფმა, ასე რომ, ყველა სიმპტომი ვიცოდი და დოზაც, რამდენის
დალევა შემეძლო.
შევატყვე, არაყი უკვე მომეკიდა. ჩვენი მისიის აფხაზური და
რუსული მხარის წარმომადგენლები უკვე მაგარი მთვრალები
იყვნენ. სუფრას თავი აარიდეს და ეზოში გავიდნენ სასაუბროდ.
ამ ჩვენს გიგანტური ზომის რუს პოლკოვნიკს კი საერთოდ არ
ეტყობოდა არაფერი. ფხიზელივით იჯდა. ეს ჩემს გეგმებში არ
შედიოდა.
მრცხვენია ამის აღიარება, მაგრამ სასმელის მოპარვა დავიწყე.
არყით სავსე სამლიტრიანი ქილა სუფრაზე ისე დავდგი, რომ
სანახევროდ დაცლილი ჩემი ჭიქა დამემალა. რამდენიმე
სადღეგძელო კიდევ შევსვით მე და პოლკოვნიკმა. თან სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით.
შეგახსენებთ, აგვისტოს თვე იდგა და საკმაოდ მაგრად
ცხელოდა. პოლკოვნიკმა ბოდიში მომიხადა და შემეკითხა:
- მაპატიე, უხერხული ხომ არ იქნება,ზედა პერანგი რომ
გავიხადო და მხოლოდ მაისურით ვიჯდე სუფრასთან? -
საკმაოდ თავაზიანად მომმართა.
- როგორც გენებოთ. - მივუგე მე. თანაც გამიხარდა. ეს პირველი
ნიშანი იყო, რომ სასმელმა იმოქმედა.
მაგრამ უეცრად ვიგძენი, რომ საქმე ცუდად მქონდა. სამხედრო
სამოსელში არ მოჩანდა კუნთების ის მასა, რომელიც ამ რუსის
პოლკოვნიკს ჰქონდა. ეს კაცი ეტყობა მთელი თავისი ცხოვრება
- 213 -
ვარჯიშობდა ან რაღაც სპეცშენაერთებში მსახურობდა. აშკარა
იყო, ამ გიგანტს მე ვერ დავათრობდი.
არ ვიცი, რა სახის გამომეტყველება მქონდა, მაგრამ
პოლკოვნიკს ჩემს დანახვაზე გაეცინა. არყის სამ ლიტრიანი ქილა
გვერდზე გასწია. რითაც მაგრძნობინა, რომ არ იყო ჩემი ნახევრად
შესმული ჭიქის დამალვა საჭირო და მომმართა:
- კარგად სვამ, მაგრამ ახლა საქმეს მივხედოთ, - და საქმიანი
სახე მიიღო.
მე დეტალურად ავუხსენი ჩემი პრობლემა, თან დავაყოლე:
- იმედი მაინც მაქვს, რომ დივიზიონის მეომრებიდან ვინმე
ცოცხალი მაინც არის დარჩენილი, - ამით იმის თქმა მინდოდა,
რომ გულდასმით უნდა გამოგვეძია ჩემი ბიჭების საქმე.
- ხვალ და ზეგ გუდაუთაში ვიქნები. ასე რომ, სამ დღეში
ამოვალ. მე მაინც უნდა გადავიდე ტყვარჩელში, შენც თან
გამომყევი. როგორც ჩათვლი საჭიროდ, ისე მოვიქცეთ. თუ
ცოცხლები აღმოჩნდნენ, საავადმყოფოში იქნებიან, თუ
საპყრობილეში უპირობოდ გავათავისუფლებთ! - და ხელი
ჩამომართვა.
შვებით ამოვისუნთქე. ამაზე უფრო რეალური შანსი ბიჭების
დასახსნელად მე არ მქონია. გულდამშვიდებულმა ბოლომდე
დავცალე ბოლო არყის ჭიქა და ვიგრძენი, უეცრად როგორ
უგონოდ დავთვერი. ალბათ, ისედაც მთვრალი ვიყავი, მაგრამ
შინაგანი ძალა აქამდე ამის უფლებას არ მაძლევდა.
როგორც მოგეხსენებათ, მე სოფელ ოდიშში ვმოღვაწეობდი.
ჩემი საარტილერიო დივიზიონის ბიჭები კი ბაბუშარას ბაზაზე
ცხოვრობდნენ. დაშორება 30 კილომეტრზე მეტი იყო.
შეძლებისდაგვარად თვითონ ამოდიოდნენ ჩემთან და ერთად
ვმსჯელობდით ცხედრების გამოტანაზე.
სამწუხაროდ, სადამკვირებლო მისიის უფროსის შეპირება ასე
უცებ მათ ვერ გადავეცი.
- 214 -
ისე დაემთხვა, რომ ზუსტად მეორე დღეს, 1993 წლის 17
აგვისტოს, აფხაზეთში ჩამოვიდნენ ჩვენი დაღუპული
არტილერისტების ახლობლები. დივიზიონის ბიჭების
დახმარებით მიმართეს ტყვარჩელის სადამკვირებლო მისიას და
აფხაზურმა მხარემ გადმოგვცა ცხედრები.
ზუსტად ამ დროს დააბრუნეს აფხაზებმა ჩვენი გარდაცვლილი მეომრების პირადი ნივთებიც და თან დააყოლეს:
- «Молодцы ваши ребята, до конца воевали и с песней умирали.»
(მაგარი ბიჭები იყვნენ, ბოლომდე იბრძოლეს და სიმღერით
დაიღუპნენ)
ჩვენი ბიჭების ცხედრების გამოტანის ამბავი იმავე დღეს
შემატყობინეს.
არ ვიცი რატომ, მაგრამ სანამ აფხაზეთში ვიყავი, ჩემამდე არ
მოაღწია ამბავმა, რომ რუდიკ ხაჩატურიანისა და ვანო სააკიანის
გვამები უპრობლემოდ ამოიცნეს, ხოლო ავთო წიკლაურის გვამის
სიზუსტეში ოჯახმა ეჭვი შეიტანა. ეს რომ მცოდნოდა, არაფრით
არ წამოვიდოდი აფხაზეთიდან. ან ნეტა არ დაესწროთ ჩემთვის ამ
გვამების გამოტანა. ორ დღეში მისიის უფროსის თანხლებით
მაინც შევდიოდი და, სავარაუდოდ, უფრო ამომწურავ
ინფორმაციას გავიგებდით ავთო წიკლაურზეც.
სამშვიდობო ხელშეკრულებით არტილერია ფრონტის
ხაზიდან გაიტანეს და ბიჭების გადმოსვენებაც მოხდა, ჩემს
აფხაზეთში ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა. მივმართე სადამკვირებლო მისიის ქართული მხარის ხელმძღვანელობას და შეცვლა
რამდენიმე დღეში გამოაგზავნეს.
ყველა სახლში დავბრუნდით.
- 215 -
აფხაზეთის დაკარგვა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1993 წლის 27 ივლისის შეთანხმებით ცეცხლი ორივე მხარემ შევწყვიტეთ და დავზავდით.
მშვიდობიანი თანაცხოვრების მზაობა ქართულმა მხარემ
იმითაც გაამყარა, რომ დევნილ მოსახლეობას ლტოლვილის
სტატუსი მოუხსნა, სახლში დააბრუნა და აფხაზეთში სასწავლო
პროცესი 1993 წლის 1 სექტემბერს ჩვეულებისამებრ დაიწყო.
მიუხედავად ამისა, 1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზებმა
დაარღვიეს დადებული ხელშეკრულება და უიარაღო სოხუმზე,
რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობით იყო სავსე, იერიში
მიიტანეს. შეტევა საარტილერიო და საჰაერო დაბომბვებით
დაიწყო. კანონით რუსეთის ხელში მყოფი იარაღი როგორღაც
აფხაზების ხელში აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, ხელშეკრულების
პირობებით ფრონტის ხაზიდან გამოყვანილი იყო არტილერია და
მძიმე ტექნიკა. მდინარე გუმისთაც გაინაღმა. სოხუმი აბსოლუტურად დაუცველი აღმოჩნდა. ქვეითი ჯარი მყისიერად დაიძრა
აფხაზეთის დასაცავად, ხოლო ჩვენი საქმე ცოტა რთულად
აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ „თეთრი არწივის“ საარტილერიო დივიზიონი დაკომპლექტებული იყო მოხალისეებით, რომლებმაც 11
თვე, ანუ თითქმის ერთი წელი, ფრონტის ხაზზე გავატარეთ. ამ
პერიოდის განმავლობაში სახლში სულ 2-ჯერ ვიყავით
ჩამოსული, ისიც ერთი კვირით. უამრავი საქმე დაგვიგროვდა.
ზოგი დიპლომის დასაცავად ემზადებოდა და ზოგიც
ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალში ჩაერთო. მოკლედ,
დავიქსაქსეთ.
არ დაგიმალავთ და ზავის დიდი ხნით გაგრძელების იმედი არ
გვქონდა, მაგრამ 51 დღეში თუ დაირღვეოდა, ვითომდა მუდმივი
ხელშეკრულება, ამას არ ველოდით.
- 216 -
ომის დაწყებაზე რეაგირება ჩვენც მოვახდინეთ და რამდენიმე
მეომარი 16 სექტემბერსვე შევიკრიბეთ. მაშინ მობილური კავშირი
არ არსებობდა, ამიტომ უფრო სწრაფი მობილიზაციისთვის, 17
სექტემბერს ტელევიზიის პირველი არხის ეთერით გავაკეთეთ
განცხადება, სადაც „თეთრი არწივის“ დივიზიონის პირად
შემადგენლობას მოვუწოდეთ სახელმწიფო უნივერსიტეტის
მეორე კორპუსთან შეკრებილიყვნენ.
ვიცოდით, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო ჩვენი
დივიზიონის 100%-იან მობილიზაციას ერთ დღეში ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში
პატარა დანართი ჩავსვით, თხოვნით მივმართავდით ფიზიკოსებს და მათემატიკოსებს ჩვენს საარტილერიო დივიზიონის
რიგებში გაწევრიანებულიყვნენ.
მეორე დღეს, 18 სექტემბერს, მოწოდებისამებრ დათქმულ
დროს მივედით ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან.
შევცბი. ხალხის ამ რაოდენობას არ ველოდი. ომში წამოსვლის
მსურველებით იყო სავსე უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია. ზღვა ხალხის მასაში დივიზიონის ბიჭებმა ძლივს
მოვძებნეთ ერთმანეთი.
- რა ვქნათ ახლა?- დავუსვით ერთმანეთს შეკითხვა.
- განხადებას რომ აკეთებდით აბა რა გეგონათ? - დაგვცინა
ერთმა.
- საარტილერიო დანადგარები რომ არ გვაქვს ამდენი, თორემ
დივიზიონს კი არა, დივიზიას შექმნის კაცი, - ისმოდა
კმაყოფილების გამომხატავი ფრაზებიც.
- რამდენიმე ბიჭის შემოერთება არ გვაწყენს, მაგრამ
დანარჩენებს უარის თქმა როგორ ავუხსნათ.
- როგორ და, მხოლოდ სავალდებულო სამსახურში ნამყოფი
ფიზიკოსები და მათემატიკოსები უნდა ავიყვანოთ, -
შემოგვთავაზა გამოსავალი ერთ-ერთმა.
- 217 -
- მაინც ბევრი გამოვა, - ჩავიჩურჩულე ჩემთვის.
ენით ვერ აღვწერ, როგორ გაგვიჭირდა ხალხის ამორჩევა.
ბრძოლის ჟინით გულანთებულ ხალხზე უარის თქმა ძალზედ
ძნელი გამოდგა. მოსული იყო საქართველოს საზოგადოების ის
ნაწილი, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო, სამშობლოსათვის
თავი მსხვერპლად შეეწირა. ჯერ ამ გადაწყვეტილების მიღებაა
რთული, რამეთუ მას დიდი ფსიქოლოგიური მომზადება
სჭირდება, მერე რაოდენ დიდი დარტყმაა, როდესაც ასეთ
ბარიერს გადალახავს ადამიანი და შემდეგ უარს მიიღებს ომში
წასვლაზე.
გაჭირვებით, მაგრამ მაინც ავუხსენით შეკრებილთ, რომ ჩვენ
მხოლოდ ჩვენი დივიზიონის სასწრაფო დაკომპლექტება
გვსურდა, ხოლო დანარჩენებს შეეძლოთ მიემართათ სამხედრო
კომისარიატში არსებული გამწვევი პუნქტებისთვის.
როგორც შემდეგში გაირკვა, მართლაც რომ კარგი მეომრებით
შევავსეთ დივიზიონი. სამწუხაროდ, შეკრებილთა უდიდეს
ნაწილს უარი ვუთხარით, მაგრამ საზოგადოებამ გაგვიგო,
წარმატებები გვისურვა და ხალხი ნელ-ნელა დაიშალა.
შევნიშნე, რომ მოქალაქეთა პატარა ჯგუფი განცალკევებით
იდგა და დაშლას არ აპირებდა. დავაკვირდი. ფიზიკის
ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები აღმოჩნდნენ. ღიმილით გვაკვირდებოდნენ. ძალზედ გაგვიხარდა მათი დანახვა.
უმალ მისაგებებლად გავემართეთ.
- ერთ წელიწადში როგორ დავაჟკაცებულხართ და როგორი
საქმიანები ხართ, - გვეხვეოდნენ ლექტორები.
- ყველა ვამაყობთ თქვენით.
- შვილებო, ყველანი ცოცხლები ხართ? - ისმოდა ალერსიანი
ხმები.
ისეთი სითბო ვიგრძენი, როგორც ბავშვობაში მეფერებოდნენ
მშობლები. ყოველთვის ვგრძნობდით ჩვენი პროფესორ-
- 218 -
მასწავლებლების თანადგომას და ყურადღებას. ფრონტზე
რამდენჯერმე საჭმელთან ერთად, თბილი ტანსაცმელი და
წინდებიც გამოგვიგზავნეს. ემოციის შადრევანმა საარტილერიო
დენთივით იფეთქა ჩემში. თვალები ცრემლმა ამომივსო. ამდენი
სიკეთისთვის მინდოდა ეს ხალხი რაღაც განსაკუთრებული
საჩუქრით დამეჯილდოებინა, მაგრამ არაფერი მქონდა.
- თქვენს პატივისცემას ალბათ ვერასოდეს გადავიხდით,-
როგორც იქნა ამოილუღლუღა ერთ-ერთმა ჩვენგანმა.
- ცოცხლები დაბრუნდით! ამაზე დიდი პატივი არ იქნება
ჩვენთვის, - დაგვამშვიდეს ემოცია მოზღვავებული
სტუდენტები.
მცირეოდენი პაუზის შედეგ საქმიანი ტონით მოგვმართეს:
- ვაჟკაცებო! საქმე გვაქვს თქვენთან, - პედაგოგებმა მომცრო
ზომის ჩანთიდან მავთულებში ჩახლართული რაღაც დეტალი
ამოიღეს.
- ეს ჩვენი სქემით დამზადებული „რაციაა“.
- საბჭოურ ანალოგს ყველა პარამეტრით სჯობნის: ენერგიის
ნაკლები მოხმარება, ზომა, წონა, გამძლეობა.
- საუბრის ხარისხზე ხომ აღარაა საუბარი.
- გვაქვს ორი ვარიანტი:
1. 50 მეტრის რადიუსში მომუშავე, რომელიც ოცეულისთვისაა განკუთვნილი.
2. 800 მეტრის რადიუსში მომუშავე , რომლებიც ასეულისთვის გამოდგება.
- ყველაფერს ჩვენი ძალებით დავუმზადებთ ჯარს. თუ რაოდენობა მოითხოვეს, სტუდენტებსაც მოვიხმართ სქემების
აწყობაში, მაგრამ ყურსასმენებს და ელექტრო სქემის შესაფუთ
გამძლე მეტალის ყუთებს ვერ ვშოულობთ ვერსად. სად არ
ვიყავით, ვინ არ შევაწუხეთ, მაგრამ ამაოდ.
- იქნებ თქვენ გყავთ ვინმე ნაცნობი, რომელიც დაგვეხმარება,-
როგორც ყოველთვის, ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები
თანადგომას და ჯარისთვის დახმარებას გვთავაზობდნენ.
- 219 -
იდეა მართლაც რომ კარგი იყო. ნაბრძოლმა ადამიანმა
იცის, რას წარმოადგენს ბრძოლაში კავშირი. მის გარეშე კორდინირებული მოქმედება შეუძლებელია. განსაკუთრებით დაგვაინტერესა ოცეულისთვის განკუთვნილმა მოწყობილობამ, რომელიც
ძალზე მსუბუქი და კომპაქტური გამოდგა.
ბრძოლისას ქვეით ჯარისკაცებს შორის დაშორება საშუალოდ
10 მეტრია. ეს მათ საშუალებას აძლევს უპრობლემოდ გადასცენ
ერთმანეთს ინფორმაცია. უფრო ახლოს ყოფნა საშიშია მათთვის,
რადგან მტრის საცეცხლე წერტილისთვის მიმზიდველ მიზანს
წარმოადგენენ. აღარ ვლაპარაკობ არტილერიაზე, რომელიც
შეკრებილ ხალხს ერთი ხელის მოსმით გაანადგურებს.
ლექტორების მიერ შემოთავაზებული „რაცია“ კი 50 მეტრის
რადიუსში იძლეოდა უხარვეზო კავშირს. ალბათ, დამეთანხმებით რაოდენ დიდი საგანძური იქნებოდა ქვეითი ჯარისთვის
ასეთი რადიოკავშირი.
პედაგოგებს იდეა მოვუწონეთ. დახმარებაც აღვუთქვით და
დავემშვიდობეთ.
19 სექტემბერს საარტილერიო დივიზიონმა მივაკითხეთ
საარტილერიო პოლკს, რომელსაც მზადება უკვე დაწყებული
ჰქონდა. გაუხარდათ ბრძოლაში გამოცდილი დივიზიონის
გამოჩენა, მაგრამ საარტილერიო პოლკს ჰქონდა უდიდესი
პრობლემა - ახალი ხალხით დაკომპლექტებული მისი პირადი
შემადგენლობა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე
იყო. უამისოდ კი არტილერიის ფრონტზე გაყვანა ყოვლად
დაუშვებელია. პრობლემის გადასაჭრელად მივაკითხეთ
სხვადასხვა ინსტანციას, პარლამენტშიც კი ვიყავით. ყველას
ვუხსნიდით, რომ არტილერიის გარეშე აფხაზეთის დაცვა
ყოვლად შეუძლებელი იყო, მაგრამ ამ პრობლემის საჩქაროდ
გადაჭრა ვერავინ შეძლო.
- 220 -
გაგიკვირდებათ და პირადმა ნაცნობობამ უფრო გაჭრა, 24
სექტემბერს მისი წყალობით, როგორც იქნა იარაღი ვიშოვეთ.
(იარაღით მოგვამარაგა, აწ გარდაცვლილმა ნინო კეკელიძემ.)
ქსპრეზიდენტის მომხრეებმა ზუგდიდზე გასვლის ნება
მოგვცეს და 26 სექტემბერს, საღამოს 18:00 საათზე, ზუგდიდიგალის გავლით ოჩამჩირეში ვიყავით.
1993 წლის 22 სექტემბერს, ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას,
შეგვატყობინეს ძალზედ მძიმე ინფორმაცია, რომ აფხაზებმა
სოფელ ბაბუშარას თავზე ააფეთქეს სამგზავრო თვითმფრინავი,
რომელშიც ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ერთად, ასურეთის
მხედრიონიც იმყოფებოდა. ამავე თვითმფრინავით მიფრინავდა
ბესარიონ კივილაძეც. შეგახსენებთ, ბესომ იარაღით და
საბრძოლო დანადგარებით დატვირთული ბარჟა
სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ახალ ათონში
შესვლისაგან იხსნა.
- 221 -

უამრავი ახალბედა მეომარი გვყავდა წაყვანილი და გზაში
ბევრი სირთულე შეგვექმნა. შეიძლება არ არის ლამაზი ამის
გახსენება, მაგრამ მაინც მემუარის სტატუსი აქვს ამ თხზულებას
და თუ ვიღაც ჩემს გამოცდილებას გამოიყენებს, კარგი იქნება.
ათასი პრობლემა გვქონდა და ახალბედა მეომრების
ჩამოუყალიბებელ ფსიქიკას საჭირო დრო ვერ დავუთმეთ.
ახალგაზრდები პირველად მიდიოდნენ ომში. ყველა ვაჟკაცობდა.
ერთმანეთში საუბრისას მთა-გორის დაძვრას ლამობდნენ.
გამამხნევებელი შეძახილებით აიკლეს მთელი სივრცე. ამაში
ცუდის დანახვა ვერც დღეს და ვერც მაშინ მე ვერ შევძელი.
ქუთაისში კი ამ სიმპტომმა პიკს მიაღწია. არ ვიცი, რა გამოგვეპარა,
მაგრამ ეს გამხნევება აგონიაში გადავიდა და „იკარუსის“ მარკის
ავტობუსში მეომრებმა ჭერში სროლა დაიწყეს. ავტობუსის ჭერი
საცერივით დაცხრილეს.
შევვარდი ტრანსპორტში. ჩემდა გასაკვირად, ყველაზე
მშვიდად ავტობუსის მძღოლი დამხვდა. მე თვითონ 24 წლის
ბავშვი ვიყავი, მაგრამ კისერზე უკვე მთელი „11 თვიანი
ბოევიკობა“ მქონდა ტვირთად დადებული. აგონიაში მყოფი
მეომრები მეტ-ნაკლებდ, ჩემი ასაკის იყვნენ. ყველას
მბრძანებლური კილოთი მივმართე, ავტობუსის დაცლა და გარეთ
მოწყობა მოვთხოვე. უყოყმანოდ შეასრულეს ეს მოთხოვნა.
შევატყვე, შიშის და პანიკის სიმპტომს ჰქონდა ახალბედებში
ფესვი გადგმული. თვალი მოვავლე იქაურობას. „იკარუსის“
მარკის ავტობუსი შუაგულ ქუთაისში გვყავდა გაჩერებული,
შორიახლოს მაღაზია და სასადილოსმაგვარი დაწესებულება
მოჩანდა. სასადილოსკენ გავიქეცი, შევედი და უფროსს მოკლედ
ავუხსენი ჩემი პრობლემა.
დასავლეთი რის დასავლეთია. სასადილოს უფროსზე ადრე
ინიციატივა იქვე სუფრასთან მსხდარმა ხალხმა გამოიჩინა და
სიტყვებით:
- 222 -
- „მაი არაა შენი პრობლემა“, - არყის ორი ყუთით და ძეხვით
წამოვიდნენ ავტობუსისკენ.
არ ვიცი, ქუთაისელთაგან ვისი ინიციატივა იყო, მაგრამ
საკმაოდ დიდი რაოდენობა „პლიტკა შოკოლადები“ გვაჩუქეს.
არყის დალევა პირდაპირ ქუჩაში დავიწყეთ. გულის ჯიბით
საძმოს პატარა ზომის ყანწს დავატარებდი. შევავსე და ვაჟას
ლექსით დავილოცე:
- „დაჰჟანგებულხარ, გორდაო,
დაგობებია ქარქაში.
სადა გყავს შენი პატრონი,
დაგაწყებინოს კაშკაში.“
სადღეგრძელო ყველამ აიტაცა. ავტობუსიდან ჩამოსული
მეომრების უმეტესობაც სხვადასხვა სადღეგრძელოს ლექსად
ამბობდა. თვალნათლივ ვაფიქსირებდი, როგორ წყნარდებოდა
ხალხი, რომლის უმეტესობას უკვე ხელიც კი უკანკალებდა.
მომაგონდა, მეც როგორ ვნერვიულობდი ბრძოლის წინა დღეს,
მაგრამ ცხოვრებაში ერთი დიდი ნახტომი ყველამ უნდა გააკეთოს.
გამახსენდა ავტობუსის მძღოლი, რომელიც საკმაოდ უყურადღებოდ მყავდა მიტოვებული. ავედი, მოვუბოდიშე და შევეკითხე:
- რით შეგვიძლია ზარალის ანაზღაურება?
მძღოლი, სავარაუდოდ, ასაკით 50 წლის იქნებოდა.
ჩაფიქრებული იჯდა. დიდი შავი თვალები ცრემლით ჰქონდა
სავსე. პასუხს არ მაძლევდა. გაუნძრევლად ერთ წერტილს
უყურებდა. შევშინდი:
- ხომ კარგად ხარ? დაჭრილი ხომ არ ხარ?- საჩქაროდ დავუსვი
შეკითხები.
ამოიხვნეშა და ცრემლნარევი ხმით მიპასუხა:
- 223 -
- მეცოდებიან, - ცალი თვალიდან ცრემლი ჩამოუცურდა და
კვლავ გააგრძელა.
- რა დროს ზარალია, ნეტა ყველა ცოცხლები დაბრუნდეთ!
მივხვდი, რომ ავტობუსის მძღოლიც საკმაოდ მაგრად
ნერვიულობდა. ერთი ჭიქა არაყი და პლიტკა შოკოლადი
ამოვუტანე.
- ჩვენი გამარჯვებისა იყოს! - დაილოცა და ჭიქა ბოლომდე
გამოცალა.
- ამინ! - დავაყოლე მე.
საჩქაროდ უნდა შემწყდარიყო არყის სმა, თორემ ნერვიული
ფსიქოზი, ლოთობა - ღრიანცელში გადაიზრდებოდა. ახალბედა
მებრძოლებს ტრანსპორტში ადგილის დაკავებისკენ მოვუწოდე.
აქაც უსიტყვოდ შეასრულეს მოთხოვნა, ოღონდ გაცილებით
წყნარი სახე და გაწონასწორებული ქმედებები ჰქონდათ.
ორი ყუთიდან სულ რამდენიმე ბოთლი არაყი შეისვა. დანარჩენს ჩვენს ქუთაისელ ძმებს ვუბრუნებდით, მაგრამ სიტყვებით:
- დედას გაფიცებ.
- თუ გიყვარდე.
- არ გრცხვენია, ძამია?
არაყი ჩვენ დაგვიტოვეს.
ამ თხევად „განძზე“, შემთხვევით ხელი რომ არავის
წასცდენოდა, სასმელი ავტობუსის საბარგულში შევინახეთ.
ძირითადი კოლონა უკვე საკმაოდ შორს იყო წასული და მათთან
შესაერთებლად ჩქარი ტემპით დავიძარით.
- 224 -

ოჩამამჩირეში მთელი პოლკი ცოტა ხნით გავჩერდით.
ადგილობრივ შტაბში მითითება მივიღეთ და სოფელ ახალი
კინდღის მიდამოებში არტილერია გავშალეთ. დროის
გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლკის უფროსთან ერთად კვლავ
დავბრუნდით ოჩამჩირეში, სადაც მეთაურები იყვნენ შეკრებილნი და გეგმებს აწყობდნენ. ამ კრებაზე მხოლოდ პოლკის
მეთაური შეუშვეს.
იქ რა გადაწყვიტეს, მე არ ვიცი, მაგრამ როდესაც არტილერიის
უფროსი გამოვიდა, კონკრეტული ამოცანა ვერ გამოიტანა. ერთი
გავიგეთ, რომ მეორე დილას შეტევა იგეგმებოდა. შეტევის
შედეგად კოდორის ხიდი უნდა გაგვეთავისუფლებინა სეპარატისტებისგან. იმედი მქონდა, რომ დილას მაინც მოგვაწვდიდნენ რაღაც სტრატეგიულ მონახაზს, როგორ უნდა გვემოქმედა.
დივიზიონის შემადგენლობიდან სამი ადამიანი კორექტირებაზე დილით ადრე გავედით. ბრძოლები სოფელ ახალდაბასა
და აძიუბჟას მიდამოებში მიმდინარეობდა. ასე უსუსურად თავი
არც ერთ კორექტირებაზე არ მიგრძვნია. როგორც მოგახსენეთ,
ღამე ჩავედით აფხაზეთში. ფრონტის ხაზს წესიერად არ
ვიცნობდით.
• წინასწარ მოცემული რამდენიმე დასაბომბი კვადრატის მეტი
ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნდა;
• ძეხორციელი არ იყო, ჩვენთვის რამე მაინც რომ აეხსნა;
• არ გვითხრეს ფრონტის ხაზის ნორმალური პარამეტრები, ან
რომელი შენაერთი საიდან აპირებდა შეტევას, ან და რა დროს;
• უშუალო კავშირი ქვეით ჯართან ჩვენ არ გვქონდა. შტაბიდან
მოწოდებული ინფორმაცია კი არ ემთხვეოდა სინამდვილეს;
• ამ კვადრატების დაბომბვის შემდეგ რა გაგვეკეთებინა, არ
ვიცოდით.
- 225 -
დავიწყეთ ჩვენს პოზიციებს შორის სიარული, როგორღაც
ფრონტის ხაზი რომ შეგვესწავლა. აბსოლუტურად უშედეგოდ.
ქვეითმა ჯარმაც არაფერი იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა.
კითხვაზე, რომელი უბნის აღება ჰქონდათ დავალებული? -
პასუხი ვერავინ ვერ გაგვცა.
შენაერთებს შორის სიარულის დროს ერთხელ კინაღამ
მეგობრული ცეცხლით ამოგვწყვიტეს. ამ მოძრაობისას ოჩამჩირის
არტილერიის ხალხს გადავეყარეთ, მათაც ჩვენნაირი გაურკვეველი სიტუაცია ჰქონდათ.
კორექტირებაზე წასული სამი დივიზიონელიდან ერთ-ერთი,
კერძოდ ნუგზარ რაზმაძე, ქვეით ჯარს გაჰყვა შეტევაზე, სადაც
მისი ნაცნობები იბრძოდნენ. ამის
შემდეგ იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
დავბომბეთ და გავასწორეთ
მიწასთან წინდაწინ აღნიშნული
კვადრატები. შემდეგ რა გეგმები
ჰქონდა ხელმძღვანელობას, ვეღარ
გავიგეთ. შუადღის შემდეგ ბრძანება მივიღეთ, დაგვეტოვა ფრონტის
ხაზი.
სარდლობიდან ჩვენთვის
ნაცნობი მეთაურები უაიარაღო
სოხუმს იცავდნენ. ტყვარჩელის
ფრონტს რა დონის გენერალიტეტი
მართავდა არ ვიცი. ამიტომ დაზუსტებით არც ის ვიცი, ვინ
დაგეგმა ეს შეტევა, მაგრამ სააარტილერიო დამუშავების გარეშე
არაფრით არ შეიძლებოდა შეტევის დაწყება. გამოვარდა ხმა,
არტილერიამ დააგვიანაო. და ვაღიარებ, როცა პოზიციებზე
გავედით, ქვეით ჯარს შეტევა უკვე დაწყებული ჰქონდა, მაგრამ
- 226 -
იმის აღნიშვნაც მინდა პოლკის მეთაურს თვალი არ მოუხუჭავს,
როცა გვითხრეს, მაშინ გავედით პოზიციაზე.
• კიდეც რომ დაგვეგვიანა, ჩვენ გარეშე რატომ დაიწყეს შეტევა?
• ორივე არტილერია (ოჩამჩირის და ჩვენი) როგორ გამოვდექით
ასე უპასუხისმგებლო და ორივემ როგორ დავაგვიანეთ შეტევაზე მისვლა?
• არტილერიას რატომ არ გვქონდა შეტევის სტრატეგიული
გეგმა? თუ არტილერიის გარეშე აპირებდნენ რამის გაკეთებას?
• ვის უნდა მოეცა ბრძანება ჩვენთვის უშუალო საბრძოლო
მოქმედებების დროს?
• თუ ამის გამკეთებელი არავინ იყო, კორექტირების ხალხი
მაინც დაეშვათ შეტევის საერთო გეგმის განხილვაზე!
• შეიძლება ჩინით გენერლებთან ჩვენი დაშვება არ
შეიძლებოდა და წინდაწინ ბრძოლის საერთო გეგმის
გამჟღავნება, მაგრამ როდესმე ხომ უნდა მიგვეღო სამოქმედო
გეგმა?
• და ბოლოს, ქვეითი ჯარის და არტილერიის კოორდინირებული ქმედების გარეშე შედეგის მიღწევა ძალზე ძნელია. ამ
შეტევაში ერთპიროვნული ხელმძღვანელი ორივე შენაერთს
არ გვყავდა.
მოკლედ, დავტოვეთ ფრონტის ხაზი და დავიხიეთ. უკან
დახევისას, ტაქტიკური თვალსაზრისით, ძალზე საინტერესო
ფაქტს შევესწარი. როგორც მოგახსენეთ, ფრონტის ხაზის
მიდამოებში არტილერისტებმა საკმაოდ ბევრი ვიმოძრავეთ
ქართულ შენაერთებს შორის. რაღაც დონეზე სხვაზე უკეთესად
ვიცოდით ჩვენების განლაგება. უკან დახევის დროს სოფელ
ახალდაბას მიდამოებში რკინიგზის ლიანდაგებზე მყოფი
მატარებლის ვაგონიდან ტყვიამფრქვევმა გაგვიხსნა ცეცხლი.
დაშორება 250 მეტრზე მეტი არ იქნებოდა. საინტერესო ის არის,
რომ შეტევის მომენტში ეს საცეცხლე წერტილი ქართულმა
შენაერთმა უპრობლემოდ გაიარა, უკან დახევის დროს კი
- 227 -
ტყვიამფრქვევი ამუშავდა. ამ ფაქტის მომსწრეს ბუნებრივია,
კითხვა დამებადა:
- საიდან ან რა დროს გაჩნდა მეტყვიამფრქვევე მატარებლის
ვაგონში?
არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამ კითხვაზე მხოლოდ
ერთადერთი გამართლებული პასუხი მოვძებნე:
- მტერი შეტევამდეც ვაგონში იყო.
რა თქმა უნდა, შეტევის დროს არ ისროლა. წინ მიმავალი
ხალხის დიდი რაოდენობის შეეშინდა. აქ კვლავ იბადება მეორე
კითხვა:
- ხომ შეიძლება, ჩვენებს მტრის ადგილსამყოფელი აღმოეჩინათ
და ამისი რატომ არ შეეშინდა ჩამალულ მოწინააღმდეგეს?
აქაც, ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი პასუხია:
- სავარაუდოდ, მტერმა ქართული ლაპარაკი უაქცენტოდ
იცოდა და თავისუფლად შეეძლო თავი საქართველოს
მეომრად გამოეცხადებინა. ფონტზე არსებული არეულობა კი
ამის საშუალებას ნამდვილად აძლევდა.
შეტევაზე გადასულთ ხმა არ გაგვცა, ხოლო უკან დახევისას მან
გარანტირებულად იცოდა, რომ მისი ლიკვიდაციისთვის წინ არ
წავიდოდით და ცეცხლი გაგვიხსნა.
სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები მრავლად იყო აფხაზეთის ომის
დროს. შეტევაზე ყოფნისას მტრის საცეცხლე წერტილი დუმდა,
ხოლო უკან დახევისას კი გააფთრებით გვესროდა. უმთავრესად
ასეთ ქმედებას ფლანგებიდან იწყებდნენ, სადაც თავდაპირველად
შეტევაში მყოფმა ჩვენმა მეომრებმა, იქ შესვლა და ფლანგების
შემოწმება საჭიროდ არ ჩათვალეს.
მაგრამ ეს სიტუაცია განსაკუთრებული იყო. მტერი უეცრად იქ
აღმოჩნდა, რომელ ადგილებშიც უამრავმა ჩვენმა ჯარისკაცმა
გაიარა. არავინ არ ველოდით იმ ადგილში ტყვიამფრქვევის
- 228 -
ამუშავებას. ეს ქმედება ყველამ გაუგებრობად ჩავთვალეთ და
რამდენიმეჯერ ხმამაღლა გავძახეთ:
- ნუ ისვრი, ქართველები ვართ!
მაგრამ თხრილებში გადანაწილებულ 15-20 მეომარს
ტყვიამფრქვევი მოსვენებას არ გვაძლევდა. სხვა გზა არ იყო და
საპასუხო ცეცხლი გავხსენით. ამ დროს მე საფარის გარეშე
აღმოვჩნდი. თვალი მოვავლე არემარეს. მაგისტრალური გზის
სიახლოეს შევნიშნე საკმაოდ მოზრდილი ბორცვი, რომელიც
გაველურებულ, მაღალ, მწვანე ბალახში პატარა მონაცრისფრო
კუნძულივით გამოიყურებოდა. რაც ძალი და ღონე მქონდა ამ
ბორცვისკენ გავქანდი, მიწაზე დავწექი, ბორცვის შემაღლებულ
ადგილს ავტომატი დავადე და მეც გავუხსენი მეტყვიამფრქვევეს
საპასუხო ცეცხლი. უეცრად ვიგრძენი, რომ აუტანელი სუნისგან
ვიგუდებოდი. დავაკვირდი ჩემს ბორცვს და მკვდარი ღორი
აღმოჩნდა, რომელიც მზეს და სიცხეს გიგანტურ ზომებამდე
გაებერა.
ეს საცოდავი ცხოველი ტყვიისგან მე ვერ დამიცავდა.
სიკვდილს აღარ ვჩიოდი. მარტო იმის გაფიქრება, რომ მასში
გასული ტყვია, დაავადების მთელ ბუკეტთან ერთად ჩემს
სხეულში შემოაღწევდა, ტანში მაჟრჟოლებდა. კვლავ ადგილის
გამოცვლაზე დავფიქრდი, მიწაზე დაწოლილი 5-6 ჯერ
გვერდულად გადავტრიალდი და მომცრო ზომის ქვას მოვეფარე.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ბიჭებსა და მეტყვიამფრქვევეს
შორის უშეღავათო სროლა მიდიოდა. მოწინააღმდეგე სროლაზე
პირდაპირ სროლით გვპასუხობდა. დავფიქრდი:
- კარგი. დავუშვათ, მე სროლა არ ვიცი, მაგრამ 15-20 კაცს
ამდენი სროლის შემდეგ ალბათობის თეორიით მაინც უნდა
გაენადგურებინა საკმაოდ ხილულ ადგილზე მყოფი
მეტყვიამფრქვევე. ეტყობა რაღაც სქელი რკინის უკან იმყოფება მტერი და ჩვენი ავტომატის კაკანი დიდად არ ანაღვლებს, -
გამოვიტანე დასკვნა
- 229 -
- „გრანატამიოტი“ (ყუმბარმტყორცნი) არავის გაქვთ, რომ
ააფეთქოთ ეს შობელძაღლი? ან და ტყვია რით არ დაელია ამ
დედა ...-ს - გაისმა გამწარებული მეომრის ხმა.
მართლაც, ყუმბარმტყორცნი „ერ პე გე-7“ უცბად მოხსნიდა ამ
პრობლემას, მაგრამ იქ მყოფ მეომრებს ეს იარაღი არ აღმოაჩნდათ.
მინდა აღვნიშნო, რომ „ერ პე გე-7“ ჩვენს მეომრებსაც საკმაო
რაოდენობით ჰქონდათ, მაგრამ აფხაზური მხარე მას გაცილებით
დიდი ინტენსივობით იყენებდა. თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ
მომენტს, მე ჯერ არ მახსოვს, რომ კორექტირების დროს ეს იარაღი
არ ესროლათ ჩვენთვის. ან როგორ ხვდებოდნენ, სად ვიყავით
კორექტირებისას დამალულნი, მე არ ვიცი
ჯერ კიდევ 1992 წლის ნოემბერში არტილერისტებს
ავტომატის სპეციალური ტყვიები დაგვირიგეს, რომლებსაც
ჯავშანგამტანი და ცეცხლის გამჩენი თვისებები აქვს. თითოეულ
მეომარს 20 ცალი ტყვია გვერგო. ამ განძს თვალის ჩინივით
ვუფრთხილდებოდით. აფხაზეთში ყოფნის დროს მხოლოდ
ორჯერ გავისროლე იმის გასარკვევად, თუ რა შესაძლებლობების
იყო ეს ტყვიები გაგონილი მქონდა, რომ კალაშნიკოვის ავტომატს რკინიგზის
ლიანდაგის გახვრეტა შეეძლო. ერთ ადგილას ღობის ბოძად
სწორედ ეს ლიანდაგი ჰქონდათ გამოყენებული. ირგვლივ ჩვენს
მეტი არავინ იყო. 50 მეტრიდან ავტომატის ჩვეულებრივი ტყვია
ვესროლე ამ ბოძის ყველაზე თხელ ადგილს. ნასროლმა ლიანდაგს
აბსოლუტურად ვერაფერი ვერ დააკლო, პატარა შეჭყლეტის
კვალი დატოვა მხოლოდ. ამის შემდეგ ჯავშანგამტანი ტყვია
გამოვიყენე, რომელმაც მეტალი ისეთი ზუსტი გეომეტრიული
ფორმის წრის სახით გახვრიტა, რომ ლაზერით ნამუშევარი
გეგონებოდათ.
გამიკვირდა, ამ ადგილას ლიანდაგის სისქე 12-15 მილიმეტრს
აღწევს და ამ ზომის სპეცმეტალის გახვრეტა სულაც არ არის
უბრალო საქმე. მოგეხსენებათ, ლიანდაგი თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე არაა ჩვეულებრივი მეტალი.
- 231 -
გავგულისდი, შემოვუარე ბოძს. ზუსტი მართი კუთხე ვერ
მოვძებნე და იმავე დისტანციიდან ახლა უკვე ლიანდაგის
ყველაზე სქელ ადგილს ცოტა ცერულად ვესროლე. მივედი და
გავოგნდი, როცა ლიანდაგის სადღაც 5 სანტიმეტრიანი სისქის
მეტალი კვლავ გახვრეტილი დამხვდა. გამიხარდა რომ ასეთი
ტყვიები დაგვირიგეს არტილერიას.
- მოვიდა თქვენი გამოყენების დრო - ჩავილაპარაკე გულში და
ავტომატს ჯავშანგამტანი ტყვიების მჭიდი მოვარგე.

მხოლოდ 2 ტყვია ვესროლე მატარებლის ვაგონს. ტყვიამფრქვევი მყისვე გაჩუმდა.
- ან მოვკალი, ან და შეშინებულია ბრონის დაზიანებით,-
გავიფიქრე კვლავ გულში.
- რა მოხდა, რატომ გაჩერდა, არ იცით?- გაისმა კითხვები.
- „ბრანებოინი“ ვესროლე - ვუპასუხე ჩვენებს. თან ვანიშნე, მე
მიზანს გავაკონტროლებდი, მათ ამითი ესარგებლათ და უკან
დაეხიათ.
- კი მაგრამ, ამდენი ხანი რას ელოდებოდი? - მკითხეს ნაწყენებმა.
- ღორს ვეფერებოდი, - მივუგე მე და მკვდარ ცხოველზე მივუთითე.
- ფ უ უ უ უ უ, აქ როგორ ძლებ, - მოახლოებულებმა დაიწყეს
ცხვირის აწევა.
- როგორ და თქვენი ხათრით,- მკვახედ მივუგე ახლადგაცნობილ მეომრებს.
ამ სიტყვებზე ყველამ დამინდო და ნაბიჯს უმატა. როცა დავიგულე, რომ მეომრებმა ახალი საფარი მოძებნეს, მეც მივატოვე
აყროლებული ადგილი და ახლა მათი დაცვის იმედად დავიხიე
უკან.
წვალებ-წვალებით დავბრუნდით არტილერიის ბაზაზე. ჩვენს
დივიზიონელ ემზარ რაზმაძეს წუხილით ვუთხარი:
- 232 -
- შენი ძმა, ნუგზარ რაზმაძე, კორექტირებიდან პირდაპირ
ქვეით ჯარს გაჰყვა შეტევაზე და მისი ადგილ-სამყოფელი არ
ვიცი.
- დაწყნარდი, პირველად ხომ არაა ომში, თავის თავს მიხედავს.
- იყო საკმაოდ მშვიდი პასუხი.
ემზარი და ნუგზარი - ორივე ძმა ავღანეთის ომის ვეტერანი
იყო, თანაც ქვეითი ჯარის რანგში
უბადლოდ იბრძოდნენ. არაერთხელ
გვყავდა ეს ბიჭები ნაცადი სხვადასხვა სიტუაციაში და სწორედ
ამიტომაც, კორექტირების დროს
დაცვად ნუგზარ რაზმაძე გავიყოლეთ.
პოლკის მეთაური ოჩამჩირის
შტაბში წავიდა. რამდენიმე ხნის
შემდეგ მობრუნდა და დივიზიონის
ბიჭებს ჩუმად გვითხრა:
- რომ იცოდეთ, ფრონტის ხაზმა ცოტა დაბლა ჩამოიწია.
რუკა გავშალეთ და მეთაურმა ფრონტის ხაზი მოგვინიშნა.
ყველაფერი ისედაც ნათელი იყო, მაგრამ სახაზავით მაინც
შევამოწმეთ წინა ხაზიდან არტილერიის დაშორება, რომელიც
1 600 მეტრზე ნაკლები აღმოჩნდა. კრიტიკული სიტუაცია იყო.
ჯერ ერთი, ამ დისტანციაზე მძიმე არტილერია არაეფექტურია,
მერე მეორე, ასე ახლოს მყოფმა მოწინააღმდეგემ შეიძლება
არტილერიის მუშაობაში შეგიშალოს ხელი.
- შტაბში რა თქვეს ამაზე? - ჩუმად შევეკითხეთ პოლკის
მეთაურს.
- აბსოლუტურად არაფერი.
- ცოტა უკან უნდა დავწიოთ არტილერია, - დავაძალეთ პოლკის
უფროსს.
- ბრძანება არ ყოფილა,- ყოყმანობდა პოლკის მეთაური.
- 233 -
- იმის ბრძანება თუ არის, რომ ცოტა უკან დახევა არ შეიძლება?
- კვლავ დავუსვით კითხვა მეთაურს.
- არა, - დაბეჯითებით გაგვცა პასუხი პოლკოვნიკმა.
- აბა, რა გვიშლის ხელს? ოღონდ ეტაპობრივად მოვიხსნათ, რომ
ბრძოლის უნარი არ დავკარგოთ, - შევთავაზეთ იდეა პოლკის
მეთაურს დივიზიონის ბიჭებმა.
პოლკის მეთაური აფხაზეთში საბრძოლველად პირველად
იყო ჩამოსული. ომის შიში ნამდვილად არ ქონდა, მაგრამ
გამოცდილების არქონის გამო პერიოდულად რჩევა-დარიგებას
გვთხოვდა დივიზიონის ბიჭებს. ჩვენი იდეა მოეწონა, მაგრამ
ეტყობოდა, რომ მაინც ძალზე ნერვიულობდა.
შეგვეცოდა და მშვიდად მივმართე:
- ვიდრე რაიმე ქმედება დაგვიწყია, წავიდეთ შტაბში და
არტილერიის ახალი განლაგება დავაფიქსიროთ რუკაზე.
შტაბიდან დამშვიდებული დაბრუნდა.
2-3 კილომეტრით უკან დავიხიეთ და არტილერია კვლავ
კინდღის მიდამოებში გავშალეთ. დღეს ვხვდები, რომ შეცდომა
დავუშვით და ცოტა კიდევ უნდა დაგვეხია უკან. მაგრამ, ჯერ
ერთი, რომ წინ წასვლაზე ვფიქრობდით და კოდორის ხიდს არ
გვინდოდა დიდზე დავშორებოდით. მერე მეორე, პოლკის
უფროსის მოგვერიდა, რომელიც ისე განიცდიდა ამ 2 კილომეტრით უკან დახევას, რომ ადამიანის ფერი აღარ ედო.
ძალზე ჩქარა გამოვცვალეთ არტილერიის განლაგება. ახალი
ბაზა სამუშაოდ მზად იყო.
ერთი ადგილიდან მოხსნა და მეორეზე გადასვლა ელვის
სისწრაფით მოხდა. დამაეჭვა ძველ ადგილას სიჩქარეში რაიმე
ღირებული არ დაგვრჩენოდა და რამდენიმე ბიჭი ურალის
სატვირთო მანქანით ძველ პოზიციას დავუბრუნდით. კარგად
- 234 -
შევამოწმეთ ყველაფერი. დავრწმუნდით რა, რომ არაფერი
დაგვრჩა, ახალი ბაზისკენ გამოვეშურეთ.
გზაზე მსუბუქი ავტომობილი იყო გაჩერებული და მძღოლი
დახმარებას ითხოვდა. გავჩერდით, გავესაუბრეთ. საცოდავი
ადამიანი ოჯახის ევაკუაციას ლამობდა, მაგრამ მანქანა
გაუფუჭდა და დამხმარეც არსაიდან ჩანდა. მსუბუქ მანქანაში
მეუღლე და ორი პატარა ბავშვი ისხდნენ. იმ ადგილებში ყოფნა
უკვე საშიში იყო. შეგვეცოდა. შევპირდით, რომ მანქანას ფრონტის
ხაზიდან გავიყვანდით, მაგრამ მერე თვითონ უნდა გადაეჭრა
პრობლემა. ამ საუბრის დროს ზურგს უკან უდიდესი აფეთქებების
ხმა შემოგვესმა. შემოვტრიალდი და თვალნათლივ დავინახე,
როგორ ინტენსიურად დაბომბეს ჩვენი არტილერიის ძველი
პოზიცია.
ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ შესაძლოა მოწინააღმდეგეს
კოორდინატებს თანამგზავრიდან აწვდიდნენ, თორემ ცარიელი
პოზიციების დაბომბვას მე სხვაგვარად ვერ ვხსნი.
ორი საათითაც რომ დაგვეგვიანა ბაზის გამოცვლა, ჩვენს
არტილერიას მტერი მთლიანად გაანადგურებდა.
მოსაღამოვდა. სანაპიროს გასწვრივ სოხუმიდან გამოქცეული
მშვიდობიანი მოსახლეობის უწყვეტი ჯაჭვი მოემართებოდა.
ნელ-ნელა ამ ჯაჭვს მეომრებიც შეემატნენ. მოვიდა ცნობა
სოხუმის დაცემის შესახებ. 27 სექტემბრის ღამეს პანიკის ბურუსი
ჩვენს ფრონტსაც მოედო.
გათენდა 28 სექტემბერი, რაღაც გაუაზრებელი ომი კვლავ
განახლდა. არტილერიიდან გაუსვლელად კვლავ იმავე კვადრატების დაბომბვა გვთხოვეს. შემდეგ ყველანაირი მოთხოვნა
შეწყდა. ამ სიტუაციამ ძალზე დაგვაეჭვა. პოლკის მეთაური
ოჩამჩირეში გაემართა.
- 235 -
ფრონტის ხაზზე აბსოლუტური სიჩუმე იყო. არტილერიის
უფროსი ოჩამჩირედან გაფითრებული დაბრუნდა. დივიზიონის
ბიჭებთან მოვიდა და ყურში ჩაგვჩურჩულა:
- ქვეითი ჯარი წავიდა, შტაბი ცარიელია, ვერავინ ვნახე. ჩვენ
რა ვქნათ?
ვერ ვიტყვი, რომ ამ სიტუაციებში გამოცდილი ვიყავი, მაგრამ
ჩემთვის გასაკვირი სიმშვიდით მივუგე:
- შევეცადოთ, პანიკა არ ჩამოყალიბდეს და რაც შეიძლება ჩქარა
დავტოვოთ პოზიციები.
- სხვა გამოსავალი მართლაც არ გვაქვს. მტერი არტილერიას
ჩაიგდებს ხელში, - დამეთანხმა პოლკის მეთაური.
საკმოდ მშვიდი, მაგრამ ხმამაღალი განცხადებით პოლკის
მოწყობა გამოვაცხადეთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ მთელი პოლკი
წამებში მოეწყო. შევეცადეთ მშვიდი ხმა შეგვენარჩუნებინა,
პირად შემადგენლობას არსებული რეალობა მოკლედ ავუხსენით
და უპანიკოდ, არტილერიის რაც შეიძლება ჩქარი აშლა
მოვთხოვეთ. ყურადღება რამდენიმეჯერ გავამახვილეთ, რომ
ერთი ჭურვიც არ უნდა დაეტოვებინათ მოწინააღმდეგისთვის.
შეგახსენებთ, რომ ბევრი მეომარი ახალბედა იყო, მაგრამ
პანიკაში არავინ ჩავარდნილა. საოცარი სისწრაფით მუშაობდნენ.
რამდენიმე წუთში ტყვიის ხმაც
შემოგვესმა.
დივიზიონის რიგებში მყოფი
ერთი მეომარი ლევან ბერძენიშვილი მკერდში დაგვიჭრეს კიდეც.
გამიკვირდა, მაგრამ არც ამ დროს
ჩაცვივდნენ პანიკაში. ახალბედები
კარგი გამოცდილი მეომრებივით
იქცეოდნენ. კოლონა დაიქოქა და
არტილერიამ პოზიციის დატოვება
- 236 -
დაიწყო. მაგრამ გვიანი იყო, უკვე სროლით გვიწევდა გზის
გაკვლევა.
( აფხაზეთში გამომგზავრების წინ შექმნილი პრობლემა რომ
არ გადაგვეჭრა და არტილერია უავტომატოდ წამოგვეყვანა, ამ
სიტუაციაში თავს ვერ დავიცავდით. )
ჩვენი დივიზიონის თხოვნით, კოლონას წინ პოლკის
მეთაური მიუძღოდა. მანქანათა უმრავლესობა ცენტრალურ
გზაზე ავიდა და ბრძოლის ახალ ეპიცენტრს გაასწრო, მაგრამ უკან
დარჩენილებს ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან
დაგვიშინეს.
ერთი „გრადი“, რომელსაც «Д-30»-ის ჰაუბიცა ჰქონდა უკან
მობმული და ერთი „მაზ“-ის ტიპის სატვირთო ავტომობილი,
რომელიც პირამდე სავსე იყო ჰაუბიცის ჭურვებით, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარების წვიმაში აღმოჩნდა. წინ წასვლის
არანაირი შანსი აღარ გვქონდა. საჩქაროდ შემოვტრიალდით და
სანაპირო ზოლზე გასვლა მოვინდომეთ. ვერც ერთი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა ვერ გაგვარტყეს, მაგრამ არტილერია
ორად გაიყო.
სანაპირო ზოლზე გაშენებულ ქარდამცავი დანიშნულების
ტყეში შევედით. უკვე ზღვის ხმაც მოგვესმა. ჩვენი მიმართულებით სროლებიც შეწყდა. მანქანები რაღაც ძალზე ვიწრო სამანქანო
გზით ხეებს შორის დაძვრებოდნენ. უკან გამობმული ჰაუბიცით
წინ „ურალის“ მარკის ავტომობილი მიდიოდა, რომელზეც
გრადის დანადგარი იყო დამონტაჟებული. ამ ურალს ჰაუბიცის
ჭურვებით სავსე „მაზი“ მოჰყვებოდა. სივიწროვის გამო სავალი
გზა ტანკსაწინააღმდეგო ჭურვით 100% -იანი სიზუსტით
დაგვხვდა დანაღმული. წინ მიმავალი გრადი ამ ნაღმზე აფექდა.
უძლიერესი სამხედრო მანქანაა „ურალი“ - შემიძლია თამამად
ვთქვა, რომ მას ანალოგი არ ჰყავს. ტვირთამწეობით და მაღალი
გასვლის უნარით გამორჩეულ მანქანას აქვს ერთი უძლიერესი
- 237 -
თვისება: ტანკ საწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქებისას მანქანა
მწყობრიდან გამოდის, მაგრამ ეკიპაჟი ცოცხალი რჩება.
პირადი შემადგენლობა ამ ორ მანქანაზე ვიყავით
გადანაწილებული. გაჭირვებით, მაგრამ გრადის მანქანაზეც
მოიძებნა ადგილი, სადაც მეომრები ჩამოსხდნენ. როდესაც გრადი
ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა, ეს მეომრები აფეთქების
ტალღამ აქეთ-იქეთ გვისროლა. ერთმანეთი მოვიკითხეთ, მსხვერპლი საბედნიეროდ არ გვყავდა. მეც საკმაოდ შორს მისროლა
აფეთქების ტალღამ და თავით ბუჩქებში შემაგდო, მაგრამ არანაირი დაზიანება არ მიმიღია.
შევიკრიბეთ დაზიანებული მანქანის გარშემო. ურალს წინა
მარჯვენა ბორბალი აღარ ჰქონდა. „მაზი“-ს ტიპის მანქანა მუშა
ფორმაში კი იყო, მაგრამ აფეთქებულ მანქანას გვერდს ვერ
აუქცევდა. არც იმის შესაძლებლობა იყო, რომ ურალი როგორმე
გაგვეთრია. გადაწყვეტილება მივიღეთ, სამხედრო დანადგარები
მწყობრიდან გამოგვეყვანა და თან აგვეფეთქებინა.
ჰაუბიცის გაფუჭება უკვე ვიცოდი, როგორ უნდა მომეხერხებინა, მაგრამ გრადის დაზიანება ცოტა პრობლემატურად მომეჩვენა. ამ დანადგარს ბევრი არაფერი აქვს. მართვის პულტი და
რაკეტების კასეტაა სულ გრადი. მართვის პულტს უპრობლემოდ
დავაზიანებდი, მაგრამ მისი შეცვლის შემთხვევაში უნიკალური
იარაღი ისევ მწყობრში აღმოჩნდებოდა.
კასეტის დასაზიანებლად ის ცარიელი უნდა ყოფილიყო,
მაგრამ გრადი არ გვისვრია, სოხუმზე შეტევისთვის ვინახავდით
და კასეტა ბოლომდე სავსე იყო რაკეტებით. ვერც მოწინააღმდეგეს ვესროდით, რადგანაც ტყეში ვიყავით და ჩვენი
ჭურვები ირგვლივ მყოფ ხეებს ვერ გასცდებოდა. ასე რომ,
ყველაზე კარგი გამოსავალი აფეთქება გახლდათ. მაგრამ გრადის
აფეთქება ჩვენც გაგვიყოლებდა თან. როგორ უნდა მოვქცეულიყავით, არ ვიცოდი.
- 238 -
უნიკალური გეგმა მძღოლებმა შემოგვთავაზეს, ერთ-ერთი
მომიტრიალდა და მითხრა:
- მომხედე, ძმაო, არტილერიის არაფერი გამეგება, თორემ
მანქანებს ისე გავაფუჭებთ, ჯართადაც აღარ ივარგებს. ორივე
მანქანის მოტორი მუშაობს. თუ ძრავიდან ზეთს გამოვუშვებთ
და ჩართულს დავტოვებთ, ერთ 20 წუთში ისე გადახურდება,
რომ ზედ სიგარეტის მოკიდებასაც კი შეძლებ. გავავსოთ
საარტილერიო დენთით ძრავასთან არსებული მთელი
მოცულობა, შემდეგ ამავე დენთით გამოვყვეთ გრადის
სამართავ პულტამდე და კასეტამდე, მძღოლის სალონი და
კასეტა სულ დენთით ამოვქოლოთ. შიგადაშიგ ჰაუბიცის
ჭურვებიც ჩავაყოლოთ და გავიქცეთ.
იმდენად დამაჯერებლად ლაპარაკობდნენ, რომ გამეცინა და
მივმართე:
- თქვენ მძღოლები ხართ, თუ დივერსიული ჯგუფის წევრები?
ხუმრობა იქით იყოს და ჭკუაში დამიჯდა ნათქვამი.
ღამდებოდა. არც თუ ახლოს მყოფ სანაპირო ზოლზე უკვე
აღარავინ მოძრაობდა, ასე რომ, აფეთქებით ჩვენებს ვეღარ
დავაზიანებდით. 20 წუთში ჩვენ საკმაოდ შორს ვიქნებოდით.
ხოლო უნიკალური იარაღი კი გარანტირებულად აფეთქდებოდა.
აფეთქებით მანქანა და გრადი კი მწყობრიდან გამოვიდოდა, მაგრამ ჰაუბიცის უვნებლად გადარჩენის შანსი მაინც იყო,
ამიტომ ჰაუბიცა კიდევ ცალკე უნდა გაგვეფუჭებინა.
ბიჭებს ვთხოვე, გრადისთვის მიეხედათ, მე კი ჰაუბიცას
მოვუვლიდი. დატრიალდენ მეომრები და „მაზ“-იდან ჰაუბიცის
ჭურვების ჩამოღება დაიწყეს.
ჰაუბიცის ჭურვი ორი ნაწილისგან შედგება, ჭურვი ცალკეა,
ხოლო საარტილერიო დენთი კი ცალკე.
- 239 -
„ჰილზაში“, რომელშიც საარტილერიო დენთია მოთავსებული, სხვადასხვა ზომის ნაჭრის ტომრებია ჩალაგებული. სწორედ
ამ ტომრებშია დენთი მოთავსებუილი. ეს ტომრები სპეციალური
ნაჭრისგან არის შეკერილი. საკმარისია, ამ ნაჭერს ნაპერწკალი
დაეცეს, ნესტიანიც რომ იყოს, მაინც ყველა ვარიანტში დაიწვება.
ასე რომ, მოტორის გადახურების დროს აალება გარანტირებული
იყო.
გამიხარდა, რომ მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, ყველას
ნომერ პირველ ამოცანად იარაღის და ტექნიკის გაფუჭება
მიაჩნდა. მძღოლებმა მოტორიდან ზეთი გამოუშვეს. ბიჭები კი
უკვე დიდი ხანია, დენთს იმარაგებდნენ.
პოლკიდან ერთი ბიჭი მომეხმარა და ვეცით ჰაუბიცას.
საარტილერიო დანადგარების საჩქარო რემონტი რომ დამჭირვებოდა, „პლოსკოს“, „ატვიორტკას“, „კლინ ზატვორის“
ამოსაღებს, საკონტროლო ჰორიზონტს და სხვადასხვა იარაღს
ჯიბით დავატარებდი. პირველივე ქმედებით ჰაუბიცის „კლინ
- 240 -
ზატვორს“ ნემსი მოვაძვრე, რომელიც ასაფეთქებელ კაფსულას
ურტყამს. „დ-44“- ის ტიპის ქვემეხს კარგად ვიცნობდი, ხოლო
ჰაუბიცას-იმდენად კარგად არა.
ჩემდა გასაკვირად, ქვემეხის და ჰაუბიცის ნემსები იდენტური
აღმოჩნდა. დანადგარის გაფუჭების ეს ხარისხი არ მაწყობდა.
- 241 -
ქვემეხიდან გადმოიტანდნენ ნემსს და ჰაუბიცის მძლავრი იარაღი
მტრის ხელში ისევ მუშა მდგომარეოდაში აღმოჩნდებოდა.
ამოვიღე „კლინ ზატვორის“ ამოსაღები და ჰაუბიცის ანალოგს
მოვარგე. მიუხედავად სხვადასხვა ზომისა, ამოსაღები მოწყობილობა ერთი ერთზე მოერგო. ვცადეთ „კლინ ზატვორის“ ამოღება.
ქვემეხის ანალოგისგან განსხვავებით, გაცილებით მძიმე
აღმოჩნდა. ორი კაცი ჰაუბიცის თავზე ვიდექით და ზევით
ვექაჩებოდით ამ მოწყობილობას, მაგრამ ბოლომდე მის ამოსვლას
ხელს რაღაც უშლიდა. შემდეგ ერთი კაცი ზევით დარჩა, ხოლო მე
ჰაუბიცის ქვევით შევძვერი და მანამდე ვურტყი ქვევიდან წიხლი,
სანამ არ ამოვაგდეთ ბუდიდან.
გამიხარდა. ზღვისკენ წაღება და წყალში გადაგდება დავაპირე.
„კლინ ზატვორი“ ძალზე მძიმე იყო და ჩემმა დამხმარემ
ბოდიში მომიხადა:
- აფეთქების შედეგად ხერხემალი დავიზიანე და თუ არ
გეწყინება მე მაგაში მონაწილეობას არ მივიღებ.
- რას ლაპარაკობ, შენ უკვე ისედაც მაგრა მომეხმარე. ამის
დარდი ნუ გექნება, - ბეჭზე ძლივს შემოვიდგი ეს მძიმე
დეტალი და ზღვისკენ გავიქეცი.
როგორც კი სანაპირო ზოლზე გავედი, 200-300 მეტრით
მარჯვნივ გავიქეცი. მძიმე ტვირთი მქონდა. ვიცოდი, რომ შორს
ვერ გადავაგდებდი. იარაღი და ტყვიაწამალი ნაპირზე დავტოვე.
ზედა სამოსი გავიძვრე, ზღვაში მაქსიმალურად შევედი, უკვე
წყალი ნიკაპამდე მწვდებოდა. მოვიწადინე და რაც შეიძლებოდა,
შორს გადავაგდე ჰაუბიცის ეს დეტალი.
სირბილით ჰაუბიცას დავუბრუნდი. ვიცოდი, რომ უკვე
საკმაოდ დავაზიანე, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებდი. გადავწყვიტე
„დულნი ტორმუზიც“ მომეხსნა.
ჰაუბიცის მსგავს დაანდგარებში „დულნი ტორმუზ“-ს
უდიდესი დანიშნულება აქვს. გასროლის შედეგად ჭურვი წინ
- 242 -
მიფრინავს, ხოლო ლულა უკან მოდის. ეს უკანასკნელი უკან
დიდი დარტყმით რომ არ დაიძრას, „დულნი ტორმუზი“ იღებს ამ
დატვირთვის 80%-ს თავის თავზე.
ასე რომ, მის გარეშე ჰაუბიცა პირველ გასროლაზე მწყობრიდან
გამოვა. ძალიან გამიგრძელდება საუბარი, დეტალურად რომ
მოვყვე, როგორ მოვხსენით მე და ჩემმა დამხმარემ ეს დეტალი.
ვიტყვი მხოლოდ, რომ ეს ჩემი ცოდვით სავსე „დულნი ტორმუზი“
„კლინ ზატვორზე“ ორჯერ მძიმე აღმოჩნდა. გაჭირვებით
გავიტანე ეს მძიმე ტვირთიც სანაპიროზე, ოღონდ ახლა უკვე
მარცხნივ ვატარე 200 მეტრი. კვლავ მაქსიმალურად შევედი
წყალში და ისიც ჩავძირე.
ამასობაში ჩვენმა მეომრებმა ორივე მანქანა დენთით და
ჭურვებით სულ დაფარეს. მეც მოვრჩი ჰაუბიცის გაფუჭებას.
დავქოქეთ ძრავიდან ზეთჩამოსხმული ძრავები და გავიქეცით.
მძღოლების გათვლა ზუსტი აღმოჩნდა. 20 წუთში გრადის
ადგილი სულ განათდა და გამაყრუებელმა გრუხუნის ხმამ
აფხაზეთის ცა კიდევ ერთხელ შეაზანზარა.
ამ დავალებას თავი პირნათლად გავართვით. მაგრამ სხვა
რამეზეც უნდა შევთანხმებულიყავით მეომრები. სანაპიროზე
მოვეწყვეთ. გადავხედე შემადგენლობას და უმთავრესობა
დივიზიონის ბიჭები ვიყავით. დავსვი შეკითხვა:
- საარტილერიო დანადგარები ავაფეთქეთ და აღარ გვაქვს. ან
მივდივართ ჩქარი ნაბიჯით სანაპირო ზოლზე და
ვუერთდებით ჩვენს არტილერიას, ან შევდივართ ფრონტის
ხაზისკენ და თუ კიდევ ვინმე არსებობს ქვეითი ჯარიდან, მათ
ვუერთდებით. შემდეგ კი ვიბრძვით ბოლომდე.
- ჩვენ არ ვიცით არტილერიის დარჩენილი ნაწილი რა
მდგომარეობაშია. გამორიცხული არაა, რომ დანაკლისიც
აქვთ. შეიძლება ამ ეტაპზე ჩვენი მათთან ყოფნა უფრო
საჭიროა ვიდრე ქვეით ჯართან გაერთიანება, ვცადოთ
არტილერიასთან შეერთება,- იყო ერთობლივი პასუხი.
- 243 -
ამ მოწყობაზე ემზარ რაზმაძე გვესწრებოდა. შემდეგ სად
დავკარგეთ ეს კაცი, არავინ იცის.
საკმაოდ ჩქარი სიართულით დავიძარით სანაპირო ზოლის
გასწვრივ. ორი მეომარი რთულ მდგომარეობაში გვყავდა, ლევან
ბერძენიშვილი მკერდის არეში იყო დაჭრილი, მაგრამ ფეხზე
იდგა და დამოუკიდებლადაც კი მოძრაობდა. ხოლო ერთ
დივიზიონელს სანაპირო ზოლმა შეუქმნა პრობლემა. საქმე ისაა,
რომ არც თუ დიდი ათლეტური აღნაგობის მქონეს, 45-46 ზომის
ფეხი ჰქონდა, ჩექმა კი, მე მგონი, კიდევ უფრო დიდი ზომის ეცვა.
ვისაც უვლია სანაპირო ზოლზე, იცის, რომ ფეხი ეფლობა ქვიშაში
და მოძრაობა რთულია. ასე რომ, ეს გაჭირვებული ძლივს
მიათრევდა ფეხებს.
დაჭრილს ავტომატი გამოვართვი, ხელკავი გავუკეთე რომ
დამყრდნობოდა და ისე წავიყვანე. გზადაგზა სიმღერას ვღიღინებდით, არ მინდოდა სულიერად გატეხილიყო. მეორე დივიზიონელს კი, რომელიც დინოზავრის ნაკვალევით მიიკვლევდა
გზას, პერიოდულად ვკიცხავდი:
- ხომ გითხარი, არ წამოსულიყავი ამ ბრძოლაში. ახლა შენ რომ
ვეღარ იარო, მთელი დივიზიონი უნდა გაჩერდეს შენი
გულისთვის? გვაკლია მსხვერპლი?
ამ სიტყვებმა ეტყობა იმოქმედა. ძლივს მიმავალმა ბოლო
ძალები მოიკრიბა და საკმაოდ ენერგიულად წავიდა წინ.
მიდიოდა სანაპირო ზოლზე და უკან ისეთ კვალს ტოვებდა, რომ
გუთნით ნახნავი გეგონებოდა.
სავარაუდოდ, 14-15 კილომეტრი გავიარეთ, ახალი კინდღის
მიდამოებიდან მდინარე ცხენისწყლამდე მივაღწიეთ. სანაპირო
ზოლზე უამრავი ტექნიკა და საზენიტო დანადგარი იყო
მიტოვებული. გული მომიკვდა, ამდენი რამ ცოტა ხანში მტრის
ხელში აღმოჩნდებოდა. მისი დაშლა რომ დაგვეწყო, ალბათ,
დღესაც აფხაზეთში ვიქნებოდით. ზღვის პირას ხალხის მოძრაობა
კვლავაც შეინიშნებოდა.
- 244 -
გამიკვირდა, მაგრამ ტანკი დაგვეწია. ისეთი შთაბეჭდილება
დამრჩა, რომ ბრძოლის ველიდან ბოლო მეომრები გამოჰყავდა.
იმდენი კაცი ისხდა ამ ტანკზე, რომ ნემსსაც ვერ ჩააგდებდი.
ტანკისტმა და ზედ შემომსხდარმა მეომრებმა დივიზიონის
ხალხი გვიცნეს, გაჩერდნენ და მოგვმართეს:
- თქვენი ერთი მებძოლი მთვრალია და ორ კაცს მოჰყავს.
- რას ჰქვია მთვრალია?! ხალხს 2 დღე საჭმელიც არა აქვს ნაჭამი,
დალევას სად მოასწრებდა? - ტანკის გრუხუნში ბოლო ხმაზე
ავყვირდი მე.
- მთვრალიც რომ ყოფილიყო, ვერ წამოიყვანეთ? ვხედავ, რომ
ადგილი მართლაც არა გაქვთ, მაგრამ ლულაზე დაგებათ ეგ
შეჩვენებული, - გავკიოდი ყველას გასაგონად.
დანაშაულის გრძნობა გაუჩნდათ. ეტყობა, ეს გრძნობა ისედაც
აწუხებდათ, თორემ ტანკს სულ არ გააჩერებდნენ და არაფერს
გვეტყოდნენ.
- მიახლოებით სად არიან? - შევეკითხე ტანკზე მსხდარ ხალხს.
- ახალი კინდღის მიდამოებში. - იყო მოკლე პასუხი.
- იქნებ ეს ორი კაცი გაიყოლოთ, ერთი დაჭრილია და მეორე
ვეღარ დადის. იმათ საშველად კი ჩვენ დავბრუნდებით, -
კატეგორიულად მოვთხოვე ტანკზე ზემჭიდროდ განლაგებულ ხალხს.
გაუგებარი სიტუაციიდან დადანაშაულებული ხალხი ცოტა
კიდევ შემჭიდროვდა და ორი კაცის ადგილიც გამოჩნდა. ამაზეც
შვებით ამოვისუნთქე, მკერდში დაჭრილ ლევან ბერძენიშვილს
ანტიბიოტიკური მურნალობა სჭირდებოდა, თორემ ადრე თუ
გვიან სისხლის მოწამვლა გარანტირებული ჰქონდა. სუნთქვაც
უჭირდა. ჭრილობაზე თითი ჰქონდა მიფარებული, თორემ
ფილტვიდან წნევით წამოსული ჰაერი გარეთ სისხლის ფრქვევით
გამოდიოდა.
- 245 -
ტყვარჩელის ფრონტს საკმაოდ კარგად ვიცნობდი.
ცხენისწყლიდან ახალ კინდღამდე 14 კილომეტრი იყო. ეს გზა
ისევ უკან უნდა გაგვევლო და ჩვენი დივიზიონელი
გადაგვერჩინა. კიდევ ორად გავიყავით არტილერია და ვისაც
ენერგია შეგვრჩა, უკან დავბრუნდით. სავარაუდოდ, ამ
სიტუაციაში დავკარგეთ ემზარ რაზმაძეც. თორემ აქამდე
მწყობრად მოვდიოდით და ადამიანის გაუჩინარება პრინციპში
შეუძლებელი იყო. კანონით ამ მებრძოლს არაფერი არ უნდა
მოსვლოდა, მაგრამ ჩვენი დაცალკევების შემდეგ შეიძლება
მასთანაც კონტუზიამ იჩინა თავი. სამწუხარო ისაა, რომ მისი
ასეთი მდგომარეობაც არაა დაფიქსირებული.
მოკლედ, ბიჭების ნაწილი მოვეწყვეთ და ახალი კინდღისკენ
ორგანიზებულად გავიქეცით. სანაპირო ზოლზე მომავალი ხალხი
და მეომრები გაკვირვებით გვიყურებდა მეომართა ჯგუფს,
რომელიც მოწესრიგებულად საპირისპირო მხარეს გარბოდა.
ცნობისმოყვარეობას ვერ მალავდნენ და გვეკითხებოდნენ, რაში
იყო საქმე. ახსნის დრო არ გვქონდა, ამიტომ მოკლე პასუხს
ვაძლევდით.
- დაწყნარდით. პატარა საქმე დაგვრჩა გასაკეთებელი.
გულში სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ აღმოჩდნენ ჩვენი
დივიზიონელები იმ ადგილას ან რა მოუვიდათ. მინდოდა ნაღდად ნასვამები ყოფილიყვნენ. დაჭრილის მოვლა-პატრონობას
ისევ სიმთვრალე მერჩია, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ვერსია გამორიცხული იყო.
როგორც იქნა, მოვძებნეთ ჩვენი ხალხი. მეომრები პრაქტიკულად იმავე ადგილას იყვნენ, სადაც მე ჰაუბიცის დეტალები
ზღვაში გადავყარე. ჩვენი დივიზიონის მეომარს ორი კაცი
გაჭირვებით ატარებდა. ერთი მეომარი პოლკიდან იყო, ხოლო
მეორე ჩვენი დივიზიონის კოლორიტი ვახტანგ იველაშვილი
გახლდათ. მარტონი იყვნენ. ირგვლივ ძეხორციელი აღარ
დადიოდა.
- 246 -
როგორც კი დაგვინახეს უკან
მორბენალი არტილერისტები,
სიხარულით შემოგვეგებენ. გეგონება, საუკუნე არ ვყავდით ნანახი.
არადა, ჩვენი დაშორებიან სულ
რამდენიმე საათი იყო გასული.
ქვაზე ჩამოვსხედით. სიგარეტს
მოვუკიდეთ.
- რა მოუვიდა? - შევეკითხე
ვახოს.
- წესიერად არ ვიცი, რაღაცები
გასკდა ჩვენს თავზე, დიდი
აფეთქებები იყო. შევამოწმე,
დაჭრილი არაა, არც ზედმეტი
„დირკა“ აქვს სადმე, მაგრამ
საიდანღაც ტვინს მაინც კარგავს.
სულ გამოშტერდა. ეტყობა კონტუზირებულია.
- თქვენ ორნი როგორ ხართ? -
კვლავ შევეკითხე ვახოს.
- რახან თქვენ მოხვედით, არაფერი გვიჭირს.
- კი მაგამ, აქ საიდან გაჩნდით? - გაკვირვებით შევეკითხე ვახოს.
- „ია მაშინა ეხალ, ეხალ, პატომ პოეზდ ეხალ, ეხალ...“ – „ჯარისკაცის მამადან“ ცნობილი ფრაზებით დაიწყო საუბარი ვახომ.
მივხვდი, რომ ამ კაცისგან სწორ პასუხს მანც ვერ გავიგებდი,
საუბარი შევაწყვეტინე და კვლავ კითხვით მივმართე:
- ჩვენი მეომრები ან არტილერისტები ხომ არ დარჩნენ სადმე.
- არა. - იყო მოკლე და ამომწურავი პასუხი.
- აბა წავედით! - და ამ სიტყვებზე სიგარეტი გადავაგდე.
- წავედით! - მომესმა მეომართა ხმა.
- 247 -
კონტუზირებულს ხელკავი გავუკე და მისი წამოყენება ვცადე.
ფეხზე ვეღარ წამოდგა.
- რა მოუვიდა? წეღან ხომ თვითონ მოდიოდა? - გაკვირვებით
მივმართე ვახოს.
- არ ვიცი, მაგრამ თქვენ რომ დაგინახეთ, მუხლი მომეკვეთა
სიხარულით და მე მგონი მეც ვეღარ ვდგები ფეხზე, - მომმართა ვახომ და გაჭირვებით წამოდგა.
სხვა გზა არ იყო, კონტუზირებული ზურგზე შევისვი და
ჩქარი ნაბიჯით სანაპირო ზოლს
გავუყევი. თავიდან თავისუფლად მოვდიოდი, მეგონა თბილისამდეც კი უპრობლემოდ
ჩავიყვანდი, მაგრამ ნელ-ნელა
ჩემი პაციენტი დამძიმდა. უეცრად თავბრუ დამეხვა, თვალთ
დამიბნელდა და გულისრევის
შეგრძნებაც მომეზღვავა. ვიგრძენი, რომ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქებამ ახლაღა
იმოქმედა, მეც კონტუზირებული ვიყავი. უეცრად გულში
გამიელვა:
- ვაი თუ, მეც გავხდე სათრევი?
მაგრამ დავარწმუნე თავი,
რომ ამის დრო არ იყო.
2 დღე უჭმელი ვიყავი, გული ნაღდად არ ამერეოდა, მაგრამ
წონასწორობას ძლივს ვინარჩუნებდი. გავჩერდი. ზურგზე
მოკიდებულ კაცს ხელი მაგრად მოვუჭირე, რომ შემთხვევით არ
დამვარდნოდა და ისედაც გონებადაკარგულს თავი ქვაზე არ
დაერტყა.
- 248 -
კონტუზირებული ჩემი ძველი ძმაკაცი იყო, ჯერ კიდევ
სტუდენტობიდან ვიცნობდი მას. მის ლექსიკონსაც თითქმის
ყოველ დღე ვისმენდი, მაგრამ სიტყვა „ურჯულო“ ჯერ არ მქონდა
დაფიქსირებული.
მოკლედ, ამ უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში ვარ
და ვიგრძენი, ზურგზე მოკიდებულმა ძმაკაცმა როგორ მითავაზა
ფერდებში მუხლი, თან ჩლიფინით პირდაპირ ყურში ჩამძახა.
- გადაადგი, შე ურჯულო, ფეხი, თორემ მოგვადგნენ აფხაზები.
ხომ ასეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ
ისტერიული სიცილი დავიწყე. ბიჭები მომცვივდნენ. ტვირთი
გამომართვეს. ერთი რამ ვერ გაეგოთ, ცუდად ვიყავი თუ კარგად.
ერთი მხრივ, გული რომ აერევა კაცს ისეთ ხმებს გამოვცემდი და
შუალედებში კი ვიცინოდი.
- ვაი მე, ამანაც გარეკა, - შეშინებულმა ჩაილაპარაკა ვახომ.
ყველა დავამშვიდე და სიტუაცია ავუხსენი.
ჩვენ ძვირფას კონტუზირებულს რიგრიგობით მივათრევდით.
ყველა დავიღალეთ. თან უჭმელებიც ვიყავით. ძველი ფარაჯა, ე.წ.
„შინელი“ მოვძებნეთ. ზედ დავაწვინეთ ავადმყოფი და ისე
გავუყევით სანაპირო ზოლს.
სულ 8 კაცი ვიყავით, 6-ს კონტუზირებული მიგვყავდა, ხოლო
ორი კაცი სანაპიროზე გამორიყულ ხის დიდ მორს მიათრევდა.
ჩვენს მეტი ზღვაზე აღარავინ იყო და თუ წინ მტერი დაგვხვდებოდა, უგონოდ მყოფ ადამიანს ხეზე დავაკრავდით, შემდეგ კი
ცურვით, ზღვით წავიდოდით. ნიავი და ზღვაზე არსებული
ტალღების მიმართულება ამის იმედს გვაძლევდა.
ეს ორი ბიჭი თუ დაინახავდა, რომ მორის მაგვარი რამე წინაც
ეგდო, ამ ხეს გადააგდებდა და მისვლისას შემდეგ მორს აიღებდა.
ამ პერიოდში დასვენება გამოსდიოდათ. ზოგჯერ იმხელა ხის
- 249 -
ტარება უწევდათ, რომ ის ჩვენს კონტუზირებულ ადამიანზეც კი
მძიმე იყო.
რა თქმა უნდა, ეს ორი ადამიანიც ძალიან დაიღალა და მორის
სისქემაც კლება დაიწყო. ერთი პერიოდი სარის მსგავს ხესაც
მოჰკიდეს ხელი. ამაზე ვახომ შესძახათ:
- ეგ სარი ამის დამჭერი არაა და თუ უკან გასაყრელად გინდათ,
რაღას გვათრევინებთ ამ კაცს?
გათანგულებმა სიცილი დავიწყეთ.
ჩვენს კონტუზირებულს მშვიდად ეძინა, პერიოდულად
გაურკვევლად რაღაცას ბურტყუნებდა, აზრს ვერ გამოიტანდი,
მაგრამ საკმაოდ მკაფიოდ და გამართულად გვაგინებდა. მინდა
დავაკონკრეტო, კი არ იგინებოდა, არამედ გვაგინებდა. უგონოდ
იყო და ყურადღებას არ ვაქცევდით. სანაპიროზე უზარმაზარი
ქვის ლოდები შევნიშნეთ, შევათრიეთ ჩვენი პაციენტი ამ
ლოდებში. ახლაღა შევნიშნე, რომ მთელი გზა წელში მოხრილებმა
ვიარეთ. სანაპირო ზოლის გასწვრივ ბუნებრივად შექმნილი ბეგი
იყო, მტერს რომ არ შევენიშნეთ, წელში მოხრილები მოვდიოდით.
გავიმართეთ მხრებში როგორც იქნა და სიგარეტი კაცურად
გავაბოლეთ.
„შინელზე“ დაწვენილი კონტუზირებული პირდაპირ მიწაზე
დავდეთ. რვავემ წრე დავარტყით და ჩუმად დავიწყეთ საუბარი,
მომავალში როგორ უნდა გვემოქმედა. ჩვენი უგონოდ მყოფი
ჩლიფინს მორჩა და გინებაზე გადმოვიდა. ყურადღება არ
მივაქციეთ. საუბარი განვაგრძეთ. ერთ-ერთმა დივიზიონელმა
უსმინა, უსმინა ჩვენს საუბარს და სერიოზულად მოგვმართა:
- რა ვქნათ, დავბრიდოთ?
კონტუზირებული უკვე 19 კილომეტრი სანაპირო ზოლზე
ვატარეთ, ყველანი საოცრად დაღლილები ვიყავით. ჩავთვალეთ
ლიკვიდაციის ეს გეგმა იმიტომ შემოგვთავაზა ძმაკაცმა, რომ
- 250 -
გამოუვალ სიტუაციაში ვიყავით და ეს უგონოდ მყოფი ადამიანი
ტყვედ რომ არ ჩავარდნილიყო, იმიტომ უნდა მოგვეკლა.
- რა უნდა დავბრიდოთ? - ვიღრიალეთ შვიდივემ.
- აბა, რატომ გვაგინებს? - ნაწყენმა შემოგვხედა ჩვენმა დივიზიონელმა.
რა გვეცინებოდა, მაგრამ სიცილისგან თავბრუ დამეხვა. გავხედე გინებით განაწყენებულ ჩვენს დივიზიონელს, ისიც გულიანად
იცინოდა.
დრო ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ოჩამჩირის მისადგომებთან რომ მივედით, უკვე შუაღამე იყო. გზად ერთი პატარა
რუსული სამხედრო ნაწილი გავიარეთ. დანახვისთანავე დახმარება შემოგვთავაზეს. ნაწილში შეგვიშვეს და ავადმყოფის
ლაზარეთში დაწვენასაც შეგვპირდნენ.
გაგვიხარდა. სამწუხაროდ, ხანმოკლედ. ჩვენი დამხმარე
ხალხი ვიღაცას ესაუბრა ტელეფონზე და შემდეგ ერთმა რუსმა
ბოდიშის მოხდით მოგმართა:
- თქვენებს თურმე ქალაქი დატოვებული აქვთ და აფხაზებთან
პრობლემა არ გვჭირდებაო.
როცა გავიგეთ, რომ ოჩამჩირე ქართულ შენაერთებს
დატოვებული ჰქონდა, ფსიქოზამდე ავიშალე ნერვებზე. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი ქართული ჯარის ამხელა დემარშს.
ჩაის გვიცხელებდნენ, მაგრამ მივხვდით, რომ მისი დალევის
დრო არ გვქონდა. მაშინ რუსმა სამხედროებმა კონსერვები
მოგვცეს. მივუტრიალდი ერთ-ერთ ოფიცერს და ვთხოვე, საკაცე
ეჩუქებინათ, თორემ ფარაჯით ავადმყოფის ტარება ძალზე ძნელი
იყო. ორ წამში საკაცეც მოგვიტანეს.
საკაცით ტარება გაცილებით იოლი აღმოჩნდა. გავიდეთ
მხარზე ჩვენი ავადმყოფი და ფეხებით წინ ოჩამჩირისკენ
- 251 -
წავიყვანეთ. გზად ცოტახნით მოვიდა აზრზე და ისტერიული
კივილი დაიწყო:
- სად მიგყავართ?
- ოჩამჩირეში, ოჩამჩირეში, - დავამშვიდეთ აქეთ-იქედან.
- სხვაგან არ მიგყავართ?
ახლაღა მივხვდით მისი კივილის მიზეზს. 6 კაცს მხარზე
გვყავდა გადებული და ფეხებით წინ მივარბენინებდით, 100%-ით
თავი კუბოში ეგონა.
კვლავ სიცილი დავიწყეთ.
ოჩამჩირეც თითქმის ბოლომდე გავიარეთ, მდინარე ღალიძგამდე ცოტაღა რჩებოდა, რომ ქალაქში რამდენიმე კაცის
სილუეტი შევნიშნეთ. კანონით ჩვენები უნდა ყოფილიყვნენ,
მცირე შეძახილის შემდეგ შევთანხმდით, რომ ერთი კაცი მათგან,
ხოლო ერთი კაცი ჩვენგან შეხვდებოდა ერთმანეთს.
წამოვდექი და ჩემს დივიზიონელს სულ რამდენიმე წუთის
წინ კონტუზირებულის მოკვლას რომ ითხოვდა, მივმართე:
- თუ რამე ცუდი შენიშნოთ, გარჩევას ნუ დაიწყებთ, ჩემიანად
„მიაბრიდეთ“ ყველა!
თავი დამიქნია და სახის გამომეტყველებით მანიშნა:
- შენ მაგაზე არ ინერვიულო, შესრულებული იქნებაო, - ეს ისე
მკაფიო იყო, რომ ცოტა არ იყოს „გამიტყდა“. გულში
გავიფიქრე:
- დავიჯერო, სულ არ ვეცოდები?
წამოვდექი და უცნობებისკენ გავემართე. მეც და
დამხვდურმაც ერთმანეთი შორიდან ვიცანით. იგი ოჩამჩირის
არტილერიიდან იყო და ორი დღის წინ კორექტირებაზე მყოფნი
ერთად ვბომბავდით მტერს. გახარებულები ერთმანეთს
გადავეხვიეთ.
- 252 -
- ჩვენები არიან. - გავძახე სანაპიროზე საბრძოლველად
მომარჯვებულ ხალხს.
გაუხარდათ ამ ამბის გაგება და საკაციანად ამოფრინდნენ ზევით.
- დაჭრილია?- დამისვეს შეკითხვა.
- არა, კონტუზირებულია და 25 კილომეტრი სანაპიროზე
ვათრიეთ,- გავეცი ამომწურავი პასუხი.
- ისე, არტილერისტები ყველგან ყველაზე ბოლოს როგორ
გამოვდივართ? - გაიხუმრა ოჩამჩირის არტილერისტმა და თან
დააყოლა:
- არ მეგონა, კიდევ თუ ვინმე იყო დარჩენილი. ცოტა ხანში
ჩვენც გავდივართ და გაგიყოლებთ. რამდენიმე წუთის საქმე
გვაქვს დარჩენილი. მანამდე ცოტა საჭმელი შეჭამეთ და
დაილოცეთ.
- აგაშენა ღმერთმა, ესე იგი ტრანსპორტი გყავთ? - მივმართე
გახარებულმა.
- არის, მაგრამ მიწოლით იქოქება მხოლოდ.
- ჩვენც მოგეხმარებით, - შევთავაზეთ დახმარება.
- ნამდვილად არ იქნება ურიგო, თორემ ჩვენც ცოტანი ვართ და
გვიჭირს დაქოქვა - ეტყობოდა, რომ მასპინძელი კმაყოფილი
იყო ჩვენი გამოჩენით.
სახლში მიგვიპატიჟეს. დიდი ქვაბით ლობიო იყო მოხარშული
და 20 ლიტრიანიდან კი სპირტივით ძლიერ არაყს გვისხამდნენ.
წასვლის დროც მოვიდა. მასპინძელმა კარები დახურა, ჯერ
კარებს აკოცა, შემდეგ დაიჩოქა და საძირკველს ეამბორა. შემდეგ
პირჯვარი გადაიწერა და სატვირთო მანქანისკენ გაგვიძღვა.
მეგონა, ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ უეცრად არტილერიის ჭურვები გასკდა ოჩამჩირეში. ნელ-ნელა ჩვენკენ
მოიწევდა აფეთქების ხმა. ხელი წავავლე ჩვენს სიმწრით
გამოთრეულ თანამებრძოლს და სახლსა და ტროტუარს შორის
მყოფ წყლით სავსე „კანაოში“ (ღელეში) ჩავაგდე. მეც მივყევი.
ცოტა ხანში დაბომბვები შეჩერდა. ამოვიღე წყლიდან ჩვენი
- 253 -
კონტუზირებული. მეც და ისიც ორივე სველი ვიყავით. არ
დაგიმალავთ, ძალიან შემეცოდა. საცოდავი ხმით მომმართავდა:
- გამაგებინე, რა ხდება აქ?
- ბრძოლა გადარჩენისთვის, - მივუგე ღიმილით.
- რისთვის?
- თუ კაცი ხარ, შენი თავი არ მაქვს, - ამ სიტყვების შემდეგ ხელი
წავავლეთ ჩვენს პაციენტს და სატვირთო მანქანაზე გაშლილ
საკაცეში ჩავაწვინეთ. მასპინძელმა კი სახლიდან წინდაწინ
გამოტანილი საბანი გადააფარა. კონტუზირებულმა დაიძინა.
ერთი პრობლემა კვლავ გვრჩებოდა. მანქანა მიწოლით უნდა
დაგვექოქა. გავნაწილდით ბიჭები და მთელი ძალით მივაწექით.
პირველ, მეორე და მესამე ცდაზეც არ დაიქოქა. ცოტა არ იყოს,
იმედი დავკარგე.
- ერთიც ვცადოთ. ღმერთი არ გაგვწირავს! - იყო გამამხნევებელი მოწოდება.
სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ისე დავეძგერე ამ მანქანას, რომ
რაგბის შერკინება ამასთან არაფერია. ეტყობა, ყველა იმავე განწყობით იყო. მანქანამ ერთი დაიღრიალა და დაიქოქა. გაქანებულ
ტრანპორტს პირდაპირ შევაფრინდით ბიჭები.
- უთქვენოდ ვერ დავქოქავდით ,- კმაყოფილებით გვეუბნებოდნენ ოჩამჩირელი არტილერისტები.
- მადლობა ამას უთხარით, - და მძინარე ჩვენს თანამებრძოლზე
მივანიშნე.
- შენ იცინი და ნამდვილად ეგრეა, - ვიცინოდით ყველანი.
ირიჟრაჟა. მანქანა გალში შევიდა. მთელი გალი მეომრებით იყო
სავსე. შევეხმიანეთ ჩვენს არტილერიასაც, რომელიც მანქანებით
და საარტილერიო დანადგარებით გამოვიდა ფრონტის ხაზიდან.
- უკვე შემეშინდა, რომ ვეღარ გამოხვიდოდით, - გადამეხვია
პოლკის მეთაური და გააგრძელა:
- შორიდან გიცნობდით, მართლა მაგრები ხართ!
- 254 -
კონტუზირებული გალის საავადმყოფოში დავაწვინეთ.
დაჭრილი ლევან ბერძენიშვილი უკვე თბილისში გაეგზავნათ,
ხოლო ამ ახალ პაციენტს ცოტა ხანში გაუშვებდნენ.
აღარაფრის ინიციატივა აღარ მქონდა. ბედს მივენდე და
ჩემთვის ჩავილაპარაკე:
- სადაც ყველა, იქაც მე!
ექსპრეზიდენტის მომხრეებმა ზუგდიდზე არ გამოგვიშვეს.
კონფლიქტს მოვერიდეთ. აფხაზეთი სვანეთის გავლით
დავტოვეთ!!!

გზაში საკმაოდ ცუდი
ინფორმაცია მივიღეთ ჩვენს
ბოლნისელებზე.
სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე მძიმედ
დაიჭრა ლევან ამირიანი. მისი
ევაკუაცია და თბილისში ჩამოყვანა მოხერხდა, მაგრამ
ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა და, სამწუხაროდ, იგი
ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
ასევე გვაცნობეს, რომ
ჩვენი არტილერიის ერთლევან ამირიანი
- 255 -
ერთი პირველი წევრი გია (ერმინე)
ჭითანავა ჟიული შარტავას გვერდით სოხუმის დასაცავად დარჩა.
ბოლო მონაცემებით, მის გვერით
იყვნენ დივიზიონის ბოლნისელი
წარმომადგენლებიც: კობა
თაყნიაშვილი, მერაბ ლომთაძე და
ტრისტან მოდებაძეც. (ამ ბიჭებთან
ერთად სხვა ბოლნისელებიც
იყვნენ, მაგრამ მე მხოლოდ თეთრ არწივში მებრძოლთა
სახელები ვიცი. )
სამწუხაროდ, ამ ვაჟკაცების ბედი 1993 წლის 27 სექტემბრიდან უცნობია. ისინი დღესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად
ითვლებიან.
გია (ერმინე) ჭითანავა
კობა თაყნიაშვილი მერაბ ლომთაძე
- 256 -
ერთი შეხედვით წყნარი და
თავმდაბალი ბოლნისელი ბიჭები
ფრონტზე მსუბუქი არტილერიის
დანადგარით „ა გე ეს“-ით
იბრძოდნენ. მათ მთელი ომი
პრაქტიკულად წინა ხაზზე გაატარეს. ჩვენი დივიზიონის მთავარ
ბაზას მოწყვეტილნი წვიმაში,
თოვლში, ტალახში და მრავალი
დღე ხანდახან მშიერნიც ქართულ
პოზიციებს იცავდნენ. გადაიტანეს
უდიდესი გაჭირვება, რამდენჯერმე აფეთქდნენ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე, გამოაკლდათ თანამებძოლი, ჰყავდათ
კონტუზირებული და მძიმედ დაჭრილი ხალხიც, მაგრამ მათი
საბრძოლო სული ვერ გატეხა ომმა, პირიქით, დღითი დღე უფრო
ძლიერდებოდა. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ბოლნისელებმა ბოლომდე იბრძოლეს, არ მიატოვეს და კბილებით
დაიცვეს სოხუმი.
ბედნიერია საქართველო!
ბედნიერია ჩვენი ბედკრული საქართველო, რადგან ჰყავს
ოჯახები, სადაც ისეთი ვაჟკაცები იზრდებიან, როგორიც
ბოლნისელები იყვნენ.





ტრისტან მოდებაძე
- 257 -
მსხვერპლი ომის შემდეგ
სამწუხაროა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ დივიზიონის პირად
შემადგენლობას საომარი მოქმედებების შემდეგაც გამოგვაკლდა
ხალხი.
ომმა კუდი აქაც მოიქნია და 1994 წელს შევიტყვეთ, რომ ზაზა
სულაბერიძეს ავთვისებიანი სიმსივნე განუვითარდა. გაუკეთდა
ოპერაცია. სამწუხაროდ, მკურნალობამ ვერ უშველა და უძლიერესი მეომარი 1995 წლის 17 ნოემბერს გარდაიცვალა..
მოგვიანებით გარდაიცვალნენ: ბესარიონ მაისურაძე, ლაშა
კაკულია, დათო ახალშენაშვილი, დავით ბაზოევი ( კურო ),
ვახტანგ იველაშვილი (ვაცუცტა), ლევან ბერძენიშვილი და
ვალერი ტალანოვი.
- 258 -
ე პ ი ლ ო გ ი.

წიგნში მოთხრობილი ამბავი რეალურ ფაქტებს ეყრდნობა.
შეგნებულად პოლიტიკას არ შევეხე. არც ომის დაწყებისა და
წაგების წანამძღვრები და მიზეზები გავაანალიზე. უბრალოდ,
მინდოდა ერთი პატარა შენაერთის ცხოვრება და მოღვაწეობა აღმეწერა. მინდოდა დამენგრია ის სტერეოტიპი, რომლის მიხედვით აფხაზეთის ომში მეომრები მხოლოდ საყაჩაღოდ მიდიოდნენ.
ენა ვერ იტყვის და კალამი ვერ აღწერს იმ გმირების ცხოვრებას, რომლთა გვერდით ბრძოლა უფალმა ცოცხლად დარჩენილებს გვარგუნა. ეს სიტყვები არა მარტო ჩვენი დივიზიონის ბიჭების
მიმართაა ნათქვამი. არ არსებობდა ზღვარი ჩვენსა და სხვას
შორის. ყოველი ქართული შენაერთის მეომარი ჩვენი ძმა იყო.
ამის მკაფიო დასტურია ის ფაქტიც, რომ როდესაც მტერი ალყაში
მოქცეულ არტილერისტებს ებრძოდა, გორდას და გოჩა
ყარყარაშვილის სახელობის ცალკეული სადაზვერვო ასეულის
მეომრებმა უყოყმანოდ შესწირეს თავი ჩვენი ბიჭების გადარჩენას.
მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის ომის მორალი და ეთიკა.
არ შეიძლება გაჭირვებაში მყოფ მეომარს არ მიეხმარო და არ
შეიძლება მიცვალებული ბრძოლის ველზე დატოვო.
1992-1993 წლებში აფხაზეთის ფრონტზე იბრძოდა ლექტორიც
და სტუდენტიც, მუშაცა და გლეხიც, უსაქმურიც და საქმიანიც,
ყაჩაღიც და არა ყაჩაღიც, მაგრამ ყველას საკუთარი სამშობლოს
სიყვარული აერთიანებდა. არ გვქონდა სრულყოფილი საბრძოლო
ტაქტიკა, მიზანმიმართული, კოორდინირებული ქმედება,
ხშირად ქაოტურადაც ვიბრძოდით, მაგრამ ერთმანეთის იმედად
ვიყავით და ერთმანეთის რწმენა არასოდეს დაგვიკარგავს.
- 259 -
ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ აფხაზებს რუსეთის დიდი
მხარდაჭერა ჰქონდათ. გარდა ამისა, ინგუშების გამოკლებით,
მთელი ჩრდილოეთ კავკასია გვებრძოდა. როდესაც ინგუში
დაიბადება, აკვნიდანვე არიგებენ, რომ ქართველი მისი მტერი
არასოდეს იქნება! ეს წესი ჩვენმა მოძმე ერმა არ დაარღვია.
ამისთვის ისინი რუსეთმა დასაჯა და ისედაც პატარა ინგუშეთს,
სადავო ტერიტორიების საკითხი მეზობლების სასარგებლოდ
გადაუწყვიტა.
მტერ-მოყვარის სურათი ბოლომდე რომ გამოიკვეთოს,
რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ კაზაკებსაც მინდა შევეხო. რა
დავუშავეთ ქართველებმა ამ ერს, არ ვიცი, მაგრამ მეფის რუსეთიდან მოყოლებული ყოველთვის ჩვენს წინააღმდეგ იბრძვიან.
ელემენტარული ანალიზის უნარი თუ აქვს ადამიანს, მიხვდება, რა ძალას ვუპირისპირდებოდით. გარდა ამისა, რუსეთის
წყალობით საჰაერო სივრცის სრული კონტროლიც სეპარატისტების ხელში იყო. ყოველივე ამის მიუხედავად, 1992 წლის 15
აგვისტოდან - 1993 წლის 27 სექტემბრამდე, ანუ 13 თვე და 13 დღე
აფხაზეთის დიდ ნაწილს მაინც საქართველო აკონტროლებდა.
მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგად იარაღის
ჩამორთმევის შემდეგ აიღო მტერმა აფხაზეთი. იქაც კი, რუსეთის
გენერალურ შტაბში დაგეგმილი 4 დღის ნაცვლად, 3-ჯერ მეტი
დრო დასჭირდათ და მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გარეშე
დარჩენილი სოხუმი, რომელიც მოწინააღმდეგის ავიაციის და
არტილერიის ცეცხლში გმინავდა, მხოლოდ 12 დღეში აიღეს.
არ მინდა პოლიტიკას შევეხო, მაგრამ არ შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს შემდეგი ფაქტი: აფხაზური ერის გენოციდი
რომ არ მომხდარიყო, იმდროინდელმა საქართველოს მთავრობამ
ყველა ღონე იხმარა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგებისათვის. სამწუხაროდ, სეპარატისტულად განწყობილმა
ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლებამ ყველა ეს ხელშეკრულება
დაარღვია და დღესდღეობით ურცხვად ითხოვს ქართული
მხრიდან თავდაუსხმელობის გარანტიას.
- 260 -
ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდეს,
მაგრამ ომის დროს ქართული ჯარის იდეოლოგია მაღალ დონეზე
უნდა იდგეს. ცოცხლად დარჩენილები თავს ბედნიერად
ვიგრძნობთ, თუ „თეთრი არწივის დივიზიონის“ ცხოვრება მომავალ თაობას ამ იდეოლოგიის ამაღლებაში დაეხმარება.
დღესდღეობით საქართველოს რეგულარული არმია ჰყავს.
მოხალისეებით დაკომპლექტებული არტილერიის ჩამოყალიბების საჭიროებაც აღარაა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოვეფერო
და ჩავეხუტო უნიკალურ დივიზიონს, რომელიც აღარ განმეორდება. რეგულარული არმიის პირობებში არა მგონია, კიდევ
შეიქმნას ქართული ხალხური სიმღერის მომღერლებით დაკომპლექტებული საბრძოლო დანაყოფი, რომელშიც მხოლოდ იდეით
შედუღაბებული იქნებიან:
• ფიზიკოსები,
• ისტორიკოსები,
• მსახიობები,
• მათემატიკოსიები,
• გეოფიზიკოსი,
• ექიმი,
• ქიმიკოსი,
• ეკონომისტი,
• გეოლოგი,
• მხატვარი,
• პროფესიონალი მძღოლები,
• დესანტები,
• უბრალო სკოლადამთავრებული ახალგაზრდები,
• და ბოლოს- პროფესიონალი არტილერისტები.
მინდა ქედი მოვიხარო აფხაზეთში მებრძოლი ყოველი
ადამიანის წინაშე. თაყვანი ვცე დაღუპული გმირების ხსოვნას,
რომელთა წმინდა სისხლით დანამული აფხაზეთი გულზე
დღესაც ლოდად გვაწევს.
- 261 -
პატივისცემით:
„თეთრი არწივის საარტილერიო დივიზიონი“.
დიმიტრი ლაბაძე, ბიძინა ზათიაშვილი, კახა მახარაძე, ალიკ
გრიგორიანი, ბესო ქათამაძე, ელგუჯა კოპალიანი, დავით
ზანგალაძე, გიორგი ლობჟანიძე, დიმიტრი ბუხსიანიძე, რამინ
მელაძე, ზაზა ბენიძე, კახა მაღრაძე, შალვა გურგენიძე, იაგო
მელაშვილი, ზაზა დავლაძე, ზურაბ მახარაძე, ავთანდილ
ხუბულური, კობა ამელიჩკინი, აჩიკო ნავდარაშვილი, ნიკა
ხარაძე, გურამ გუგეშაშვილი, თემურ სირაძე, თამაზი ხუხუნი,
კახა ჟორჟოლაძე, ლაშა ჭეიშვილი, დავით ვაზაგაშვილი, ვეფხვია
მელიშიანი, გერასიმე (კობა) ლომიძე, ზაზა ხვედელიძე, თემურ
მაისურაძე, დარისპან გოლეთიანი, გია ტივიშვილი, გია
ივანაური, ბადრი გუნიავა, ალეკო ტაველიძე, დათო
ჯავახიშვილი, ავთო ნადარეიშვილი, ვასიკო ჯანჯღავა, მერაბ
თიბილოვი, მერაბ დურგლიშვილი, ვახო კურტანიძე, ვასიკო
ბერძენიშვილი, ნიკო მაღრაძე, მალხაზ თაყნიაშვილი.
2019 წელი


ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 16.03.2021





გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ნიკოლოზ ვალერის ძე წულუკიძე 1986წ სიგელი მოყვასი თეატრმცოდნე ტელეწამყვანი

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


კობა ქარელი, ნიკო ოდიაშვილი, მიშა ქარელი, იაკობ ჩიხლაძე, ბორის კალატოზიშვილი

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0