სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10669

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვასიკო ჩხეიძე 1957-93წ. გარდ. სოფ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთი  დაბ. ტყიბული ვასიკო ჩხეიძე 1957-93წ. გარდ. სოფ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთი  დაბ. ტყიბული
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჩხეიძე სია

ტყიბული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

35       ბეჭდვა

ვასიკო ჩხეიძე 1957-93წ. გარდ. სოფ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთი დაბ. ტყიბული

  II საარმიო კორპუსი, სრული სია. წიგნიდან "საქართველოსთვის"

 ვასო (დათო) თენგიზის ძე ჩხეიძე  დაიბადა  1957  წლის 9  თებერვალს  ქალაქ  ტყიბულში..

 ჩხეიძეების ოჯახი საცხოვრებლად  ქალაქ  სოხუმში  გადავიდა, ვასომ საშუალო სკოლა სოხუმში  დაამთავრა. 1957 წელს  გაიწვიეს  სამხედრო  სავალდებულო  სამსახურში (ქ. ხაბაროვსკი, ქ. ჩიტა).  ხაბაროვსკშივე  ჩააბარა  თეატრალურ ინსტიტუტში , სარეჟისორო ფაკულტეტზე. ინსტიტუტის  დამთავრების  შემდეგ   (1982წ.) დაბრუნდა მშობლიურ სოხუმში. ვასო  ჩხეიძე მუშაობდა  სოხუმის  კონსტანტინე   გამსახურდიას  სახელობის  ქართულ დრამატულ  თეატრში მსახიობად  და  რეჟისორად.



     აფხაზეთში საომარი მოქმედებების  დაწყებისთანავე  ვასო ჩადგა  მამულის  დამცველთა რიგებში  1993 წლის  თებერვლიდან  ირიცხებოდა  საქართველოს თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის   321-ე  ცალკეულ  სადაზვერვო  ბატალიონში  მეთაურის მოადგილედ,აღმზრდელობით  დარგში .  აქტიურად მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ განხორციელებულ  საბრძოლო  მოქმედებებში.

     1993 წლის 29 მარტს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კინდღში, საბრძოლო ოპერაციის  შესრულების დროს , ვასო ჩხეიძე  საბრძოლო  მანქანით  ნაღმზე  აფეთქდა. თანამებრძოლებმა მძიმედ  დაჭრილი  საავადმყოფოში  გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ექიმებმა  მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სიკვდილის წინ  ვასოს ხუმრობით უთქვამს : „ჯერ ვერ მოვკვდები, ჯერ ხომ ჩემი საუკეთესო როლი არ ,მითამაშიაო“.

   ვასო  ჩხეიძე  დაკრძალულია  ქალაქ   ქუთაისის  სასაფლაოზე.


გარდაიცვალა გუმისთა  29 მარტი 1993წელი სოხუმის მკვიდრი
1993 წლის 29 მარტი
გუმისთაზე განხორციელებული უდიდესი შეტევის
მოგერიების შემდეგ ჩვენი საარტილერიო დივიზიონი
საარტილერიო პოლკთან ერთად სოფელ ზემო კინდღის
მიდამოებში განლაგდა. ტყვარჩელის ფრონტზე ეს ერთ-ერთი
რთული უბანი იყო. ამიტომ მეტი სიფრთხილისთვის,
არტილერიას დაცვის მიზნით ჯავშნიანი მანქანა მოგვამაგრეს.
სამხედრო სადაზვერო მანქანა „ბე ერ ემ“-ი დაზვერვითი
დანიშნულების გახლდათ და აღჭურვილი იყო საკმაოდ
სერიოზული აპარატურით. მისი არტილერიის გვერდით ყოფნა,
მართლაც რომ, უნიკალურ შესაძლებლობებს გვაძლევდა,
როგორც თავდაცვითი, ასევე თავდასხმის კუთხით.
- 118 -
მანქანის მეთაური გახლდათ ვასიკო ჩხეიძე.
სულ რამდენიმე დღე იყო გასული, რაც ვასიკო მოამაგრეს
ჩვენს არტილერიას, მაგრამ ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა
საერთო სიყვარულის მოსაპოვებლად. იგი სოხუმის სახელმწიფო
დრამატული თეატრის დასის წევრი ბრძანდებოდა. თეატრში
მომუშავე ადამიანს ეს არ გაუჭირდებოდა, მაგრამ ვასიკოს
განსაკუთრებულად თბილი და გონებამახვილი საუბარი ჰქონდა.
თვითონაც გახარებული იყო ახალი კოლექტივის გაცნობით:
- ბიჭებო, თქვენზე მითხრეს, გაგიხარდება ისეთ ხალხში
გიშვებთო, მაგრამ ასეთი ელიტარული შემადგენლობა თუ
არსებობდა ფრონტზე, არ მეგონაო, - რამდენჯერმე გვითხრა
ვასიკომ.
ჩვენც გვიხაროდა მასთან ურთიერთობა. 1993 წლის 29 მარტს,
დილით, ვასიკო ჩხეიძე საკუთარი საბრძოლო მანქანის, „ბე ერ ემ“-
ის რადიო კავშირით ვიღაცას ესაუბრა. წესიერად ვერ გავიგე,
მაგრამ რაღაც დამატებით აპარატურაზე მიდიოდა საუბარი.
გახარებული ვასიკო სოხუმისკენ წასასვლელად მოემზადა.
შემოგვძახა:
- 119 -
- ორ-სამ საათში ისევ აქ გავჩნდებიო.
მარტო რომ არ ევლო, რამდენიმე კაცი ჩვენი დივიზიონიდან
ვასიკოს გაჰყვა. წასვლიდან 5
წუთში ძლიერი აფეთქების ხმა
გავიგეთ. არც თუ ისე შორს
გამოჩნდა ძალზე მუქი, შავი ფერის
კვამლი, რომელიც გიგანტური
სიჩქარით გორვით მიიკვლევდა
გზას ზეცისკენ.
დავწვდით იარაღს და რამდენიმე ბიჭი მთელი სისწრაფით იმ
მიმართულებით გავიქეცით. ჯერ არ ვიცოდით, რაში იყო საქმე.
დივიზიონში გვყავდა ასაკით ყველაზე უმცროსი მეომარი,
რომელსაც 16 წელი აფხაზეთში შეუსრულდა. ცალფეხმოტეხილი
ჩვენკენ როგორღაც გამორბოდა და შორიდანვე შეგვატყობინა:
ნაღმზე ავფეთქდითო.
ბრონირებული მანქანა ნახევრად გადატრიალებული
დაგვხვდა. კონტუზირებული ხალხი კი აქეთ-იქით იყო
მიმოფანტული. მანქანის გარეთ ყველა ცოცხალი აღმოჩნდა,
მაგრამ მანქანაში მყოფი ხალხის მდგომარეობა კი უცნობი იყო.
მემანქანის ღია ლუქში ვასიკო შევნიშნეთ. საჩქაროდ გავემართეთ
მის გამოსაყვანად, მაგრამ ხელის ენერგიულ მოძრაობასთან
ერთად მოგვმართა:
- მე არაფერი მიჭირს, ბიჭებს, ბიჭებს მიხედეთო.
მაშველად მისულ მეომრების ნაწილს მეორე ლუქის დახმარებით მანქანაში შეეღწია და კონტუზირებული მეომრები გარეთ
გამოჰყავდა.
ცოტა ხანში გაისმა ხმა:- ყველანი ცოცხლები არიან.
შვებით ამოვისუნთქეთ.
- 120 -
- ყველანი ცოცხლები არიან ?- შვებით ამოისუნთქა ვასიკომაც
და ალეწილი სახე დაუწყნარდა.
- შენ რატომ არ გადმოდიხარ ?- ღიმილით მივმართეთ ვასიკოს
და მის მისახმარებლად აუღელვებლად გავემართეთ.
რომელიც რატომღაც უიმედო თვალებით გვიმზერდა.
ორმა ბიჭმა იღლიებში მოვკიდეთ ხელი და ფრთხილად
ამოვწიეთ. უეცრად ყველა ჯარისკაცმა ერთად ღრმად ჩაისუნთა
და სუნთქვა შეკრა. არ მომეწონა. შევხედე ვასიკოს, რომელსაც
ორივე თვალი დახუჭული ჰქონდა, სახის გამომეტყველებით კი
მიხვდებოდით, რომ უხმოდ და უსიტყვოდ უდიდეს ტკივილს
ებრძოდა. ცოტა სხვა კუთხით შევხედე მის სხეულს, რომელიც
ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვქონდა მანქანიდან გადმოტანილი. მეც
შევცბი, ამას არ ველოდი.
ვასიკოს ცალი ფეხი სახსარში, საზარდულთან მთლიანად
ჰქონდა მოწყვეტილი. სხეულის ეს ნაწილი მხოლოდ კანის პატარა
ნაგლეჯს და შარვლის შემოფლეთილ ქსოვილს ეჭირა.
• წამებში ყველა ბიჭი ირგვლივ შემოერტყა დაჭრილის სხეულს,
რათა რაც შეიძლებოდა უმტკივნეულოდ გადმოგვეყვანა
მანქანიდან.
• საჩქაროდ გავშალეთ ურალის მარკის სატვირთო მანქანაზე
რამდენიმე რბილი ლეიბი.
• უშედეგოდ შევეცადეთ სისხლდენის შეჩერებას.
• რაც შეგვეძლო, მაქსიმალურად დავუბრუნეთ მოწყვეტილი
ფეხი ბუნებრივ მდგომარეობას.
• ზეწრით ორივე ფეხი ერთმანეთს მივამაგრეთ, რათა ავად თუ
კარგად ფიქსაცია მომხდარიყო.
• რბილ ლეიბებზე მოვათავსეთ ვასიკო, რომელიც კვლავინდებურად ხმაამოუღებლივ ებრძოდა აუტანელ ტკივილს.
• ოთხი კაცი, გზაში ყურადღების მისაქცევად და მანქანის
დასაცავად ახტა ურალის მაღალ საბარგულზე.
ვასიკომ ძალა მოიკრიბა და ღიმილით მოგვმართა: არ
შეშინდეთ, ყველაფერი კარგად იქნებაო.
- 121 -
გამომშვიდობება ვერ მოვასწარით. იღრიალა მოტორმა და
ურალი ადგილს მოსწყდა. მძღოლი ელვისებური სისწრაფით
მიაგელვებდა ტყის ოღრო-ჩოღრო გზაზე მრავალტონიან
სამხედრო მანქანას. ვასიკოს სამხედრო ჰოსპიტალში უკვე
ელოდებოდნენ.
უხმოდ ვიდექით და შევყურებდით გზას, რომლითაც ვასიკო
წავიდა. მძლავრი მანქანით გამოწვეული ქარიშხალი კვლავ
არხევდა გზის გასწვრივ განლაგებულ ხის ტოტებს.
- ნეტავ გადარჩება? - დავუსვით შეკითხვა ერთმანეთს.
ყველას უიმედო სახე გვქონდა.
დავბრუნდით საარტილერიო დივიზიონის პოზიციაზე. გამოვიძახეთ გამნაღმველები. ჩამოვსხედით. სიგარეტს სიგარეტზე
ვეწეოდით და უიმედო თვალით ვუყურებდით „რაციას“,
საიდანაც ვასიკოს მდგომარეობაზე ინფორმაცია უნდა მიგვეღო.
ბევრი არ გვალოდინეს. დაჭრილმა ჰოსპიტლამდე ვერ
მიაღწია. გზაში სისხლისგან დაიცალა.
გავხედე ტერიტორიას, რომელიც მოწინააღმდეგის ხელში
იყო. შემდეგ გადავავლე თვალი ჩვენს პოზიციებს, სადაც
ქართული შენაერთები კუნძულებად იყვნენ განლაგებულნი.
- 122 -
ხალხის რაოდენობა არ გვყოფნიდა, რომ ერთიანი ფრონტის ხაზი
ჩამოგვეყალიბებინა. ასეულობით მეტრის დაშორებით მყოფ
გამაგრებულ ადგილებს შორის კი მტერი თავისუფლად
დაძვრებოდა. ადგილობრივი მაცხოვრებლებით დაკომპლექტებულმა მოწინააღმდეგემ, ხომ ზეპირად იცოდა ყველა ვიწრო
ბილიკი.
გზაზე, რომლითაც მუდმივად ვსარგებლობდით და დღეში
რამდენჯერმე მძიმე ტექნიკით გვიწევდა გასვლა, აფხაზებმა
ღამით ტანკ საწინაამდეგო ნაღმი ჩაგვიდეს.
დაბრუნდა მანქანა. დაგვიბრუნდნენ დანაღვლიანებული ბიჭებიც. მოიტანეს სასმელი. უსიტყვოდ წამოდგა ყველა ფეხზე.
მოვიგონეთ ვასიკო.
ტყეში ირაკლის ვიოლინოს სევდიანი ხმა გაისმა. ამ
ინსტრუმენტს გრძნობის სიმთან შეხების განსაკუთრებული ნიჭი
აქვს, რეზონანსში მოჰყავს ემოციაც და მასთან ერთად ან უდიდეს
მორევში ჩაიძირები ან ზეცად ამაღლდები.
მუსიკის ფონზე თვალნათლივ გაირბინა ვასიკოსთან
გატარებულმა ყოველმა დღემ, ვიოლინოს ფონზე კვლავ გათენდა
29 მარტი, მშვიდი, უწყინარი დილა, კვლავ დაიქოქა ვასიკოს
მძიმე ბრონირებული მანქანა, უეცრად მუსიკა დამძიმდა,
აუტანელი გახდა, იმდენად აუტანელი, რომ ამის ატანა
რეალურად აღარ შეიძლებოდა და კვლავ აფეთქდა ჯავშანტექნიკა. ვიოლინოს ხმა მთელ ტერიტორიას მოედო, ააშრიალა
ტყის ყოველი ფოთოლი, შეაღწია ყველა ნაპრალსა და ყოველ
კუნჭულში, შემდეგ ემოცია, კვლავ ემოცია, კვლავ ემოცია,
საკრავმა თავის შესაძლებლობების ზღვარს მიაღწია და ...
და ვიოლინომ გრძნობებს უკლო. ნელა, ძალიან ნელა,
მონოტონურად მიილია მისი ხმა. ვგრძნობდით, რომ ვიოლინო
კვლავ უკრავდა, მაგრამ საკრავის მილეული ჰანგები ბუნებასთან
- 123 -
შერწყმულიყო და ჩვენთვის მიუწვდომლად იქცა. ჩვენთვის არა,
სხვისთვის, არამიწიერისთვის, ვისაც ამ ხმის გაგონება შეეძლო,
მისთვის უკრავდა საკრავი.
შემდეგ ყველაფერი გაჩერდა.
ვასიკო დაგვემშვიდობა.


1992-1993 თეთრი არწივის საარტილერიო დივიზიონი წიგნი 
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 29 ნოემბრის N29/11/01 განკარგულებით, მებრძოლები, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის ორდენებითა და მედლებით, ასევე, მხედრული მამაცობისა და საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოვდნენ.

- რეკლამა -

დაჯილდოვების ცერემონიალი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა. დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ორდენები და მედლები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ, უშიშროების საბჭოს წევრმა, აკია ბარბაქაძემ და ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის თავმჯდომარემ, აკაკი ვაშაკიძემ გადასცეს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, პრეზიდენტის 2018 წლის 29 ნოემბრის N29/11/01 განკარგულებით, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდნენ:

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

დავით ცანკაშვილი – ოზურგეთის ბატალიონი
გიორგი აკობიძე -23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონი
მამუკა ეხვაია -აფხაზეთის შსს
თენგიზ ზარანდია – „თეთრი არწივი“
გია კვანჭიანი – 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონი
ზაურ კვაშილავა – 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონი
ხუტა ლემონჯავა -23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონი
დავით რაზმაძე -„ქაქუჩა ჩოლოყაშვილის პოლკი“
ვაჟა სადილიანი -23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონი
როსტომ ჯაჭვლიანი -23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონი
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

გიორგი ახობაძე – მე- 4 სპეც ბატალიონი
ნოდარ ბადალაშვილი – მე- 4 სპეც ბატალიონი
კობა ბასილაშვილი – მე- 4 სპეც ბატალიონი
გელა ბეინაშვილი – სამხედრო პოლიციის სპეც ბატალიონი
ვიტალი ბერულავა – აფხაზეთის შსს
გია გაჩეჩილაძე – მე- 4 სპეც ბატალიონი
გულადი (ზაური) დანელია -23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონი
მურთაზ დარჯანია – 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონი
ბენიამინ ვაშაკიძე — მე-4 სპეც ბატალიონი
მიხეილ ზურაბიშვილი – ეროვნული გვარდიის სამმართველო
კობა თაყნიაშვილი – მე-4 სპეც ბატალიონი
გიორგი კაკალაძე – 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონი
დაჩი კეკელია – მე-4 სპეც ბატალიონი
თეიმურაზ კილაძე – „ ორბი“
ბადრი კუზანაშვილი – მე-4 სპეც ბატალიონი
გიორგი ლურსმანაშვილი -მე-4 სპეც ბატალიონი
ვალერიან მამარდაშვილი -მე-4 სპეც ბატალიონი
დავით მელიქიშვილი – მე-4 სპეც ბატალიონი
ლევან მემანიშვილი – მე-4 სპეც ბატალიონი
გიორგი მირზიაშვილი – მე-4 სპეც ბატალიონი
მამუკა მიშელაძე – სამხ.პოლიც.სპეც.ბატ.
ტრისტან მოდებაძე – მე-4 სპეც ბატალიონი
ალექსი ნარიმანიძე – მე-4 სპეც ბატალიონი
ამირან ნორაკიძე – აფხაზეთის შსს
გრანტ სარკისიანი – „ორბი“
როლანდ სიდიანი – 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონი
პაატა ტეტუნაშვილი – მე-4 სპეც ბატალიონი
კოტე ფანგანი – 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონი
თამაზ ქავთარაძე – მე-4 სპეც ბატალიონი
კობა ქავთარაძე – „ორბი“
გია ქარუმიძე – მე-4 სპეც ბატალიონი
გელა შამანაური – მე-4 სპეც ბატალიონი
დემურ ჩაკვეტაძე – 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონი
მურმან ჩაკვეტაძე – 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონი
რამაზ ჩაკვეტაძე – 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონი
ამირან ჩუმაშვილი – მე-4 სპეც ბატალიონი
ვასილ ჩხეიძე მე-4 სპეც ბატალიონი
მურად (ფრიდონი) ჩხეტიანი -23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონი
გიორგი ციბაძე – მე-4 სპეც ბატალიონი
დავით ცხვედაძე – მე-4 სპეც ბატალიონი
ალექსანდრე წამალაიძე – მე-4 სპეც ბატალიონი
გიორგი წამალაშვილი – მე-4 სპეც ბატალიონი
ავთანდილ წიკლაური – სპეც ბატალიონი
ვაჟა წიკლაური – მე-4 სპეც ბატალიონი
გოცა ხიზამბარელი – მე-4 სპეც ბატალიონი
ზურაბ ხოშტარია – მე-4 სპეც ბატალიონი
მურთაზ ხურცილავა – მე-4 სპეც ბატალიონი
ზურაბ ჯანჯღავა- საზენიტო-საარტილერიო დივიზია
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

ბესიკ აბულაძე – საზენიტო-საარტილერიო დივიზია
მამუკა არაბიძე – 23-ე ბრიგადა მე-5 ბატალიონი
ლაშა ლაშხია – საზენიტო-საარტილერიო დივიზია
ზაურ მჭედლიშვილი – 23-ე ბრიგადა მე-5 ბატალიონი
ვალერი მუშკუდიანი – 23-ე ბრიგადა მე-5 ბატალიონი
რევაზ ქალდანი – 23-ე ბრიგადა მე-5 ბატალიონი
დათო ქეცბაია – აფხაზეთის შსს
მელენტი შონია – საზენიტო-საარტილერიო დივიზია
მეგრო ცაავა – საზენიტო-საარტილერიო დივიზია
ბუბუტი ჩაკვეტაძე – 23-ე ბრიგადა მე-4 ბატალიონი
ემზარ ხაიდრავა – 23-ე ბრიგადა მე-5 ბატალიონი
მედლით მხედრული მამაცობისათვის

1.ბადრი გურციანი – აფხაზეთის შსს

2.ემზარ კოპალიანი – აფხაზეთის შსს

3.მერაბ ტეფანია – აფხაზეთის შსს

მედლით საბრძოლო დამსახურებისათვის

ელვარდ სილაგაძე – საზენიტო -საარტილერიო დივიზია 

წყარო http://kvira.ge/436661

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.03.2021
ბოლო რედაქტირება 01.02.2023
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0