სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მამუკა კაჭკაჭიშვილი (ხუთკუნჭულა)  1964-93წ  გარდ. 29 წლის, ზემო კინდღიში ოჩამჩირე დაბ.რუსთავი მამუკა კაჭკაჭიშვილი (ხუთკუნჭულა)  1964-93წ  გარდ. 29 წლის, ზემო კინდღიში ოჩამჩირე დაბ.რუსთავი

1964-1993 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კაჭკაჭიშვილი სია

რუსთავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

56       ბეჭდვა

მამუკა კაჭკაჭიშვილი (ხუთკუნჭულა) 1964-93წ გარდ. 29 წლის, ზემო კინდღიში ოჩამჩირე დაბ.რუსთავი

მამუკა კაჭკაჭიშვილი (ხუთკუნჭულა) დაიბადა 25 ოქტომბერი 1964 წელი რუსთვში, გარდაიცვალა 01.06.1993 ზემო კინდღიში  ოჩამჩირე აფხაზეთი


მე-11 ბრიგადის ბატალიონი "თეთრი არწივი" ლეინტენატი

ვახტანგ გორგასალის მესხამე ხარისხის ორდენი (სიკვდილის შემდეგ) 00682 00423

1992-1993 თეთრი არწივის საარტილერიო დივიზიონი წიგნი http://mematiane.ge/product-details.php?id=6165


ლენინგრადის (დღევანდელი სანკტ-პეტერბურგის) უმაღლეს
საარტილერიო სასწავლებლში ჰქონდა მიღებული.
ფიზიკოსებს შორის სამს: ირაკლი ქიმერიძეს, მამუკა კაჭკაჭიშვილსა და ბესარიონ კივილაძეს დამთავრებული ჰქონდათ
ასპირანტურა და უკვე მეცნიერ მუშაკებად მუშაობდნენ მეცნიერებათა აკადემიის სისტემის კვლევით ინსტიტუტებში.


დანარჩენი ფიზიკოსები მე-5 კურსის სტუდენტები ვიყავით.
გარდა ამისა, ჩვენ რიგებში იბრძოდნენ ლექტორი და მისი
სტუდენტი, რომლებიც ისტორიკოსები იყვნენ.
ორი მებრძოლი თეატრალური ჟანრის წარომადგენელი
ბრძანდებოდა.
მართალია, ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ფიზიკოსთა რიგებშიც
დაგვემატა კაცი. მამუკა კაჭკაჭიშვილი, გარდა იმისა, რომ ფიზიკოსი იყო, მას ასპირანტურის
დამთავრებაც მოესწრო. იგი
ირაკლი ქიმერიძესთან ერთად
კომაროვის ფიზიკა-მათემატიკურ
სკოლაში სწავლობდა, ხოლო ბესო
კივილაძე უნივერსიტეტში გაიცნო.
არტილერიაში ოპტიკური
ხელსაწყოების გამოყენება შევასწავლეთ, თორემ ტოპოგრაფია და
გათვლების მათემატიკური ნაწილი მისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა.

- 140 -
ასეთი ცნობისმოყვარე ადამიანი მე ცხოვრებაში არ მყავს
ნანახი. ყველაფერი აინტერესებდა. ყველაფრის შესწავლა სურდა.
ვინ იყო ამის წინააღმდეგი, მაგრამ ამის გაკეთება ერთდროულად
სურდა.
წარმოგიდგენიათ, ორი დღის წინ გაწმენდილი ქვემეხის
ხელახლა დაშლას, დაზეთვას და აწყობას გვთხოვდა. ხანდახან
ისეთი რამის დაშლას მოითხოვდა, სიცილით ვიგუდებოდით.
ყველგან შეძვრებოდა, ყოველ კუთხეს მოედებოდა და ზედმეტ
სახელსაც ერთ-ორ დღეში გამოჰკრა ხელი. ჩვენს მამუკა კაჭკაჭიშვილს „ხუთკუნჭულა“ შევარქვით.
თავისი უნიკალური თვისებებისა და, უდავოდ, დიდი
ცოდნის წყალობით ხუთკუნჭულამ რამდენიმე დღეში ყველა
იარაღი შეისწავლა თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით. ასე
რომ, უმოკლეს ვადაში სრულყოფილი არტილერისტი გაჩნდა
ჩვენს გვერდით.
ირაკლი ქიმერიძე რაციით დაუკავშირდა საარტილერიო
პოლკს და ცეცხლით დახმარება სთხოვა.
საარტილერიო პოლკმა მყისიერად გახსნა ცეცხლი, მაგრამ
ჭურვების მცირე რაოდენობა, რომელიც ხელშეუხებელი მარაგის
სახით იყო, მალევე გათავდა და თემური როდის მოიტანდა, არ
იცოდნენ. ჩვენები არტილერიის დახმარების გარეშე დარჩნენ.
პოლკის ბიჭები იხსენებენ:
- ჩვენ არ ვიცოდით, იქ ბიჭები რატომ შევიდნენ, გააფთრებული
ბრძოლის ხმა კი გვესმოდა, მაგრამ ისე მშვიდად გველა-
- 154 -
პარაკებოდა ირაკლი, გვეგონა ჩვენები უტევენ და არტილერია, უბრალოდ, დამატებით ძალად მოითხოვესო.
ამის შემდეგ ირაკლი დაუკავშირდა დივიზიონის „ემ ტე ელ
ბე“-ს და მსუბუქი არტილერიის ერთადერთი შემორჩენილი
დანადგარით - 82 მმ იანი ნაღმმტყორცნით დახმარება მოითხოვა.
დატვირთეს ნაღმტყორცნი „ემ ტე ელ ბე“-ზე, რომელსაც
დამატებით ძალად დივიზიონის დარჩენილი 5 მეომარი და გორდას ერთი წევრი მოჰყავდა.
ადგილზე დისლოცირებული ქართული შენაერთის ნაწილი
უკვე წინ გარბოდა ჩვენი ბიჭების დასახმარებლად.
„ემ ტე ელ ბე“-მ გაასწრო ამ ხალხს. ბრძოლის ეპიცენტრი არც
კი მოჩანდა, რომ უეცრად ჩასაფრებული მოწინააღმდეგის კიდევ
ერთი კერა ამოქმედდა და „ემ ტე ელ ბე“-ს რამდენიმე „ერ პე გე7“-ის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა ესროლა.
ნათელი გახდა, მტერმა ჩვენი ბიჭების ჩანაფიქრი წინა დღით
გაშიფრა და კარგად იყო მომზადებული. მათ კარგად დაგეგმილი
მრავალსაფეხურიანი ჩასაფრება მოგვიწყვეს.
- 155 -
ნასროლი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარებიდან ორმა მიზანს
მიაღწია.
ერთი „ემ ტე ელ ბე“-ზე ზევიდან მსხდომ ხალხს მოხვდა. რის
შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა დივიზიონელი გელა
შამანაური და გორდელი ზაზა კრიჭაშვილი. აფეთქების ტალღამ
საკმაოდ შორს გადააგდო დივიზიონის ერთი წევრი, რომელმაც
უძლიერესი კონტუზია და მრავლობითი ჭრილობა მიიღო.
მეორე ყუმბარა პირდაპირ „ემ ტე
ელ ბე“-ს მოხვდა. რის გამოც მანქანაშივე დაიწვა დივიზიონის კიდევ
ერთი წევრი პაატა არაბული. თიანეთის მახლობლად, სოფელ თრანში
გაზრდილმა უნიკალური სულისა
და შესაძლებლობის მეომარმა, ძმაკაცების გადარჩენას დაუფიქრებლად შესწირა თავი.
უგონოდ კონტუზირებული იყო
16 წლის „ემ ტე ელ ბე“-ს მძღოლიც.
ერთადერთი კაცი ეკიპაჟიდან,
რომელიც რაღაც საოცრებით ბრძოლის უნარს ინარჩუნებდა, იყო მამუკა კაჭკაჭიშვილი
(ხუთკუნჭულა). მამუკა არ გახლდათ ის პიროვნება, რომელიც
ზურგში ტყვიას დასთანხმდებოდა. წამში ამოვიდა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან. შეატყო რა, დასამალი ადგილი არ
ჰქონდა, ერთი დაიღრიალა:
- „ოხ თქვენი . . . “- და ინტენსიური სროლით პირდაპირ
მტრისკენ წავიდა.
საშველად გამოქცეულმა ხალხმა, რომელსაც „ემ ტე ელ ბე“-მ
სულ ოდნავ გაასწრო, გარკვევით დაინახა, როგორ ყვიროდა და
სროლით მირბოდა პირდაპირ მტრისკენ ხუთკუნჭულა, იმასაც
პაატა არაბული
- 156 -
მკვეთრად არჩევდნენ, მკერდიდან ზურგში გამჭოლად გამოსული უამრავი ტყვია შადრევნად როგორ აფრქვევდა სისხლს.
ერთხელ ჩაიმუხლა. ბოლო ძალა მოიკრიბა, კვლავ წამოდგა,
წელში გაიმართა და...
და მამუკა კაჭკაჭიშვილი (ხუთკუნჭულა) ავტომატური
იარაღის ჯერმა შუაზე გაჰკვეთა.
ამაოდ ცდილობდა დამხმარედ მოსული ხალხი რამის გაკეთებას. ვერც ჩაის ბუჩქებამდე და ვერც ახლად აფეთქებულ „ემ ტე ელ
ბე“-მდე მათ ვერ მიაღწიეს.
გაიგეს რა არტილერიის გაჭირვება, ახლომდებარე პოზიციებიდანაც მოცვივდნენ დასახმარებლად ქართველი მეომრები.
გამოჩნდა „ბეემპე“-ს ტიპის ჯავშანტექნიკაც. კვლავ ატყდა
უშეღავათო ბრძოლა, მაგრამ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარების
სეტყვაში ჯავშანტექნიკაც აგვიფეთქეს. მძიმედ დაჭრილი
მემანქანე ძლივს გამოიყვანეს ბრძოლის ველიდან.
ჩასაფრებული მტრის ბოლო ეშელონი დაუძლეველი ბარიერი
გამოდგა. მათთან ბრძოლას დამხმარე ძალის 4 წევრი კიდევ
შეეწირა. მაგრამ მაინც მოახერხა ამ ძალამ „ემ ტე ელ ბე“-მდე
მიღწევა და მის გარშემო დაღუპულები და „ემ ტე ელ ბე“-ს
აფეთქებიდან საოცრებით გადარჩენილი დივიზიონის ერთადერთი დაჭრილი წევრის გამოყვანა. ეს კაცი აფეთქების ტალღამ
საკმაოდ შორს, ჩვენების მხარეს გადმოაგდო.
სამწუხაროდ, აფხაზებმა დაასწრეს ჩვენებს და 16 წლის
კონტუზირებული მძღოლი ტყვედ ჩაიგდეს.
ამის პარალელურად, პირველ ეტაპზე შესული ჯგუფი
ბრძოლას განაგრძნობდა და თან ნელა უკან იხევდა. ჩაის ბუჩქებში
ჯგუფებად გაშლილი, ბოლო ძალებით ცდილობდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ ასეულობით მეტრზე გაშლილი მოწინააღმდეგისთვის. ორ საათზე მეტ ხანს იბრძოდნენ ბიჭები. დღესაც
- 157 -
ვერ ვხვდები, საფარის გარეშე, მხოლოდ ჩაის ბუჩქებში, ამდენი
ხანი როგორ გაძლეს.
ორივე მხრიდან უშეღავათო ბრძოლა მიდიოდა, პირველ
წუთებში ბარძაყის არეში უმძიმესად დაჭრეს რუდიკა. სისხლდენის გაჩერება ვერაფრით ვერ მოხერხდა. გაუვალ ჩაის ბუჩქებში
ხოხვით გამოყავდათ.
რუდიკა ეხვეწებოდა მეომრებს:
- «Зря стараетесь, я всё равно умру. Оставьте здесь, я их отвлеку
и не теряйте драгоценное время.»
(ტყუილად წვალობთ, მაინც დავიღუპები, მე აქ დამტოვეთ,
მტერს გავაჩერებ, თქვენ კი ნუ დაკარგავთ ძვირფას დროს )
მაგრამ მეომრებმა რუდიკა არ მიატოვეს!
ჩაის გაველურებულ ბუჩქებში, ტყვიისა და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარების წვიმაში უწევდათ ბიჭებს ბრძოლით
უკან დახევა. დაჭრილების რაოდენობაც მატულობდა.
დააფიქსირეს „ემ ტე ელ ბე“-ს აფეთქებაც და ჩვენი პოზიციის
მისადგომებთან მტრის ახალი საფარიც, რომელიც არნახული
ცეცხლით ებრძოდა მაშველად წამოსულ ხალხს. ეს იმის
მაუწყებელი იყო, რომ იგივე გზით უკან ვეღარ დაბრუნდებოდნენ. დაჭრილების რაოდენობა და ხარისხი შემოვლითი
გზით გამოსვლის საშუალებას არ იძლეოდა. ბიჭებმა ერთმანეთი
არ მიატოვეს! გადაწყვიტეს, ბრძოლა მიეღოთ და რაც
შეიძლებოდა, ძვირად გაეყიდათ საკუთარი სისხლი.
პლანტაციაში იმ მანძილზე გაიშალნენ, რომ ერთმანეთისთვის
ხმა მიეწვდინათ. სურდათ, კორდინირებულად ებრძოლათ. არც
დაჭრილებს შეუწყვეტიათ ბრძოლა. რუდიკამ იგრძნო, რომ
სისხლისგან იცლებოდა, ცოტა ხანში გონებასაც დაკარგავდა.
აიხსნა საკუთარი ტყვია-წამალი და ბიჭების მხარეს გადააგდო.
- «Ребята патроны возьмите и обо мне не волнуйтесь»-
- 158 -
(ტყვიები აიღეთ და ჩემზე ნუ ინერვიულებთ), - დაემშვიდობა
ძმებს რუდიკა.
- პულიმიოტჩიკი მოგვიკლეს - გაისმა პირველი სიკვდილის
მაუწყებელი ხმაც.
ანალოგიური შინაარსის შეძახილები მტრის ბანაკიდანაც
დაიძრა. მიხვდა მოწინააღმდეგე, რომ მარტივად ვერ აიღებდა
ჩვენებს. გამწარებულებმა ან შეშინებულებმა სრული ძალით
გახსნეს ცეცხლი. სავარაუდოდ, მათაც ვერ გაიგეს სად ან როგორ
იყვნენ ჩვენები მიმოფანტულნი და მთელი პლანტაცია ტყვიაში
გაახვიეს. არანაირი გამიზნული სროლა არ ყოფილა. მტერი
ტყვიით თიბავდა გაველურებულ ბუჩქებს. არც ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარებს აკლებდნენ ბრძოლას.
- მშვიდობით ბიჭებო! – „ვაი დედას“ მაგივრად შესძახა ავთო
წიკლაურმა და დაემშვიდობა თავის ძმებს.
- ბენო, როგორ ხარ? ბენო?-კითხულობდნენ ბიჭები მაგრამ ბენო
ვაშაკიძე ხმას აღარ იღებდა.
სადღაც 2 საათი გრძელდებოდა ეს ბრძოლა. თავი იჩინა
ტყვიის სიმცირემაც, ამიტომ ინტენსიურ ცეცხლს ჩვენები ვეღარ
ხსნიდნენ. დაჭრილი და დახოცილი ხალხის გამო საბრძოლო
მანევრმაც იკლო.
ტყვია სულ გაუთავდათ.
იღუპებოდა არტილერია, რომელსაც ანალოგიური სიტუაციიდან ბევრჯერ უხსნია ქართველი მეომრები, მაგრამ ახლა თავად
ჩავარდა გასაჭირში. მაშველი ძალის იმედიც არსაიდან ჩანდა.
ციტრუსამ სიმღერა დაიწყო. ცოცხლები აჰყვენ.
კიდევ უფრო დიდი სიმძლავრის ცეცხლი გახსნა მოწინააღმდეგემ. ბიჭების სიმღერა ნელ-ნელა გაჩერდა.
მტრის რამდენიმე ჯარისკაცი ფრთხილად შემოვიდა ჩაის
ბუჩქებში. შეშინებულები საკონტროლოდ შორიდან ესროდნენ
- 159 -
ტყვიას ჩვენი დაღუპული მეომრების ცხედრებს. გაველურებულ
პლანტაციაში მიმოფანტული დაჭრილი და დახოცილი მეომრები
საკმაოდ რთული მოსაძებნი იყო. ერთი აფხაზი პირდაპირ
შეეფეთა ზუსტად იმ დივიზიონელს, რომელიც სასწაულებრივად
ცოცხალი გადარჩა. ორივემ ერთდროულად ესროლა ერთმანთს.
ჩვენი ხელში და მუცელში დაიჭრა, აფხაზი კი უეჭველად მოკვდა,
თორემ ეტყოდა თავის ხალხს, ჩვენი არტილერისტის სამალავს.
დღესაც არავინ იცის როგორ, მაგრამ პირველ ეტაპზე შესული
ბიჭებიდან ორი კაცი ირაკლი ქიმერიძე და ალექსანდრე
პაპაშვილი კიდევ ინარჩუნებდნენ ბრძოლის უნარს. ეტყობა, ისიც
კარგად დააფიქსირეს, რომ ბიჭები დაიღუპნენ. ერთადერთი, ვისი
ეჭვიც ჰქონდათ, სწორედ ეს დაჭრილი იყო. ამის უტყუარი
დასტურია ის, რომ მხოლოდ მას მიმართეს სახელით:
- წასვლას ვაპირებთ და თუ ცოცხალი ხარ, ნიშანი მოგვეციო.


ირაკლი და პაპიკა
- 160 -
სამწუხაროდ, რამე რომ ენიშნებინა, მას ამის შანსი არ ჰქონდა,
რადგან ბოლო სამი ტყვია აფხაზს დააცალა და თან ბუჩქებში
ჩამალულ მტერსაც კარგად უყურებდა, რომელსაც, სავარაუდოდ,
ვერ გაეგო, საიდან ან ვინ მოკლა მათი მებრძოლი.
ირაკლი ქიმერიძემ და ალექსანდრე პაპა-შვილმა ბრძოლის ველი
დატოვეს. დღესდღეო-ბით ცნობა არ გვაქვს, იყვნენ თუ არა ისინი
დაჭრილები, მაგრამ შემ-დეგმა მათმა ქმედებამ მტერს თავზარი
დასცა.
არც მტერი და არც ბრძოლის ამ ეპიცენტრში მყოფი ჩვენი
ერთადერთი გადარ-ჩენილი არტილერისტიც არ მოელოდა იმ
ქმედებას, რაც ამ ორმა კაცმა ჩაიდინა.
ირაკლი და ალექსანდრე იმ ადგილებში ნაბრძოლები იყვნენ.
გამოსვლაც კარგად იცოდნენ როგორ შეეძლოთ და ჩასაფრებაც.
ასევე ორივემ იცოდა გზა, რომლითაც მტერი უკან დაბრუნდებოდა. იმის მაგივრად, რომ ცოცხლები გამოსულიყვნენ, ირაკლი
და პაპიკა მტერს პირიქით ჩაუსაფრდნენ.
ამასობაში მოგებულმა მხარემ აკრიფა ჩვენი ბიჭების იარაღი.
რამდენჯერმე ჩაუარეს გვერდი ჩვენს დაჭრილ არტილერისტს,
მაგრამ გაველურებულ ჩაის პლანტაციაში ერთი რიგის გამოტოვებით გაიარეს და ვერ შენიშნეს.
მტერი მოგებული ბრძოლიდან სახლში ნადავლით დაიძრა.
სავარაუდოდ, ნახევარი საათის შემდეგ 700-800 მეტრის
მოშორებით კვლავ განახლდა ბრძოლა. ორმა ავტომატმა მასიური
ცეცხლი გახსნა. ეს იმის მაუწყებელი იყო, რომ ირაკლიმ და
ალექსანდრემ უკვე თავის მოწყობილ მახეში გააბა მოწინააღმდეგე. ბრძოლა სადღაც ნახევარი საათი გაგრძელდა. ნელ-ნელა
მტრის მხარეს იარაღის რაოდენობამ იმატა. შემდეგ ჯერ ერთი
ავტომატი გაჩერდა ჩვენი მხრიდან, მერე - მეორე. მტრის იარაღი
კი კვლავაც ინტენსიურ სროლას განაგრძობდა. ბრძოლის ბოლო
ეტაპზე ორი ხელყუმბარის ხმა მოისმა. ბოლოს მესამეც აფეთქდა.
- 161 -
უტყუარი ინფორმაციით ბიჭებს ზუსტად სამი ხელყუმბარა
ჰქონდათ.
საარტილერიო დივიზიონმა კიდევ ერთხელ აუხსნა მტერს,
თუ ვისთან ჰქონდათ საქმე. ბიჭებმა თავისი სიცოცხლის ფასად
ძმების სისხლი აიღეს.
როდესაც ირაკლიმ და ალექსანდრემ ბრძოლა განაახლა,
მტერმა ჩაის პლანტაციები მიატოვა და იმ უბნისაკენ დაიძრა,
სადაც ბრძოლის ახალმა კერამ იფეთქა. ამან შანსი მისცა ჩაის
პლანტაციაში დარჩენილ ერთადერთ მებრძოლს, ჩვენი პოზიციებისკენ გამოსულიყო. ასე რომ, იმ დარტყმასთან ერთად,
რომელიც ბიჭების ქმედებამ აფხაზებს მიაყენა, ერთ მებრძოლს
კიდევ გადარჩენის შანსი მისცა.
ჩვენი მხრიდან ამ ბრძოლას 17 მეომარი შეეწირა.
საარტილერიო დივიზიონი

1) ავთო წიკლაური.
2) ბენო ვაშაკიძე.
3) რუდიკ ხაჩატრიანი.
4) გიორგი ლურსმანაშვილი (ციტრუსა)
5) ვანო სააკიანი.
6) ირაკლი ქიმერიძე.
7) ალექსანდრე პაპაშვილი (პაპიკა).
8) მამუკა კაჭკაჭიშვილი (ხუთკუნჭულა).
9) პაატა არაბული.
10) გელა შამანაური.(გველეშაპა)

- 162 -
გორდა

11) ზაზა კრიჭაშვილი (სპილო).
12) მამუკა პატარაია.
13) ნიკალაი ობერტინსკი (მიკოლა ხახოლი)
14) გელა ცირეკიძე (მოსე).

გოჩა ყარყარაშვილის სახელობის ცალკეული სადაზვერვო
ასეული

15) ავთო ფინცაკია (სტეკლოვატა)
16) ოლეგ გრიგორიანი (სომეხა)
17) დათო ლომსაძე (კოდალა)

სტატია კარიბჭეში http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/istoria/5350-thvithmfrinavis-afethqebis-tsin-bitcebs-pirjvari-gadautseriath.html

თვითმფრინავის აფეთქების წინ ბიჭებს პირჯვარი გადაუწერიათ
თვითმფრინავის აფეთქების წინ ბიჭებს პირჯვარი გადაუწერიათ
18.02.2010
ოღონდ საქართველომ იცოცხლოს და მას ამისთვის სიკვდილიც კი ეცოტავება
დრო მართლაც ისე სწრაფად მიილია, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარით. დრომ ყველაფერს ადგილი მიუჩინა და ყველაფერი გადააფასა , საუკეთესო წლები და ადამიანები წაგვართვა, მრავალი ტკივილი და სიხარული მოგვიტანა... დრო მართლაც დაუნდობელია - ყველაფერს არ კურნავს. დრო დროებით გვადუნებს წარსულის მოგონებებისგან და გულში მძიმე ლაქებს გვიტოვებს. დრო თითქოს ყველაფერს გვაჩვევს, თუმცა საყვარელი ადამიანის განშორებას - ძნელად და მტკივნეულად. მართლაცდა, იმდენს გვატირებს სოფელი, რამდენიც გაგვიცინია... დრომ ჩვენი თანამედროვე წარსულიც მიგვავიწყა. ის ბიჭები, რომლებმაც სამშობლოს და მოყვასის სიყვარულისთვის თავი გაწირეს. ოჯახები დააობლეს და მხოლოდ შავ-თეთრ სურათებზე აღბეჭდილი მოგონებები შემოგვინახეს. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - არჩილი, ბესიკი, მალხაზი თუ მამუკა... სამშობლოსთვის დაღუპულთა სახელები უკვე ახალი დროების შვილებმა ნაკლებად, შეიძლება არც კი იციან.

ხშირად კაცს გარდაცვალების შემდეგ უფრო ვაფასებთ. მის განვლილ ცხოვრებას გულთბილად ვიხსენებთ და ქებასაც არ ვიშურებთ. რაკი ყველაფერი ღვთის ხელშია, ღმერთზე მინდობილებმა სასო არ უნდა წარვიკვეთოთ და უფლის და დედაეკლესიის წიაღში მოვკალათდეთ.

"კარიბჭე" ახალ რუბრიკას გთავაზობთ. კარგა ხანს ვფიქრობდი მის სახელზე, ბოლოს "გახსოვდეთ გმირები" დავტოვე.

ჩვენი რუბრიკის პირველ სტუმრად კი ჩემთვის ყველაზე ახლობელი ოჯახი შევარჩიე - წმინდა ექვთიმე კერესელიძის ახლო ნათესავი, ჩემი ნათლიის, ნოდარ კივილაძის ვაჟი, ბესო. ვფიქრობდი, როგორ დამეწყო დამწუხრებულ დედ-მამასთან მტკივნეულ თემაზე საუბარი...

თქვენ ხომ უკანასკნელი არაგველები იყავით
ბესიკ კივილაძე, ირაკლი ქიმერიძე და მამუკა კაჭკაჭიშვილი ფიზიკოსები იყვნენ, ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები. მამუკა და ირაკლი კომაროვის სკოლაშიც გვერდიგვერ ისხდნენ. ომში ისინი სამშობლოს სიყვარულმა წაიყვანა. თუმცა არც იქ მიუტოვებიათ თავიანთი საქმე. მათი საარტილერიო ნაწილი ძირითადად ფიზიკოსებისა და მათემატიკოსებისგან შედგებოდა.

"თეთრი არწივის" ცოცხლად დარჩენილ წევრებს კარგა ხანს ემახსოვრებათ სარდლის, გია ყარყარაშვილის სიტყვები, - არტილერიის იმედი ყოველთვის მქონდაო, მაგრამ როდესაც სარდალს ამ ბიჭებისთვის პროფესია უკითხავს, მათ უთქვამთ: მეცნიერი-თანამშრომელი... ასპირანტი... მეცნიერებათა კანდიდატი... დიპლომანტი ფიზიკოსი... მათემატიკოსი... კიბერნეტიკოსი... და მათი ნაწილისთვის სიყვარულით "ფიზიკოსები" შეურქმევიათ - ისინი ომშიც წარმატებული ფიზიკოსები იყვნენ.

1992 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, ბიჭები უკვე ფრონტის წინა ხაზზე იდგნენ. წმინდა გიორგის შემწეობით, მიყოლებით გაათავისუფლეს ტამიში, შრომა, კინდღი... ღამღამობით კი, კოცონის პირას, სამხედრო ტექნიკის გაუმჯობესებაზე ფიქრობდნენ. ერთ-ერთ თანამებრძოლს ირაკლისთვის უთქვამს, - ეს ფორმულები თბილისში არ გეყო, ცეცხლის შუქზეც მაგას რომ ჩაჰკირკიტებო? რამდენიმე დღეში მაღალჩინოსან სამხედრო პირს დაუმტკიცა, რომ მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილს მათემატიკური გამოთვლის შედეგად ზედმეტი სროლის გარეშე უსათუოდ გაანადგურებდა. როდესაც ნაწილის უფროსი დარწმუნდა ირაკლის ნაფიქრის სისწორეში, გაოცებულმა თქვა, - ესენი არ ხუმრობენო. ავტომატური იარაღი არასდროს უტარებია. გადამცემ აპარატურას მართავდა. როდესაც საბრძოლო ოპერაციის წინ ხელში ჩაუჩრიათ ავტომატი, ღიმილით უთქვამს, - იარაღი რად მინდა, ჩემი სიკეთე და სიმართლე დამიფარავსო.

სამი დღით ადრე ირაკლის ვიოლონო გატეხილა. მხოლოდ ერთი სიმი შერჩენია. ძალიან უდარდია. ბიჭებს გაუმხნევებიათ: - ახალ ვიოლინოს გიშოვით, თუ არადა, რითი ხარ პაგანინიზე ნაკლები, თუკი ის უკრავდა ცალ სიმზე, განა შენ ვერ დაუკრავო?

ბიჭები მამუკას "ხუთკუნჭულას" ეძახდნენ. ერთ-ერთ მათგანს უთქვამს: მამუკა, ხომ არ გწყინს, ხუთკუნჭულას რომ გეძახითო? გაკვირვებია: - ხუთკუნჭულა ჩემზე ცუდი ბიჭი რით იყო? მთელ სადევეთს კუდით ქვა ასროლინა. დამიძახეთ, ეგებ მისი წყალი გადმომესხასო. მამუკას საოცარი იუმორის გრძნობაც ჰქონია და ყველაზე მძიმე წუთებში მალამოსავით ჭრიდა მისი გამამხნევებელი სიტყვა.

ბესო და ირაკლი ფიზიკის ინსტიტუტში ერთ კაბინეტში ისხდნენ. საერთო საქმემ ბიჭები ერთმანეთს დააახლოვა. ფრონტზე წასვლის წინ ამოცანის გაანგარიშებაში დაათენდათ. ამოცანა ამოუხსნელი დატოვეს. საარტილერიო ნაწილს გაჰყვნენ სოხუმის დასაცავად. თავიანთ გადაწყვეტილებას ამგვარად ამართლებდნენ, - გვრცხვენია აჩიკო ამაღლობელის დაღუპვის შემდეგ თბილისში სიარულიო. როდესაც ბესომ ირაკლის დაღუპვის ამბავი შეიტყო, დარდისგან ადგილს ვერ პოულობდა. დედისთვის კი უთქვამს: მშურს, ირაკლის ისე ვაჟკაცურად უბრძოლიაო.

ფრონტზე წასვლის წინ ბესოს ფიზიკური მდგომარეობა ექიმს საგანგაშოდ ჩაუთვლია და კატეგორიულად აუკრძალავს მისთვის საველე პირობებში ცხოვრება. ბესოს დაუფიცებია, - ირაკლის სისხლს მტერს არ შევარჩენო.

22 სექტემბერს ალყაშემორტყმულ სოხუმში საჰაერო ლაინერი უნდა დაშვებულიყო. თვითმფრინავი მტრის არტილერიამ ჩამოაგდო და ზეციურ საქართველოს შეუერთდა ბესოს სულიც.

KARIBCHE


ირაკლის, მამუკას და ბესოს თანამშრომლები დანანებით ამბობენ: არასდროს დაგვავიწყდება კოცონთან გატარებული საღამოები, ირაკლის აკვნესებული ვიოლინო, ბიჭების ნაღვლიანი სიმღერა და ის საბედისწერო დილა, რომელმაც 21 ქართველი ბიჭის სიცოცხლე შეიწირაო. ალყაში მოქცეულ ერთ-ერთ მებრძოლს შემოუძახებია: - სიკვდილი ნუ დაგჯაბნით, ვიმღეროთ, ბიჭებოო, და სიმღერა დაუწყიათ. წამით ყველაფერი დადუმდა, შემდეგ კი მოწინააღმდეგის ავტომატი აკაკანდა და ნელ-ნელა ქართული სიმღერის ხმა მისუსტდა.

ფრონტის წინა ხაზზე ირაკლიმ დაჭრილი ღვიძლი ძმა შეცვალა. როდესაც დროებით თბილისში დაბრუნდა, დედას გამოუტყდა, ადამიანის ბოროტ გონებას ომზე საშინელი არა მოუგონია რა. მერწმუნეთ, არ არსებობს საქმე, რომლის მოგვარება უომრად შეუძლებელი იყოს. თუკი ომი გაჩაღდება, ამაში ჩვენ, ადამიანები, ვცოდავთო.

ბესოს უპასუხია, - ჩვენ ყველას ერთნაირად გვსურს ჩვენს მიწაზე მშვიდობა. ჩვენი ოცნება თავისუფალი, ბედნიერი და ერთიანი საქართველოა. ხოლო ირაკლის ისე ძლიერ უყვარს სამშობლო, რომ ოღონდ საქართველომ იცოცხლოს და მას ამისთვის სიკვდილიც კი ეცოტავებაო.

იქნებ მაშინ ბესომ საკუთარი აზრი გააიგივა ირაკლის ნაფიქრალთან და ვინ იცის, უკანასკნელად 22 სექტემბერს გაუელვა თავში ამ სიტყვებმა, როდესაც ზეციურ საქართველოში ირაკლის ამოუდგა გვერდით.

ომში წასვლის საღამოს ბიჭებს თურმე ერთი უცნაური სადღეგრძელო შეუსვამთ: იმ უკანასკნელი არაგველის ხსოვნა იყოს, ვინც კარგად უწყოდა, რომ სიკვდილს ერკინებოდა, მაგრამ მისი ცელის წინაშე შიშით არ დაუღრეჯია პირიო. უცნაური და მრავლისმეტყველი ნათქვამია. გუმანმა თუ ასწავლა ამ გონიერ ბიჭებს ეს სადღეგრძელო. თქვენც ხომ უკანასკნელი არაგველები იყავით - ბესო, მამუკა, ირაკლი.

დედ-მამის ნაამბობი
ბესო 1961 წლის 26 დეკემბერს დაიბადა. ბავშვობიდანვე ბეჯითი და კეთილი, თავაზიანი, პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებლობის გრძნობით აღსავსე იყო. მონდომებით სწავლობდა ინგლისურს, ეუფლებოდა სამბოს, ჩოგბურთსა და ჭადრაკს. მონაწილეობდა ოლიმპიადებში და წარმატებებსაც აღწევდა. ფიზიკისადმი გამორჩეული ინტერესი ბესოს ბავშვობიდანვე დაჰყვა. ფიზიკის განსაკუთრებული სიყვარულის გამო თანაკლასელებმა "ფიზო" შეარქვეს. ღამეებს ათენებდა ისტორიული წიგნების კითხვაში. დადიოდა ისტორიული ძეგლების აღდგენით სამუშაობზე. მოხიბლული იყო საქართველოს ბუნებითა და ისტორიული ძეგლებით, რამაც ფოტოგრაფიის სიყვარული გაუღვიძა. კუმურდო, დვირი, საკვირიკე, კვეტერა, ჟუროს წვერი, დედაღვთისა, ღები, შიომღვიმე - რომელი ერთი ჩამოვთვალოთ...

უნივერსიტეტის წითელ დიპლომზე დამთავრების შემდეგ ასპირანტურაში ჩაირიცხა. იმავე წელს თბილისში ჩატარდა სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ მაშინდელი საბჭოთა და ფინელი მეცნიერები. აღმოჩნდა, რომ თემაზე, რომელიც ბესოს მიერ იყო დასაბუთებული ყოველგვარი ექსპერიმენტების გარეშე, მუშაობდნენ ჰელსინკის ლაბორატორიაში და დამტკიცებულ იქნა შესაბამისი გამოკვლევების საფუძველზე. ბესო ფინეთში მიიწვიეს. მისი ხელმძღვანელი, აკადემიკოსი გიორგი ხარაძე ასე ახასიათებს უმცროს კოლეგას: "ბესო ჩვენი დიდი იმედი იყო და ამ იმედის გაცრუებამ ფრთები შეგვკვეცა. იგი თავდადებული კაცი იყო ყველგან და ყველაფერში, მას უხვად ჰქონდა ღვთიური ნიჭი და სიბეჯითე. ნაყოფიერად მუშაობდა ფინელ კოლეგებთან ერთად, მიიწვიეს ლონდონში, მისი ნაშრომი გაიგზავნა ამერიკაში, მისი გარდაცვალების შემდეგ იქიდან მოვიდა მოწვევა - ბესოს სამუშაოდ იწვევდნენ ერთ-ერთ წამყვან ინსტიტუტში. ბესო სამუდამოდ არის დატოვებული ინსტიტუტის თანამშრომელთა სიაში და მისი კუთვნილი ხელფასი გარდაცვალების დღიდან ოჯახს ეძლევა. ეს უნიჭიერესი კაცი სამშობლოს სიყვარულმა გმირად აქცია".

დეკემბრის ბოლოს ჯანმრთელობაშერყეული ბესო თბილისში დაბრუნდა. 1993 წლის ივნისში გაიგო მეგობრის, ირაკლი ქიმერიძის დაღუპვის ამბავი და 5 ივლისს კვლავ აფხაზეთისკენ გასწია. რამდენიმე დღეში უკან დაბრუნდა უვადო მივლინების ფურცლით.

თითქოს ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდებოდა, მაგრამ... ბესომ მამას სთხოვა, - ჩემი პატარა გოგონები სამაგალითოდ აღზარდეო. "სჯეროდა, მე შევძლებდი ამას. იმ დღის შემდეგ შვილი აღარ მინახავს", - თვალცრემლიანი მიამბობს მამა.

"ჩემს სანახავად რაჭაში ჩამოვიდა, - იხსენებს დედა, ქალბატონი იზა მინდელი, - ოთხი დღე დარჩა ჩემთან. მაშინ სხვაგვარი მომეჩვენა ბესო. უმეტეს დროს ფიზიკის სახელმძღვანელოს კითხვაში ატარებდა და თან ისე მელაპარაკებოდა. მითხრა კიდეც, რამდენჯერ მინატრია წიგნი იმ საშინელ ღამეებში, როცა ირგვლივ საზარელი სიცარიელე სუფევდაო". ალბათ, ამიტომაც, 21 სექტემბერს ბესომ ფრთხილად ჩადო ფიზიკის სახელმძღვანელო ზურგჩანთაში. ავტობუსით უნდა ემგზავრა აფხაზეთამდე, მაგრამ ვერ მოხერხდა. იმ დღეს სამი თვითმფრინავი მიფრინავდა სოხუმისკენ.Pერთ-ერთში ამერიკელი კორესპონდენტები ჩასხდნენ. მეორე თვითმფრინავის ტრაპზე ასული ბესო უკან ჩამოიყვანეს, როგორც ინგლისურის მცოდნეს, სთხოვეს, სტუმრებთან დამჯდარიყო.

პირველი ბრიგადის პირველი სპეცდანიშნულების ასეულის ოცეულის მეთაური ბესო კივილაძე 22 სექტემბერს აფეთქდა თვითმფრინავში სოხუმის მისადგომებთან.

მისი ცხედარი ამოუცნობი დარჩა. როცა თვითმფრინავის აფეთქების საშიშროება გაუგიათ ბიჭებს, პირჯვარი გადაუწერიათ...

"წლები კი გავიდა, მაგრამ ჩვენი, მშობლების ტკივილი კი არ გამქრალა, - განაგრძობს დედა, - ბესოს გოგონები უკვე სტუდენტები არიან. სკოლის დამთავრებამდე ბესიკის სამსახური მამის ხელფასს უხდიდა ბავშვებს. ბესო იყო მეცნიერი და ჯავშანი ჰქონდა. საკუთარი სურვილით ჩაეწერა არტილერისტთა კურსებზე, მოემზადა ყველანაირად და გვარდიის სარდლის ბრძანებით ჩაირიცხა გვარდიაში, ხელში იარაღი აიღო. საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის პრეზიდიუმის 1997 წლის დადგენილებით, საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის შექმნასა და განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის ამ ასოციაციის პირველი პრეზიდიუმის წევრს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატს ბესო კივილაძეს, მიენიჭა ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციასთან არსებული მცირე აკადემიის საპატიო პროფესორის წოდება. აგრეთვე, მეცნიერებასა და ტექნიკაში საუკეთესო აღმოჩენისა და გამოგონებისათვის დაწესდა საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის პრეზიდიუმის წევრის, მეცნიერისა და გამომგონებლის ბესარიონ კივილაძის სახელობის ყოველწლიური პრემია".

ოჯახები, რომლებმაც ასეთი ბიჭები დაკარგეს, საზოგადოებამ არ უნდა მიივიწყოს. მომავალმა თაობამ ხომ უნდა იცოდეს სამშობლოსათვის თავდადებული ბიჭების სახელები.
სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.03.2021
ბოლო რედაქტირება 01.06.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0