სულ ვიზიტორი : 5921754241
განთავსებული სტატია : 9159

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
ბათუმის ბრძოლა 18-19 მარტი, 1921 წ. თურქეთთან
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

93       ბეჭდვა

ბათუმის ბრძოლა 18-19 მარტი, 1921 წ. თურქეთთან

ბათუმის ბრძოლა 18-19 მარტი, 1921 წ. თურქეთთან წყარო პაატა გიგაური http://legionerebi.com/armia1918/?p=1857&fbclid=IwAR0OddQaYeYs2it-Rgvt24H9zs2LXBE5pY1s8iWRKqyjQKvESRoxXaxKNr8


სტატიის წყაროდ გამოყენებულია გენერალ გ. მაზნიაშვილის, სახალხო გვარდიის შტაბის წევრის ნ. ჭუმბურიძის, მე-9-ე ბატალიონის რიგითის ა. ვასაძის და გენერალ გ. კვინიტაძის მოგონებები. მოგონებები მთლად სანდო წყარო არაა, მათ გადამოწმება უნდა, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გზა არაა (სხვა წყაროების არქონის გამო) და იმედია მომავალში ეს ბრძოლა უფრო დეტალურად იქნება გამოკვლეული. გავუყვეთ ქრონოლოგიას დღეების მიხედვით.

17 მარტი

ქ. სამტრედიაში მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოსა და რუსეთს შორის ომის დასრულების შეთანხმებაზე (ხელი მოეწერა 18 მარტს), ხოლო მთავრობის ნაწილმა დატოვა ბათუმის პორტი და გემებზე ავიდა. ბათუმის ციხიდან გამოშვებული ბოლშევიკებისგან შეიქმნა რევკომი (რევოლუციური კომიტეტი) რომელსაც სერგო ქავთარაძე ჩაუდგა სათავეში, ახლადგამომცხვარი “მთავრობა” ბუნებრივია ვერ ერკვეოდა შექმნილ სიტუაციაში და არ იცოდნენ რა ექნათ. წარმოქმნილი ვაკუუმით ისარგებლა საქართველოს მთავრობის ნებართვით ბათუმში შემოსულმა ოსმალეთის ჯარის სარდალმა გენერალმა ქიაზიმ ყარაბექირმა (1946 წელს თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე გახდება), 17 მარტს თავი ბათუმის ოლქის გუბერნატორად გამოაცხადა და მიუხედავად 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულებისა – რომლითაც აჭარა რუსეთის შემადგენლობაში დარჩა (შეიძლება არც კი იცოდა ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ), გადაწყვიტა ბოლომდე ებრძოლა ქალაქის ოსმალეთის შემადგენლობაში შესაყვანად და უკვე 16 მარტს დაიკავა ბარცხანის ფორტი, ფოსტა-ტელეგრაფის და მილიციის შენობა. კახაბერის ფორტთან ქართულმა დანაყოფებმა ალყაში მოაქციეს ოსმალების ასეული და არ მისცეს N2 სიმაგრეში შესვლის საშუალება. გ. კვინიტაძემ ნატანებიდან ბათუმში ჩამოიყვანა გენერალ დ. ართმელაძის 1.500 მებრძოლი. რომლებსაც 17 მარტს დილით აღლუმი გაუმართა. მათი ნაწილი აზიზიეს მოედანთან დააყენა, სადაც მთავრობის ეშელონი იდგა. კვინიტაძემ ბათუმის გარნიზონის მეთაურად გენერალი ვარდენ წულუკიძე დანიშნა და ღამის 3-4 საათზე ოფიცრებთან და იუნკრებთან ერთად გემ “მარიაზე” ავიდა.

აზიზიეს მოედანი და ბარცხანას ფორტი

აზიზიეს მოედანი. აქ იდგა მთავრობის ეშელონი

ნიკილოზ ჭუმბურიძე (ქუთაისის სახალხო გვარდიის საოლქო შტაბის თავმჯდომარე) და ვლადიმერ ჯიბლაძე (სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი, დამფუძნებელი კრების დეპუტატი) საკუთარი ინიციატვით მივიდნენ რევკომში და ურჩიეს დაბნეულ ბოლშევიკებს ჯარის უფროსად დაენიშნათ მაზნიაშვილი და თუ ოსმალები არ გავიდოდნენ, ქართული ჯარით შეეტიათ. ბოლშევიკები დათანხმდნენ წინადადებას.
ლანჩხუთში განლაგებულ მაზნიაშვილის ფრონტის შტაბთან ბათუმის კავშირი გაწყდა 18:00-სთ-ზე. გენერალი მატარებლით და 50 კახელი მოხალისეს თანხლებით წამოვიდა ბათუმში, რათა პირადად გაერკვია რა ხდებოდა. ჩაქვის საგურში ნახა ალფეს გოგუაძის ჯავშანმატარებელი, რომელთან ერთადაც ღამის პირველ საათზე ბათუმის საბარგო სადგურმადე მოვიდა და გაჩერდა. ამ დროს მთავარი სადგურიდან დარეკა რევკომის წევრმა თენგიზ ჟღენტმა, მაზნიაშვილს დაელაპარაკა და ვარდენ წულუკიძეც დაალაპარაკა. მაზნიაშვილი მიიყვანეს შტაბში სადაც რევკომის წევრები და 20-მდე ქართველი ოფიცერი იმყოფებოდა. ქალაქში ალაგ-ალაგ სპონტანურად დაიწყო შეტაკებები ოსმალებსა და ქართველ ჯარისკაცებს შორის, რაც მეთაურების დაუყოვნებელ მოქმედებას მოითხოვდა.

18 მარტი

მაზნიაშვილმა სწრაფად ჩამოყალიბა შტაბი, მოადგილედ დანიშნა გენერალი გ. სუმბათაშვილი, რომელიც გამოიხმო ლანჩხუთიდან და შექმნა ორი საბრძოლო უბანი: “ბარცხანა – კახაბერი” (მეთაური ვ. წულუკიძე) და “სტეფანოვკა – ანარია” (მეთაური დ. ართმელაძე). ბათუმიდან დაუყოვნებლივ გაგზავნა ცარიელი ვაგონები გურიიდან წითელი არმიის დანაყოფების ბათუმში ჩამოსაყვანად.
ღამის 4 საათზე მაზნიაშვილი და ჟღენტი მივიდნენ ქავთარაძესთან, რომელსაც მოახსენეს გეგმის შესახებ. 18-ში დღის პირველ ნახევარში ოფიცრებთან ერთად ნაპირზე გადმოვიდა გ. კვინიტაძე, რათა გაერკვია რა ხდებოდა ქალაქში, გაგზავნილი იუნკრებისგან უახლესი ცნობები, ხოლო ვ. წულუკიძისგან წერილი მიიღო და უკან დაბრუნდა.
დილის 6 საათზე ქალაქის ყველა ქუჩაში გამოკრული იყო ბრძანება მაზნიაშვილის სარდლად და გენერალ-გუბერნატორად დანიშვნის შესახებ. მაზნიაშვილმა წაუყენა ულტიმატური ოსმალებს 1 საათის განმავლობაში დაეტოვათ ბათუმის ოლქი, წინააღმდეგ შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებებს დაიწყებდა. ყარაბექირმა ულტიმატუმს არ უპასუხა.

ბათუმის ბრძოლის მნიშვნელოვანი ადგილები

7 საათზე გაიცა ბარცხანას ფორტის და ყაზარმების დაკავების ბრძანება. ქართულმა დანაყოფებმა დაიკავეს ნავთსადგომი და ორი მხრიდან შეუტიეს საბარგო სადგურს, რომლის უკანაც ბარცხანას ფორტი იყო. 16:00-მდე ფორტებთან ბრძოლა არ შეწყვეტილა. ამ დროს ჩაქვის მხრიდან შემოვიდა ეშელონი, ოსმალები გამოვიდნენ ფორტიდან, გააჩერეს ეშელონი და ჯარისკაცების განიარაღება დაიწყეს, რადგან ქართველები ეგონათ. არადა ეს ეშელონი წითელი არმიის ის პირველი ეშელონი იყო, რომელიც მაზნიაშვილის ბრძანებით გამოატარეს გურიიდან და მათ ბრძოლაში ჩაბმა აკრძალული ჰქონდათ. შექმნილი არეულობით და პაუზით ისარგებლეს ქართულმა რაზმებმა და მიუახლოვდნენ ფორტს, რომლის ალაყაფი ღია იყო.
სადგურის პაკჰაუზის უკან იდგა ცხენოსნი რაზმი ფრიდონ წულუკიძის (მომავალში ფრანგული უცხოური ლეგიონის, ესპანეთის სამოქალაქო ომში ფრანკოს ჯარის ოფიცერი და Waffen SS-ის ქართული რაზმის შტანდარტენფიურერი) მეთაურობით, ფრიდონი გამოიჭრა საფრიდან, ცხენით გადაევლო შლაგბაუმს და ხმლით ხელში დაერია ოსმალებს, მას ცხენოსნები და ქვეითები მიყვნენ. ნახევარი საათის შემდეგ ბარცხანის გარნიზონი განადგურებულ იქნა. ტყვედ ჩავარდა 218 ასკერი, რომლებიც შტაბში მოიყვანეს.

ბარცხანას ფორტი

მატარებელს გზა გაეხსნა, შემოვიდა სადგურში, სადაც რევკომის წევრები დახვდნენ და ქალთა გიმნაზიის შენობაში დააბინავეს. აღსაღნიშნავია რომ წითელ არმიას არანარი მონაწილეობა არ მუღია ბათუმის ბრძოლაში, რადგან სასტიკად ჰქონდათ აკრძალული მოკავშირე ოსმალებთან შეტაკება. 98-ე ბრიგადის 272-ე პოლკის მეთაურ ზოლოტოვის მოგონებები ბათუმის ეპიზოდზე არის თავიდან ბოლომდე ტყუილი, ქართული ჯარის დამსახურება აფერისტმა ზოლოტოვმა თავის თავზე მიიწერა.

ქალთა გიმნაზია

სადგური

ბარცხანას აღების შემდეგ ქობულეთისკენ გაიყვანეს ქართველი კავალერისტები, რადგან ცხენების საკვები ქალაქში არ იყო.
საღამოს 21:00-ზე მაზნიაშვილთან გამოცხადდა მე-18 ცხენოსანი დივიზიის წარმომადგენელი და აცნობა რომ გოდერძის უღელტეხილიდან ქალაქს მოუახლოვდა დ. ჟლობა თავის დივიზიასთან ერთად და მდ. აჭარისწყალზე გაჩერდა.
ოსმალები დღის განმავლობაში ცდილობდნენ კახაბერის (N2 ფორტი) აღებას, საჭირო იყო მიხმარება. ამ მიზნით მაზნიაშვილმა გადაწყვიტა ჟლობას დანაყოფები ჩაეყენებინა სტეფანოვკის (N5 ფორტი) და ანარიის ფორტებზე, ხოლო გამონთავისუფლებული ძალით დახმარებოდა კახაბერის ფორტს. ორი საათის შემდეგ მაზნიაშვილისგან გაგზავნილი მანქანით ჟლობა ბათუმში ჩამოვიდა და რევკომში მიიყვანეს. ჟლობა დათანხმდა დაეკავებინა ფორტები და უკან დაბრუნდა დივიზიის ჩამოსაყვანად. მაზნიაშვილმა უბრძანა ფროტების გარნიზონებს კახაბერის ფორტებისკენ წასულიყვნენ.

19 მარტი

ღამით ბრძოლები არ მიმდინარეობდა. დილიდან ოსმალებმა შეუტიეს კახაბერის ფორტს, მაგრამ მაიორ პ. ქარუმაძის ბატარეა ზუსტად უშენდა და არ აძლევდა წინსვლის საშუალებას, თუმცა დიდი დანაკარგების ფასად. ბატარიაში დაიღუპა და დაიჭრა ყველა მემიზნე და მომსახურე პერსონალი, ქვემეხის გათვლებთან ოფიცრები იდგნენ. მაზნიაშვილმა მილიციის უფროსის დახმარებით სასწრაფოდ შეკრიბა არტილერიაში ოდესღაც მომსახურე 20 მოხალისე და მიახმარა ქარუმაძეს.

პ. ქარუმაძე


სტეფანოვკის და ანარიის გარნიზონები ქალაქში რამდენჯერმე შეეტაკნენ ოსმალებს და გაიკაფეს გზა კახაბერის ფორტისკენ. მტერმა გამოცდილი და მაღალი ჩინის ორი ოფიცერი დაკარგა, ვერ გაუძლო ბრძოლას და დიდი დანაკარგებით დაიფანტა (სავარაუდოდ ამ ბრძოლას აღწერს ა. ვასაძე), საღამოსკენ ბათუმის მიდამოები პრაქტიკულად თავისუფალი იყო. ოსმალები გამაგრდნენ მილიციის და ფოსტა-ტელეგრაფის შენობებში. რომლებსაც ჩვენებმა არტილერია დაუმიზნეს და ალყაში მოაქციეს.

ხედი ბათუმის ნავთობბაზაზე კახაბერის (N2) ფორტიდან

20 მარტი

დილის 9 საათზე მაზნიაშვილთან გამოცხადდა ყარაბექირის მდივანი და აცნობა რომ ოსმალები მზად იყვნენ ქალაქიდან გასასვლელად. ოღონდ ერთი დღის საკმარის პურს ითხოვდნენ, რადგან მესამე დღეა არაფერი ეჭამათ. მაზნიაშვილმა მიიღო პირობები და დაცვის თანხლებით გაუშვა ოსმალები ბათუმიდან. 12:00-ზე ქალაქი მთლიანად დაიცალა ოსმალებისგან და ბრძოლა დასრულდა.

ქართულმა დანაყოფებმა დაკარგეს 84 მებრძოლი. ოსმალებმა 200-ზე მეტი. 21 მარტს 50-მდე ქართველი მეომარი დაკრძალეს აზიზიეს მოედანზე. კომუნისტებმა საძმო სასაფლაო მოაასფალტეს და მხოლოდ 1990 წელს, ეროვნული მოძრაობის გაძლიერების დროს მოხერხდა ასფალტის აყრა და გმირების ღირსეულად დაკრძალვა (იხილეთ სტატია).

აზიზიეს მეჩეთი. მის სიახლოვეს დაკრძალეს ქართველი მეომრები


ბათუმის ნავსადგური და რკინიგზის სადგური

ავტორი: პაატა გიგაური



ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 20.03.2021


რედაქტირება ფოტო დავით ფეიქრიშვილი 12.10.2021





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა