სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნონა მურღვლიანი 1960-1993წწ. გარდ. 33 წლის, გუმისთა, სოხუმი, აფხაზეთი დაბ. სოფ. ათარა, ოჩამჩირე, აფხაზეთი ნონა მურღვლიანი 1960-1993წწ. გარდ. 33 წლის, გუმისთა, სოხუმი, აფხაზეთი დაბ. სოფ. ათარა, ოჩამჩირე, აფხაზეთი ნონა მურღვლიანი 1960-1993წწ. გარდ. 33 წლის, გუმისთა, სოხუმი, აფხაზეთი დაბ. სოფ. ათარა, ოჩამჩირე, აფხაზეთი

1960-1993 წწ. გარდ. 33 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მურღვლიანი სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

325       ბეჭდვა

ნონა მურღვლიანი 1960-1993წწ. გარდ. 33 წლის, გუმისთა, სოხუმი, აფხაზეთი დაბ. სოფ. ათარა, ოჩამჩირე, აფხაზეთი

ნონა მურღვლიანი 16 მარტი 1993წ. გარდ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთი 


დაიბადა   1960  წლის  13  მარტს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ათარა-არამიანსკაში. დაამთავრა  ლექჩოს  მეორე  სკოლა ინტერნატი.

    1992  წლის  25 სექტემბრიდან ირიცხებოდა  მე-2  სააარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  მე-2  მოტომსროლელი  ბატალიონის  მე-2  ასეულის  სანიტარულ  ინსტრუქტორად.

   1993 წლის  16  მარტს  აფხაზმა  სეპარატისტებმა  შეტევა  განახორციელეს ნონა ტოლს არ უდებდა ვაჟკაცებს. სიკვდილის  შემდეგ  დაჯილდოვდა   ვახტანგ  გორგასლის  მესამე ხარისხის  ორდენით.




გენო ადამია

შვიდ თვეზე მეტია, ექსტემისტ–სეპარატისტთა მიერ ქართველებისათვის პროვოკაციულად თავსმოხვეული ომი მიმდინარეობს აფხაზეთში. უკანასკნელ დრომდე ბრძოლებს, შდარებით ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. ჩვენ შემოტევებს მხოლოდ ვიგერიებდით. ბოლო პერიოდში რუსეთის რეაქციული ძალების შთაგონებით გააქტიურდნენ მოწინააღმდეგენი. მატ, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საკმაო რაოდენობით შემოიყვანეს გაწრვთნილი რუსი, ჩეჩენი, ადიღელი, ჩერქეზი და სხვა ჯურის დაქირავებული მკვლელები, შემოზიდეს რთული ტექნიკა და ემზადებოდნენე ფართო მაშტაბით შეტევებისათვის. ბუნებრივია, არც ჩვენ ვიყავით გულზეხელდაკრეფილი.

ბოლო დროს გახშირდა რუსეთის სამხედრო, „აფხაზური“ თვითმფრინავების ნიერ საბრძოლო პოზიციების, ქალაქ სოხუმის დაბომბვა, რამაც 15 – 16 მარტს ღამით მასირებული ხასიათი მიიღო და დაიწყო ფართო მასშტაბის შეტევითი ოპერაცია. შემოტევის დაწყების ღამეს ერთდროულად ამოქმედდნენ მოწინააღმდეგეთა ნაწილები ხმელეთიდან, ჰაერიდან, ზღვიდან და შესძლეს ჩვენი ზოგიერთი ქვედანაყოფისათვის ალყის შემორტყმა.



გუდაუთაში „დამზადებული“ ჯავშან–კოსტუმებში ჩაცმულმა მტრის გაწვრთნილმა ჯარისკაცებმა გახსნეს ცეცხლი. პასუხად, ჩვენი ბრიგადის მებრძოლებმა – სოხუმის და მისი შემოგარენის დამცველებმა, რომლებიც ძირითადად ქალაქ სოხუმისა და მისი მიმდებარე რაიონების ბიჭებითაა დაკომპლექტებული, ჯერ არ ნახული ბრძოლის მაგალითები უჩვენეს მომხვდურთ. ისინი, როგორც ჩვენი წინაპრები, ვეფხვივით იჭრებოდნენ მტრის დაჯგუფებაში, სანგრებში, სახლებში და სიცოცხლის დაუზოგავად მუსრს ავლებდნენ იერიშზე გადმოსულთ.

შეტევის დაწყებიდან 2 – 3 საათის განმავლობაში პირდაპირ ხერხემალი გადაუმტვრიეს მტრის ძალებს, ისისნი დააბნიეს ჩვენი მეომრების ცეცხლმა, დაკარგეს ორიენტირი, არის იმისი მაგალითიც, რომ მტრის ნაწილები ერთმანეთს ესროდნენ უკუნით ღამეს. დაიწყეს უკან დახევა. ამასობაში, მათდა საუბედუროდ, თენდებოდა და დაიწყეს თავშესაფრის ძებნა, გუდაუთისკენ გაქცევა, ტყვედ არ გვნებდებოდნენ, წინააღმდეგობას გვიწევდნენ, მაგრამ გზე გადაკეტილი ჰქონდათ და მიიმალნენე სოროებში, ტყეებში, ციტრუსოვანთა პლანტაციებში, მათტვის წინასწარ ცნობილ საცხოვრებელ სახლებში, წარმოება–დაწესებულებათა შენობებეში და იქიდან ისროდნენ. 

„ბრძოლის ველზე ენით აუწერელი, თავგანწირული ბრძოლოს მაგალითები უჩვენეს ჩვენი ბრიგადის ლომგულმა ვაჟკაცებმა. ბატალიონის უფროსის მოადგილე მაიორი იურა ომანაძე (ზემო კელასურიდან) ერთ სახლში დამალულ ათეულობით მტერს შეუვარდა, ცეცხლი გახსნა და ვინ იცის რამდენს დაუბნელა თვალები. ბრძოლაში თვითონ ლომივით დაეცა, მაგრამ მის ძმადნაფიც ბიჭებს შესაძლებლობა მისცა, რომ ერთიანად ამოეწყვიტათ სამტროდ მოსულნი.

იურის მეზობელმა ბატალიონის უფროსის მოადგილემ ტარიელ (გია) შამუგიამ, ვინ იცის რამდენ აფხაზს და გადამთიელს მოუსპო სიცოცხლე. ბრძოლის ბოლო მომენტში მტრის მეომართა ჯგუფში მოხვდა. ტყვედ აყვანა შესთავაზეს, პასუხად ხელყუმბარით აიფეთქა თავი, გვერდით კი მის მიერ დახოცილი მტრის ოთხი გვამი ესვენა.

ბრძოლებში დაიჭრნენ ბატალონის უფროსის მოადგილეები აღმზრდელობითი მუშაობის დარგში – გიორგი ფანჩვიძე, დიმა მჭედლიძე და თენგიზ დარცმელია. მტერს  განუმეორებელი ბრძოლის მომენტები უჩვენეს – ნონა მურღვლიანმა, რეზო სიმონიშვილმა, ლერი ასლანიკაშვილმა, თენგიზ ადამიამ, მალხაზ ქვაჭრელიშვილი, შოთა ჩალაძემ, რეზო ჯაჭვლიანმა, მურმან გუგუსიანმა, ვასილ გერაშენკომ, გურჯი და შოთა კოპალიანებმა, ავთანდილ თოდუამ და მრავალმა სხვამ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.03.2021
ბოლო რედაქტირება 16.03.2023
სულ რედაქტირებულია 4

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 23.08.2021
სულ რედაქტირებულია 1 ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0