სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11502

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ლევან ალექსანდრეს ძე ცისკარიშვილი 1967-92წწ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დ. თბილისი წარმ. სიღნაღი ლევან ალექსანდრეს ძე ცისკარიშვილი 1967-92წწ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დ. თბილისი წარმ. სიღნაღი ლევან ალექსანდრეს ძე ცისკარიშვილი 1967-92წწ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დ. თბილისი წარმ. სიღნაღი ლევან ალექსანდრეს ძე ცისკარიშვილი 1967-92წწ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დ. თბილისი წარმ. სიღნაღი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ცისკარიშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

358       ბეჭდვა

ლევან ალექსანდრეს ძე ცისკარიშვილი 1967-92წწ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დ. თბილისი წარმ. სიღნაღი

ლევან ალექსანდრეს ძე ცისკარიშვილი დაიბადა 1967 წლის 14 სექტემბერს ქ. თბილისში.

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მსმენელი-ლეიტენანტი. სასაზღვრო ჯარების ლეიტენანტი.
1987 წლის 21 აპრილს დაჯილდოვდა მედლით სსსრ სახელმწიფო საზღვრების საუკეთესო დაცვისათვის.

ამიერკავკასიის სადაზვერვო-სასაზღვრო ჯარების სარდლის მიერ დაჯილდოვდა 1987 წლის 27 მაისს იმ მიღწევებისათვის, რომელიც გამოიჩინა სამხედრო სამსახურის დროს.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და წესრიგის დამყარებისათვის სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, თბილისში, გამოეცხადა მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 1990 წლის 19 იანვარს.
დაიღუპა აფხაზეთის ომში გაგრის მისადგომებთან 1992 წლის 29 აგვისტოს.

სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, მამაცობისა და თავდადებისათვის მიენიჭა საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო ვახტან გორგასლის I-ლი ხარისხის ორდენი 1993 წლის 1 ოქტომბერს, სიკვდილის შემდეგ.
ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 15 მარტის N04.27.94 დადგენგილების საფუძველზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ლევან ცისკარიშვილის სახელი მიენიჭა დიღმის მასივში მიქელაძისა და ახმეტელის ქუჩების შემაერთებელ ქუჩას.





მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


ლევან ცისკარიშვილი

ლევან ალექსანდრეს ძე ცისკარიშვილი დაიბადა 1967 წლის 14 სექტემბერს ქ.

თბილისში.

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მსმენელილეიტენანტი. სასაზღვრო ჯარების ლეიტენანტი.

1987 წლის 21 აპრილს დაჯილდოვდა მედლით სსსრ სახელმწიფო საზღვრების

საუკეთესო დაცვისათვის.

ამიერკავკასიის სადაზვერვო-სასაზღვრო ჯარების სარდლის მიერ დაჯილდოვდა 1987

წლის 27 მაისს იმ მიღწევებისათვის, რომელიც გამოიჩინა სამხედრო სამსახურის

დროს.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და წესრიგის დამყარებისათვის სამხრეთ

ოსეთის ავტონომიურ ოლქში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, თბილისში,

გამოეცხადა მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 1990 წლის 19 იანვარს.

დაიღუპა აფხაზეთის ომში გაგრის მისადგომებთან 1992 წლის 29 აგვისტოს.

სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,

მამაცობისა და თავდადებისათვის მიენიჭა საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი

ჯილდო ვახტან გორგასლის I-ლი ხარისხის ორდენი 1993 წლის 1 ოქტომბერს,

სიკვდილის შემდეგ.

http://mematiane.ge/docs/16285102606111183497f21.pdf


1992 წლის აგვისტოს ბოლო რიცხვებში ბზიფის ხეობის მიმართულებით ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიგეგმა, რომელშიც რამდენიმე ბატალიონთან ერთად, პოლიციის აკადემიის კურსტანტებიც იყვნენ ჩართულები. პოლიციელებს დაბა კოლხიდას  მიდამოებში პოზიციები უნდა გაემაგრებინათ, საიდანაც მტრის შენაერთებისთვის ზურგიდან დარტყმის შესაძლებლობა არ უნდა მიეცათ. 28-29 აგვისტოს ღამის საათებში, ორ ნაწილად გაყოფილი კურსანტთა ასეული, ე.წ. „წითელ ჯვარში“ და კოლხიდასთან მდებარე მანდარინების პლანტაციებში დაბანაკდა. მოწინააღმდეგემ მალევე მიიტანა მათზე იერიში, რის შედეგადაც „წითელ ჯვარში“ დაბანაკებული ათივე პოლიციელი დაი*ღუპა. მარჯვენა ფლანგზე მყოფმა პოლიციელების ძირითადმა ძალებმა, თავდასხმა უმსხ*ვერპლოდ მოიგერიეს (ოთხი კაცი დაიჭ*რა) და მაშინვე დაღუ*პული თანამებრძოლების პოზიციებისკენ მიაშურეს. მათთან ერთად, „ბმპ“-ეს ტიპის ტექნიკის წინამძღოლობით, მხედრიონელთა ერთი ოცეულიც ავითარებდა იერიშს, რა დროსაც ადგილზე მისულები, ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოექცნენ.

შოთა ბითაძე (პოლიციის კურსანტი):

 „მაღლობზე რომ ავედით, მოწინააღმდეგის ინტენსიურმა ცეცხლმა გვაიძულა ჩვენი ბიჭების პოზიციამდე გვეხოხა. მაღლობზე პირველკურსელის ანდრო ჭანტურიძის უძრავი სხეული შევნიშნეთ. როცა მეგობრების სამყოფს  მივაღწიეთ, თვალწინ შემზარავი სურათი გადაგვეშალა. მარჯვენა მხარეს, ნაძვებთან მეოთხე კურსელის ერნესტ კუკსას და*მახინჯებუ*ლი გვ*ამი იდო, მისთვის ხელებში აფეთ*ქებულ ყუმბარას ორივე ხელის კიდური წაეგ*ლიჯა. რამდენიმე ნატყ*ვიარი სახეზეც ჰქონდა. აქვე ახლოს ფოლადის ჩაფხუტიანი, ნაძვს მიყრდნობილი ლევან ცისკარიშვილი უსულოდ იჯდა. მისთვის სნაიპერის ტყ*ვიას ფოლადის ჩაფხუტი გაეხვრიტა. გზის მარცხენა მხარეს მაიორ მირიან თეთრაძის, მეოთხე კურსელის ნუგზარ მარშანიშვილის, პირველკურსელების ბაჩუკი კოკაიას და გელა ბელქანიას უმოძრაო სხეულები დავინახეთ. ახლოს მისვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მირიან თეთრაძეს (მეთაური) თავი ჰქონდა გაპო*ბილი. ყველა დანარჩენს სხეულზე ნატყ*ვიარები ჰქონდა. აქეთ ნაძვებთან, გზის მხარეს კაპიტან ვახტანგ კვესიტაძის და მისგან ათი მეტრის მოშორებით მეოთხე კურსელის ზაქარია ვეშაპურის გვა*მები შევნიშნეთ, მეოთხე კურსელი ბადრი გერაძე არსად ჩანდა. ყელში სიმწრის ბურთი გამეჩხირა“ (გერაძის ცხე*დარს ოდნავ მოგვიანებით, მეოთხე კურსელებმა - კახა ადამიამ და კობა კალმახელიძემ მესამე ტერასაზე მიაკვლიეს).

ერთსაათიანი ბრძოლების შემდეგ, მოწინააღმდეგემ  უკან დაიხია (სამი პოლიციელი მძიმედ დაიჭ*რა. მხედრიონელებმა მოგვიანებით განიცადეს დანაკარგები, როდესაც მტრის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში შევიდნენ ), თუმცა სროლებს მაინც ჰქონდა ადგილი და ცხედ*რების გამოსატანად დაწყებული საევაკუაციო პროცესიც, რთულ პირობებში მიმდინარეობდა. „ბმპ“-ში ექვსი ცხედ*რის მოთავსება მოხერხდა, დანარჩენი ცხედ*რების გამოსატანად კი „შავნაბადას“ კუთვნილი „ბტრ“-ის ტიპის ტექნიკა მოიშველიეს. აღნიშნულ „ბტრ“-ში ოთხივე დაღუ*პულის ცხე*დარი მოათავსეს, თუმცა ტექნიკას ძრავამ უმტყუნა და მისი ადგილიდან დაძვრა შეუძლებელი გახდა. ამასობაში მას ჭურვიც მოხვდა, თუმცა ზიანი დიდად არ მიდგომია და ეკიპაჟის წევრებთან ერთად, ცხედ*რების გადარჩენაც მოხერხდა. დაღუ*პულთა გადმოსვენება ორი დღის შემდეგ გახდა შესაძლებელი, მანამდე კი დედაქალაქის მიმართულებით ექვსი გადმოსვენებულის ტრანსპორტირება განხორციელდა.

შოთა ბითაძე:

„29 აგვისტოს გაგრის ნავსადგურიდან ფოთის მიმართულებით გასული გემით გავაცილეთ ჩვენი მეგობრების - მირიან თეთრაძის, ნუგზარ მარშანიშვილის, ერნესტ კუკსას, ანდრო ჭანტურიძის, ბაჩუკი კოკაიას და გელა ბელქანიას ცხედ*რები. ისინი იმ გზით გავაცილეთ, რა გზითაც აქ, გაგრაში ჩამოვედით. გაგრის სტადიონზე, სატვირთო მანქანაზე დასვენებულ თუთიის სასახლეში ჩასვენებულ ვახტანგ კვესიტაძეს, ბადრი გერაძეს, ლევან ცისკარიშვილს და ზაქარია ვეშაპურს, 31 აგვისტოს ღამე გავუთენეთ და დილით ვერტმფრენით გავაცილეთ.“

.................

გ. ბელქანია, ა. ჭანტურიძე, ლ. ცისკარიშვილი, ბ. გერაძე, ბ. კოკაია.

ე. კუკსა, ვ. კვესიტაძე, ნ. მარშანიშვილი, მ. თეთრაძე, ზ. ვეშაპური.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.03.2021
ბოლო რედაქტირება 23.09.2024
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0