სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა.
ბმულის კოპირება

სიახლეები

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

2       ბეჭდვა

გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა.

წმინდა მატათა მოციქულის სიკვდილთან დაკავშირებით რამდენიმე წყარო არსებობს: ერთი წყაროს მიხედვით ის იუდეველებმა ქვებით ჩაქოლეს და შემდგომ თავი მოკვეთეს. ზოგიერთი ბერძნული წყაროს ცნობით კი წმიდა მატათა ჯვარცმით აღესრულა ისევე როგორც სხვა მოციქულები. ხოლო წმიდა ეპიფანე კვიპრელის (IV) ცნობით კი მატათა მოციქულმა სახარება იქადაგა მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში), რომელიც იქვე გარდაიცვალა და დაასაფლავეს გონიოს ციხე-სიმაგრეში. სწორედ ამიტომაა გამოსახული წმ. მოციქული მატათა მიხეილ საბინინის მიერ დახატულ საქართველოს ეკლესიის დიდების ხატზე წმ. ანდრია პირველწოდებულთან ერთად.აფსარს იხსენიებს, რომაელი მწერალი — ფლაბიოს არიანეც. არიანე მოხელეც იყო, რომელიც ერთ დროს მართავდა კაპადოკიას ტიტულით Legatus Augusti pro praetore. სწორედ ამ დროს, ჩვენი წელთაღრიცხვით 134 წელს, მან იმოგზაურა კოლხეთის ზღვის გასწვრივ და ამ მოგზაურობის შესახებ იმპერატორ ჰადრიანეს (114-138) წარუდგინა ანგარიში. აქედან ირკვევა, რომ არიანე აფსარშიც მისულა. ამ მოგზაურობის შესახებ არიანე მოგვითხრობს, რომ არქაბედან აფსარამდე 60 სტადიონი (არეანეს სტადიონი 200 მეტრს უდრიდა) არისო. არიანე შემდეგ აგრძელებს თავის თხრობას და წერს: „გავედით რა აფსარიდან, ღამით ჩვენ გავიარეთ აკამფსისი, რომელიც 15 სტადიონით არის დაშორებული აფსარს. აკამფსისიდან მდინარე ბათჳს 75 სტადიონით არის დაშორებული.“ მდინარეები აფსარი და აკამფსისი ჭოროხის ორი ტოტია შესართავთან.

65 წელს პომპეუსმა კოლხეთი დაიპყრო. მონათმფლობელური რომის ბატონობა თავისუფლებისმოყვარე კოლხებისათვის მეტად მძიმე იყო. ამიტომ კოლხეთი ხშირად ჯანყდებოდა რომაელების წინააღმდეგ. კოლხების ერტ-ერთი აჯანყების შესახებ მოგვითხრობს რომაელი ისტორიკოსი ტაციტე. ტაციხეს გადმოცემით, აჯანყება მოხდა იმპერატორ ვესპასიანეს დროს. აჯანყება დაიწყო ტრაპეზუნტიდან და მალე გავრცელდა კოლხეთის დანარჩენ სანაპიროზეც. აჯანყებას ანტირომაული ხასიათი ჰქონდა; აჯანყებას მეთაურობდა ანიკეტი. ამ აჯანყებას მიუპყრია ვესპასიანეს ყურადრება. იმპერატორს გამოუგზავნია ძლიერი ჯარები, რომლებსაც დაუმარცხებიათ აჯანყებულები.

რომაელებს რეგიონის საკონტროლებლად ჯარი ჩაყებენული ჰყავდათ სატანადოდ შერჩეულ ციხე-სიმაგრეებში. ასეთი ჯარები იყო ტრაპეზუნტში, ფაზისში, დიოსკურიაში, პიტიუნტში... და სხვა. მათ აფსარის ციხეშიც ყოლიათ ჯარები. არიანე წერს: „მივედით აფსარში, სადაც ჩაყენებულია ხუთი კოჰორტა.“ აფსარის ციხეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა რომაელებისთვის. იგი დარაჯობდა ჭოროხის შესარტავის მარცხენა მხარეს.

ის რომ აფსარის ციხე რომაელთა ლეგიონებისათვის პლაცდარმს წარმოადგენდა მოწმობსიტალიაში ნოლას მახლობლად აბელაში კვარცხლბეკზე აღმოჩენილი წარწერა. ამ წარწერაში მოხსენიებულია კოლონია აბელას პატრონი ცენტურიონი მარციუს პლეტორიუს ცელერი. წარწერაში მის შესახებ ნათქვამია, რომ მრავალილეგიონის ცენტურიონად დაყოფისას იგი, როგორც პართიის ომის მანაწილე, დააჯილდოვა იმპერატორმა ტრაიანემ, წარწერაში ნათქვამია, რომ ერთ დროს ის ასრულებდა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგებულ და აფსარში (Numeri tendents in Ponto Absaro) დაბანაკებული დამხმარე რომაელი ჯარების მეთვალყურე რაზმების მეთაურის (praepositus) თანამდებობას[6].

პროკოფი კესარიელის დროს (VI საუკუნეში) ქალაქი აფსარი აუკლიათ და დაურბევიათ[7]. სამწუხაროდ ისტორიკოსი არაფერს გვეუბნება ამ დარბევის შესახებ. მიუხედავად ამისა, პროკოპი კესარიელის უმცროსი თანამედროვის ისტორიკოს აგათია სქოლასტიკოსის (536-582) ჩვენებით, აფსარი ისევ ქალაქად იხსენიება. ამასთან ერთად ამ ქალაქში მთავარი სატუსაღო ყოფილა, სადაცმოუთავსებიათ გუბაზ მეფის მკვლელები რუსტიკე და იოანე[8]. ეს ნიშნავს, რომ ქალაქი აფსარი კვლავ სამხედრო ადმინისტრაციული ცენტრი ყოფილა. ცხადია, იგი კვლავ განახლებულა.

აფსარს VII საუკუნის ბერძნული წყაროც იხსენიებს „პარემბოლე აფსაროსის“ სახელწოდებით[9]. პარემბოლე ისეთ ბანაკს ეწოდებოდა, რომელსაც იმპერიის საზღვრის დაცვა ევალებოდა.

აფსარი VIII საუკუნის ქართულ წყაროშიც გვხვდება. მწერალი იოანე საბანისძე დასავლეთ საქართველოს საზღვრების ჩამოთვლისას იხსენიებს: „საყოფელი იგი აფსარეაისა“.

ამ რეგიონში აღმოცენდა კოლხური ბრინჯაოს კულტურა და პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები: დაიაენი და კულხა (ძვ.წ. XIII-VIII სს.)

უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ პლინიუს სეკუნდუსს (ახ. წ. I ს.). ბერძნულ-რომაულ წყაროებში ცნობილია აფსარუნტის სახელით. ანტიკური ტრადიციის თანახმად აფსაროსის დაარსება არგონავტების ექსპედიციას უკავშირდება. მათ მიერ აიეტის ვაჟის აფსირტეს მოკვლას და ამ ადგილას დაკრძალვას. თუმცა არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით უძველესი დასახლება აქ ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. საკუთრივ ციხე აქ რომაელებმა ახ. წ. I საუკუნის 70-იან წლებში ააგეს.

ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით:


„ბათომის პირისპირს ჭოროხის სამჴრეთის კიდეზე არს გონია, მცირე ქალაქი და ციხე. უპყრავთ ოსმალთა, რომელი აღაშენეს ქორონიკონსა ჩფმზ, ქართულსა სლე 

გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომდროინდელი სახელწოდებაა. II საუკუნეში აქ რომაელთა ხუთი კოჰორტა იდგა. ამ პერიოდში იგი კარგად გამაგრებული და კეთილმოწყობილი ციხე-ქალაქი ყოფილა. ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია I-III საუკუნეების ნაგებობები: აბანოები, ყაზარმები, პრეტორიუმი, კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემები, წყლის სისტემები ჭები და ა.შ. საუკუნეების მანილზე ჯერ რომის იმპერია, შემდეგ ბიზანტია და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკები (გენუა და სხვა) დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისადმი.

გვიან შუა საუკუნეებში გონია და რკინის პალოს მთის აქეთური ჭანეთი ხან ჯაყელთა მფლობელობაშია და ხან — ვარდანიძეების.

1547 წელს ჭანეთი გონიითურთ ოსმალებმა დაიპყრეს. ვარდანიძე-გურიელთა ბრძოლას გონია-ჭანეთის გამოხსნისათვის შედეგი არ მოჰყოლია. თურქთა მფლობელობაში დარჩა 1878 წლამდე, როდესაც სან-სტეფანოს ზავით აჭარასთან ერთად რუსეთის იმპერიასგადაეცა.

ქეთევან ფეიქრიშვილისგან.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0