აფხაზეთის სამხედრო პოლიცია სრილი სია წიგნიდან საქართველოსათვის
საქართველოსთვის, სამშობლოსთვის...
ასე ესმოდათ გმირებს.
ანჩაბაძე შუქრი ნიკოლოზის ძე დაიბადა 1951 წლის 4 ივნისს ქ. გალში. დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი.აგრონომად მუშაობდა სიდის მეურნეობაში,ქალაქის საბჭოში". იპოდრომის დირექტორის მოადგილედ, გაზის სამმართველოში ერთ-ერთი განყოფილების უფროსად" . შემდეგ კი პოლიციაში.
კაპიტანი ანჩაბაძე შუქრი ნიკოლოზის ძე აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს რიგებში იბრძოდა 1993 წლის იანვრიდან, მესამე ასეულის მეთაურად.
1993 წლის 25 ივლისს საქართველოს სამხედრო პოლიციის შტაბის უფროსის ბრძანებით შუქრი ანჩაბაძე თავისი ასეულით გაიგზავნა შრომა -კამანის მიმართულებით, შეტევაზე გადმოსული მტრის შესაჩერებლად.
ამ ბრძოლაში შუქრი დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. დასაფლავებულია მშობლიურ ქალაქში.
ანჩაბაძე ზურაბი შუქრის ძე დაიბადა 8 აპრილს ქ. გალში.
20 წლის ზურაბი 1993 წლის თებერვლიდან იბრძოდა აფხაზეთის პოლიციის სამმართველოს სოხუმის ბატალიონის განყოფილებაში პირველი ასეულის მეთაურად.
1993 წლის 17 სექტემბერს უფროსი ლეიტენანტი ანჩაბაძე ზურაბი თავისი ასეულით გაგზავნილი იქნა შრომის მიმართულებით ''ზეგანის'' დასაცავად. წარმოებულ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. დასაფლავებულია ქ. გალში მამის გვერდით.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.
ნებისმიერ ომს, სამართლიანს თუ უსამართლოს, ნგრევა და სიკვდილი მოაქვს.
ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს ორჯერ ტრაგიკულად ჩამოთვლის მომავლის ისტორიკოსი და, შიძლება, სამოქალაქო ომის კვალიფიკაცია მიანიჭოს... იმიტომ, რომ დაპირისპირებულ მხარეებს, დღიდან არსებობისა, დღემდე ერთი სამშობლო ჰქონდათ.
მდინარე გუმისთასთან ქართველ-აფხაზთა შეტაკებისას გუდაუთელი ასმეთაური გააფხაზებული აბაშიძე და მისი ერთ-ერთი მოადგილე ჩარტია ქართველთა ტყვიით იღუპებიან... ცნობილია, რომ თითქმის ერთი კვირა ითხოვდნენ აფხაზები მათი ეროვნული გმირის - აბაშიძის ცხედარს, ათი ქართველი ცოცხლალი ტყვეს სანაცვლოდ...
ამ დროს სოხუმში აბაშიძის გვარის გამორჩეული წარმომადგენელი, ქართველი კინოს მშვენება - ლევან აბაშიძე გუმისმთიდან გასროლილი ყუმბარის მსხვერპლი ხდება...
მეორე-მესამე დღეს ქართელთაგან იღუპებიან მამა-შვილი შუქრი და ზურაბ ანჩაბაძეები, რომლებიც ისტორიულად აფხაზი ეთნოსის წარჩინებული წარმომადგენლები არიან... მამა- შუქრი კონამთან ბრძოლაში ქართველთა ასმეთაურია და წინა ხაზზე გმირულად იღუპება, შვილი - ზურაბი სოფელ შრომის ,,ზეგანზე“ ასრულებს სიცოცხლეს.
გუდაუთელი აბაშიძე გუდაუთაშია დაკრძალული...
შვილი
გალელი ანჩაბაძეები - მშობლიურ გალში...
აი, ეს მოგვიტანა ამ ომმა!
აი, ეს არის საწუხარი და სატირალიც!
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის შუქრი და ზურაბ ანჩაბაძეები, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვებული არიან ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ტექსტის აკრეფვაში მოგვეხმარა გვანცა ტალახაძე დაბადებილია 2002წ სოფელი კორბოული საჩხერე
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი