ბატალიონი `მონადირე, სრული სია. წიგნიდან "საქართველო"
ნუგზარ მიხეილის ძე ავალიანი დაიბადა 1952 წელს, გულრიფშის რაიონის სოფელ საკენში. დაამთავრა დრანდის სკოლა-ინტერნატი.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ნუგზარმა ხელში იარაღი აიღო და ქვეყნის სადარაჯოზე დადგა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეში“.
ნუგზარ ავალიანი 1993 წელს გმირულად დაიღუპა მტერთან უშეღავათო ბრძოლაში.
ტექსტის აკრიფა თამარ გოგნაძემ სოფ. ღვანკითი თერჯოლა