II საარმიო კორპუსი, სრული სია. წიგნიდან "საქართველოსთვის"
ვახტანგ ივანეს ძე ფაცაცია დაიბადა 1965 წლის 21 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ ფშავში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ , სწავლა განაგრძო სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ,ვახტან ფაცაცია 1992 წლის 24 დეკემბრიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 227-ე ცალკეული ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონის პირველ ბატალიონში. მონაწილეობდა მდინარე გუმისმთის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.
1993 წლის 11 იანვარს, ვახტანგ ფაცაციას, სანგარში მანქანიდან საბრძოლო ინვენტარის გადმოტვირთვისას ,ჭურვის ოთხმოცკილოგრამიანი ყუთი დაეცა. უგონო მდგომარეობაში მყოფი თანამებრძოლებმა თ. ქარდავამ და ბ. პატარაიამ ბრძოლის ველიდან გამოიყვანეს. მიღებული ტრამვის გამო,ვახტანგ ფაცაცია,1993 წლის 19 იანვარს ,თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ფშავში.