მღვდელი პანტელეიმონ ფაცაცია
დაიბადა 1972 წლის 11 აგვისტოს ქ. ზუგდიდში.
1987 წელს დაამთავრა ზუგდიდის N4 საშუალო სკოლა. იმავე წელს სწავლა გააგრძელა ზუგდიდის პოლიტექნიკურ ტექნიკუმში,
მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის სპეციალობაზე, რომელიც დაამთავრა 1991 წელს.
1993-1997 წლებში სწავლობდა ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე.
პარალელულად მუშაობდა საქართველოს წითელი ჯვრის ზუგდიდის ორგანიზაციაში მოხალისედ.
1996 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა შპს „ზუგდიდის ბიზნეს-ფერმერში“ ტექნიკოსად,
2004-2006 წლებში _ ქ. თბილისში სავაჭრო ცენტრ პასაჟის N6 პავილიონის კონსულტანტად.
2014 წლიდან 2018 წლის დეკემბრამდე იყო ზუგდიდის ვლაქერნის ტაძრის სტიქაროსანი.
2018 წლის დეკემბერში მიტროპოლიტმა გერასიმემ აკურთხა ზუგდიდის ვლაქერნის
ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად,
ხოლო 2022 წლის 10 ივლისს ხელი დაასხა მღვდლად და დაადგინა ოდიშის წმ. მამის გაბრიელ
ბერის, აღმსარებლისა და სალოსის სახელობის მშენებარე ტაძარში წინამძღვრად.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
ქ. ზუგდიდი, ბენდელიანის ქ. N64.