მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
თენგიზ ვლადიმერის ძე ფაცაცია დაიბადა 1973 წლის 29 ივლისს გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში.
1991 წელს დაამთავრა მერხეულის საშუალო სკოლა. სამშობლოს მოსიყვარულე, პატრიოტი ახალგახრდა, როგორც კი,მშობლიურ მხარეში განგაშის ზარმა ჩამოკრა,უყოყმანოდ დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში.
თენგიზ ფაცაცია 1992 წლის 12 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-2 ასეულის ათეულში ყუმბარმტყორცნელად. თენგიზი პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და თანამებრძოლებთან ერთად მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მტერს.
თენგიზ ფაცაცია 1992 წლის 17 დეკემბერს მე-6 ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე - მდინარე გუმისთის პირას (სოფ. ქვემო-ეშერასთან) დაიღუპა პოზიციური ბრძოლის დროს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თენგიზ ფაცაცია ,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.