ფაცაცია გიორგი დაბ. 1979წ. მღვდელი, ზუგდიდის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი, დაბ. ზუგდიდი
დიაკონი გიორგი ფაცაცია
დაიბადა 1979 წლის 14 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში.
1996 წელს დაამთავრა ზუგდიდის N14 საშუალო სკოლა.
1999 წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში,
ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა ბაკალავრის ხარისხით.
2007-2021 წლებში მუშაობდა: სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვა-პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების
ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრში უფროს სპეციალისტად; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
მერიის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში მთავარ სპეციალისტად; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შპს
,,ზუგდიდაგროსერვისში'' წამყვან სპეციალისტად.
2015 წლიდან გახდა ეკლესიური.
2016 წელს ნარაზენის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ბესარიონ ცინდელიანმა სტიქარით შემოსა და მსახურობდა ამავე ტაძარში.
2022 წლის 3 აპრილს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ხელი დაასხა დიაკვნად. მსახურობს ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.