ვახტანგ გორგასალი მეფე მეტეხი 1959 წელი ინიციატორი ვასილ მჟავანაძე, მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი
ვახტანგ გორგსალის ძეგლი დაიდგა 1959 წელს, განსაკუთრებული წვლილი ვასილ პავლეს ძე მჟვანაძეს მიუძღვის, იმ პერიოდში საკმაოდ სარისკო იყო, ქართველ მეფეთა და გმირთა პატივისცემა დანაშაულადაც კი ითვლებოდა. მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი. კონკურსში მონაწილეობდა ახალი თაობის ლამის ყველა მოქანდაკე, მათ შორის ისინი, ვინც, სულ მალე, „ქართული ქანდაკების“ ახალ ეპოქას შექმნიან: ელგუჯა ამაშუკელი, მერაბ ბერძენიშვილი, გოგი ოჩიაური, ირაკლი ოჩიაური, გურამ კორძახია, გ. გიგაური, ჯუნა მიქატაძე და სხვ. განხილვა ფილარმონიის საზაფხულო დარბაზში მოეწყო. გორგასლის ძეგლის კონკურსში წარდგენილი პროექტების ემოციურ განხილვებში აქტიურად ყოფილა ჩართული გურამ რჩეულიშვილიც, რომელსაც, მისივე თქმით, პირველივე ნახვისთანავე გაუკეთებია არჩევანი ელგუჯა ამაშუკელის პროექტის სასარგებლოდ. „მარინე [მწერლის და] და მე ლაპარაკით წავედით გორგასლის გამოფენაზე. პირველადვე თვალში მოგვხვდა მხედარი, ოთხივე ფეხით დასობილ ცხენზე მჯდარი, გამართული, დოინჯით, ცალი ხელი ოთხკუთხად მაღლა აწეული - ნამდვილი მპყრობელი, დამაარსებელი, კეთილშობილი. უცებ აგვიყვანა მეც და მარინეც. მარინემ უცებ მოუძებნა მის ქებას სწორი შესატყვისები - სავსეა, მთლიანობის შეგრძნებაა, ვერ იტყვი, რომ ასეთი ხასიათი აქვს, ან ისეთი, უბრალოდ მთლიანად არის მეფე! მე სწრაფად გავერკვიე ფრაზებში და ორ-სამ კაცს მაღალ ტონში მოვუყევი ჩემი აზრი“. (გ. რჩეულიშვილი. ჩანაწერები. 1956-1960 წწ. გამომცემლობა „ინტელექტი“, 2012წ).