სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
ბრძოლის დროს რატომ ანიჭებდნენ უპირატესობას ფაშატ(დედალ) ცხენს?  მცირე ინფორმაცია ცხენებზე. ბრძოლის დროს რატომ ანიჭებდნენ უპირატესობას ფაშატ(დედალ) ცხენს?  მცირე ინფორმაცია ცხენებზე. ბრძოლის დროს რატომ ანიჭებდნენ უპირატესობას ფაშატ(დედალ) ცხენს?  მცირე ინფორმაცია ცხენებზე. ბრძოლის დროს რატომ ანიჭებდნენ უპირატესობას ფაშატ(დედალ) ცხენს?  მცირე ინფორმაცია ცხენებზე.
ბმულის კოპირება

სიახლეები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ბრძოლის დროს რატომ ანიჭებდნენ უპირატესობას ფაშატ(დედალ) ცხენს? მცირე ინფორმაცია ცხენებზე.

ცხენს ოდითგანვე განსაკუთრებული როლი ეკავა ადამიანს ცხოვრებაში. მასიურად 70 წელია რაც ჩაანაცვლა ავტომობილმა. როგორც ახლა მსჯელობს ყველა საავტომობილო ტრანსპორტის ღირსებებზე, მათ სხვადასხვა თვისებურებებზე დავობენ ძრავზე, კომფორტზე  მწარმოებელზე, იგივე ენთუზიაზმით 100 წლის წინ კამათობდნენ ცხენების ჯიშებზე. 

ომს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა  და ამიტომ ყველა ნიუანსს უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ,  ხშირად ცხენზე იყო დამოკიდებული გამარჯვების ბედი, როგორც ამბობენ ფაშატს(დედალ) ცხენს შეეძლო მოძრაობის დროს მოეშარდა ისე რომ არ გაჩერებულიყო. ხოლო ულაყს (დაუკოდავი მამალი ცხენი) აუცილებლად სჭირდებოდა შეჩერებულიყო, მოშარდვის დროს, რასაც შეიძლებოდა ფატალური შედეგი გამოეღო.

ქართული ჯიშებიდან ცნობილია სამი თუშური, მეგრული და ჯავახური ცხენი

თუშური ცხენი  წარმოიშვა ძველი ქართული ცხენის ჯიშისგან, რომელსაც საქართველოში I-III საუკუნეებში აშენებდნენ. მას საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული აქვს ძვირფასი ნიშან-თვისებები; ხასიათდება კარგი ამტანიანობით, სიმამაცით, კარგი ორიენტაციით, ტემპერატურული ცვლილებებისადმი შემგუებლობით, მსუბუქი ნაბიჯებით. ყველა ეს თვისება აუცილებებლია მთაში მოძრაობისთვის. თუშური ცხენი შრომისუნარიანი და სწრაფია. ორწლიანები 1000 მ მანძილს ფარავენ 1,32 წთ- ში, სამწლიანები – 1,27 წთ-ში. ის, ძირითადად, არის წაბლა, ლურჯა, ასევე გვხვდება მოწითალო და ყორანა. თუშური ცხენის მოშენების მეთოდია ხალასი (წმინდასისხლიანი) მოშენაბა.

მეგრული ცხენი უძველესი მეგრული ცხენი გამოყვანილია ხალხური სელექციის შედეგად დასავლეთ საქართველოს დაბლობ ადგილებში, ძირითადად, შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამ ჯიშმა საუკუნეების განმავლობაში ნაკლები ცვლილებები განიცადა. მეგრულ ცხენს აქვს ადგილობრივი მნიშვნელობა. უძველესი მეგრული ცხენი გამოყვანილია ხალხური სელექციის შედეგად დასავლეთ საქართველოს დაბლობ ადგილებში, ძირითადად, შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამ ჯიშმა საუკუნეების განმავლობაში ნაკლები ცვლილებები განიცადა. მეგრულ ცხენს აქვს ადგილობრივი მნიშვნელობა.

ჯავახური ცხენი ჯავახური ცხენს საფუძვლად დაედო რუსეთიდან გადმოსახლებული „დუხაბორთა” მიერ შემოყვანილი ტვირთმზიდავი ყირიმის და დონურ ფაშატების რუსულ საჯაგავ ცხენთან ნაჯვარი შესაბმელი ცხენი.

გთავაზობთ ცხენების ქართულ შესატყვისებს: (ჯიშიანი ცხენი) ჰუნე, უნე, მერანი, რაში, ბედაური, ტაიჭი, (გაუხედნავი) ურა, უხედნი, (დაუკოდავი) ულაყი, (დაკოდილი) იაბო, (დედალი ცხენი) ფაშატი, ჭაკი, (მუხლმაგარი) სინიბი, მაშტაკა, ჯიმბირი, ჯაფიერი, (ურჩი) გულარღო, ოჩანი, გაქირი, (სათადარიგო) მარქაფა, ჯინიბი, (მძიმე სამუშაოთა ცხენი) საფორანე, საჯოგავი, (ბარგის საზიდავი) სასაპალნე, (საჯდომი) საფერხე, (ჩვეულებრივი სამგზავრო სატალახო), (ოქროსფერი, ჩალისფერი) ჩალა, ზერდაგი, (თეთრი ფერის შავი ან წითელი წინწკლებით) აბრაში, (ლურჯი) სისვი, ლეგნა, ლურჯა, ნისლა, ტრედანა, (მოლურჯო) ლუში, (წითელი) ჯურა, ქურანი, შვინდა, წაბლა, ქარცი, რახსი, ხზედი, (ბაცი წითელი) სარია, თაფლა, ალათი, ქარცი, ჟღალი, (ჭრელი, წითელი ლაქებით თვალებსა და ნესტოებთან) აბლაყი, ამლაყი, (შავი) შავრა, (თეთრშუბლიანი) საღრა, საღარი, ნიშა, (უხეირო) ჯაგლაგი, ლაფშა, ჯახრაკა, ჯაგჯაგა, ჩაქჩაქა, ბახი. საბ. აჩუ.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0