სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
(+ვიდეო) სამანი (საქართველოსთვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტი.)  1941 წლის ანტისაბჭოთა შეთქმულება. ორგანიზატორად მიიჩნევა გრიგოლ რობაქიძე (+ვიდეო) სამანი (საქართველოსთვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტი.)  1941 წლის ანტისაბჭოთა შეთქმულება. ორგანიზატორად მიიჩნევა გრიგოლ რობაქიძე (+ვიდეო) სამანი (საქართველოსთვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტი.)  1941 წლის ანტისაბჭოთა შეთქმულება. ორგანიზატორად მიიჩნევა გრიგოლ რობაქიძე (+ვიდეო) სამანი (საქართველოსთვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტი.)  1941 წლის ანტისაბჭოთა შეთქმულება. ორგანიზატორად მიიჩნევა გრიგოლ რობაქიძე (+ვიდეო) სამანი (საქართველოსთვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტი.)  1941 წლის ანტისაბჭოთა შეთქმულება. ორგანიზატორად მიიჩნევა გრიგოლ რობაქიძე (+ვიდეო) სამანი (საქართველოსთვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტი.)  1941 წლის ანტისაბჭოთა შეთქმულება. ორგანიზატორად მიიჩნევა გრიგოლ რობაქიძე
ბმულის კოპირება

სიახლეები

გვარი რობაქიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

(+ვიდეო) სამანი (საქართველოსთვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტი.) 1941 წლის ანტისაბჭოთა შეთქმულება. ორგანიზატორად მიიჩნევა გრიგოლ რობაქიძე

1941 წლის ანტისაბჭოთა შეთქმულება — შეთქმულება, რომელიც მზადდებოდა 1941 წელს თბილისში, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. შეთქმულებას ხელმძღვანელობდნენ და მის წევრებთან მეტნაკლებ კავშირში იმყოფებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტთა ჯგუფი, მაშინდელი ახალგაზრდა პოეტები და მწერლები, მათ შორის კოტე ხიმშიაშვილიგიორგი ძიგვაშვილი, კოტე ჯოგლიძე, შალვა შავიანიძე, გიორგი და მიხეილ იმერლიშვილები. შეთქმულებამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, იგი გაიცა და შეთქმულები დააკავეს, მათი დიდი ნაწილი დახვრიტეს ან გადაასახლეს. შეთქმულების სავარაუდო ხელმძღვანელად გამოძიების მიერ მიჩნეულ იქნა გრიგოლ რობაქიძე, რომელიც ნაცისტურ გერმანიაში მოღვაწეობდა და ჰიტლერთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა, შესაბამისად შეთქმულებს ერთ-ერთ ბრალდებად გერმანელებთან თანამშრომლობა წაუყენეს.

1941 წლის 22 ივნისს დაწყებული მეორე მსოფლიო ომის პირველ დღეებსა და თვეებში ჩამოყალიბდა ანტისაბჭოთა პატრიოტული ორგანიზაცია, რომელსაც ჩაფიქრებული ჰქონდა ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულება ომის ქარცეცხლში გახვეული საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ორგანიზაციის დაარსების ინიციატორი იყო მწერალი კოტე ხიმშიაშვილი, რომელიც სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა 35-ე სათადარიგო ლეგიონში, რომელიც განჯაში, მაშინდელ კიროვაბადში იყო დისლოცირებული. აქ მან ლეგიონის უმცროსი ლეიტენანტი გიორგი იმერლიშვილი და მისი თანამოაზრეები გაიცნო, რომელთაც გარკვეული მონახაზი უკვე გააჩნდათ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე. მოგვიანებით შეთქმულთა ლეგიონი ავჭალაში გადმოისროლეს. შეთქმულებმა თავისი ჩანაფიქრი ლეგიონის სხვა წევრებს და თბილისელ მეგობრებს გაანდეს. შეთქმულებს თანამოაზრეები გამოუჩნდნენ, ორგანიზაციის დამაარსებლები იყვნენ ახალგაზრდა მწერლები: კოტე ჯოგლიძეშალვა შავიანიძე, გიორგი ძიგვაშვილი და მიხეილ იმერლიშვილი, ისინი მჭიდრო ურთიერთობაში იყვნენ იდეურ ხელმძღვანელ კოტე ხიმშიაშვილთან და გიორგი იმერლიშვილთან. ორგანიზაციის თავმჯდომარედ კოტე ჯოგლიძე, მდივნად კი — შალვა შავიანიძე აირჩიეს. კოტე ჯოგლიძე აპირებდა მომავალი პარტიისათვის „სამნო“ (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ნაციონალური ორგანიზაცია) ეწოდებინა, რომლის ვარიაციული სახეცვლილება „სამანი“ შემდგომში შეთქმულთა საქმის გამგრძელებელ ორგანიზაციას ეწოდა, რომელსაც მწერალი ადამ ბობღიაშვილი ხელმძღვანელობდა.

კოტე ხიმშიაშვილს მისმა პედაგოგმა ერეკლე ტატიშვილმა, პოეტ ალექსანდრე საჯაიას ხელით გაუგზავნა გერმანელი დიდჩინოსნის მიერ დაწერილი დაშიფრული წერილი, რომელიც მას თბილისის კომენდანტისათვის უნდა წარედგინა, როდესაც გერმანელები თბილისში შემოვიდოდნენ და ამ წერილის საფუძველზე ამბოხებულები ქალაქს გადმოიბარებდნენ. ამ დროს აჯანყებულებს უნდა მოშველებოდა ვერმახტის ქართული ლეგიონის დანაყოფი, გივი გაბლიანის მეთაურობით, რომლებიც ამ პერიოდში უკვე კავკასიასთან იდგნენ, ხოლო შემდეგ საქართველოსკენ ვერმახტის ქართული ლეგიონის ძირითადი შემადგენლობაც დაიძრებოდა თვით გენერალ შალვა მაღლაკელიძის მეთაურობით.

1942 წლის 17 ოქტომბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით სიკვდილით დასაჯეს 17 ახალგაზრდა, რომელთაც შეთქმულების ორგანიზება და მასში უშუალო მონაწილეობა დაუმტკიცდათ: გიორგი ძიგვაშვილი, კოტე ხიმშიაშვილი, კოტე ჯოგლიძე, შალვა შავიანიძე, გიორგი იმერლიშვილი, ჟორა ახობაძე, მიშა კაციტაძე, მიხეილ საბაშვილი, გიორგი ქადაგიძე, ლევან თორაძე, რომან ბატიაშვილი, თურმან შანშიაშვილი, გივი თარგამაძე, მიხეილ იმერლიშვილი, სოლომონ იმერლიშვილი, დიმიტრი ბურდიაშვილი, ზურაბ მისაბლიშვილი. შეთქმულებასთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული 13 პირი კი, ვისაც ნაკლები სიმძიმის ბრალეულობა დაუმტკიცდათ, დიდი ხნით შუა აზიაში გადაასახლეს, მათ შორის 10 წლით გადასახლება ორ, 7 წლით გადასახლება კი — ათ მსჯავრდებულს მიესაჯა. თინა გონიაშვილს, რომელიც ერთადერთი ქალი იყო ვისაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, 5 წლით მიუსაჯეს გადასახლება. გადასახლებულთა შორის იყვნენ იმედის მომცემი მწერლები: კიტა ბუაჩიძე, გიორგი კალანდაძე, აბო ფარესიშვილი. შეთქმულების ერთი მონაწილე, მწერალი ლადო ბალიაური გაიქცა, მაგრამ მოგვიანებით მაინც შეიპყრეს და ციმბირში გადაასახლეს, სადაც დაიღუპა. ბრალეულობა ვერ დაუმტკიცეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს მხოლოდ 3 ადამიანი: თინა თუშმალიშვილი, ლეო კვაჭაძე და გიორგი არსენიძე.

სამანი 1942 წელს შექმნეს ახალგაზრდა და ნიჭიერმა წოვა-თუშმა პოეტმა ადამ ბობღიაშვილმა (ალვანელი) და მისმა მეგობარმა მიხეილ იმედიძემ მას შემდეგ, რაც გაიცა წინამორბედი ფარული ორგანიზაცია, რომელსაც მათი პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ ზანდუკელი თავკაცობდა. 1941 წელს სექტემბერში ზანდუკელი და მისი თანამოაზრე 17 ასპირანტი თბილისში დააპატიმრეს. 1942 წელს შემოდგომაზე რეპრესიებს გადარჩენილმა სამანელებმა თბილისიდან თავი დააღწიეს და კახეთს, 1942 წელს ადრიან გაზაფხულზე კი თუშეთს შეეხიზნენ. მათი მიზანი იყო თუშეთის ტერიტორიაზე მომხრეების შემოკრება და ჩეჩნეთის მთიანეთში მოქმედ ანტი-საბჭოთა მეამბოხეებთან კავშირის დამყარება. მთავრობამ მთა-თუშეთში გამაგრებული სამანელების წინააღმდეგ რამდენიმე ასეული გაგზავნა თელავის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის უფროსის, გამოცდილი ჩეკისტის ალიოშა კვაშალის მეთაურობით. კვაშალმა შეძლო ორგანიზაციის განადგურება: შეთქმულთა ნაწილი გადმოიბირა, ნაწილი დააპატიმრა, მეთაურები, მათ შორის ბობღიაშვილი, 1944 წელს მოკლეს. მათ თავები მოჰკვეთეს და ხალხის დასაშინებლად თუშთა საგანგებოდ შეკრებილ კრებას წარუდგინეს. ორგანიზაციის ლიკვიდაციას თან ახლდა მასობრივი დაპატიმრებები თუშეთში.

მთავრობის მხრიდან აღნიშნული რეპრესიული მოქმედებების შემდეგ ადამ ბობღიაშვილი და მიხეილ იმედაძე თბილისს გაეცალნენ და თელავის რაიონის ტყეში განაგრძეს ორგანიზაცია სამანის ჩამოყალიბება/განვითარება. სამანის ძირითადი ცენტრი მდებარეობდა სოფელ ზემო ალვანში.
1942 წლის ოქტომბერში სამანის მეთაურები: ადამ ბობღიაშვილი, გიგო ქააძე, მიხეილ იმედიძე თუშეთში გაემგზავრნენ იქ ორგანიზაციის შესაქმნელად და შემდეგ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მოქმედ იდრის მაგომედოევის შეიარაღებულ ფორმირებასთან დასაკავშირებლად.
ხოლო მანამდე კახეთში, ზემო ალვანსა და ქვემო ალვანში შექმნეს ორგანიზაცია და დაგეგმეს შეიარაღებული მოქმედებები მოწინააღმდეგეების მიმართ. დაცხრილეს თელავის რაიაღმასკომის თავჯდომარის – ციხისთავის მანქანა. მაგრამ თვითონ ციხისთავი გადაურჩა თავდასხმას. ამ პერიოდში სამანელებს მცდელობა ჰქონდათ საქართველოს ბოლშევიკური პარტიის ცეკას მდივან ჩხუბიანაშვილზე თავდასხმის მცდელობა.
სამანელები პირველად შტორლაში ასულან. მათ მეგზურობას უწევდა პლატო უშიძე, რომლის მამა – ბიძები 1924 წლის აჯანყებულთა თანადგომისათვის გაასამართლეს და დახვრიტეს.
შტორლადან ომალოში გადავიდნენ, იქაურებს დაელაპარაკნენ, საბჭოს თავჯდომარეს დანიელ ბიღოიძეს და ლუარსაბ (როსა) მელაიძეს. და შემდეგ გადავიდნენ სოფელ დოჭუში და იქ დაიდეს ბინა.
სამანელებმა სოფელ დოჭუში დაიწყეს აქტიური სააგიტაციო საქმიანობა, შემოიკრიბეს მხარდამჭერები. შეადგინეს 17 – 18 პუნქტიანი პირობის ფურცელი – წესდება და ყოველ მიმხრობილს ამ ფურცელზე ხელს აწერინებდნენ.
1942 წლის ზაფხულის პერიოდში ფრონტზე მიმდინარე ამბები სამანელებს იმედს აძლევდა რომ 1943 წლისათვის გერმანიის ჯარები კავკასიონის ქედს გადმოლახავდნენ და საქართველოს განთავისუფლებას მოახდენდნენ ბოლშევიკური მთავრობისგან.
აგიტაციის დროს სწორედ ამ ფაქტორზე კეთდებოდა აქცენტი: „გაზაფხულზე გერმანელები შემოვლენ, კოლექტივები დაიშლება და თქვენ, ვისთვისაც რა წაურთმევია კოლმეურნეობას – ცხვარი, ცხენი, მსხვილფეხა პირუტყვი თუ მიწა – მამული, ყველა თავისი დაუბრუნდებაო. ჩვენ მანამდე უნდა დავამხოთ ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლება.“
სანამ სამანელები თუშეთში ავიდოდნენ მანამდე ჰყავდათ იქ მხარდამჭერების საკმაო რაოდენობა. როგორც ირკვევა სამანელები ზამთრის გატარებას თუშეთში არ აპირებდნენ. იქ მხოლოდ უნდა შეექმნათ ორგანიზაცია და თვითონ უნდა გადასულიყვნენ ჩეჩნეთში, იდრის მაგომედოევის შეიარაღებულ ფორმირებასთან დასაკავშირებლად, აქ აპირებდნენ დაკავშირებოდნენ გერმანელებს და გაზაფხულზე მათვე უნდა გადმოყვნენ სადაც დახვდებოდათ უკვე ჩამოყალიბებული ორგანიზაცია.
სცადეს კიდეც სამანელებმა ჩეჩნეთში გადასვლა მაგრამ ვერ მოახერხეს და იძულებულები გახდნენ დარჩენილიყვნენ ზამთრის განმავლობაში თუშეთში. ზამთრის პერიოდში მათი მოღვაწეობა ორი მიმართულებით მიმდინარეობს: მხარდამჭერთა მიზიდვა და იარაღის შოვნა.
იანვრის თვეში სამანელების ბირთვმა გომეწარის სოფლები შემოიარა, აგიტაციის მიზნით და შემდეგ მივიდნენ სოფელ, ნაციხარში. სადაც მოიწვიეს ჭანჭახოველთა კრება. ამ კრებაზე ხეობის ექვსივე სოფლის მამაკაცებს ორგანიზაციის წესდებაზე ხელი მოაწერინეს.
სამანელებმა საცხოვრებლად და შტაბად სოფელი დოჭუ აირჩიეს. დაარსეს ორი საყარაულო პუნქტი ბოჭორნაში და ხახაბოში, სადაც მუდმივ ედგათ შეიარაღებული ყარაულები.
სამანის მართავს ამ პერიოდში ახდნეს ოთხი ადამიანი:
• ადამ ბობღიაშვილი
• გიგო ქააძე
• მიხეილ (ფანცვალე) იმედიძე
• არჩილ კიტოშვილი
სამანელები ზამთრის დროს ცდილობენ კავშირი დაამყარონ თბილისში დარჩენილ წინააღმდეგობის მოძრაობის გადარჩენილ ნაწილთან. ამ მიზნით ადამ ბობღიაშვილმა კახეთში გამოგზავნა ჯგუფი, სამი კაცის შემადგენლობით: გოგალე ხოხიაიძე ვახტანგ ცისკარიშვილი და გიორგი რაინაული.

ამ ჯგუფიდან გოგალე ხოხიაიძე იყო მეკავშირე, რომელსაც დანაბარები უნდა გადაეცა თელავში ორგანიზაციის წევრისთვის – კიმოთე ლაგაზიძისთვის, რომელიც იმ დროს თელავის რაიონის ჯანგანში მუშაობდა. და კიმოთეს მეშვეობით უნდა დაკავშირებოდნენ თბილისს. მაგრამ როდესაც ჯგუფი თუშეთიდან ალვანში ჩავიდა, უკვე სამი კვირის დაპატიმრებული იყო კიმოთე. აქედან გამომდინარე ვერ მოხერხდა დაკავშირება და ჯგუფი ისევ უკან თუშეთში დაბრუნდა. ამის შემდეგ სამანელები აბსოლუტურ იზოლაციაში და ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდნენ და სრულიად დამოუკიდებლად დაიწყეს მოქმედებები. ამ იზოლაციის პერიოდში სამანელების ლიდერებში გაჩნდა ასეთი მოსაზრება: „გერმანელები თუ არა ინგლისელები მაინც მოვლენ, ხალხისთვის კიდე სულ ერთია, თავისუფლებას ეღირსებიანო.“
მთელი ამ ხნის განმავლობაში სანამ სამანელები აქტიურობდნენ, შინსახკომიც არ იყო უქმად, პერიოდულად მათ შორის ხდებოდა ხოლმე „კონტაქტები“. ხან მცირე შეიარაღებული დაპირისპირება ხან კიდე სამანელების მეკავშირეების დაკავება ხდებოდა.
შინსახოკმმა თავისი მოქმედებები სამანელების მიმართ გააქტიურა და მათი მოქმედების არეალი თანდათან მცირდებოდა. ამ პრესმა სამანელების შიგნითაც წარმოშვა დაძაბულობა.
თებერვლის ბოლოსთვის დაღესტანიდანაც თუშეთში შინსახკომის ჯარი, გამოცდილი მეთაურის ალიოშა კვაშალის მეთაურობით.
მან მიზნად დაისახა ხელშეუხებლობის მიცემის საშუალებით ხალხი ჩამოეცილებინა სამანის ბირთვისთვის. უნდა ითქვას რომ კვაშალმა წარმატებას ეტაპობრივად მიაღწია და რკალი თანდათან ვიწროვდებოდა.
სამანელების ლიდერებმა განსაზღვრეს მოახლოებული საფრთხე და გადაწყვიტეს კახეთში წამოსულიყვნენ. ეს ადმიანები იყვნენ: ადამ ბობღიაშვილი, ფანცვალე იმედიძე, გიგო ქააძე, არჩილ კიტოშვილი, დევანოზ თავბერიძე, მამა – შვილი კიბორჭაიძეები პეტო და ბიჭიკო.
ამ დროს უკვე სამანელების მხარდამჭერები კვაშალის მხარზე გადავიდნენ. კვაშალმა შეიტყო სამანის ხელმძღვანელობის კახეთში წამოსვლის შესახებ და შეადგინა თორმეტკაციანი შეიარარებული რაზმი მათ გასანადგურებლად. ამ ჯგუფში შედიოდნენ, ჯგუფის ხელმძღვანელი, კომპარტიის წევრი, დართლოს სასოფლო საბჭოს თავჯდომარე კობე არშაულიძე, ქარუმაიძე მიტრო, რაინაული სვიმანი, მათე წვერაძე….
მადევრები სამანელების კვალს სწორად მიჰყვნენ, დასაზვერად წინ წასული მათე წვერაიძე თავზე წაადგება კიდეც მძინარე სამანელებს. შემდეგ უკან დაბრუნდება ისე ჯგუფთან და მეთაურისთვის შეუთავაზებია რომ მათი დაპატიმრება, მაგრამ კობე წინააღმდეგი წასულა, არ დაგვნებდებიანო.
გამთენიისას სამანელებს შეუნიშნავთ მისული მადევრის ნაკვალევი და მათ შორის სროლა ატყდა. საბოლო ჯამში ეს დაპირისპირება სამანელების განადგურებით დასრულდა, ამ შეიარაღებულ დაპირისპირებას მხოლოდ გადაურჩა გიგო ქააძე და პეტო კიბორჭაიძე, რომლებიც მხოლოდ დაიჭრნენ. აღსანიშნავია ისიც რომ თელავიდანაც იყო შეიარაღებული რაზმი წამოსული რათა ალყაში მოექციათ სამანელები.
ამის პარალელურად კვაშალი დროს არ კარგავს და იწვევს თუშეთის კრებას ომალოში. დანიშნულ დღეს ომალოს სკოლა – ინტერნატის ეზოში თუშეთის მთელი მოსახლეობა იყრის თავს. კვაშალის თხოვნით ყველა ეწერება სიაში ამის, შემდეგ ალიოშა კვაშალის ბრძანებით ჯარმა ალყა შემოარტყა შეკრებილებს. ნაწილი იქვე გაანთავისუფლა კვაშალმა ხოლო 52 ადამიანი დააპატიმრა და მარტის ბოლოს ჩაიყვანეს თელავში. დაპატიმრებულთა უმრავლესობას შეეფარდათ 10 წლიანი პატიმრობა და გადასახლება, უმეტესობა ვერც დაბრუნდა უკან. ხოლო სამანის ხელმძღვანელობიდან:
• ადამ ბობღიაშვილი, შეიარაღებულ შეტაკებაში გარდაიცვალა.
• მიხეილ (ფანცვალე) იმედიძე, შეიარაღებულ შეტაკებაში გარდაიცვალა.
• გიგო ქააძე, დაპატიმრების შემდეგ დახვრიტეს.
• არჩილ კიტოშვილი, დაპატიმრების შემდეგ დახვრიტეს.

სამანელების ისტორია ძალიან დიდია და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი, აქედან გამომდინარე ამ ჩანაწერში არასრულად არის წარმოდგენილი ინფორმაცია.
შეძლებისდაგვარად სრული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გიორგი ცოცანიძის წიგნიდან – თუშური ქრონიკები.

გამოყენებული წყარო:
გიორგი ცოცანიძე – თუშური ქრონიკები.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0