სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
(+ვიდეო) მე-18-ე საუკუნის გმირი ქალი თინა წავკისელი (ფეიქრიშვილი)  წავკისი თბილისი, ქართლი (+ვიდეო) მე-18-ე საუკუნის გმირი ქალი თინა წავკისელი (ფეიქრიშვილი)  წავკისი თბილისი, ქართლი (+ვიდეო) მე-18-ე საუკუნის გმირი ქალი თინა წავკისელი (ფეიქრიშვილი)  წავკისი თბილისი, ქართლი
ბმულის კოპირება

სიახლეები

გვარი ფეიქრიშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

2       ბეჭდვა

(+ვიდეო) მე-18-ე საუკუნის გმირი ქალი თინა წავკისელი (ფეიქრიშვილი) წავკისი თბილისი, ქართლი

თინა წავკისელი (ფეიქრიშვილი) მიახლ. 1750-1800-იანი წლები გმირი ქალი წავკისი. თბილისი


დაიბადა სოფელ წავკისში. იყო გაბაშვილის ყმა. მისი ნამდვილი სახელი და გვარია თინა ფეიქრიშვილი. იგი გარდაიცვალა ბატონყმური უსამართლობისა და უცხო დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ცნობილია, რომ თინა წავკისელს ბატონმა ნამუსი ახადა. გაუბედურებულმა და შეურაცხყოფილმა თინამ შური იძია ავხორც ბატონზე. იმავე ღამეს ის მოკლა და სასახლიდან ისე გაიქცა, რომ მის გზა-კვალს ვერავინ მიაგნო. სხვა გადმოცემით კი, ბატონის მიერ შეურაცხყოფილი და განაწამები თინა ახალგაზრდა ქალ-ვაჟებთან ერთად სოფლად მოთარეშე, გარყვნილ და გადაგვარებულ ფეოდალებს მოუტაცებიათ და მიუყიდიათ ირანელებისთვის, რომელთაც ტყვედქმნილ ქალებისთვის ნამუსის ახდა მოუნდომებიათ. ირანელებისაგან ფარულად თინა მოლაპარაკებია მასთან მყოფ ტყვეებს და, როცა მტაცებლებს უცდიათ თავიანთი ბოროტი განზრახვის შესრულება, თინასა და მის ბედში მყოფ ქართველ ქალებს წაურთმევიათ მათთვის ხანჯლები, ყველა დაუხოციათ, შემსხდარან ცხენებზე და ჩამოსულან თბილისში მეფის სასახლეში. მათ ერეკლე მეფისათვის უამბიათ თავზე გადამტყდარი უბედურება. ქალების გმირობით გაკვირვებულ პატარა კახს ისინი სასახლეში დაუტოვებია. მეფის სასახლეში თინამ კარგად შეისწავლა თოფის სროლა, ხმლისა და ხანჯლის ხმარება, ცხენზე ჯდომა. მას გარეშე მტრების წინააღმდეგ ბრძოლებში აქვს მონაწილეობა მიღებული და არა ერთგზით უსახელებია თავი.


თინა წავკისელის ასეთი მამაცური მოქმედებით ხალხი იყო აღფრთოვანებული. ის, როგორც მებრძოლი და გმირი ქალი ერეკლე მეფეს განსაკუთრებით უყვარდა. თინა გათხოვების მსურველი არ ყოფილა, მაგრამ ერთ-ერთ ბრძოლაში მას და რომელიღაც სახელოვან მებრძოლ ვაჟკაცს მტრის წინააღმდეგ ისე მამაცურად უბრძოლიათ, რომ პატარა კახს ძლიერ მოსწონებია ისინი, ორივე მოუწვევია თავისთან და უთხოვია შეუღლება. თინასა და უცნობ მებრძოლს აუსრულებიათ მეფის მამაშვილური თხოვნა.


ახლად ჯვარდაწერილი ცოლ-ქმარი სოფელ წავკისში დასახლებულან. ისინი, სანამ დასახლდებოდნენ, სოფლელებისაგან იღებდნენ შემწეობას, ხოლო სოფლის დახმარებით და საკუთარი შრომით, დროთა ვითარებაში შექმნეს ოჯახი. თინა მალე ორი შვილის დედა გახდა, მიუხედავად ამისა, მას სამშობლოს სამსახურისთვის თავი არ დაუნებებია. როგორც დ. ჯანაშვილი აღნიშნავს, ერთხელ ერეკლე მეფეს სოფელ წავკისის ყველა გლეხი მდევრად გაუყვანია. ამ დროს სეფელში ხმა დარხეულა, წავკისს დარბევას უპირებენ თათრებიო. თინას გაუგია თუ არა ეს ამბავი, მაშინვე სოფლის ახლოს, ერთ დოდ კოშკში შეუხიზნია სოფლის დედაკაცები, გოგო-ბიჭები, მოხუცები და ავადმყოფები, ამის შემდეგ კოშკის კიბის სათოფეებზე დაუწყვია ფუტკრის სკები, ჩაუკეტავს ორივე მხრის ძირის კარები შიგნიდან და თან უბრძანებია: ჩემო შვილებო მეზობლებო და თანამოძმენო, მე მივდივარ ქალაქ თბილისს, რათა ჩვენს მფარველს, პატარა კახს შევატყობინო მტრის თავდასხმა. თქვენ ნუ გეშინიათ, მაგრად იყავით. თუ მტერი კოშკს მოადგება, დაამტვრევს ძირის კარებს და ამოვა კიბეზე. თქვენ სკიდან ფუტკარი გაუშვით, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე მომხდური, თავზეხელაღებული მტერი ჩვენს მოსვლამდე შეაჩეროს.


შეიარაღებული თინა წავკისელი სასწრაფოდ მოჯდომია ცხენს და წასულა თბილისისკენ. ამასობაში ურიცხვი მტრის ლაშქარი დასხმია თავს ხალხით სავსე კოშკს, შეუმტვრევიათ გარეთა კარები, ასულან ბნელ კიბეზე და მისდგომია ზედა კარებს. ციხეში შეხიზნულ ქალებს სასწრაფოდ გაუხსნიათ სკები. გამოუშვიათ ფუტკრები, რომელსაც სიბნელეში დაუწყია საშინელი ბზუილი და კბენა. ასე უწვალებიათ დავდამსხმელი თათრები, ვიდრე თინა წავკისელი მოვიდოდა ჯარით. მათ ციხეში შესული და ფუტკრებისაგან დაკბენილი თათრები სასტიკად დაუმარცხებიათ. ამ გამარჯვების შემდეგ არ გასულა დიდი დრო, რომ თინა წავკისელს მეუღლე გარდაეცვალა და დარჩა ორი ვაჟი. ერთ-ერთ მათგანს გოირგი რქმევია. 1795 წელს, თბილისში აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს, თინა წავკისელი სამშობლოს დამცველი მამებისა და ძმების გვერდით იბრძოდა. უთანასწორო ბრძოლაში მამაცი ქალი მტერს ტყვედ ჩაუგდია და შორეულ ქვეყნისაკენ წაუყვანია.

ერეკლემ თინა წავკისელი გამოიხსნა მტრის ხელიდან, მაგრამ ის ირანელებმა კვლავ ჩაიგდეს ხელთ და წამებით მოკლეს ბოლნისის მხარეში. არსებობს გადმოცემა, რომ ერეკლე მეორეს ბრძანებით თინა წავკისელი ქმრის გვერდით, ბოლნისის სიონის ახლოს დაკრძალეს, ხოლო ობლები სასახლეში წამოიყვანეს აღსაზრდელად.

"საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი"
ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის,
მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი...

ლადო ასათიანი

XVIII საუკუნეში საქართველოს ძნელბედობის ხანა დაუდგა. ხალხი შეწუხებული იყო ოსმალ თუ ირანელ დამპყრობელთაგან, რომელთა შემოსევები ქვეყანას მუდმივი ომის პირობებში ამყოფებდა. ცალკე პრობლემა იყო ლეკების გაუთავებელი თავდასხმები. ამიტომ
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩნდებოდნენ დაბალი სოციალური წარმომავლობის სახალხო გმირები, რომლებიც თავისი სოფლისა თუ მხარის წინამძღოლი ხდებოდნენ და ვაჟკაცურად ებრძოდნენ მტერს. განსაკუთრებით საინტერესოა ქალების აქტიურობა და გამბედაობა. ამ კუთხით, ვფიქრობთ, მხოლოდ მაია წყნეთელის, თამარ ვაშლოვნელისა და თინა წავკისელის სახელთა ხსენებაც საკმარისია.


თინა წავკისელის შესახებ შემორჩენილია ფრაგმენტული 
ცნობები და გადმოცემები. ხალხური პოეზიის ნიმუშები, რომლებიც მის დროშივე, XVIII საუკუნეშია შექმნილი და შემდეგ ნელ_ნელა ივსებოდა. პირველად, ყველაზე სრულად და ვრცლად თინა წავკისელის შესახებ მასალები შეაგროვა და 1882 წლის გაზეთ :ივერიაში: გამოაქვეყნა დიმიტრი ჯანაშვილმა. მისთვის თინას ამბები, წავკისის მებატონისა და თბილისის უკანასკნელი მელიქ_მამასახლისის დარჩიას შვილს, თავად ასლან ბებუთაშვილს (1785_1866 წწ.) უამბია. თინა წავკისელის შესახებ გადმოცემები ზეპირად გადადიოდა, XX საუკუნის 50_იან წლებში შინდისელი 108 წლის მოხუცი ყაზარ ტოტოღაშვილი იხსენებდა, რომ თინა წავკისელი გვარად ფეიქრიშვილი ყოფილა. ეს ცნობა მიხეილ ჯანგიძემ 1959 წელს ჩაიწერა.

თინა წავკისელი XVIII საუკუნეში ცხოვრობდა. იგი წავკისელი გლეხის ასული ყოფილა. მას თანასოფლელებისთვის ისეთივე გმირობა და გულშემატკივრობა გამოუჩენია, როგორიც მაია წყნეთელს. სიყმაწვილეში შეურაცხყოფისთვის თავისი ბატონი მოუკლავს, მაგრამ თინაზე ეჭვი არავის მიუტანია. არსებობს გადმოცემა, რომ იგი ერთხანს კოჯრის ციხეს აფარებდა თავს.

ამის შემდეგ გავიდა დრო, თინა და კიდევ მისი თანატოლი სხვა გოგო_ბიჭები სპარსელებს მიჰყიდეს. მყიდველებს გზაზე მათზე ძალადობა მოუნდომებიათ. თინამ მათი ეს განზრახვა შეიტყო და თანასოფლელები დაარიგა, სპარსელებისთვის ხანჯლები წაერთმიათ. მართლაც, ასე მოქცეულან და ყველანი დაუხოცავთ. შემსხდარან მათივე ცხენებზე და მეფე ერეკლესთან წასულან. მეფეს ყველაფერი დაწვრილებით უამბეს. ერეკლეს მათი მხნეობა ძალიან გაჰკვირვებია. სხვები დაითხოვა, თინა კი სასახლეში დატოვა თურმე. სასახლეში ყოფნისას თინამ კარგად შეისწავლა თოფის სროლა, ხმლით ბრძოლა და ცხენზე ჯდომა. ამის შემდეგ ყოველთვის მეფე ერეკლეს გვერდით იდგა. მამაკაცური სამოსი ეცვა და არაერთხელ უსახელებია თავი გამბედაობითა და მხნეობით.
ერთ_ერთი ბრძოლისას, თინასა და ერთ გლეხს ისე მამაცურად უომიათ, რომ მეფეს ძალიან მოეწონა ისინი, ორივე თავისთან მიიწვია და შეუღლება უბრძანა. ისინი მართლაც დაქორწინდნენ და წავკისს დასახლდნენ. თინა წავკისელს ორი ვაჟი შეეძინა, მაგრამ ქვეყანას სამსახურს მაინც არ აკლებდა. ის თავისი სოფლის, წავკისის მტრებისგან მცველი ყოფილა.

ერეკლე II_ის დროს, 1774 წელს ქართლ_კახეთში მორიგე ჯარი შეიქმნა, "მორიგეში გასვლა" წელიწადში ერთი თვით, თავისი ხარჯებით ყველა ბრძოლისუნარიან მამაკაცს ევალებოდა

ერთხელ, ერეკლემ წავკისიდან თითქმის ყველა გლეხი გაიყვანა ჯარში, სოფელს კი მტერი თავდასხმასა და დარბევას უპირებდა. თინამ ქალები, ბავშვები და მოხუცები სოფლის კოშკში შეხიზნა (წავკისში კოშკი XX საუკუნის 30_იან წლებში დაანგრიეს). კოშკის კიბის სათოფეებზე ფუტკრის სკები დააწყო, ორივე მხარეს კარი შიგნიდან ჩაკეტა და თბილისში წავიდა, რათა მტრის თავდასხმა მეფისთვის შეეტყობინებინა. კოშკში შეხიზნულებს კი დაუბარა, თუ მტერი მიუახლოვდებოდათ, მათ სკიდან ფუტკრები უნდა გაეშვათ და ამით შეეჩერებინათ. ასეც მოხდა და მტერი სასტიკად დამარცხდა. ამ გამარჯვების შემდეგ თინა წავკისელის მეუღლე მალევე გარდაიცვალა.

თინა წავკისელი კრწანისის ბრძოლაშიც (1795 წ.) მონაწილეობდა. აღა_მაჰმად ხანის მოსვლის წინ იგი ტყვედ ჩავარდნილა და მეფისთვის შემოუთვლია: თუ მოვახერხე გათავისუფლება, დაგეხმარები ბრძოლაშიო.

შენ გენაცვალე, მეფეო,
შენ გენაცვალე, შენაო,
გიორგი არ მომიშიო,
სულ შეიჯერე თემიო.
მეც მალე დაგეხმარები,
თუ რომ გამიხსნეს ხელიო,
თუ არადა მომაშველეთ
ნახშირფორელი მღვდელიო.
მეფემ თინა ტყვეობიდან გამოიხსნა.
თინიავ რამ შეგაშინა,
ნუ შეგეცვალა ფერიო!
შენ დაგვეკარგე, მაგრამა
არვინ არს შენი ფერიო.

მაგრამ, უკან გაბრუნებისას მტრებს ისევ ჩაუგდიათ ხელში და ბოლნისის მხარეს მოუკლავთ. ერეკლემ იქვე, ბოლნისის სიონთან დაასაფლავებინა ქმრის გვერდით. საფლავის ქვაზე მათი სახე ამოაჭრევინა, მათი ობლები კი წაიყვანა და სამეფო სასახლეში ზრდიდა.
გმირი ქალის შესახებ სულ ეს ცნობებია შემორჩენილი, რომელიც დაცულია ხალხურ პოეზიაში, გადმოცემებში და მცირე ისტორიულ ცნობებში.

ალექსანდრე ბოშიშვტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”

















კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 31.01.2023
სულ რედაქტირებულია 1





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0