თევდორე მღვდლის და ზაზა ციციშვილის გმირობა 1609 წელს მეფე ლუარსაბ II (დ. 1592 — გ. 1622) ეპოქა
სოც-ქსელებში ქართველთა უმეტესობა ვიკინგ და ჩეჩენ მებრძოლების გმირობის ამსახველ ფოტოებს დებენ, აღფრთოვანებული არიან მათი სისატიკით თუ ვაჟკაცობით და ცოტა რამ იციან საქართველოს გმირულ წარსულზე და საკუთარ წინაპრებზე, კაცებზე რომელთა დარი მეომრებიც დედამიწაზე არ მოიძებნება.
ტურები, ცინიკურად ვამბობ ხოლმე როცა წავაწყდები ვიკინგთა თუ ჩეჩენ მეომართა სადიდებელ პოსტებს, და ამით იმ ილუზიის გაძლიერებას, რომლის მიზანიც ქართველი კაცის მოექეიფე ღიპიან უდარდელ კაცად წარმოჩინებაა.
1609 წლის ივნისში მარტივ მამრვლებად დაშლადაწყებულ საქართველოს "თათარხანის ჯარი" იგივე ოსმალები ანუ თანამედროვე თურქები შემოესივნენ, მტერს ჰქონდა ინფორმაცია რომ ქართველთა მეფე ლუარსაბი, მცირე ამალით სოფელ ცხირეთში იმყოფებოდა, მათი გეგმა ლუარსაბის შეპყრობა იყო, თუმცა ბერი თევდორეს გმირობის წყალობით ვერ მოახერხა გეგმის განხორციელება. თევდორემ სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა ოსმალთა უზარმაზარი არმია, როცა ოსმალები ამას მიხვდნენ სასტიკი წამებით ამოხადეს სული, დიად ბერს!
მოგებული წუთების ხარჯზე ცხირეთში 200 მეომარს მოუყარეს თავი ქართველებმა და ერთერთ ვიწრობში თავზეხელაღებული ლომგულები სომხით საბარათიანოს მოწინავე სადრშოს სარდალ ზაზა ციციშვილის სარდლობით ეკვეთა მტერს! გახურებულ ბრძოლაში თითქოს ცეკვავდნენ ქართველები, ეს იყო დაუნდობელი ჩეხვა გამცდარი ყოველგვარ ადამიანურ ჩარჩოებს,მტრის სისხლი ღვარად ჩამოდიოთათ გმირებს! სარდალმა ზაზა ციციშვილმა დიდი ფაშა განგმირა თავი მოაჭრა, მოჭრილი თავი კბილებით დაიჭირა და ისე განაგრძო ბრძოლა! წარმოიდგინეთ მტრის სისხლისფერი გოლიათი კბილებში ადამიანის თავით! მის წინაშე ქედს თვით ოდინიც მოიხრიდა! ეს იყო ერთი ეპიზოდი ტაშისკრის ბრძოლიდან რომელიც ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა! დიახ.. ჩვენ მეომართა რასა ვიყავით, მებრძოლები და დიდი ხანია დაგვავიწყდა ეს ! მხოლოდ ათასში ერთხელ ანწუხელიძეს თუ დამენიას მსგავსი გმირები თუ შეგვახსნებენ ამას! გავზარდოთ შვილები ეროვნული ცნობიერებით არ დავივიწყოთ ისტორია ! ის ჩვენ კიდევ გადაგვარჩენს!
თევდორე კველთელი, თევდორე მღვდელი (გ. 1609) — ოსმალ დამპყრობთა წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი გმირი.
1609 წელს ოსმალთა ჯარი ქართლში შეიჭრა და ცდილობდა გზა გაეკვლია მეფის ბანაკისაკენ. ოსმალებმა სოფ. კველთის მღვდელი თევდორე კველთელი შეიპყრეს და მეგზურობა უბრძანეს. თევდორე კველთელმა მტერი სხვა მიმართულებით გაიტყუა და დააშორა ისინი ცხირეთის ციხეს, სადაც მეფის ბანაკი იდგა. ბოლოს ოსმალები მიუხვდნენ განზრახვას და წამებით მოკლეს. თევდორე კველთელის თავგანწირვამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე იხსნა და საშუალება მისცა მეფე ლუარსაბ II-ს მომზადებული დახვედროდა მტერს.
ტაშისკარის ბრძოლა
1609 წლის ივნისში ქართლში შეიჭრა ოსმალების მრავალრიცხოვანი ჯარი, რომელმაც რამდენიმე სოფელი ააოხრა და გაძარცვა, მოსახლეობის ნაწილი დაატყვევა და სწრაფად მიადგა მანგლისს. ოსმალებმა აქედან გაჭრა სცადეს სოფ. ცხირეთისაკენ (შიდა ქართლი), სადაც მეფე ლუარსაბ II ეგულებოდათ. თევდორე კვეთელმა მოატყუა მტერი და სხვა მიმართულებით წაიყვანა. ამასობაში ქართველებმა ლაშქარი შეკრიბეს და გიორგი სააკაძისა და ზაზა ციციშვილის სარდლობით სოფელ ნიაბის (ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი) ბოლოს, სხერტის ჭალაზე, მტერი უკუაქციეს. გორისაკენ გაბრუნებულთ მდინარე მტკვარზე ხიდი აყრილი დახვდათ. მაშინ მათ ახალციხისაკენ იბრუნეს პირი. სოფელ ბრბონასთან მდ. მტკვარი გადალახეს და სოფელ ტაშისკართან (ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი) დაბანაკდნენ. ქართველთა ლაშქარი სოფელ ახალდაბასთან (ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტი) მდინარე მტკვარზე გადავიდა და მოწინააღმდეგეს ახალციხისაკენ გასასვლელი გზა გადუჭრა. სამხედრო თათბირზე გიორგი სააკაძის გეგმა მიიღეს და სარდლობაც მასვე დაევალა. ქართველთა ლაშქარი განთიადისას მოულოდნელად დაესხა თავს მტერს და თითქმის მთლიანად გაანადგურა, მხოლოდ მცირე ნაწილმა უშველა გაქცევით თავს. ქართველებს დიდძალი ნადავლი და ტყვე დარჩათ. ამ ბრძოლაში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი გიორგი სააკაძემ.