შეთე გულუხაიძე (1803-1858) ლეგენდარული მებრძოლი სოფ.ქუმელაურთა, ომალო, თუშეთი(იხილეთ მეტი)
ფოტო გადაღებულია თუშეთში (სოფელი ქუმელაურთას გზაგასაყარზე) შეთე გულუხაიძე, თუში მხედარი მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის, ნამდვილი ლეგენდა, ათწლეულების მანძილზე ქუხდა მისი სახელი, მთელს კავკასიაში, როგორც თავზეხელაღებული, უშიშარი, გულადი მეომარი. იმდენად დიდი იყო მისი სახელი, რომ იმდროინდელი მეფისნაცვალი ცხენზე ამხედრებული თბილისიდან კახეთში ჩამოვიდა რომ პირადად გასცნობოდა. კაცი რომლის პორტრეტი და ჩანაწერები დღესაც ინახება რუსეთის ისტორიის მუზეუმში. რომლის პორტრეტები გამოკრული იყო არამარტო მაშინდელი სასტუმროების ვესტიბულში, არამედ თვით მეფისნაცვლის მისაღებ ოთახსაც ამშვენებდა. პარადოქსია მარა თვით მისმა დაუძინებელმა მტრებმა დიდოებმა და ლეკებმა შემოინახეს მისი პორტრეტი და დღესაც გამოკრულია მახაჩლკალის ევრონულ მუზეუმში.
შეგახსენებთ:კავკასიაში მეფისნაცალის თანამდებობა 1844-1845 წლებში შემოიღეს, რეზიდენცია თბილისში იყო. მეფისნაცვალი კავკასიაში განსაკუთრებული უფლებით სარგებლობდა — უშუალოდ ემორჩილებოდა ყველა უწყება. მასზე იყო დამოკიდებული მოსამსახურე პირების დანიშვნა, განთავისუფლება, დაჯილდოება. იგი ამავე დროს კავკასიაში მდგომი ჯარების მთავარსარდალიც იყო. სადავო საკითხები, რომელიც მეფისნაცვლის ფუნქციებს სცილდებოდა, განსახილველად იგზავნებოდა პეტერბურგში „კავკასიის საქმეების კომიტეტში“, კომიტეტის დასკვნას მოახსენებდნენ მეფეს საკითხის საბოლოო გადაწყევიტისათვის.
კავკასიის მეფისნაცვალები იყვნენ: მიხეილ ვორონცოვი (1844-1854), ნიკოლოზ მურავიოვი (1854-1856), ალექსანდრე ბარიატინსკი (1856-1862); დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე (1862-1882). 1882 წელს მეფისნაცვლობა გაუქმდა და მთავარმმართველობა აღდგა. 1905 წელს კვლავ შეიქმნა მეფისნაცვლის თანამდებობა და ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი იყო 1905-1915 წლებში.
დიდი ალბათობით მეფისნაცვალში მიხეილ ვორონცოვი მოიაზრებოდა.