სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზურაბ შენგელია 1946-93წწ. დაკარგ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ბესლეთი სოხუმი ზურაბ შენგელია 1946-93წწ. დაკარგ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ბესლეთი სოხუმი

1946-1993 წწ. გარდ. 47 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი შენგელია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

ზურაბ შენგელია 1946-93წწ. დაკარგ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ბესლეთი სოხუმი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ზურაბ  შენგელია  დაიბადა  1946  წლის  14  ნოემბერს  სოხუმის  რაიონის  სოფელ  ბესლეთში. 


1963  წელს  დაამთავრა  ბესლეთის  პირველი  საშუალო  სკოლა. იმავე  წელს  გაიწვიეს  საბჭოთა  არმიაში.სამი  წლის  განმავლობაში  იმსახურა  საქართველო-თურქეთის  საზღვარზე-მესაზღვრედ.დაჯილდოვებული  იყო  მედლითა  და   სიგელებით.სამხედრო-სავალდებულო  სამსახურის  მოხდის  შემდეგ  სოხუმში დაბრუნდა.დაკავებული  იყო  სპორტით-ვარჯიშობდა  თავისუფალ  ჭიდაობაში .ტურნირებში  მოპოვებული  აქვს  არაერთი  გამარჯვება,იყო  აფხაზეთის  ჩემპიონი.


   1972  წელს  ჩაირიცხა   სოხუმის  გორკის  სახელობის  პედაგოგიურ  ინსტიტუტში,რომლის  დამთავრების  შემდეგ,1976  წელს  მუშაობა  დაიწყო  ქალაქ სოხუმის    მე-2  საშუალო  სკოლაში - ფიზიკური მომზადების  მასწავლებლად,1977  წელს  კი  სოხუმის  რაიონის  განათლების  განყოფილებაში-სკოლების  ინსპექტირების  თანამდებობაზე,1978  წელს  გადაიყვანეს განყოფილების  ფიზიკური  კულტურისა  და  სპორტის  განვითარების  უფროსად.


   1979  წელს  დაინიშნა  აფხაზეთის   ავტონომიური  რესპუბლიკის  განათლების  სამინისტროში  ფიზიკური  აღზრდისა და  სპორტის  მთავარი  ინსპექტორის თანამდებობაზე.პარალელურად  ხელმძღვანელობდა   გეოგრაფიული  ადგილმდებარეობის  ორიენტირების  მოზარდ-ახალგაზრდობის  წრეს, მათთან  ერთად  ატარებდა  ლაშქრობებსა  და  მონაწილეობდა  შეჯიბრებებში  საქართველოს  სხვადასხვა  კუთხეში. აღნიშნული საქმიანობიდან  გამომდინარე, ზურაბ  შენგელია  კარგად  ერკვეოდა   საქართველოს ტოპოგრაფიაში,ზედმიწევნით  იცოდა  აფხაზეთის  ტერიტორიის  მთიანი  რეგიონის  ტოპოგრაფიული  რუკების   დამუშავება   თავისი მოქმედი  და  გაუქმებული  ბილიკებით,რაც  აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დროს  ძალიან  გამოადგა.

   1990   წლის  შემოდგომაზე ,საქართველოს  პატრიარქმა  -  ილია  მეორემ  მოილოცა  აფხაზეთი,აკურთხა  აფხაზეთის  ეკლესია-მონასტრები.გუდაუთის  რაიონის   სოფელ  ლხინში  არსებული  ქართული  ხუროთმოძღვრების  შესანიშნავი  ძეგლის,ღვთისმშობლის  მიძინების  ტაძარში  პატრიარქის  მისვლამდე  ზურაბ  შენგელიამ  შეიტყო,რომ  ილია  II-ზე  უნდა  განხორციელებულიყო  თავდასხმა. სავარაუდოდ, აფსუა  სეპარატისტებს   განზრახული  ჰქონდათ  ტაძარში  ჩაეკეტათ  პატრიარქი  და   წინასწარ  მოყვანილი  ბენზინმზიდის  მეშვეობით  ჩაეწვათ  შიგ  მყოფნი. ზურაბ  შენგელიამ  დროულად  მოახდინა  რეაგირება  და თავის  მეგობრებთან  ერთად  აღკვეთა  ეს  შემთხვევა. სოფლის  გამოსასვლელში  აფსუა  სეპარატისტების  პიკეტმა  გზა  გადაუღობა  ქართველებს.ზურაბისა  და მისი  მეგობრების ძალისხმევით  პატრიარქი  და  მისი  თანხმლებნი  განარიდეს აგრესიულ  მასას  და  უვნებლად  გაიყვანეს  სამშვიდობოს.ზურაბ  შენგელიას  და  მის  რამდენიმე  მეგობარს  სეპარატისტები  ფიზიკურად   გაუსწორდნენ,ზურაბს  მიყენებული   ჰქონდა  რამდენიმე  ჭრილობა  -დანითა  და  გადატეხილი  ბოთლით.

     1992-93  წლებში  აფხაზეთში  მიმდინარე  საბრძოლო  მოქმედებების  დროს,  ზურაბ  შენგელია,ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს   მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  მე-8  კავშირგაბმულობის  ბატალიონში(მეთაურის  მოადგილედ  აღმზრდელობით  დარგში).

   1992  წლის  13  ოქტომბერს  ზურაბ  შენგელიას  კაპიტნის  წოდება  მიენიჭა. საბრძოლო  დავალებების  შესრულების დროს,იგი  ბატალიონის  ერთ-ერთი  ხელმძღვანელი  იყო.

   1993  წლის  16   სექტემბერს  ,სოხუმზე  მოულოდნელი  თავდასხმისას ,საბრძოლო  მოვალეობის  შესრულებისას,ზურაბ  შენგელია  ბირცხის  მთაზე   უგზო-უკვლოდ   დაიკარგა.

   ზურაბ   შენგელიას  დარჩა   მეუღლე  და  ორი შვილი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.06.2021
ბოლო რედაქტირება 05.01.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 08.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0