ალექსანდრე დიუმა განსაკუთრებული სიმპათიით საუბრობს ქართველებზე თავის წიგნში სახელად "კავკასია", ვფიქრობ, არც ერთ ხალხზე არ უწერია მას ასეთი სიყვარულითა და პატივისცემით.
ციტატები წიგნიდან ქართველების შესახებ:
"როდესაც თბილისში მივდიოდი, ვაღიარებ, წარმომედგინა, რომ ნახევრად ველურ ქვეყანაში მივდიოდი, ისეთში, როგორიც არის ნუხი ან ბაქო, მხოლოდ უფრო დიდი მასშტაბისა. მე შევცდი. ფრანგული კოლონიის წყალობით, რომელსაც უმთავრესად პარიზელი მკერავები და მოდელიორები შეადგენენ, ქართველი ქალები იტალიური თეატრისა თუ დიდი ბულვარების მოდას შეიძლება მხოლოდ ორიოდე კვირით ჩამორჩებოდნენ".
ქართველ ხალხს უყვარს იმის გაცემა, რისი მიღებაც სხვებს უყვართ.
- რა აზრის ხართ ქართველებზე? - შევეკითხე ბატონ ფინოს, ჩვენს (ფრანგების) კონსულს თბილისში, რომელიც იქ უკვე სამი წელია ცხოვრობს.
- ეს უნაკლო ხალხია, ყველა საუკეთესო თვისებით, - მიპასუხა მან.
როგორია ასეთი სიტყვების მოსმენა ფრანგისგან, რომელიც როგორც ეს ყველგან და ყოველთვს ხდება, ყოველივე უცხოურს ლანძღავს და საკუთარ თავს ყველაზე მაღლა აყენებს..."
"თავისი სიმამაცით განთქმულმა ერთმა რუსმა, გვარად შერემეტიევმა მითხრა: ისინი ბრძოლაში უნდა ნახო.. ისინი ამ დროს უკვე ადამიანები კი არა, ტიტანები ხდებიან, რომლებსაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ."
"ქართველების ტომი უმშვენიერესია აღმოსავლეთში და შემიძლია ვთქვა მთელ ქვეყანაზედაც. აქ არ მინახავს არც ერთი ცუდი სახის ქალი ან კაცი, ანგელოზებივით ლამაზებიც ბევრი შემხვდა. ქალების უმეტესი ნაწილი ბუნებას ისეთი სიკეკლუცით დაუსაჩუქრებია, რომ სხვა ასეთს ვერსად შეხვდებით. შეუძლებელია თვალი მოჰკრათ აქაურ ქალს და არ შეგიყვარდეთ."
"ჩემი შეხედულებით, ქართველს სრულიად თავისუფლად შეუძლია შეეცილოს ჩერქეზებს სილამაზეში, ჩემს დღეში არ დამავიწყდება ის შთაბეჭდილება, რომელიც ნოღაის ველებში პირველი ქართველის შეხვედრამ მოახდინა ჩემზე".
"ევროპაში წარმოდგენაც კი არ აქვთ კოლხეთის ხალხთა სილაზეზე."
"როგორც ვთქვით, მეგრელი ქალები, მეტადრე ქერა შავთვალა და შავგვრემანი ცისფერთვალება ქალები, ულამაზესი არსებანი არიან დედამიწის ზურგზე."